შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

need you (დასასრული)


7-01-2017, 19:09
ავტორი DevilGirl
ნანახია 2 376

საჭმლები გავაკეთეთ და ბიჭებს დავუძახეთ. ყველას მოეწონა ჩვენი ნახელავი შემდეგ ოთახებში ავედით და ტკბილ ძილს მივეცით თავი, უფრო სწორედ სხვებმა მისცეს ტკბილ ძილს თავი თორემ აბა მე საერთოდაც არ მეძინებოდა, ხოდა გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი , ფილმისთვის მეყურებინა და ჩემი საყვარელი ფორთოხლის წვენი დამელია. ჩავედი და დავინახე გეგა, იჯდა და კითხულობდა წიგნს, ყდა მაშინათვე ვიცანი, მაგრამ დასარწმუნებლად მაინც ვკითხე:
-რა წიგნია?-შეცბა, არ ელოდა დაძახებას.
-ჯინსების თაობა, წაკითხული გაქვს?
-კი 17ჯერ და კიდევ ვაპირებ , ჩემი საყვარელი წიგნია.
-მეც ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული, რატომ მაინცდამაინც ეს წიგნი?
-ყველაზე მეტად იმიტომ მომწონს, რომ რეალური ამბავია, კიდევ მაოცებს ბერი თევდორეს სიმშვიდე, მაოცებს კაგებეს ციხის მმართველების გულცივობა და ყველაზე საყვარელი მომენტებიც მაქვს.
-მაინც რომელი მომენტები?
-რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ის, რომ გეგას ესროლეს იარაღი და მას აცდა , ვგიჟდები როდესაც უთხრა "ადრე სროლა მაინც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ"-ო შემდეგ ჯალათმა მეორედ გაისროლა და ყველაფერი დამთავრდა. ეს რაღაც არაამქვეყნიურია, კიდევ მიყვარს როდესაც წიგნის ბოლო ფურცელზე ყვებიან ლეგენდაზე რომელიც ციხის ბადრაგისგან წარმოიქმნა, რომ ის ბერი თევდორე ეგონა ხალხს, კიდევ ის , რომ ამბობენ "ხალხს ახლაც სჯერა ,რომ თვითმფრინავის ბიჭები არ მომკვდარან და არიან სადღაც შორს..." კიდევ მიყვარს როდესაც წიგნის დასასრულში ამბობენ "მათ უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ" აი ამ ნათქვამმა ჩემში საბოლოოდ შეცვალა პიროვნება, მიყვარს კაგებეს ციხეში მჯდომი დიმას საქციელი , მიყვარს მომღერალი ქალები რომლებმაც გაამხნევეს გეგა, მიყვარს ჩარკვიანის სიტყვები რუს გამომძიებელთან, მიყვარს თინას და გეგას კავშირი, წერილები კედლებზე...ყველაფერი მიყვარს ამ წიგნში და რაც წავიკითხე მე ამ წიგნს მხოლოდ ერთი სახელი ვუწოდე "წიგნი , რომელმაც შემცვალა მე და შეცვალა ჩემი ცხოვრება..." რაც ეს წიგნი წავიკითხე მას შემდეგ სიყვარულს ვეძებ. არასდროს მქონია სურვილი მეპოვნა სიყვარული , ჩემთვის სიყვარული ირონია იყო, რაც ეს წიგნი წავიკითხე მას შემდეგ კი სიყვარული ჭეშმარიტებად იქცა..........
-გაოცებული ვარ, ზუსტად ის მომენტები მიყვარს რაც თქვი მეც...
-იცი რა მაოცებს?
-რა?
-ის ,რომ იმ პერიოდში ჯინსების სიყვარულის და მისი ტარების გამო ახალგაზრდა ადამიანები წავიდნენ ამერიკაში, უფრო სწორედ უნდა წასულიყვნენ , ეს ყველაფერი ჯინსების გამო მოხდა , ახლა კი ჯინსებს ისე ატარებენ თითქოს არაფერია...მე ეს მაოცებს როგორ შეიძლება ამ ყველაფრის შემდეგ ჯინსებს სიამაყით არ ატარებდე? მე ჯინსებიც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შემიყვარდა და სიამაყით ვატარებ.
-გეთანხმები, სრულიად მართალი ხარ ბევრჯერ მიფიქრია მაგ საკითხზე, ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა ჯინსებს...გაცვთა....21 საუკუნე, ახლა ყველაფერი შეიცვალა , ამ საუკუნეში აღარც კი იკადრებენ ჯინსების თაობის წაკითხვას, რამდენჯერაც ვინმესთვის მითქვამს ჩემი საყვარელი წიგნიათქო სიცილი აუტეხიათ იცი რატომ? იმიტომ, რომ ჯინსების თაობა ჰქვია...მათ ჰგონიათ ეს ყველაფერი არარის სიყვარულზე, არ არის მეგობრობაზე და არ არის ჭეშმარიტებაზე...ეს ყველაფერი აფსურდია, ძალიან ბევრჯერ გამილანძღავს ადამიანი ვისაც ამ წიგნის ხსენებაზე სიცილი აუტეხია.
-გეთანხმები, ჯერ უნდა წაიკითხონ და გაიგონ აზრი...ისე გარეგნულად ვერაფერს შეაფასებ თუ არა შინაგანად.
გეგასთან:
ეს გოგო მაოცებს, არაფერი მომიტყუებია მართლა ყველაფერი ჩემნაირი მოსწონს ამ წიგნში...
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ წიგნზე და შემდეგ ორივე დასაძინებლად წავედით. ჩემ თავს არ ვუტყდები , მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება "მე ნინი მიყვარს,იმდენად მიყვარს ,რომ ჩემი თავის გამკვირვებია..." არვიცი ნინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ქმნილებაა რაც კი ოდესმე შობილა ამ ქვეყანაზე.
ნინასთან:
არ მჯერა ,რომ ვიპოვე ადამიანი რომელსაც ჩემსავით უყვარს ეს წიგნი და ჩემნაირი გემოვნება აქვს....... მე ვაღიარებ ნამდვილად გამაოცა გეგამ ... მე გეგა მიყვარს-გავიფიქრე და ღრმად ამოვიოხრე შემდეგ მეც მომაკითხა ნათელ ფერიანმა სამყარომ სადაც ყველაფერი კარგი და ჭეშმარიტია და არც მე შევეწინააღმდეგე რადგან ჩემი სიზმრები ჩემთვის ბევრს ნიშნავს....მე მიყვარს მორფეოსის სამყარო...მიყვარს,მაგრამ არა ისე როგორც მიყვარს გეგა...
გეგასთან:
ნინის უნდა ვუთხრა ჩემი გრძნობების შესახებ....ზეგ თბილისში ჩავალთ და მეც გეგმის მიხედვით მოვიქცევი , ვეტყვი...
მთხრობელთან:
აი ასე დასახა გეგამ გეგმა რომელსაც არ გაგანდობთ , მაშინ გაიგებთ როდესაც ნინის ყველაფერს ეტყვის ანუ შემდეგ თავში ... ნინის გრძნობა იდეალურია მას უყვარს, მაგრამ განა იცის , რომ იგივეს გრძნობს გეგაც? არა მან ეს არ იცის. არც გეგამ იცის რას გრძნობს ნინი, მაგრამ მაინც უნდა უთხრას, ვერ დაუშვებს ნინის დაკარგვას. აი ასე შეუყვარდათ ერთმანეთი....შეუყვარდათ და მოორჩა......................
ნინისთან:
1 დღე მალე გავიდა, არაფერი გაგვიკეთებია ისეთი ხოდა ჩავალაგეთ და წავედით თბილისში. სახლში შევედი შხაპი მივიღე და ლოგინზე გავწექი. ტელეფონზე ზარია:
-ანტილოპა შენ ხარ?-გეგა.
-კი მაჩვო, რა გინდა?
-მაჩვი რა იყო? ქვემოთ ვიქნები 15 წუთში და ჩამოდი.
-ოოო რა გინდა?
-ჩამოდი მეთქი!
-ჯანდაბას შენი თავი , ჩამოვალ არ მალოდინო!
გამითიშა მეც დავიწყე ჩაცმა : დახეული ჯინსი (ისევ :დ) , ტოპი , კედები და გავიდა 15 წუთიც , კიბეებზე ჩავიქროლე კი არ ჩავედი ამ სიბნელეში კინაღამ ფეხი მოვიტეხე. მანქანასთან იჯდა :
-რაღაც უნდა გითხრა, მოიცა.
-ეხლა თუ თავზე ვინმემ რამე უნდა გადმომასხას კორპუსიდან მოგკლავ!
-გაჩუმდი რა 2 წუთი!
გავჩუმდი და უცბად არ ვიცი საიდან , მაგრამ ფოიერვერკი ავარდა ცაში და ნათელი ფერებით დაეწერა "ნინი მიყვარხარ!" შოოოკიიიი! მიკვირს გული არ წამივიდა თვითონაც , რომ მითხრა...
მთხრობელთან:
ჩემო ძვირფასებო, მერე იყო ბედნიერება, გეგას მშობლების გაცნობა , ქორწილი და ბოლოს ყველაზე ბედნიერი დღე........ბარბარეს და ელენეს(გეგას დედა)სიხარულის დაბადება და ბედნიერი ბებიები!!!!!!!!!!!

მალე დავამთავრე , მაგრამ იდეა მომივიდა რაღაც საოცარი, ნუ მე მომწონს ბავშვებო, მაპატიეთ ,რომ ამდენი ხანი ვერ დავდე მუზა საერთოდ არ მქონდააა.....თან 2ჯერ ვცადე დადება და არ დამიდო საიტზე ხოდა ნერვებზე მოთხრილმა საერთოდ აღარ დავდე!!! მიყვარხართ ძალიან! კიდევ 2 დღე ვერ დავდებ და მერე უკვე ახალი მოთხრობით დაგიბრუნდებით , თან საოცარი მოთხრობით!!! შობას გილოცავთ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ცოტა იმედგაცრუებული ვარ დასასრულით.
ნუ არ მიყვარს ოდნავმაინც უარყოფითი ემოციის შემცველი პოსტების დადბ. MAGღAM დარწმუნებულივარ ავტორ შენთვითონაც იცი რომ ეს ის დასარული ააა რომლსაც ეს მოთხრობა იმსახურებდა. ნუ რავი კარგია რომ ერთად დარჩნნ და მოკლედ ლამაზი ისტორია იყო. მაგრამ ყველა სიყვარულის ისტორია ლამაზია. მე ვფიქრობდი რომ რაღაც უფრო განსაკუთრბული ნუ განსხვავბული იქნებოდა/ შეეცდებოდი ყოფილიყო... ვიცი ადვილლი არ არის მაგრამ...
მე ბოდიშს გიხდი ასთი კომენტარისთვის... მაგრამ უბრალოდ სამწუხაროა ასეთი დასასრული.
ველოდები შემდეგ მოთხრობას დიდი იმდებით!!!!!!!!!!!!!!
ხო მართლა ნინის მონოლოგი "ჯინსების თაობა" ზე ურალოდ შესანიშნავი იყო ჩემი ფავორითი ეპიზოდია:):):):):)........

 


№2  offline წევრი DevilGirl

nawkas12345
ცოტა იმედგაცრუებული ვარ დასასრულით.
ნუ არ მიყვარს ოდნავმაინც უარყოფითი ემოციის შემცველი პოსტების დადბ. MAGღAM დარწმუნებულივარ ავტორ შენთვითონაც იცი რომ ეს ის დასარული ააა რომლსაც ეს მოთხრობა იმსახურებდა. ნუ რავი კარგია რომ ერთად დარჩნნ და მოკლედ ლამაზი ისტორია იყო. მაგრამ ყველა სიყვარულის ისტორია ლამაზია. მე ვფიქრობდი რომ რაღაც უფრო განსაკუთრბული ნუ განსხვავბული იქნებოდა/ შეეცდებოდი ყოფილიყო... ვიცი ადვილლი არ არის მაგრამ...
მე ბოდიშს გიხდი ასთი კომენტარისთვის... მაგრამ უბრალოდ სამწუხაროა ასეთი დასასრული.
ველოდები შემდეგ მოთხრობას დიდი იმდებით!!!!!!!!!!!!!!
ხო მართლა ნინის მონოლოგი "ჯინსების თაობა" ზე ურალოდ შესანიშნავი იყო ჩემი ფავორითი ეპიზოდია:):):):):)........

არ დამიმთავრებია ყველაფერი ამერია უბრალოდ ეს არაა დასასრული 13 თავი მაინც დამრჩა მინიმუმ იმიტომ , რომ აქ მე ამბები უნდა დავატრიალოო... ყველაფერს 7 თავში ავხსნი რაა და არ მწყინს მე ეს კომენტარი რადგან მართალი ხარ , ისეთ მოთხრობა იქნება ეს არავინ , რომ არ ელის საერთოდ . ანუ ყველაფერი ასე იქნება ოღონდ ამ მოთხრობას სხვა სახელს ვარქმევ , ერქმევა "დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს და სხვა ავტორის სახელით დავწერ ანუ ამ 6 თავს 1 თავში გავაერთიანებ შემდეგ კი განვაგრძობ ძააალიიიაან მაგრად და დასასრულიც ზღაპრული ექნება და კიდევ ძალიიიააან ბევრი თავი იქნება .......... წაიკითხე აუცილებლად " დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს".

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კი რრათქმაუნდა ავიკითხავ, მე ბოდიში თუ რამე არასწორად გავიგე დასასრული რ ეწერა დავბენი ცოტა ბოდიშI. აუცილებლად დავიმახსოვრებ და ვნახავ შემდეგ. მოოუთბენლად ველი. სიმართლეგითხრა ძაან მიხარია რომ ეს ბოლო თავი არაადა შემეშალა. აბა შენ იცი !!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი neneusi

nawkas12345
კი რრათქმაუნდა ავიკითხავ, მე ბოდიში თუ რამე არასწორად გავიგე დასასრული რ ეწერა დავბენი ცოტა ბოდიშI. აუცილებლად დავიმახსოვრებ და ვნახავ შემდეგ. მოოუთბენლად ველი. სიმართლეგითხრა ძაან მიხარია რომ ეს ბოლო თავი არაადა შემეშალა. აბა შენ იცი !!!

შენ არაფერი შეგშლია, ანუ როგორც წესი ეს დასასრული უნდა ყოფილიყო, მაგრამ შენი კომენტარის ნახვის შემდეგ გადავიფიქრე, ეხლა ისევ დავიბენი იმიტომ, რომ ეს ყველა თავი რაც მიდევს აღმოჩნდა ,რომ შენახული არ მქონია, შესაბამისად ვერ შევძლებ , რომ გადავაკოპირო და იგივე დავწერო, სამწუხაროდ, მაგრამ დავწერ ბევრად მაგარს სხვა სახელებით, ორიგინალურობით, მეტი ემოციებით, მოკლედ ძალიან მაგარს დავწერ რაა...ეს ახლოსაც ვერ მივა ისეთი რაღაცის დაწერას ვაპირებ ახლა მე...მართლა ვერ მივა ახლოს , ამიტომ ძალიან მინდა წაიკითხო დარწმუნებული ვარ მოგეწონება იმიტომ, რომ იქ მოვლენები ძალიან ორიგინალურად ვითარდება.... ახლა ვაპირებ დადებას როგორც ვთქვი სხვა ავტორის სახელით "neneusi" იმედია წაიკითხავ! :*

 


№5  offline წევრი Firefly

იმედგაცრუებული ვარ...
ნაუცბათევი იყო, ჩქარი ხელი ეტყობოდა დაასეთი სწრაფი განვითარება და დასასრული არმომეწონა.
--------------------
M.T

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

წინა კომენტარები წაიკითხეთ თუ შეიძლებაააა
მოდი აღარ დავწეროთ ერთიდაიგივე 1000ჯერ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent