ბრალდებულო! თავი 8.
-ამდენი ხანი არ გიფიქრია ჩემს მოკითხვაზე?-ცოტა ბრაზი და მცირე წყენა იგრძნობოდა მის ხმაში. -მაპატიე, ვიფიქრე არ გაგიხარდებოდა.-ვცადე თავის გამართლება. -ყველანაირად არასწორი როგორ გაჩნდი.-გამიბრაზდა.-ჩამოვედი და ხვალ მოიცლი, რომ მნახო? -შევეცდები. -კარგი, მაშინ ხვალამდე.-ისეთივე უემოციო და უხასიათო ტონით ჩაილაპარაკა, როგორითაც მე ვესაუბრებოდი და ყურმილი დამიკიდა. ავკანკალდი. ცივმა ოფლმა დამასხა და საშინლად ვიგრძენი თავი. -რა გჭირს?-დანიელის შეშფოთებულმა ხმამ აზრზე მომიყვანა. -არაფერი. -დარწმუნებული ხარ? გაფითრდი. -უბრალოდ ვინერვიულე. -დედაშენთან ლაპარაკისას?-ძალიან გაუკვირდა. -ვერ მიტანს. -ეგრე არაა. -დედაჩემს არ იცნობ. -რა მოხდა თქვენს შორის? ხმა ჩამიწყდა. შევეცადე ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა, ამიტომ დანიელს მივეხუტე და მკერდზე დავადე თავი. თვალები დავხუჭე. მისი რიტმული გულისცემა მამშვიდებდა. როგორ მომეყოლა ის, რის გახსენებას ჩემს თავსაც კი ვერ ვაძალებ. "ყველანაირად არასწორი როგორ გაჩნდი". ეს ფრაზა ჩემთვის ბავშვობიდან ტკივილს ნიშნავს. როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს. თავში ათასი აზრი ამომიტივტივდა. ყველაფერი ერთმანეთში აირია. ბავშვობა, წარსული, უფროსი და-ძმა, სიხარული, ბედნიერება და მე, ოთახი, კედლები, ცრემლები... "-არ იტირო.-მეუბნება იოანე და თავზე ხელს მისვამს.-ცხოვრება ზედმეტად მოკლეა, რომ მხოლოდ ცრემლებს დაუთმო. შენც გამხიარულდი, შენც მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება.-მიღიმის. -მეშინია. -არც შიში გამოგადგება. არასდროს, არავის ანახო რომ გეშინია, თორემ სუსტად ჩაგთვლიან და აუცილებლად გამოგიყენებენ. ძლიერი უნდა იყო, იმდენად ძლიერი, რომ ყველაფერს გაუძლო და არავის დააჩაგვრინო თავი, არასდროს! -შენ ძლიერი ხარ? ამაზე იოანეს მხოლოდ ეცინება. ხელს ვკიდებ და მაგრად ვუჭერ. -არასოდეს დამტოვო, ხელი არასდროს გამიშვა.-ვტირი. -არაფერია მარადიული.-მიღიმის". ეს ეპიზოდი მუდამ მიტრიალებს თავში და მაშინ ვხვდები, რომ ყველაფერთან შეიძლება გამკლავება. ჩემი ძმა ერთადერთი იყო, ვინც ყველა პრობლემასთან შეჭიდების ძალას მაძლევდა და დღესაც, როცა გვერდზე აღარ მყავს, მაინც ერთადერთ ძალად რჩება. 11 წლის წინ, როცა 18-ის ვიყავი...მე და იოანე...აეროპორტი. "-იო, მაპატიე მარტო რომ გიშვებ. -ხმას აღარ გაგცემ თუ ასეთ სისულელეზე კიდევ ერთხელ მომიხდი ბოდიშს.-მიღიმის. -შეიძლება სისულელეა, მაგრამ მაინც, მარტო რომ გიშვებ, ასე მგონია გწყინს. -შენთან ერთად დროის გატარება სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ სულ გვერდით ვერ მეყოლები. ეგეთი ეგოისტიც არ ვარ.-თავზე ხელს მისვამს და მიცინის. -რომ ჩამოხვალ, პიცა და კინო შენზეა. -როგორ გითხრა უარი.-იცინის, მთელი გულით. ნელ-ნელა მშორდება. ერთხელ ბრუნდება ჩემკენ. -მიყვარხარ, დაიკო.-მიყვირის ბოლო ხმაზე. -მეც.-ვცემ პასუხს." ამის შემდეგ ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ ერთი ეპიზოდი ჩნდება გაუჩერებლად. "-იოანეს თვითმფრინავი ჩამოვარდა.-მესმის საღამოს სახლში ახალშესულს. ამ ამბავს ჩემი უფროსი და, ლიზა მეუბნება, საკმაოდ უემოციო, გაქვავებული სახით. მთელს სხეულში ძალა მეცლება. ოთახში შევრბივარ და გაგიჟებულ დედაჩემს ვუყურებ აცრემლიანებული თვალებით. -დედა... -შენ აქ რა გინდა?-კიდევ უფრო უგიჟდება გამოხედვა და ჩემკენ მოიწევს.-აქ რა გინდა?-მიღრიალებს და ცდილობს ყელში ჩამავლოს ხელები, მაგრამ უკან ვიხევ.-აქ რატომ ხარ-მეთქი? შენც იმ თვითმფრინავში უნდა ყოფილიყავი...შენც იქ უნდა ყოფილიყავი...-ხმა უწყდება.-შენი ბრალია...-თითქმის ჩურჩულებს.-შენ უნდა მომკვდარიყავი და არა იოანე! შენ!-მიღრიალებს ისევ." ორმაგი შოკი. ჩემი ძმის უკანასკნელი ღიმილი და უკანასკნელი მიყვარხარ. ახლა, უკვე 11 წელია გასული ამ ამბის შემდეგ, მე კი ისევ ცუდად ვარ. იოანე ერთადერთი იყო, ვინც ოდესღაც მაფასებდა. ჩემი ცხოვრება იმედგაცრუების ერთი მთლიანი დღიურია. დედა, რომელიც მუდამ მირტყამდა და მეჩხუბებოდა, არასდროს ვუყვარდი და მუდამ "ყველანაირად არასწორს" მეძახდა, მამა, რომლისთვისაც საერთოდ არ ვარსებობდი. ჩემი მთავარი ფუნქცია მის თვალში ოჯახის ბიზნესის გაგრძელება იყო, ჩემი და, ადამიანი, რომელსაც არასდროს ვაინტერესებდით არავინ. მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული იყობდა სურდა რაც შეიძლება მეტი აქცია ეყიდა. მთავარი მიზანიც ასეთი უნდა. და ჩემი ქმარი... ფიქრი დანიელმა გამაწყვეტინა. -შობას გილოცავ ამ ქვეყანას გამოთიშულო მშვენიერება.-ჩაიცინა. -მეც გილოცავ.-აზრზე მოსულმა მალევე ვუპასუხე და გავუღიმე. -არ გინდა თითო-თითო ჭიქა დავლიოთ? -წითელი ღვინო?-ჩავიცინე. -მშვენიერია. სავარძლიდან წამოვდექი და ღვინისთვის ორი ჭიქა ავიღე. ნახევრამდე ავავსე და დანიელს გავუწოდე. -მადლობა. -არაფრის. -შენი იყოს.-გამიღიმა და მოსვა. -პატივად უნდა ჩავთვალო?-ჩამეცინა. -რატომაც არა? შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გაგიმართლა. იცი რამდენ გოგოს უნდოდა ჩემთან ყოფნა?-თავმომწონედ შემომხედა. -ძალიან უნდა მიხაროდეს მე რომ შეგიყვარდი? -ნამდვილად.-ამაყ მზერას არ იშორებდა. -როგორი მეოცნებე ხარ.-გამეცინა. -თითქოს პირდაპირი ხარ, მაგრამ მაინც მატყუებ.-ცალყბად გამიღიმა. -როდის მოგატყუე?-გავიკვირვე ისე, ვითომ ვერ მივხვდი. -როცა გადაწყვეტ თქმას, მერე ვისაუბროთ.-წამოდგა.-ახლა კი უბრალოდ მუსიკა ჩართე. დანიელს უსიტყვოდ დავემორჩილე. მშვიდი, კომფორტული და მუსიკა, ინტიმური განათება...მოკლედ, ყველაფერი იდეალური ცარიელი ვნებებისთვის, მაგრამ არა...ახლა ვნებები აღარ მამოძრავებენ. მის მიმართ არ გავციებულვარ არანაირად, უბრალოდ მართლა სხვა გრძნობაში გადაიზარდა ყველაფერი. სიყვარული? ამ სიტყვას ვერიდები, მაგრამ ხანდახან თავისით ტივტივდება ჩემს გონებაში ამ გრძნობის მშვენიერება. კი, ტკივილიც მოაქვს, მაგრამ ტკივილზე მეტი, ბედნიერება და სიამოვნებაა. დანიელის მკერდს მიხუტებული უბრალოდ მის რიტმს ვყვებოდი. არც მუსიკის, არც ფეხების, მისი გულის რიტმს. ოდნავ აჩქარებულს, მაგრამ თითქოს მაინც მშვიდს. ცეკვა უსიტყვოდ დავასრულეთ, ასევე უსიტყვოდ აღმოვჩნდი ისევ მის მკლავებში, ისევ ერთ სავარძელში. -იცი, რომ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ?-გაიცინა. გაკვირვებულმა ავხედე. -არც მიშორებ, მაგრამ არც გულთან ახლოს მიშვებ. სადღაც შუაში გამჭედე. თან ვერსად მივდივარ. მინდა რომ შენთან ვიყო, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ, მიუხედავად იმისა, რომ შენც იცი, ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ. -კარგი, გეყო.-სიცილი ამიტყდა ნერვიულობის დასაფარად. დანიელს მხოლოდ გაეღიმა და არაფერი მითხრა. არ ვიცი, ან სასმელმა ამახურა, ან დანიელის ნაზმა შეხებამ, ერთიანად ნეტარების მორევში გადავვარდი და გავითიშე. ახლა აღარაფერი მახსოვდა, მხოლოდ გრძნობა... დანიელმა უფრო მაგრად მიმიხუტა. -ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ.-ჩაიცინა. არაფერი ვუპასუხე. მხოლოდ ხელი მოვკიდე, ნაზად და სასიამოვნოდ, თითქოს შემთხვევით, მაგრამ რეალურად სპეციალურად. მართალია, ვიშორებ, მაგრამ თან არ მინდა ჩემგან შორს იყოს. რა უცნაურია ეს ყველაფერი. თითქოს ზედმეტად მივეჯაჭვე ამ პატარა ლეკვს. მის მკლავებში ჩამეძინა. დიდ, ძლიერ და კომფორტულ მკლავებში. დილით ლოგინში ვიწექი. როგორ მინდოდა დანიელის მკერდზე გამღვიძებოდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქ არ დამხვდა. რაღაც უცნაური სევდა მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე და ლოგინიდან წამოვდექი. დანიელის გაკეთებული საუზმე და ყავა დამხვდა. რატომღაც ჩამეცინა. მზრუნველი ლეკვი...რატომ მივაკერე ლეკვის ეტიკეტი? ალბათ, მისი ზედმეტი მოჯაჭვულობის ბრალია, რომელსაც ვერ მალავს და სააშკარაოზე გამოაქვს. ასე ძალიან ვუყვარვარ? ყველაფერი მართალია? ვინ იცის...თუმცა უზომოდ მინდა, რომ ეს გრძნობები ნამდვილი აღმოჩნდეს და არა ყალბი...აღარ მინდა კიდევ ერთხელ გამიცრუვდეს იმედი... ტელეფონმა დარეკა. -გისმენთ?-ისე ვუპასუხე, ნომრისთვის არ შემიხედავს. -გილოცავ, ბრალდებულო.-ალექსანდრე იყო. -მეც გილოცავ.-ცოტა უხასიათოდ ჩავილაპარაკე. -ახლა გაიღვიძე? -კი. -გუშინდელი გაქცევა არ უნდა აანაზღაურო?-ისე მკითხა, იმის მიხვედრა რომ ჩემი ნახვა სურდა, ძნელი არ იყო. -არ მცალია. -ლეკვი ისევ არ განებებს თავს?-ჩაეცინა. -ლეკვის გარდაც მაქვს საქმეები. -კარგი, გასაგებია.-მითხრა სერიოზული ხმით.-სხვა დროს იყოს. -კარგად.-ყურმილი დავუკიდე. სხვა დროს? მეც არ ვიცი მინდოდა თუ არა ალექსანდრესთან რაიმე ურთიერთობის დაჭერა. სერიოზული, ზრდასრული, ჩამოყალიბებული, არ ცანცარებს, არ ბავშვობს, ისე საუბრობს, ეტყობა, იცის სად რა უნდა თქვას, მაგრამ მაინც...რაღაც მაკავებს. თითქოს ვიცი, რომ ძალიან კარგი ურთიერთობის აწყობა შეიძლება მასთან, მაგრამ თითქოს აკლია რაღაც. ვნება, სიცოცხლე, გრძნობები, რომლებისგანაც სხეულში ჟრუანტელი დაგივლის. ეს ყველაფერი აკლია ამ კაცს. სექსუალურია, მაგრამ მხოლოდ შესახედავად, ქმედებებით...დანიელის ბავშვურობა მირჩევნია. გამოუსწორებელი ლეკვი, რომელიც ნერვების ღრღნაში ჩემპიონია. საუზმე გემრიელად მივირთვი და რადგან დღეს სამსახურისგან ვისვენებდი, გადავწყვიტე ჩემი თავისთვის დამეთმო თავისუფალი დრო. იქამდე მაინც, სანამ დედაჩემი დამირეკავდა და შეხვედრას მთხოვდა. ამაზე ფიქრისგანაც კი, უკვე ვკანკალებდი. ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან წავიდა, იქამდე კი, იშვიათად ვხედავდი. მხოლოდ მაშინ ვხვდებოდით, თუ იჯახური სადილი გვქონდა, ან რაიმე კრებას იწვევდა მამაჩემი აქციებთან დაკავშირებით. სიმართლე ვთქვა, ასეთ კრებებზე იშვიათად დავდიოდი, რადგან არ მადარდებდა არცერთი აქცია. მხოლოდ სამი დავიტოვე ჩემთვის, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იოანემ მიანდერძა და უბრალოდ ვერ ვიტყოდი უარს. ამ მიზნით ვხვდებოდი არც ისე საყვარელ ოჯახის წევრებს და განვიხილავდი იმ საკითხებს, რაც მათ ადარდებდათ. იოანე...დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს იმას, რომ მაშინ თვითმფრინავში არ ჩავჯექი. ჩემი ბრალია...ამას მეუბნებოდა დედაჩემი, ამას ვეუბნები ახლა ჩემს თავს მე. ერთადერთი, ვინც არ მადანაშაულებდა, ჩემი ქმარი იყო, მაგრამ მასაც თავისი მიზნები ამოძრავებდა. როცა ასეთ ცხოვრებას გადაიტან, ძნელია კიდევ ირწმუნო სიყვარული, კიდევ ენდო ვინმეს დაუფიქრებლად და გასცე ყველაფერი, რაც გაგაჩნია. კი, ეგოისტი გავხდი. ცხოვრებამ გამხადა ასეთი. აღარავის არაფერს ვაძლევ და ჩემთვის ვცხოვრობ. ჩემთვის მინდა კარგი. დავიღალე. ყოველთვის ყველაზე ვფიქრობდი, ყოველთვის ყველას ვიტანდი და ჩემს თავს მათზე უკან ვაყენებდი. ამან დამასუსტა. მაგრამ იოანე...მხოლოდ ის მაძლიერებს... ტელეფონის ზარი... -გისმენ.-ვთქვი უემოციო და უხეში ტონით. -შენგან სხვანაირ საუბარს არც ველოდები. 3 საათზე გელოდები. დედაჩემმა კაფეს მისამართი მითხრა და მეც უხასიათოდ დავიწყე მზადება მოსალოდნელი შეხვედრისთვის. კი, ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც...მაინც ვცდილობდი ჩემი თავისთვის შთამეგონებინა გამბედაობა, ძალა მიმეცა ფეხებისთვის, რომ ეარათ და ხმა, რომ მელაპარაკა. სახლიდან გავედი და კარებთან, ტრადიციისამებრ, დანიელი შემეჩეხა. -სად მიდიხარ?-მომღიმარი სახით შემომხედა. -შეხვედრაზე. -დედასთან? -ჰო. მომიახლოვდა და უეცრად ლოყაზე მაკოცა. -არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ ვიცი, რომ ძლიერი ხარ.-გამიღიმა და სახლში შებრუნდა. ოდნავ ავხურდი და ფარეხისკენ წავედი. მანქანაში ჩავჯექი. გული ხმამაღლა მიცემდა. მეც არ ველოდებოდი ჩემგან ასეთ აღელვებას, მაგრამ, დანიელი...ეს პატარა ლეკვი... კაფესთან გავჩერდი. მანქანიდან გადმოვედი და კარები შევაღე. დედაჩემის სიტყვებით, მესამე მაგიდასთან უნდა დავმჯდარიყავი და იქ მოვიდოდა. დაკვეთილ ადგილს მივუახლოვდი და ადგილზევე გავშრი. -გამარჯობა.-გამიღიმა ძველებური ღიმილით. -შენ?...-ხმა ჩამიწყდა.-შენ აქ რა გინდა? გვიანია, მაგრამ ყველას გილოცავთ შობას <3 მრავალს დაესწარით. <3 მიყვარხართ მკითხველებო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.