შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის დრო 1 თავი


7-01-2017, 21:24
ავტორი zia-maria
ნანახია 4 460

მე ბარბი ვარ. უფრო სწორად ბარბარე ონიაშვილი 28 წლის. სკოლაში ყოფნის დროს, ერთი ბიჭი მომწონდა და მოწონება თანდათან სიყვარულში გადაიზარდა, ისე რომ მე თავადაც ვერ გავიგე ის როდის შემოვიდა ჩემში ასე ძლიერად. მიყვარდა ჩემით, ჩუმად, მას ბაქარი ერქვა და ყველა ბექად იცნობდა. მე კი მომწონდა ბაქარს რომ დაუძახებდნენ და ჩუმად ვეძახდი გულში ბაქარ, ბაქარ მაგრამ არ ესმოდა ჩემი ჩუმი ძახილი. ჩემს გარშემო ნათდებოდა ყველაფერი, როცა მას ვხედავდი. ვერავის ვერ ვამჩნევდი გარშემო, როცა ის იყო ჩემს სიახლოვეს, მაგრამ ის მე ვერ მამჩნევდა. ჩუმი სიყვარული, გულში დარდის ჩახვევამ ძალიან იმოქმედა და ჩუმი გავხდი, აღავის აღარ ვეკონტაქტებოდი, არც ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომლებსაც ძალიან უკვირდათ ეს ჩემი სიჩუმე. 16 წლის ვიყავი რომ შევატყვე ბაქარი ჩემთან დაახლოებას ცდილობდა. ის ორი წლით დიდი იყო ჩემზე. არ მინდოდა გაეგო ჩემი გრძნობები და ზედმეტად არ ვხვდებოდი თვალში, ამიტომ დაუახლოვდა ჩემს მეგობრებს ერეკლეს, ლევანს და ნათიას. ესენი იყვნენ ჩემი სულის მესაიდუმლოები და ისინი იცნობდნენ ჩემი სულის შინაგან სამყაროს, მაგრამ არც მათთვის არ გამიმხელია ჩემი გრძნობები. ჩუმად, ჩემით ვოცნებობდი ყოველ ღამით. მენატრებოდა, მენატრებოდა მისი ღიმილი, მისი ბოხი მაგრამ მტკიცე ხმა, მისი გვერდული გამოხედვა. გამიგონია, როცა ნამდვილი სიყვარული მოვა, მას ვერსად ვერ დაემალები და მეც დაველოდები, როდის ისურვებს სიყვარული ჩემთან მოსვლას, ისე რომ თავისუფლად შემეძლოს შეხებაც, ყურებაც და სუნთქვაც მასთან ერთად. მაგრამ ეს, ვერ შევძელი წლების მანძილზე. ასე თუ ისე სკოლის და ბავშვობის ლამაზი წლები დასრულდა.
გავიფანტეთ ბავშვები, ზოგი სად წავიდა და ზოგი სად. ლევანის შეძლებული ოჯახიდან არის და უცხოეთში გაუშვეს სასწავლებლად. ერეკლეს დედის გარდა არავინი არ გააჩნდა და თბილიში დარჩა, მანქანების შეკეთებას მიყვა, რადგან მანქანა იყო მთელი მისი დიდება, შემკეთებელიც თავად იყო და უფროსიც. ნათიაც საზღვარგარეთ წავიდა სკოლის შემდეგ, მე კი სწავლა ვეღარ გავაგრძელე, ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ მოვხვდი სრული დაფინანსებით. მე და დედა მარტო ვცხოვრობდით და ვერ შევძლებდით სწავლის საფასურის გადახდას. მეც დედასთან ერთად დავრჩი თბილიში.
მე და ერეკლე ძალიან ვგავდით ერთმანეთს, ისიც მარტო გაზარდა დედამ, არც მას ყავდა მამა, მამა რომელიც ძალიან გვენატრებოდა და გვჭირდებოდა. ჩვენ ორივე დედებმა გაგვზარდა, ამიტომ ვუგებდით ერთმანეთს, გვესმოდა თუ რა ძნელია მარტოობის ტკივილი. ერთ დღეს კი მარტოობა გაუსაძლის გრძნობად გადაიქცა, 17 წლის რომ გავხდი დედამ მიმატოვა, არ დამინდო და არ შემიბრალა. ულმობლად და დაუნდობლად გამამწარა, მიმატოვა, მიმატოვა და უზარმაზარი ტკივილი დამიტოვა. ერთ დილას ჩემი ხელით დავუხუჭე მისი ლამაზი და თბილი თვალები. მარტო დავრჩი, სულ მარტო. ჩემს გვერდით არავინი არ არის, არც ლევანი, არც ნათია, ჩავიკეტე, გარეთ აღარ გამოვდიოდი, სიყვარული რომელსაც ასე გულდაგულ ვმალავდი და ჩუმად, ჩემთვის გულში მყავდა, აღარც მისი დანახვა არ მინდოდა და არც მასზე არ მინდოდა არაფლის გაგონება.
სწავლა ვერ გავაგრძელე და მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ მაღაზიაში. თითქმის ბაქართან აწყობილი ურთიერთობა დასრულდა და ნელა-ნელა დავიწყებას მიეცა, გზები გაიყარა ასე აუხსნელად და ასე უთქმელად. ყველაზე გამიცივდა გული და მთელი ჩემი არსება მიუძღვენი ჩემს საქმიანობას.
მე უკვე ვმუშაობ, ჩემით ვირჩენ თავს და ვიცხოვრებ დამოუკიდებლად. ერეკლე ნახავს თუ არა დროს, ჩემთან გამორბის, მიხარია მისი მოსვლა ცოტას გამართობს, გამაცინებს, გემრიელად დამიწელავს ჩემს პუტკუნა ლოყებს და გარბის. უკვე 18 წლის ვარ, ჩემი მეგობარი ნათია ლონდონში იყო, ერთ კვირა დღეს კი დამირეკა და მითხრა მხიარული ხმით.
---ბარბიიიი აეროპორტში დამხვდი, საქმროსთან ერთად ჩამოვდივარ.
---მართლა?ვინ არის, ქართველია?
---იცნობ ბარბი. მითხრა სიცილით.
---ვინ არის? შევეკითხე გაოცებულმა.
---ამას არ გეტყვი, რადგან ეს სიურპრიზია საყვარელო.
მოულოდნელად ველოდით მე და ერეკლე, ნათიას და მისი საქმროს გამოჩენას და აი დავინახეთ ნათიას მხიარული და ბედნიერებით სავსე სახე, მაგრამ მომეჩვენა თითქოს ეს სიხარული და ბედნიერება ნაძალადევი იყო. თანდათან მოიწევდა ჩვენსკენ, მაგრამ მე ნათიას აღარ ვუყურებდი, მე მის გვერდით მდგომ საოცრად შეცვლილ, ერთ დროს ჩემს ჩუმ სიყვარულს ვუყურებდი და მის თვალებში უზარმაზარ სევდის უფრსკულს ვხედავდი. ძალა მოვიკრიბე, მხიარული მეგობრის ნიღაბი ავიკარი და ამ ნიღბის ქვეშ, საოცარი სევდით და სახეზე გამოსახული ნაძალადევი ღიმილით მივულოცე ორივეს ბედნიერება. ბაქარმა ხელი მომიჭირა ხელზე და თვალებით მითხრა.
---,,არ დაიჯერო,რომ ბედნიერი ვარ''.ერთმანეთს ღრმად ჩავხედეთ თვალებში და ორივეს თვალები ცრემლის გუბემ დანამა. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს უთქმელი გრძნობა, მხოლოდ ჩვენ ორივემ ვიცოდით, რას ნიშნავდა გაუმხელელი სიყვარული და ფარული გრძნობა თუ რა მძიმე შედეგით დასრულდა.
მხოლოდ ერეკლეს მახვილ თვალს არ გამორჩენია დაუნახავი ჩვენს თვალებში ჩაგუბებული ცრემლი, დაბნეულობა და ბაქარს უთხრა ჩუმად და მკაცრად.
---სად იყავი ამდენი ხანი? რატომ ერთხელ მაინც არ გითქვამს არაფერი, რატომ არ გამიმხილე ბექა.
---არ მეგონა, ცხოვრება თუ ასე შემომიტრიალდებოდა, მე სულ სხვაგვარად ვფიქრობდი ერეკლე. სევდიანად უთხრა ბექამ.
იმ ღამეს თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სახლში წამოვედი. სახლში გათიშული გონებით დავბრუნდი და ის ღამე როგორც იყო გადავაგორე. მინდოდა დამევიწყებინა, მაგრამ მისი თვალები არ მაძლევდნენ ამის საშუალებას. ნათიას აღარ ვეხმიანებოდი, სულ მძიმე მუშაობის რეჟიმს ვიგონებდი რათა თავი ამერიდებინა მათთან შეხვედრისთვის. ერთ საღამოს დაღლილი დავბრუნდი სამსახურიდან, არც მივახშმია წყალი გადავივლე, ჩემი საყვარელი მოკლე საღამური გადავიმცვი და შევწექი. თითქმის ჩაძინებული ვიყავი, კარზე ზარის ხმა რომ შემომესმა, შეშინებულმა ჯერ ყური დავუგდე იქნებ მომეჩვენათქო, მაგრამ ზარი ისევ განმეორდა და კარის გასაღებად წავედი. თმები ჯერ კიდევ სველი მქონდა და ხელით ჩამოვისწორე. კარი გავაღე და ჩემს წინ ოდნავ ნასვამი ჩემი ბაქარი იდგა. ის რომ დავინახე ჩემს კარებთან, ჩემს წინ ჯერ გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა და წნევამ ალბად 500-ზე ავარდა, რადგან გეფიცებით მე თავად ვგრძნობდი იმ წუთში ჩემს ძარღვებში სისხლის ჩქარ მოძრაობას. უეცრად გამოვფხიზლდი და სწრაფად მივხურე კარები, მეგონა სახეში მოხვდებოდა და თვალები მაგრად დავხუჭე, მაგრამ დაიჭირა ხელით და მითხრა.
---ბარბი რა გჭირს, სახლში არ შემომიშვებ?
---ჯერ ერთი რომ სტუმრობის დროს ძალიან მიუღებელია ეს დრო და ეს საათი, ასე რომ საათები უნდა შეარჩიო სტუმრად როცა მიდიხარ ვინმესთან. მეორე ის რომ ამ დროს მე კარს მხოლოდ მეგობრებს ვუღებ და როგორც მახსოვს, ჩვენ მეგობრები არასოდეს არ ვყოფილვართ. ვუთხარი მკაცრად.
---შემომიშვი ბარბი. მითხრა ისევ იმ სევდიანი თვალებით და ხმით, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.
---ამ შუაღამისას? არა, წადი ახლავეს წადი და ხვალ მოდი. ხვალ კვირაა და სახლში ვარ, არ ვმუშაობ.
---ჩემი გეშინია ჩემო პატარავ?არც დამეკითხა ისე შემოვიდა სახლში და კარები შიგნიდან გადაკეტა. ფერი დამეკარგა და აკანკალებული ხმით ვუთხარი.
---არ მინდა შენთან ლაპარაკი, გთხოვ წადი. მისი მზერიდან გამომდინარე გამახსენდა მის წინ როგორც ვიდექი და ავწითლდი. არ შევიმჩნიე როგორც ვიდექი მის წინ, შიშიც და სიმორცხვეც დავძლიე და ისევ მკაცრად შევეკითხე.-რა გინდა, რისთვის მოხვედი.
ჩემთან ახლოს მოიწია, თვალებში ჯიქურ ჩამაშტერდა და მითხრა.
---შენ, შენ მინდიხარ ბარბი. გამაოცა მისმა სითამამემ და ხმამაღლა შევუყვირე.
---რააა? შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ნათია? დაგავიწყდა რომ შენს გვერდით ნათია დგას შენი საცოლეს სტატუსით? შენ მალე მასზე უნდა დაქორწინდე, წადი ბაქარ ძალიან გთხოვ წადი. ვამბობდი ამ სიტყვებს,მაგრამ გულით არა.თითქოს მიმიხვდა, მომიახლოვდა ხელები მომკიდა მხრებზე, მისკენ მიმიზიდა და მითხრა.
---ეს ყველაფერი ნაძალადევია ბარბი. ნაძალადევია მის გვერდით გატარებული ყოველი წუთი. მასთან ვარ, მაგრამ შენზე ვფიქრობ.
---ბაქარ ნათია ჩემი მეგობარია. ვუთხარი ჩამწყდარი ხმით.
---ვიცი, არ დამვიწყებია ბარბი. მაგრამ შენი ერთი სიტყვა, ბარბი შენ თუ მეტყვი რომ ჩემთან გინდა ცხოვრება, ის წავა ჩვენი ცხოვრებიდან. უკან-უკან დავიხიე, რადგან ვეღავ ვძლებდი მის სიახლოვეს, მისი სუნი მაბრუებდა მაგრამ წასასვლელიც არასად მქონდა და სულ მალე კედელს ავეკარი ამ უკან სვლაში.
არ ვიცოდი რა მექნა, ის ტუჩები რომლის კოცნას ყოველთვის ვნატრობდი, ახლა ჩემს ახლოს იყო და მისი ცხელ ამონასუნთქს მაფრქვევდა, თან ვნება მორეულ თვალებს არ მაშორებდა. გამბედაობა მოვიკრიბე და ორივე ხელები გულზე მივადე, თან ჩურჩულით ვუთხარი ძლივს გასაგონი ხმით.
---გთხოვ ბაქარ რამე სისულელე არ ჩაიდინო. ცრემლით სავსე თვალებით მიყურებდა და ტირილნარევი მხმით მითხრა.
--- რამოდენა გრძნობას და სიყვარულს დებ ამ ერთი სიტყვის თქმაში, შენ თავად არ დაუშლიდი შენს თავს ამ სიტყვის არ თქმას. იცი რამდენჯერ გინატრე?იცი რამდენჯერ წარმოგიდგინე ნათიას ადგილზე შენ ყოფილიყავი?იცი როგორ ვაკონტროლებდი თავს, შენი სახელი რომ არ წამომცდენოდა?იცი რა ძალების მოკრება მჭირდებოდა ყველაფერ ამაზე? როცა ვსვამდი ჭიქის ფსკერზე ,შენს სევდიან თვალებს ვხედავდი და იმ ჭიქას ხელებით ვეფერებოდი. რატომ, რატომ მოხდა ასე ბარბარე. მე სხვა მიყვარს და ჩემს გვერდით კი სულ სხვა არის, შენ კი მარტო ხარ, რატომ მომექცა ასე განგება და დამათმობიდა შენი თავი.
---ნასვამი ხარ, გთხოვ. თავი მივადე მერდზე და ჩუმად, ურჩულით ვუთხარი.
ჩემს კისერზე თავი ჩარგო და აქვითინდა, ვერ შეაჩერა დაგუბებული ცრემლები და გზა მისცა ცრემლებს. ფრთა-მოტეხილი ჩიტივით მეც ვცახცახებდი მის მკერდზე და მეც გზა მივეცი ჩემს გულში დაგროვლ ცრემლს.
---ბარბი, ჩემი ბარბი. ნუ გეშინია, მე შენ არ გავნებ. ჩემი არ შეგეშინდეს,შენ როგორ გატკინო, შენ ვერ გატკენ. სხვას ვატკენ, მწარედ ვატკენ და თან ფეხებზეც დავიკიდებ, მაგრამ შენ ვერა, შენ ვერ გაგიკეთებ ასე ბარბი იმიტომ რომ შენ ჩემი ბარბი ხარ. იმ დღეს რომ შეგხედე, ჩემი დანახვამ ნათიას გვერდით როგორ იმოქმედა, შენს თავს გეფიცები იგივე დამემართა მეც. მეწყინა შენს თვალებში ზიზღიც რომ ამოვიკითხე და უფრო მეტი შიშიც. იმ დღეს შენმა თვალებმა გააღვიძა ჩემში მიძინებული გრძნობა. მიყვარხარ ბარბი,მართლა ძალიან მიყვარხარ.ახლა წავალ,მეც მეშინია ჩემი თავის, ახლა ამ წუთებში რამე გაუთვალისწინებელი არ ჩავიდინო, ფხიზელი მოვალ ბარბი მაგრამ ნუ დამიშლი, ერთი რაღაც უნდა წავიღო თან. მაპატიე, მაგრამ ნუ შემეწინააღმდეგები, ეს უნდა გავაკეთო.
---გთხოვ არ გინდა ბაქარ. მის წინ ვიდექი, ვკანკალებდი და ხმას ძლივს ვიმორჩილებდი. წელზე მომხვია ორივე ხელი და ჩემსკენ დაიხარა, თან თვალებში მიყურებდა. ნაზად შემეხო ჩემს გაციებულ, აკანკალებულ და ათრთოლებული ბაგეებზე. მისმა შეხებამ ყველაფერი დამავიწყა. ეს ხომ ჩემი ოცნება იყო, ოცნება რომელიც რეალობად ამიხდა და მეც გადავეშვი თავდავიწყებაში და ვერ გავიგე როგორ მოვხვდით საწოლზე. გული ვიჯერე მისი კოცნით და მოფერებით, თვალებში ჩამხედა და ვნება მორეული ხმით მითხრა.
----ბარბი მზად ხარ, რომ ჩემი გახდე?იმდენი თხოვნა იყო მის ხმაში და ისეთი დიდი სიყვარულით იყო ნაქვამი,ცდუნებას ვერ გავექეცი და მეც თვალებში ცრემლ-ჩადგარმა დავუქნიე თავი. მიიღო თუ არა ჩემგან თანხმობა ჩამეხუტა და ის ღამე იყო, ჩემი ოცნებების ასრულების ღამე. ბედნიერი თვალებით შემომხედა და ვნებიანი კოცნა მაჩუქა.
---ჩემი ხარ, ჩემი ბარბარე ხარ, ჩემი იყავი და ჩემი დარჩები ბოლომდე. სულ თან დამდევს შენი თვალები და ახლა ეს სუნი, ღმერთო რა გემრიელი ხარ. მითხრა ბედნიერი ხმით, მაგრად მიყვარხარ ბარბი. უკვე ვნება დამცხრალმა გავაანალიზე რაც მოხდა და ჩუმად ვუთხარი ბაქარს.
---დღეს აქ რაც მოხდა, დაივიწყე. ეს ღამეც დაივიწყე და მეც დამივიწყე. გამოგიტყდები, რომ მეც სიგიჟემდე მიყვარხარ, მაგრამ ჩემი თავი მეზიზღება. ვუღალატე მეგობარს, რომელთანაც უამრავი ლამაზი წლები მაქვს გატარებული, ძალიან გთხოვ ბაქარ დავივიწყოთ ერთმანეთი. წამოდგა გაოგნებულმა და საწოლზე ჩამოჯდა, შემომხედა, მომაჩერდა და ჩუმი ხმით მითხრა.
---შემომხედე და ისე მითხარი, რომ რაც ახლა თქვი გულით ამბობ ბარბი. სევდა, დარდი და ყველაფერი გულსატკენი იგრძნობოდა მის ხმაში
---არ ვამბობ გულით, მაგრამ მე თქვენს შორის ვერ ჩავდგები. მე ვერ გავხდები თქვენი დაშორების მიზეზი. გთხოვ გამიგე, ბაქარ ძალიან გთხოვ. ტირილით ვუთხარი. ვთხოვდი, ვტიროდი არ მინდოდა გამეშვა. მაგრამ არ შეძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა. მომეხვია,გულში ჩამიხუტა და ორივე ვტიროდით.
---ვერ დაგთმობ ბარბი. ვერ შეგელევი, გამიჭირდება შენი დათმობა. მაგრამ რადგან შენ ასე გინდა მე შორს დავდგები შენთან, მაგრამ თვალს არ მოგაშორებ იცოდე, რადგან მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიქნებით.შემომხედე და გულწრფელად მითხარი,ამ დარდს ნუღარ გამატან საყვარელო, ნანობ დღევანდელ ღამეს? ნანობ მას რაც ჩვენს შორის მოხდა? მკითხა სევდიანად და მისი თვალები მთხოვდნენ ,,ნუ წამართმევ ამ ბედნიერებასო''.ამიტომ მეც გულწრფელად ვუთხარი
---არასოდეს,არასოდეს არ ვინანებ ბაქარ რაც მე თავად მინდოდა მომხდარიყო.არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება.
ბექა წავიდა,იმ დღის შემდეგ ვცდილობდი აღარ მენახა და გამომდიოდა, ჩვენ ერთმანეთს ვარიდებდით თვალს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი მის სიახლოვეს, შემდეგ კი ისიც დაიკარგა. მე როგორც სხვა გოგონები, ვცდილობდი ჩემი სიყვარული მეპოვნა, ვიპოვნე კიდეც, მაგრამ ის ჩემი არ იყო, ამიტომ მალე დავკარგე. ის ჩემგან წავიდა იმ ღამიდან კი დამიტოვა უზარმაზარი საჩუქარი, სუქარი ჩემი და მისი სხეულის, სულის და სიყვარულის ნაწილი. მე სულ მარტო დავრჩი, ნათიას ვერაფერს ვერ ვეტყოდი, ერეკლე ბოლო პერიოდი სულ დაიკარგა, ვეღარ ვნახულობდი. რამოდენიმეჯერ მივედი მასთან სახლში, მაგრამ არავინი არ მიღებდა კარებს. ლევანი შორს იყო და სხვა მეგობრები მე არ მყავდა არავინი. ბოლოს ზუსტად ერთ თვეში გავაცნობიერე 8 თვეში დედა უნდა გავმხდარიყავი, საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე.
მოსკოვში ბიძა მყავს, დედის ძმა და მას დავურეკე. ძია თამაზიმ სიხარულით დამთანხმდა და სიხარულით მითხრა; ძალიან გამახარე შენი გადაწყვეტილებით და ჩამოდი, გელოდები ნუ მომკლავ მარტოობაშიო. გამახარა მისმა სიტყვებმა და აღარ გავჩერდი, იმ დღესვე დავიწყე მზადება. პირველი ჩემი დღიური ჩავდე ჩანთაში, სადაც ბაქარის ერთადერთ ფოტოს ვინახავდი.ფოტოს მოვეფერე და ჩურჩულით ვუთხარი...
---შენ არ იქნები ჩემთან. მაგრამ ჩვენი შვილი მე ძალას მომცემს. მაპატიე,რომ მივდივარ და ის თან მიმყავს, მე შენ არასდროს არ შეგაწუხებ და მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისათვის''.ფოტო ჩანთაში ჩავდე და გულის ტკივილით გამოვხურე სახლის კარები თვალცრემლიანმა.
ჯერ კიევში ჩაცფრინდი და კიევიდან მოსკოვში ჩავედი.კარგად შემხვდა ბიძაჩემმა,გახარებულმა ჩამიკრა გულში და მონატრებული სურნელი შევიგრძნენი,დედიკოს სუნი ქონდა, რადგან ისინი ტყუპები იყვნენ და საოცრად გავდნენ ერთმანეთს.ცუდი ის არის,რომ ჩემი საოცრად კეთილი ბიძიკო დაოჯახებული არ არის და მხოლოდ მე ვყავარ, მე კი ის მყავს.
რუსული კარგად ვიცი და სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია. მოსკოვში ძნელია ცხოვრება, ამიტომ ბიძამ მის ბინაში ჩაწერა გამიკეთა და მეც უშიშრად დავდიოდი მოსკოვის ქუჩებში. სანამ მივეჩვეოდი ქუჩებს, ერთხელ ის ბედნიერებაც მქონდა, რომ ტელეფონი სახლში დამრჩა და მე კი მეტროშიც დავიკარგე, დილის ჩასული საღამოს ამოვედი მეტროდან და ლურჯი ცის დანახვა ისე გამახარდა ტირილი დავიწყე. სახლში მისულს ძია გაგიჟებული დამხვდა, მაგრამ რომ მოვუყევი რაც შემემემთხვა, ამაზე დიდი ხანი დამცინოდა.
---ვაიმე რა ბატი ხარ ბარბარე მეტროში რამ დაგკარგა. გულიანად იცინოდა,რომ მიყურებდა ტირილისაგან დაწითლებულ თვალებზე.. ცოტა ხაში სამსახურიც ვიშოვე სახლთან ახლოს, არც თუ ისე დიდ მარკეტში. გავიცანი ქართველები ირა და ირაკლი, შოთიკო, კატო და კოსტანტინე, ვასია. მე და ირა მარკეტში ვმუშაობდით იგივე სმენაში, ერთ საღამოს რომ მითხრა ირამ.
---ბარბარე შეამჩნიე შოთიკო როგორ გიყურებს?
---ვის მე?არა, არ შემიმჩნებვია, მაგრამ შეუძლებელია ირა. ჯერ ერთი რომ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს და მეორე ის რომ არ ვაპირებ არც გათხოვებას და არც არავინის შეყვარებას.
---ალბად არ უნდა, ჯერ გამოგიტყდეს რომეოს.
---შენ რა,სპეციალურ დაკვირვებას ახდენ თვითოეულ ჩვენთაგანზე?
---აბა არ იცოდი? მე ჩვენი გუნდის მთავარი ექსპერტი ვარ. შენ რატომ არ აპირებ არც გათხოვებას და არც შეყვარებას, დაფიცებული გაქვს? აკისკისდა ირამ და მეც გამაცინა.
---დაფიცებული არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა და მან გადამაწყვეტინა ასე მტკიცედ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. .ვსაუბრობდით რომ მარკეტში გაფითრებული კატია შემოვიდა, ჩვენსკენ მომავალი კატია შორიდან შეამჩნია ირამ და სიცილით თქვა.
---აი კატია მოდის და მოვიხმარ თაროების დალაგებაში. სულ გრიგალივით ჩამოუქროლებს თაროებს, იცი რა ჩქარი ხელი აქვს? გრიგალივით დატრიალებს ყველგან და ყველაფერს.
კატია მოგვიახლოვდა და ორივეს შეგვეშინდა და ირამ შეშინებულმა შეეკითხა
-რა ხდება კატიუშა კარგად ხარ? რა გჭირს გოგო. ორივეს შემოგვხედა და აკანკალებული ხმით გვითხრა.
---ბავშვებო ვასიას დედამ ლუდმილა დეიდამ წამლები დალია და თავი მოიკლა. ვასიამ ნახა თავად და სასწრაფოს დაურეკა, მაგრამ გვიან იყო, ვეღარ გადაარჩინეს. ყველამ გავჩუმდით და ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით. ბოლოს კი გაოცებულმა და თან დაბნეულმა გოგონებს შევეკითხე.
---რატომ, რატომ გააკეთა ეს?
---მან ორჯერ სცადა სიკვდილი და ორივეჯერ გადაარჩინეს. მესამედ კი მაინც გაბედა და შეასრულა მისი ნათქვამი. ვერ იყო ფსიქიურად მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვა და იმ დღეს ვასიას მამა გარდაიცვალა იმ ავარიაში. მითხრა ირამ. შემეცოდა ვასო მე ხომ ვიცოდი, რას ნიშნავს დედის დაკარგვა და მისი სითბოსთან განშორება. ჩემთვის, ჩუმად ვტიროდი, ძალიან განვიცადე ვასოს ტკივილი,მაგრამ ცხოვრება გრძელდება და დასაფლავების შემდეგ შეუდექით ყოველდღიურ ცხოვრებას.
საქართველოდან ორი თვის წამოსული ვიყავი, რომ სისუსტე დამეწყო და ხშირად, უფრო მეტი წილი ძილი მინდოდა. რამდენჯერ თაროების ლაგებისას ,რომ ჩამოვჯდებოდი იქვე ჩამეძინებოდა და ირა უკვე მეძებდა, მნახავდა ჩაძინებულს და დამცინოდა.
---რა გემართება სადაც დაჯდები, ცოტა ხანში ფშვინვას უშვებო. ვიცოდი რაც მჭირდა მაგრამ რატომღაც არ ვამბობდი,.
---რაღაც ვერ ვარ კარგად, ექიმთან უნდა მივიდე. ამის თქმა და თვალი რომ გავახილე თეთრი კედლებს შევხედე. საწოლის გვერდით ირმა იჯდა თვალცრემლიანი. მალე ექიმი და ჩემი საყვარელი ძია შემოვიდნენ და ორივეს მხიარული სახეები ქონდათ.
---აბა როგორ გრძნობ თავს? როგორ გვყავს ჩვენი ლამაზი დედიკო? მითხრა ექიმმა. მე ჯერ შეშინებულმა ძიას შევხედე, მერე ექიმს და მერე მის ხელში თეთრ ქაღალდს. ძიამ გამიღიმა და მითხრა.
---აი ამ ქაღალდმა გვიჩვენა,რომ ხელში სულ რაღაც ექვს თვეში ლამაზი დედიკო, ლამაზ გოგონას ან ბიჭუნას დაიჭერს ხელშიო.
---ხოდა უკვე დროა მამიკოს შეატყობინო შვილო და გაახარო. დაამატა ექიმმა.მე ვერაფერი ვერ ვთქვი, ენა გადავყლაპე მუცელზე ხელი დავიდე და გულში გავიფიქრე. ჩემში ხარ, ჩემი ხარ შენს გამო მთელ დედამიწას დაუპირისპირდები. ექიმის სიტყვებმა გამომაფხიზლა.
-არ გაგიხარდა? დედა ხდები. ეს ხომ ყველა ქალის დიდი სიხარულია. იცი ეს რამხელა ბედნიერებაა? დავიბენი და დაბნეულმა თავი დავუქნიე.
---როგორ არა. ვიცოდი, მაგრამ ეს მაინც ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფერი რიგზეა ექიმო?ბავშვი ხომ კარგადაა.
---ყველაფერი რიგზეა. სანამ ისვენებდი, ჩვენ ანალიზები ავიღეთ და ბავშვი ჯამრთელია. სქესიც შეგვიძლია გავიგოთ ახლავეს, რადგან სამი თვის ხარ.ხომ კარგად გრძნობ თავს?
---კი კარგად ვარ,მაგრამ ეს ორი კვირაა თავბრუხვევები მაქვს და სულ ძილი მინდა.
---ძილი კარგია, მაგრამ გააზარმაცებ მასე და უკეთესია თუ უმეტეს დროს სეირნობას და სუფთა ჰაერით კვებას დაუთმობ. აბა წარმატებებს გისურვბთ დედა-შვილს, თუ გინდა სქესის გაგება წამომყევი. მეც სიხარულით გავყევი ექიმს.უკან ბიძაც და ირაც წამომყვა, რათა მათაც აინტერესებდა ვინ იყო მოკალათებული კოხტად ჩემს სხეულში. ერთერთ ოთახში შემიყვანა და იქვე ფუმფულა და ძალიან კეთილ თვალებიან თეთრ ხალათიანს გასძახა.
---ნადია ეხო გადაუღე, სქესი აინტერესებს ახალგაზრდა დედიკოს.შენთან ჩაწერე კონსულტაციაზე და დღეიდან შენ გაბარებ ამ ლამაზ ქალბატონს. ყველა წვრილმანებსაც კი პირადად მომახსენებ, დღეიდან მე და შენ ვზრუნავთ მასში ჩასახული ახალი სიცოცხლისთვის. ცისფერთვალება,ლამაზმა ექიმმა გამიღიმა და თბილად მიმიღო. დამაწვინა და ჯერ შემაჩვია პირველ წუთებს, გამაანალიზებინა სად ვიყავი და შემდეგ ჩემი პატარას გულის ძგერა მომასმენინა.
---გესმის? ეს პატარა უკვე იბრძვის სიცოცხლისთვის და მას შენ უნდა დაეხმარო ჩემო გოგო. შემდეგ მონიტორზე გამოსახულ პატარა არსებას დააკვირდა და ღიმილით თქვა. გილოცავთ ჯამრთელი ბიჭია.
ცრემლი მომერია და ბიძას შევხედე, მასაც ცრემლი ქონდა თვალებში და მითხრა.
---არც კი გაბედო, რომ იტირო და ცრემლი არ დამანახო.მინდა იცოდე,რომ მეც შენთან ერთად გავათენებ ღამეებს ამ პატარა კაცის დასაძინებლად.ახლა არა, მაგრამ როცა მზად იქნები თუ რამის თქმა გინდა მე მოგისმენ, შენ მარტო არახარ შვილო ეს გახსოვდეს ყოველთვის. არ ინერვიულო პატარას გავზრდით.
---ვიტამინებს გამოგიწერ მხოლოდ, ამჯერზე არაფერი არ გჭირდება სხვა. მომესმა ექიმის .ხმა და ბიძამ დაგვტოვა, რადგან გაიგო ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უეცრად მომიბრუნდა და მითხრა.
---დღეიდამ მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით და მოწყენილობის დასაფარავად წახვალ მაღაზიაში, მე ვზრუნავ თქვენზე და უნდა დამიჯერო. იმ დღეს გავიგე, რომ მაღაზია სადაც ვმუშაობდი ძიასი იყო.
მე და ირა ნელა-ნელა დავბრუნდით პალატაში და სახლში წასასვლელად ვემზადებოდი, რომ ირამ მითხრა.
---რას ფიქრობ ბარბი უნდა დაიტოვო? გაოცებულმა შევხედე და უთხარი.]
---ჯერ ერთი რომ უკვე სამი თვის ვარ და სქესიც ჩანს უკვე, ირა ბიჭი ზის ჩემს მუცელში,ჩემს სხეულში დღითი-დღე ახალი სიცოცხლე იზრდება ნელა-ნელა. მეორე ის,რომ მე რომ გავაკეთო ეს სისულელე, შენ მხარს ამიბამ? დამეთანხმები ამ პატარას სიცოცხლის შეწყვეტაში ხელს შემიწყობ? შენ მომცემ ნებას, რომ ბავშვი ჩავკლა ჩემს სხეულში? ამას არასოდეს არ გავაკეთებ ირა და მეორედ არ დაგვჭირდეს ამ თემაზე საუბარი, აქვე დავასრულოთ ეს თემა და ეს საუბარი. ძალიან გთხოვ ირა თუ გინდა, რომ მეგობრები დავრჩეთ.
---შენ არ ფიქრობ, რომ შენს ასაკში ის ზედმეტი ტვირთია, გინდა მარტოხელა დედა იყო და მარტოდ-მარტომ გაზარდო?
---არ გამიმეორო კიდევ ირმა გთხოვ. ეს ბავშვი ჩემი დიდი სიყვარულის ნაყოფია. გავზრდი, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი.
--ასე თუ უყვარდი,რატომ არ არის შენს გვერდით,რატომ ხარ მარტო,რატომ მიგატოვა ბარბი.
---მან არა ირა ,მან არა. მე მივატოვე.რადგან ასე იყო საჭირო. ჩემი ერეკლე და ლევანი რომ აქ იყოს, ისინი არ დამტუქსავდნენ, პირიქით გვერდში დამიდგებოდნენ.
---ბარბი ჩვენც დაგიდგებით გვერდში ,მაგრამ ცოდო ხარ მარტო. ეს იყო შენი არ გათხოვების და არ შეყვარების მიზეზი? ჩავფიქრდი, ჩემს ფიქრებში ჩავიძირე და წარმოვიდგინე ბაქარის სახე როცა ვეტყოდი,რომ შვილს ველოდი მისგან. რა ბედნიერი და სიხარულით სავსე სახე წარმომიდგა წინ. უნებურად ცრემლები მომეძალა და ირას ხელის შეხებამ გამომაფხიზლა.
---რაზე ფიქრობ ბარბი. შევხედე ცრემლიანი თვალებით და ჩუმად ვთქვი.
---შენ,ვერასოდეს ვერ მიხვდები ჩემი ტკივილის გამოძახილს. შენთვის ძალიან უცხოა ირა ჩემი გულის კვნესის გნიასი. ვფიქრობ და რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ტალღებივით ეხეთქება ჩემი გულის კედლებს და იფანტება ფიქრები სევდის ნიავში. ჯერ ვერ ეგუები შენში ახალი სუნთქვაა და მეორე სუნთქვა უკიდეგანო მონატრებას განიცდის. სული ტირის და დუმს იცი რატომ? სიყვარულია ძლიერად ფესვებგართხმული ჩემში. შენ ვერ გაიგებ, ირა ჩემი გულის ტკივილს. მე ვერც ამ სიყვარულს შეველევი და ვერც ჩემს ტკივილს, ტკივილს რომელიც დაკარგულ და მიუწვდომელ სიყვარულთან ერთად კვნესის და ღმუის.
ირა მდუმარედ, გაჩუმებული მომაჩერდა, აღარაფერი მითხრა, თავად მიხვდა, რომ ძალიან დიდ ტკივილს ვატარებდი გულით და რა მიხვედრა ამას უნდოდა, რომ ეს ტკივილი არ გამართლებული სიყვარულის ტკივილი იყო. მე კი კიდევ ცალკე ტკივილი მქონდა გულში და ეს ტკივილი იყო ერეკლეს გაუჩინარების ტკივილი. ვერ გავიგე სად გაქრა ის ბოლო პერიოდი, ხომ არაფერი არ უჭირდა. ალბად ოდესმე ვნახავთ ერთმანეთს, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ და ერთმანეთის ტკივილს იქედან ამოვიკითხავთ. მე დავბრუნდები ერეკლე და მოგისმენ,შ ენ კი მე მომისმენ.


საღამო მშვიდობისსა ჩემო საყვარლებო და კარგებო... მრავალ შობა-ახალ წლებს დაესწარით.. დაგიბრუნდით ჩემი ახალი ისტორიით...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მეც გილოცავ მრავალს დაესწარი... ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ...
ძნელია პირველივე თავიდან დასკვნები გააკეთო..

 


№2 სტუმარი Guest ნიკა

მშვენიერი ხარ მთელი შენი არსით !

 


№3  offline მოდერი zia-maria

Guest ნიკა
მშვენიერი ხარ მთელი შენი არსით !

მადლობა,გაიხარეთ.

terooo
მეც გილოცავ მრავალს დაესწარი... ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ...
ძნელია პირველივე თავიდან დასკვნები გააკეთო..

შენც, მეორე თავიდან გამოიტანე დასკვნა. wink მიყვარხარ და მაბედნიერებს შენი თვითეული სიტყვა.

 


№4 სტუმარი mari

ვაუ ძალიან მომეწონა,ველოდები ახალ თავს kissing_heart

 


№5  offline მოდერი zia-maria

mari
ვაუ ძალიან მომეწონა,ველოდები ახალ თავს kissing_heart

მადლობა საყვარელო,გაიხარეთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი Mariami

Mixaria axali istoriit rom dagvibrundit..Tqveni yvela istoria wakitxuli maqvs da yvela dzalian momwons.. Jer pirveli tavia,magram ukve damainteresa am istoriamac..

 


№7 სტუმარი ხათუნა სვანაძე

.. წარმატებებს გისურვებ მზია.

 


№8  offline მოდერი zia-maria

ხათუნა სვანაძე
.. წარმატებებს გისურვებ მზია.

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლობა ხათო გაიხარე.

 


№9  offline მოდერი zia-maria

Mariami
Mixaria axali istoriit rom dagvibrundit..Tqveni yvela istoria wakitxuli maqvs da yvela dzalian momwons.. Jer pirveli tavia,magram ukve damainteresa am istoriamac..

kissing_heart kissing_heart kissing_heart მახარებ შენი არსებობით და მათბობს შენგან ნათქვამი თბილი სიტყვები.ტკბილო და თბილო. heart_eyes

 


№10 სტუმარი Guest nineli

Meamayeba,rom aseti megobari myavs.warmatebebi mzia shens shemoqmedebas.imedia didxans ar gvalodineb exla

 


№11  offline მოდერი zia-maria

Guest nineli
Meamayeba,rom aseti megobari myavs.warmatebebi mzia shens shemoqmedebas.imedia didxans ar gvalodineb exla

არა მალე დაიდება მეორე თავიც. kissing_heart kissing_heart kissing_heart მიყვარიხაროოო.

 


№12 სტუმარი nino kvirikashvili

Gamarjooba cakvareloo..gamixarda tqvenii dabruneba .zaliann cevdianiua chveni axalgazrda perconasicc.barbarec ictooria .zaliann patara acakshi deditt daobleba roza arzz mama gkavc namdviladd shokia da agzer kidez micc depreciull da culier cimartovecc..me jerjeroobitt kvelaa percnasicc mimart dadebiitadd varr ganzkoobilii da zaliannn minda barbare da beqa ertadd ikvnenn.
Momzoncc cixaruulo zalian da veloodebii momdevnoo tavebcc..gaixare ufalma mogzecc zalaa..

 


№13  offline მოდერი zia-maria

nino kvirikashvili
Gamarjooba cakvareloo..gamixarda tqvenii dabruneba .zaliann cevdianiua chveni axalgazrda perconasicc.barbarec ictooria .zaliann patara acakshi deditt daobleba roza arzz mama gkavc namdviladd shokia da agzer kidez micc depreciull da culier cimartovecc..me jerjeroobitt kvelaa percnasicc mimart dadebiitadd varr ganzkoobilii da zaliannn minda barbare da beqa ertadd ikvnenn.
Momzoncc cixaruulo zalian da veloodebii momdevnoo tavebcc..gaixare ufalma mogzecc zalaa..

მადლობა ნინო გაიხარეე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent