შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 15


7-01-2017, 18:18
ავტორი katiusha
ნანახია 3 906

"...სხვანაირი იყო,მიუხედავად იმისა რომ ისევ უღიმოდა სახე და ისევ ცაში დაფრინავდა ბედნიერებისგან. ყველა ხვდებოდა ამას რომ სოფო და ზაზა შერიგდნენ. ყველას უხაროდა რომ როგორც იქნა დაუბრუნდათ მეგობარი. სამსახურში ბედნიერი სახით დადიოდა. მაგრამ გულის სიღრმეში კარგად იცოდა რომ ეს მოჩვენებითი და დროებითი იყო. ახლა უკვე სხვანაირად უყუებდა ამ ურთიერთობას. ახლა უკვე კარგად ხვდებოდა რომ ნებისმიერ დროს ისევ შეიძლება დასრულებულიყო ეს ყველაფერი. ტყუილად არ ეუბნებოდა თამუნა რომ არ ენდო ბოლომდეო.
ერთხელ წასულს და უკან დაბრუნებულს მეორედ აღარ გაუჭირდებოდა წასვლა. ახლა თითქოს ამასაც ეგუებოდა. ადრე თუ ამის გაფიქრებაც არ უნდოდა, ახლა ამას უკვე თითქოს შინაგანად და ქვეცნობიერად ეგუებოდა. რადგან აღარ იყოს ის ცეცხლი მათ ურთიერთობაში რაც ადრე. აღარ იყო ადრინდელი ხშირი შეხვედრები. ხშირი ზარები, ყოველ წუთში შეტყობინებები, სადაც სულ სიყვარულს უხსნიდა და ეუბნებოდა რომ ბედნიერი იყო რომ ერთმანეთს შეხვდნენ....
ამასობაში შემოდგომა მიიწურა და დაზამთრდა. ყოველ საღამოს, ძილის წინ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა სოფო უკვე კარგად აანალიზებდა ყველაფერს. მის ყოველ სიტყვას, კარგად უფიქრდებოდა მის ყოველ საქციელს და უფრო მეტად რწმუნდებოდა რომ ზაზაც ჩვეულებრივ ქალებზე მონადირე მამაკაცს ჰგავდა. უფრო სწორედ ჰგავდა კი არა ისეთი იყო. და იმასაც კარგად ხვდებოოდა რომ ადრე თუ გვიან ისიც ამ სიას შეუერთდებოდა...
კარგად ხვდებოდა რომ სხვა გამოჩნდა უკვე ზაზას ცხოვრებაში. უკვე შეამჩნია მის კისერზე კოცნის კვალი რამდენჯერმე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. უკვე შეამჩნია რამდენჯერმე მის პერანგზე პომადის კვალი, ამის მიუხედავად არ უნდოდა სინამდვილესთვის თვალი გაესწორებინა. მაგრამ რა ექნა?მაინც უყვარდა ის და მზად იყო ყველაფერი ეპატიებინა. თუნდაც იმიტომ რომ ის იყო მისთვის ერთადერთი მამაკაცი და ერთადერთი სიყვარული. მასთანაც იმიტომ დაწვა და იმიტომ შესწირა ყველაზე ძვირფასი რომ მის გარდა სხვა მამაკაცს ვერ ამჩნევდა. უგონოდ იყო მასზე შეყვარებული. ახლა რა უნდა ექნა? მომავალი მის გარეშე ვერ წარმოედგინა...
ყოველ საღამოს როცა დასაძინელად წვებოდა ამ ყველაფერზე ფიქრობდა და თავს ვერ აღწევდა. სწორ გამოსავალს ვერ პოულობდა რა ექნა? წასულიყო და თვითონ სოფოს დაესრულებინა ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ნაძალადევი იყო თუ ებრძოლა მისთვის?კიდევ სადამდე უნდა შეელახა მისთვის თავმოყვარეობა და კიდევ სადამდე უნდა აეტანა ეს ყველაფერი?...
დეკემბერი დადგა. ზაზას დაბადების დღე ახლოვდებოდა. გადაწყვიტა მისთვის სიუპრიზი გაეკეთბინა და ერთად წასულიყვნენ ორი დღით სადმე დასასვენებლად. იქ კი დაელაპარაკებოდა ყველაფერზე და საბოლოოდ გაარკვევდა ყველაფერს ან დაშორდებოდა ან ერთად იქნებოდნენ. ამ ყველაფერს გეგმავდა გონებაში როცა ტელეფონმა დაურეკა. ზაზა იყო.
-როგორ ხარ სიხარულო?
-კარგად შენ?
-მეც, რა გჭირს რა ხმა გაქვს?
-არაფერია ისე.
-რამე გაწყენენე?
-არა.-მოკლედ უპასუხა სოფომ
-აბა რა ხდება?
-არაფერი. უბრალოდ უშენობას ვეჩვევი და ვეგუები.
-რას ქვია უჩემობას ეჩვევი?-გბრაზდა ზაზა
-აბა რა ვქნა?როგო მოვიქცე?მთელი დღეებია არ გახსენდები.მთელი დღე შეიძლება ისე გავიდეს რომ ერთხელაც ძლივს დამირეკო და ისიც მალევე მემშვიდობები. ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო სულ ვცდილობ როგორმე დრო გამოვნახო რომ შენთან გავატარო, შენ საქმეებს იმიზეზებ. შეგიძლია მითხრა ბოლოს როდის ვნახეთ ერთმანეთი?
-კარგი რაა ასე რატომ ლაპარაკობ?რა დაგემართა ასე უცებ?-აქეთ უსაყვედურა ზაზამ.-ხომ იცი რომ ვმუშაობ?ძალიან ვიღლები?
-მე არ ვიღლები ზაზა?მე არ ვათენებ ღამეებს?თუ მარტო შენ იღლები?ერთ კვირაზე მეტია არ გვინახავს ერთმანეთი. გირეკავ და არ მპასუხობ. ღმერთმა იცის სად ხარ.ვისთან ხარ. არ გამიკვირდება რომ ჩემს გარდა სხვა ქალებიც გყავდეს. ხომ ასეა თუ ვცდები?
-შენ რაღაც ძალიან ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს.არ გეჩვენება რომ ეჭვიანობ უკვე და ეჭვიანი ცოლივით იქცევი?
-არაფერი არ მეჩვენება და ნუ დამდებ ბრალს მე იმაში რაც ჩემი ბრალი არ არის. აღარ გიყვარვარ ხომ ასეა?რა საჭიროა თავის მოჩვენება მითხარი?გეცოდები?
-არასწორ დასკვნებს აკეთებ. კარგი რა არ გინდა ასე ლაპარაკი. გოგოს გულის მოლბობა სცადა ზაზამ, -ხომ იცი რომ მიყვარხარ. მე შენს გარდა სხვა არავინ არ მიყვარს. მაგრამ ხანდახან ვერ ვამბობ უარს სხვა ქალთან გაგულავებაზე.
-ანუ მე არ გაკმაყოფილებ და ამიტომ. ალბათ ჩემი ბრალია და სხვაც იმიტომ გინდა?
-არა არა შენი ბრალი არაფერი არ არის.ერთი წუთითაც არ იფიქრო რომ შენი ბრალია ეს ყველაფერი. უბრალოდ მე ვარ ასეთი.
-ხო სამწუხაროდ გვიან შევამჩნიე ეს ყველაფერი. ისე ბრმად ვიყავი შეყვარებული რომ ვერაფერს ვხედავდი,დამაბრმავა ამ სიყვარულმა.
-შეიძლება ახალ პრობლემები გვაქვს მაგრამ დამიჯერე მაინც ერთად ვიქნებით. არ ინერვიულო და გჯეროდეს ჩემი. მიყვარხარ. უთხრა ბიჭმა.
-დარწმუნებული ხარ რასაც ამბობ?
-კი დარწმუნებული ვარ სოფო. ნუ ხარ ასე მოწყენილი გაიღიმე
-მომისმინე მაშინ მაგის დამტკიცება მოგიწევს. გადაწყვიტე ან ქორწილისთვის დავიწყოთ მზადება ან დავშორდეთ, არჩევანი შენზეა.
-ასე მალე?
-ასე მალე არაა ეს. საკმაოდ დიდი ხანია ერთმანეთს ვხვდებით და მგონი დროა, საკმარისზე მეტი გავიდა. ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და ეს ცოტა დრო არაა.
-კარგი მაშინ ხელსაყრელ დროს შევარჩევ და ჩემებს დაველაპარაეკბი.
-კი ბატონო შენი ნებაა. ისე იყოს როგორც შენ გადაწყვიტავ. ახალ კი წავედი გვიანია და ძალიან მეძინება.ღამე შვიდობის.
-კარგად საყვარელო. ძილინების....დაეშვიდობა ზაზა. სოფოს კიდევ უარესად მოაწვა ფიქრები და თითქმის მთელი ღამე არ დააძინა. ხვდებოდა რომ მისი ცხოვრება უახლოესი დღეების განმავლობაში შეიძლება საბოლოოდ შეცვლილიყო და გული კარგს არ უგრძნობდა.... "

***********************
-სოფოოო...სოფოოო...უპასუხე რაა ტელეფონს. რამდენი ხანია გირეკავს. დაუძახა ნამძინარევმა თამუნამ მეგობარს ისე რომ თვალები არ გაუხელია. თავზე ბალიში გადაიფარა, მაგრამ მობილური არ ჩერდებოდა. და ძილის გაგრძელების საშუალება არ მისცა.
-სოფოო. დაიკივლა მერე და ბალიში ესროლა მძინარე მეგობარს. რომელსაც ღრმად ეძინა.
-ჰაა....რა იყო .. რა მოხდა?-წამოყო თავი შეშინებულმა, ვერ მიხვდა რა დაეცა ასე მძიმე თავზე ან რა ხდებოდა. უცებ ვერ გამოერკვა ძილბურანიდან.
-ტელეფონს უპასუხე. შეუღრინა თამუნამ
სოფო ტელეფონს დასწვდა და ეკრანს დახედა. გაუკვირდა მაგრამ უპასუხა.
-დიახ გივი ბიძია?...კარგად თქვენ/?.. არა უშავს... რაა?.. როდის?... წამოვალ დღესვე და მაშინვე თქვენთან მოვალ.. კი კი... კარგი დროებით...
-რა ძილქუში დაგეცა ?რომ ვერ გაიგე ზარის ხმა?
სოფო წამოხტა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა.
-არ ვიცი დამეძინა. გადავიღალე ალბათ..
-გადაიღალე კი არა იმის ბრალი წუხელ ღამის სამ საათამდე რომ ელაპარაკებოდი იმ ბიჭს. გგონია ვერ გავიგე ან არ მესმოდა?
-მერე გასულიყავი სხვა ოთახში. გაეცინა სოფოს.
-კიდევ მე გავსულიყავი?გაიოცა თამუნამ და საწოლში წამოჯდა.
-ხო შენ.
-მოიცა სად მიდიხარ?
-თბილისში. მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდა.
-აუ კარგი რაა. მთელი კვიირაა ჩემთვის ვერ იცლი, მარტო დავბოდიალობ და მარტო ვერთობი.
-დაურეკე დათას და გაერთობი.
-რაა?იმ იდიოტს?ვერ ეღირსება.
-იმ დღეს კარგად გაერთეთ. მერე რაა რომ ნერვებს უშლიდით ერთმანეთს.
-ეგ დღე საერთოდ არ გამახსენო. მისი გამწარება მოვინდომე და საბოლოოდ მე მომეშალა ნერვები.
-ასეა ჩემო კარგი. რასაც სხვისთვის მოინდომებ ის უკან დაგიბრუნდება. გაეცინა სოფოს.
-წავედი ეხლა მე და ვეცდებოი მალე დავბრუნდე. მანამდე კი შენ რამით გაერთე, თუ გინდა ზეზვას გაყევი საქმეებზე.
-ხო კიდევ კარგი ეგ ბიჭი მაინც არსებობს. მხოლოდ ეგ ზრუნავს ჩემზე. რამდენიმე წლით უფროსი რომ იყოს კი ვიფიქრებდი მასზე. გადაიხარხარა თამუნამ
-შენც ვინც უფროსია და შეგეფერება მასზე იფიქრე.. გააჯავრა სოფო და სწრაფად გაიხურა კარი თორემ თამუნას ნასროლი ბალიში კიდევ მოხვდებოდა...

საბუთებს დასწვდა და პირდაპირ თბილისში გაემგზავრა. მანქანა სწრაფად მიყავდა. იმის შეგრძნება ჰქონდა რომ თუ არ იჩქარებდა რაღაცნაირად დააგვიანებდა. საათს დახედა თორემტი ხდებოდა როცა გივის სამსახურთან გააჩერა მანქანა...
-შეიძლება?მოურიდებლად შეაღო მისი კაბინეტის კარი.
-მოდი, მოდი. წამოდგა სავარძლიდან ის. მის გარდა კიდევ ერთი მამაკაცი დახვდა კაბინეტში. სოლიდურად ჩაცმული და საქმიანი იერით.
-სოფო ეს ბატონი ბანკის წარმომადგენელია, შემთხვევით შევხვდი შენს საქმესთან დაკავშირებით და მივხვდი რომ ის დაგვეხმარებოდა.
-ძალიან სასაიმოვნოა. აბა რა ხდება?იკითხა სოფომ
-ჯერ დაჯექი.
სამივე სავარძელში ჩაეშვა.მდივანმა კაბინეტში სამი ყავა შემოიტანა და მერე საქმეზე გადავიდნენ.
-მოკლედ სოფო ეს ბატონი აგიხსნის საქმის ვითარებას.
-გისმენთ.
-როგორც გავიგე თქვენ ვერაზე მდებარე სახლით ხართ დაინტერესებული.
-დიახ, ადრე იქ ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა.
-ის სახლი მალე ჩვენს საკუთრებაში გადმოვა.ბატონმა გივიმ ყველაფერი ამიხსნა.რამდენიმე წლის უკან მამათქვენმა თავის მეგობარს ბანკში ჩაუდო სესხი სანაცვლოდ. თავიდან პატიოსნად იხდიდნენ ყოვეთვირ შემოსატანს, მერე კი ყველაფერი აირია. გადაუხდელობის გამო დაგროვდა პროცენტები. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ მაგრამ არ გაითვალისწინა და ახლა ბანკი ჩამოართმევს იმ სახლს ბატონ დიმიტრის.
-მე რა შუაში ვარ?
-როგორც გავიგე მისი დაბრუნება გინდათ. ამისთვის შეგიძლიათ თქვენ ის ბანკისგან გამოისყიდოთ თუ დარჩენილ თანხას სრულად დაფარავთ და პროცეტებს. ბევრი არ არის. ეს თანხა ამ სახლის ღირებულების მესამედსაც არ შეადგენს.ვინაიდან თქვენ ჩვენი ბანკის კლიენტი ხართ ეს არ გაგიჭირდება .
-და რა თანხაზეა საუბარი?
-ოცი ათას დოლარზე.
-რააა?ყავა გადასცდა სოფოს.
-დიახ.
-ამდენი თანხა არ მაქვს.მაგრამ მგონი შევძლებ მოვაგროვო.
-აი აქ არის ყველა იმ დოკუმენტის ჩამონათვალი რაც დაგჭირდებათ, რომ მოაგვარებთ პირადად მე დამიკავშირდით და დაგეხმარებით რომ სახლი თქვენს განკარგულებაში გადმოვიდეს.
-დიდი მადლობა. ამას არ მოველოდ ნამდვილად. ამ სიკეთეს ვერასოდეს დაგივიწყებთ ბატონო გივი. სოფოს ისე უხაროდა თავს ვეღარ აკონტროლებდა....
მთელი გზა ღიღინებდა და მუსიკას ხმამაღლა ჰყვებოდა. ისე გაილია გზა ვერც გაიგო. მხოლოდ ახლა გაახსენდა რეზო. ის რომ ტელეფონი გამორთული ჰქონდა და სახლიდან დაურეკავდნენ. მითუმეტეს რეზო ამდენ ხანს ვერ გაძლებდა და ინერვიულებდა... არც შემცდარა იმდენი ზარი იყო შემოსული ვეღარ დაითვალა,რამდენიმე შეტყობინებაც გამოეგზავნა..
მაშინვე აკრიფა მისი ნომერი და დაურეკა.
-რა გჭირს ხო მშვიდობაა?-მოემა მაშინვე მისი შეშინებული ხმა
-ყველაფერი კარგადა. მაპატიე ასე რომ მოხდა დილით უცებ მომიხდა წასვლა და ვერ დაგირეკე. მერე ბანკში ვიყავი და საქმეებში დრო გამეპარა.
-კარგი რაა სოფო. ასე უყურადღებოდ როგორ უნდა იყო ტელეფონთან?ხომ იცოდი რომ ვინერვიულებდი?მგონი უნდა მცოდნოდა ყველაფერი არაფერი დაგიშავდებოდა რომ ერთი შეტყობინება გამოგეგზავნა და აგეხსა, იცი როგორ ვინერვიულე.-რეზო აშკარად ნაწყენი ჩანდა. სოფოც მიხვდა რომ ბიჭს აწყენინა, თავის საქმეების გამო ისევ დაავიწყდა საყვარელი ადამიანი. განა ადრე ამის გამო არ იდანაშაულბდა თავს რომ მისი მოუცლელობის გამო დაშორდა ნელ-ნელა ზაზას. ახლაც გული ეტკინა. ძალიან ნანობდა,რეზო ამას არ იმსახურებდა.
-მალე ჩამოვალ და მოდი დავილაპარაკოთ კარგი, აგიხსნი ყველაფერს. უთხრა მერე.
-ახლა არ მცალია მეც თბილისში წამვედი. რომ გეთქვა ერთად წავიდოდით და შენს გვერდით ვიქნებოდი. დაგეხმარებოდი.
-რეზო არ მინდა რომ შეგწუხო. არ მინდა რომ ჩემს გამო ინერვიულო.
-მოდი იცი რაა ახლა არ მცალია შეხვედრა მაქვს უცხოელ პარტნიორებთან მერე დაგირეკავ...ნახვამდის..-რეზომ ტელეონი ისე გაუთიშა რომ წესივრად დამშვიდობება არ დააცადა. სოფომ გულში ტკივილი იგრძნო. და უნებურად ცრემლი წამოუვიდა....
ეს მერე დაგირეკავ სამი დღე გაიწელა. სამი დღის განმავლობაში რეზოს სოფოსთვის არ დაურეკია. ვერც სოფო ბედავდა მასთან დარეკვას და შეტყობინების გაგზავნას. იცოდა რომ დამნაშავე იყო ყველაფერში...
სამაგიეროდ ერთი პრობლემა მოაგვარა და იმაზე მეტად კმაყოფილი დარჩა ამ საქმით ვიდრე ელოდა. სახლი მის განაკარგულებაში იყო. ახლა უნდა მოეფიქრებინ როგორ გადაეცა მისი მშობლებისთვის ისე რომ მისი სახელი არ გაჟღერებულიყო.
-თამო მირჩიე რამე როგორ მოვიქცე.
-რასთან დაკავშირებით?
-ჩემებს ვერ ვეტყვი რომ სახლი მე ვიყიდე და შეუძლიათ იქ იცხოვრონ.
-რამეს მოვიფიქრებთ ერთად.
-ხოდა მეც მაგას გეუბნები.- გაეცინა სოფოს.
-შენ ძმას რომ შეხვდე და აუხსნა ყველაფერი.
-მეშინია. ვერ გავბედავ მისთვის თვალბში შეხედვას.
-გაბედავ. თქვენ ერთმანეთის სისხლი და ხორცი ხართ.ის გაგიგებს. ხიმ გითხარი ძალიან განიცდის შენს ამბავს, და ძალიან ნერვიულობს შენზე.
-მინდა მჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-იქნება იქნება. რეზოს არ დაურეკავს?
-არა და ძალიან ვნერვიულობ მასზე. განვიცდი რომ ვაწყენინე.
-მერე ბოდიში მოუხადე.
-როგორ?როცა არ ვიცი სად არის ან უნდა თუ არა ისევ ჩემი ნახვა...
უცებ ეზოდან ხმაური მოისმა და მალე კიბეზე ამომავალი ზეზვა გამოჩნდა. გოგოებს თბილად მიესალმა და მათ წინ ჩამოჯდა.
-აბა რაო ზეზვა რამ შეგაწუხა?
-სოფო პრობლემა გვაქვს?
-ისევ?როდისმე ნეტავ იქნება ერთი დღე ისეთი რომ პრობლემა არ მექნება მოსაგვარებელი.
-იქნება იქნება, დაუმოწმა თამუნამ.
-მოკლედ სოფო მაღაზიაში პროდუქციას ვეღარ ვტევთ და ვერც ჩაბარებას ავუდივართ, ახლა საკმარისი თანხები გვაქვს იმისთვის რომ გავფართოვდეთ და ახალი მაღაზია გავხსნათ.
-ეგ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული ზეზვა, ახლა აღარ მაქვს ფინანსური მდგომარეობა კარგი.
-მე დაგეხმარები. თქვა თამუნამ.
-შენ როგორ ?
-ფული მაქვს.
-არა არ მინდა შენი ფული რამეს მოვიფიქრებ. რა ვქნათ ზეზვა?
-სოფო მგონი დროა რომ ქალაქის ბაზარიც ავითვისოთ და ერთი მაღაზია მინიმუმ მაინც გავხსნათ იქ. კარგი იქნება და უფრო მეტი შემოსავალიც გვექნება.
-ამაზე არ მიფიქრია იცი. მგონი მართალი ხარ.
-ძალიან კარგი. მაშინ ფულს მე მოგცემ,- გაეხარდა თამუნას
-არა თამო. ბანკში მივალ ისევ
-ბანკი ფულს აღარ მოგცემს, დიდი სესხი გააკეთე ახლახანს. თუ მაინცდამაინც ასე გინდა სესხი ჩემგან აიღე.
-კარგი ოღონდ დაგიბრუნებ იცოდე.
-როგორც შენ გინდა. ახლა კი ავღნიშნოთ ეს ამბავი. წავალ დასალევს მოვიტან.- თამუნამ ისინი მარტო დატოვა.
-ზეზვა რაღაც უნდა გკითხო რეზოს შესახებ რა იცი?
-იჩხუბეთ?ბოლო პერიოდია ის სულ მოღუშული და მოწყენილი დადის.
-კი ცოტა.. მინდა შევურიგდე და ვერ ვბედავ,. ვერ მეტყვი სად არის?
-ახლა სასტუმროში იქნება, მთელი დღე მშენებლობაზე იყო. მალე გაიხსნება სასტუმრო გაიხსნება და საბოლოო დეტალებს აგვარებდა.
-ძალიან ცუდად არის?
-არ იმჩნევს. მაგრამ კიი.
საუბარი ვეღარ გააგრძლეს თამუნა გამოჩნდა. ლანგარზე სასმელი, ჭიქები და მისაყოლებლად ჩიფსები და ნამცხვარი იდო.
-რაა?ჩიფსები?საიდან?-გაუკვირდა სოფოს.
-შენ ისე დადიხარ აქეთ-იქით რომ მე არ გაინტერესებ. საიდან და მაღაზიაში ვიყავი ქვემოთ ჩასული და იქ ვიყიდე. აბა მოდი დავლიოთ.
თამუნა სამელი ჩამოასხა და პირველი სადღეგრზელოც მან თქვა.
-მოდი ჩვენს ახალ საქმეს გაუმარჯოს და მომავალ წარმატებას.
-გაუმარჯოს,- თქვა სოფომ და ბოლომდე გამოცალა არაყი.
-მე ვერ დავლევ უკან უნდა დავბრუნდე მანქანით ვარ.
-ოო დალევ და აქ დარჩები არ არის პრობლემა. არ დაანება სოფომ და ძალით დაალევინა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე კარგად შეზარხოშდნენ. როცა სოფომ თქვა.
-ადექით, მივდივართ.
-სად მივდივართ?ნასვამები ვართ.
- მოკლედ თქვენ ახალა ჩემს გვერდრით იქნებით, ოპერაცია "რეზოს შემორიგება" დიწყო. გაეციან მას და მანქანის გასაღებს დასტაცა ხელი...

**************
ბექაური დათასთან ერთად თავის ნომერში იყო და ტელვიზორში ფეხბურთს უყურებდნენ თან ლუდს მიირთმევდნენ. თან საუბრობდნენ.
-კარგი რაა ნუ ხარ ასე მოწყენილი. შერიგდებით. -უთხრა დათამ
-უბრალოდ გული მტკივა რომ ჩემი დახმარება არ უნდა და არ მენდობა.
-შერიგდებით, ჯერ ახლა იცნობთ ერთმაენთს. ხომ იცი ადამიანი რა ამოუცნობი არსებაა.მიხვდება თავის შეცდომას და დაგელაპარაკება. მიხვდება იმას რომ კარგი ადამიანი ხარ და უნდა გენდოს.
-მე კიდევ მის გამო რამდენ რამეზე ვთქვი უარი. გეფიცები საკუთარ რეპუტაციაც კი გამოვასწორე, უარი ვთქვი ქალებზე. კაზინოში სიარულზე, ყველანიარ გასართობზე და ისე ვიქცევი როგორც შეყვარებული რომეო. ის კი არ მენდობა.
-აბა მის ადგილზე წარმოიდგინე თავი? ძნელია მისთვისაც ასე უცებ და ერთბაშად ნდობა უცხო ადამიანზე.
-შენ რა შეცვლილი მეჩვენები. ამ ბოლო დროს ძალიან ბრძნულ აზრებს აფრქვევ.-გაეცინა რეზოს.
-გოოოოლ-იყვიირა უცებ დათამ და მისი კითხვა უპასუხოდ დატოვაა. რეზოც აჰყვა და ლუდი ჩამოსხა. ცოტა ხანს ისევ ფეხბურთს უყურებდნენ, მერე ბექაური არ გაჩერდა.
-რას ერჩი იმ გოგოს?რატომ გადაეკიდეთ ერთმანეთს?
-არაფერს არ ვერჩი თვითონ მერჩის და მეჩხუბება ვერაფერი გავუგე.
-შენც არ აკლებ. კარგად გიცნობ და ვიცი რომ ასე არასოდეს მოქცეულარ ქალთან.
-ოო შენც დაიწყე?
-ხო აბა გამოტყდი რომ მოგწონს.
-არა ცუდო გოგო არ არის მაგრამ რაღაცნაირია.. აი ვერ გავიგე როგორ ავხსნა ან რა ვუწოდო.
-მე გეტყვი. წესიერი და პატიოსანი გოგოა, შენ კი ასეთს არ შეხვედრილხარ და იმიტომ ვერ არქმევ სახელს. ან ვინ მოავტყუოთ ორივემ? კარგად ვიცით რომ აქამდე ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არსებობდნენ. ახლა კი მათ შევხვდით ვისზეც ამბობენ ხოლმე რომ როცა დაინახავ მაშინვე მიხვდები ეს ის არის ვისაც მთელი ცხოვრება ელოდებიო...
-ხოო ალბათ...
-რა ხმაა?ჩაუწიე ერთი . რეზომ პულტს დასტაცა ხელი და ტელევიზორი გააჩუმა. გარედან ხმაური ისმოდა ჯერ ეგონა ახალგაზრდები ჩხუბობენო, მაგრამ მერე გაარკვია რომ ასე არ იყო.
-ვიღაცას სერენადას უმღერიან-თქვა დათამ.
ღია კარიდან სიმღერის ხმა მოისმოდა. წამოდგენენ და მაშინვე აივანზე გავიდნენ. საოცარი სანახაობა გადაეშალათ თვალწინ...

" გულს რად მიკლავ მე სიცოცხლე,
ჯერ არ დამიმთავრებია.
მე ხომ გულით ვიხედები
გული ჩემი თვლაებია..
ბიჭოვ ბიჭოვ მე შენს მეტი
ჯერ არავინ მყვარებია.
სიყვარული შენ ჩემს გულში
ხანჯლად გაგიტარებია...:"
სასტუმროს წინ სოფო იდგა ზეზვასთან და თამუნასთან ერთად და სერენადას უმღეროდა ბექაურს. ასეთი რამ მისთვის არავის არ გაუკეთებია, არავის არ მოსვლია აზრად რომ შეიძლებოდა ერთხელ მაინც ემღერა საყვარელი მამაკაცისთვის სერენადა. იდგა გაოცებული და უყურებდა როგორ მღეროდა სოფო ანთებული თვალებით სიმღერას. გული სიხარულით აევსო. მიხვდა რომ გოგოსთვის ისიც ისეთივე ძვირფასი იყო, როგორც მისთვის.
-მიიღე ჩემი ბოდიში რეზო ბექაურო?-დაუძახა სოფომ ქვემოდან როცა დაინახა რომ სასურველ შედეგს მიაღწია, რეზოს ხმა არ გაუცია. უპასუხოდ შემობრუნდა ოთახში. შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გავარდა. დათა უკან მიჰყვა მეგობარს. ისიც სასიამოვნოდ გაოცებული იყო ამ სიუპრიზით....
სოფომ რომ დაინახა რეზომ ხმა არ გასცა და უკან შებრუნდა, მოწყინა და გაბრაზდა. უკან მობრუნდა რომ წასულიყო.
-მოიცადე ცოტა ხანს. შეაჩერა თამუნამ.
-ხო ასე არ შეიძლება წასვლა.- თქვა ზეზვამ
-არაფერი არ მითხრა. ისე შევიდა ოთახში.,ფეხებზე ვკიდივარ. სოფომ თვალზე მომდგარი ცრემლი შეაჩერა და ნაძალადევად გაიღიმა, თამუნა და ზეზვა გარს შემოეხვივნენ და გზა გადაუჭრეს რომ არ წასულიყო. მაგრამ სოფო ჯიუტობდა.
-ახლა მაინც შეგიძლია მითხრა სად მიდიხარ?მოესმა ზურგს უკან.სწრაფად მოტრილად და მომღიმარი რეზო დაინახა.
-არ ვიცი მეგონა... დაიმორცხვა და თავი დახარა....
ბექაური მისკენ დაიძრა. თამუნა და ზეზვამ გვერდით გადაინაცვლეს და ადგილი მას დაუთმეს.
-არაფერს გსაყვედურობ. უბრალოდ მომეცი უფლება შენს გვერდით ვიყო და დაგეხმარო.
-კარგი.დაუქნია თავი და თითქოს ამას ელოდა ბიჭი გამოცოცხლა ხელები გაშალა და ძლიერად მოხვია თავის მკლავები.
-ჩემი პატარა გოგო. ჩემი სულელი. როგორ იფიქრე რომ მე შენზე გავბრაზდებოდი. უბრალოდ მინდოდა დაფიქრებულიყავი და გარკვეულიყავი ყველაფერში. როგორც ჩანს ყველაფერი გაიაზრე.
-კი მინდა შენს გვერდით ვიყო. უთხრა სოფომ და წელზე შემოხვია ხელები.
-მოიცა შენ რა ნასვამი ხარ?დალიე?-ხელი გაუშვა რეზომ
-აბა ისე ამას ვერ გავბედავდი. გაეცინ მას
-ჩემი გადარეული. მსვენივრად კი გამოგივიდა ისე. კარგად მღერი.
-ბავშვობაშიც მღეროდა მაგრამ მერე თავი დაანება,- ჩაერთო თამუნა.
-ეს ხომ ძალიან კარგია. შენზე ნელ-ნელა ვიგებ რაღაცეებს და სასიამოვნოდ გაოცებული ვრჩები
-არა რაა. ასეთი რამე არასოდეს არ მინახავს. მაგარი გოგო ხარ შენ.-ჩაერთო დათაც.
-აბა ზოგს აქამდე ფანტაზიები არ ყოფნის. უპასუხა თამუნამ
-ეს გოგო შემომაკვება.
-მომისმინე ხეპრევ.დღეს მერიდე კარგი. ნასვამი ვარ და ამ დროს ძალიან საშიში ვხვდები. მხარზე მთელი ძალით დასცხო ხელი გოგომ.-აბა თქვენს შერიგებას აგაუმარჯოს.
თქვა და შამპანური მოსვა ბოთლიდან, მერე ზეზვაც ჩაერთო.
-ასე ხომ არ ვიდგებით სადმე წავიდეთ და ავღნიშნოთ.
-წავიდეთ ზეზვა მართალია.-დაემოწმა რეზო. სირცხვილია ძალიან ვხმაურობთ და ხალხს შეავწუხებთ.
-თქვენ წადით და მეც მალე მოვალ.მგონი დროა ჩემი შეყვარებულიც წამოვიყვანო და გაიცნოთ.
-წადი ზეზვა და მალე დაბრუნდი დიხანს არ გვალოდინო. უთხრა რეზომ და სოფოს ხელი მოჰკიდა და სასტუმროსკენ წაიყვანა. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ. იმ საღამოს გვიანობამდე იმხიარულეს და გაერთნენ რეზოს ოთახში. სოფოსთვის ისიც კი სიუპრიზი აღმოჩნდა რომ ბიჭი შესანიშნავად უკრავდა გიტარაზე...
იმ საღამოს ბევრი რამე შეიცვალა. პირველ რიგში ის რომ მიხვდნენ რომ ერთმანეთისთვის ბევრად უფრო მეტს წარმოადგენდნენ და ბევრად უფრო მეტს ნიშნავდნენ ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. მერე ის რომ ის საღამოს პირველად არ დაუჭამიათ ერთმამეთი თამუნას და დათას.
იმ საღამოს პირველად გაიცნეს ზეზვას შეყვარებულიც და ძალიან მოეწონათ.
პირველად აღმოაჩინა სოფომ თუ რა ადამიანი იყო რეზო და რა ჯენტლმენი. სახლში არ გაუშვა სასვამი გოგოები . მისი ოთახი დაუთმო, თვითონ კი დათას ოთახში გადაინაცვლა...
იმ საღამოს პირველად თქვა უარი რეზომ რომ სხვა ქალს აღარასოდეს გაეკარებოდა, სოფოს გარდა. მხოლოდ ის იყო მისთვის ახლა მთავარი და ერთადერთი.
ნუთუ ასე შეუმჩნევლად და სწრაფად მოვიდა მათთან სიყვარული?
...იმ საღამოს დაიწყო ყველასთვის რაღაც ახალი და სასწაულად კარგი.....



№1 სტუმარი makukuna

ვახ, რამდენი ვიცინე. სერენადა ჩაგეთვალა. მართლა ძალიან კარგი იყო. ბოდიშის მოხდაც ასეთი უნდა. მე მგონი უკვე გვარდება ყველაფერი. მხოლოდ ერთი ეჭვი მაქ, ზაზა გამოჩნდება ალბათ. და იმედია ვერ არევს სიტუაციას. კარგი ხარ შენ heart_eyes

 


№2 სტუმარი Shore shore

ra kargia serenada momecona

 


№3  offline წევრი katiusha

ეგ ჯერ არც მე არ ვიცი გამოჩნდება თუ არა ზაზა. ყველაფერი ნელ-ნელა იწერება :)

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ახალი თავი როდის დაიდება?

 


№5 სტუმარი makukuna

დაგაგვიანდააა relaxed

 


№6  offline წევრი katiusha

დღეს დავდებ..ბოდიშით ჩემო კარგებო დაგვიაებისთვის გადატვირთული ვარ ძალიან :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent