შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლურჯო სული (თავი 1)


8-01-2017, 02:45
ავტორი aleqsandra
ნანახია 2 346

ბავშვობიდან მგონია, რომ წვიმასა და ცრემლს შორის საოცარია მაგიაა, მაგია, რომელიც სულს ეხება.
ტკივილი, რატომღაც სულ თანს სდევს ადამიანს, შემდეგ წამის რაღაც ნაწილში გვეწევა და აღარ გვშორდება, სამუდამო ბინას იდებს ჩვენში და ჩვენად. წარსული რა ტკბილი და რა მწარეაა ამავდროულად... ხანდახან ადამიანებს, გვგგონია, რომ ცხოვრება დახურულ კარსს კიდევ ერთჯერ გაგვიღებს, თუმცა მწარედ ვცდებით, რადგან ის ცხოვრებაა.. ამაო და დაუნდობელი.
ფანჯარა გამოვაღე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი თუმცა, მაინც არ ყოფნიდა იგი ჩემს ალვეოლებს... რაფაზე ჩამოვდე თავი, ცრმლებმა უმალ დაასველეს იგი და შეურთდნენ თითქოს და წვიმის წვეთებს... ბავშვობიდან მიყვარდა წვიმა, მახსოვს როგორ დავრბოდი, სრულიად მარტო ერთი ციცქნა ბავშვი, ყოველი წვიმის დროს ქუჩაში და ხელის გულებს ვუშვერდი შხაპუნა წვიმას, წვიმას, რომელიც აღმაფრენდა, თუმცა დღეს ჩემს ნერვებზე ცეკვავდა, რატომღაც და იმ წრასულში მაბრუნებდა, რომელიც ტკბილიც უნდა ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ სულს მიმწარებდა.
***************************** *************************************** ***************************
ავტობუსსში ძლივს ავედი და ღრმად ამოვისუნთქე, გულში კი ლანძღვა დავუწყე მთავრობას. „რა უბედურებაა ეს, ხალხი არ ეტევა ამ ავტობუსსში, ერთჯერ მინისტრებმაც რომ იმგზავრონ ავტობუსით ჩვეულებრივი მცხოვრებლებივთ ვნახავ, როგორ იგრძნობენ თავსს! დეგენერატები!“ ვილანძღებოდი ისე თითქოს და მე სულ ავტობუსით ვმგზავრობდი. ოდნავ გავსწორდი და რაც შემეძლო ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, რომელიც ვეჭვობ საერთოდ არ იყო ამ ავტობუსსში უკვე. ამაზე ფიქრი არ მქონდა დამთავრებული, რომ ჩემი დაცვა გამოჩნდა, თავი ჩავხარე, კეპი დავიფარე თავზე რომ არ ვეცნე. ამ გაჭედილ ავტობუსსში მოძრაობა მაინც შეძლო „შრეკმა“ (ასე ვეძახი ჩემს დაცვას ) და ჩემსკენ წამოვიდა, ვიცოდი უკვე მიცნობდა და რაღაც უნდა მემოქმედა და სრულიად დაუფიქრებლად, უცხო მამაკაცსს ხელი მხარზე დავადე, ჩემსკენ შემოვატრიალე და მის კისერში ჩავრგე თავი.
-გოგონა, რას აკეთებთ? ხმადაბლა ამოილაპარაკა დაბნეულმა ბიჭმა.
-გაჩუმდი გთხოვ და ჩამეხუტე! ამოვიდუდუნე და ხელები მაგრად შემოვაჭდე განიერ მხრებზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც დაცვა ერთ-ერთ გაჩერებაზე ჩავიდა, ამოვწიე ბიჭის კისრიდან თავი, საოცრად გამაბრუა, მისმა სითბომ, გასაოცარმა სურნელმა და დარცხვენილი თვალები შევანათე მის სახეს. თითქოს წამით გაჩერდა სამყარო, ღია წაბლისფერი გრძელი თმა ჰქონდა, რომელიც უხვად ჩამოყროდა სახეზე, ღია ფერის კანი , რომელსაც საუცხოო ელფერს სძენდა წითელი მსხვილი ტუჩები, ბერძნული მოყვანილობის ცხვრიი და დაბალი წვერი საოცრად მამაკაცურს უხდიდა იერს... ყველაზე გვიან თვალებში ჩავხედე, რომლებშიც ჩავიძირე, ჭაობისფერი თვალები, ჰქონდა, რომელშიც გაურკვევლობა იკითხებოდა.
-ალბათ საშინელი შთაბეჭდილება დავტოვე თქვენზე... მორცხვად ამოვიბუტბუტე.
-საშინელი შთაბეჭდილება კი არა, შენ ნორმალური ხარ გოგო?! ახლოს მოიწია და წარბებ-მორკალურმა მკაცრად, თუმცა ხმა დაბლა მითხრა.
-მაპატიეთ, არ მინდოდა ასე გამსულიყო, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მქონდა, ჩემი დაცვას არ უნდა დავენახე.
-აჰაა, დაცვაც გყავს არანორმალურო?! ისევ არ ვწყვეტდით ჩურჩულს.
-კი მყავს დაცვა და მეორე არანორმალური არ ვარ, უბრალოდ ცოტა გიჟი ვარ. გავუღიმე მეგონა მის მკაცრ სახესს ოდნავ მაინც მოვალბობდი, მაგრამ მწარედ შევცდი.
-და თუ დაცვა გყავს ავტობუსით რატომ მგზავრობ? მეორე კითხვა დამისვა.
-ნამდვილი ადამიანები და ჩვეულებრივი ცხოვრება მომენატრა და მაგიტომ... იცი, როოგორი დამღლელია სიმდიდრე და ყოველივე მისი მსგავსი... მხრები ავიქნიე და მაგრად ჩავეჭიდე ხელსაკიდსს.
-მდიდარი მამიკოს გოგოც ხარ დაჟე?! ცინიზმს არ იშორებდა უცნობი. მინდოდა პასუხი გამეცა მისთვის, მაგრამ პირი როდესაც გავაღე, კონტროლიორი დამადგა თავზე და მომთხოვა სამგზავრო ბილეთი...
-წარმოადგინეთ ბილეთი გოგონა თუ შეიძლება! კუშტად მიყურებდა ახმახი.
-ბილეთი?!.... სახე უარესად მომეღუშა და არ ვიცოდი რა მეთქვა.
მე...მე... ბილეთი არ მაქვს. გულწრფელად ვუთხარი ხანში შესულ მამაკაცსს.
-ხო და მაშინ აიღე, შენი ბარათი მომეცი! კვლავ შეუვალი იყო კონტროლიორი.
წარმოდგენა არ მქონდა საიდან უნდა მომეტანა მისთვის სამგზავრო ბარათი.
-არც ბარათი მაქვს... მხრებჩამოყრილმა ვუთხარი კვლავ.
-აბა, აქ რა გინდა?! შედარებით მცირე ასაკის კონტროლიორი გამოხტა უეცრად.
-კორექტულად თუ შეიძლება! უმალ გავეპასუხე მას. აი ნაღდი ფული მაქვს და ავიღებ ბილეთსს. ცხვირი ავიბზუე და ჩანთაში ქექვა დავიწყე, 50 ლარიანი მომყვა ხელში და ამოვიღე საფულიდან უმალ.
იმედია 50 ლარზე მეტი არ ეღირება სამგზავრო ბილეთი! დამცინავად ამოვილაპარაკე. რაზეც უმალ სიცილის ხმები გაისმა.
-რა იყო პირველად მგზავრობ გოგონი ავტობუსით?! ისევ ის ლაწირაკი კონტროლიორი გამოხტა.
-ვერ გავიგე?!
-აქ სალარო კი არ არის, რომელში მოლარე ზის და ხურდას დაგირუნებს. 50 თეთრი ღირს ბილეთი და არა 50 ლარი. კვლავ დამცინავი მზერა.
-არ მაქვს ეს ხურდა და რა გამიწყალეთ გული ვახ?! დიდ გულზე ვიყავი მეც.
-ხურდა თუ არ გაქვს ჯარიმა გექნება და განყოფილებაში ვიზიტიც, შეურაწყოფის მიყენებისთვის,მაშინ მითხრა. ლაწირაკმა და პლანშეტი დააძრო.
-საკმარისია, რა ჯარიმა და რა პოლიცია?! უცნობი ჩაერთო უმალ.
მე ავუღებ ბილეთს ამ გოგონას, რაღაც ბარათი ამოიღო და რამდენიმე წამში ხელში პატარა ქაღალდის ნაგლეჯი მომაჩეჩა, ბიჭმა.
-რა ჯელტმენი ხარ! ისევ არ ისვენებდა ლაწირაკი.
-ზღვარს ნუ გადადიხარ მეგობარო! ერთი უთხრა და ღია კარისკენ წავიდა. მე გონს ვერ მოვეგე, ავტობუსი კვლავ დაიძრა თუმცა მე ავყვირდი „ჩავდივართქო“ და ძირს ჩავედი. ბიჭს გავეკიდე, რომელიც უდარდელად მიაბიჯებდა ქუჩაში, თუმცა ვერ დავეწიე.
*********************************** *******************************
ალბათ ერთი კვირა ან ცოტა მეტი გავიდა იმ ბიჭის ნახვის, შემდეგ, ისევ უაზროდ დავბოდიალობდი მანქანით და დაცვის თანხლებით თბილისის ქუჩებში, როდესაც მას მოვკარი თვალი. მანქანა უმალ გავაჩერებიე და ძირს გადმოვხტი.
პაპანაქება სიცხე იყო, სული მეხუთებოდა და ფეხსაცმლის თხელი ძირების გადამკიდე ფეხის გულებიც მეწვოდა.
ცოტაც და წამოვეწიე..
-ეიიი, მოიცადე! ის კი არ ჩერდებოდა.
ეიი, შენ, ბიჭი! ავყვირდი ქუჩაში და ყურადღება მივიქციე, ალბათ ბიჭიც გაღიზიანდა და გაჩერდა.
-შენ?! გაკვირვებული ჩანდა ბიჭი.
ახლა რაღა გინდა მდიდარო, მამიკოს გოგოვ?!
-გეყოს ცინიზმი, მე უბრალოდ მაადლლობის გადახდა მინდოდა შენთვის, რომ დამიცავი და დამეხმარე.
-მე დაგეხმარე თუმცა არ დამიცვიხარ!
-არა, შენ დამიცავი აი, ჩემს დაცვასთანაც და კონტროლიორ ლაწირაკთანაც.
-კარგი, რაღამც შენსას არ იშლი მაადლობა მიღებულია და ნახვამდის. ზურგი მაქცია, მე კი დანებებას არ ვაპირებდი.
-მოიცადე! წინ გადავუდექი და თვალებში ურცხვად ჩავაშტერდი.
მაადლობის ნიშნად მინდა სადმე დაგპატიჟო. ფართოდ გავუღიმე.
-შენ მგონი მართლა გიჟი ხარ !
-რატომ ვარ გიჟი?! სულელი პატარა გოგოსავით ვიქცეოდი უკვე.
-რას ქვია, რატომ ხარ? არ მიცნობ და მეპატიჟები სადღაც, ეს შენი აზრით დალაგებული ადამიანის საქციელს ჰგავს?!
-ხო და რა პრობლემაა, მერე გავიცნოთ ერთმანეთიც, კარგი?! კვლავ ვიღიმოდი.
-დრო არ მაქვს! კვლავ გზის გაგრძელება სცადა, თუმცა საშუალება არ მივეცი ამის.
-ერთი საათი ან ცოტა მეტი არაფერს დაგაკლებს.
-მისმინე, შენ მამიკოს ფულებით გატოტოჩებული გოგო ხარ, მე კი იმისთვის, რომ თავი ვირჩინო მძიმე შრომა მიწევს და თითეული წამი ძვირფასია, რათა რაც შეიძლება მეტი ფული გამოვიმუშაო, რომ სწავლის საფასურიც გადავიხადო და ოჯახსაც დავეხმარო მცირედით.
-სულაც არ ვარ მამიკოს ფულებით გატოტოჩებული!
-არა საერთოდ არ ხარ, შენი სიტყვების საწინააღმდეგოს ამტკიცებს შენი ქცევები.
-მე მესმის შენი, ცოტა უცნაური ვჩანვარ, მაგრამ მერწმუნე შენც რომ ჩემი ცხოვრების მსგავსი ერთფეროვანი და სულელური ცხოვრება გქონდეს ჩემის მსგავსად მოიქცეოდი.
-და მაინც, როგორი ცხოვრება გაქვს?! სიმდიდრე არ გაკლია და ფუფუნება მეტი რაღა გინდა პატარა ქალბატონო?! ხელები გადაიჯვარედინა და გამჭოლი მზერა მომაპყრო.
-იცი სიმდიდრე სულაც არ არის ყველაფერი... მე ნამდვილი, რეალური და ნიღბის გარეშე მყოფი ადამიანები და ურთიერთობები მენატრება, რომელიც ღრმა ბავშვობის შემდეგ მენატრება... სულ პატარა ვიყავი ქუჩაში რომ ვეპარებოდი ძიძას და ღარიბ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ტალახით... და მათთან ურთიერთობა სულ სხვა გვარი იყო..
-იცი საოცრად უცნაური თუმცა საინტერესო ადამიანი ხარ. გამიღიმა და ჭინკები აუთამაშდა თვალებში.
-ერთ დღიან თავგადასავალში მიიღებ ჩემთან ერთად მონაწილეობას? თვალები მოვჭუტე და ოდნავ შეთამამებულად გავუცინე.
-გიჟი ხარ! კვლავ გამიცინა.
-ვიცი!
-ტატო ემხავრი! ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი შევაგებე უმალ.
-მარიამ ამილახვარი. თითქოს წამი გაჩერდა მიისი შეხებისას.
-მარიამ მოხარული ვარ შენი გაცნობით, თუმცა დღეს ვერანაირად ვერ გადავეშვები შენთან ერთად თავგადასავალში, აი ხვალ კი შეიძ₾ება.
-ანუ ხვალაც მომიწევს, დაცვის მოტყუება და მეტიც კისრისტეხვამდე სირბილი...
-ალბათ! ისევ საოცრად ლამაზი მისი ღიმილი....
ხვალ ისევ ამ ადგილას და ისევ ამ დროს.
მითხრა და გამშორდა.
მე კი თავი დავაქნიე და ამოვიბტბუტე „ხვალ ისევ ამ ადგილას და ისევ ამ დროს“!.

************************************************************ **********************************
ალბათ, თუ გეტყვით, რომ მე ჩემი მეორე სული ვიპოვე ტატოს სახით, რამდენიმე საათში, მართლა გიჟი გეგონებით, მაგრამ ასეაა, რამდენიმე საათში ვიპოვე მე ის. ვიხეტიალეთ მთელს ქალაქში ფეხით,ვისაუბრეთ უამრავ რამეზე, ბოლოს კუსტ ტბაზე შევჩერდით, ნავში ვიჯექით, როცა ტატომ ის შეკითხვა დამისვა რაზეც პასუხი არ მქონდა.
-უბრალოდ მიკვირს ფუფუნებაში გაზრდილ გოგოს როგორ არ დაგიბინძურდა სული, იმ ფულივით რომელიც ბევრისთვის სიცოცხლის არსია! ნიჩბები დაუსვა და თვალი-თვალში გამიყარა.
-არ ვიცი... ოღონდ მართლა... გავუღიმე, კვლავ დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის და ატმოსფეროც დამძიმდა თითქოს, არა და ორივეს ერთი და იგივე კითხვა გვიტრიალებდა თავში, ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და დუმილი დავარღვიე.
-ტატოო, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს?! თუ ეს მართლაც და ერთ დღიანი თავგადასავალია?! გულმაც კი შეწყვიტა წამით ფეთქვა.. ისიც ჩემს ჯიბრზე აგვიანებდა პასუხის გაცემას.
-იცი მინდა რომ, არა ერთ დღიანი, არამედ მრავალ დღიანი თავგადასავალი შევქმნათ. კვლავ იმ ღიმილით გამიღიმა, რომელიც ასე მათრობდა.
-მაადლობა, ტატო. ხელი, ხელზე დავადე, მან კი ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და გაყინული ტუჩები შემახო, ტუჩები, რომელიც სიცივის მიუხედავად მაინც მწვავდა.
-მაადლობა შენ, ვინაიდან წამებში შეცვალე ჩემი სამყარო, შენი მოლურჯო სულით!
-„მოლურჯო სული“ ამოვიფრუტუნე და ცრემლემა უფრო უმატეს დინებას...
-მარიკო... ხომ კარგად ხარ?წარსულზე ფიქრებიდან, ხელის შეხებამ გამომაფხიზლა.
ვაკაკუნებდი და კარი, რომ არ გამიღე შემოვედი.
-შენ რაში გაინტერესებს გიორგი, მე როგორ ვარ, მთავარი ის ხომაააა, თუ როგორ ხარ შენ! ვუკივლე ნერვებ მოშლილმა და ფეხზე წამოვდექი, თან ცრემლებს ვიწმენდდი.
-ტონი აკონტროლე ცოლუკავ!. იმ საშინელი სახით მიღიმოდა, ასე რომ მძაგდდა.
-შენ ადამიანი არ ხარ! შენ ავადმყოფი ცხოველი ხარ! შენ ადამიანების ტანჯვით საზრდოობ!მისი სახის შემხედვარე კონტროლს ვკარგავდი უფრო და უფრო და სილა გავარტყი სახეში.
საშინელი ხმით სიცილს მოჰყვა გიორგი.
-მარიამ შეიგნე, რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და წარსული უნდა დატოვო იქ სადაც მისი ადგილია, ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, ოთხი წელი! დამიღრიალა და ლარნაკი ნამსხვრევებად აქცია.
-მძულხარ გიორგი!
-სამაგიეროდ მე მიყვარხარ! მორჩი წარსულის სიყვარულზე გლოვას, ახლავე ადექი ფეხზე, ჩაიცვი,მოწესრიგდი და დაბლა ჩამოდი, სტუმრები გველოდებიან! გამოცრა კბილებში სათქმელი და კარი ძლიერად გაიჯახუნა.
*********** ***************** *************************** ********************















შობა-ახალ წელს გილოცავთ შოკოლადებო <3
2017 წელი წარმატებული ყოფლიყოს ყოველი ჩვენგანისთვის.
დაგიბრუნდით დიდი ტაიმ-აუტის შემდეგ და ძაალიან,ძაალიან,ძაალიან მომენატრეთ თქვენ მე, თქვენი თბილი კომენტარებით და ჯანსაღი კრიტიკით. :*
ვიმედოვნებ მოგეწონებათ ახალი ისტორია, შეცდომები კი მომიტევეთ თვალი ვერ გადავავლე. 
ველი ბევრ კომენტარებს.
კოცნით ბევრს :*
მარად თქვენი ალექსანდრა <3



№1 სტუმარი Ani

მომეწონა, მაგრამ რაღაც იმხელა შღაბეჭდილება არ დატოვა როგორც წინამ, კარგი იქნება თუ ფულზე ამხელა აქცენტს ნუ გააკეთებ და ყოველ მეორე წინადადებაში არ გამოიყენებ.

საბოლოოდ, ჯამში კარგი იყო, მომეწონა და იმედია.შემდეგ თავს მალე დადებ.

 


№2  offline მოდერი aleqsandra

Ani
მომეწონა, მაგრამ რაღაც იმხელა შღაბეჭდილება არ დატოვა როგორც წინამ, კარგი იქნება თუ ფულზე ამხელა აქცენტს ნუ გააკეთებ და ყოველ მეორე წინადადებაში არ გამოიყენებ.

საბოლოოდ, ჯამში კარგი იყო, მომეწონა და იმედია.შემდეგ თავს მალე დადებ.

ვიმედოვნებ იმედებს არ გაგიცრუებთ, ეს დასაწყისია და დასაწყისის დაწერა ყოველთვის რთულია :) <3

 


№3 სტუმარი Ninia

Kargi iyo da vetanxmebi im ert-ert mkitxvels, argginda fulze gamaxvileba dzalian, tore martla modawyeni gaxdeba, kargi iyo gaagrdzele warmatebebi!.

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

გამიხარდა შენი დანახვა , საინტერესო დასაწყისია იმედია ხშირად დადებ და არ გვალოდინებ მკითხველებს.

 


№5 სტუმარი Guest Everything

როგორ გამიხარდა შენი ნიკის დანახვაა open_mouth შენ ჩემი გახდები?!-მ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე რომ აი არვიცი რაგითხრა, მადლობა ამდენი ემოციისთვის. რაც შეეხება ახალ ისტორიას, ძალიან კარგი რაღაც ჩაანს heart_eyes გთხოვ, დიდხანს ნუ გვალოდინებ pensive

 


№6  offline წევრი t i k o

გამახარე შენი გამოჩენით.დასაწყისი ძალიან საინტერესოა.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ვგრძნობ წინ დიდი სიამოვნება მელოდება heart_eyes heart_eyes წარმატებეი შენ kissing_heart

 


№7  offline მოდერი zia-maria

პირველ რიგში დაბრუნებას გილოცავ,ახალ წელს გამოყევი ჩვრენთვის მოსალოცად. smiley მეორე ის რომ ძალიან მომეწონა პირველი თავიდანვე.ველოდები შემდეგს. kissing_heart

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერთჯერ არა, ერთხელ.
ვიჯექით არა, ვისხედით.
და ეს გატოტოჩებული, არ ვიცი რა სიტყვაა.
ბევრი შეცდომა გაქვს, თუმცა ვფიქრობ გამოსწორებადი.
წარმატებები.

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჯერ ისტორიის სახელი,მერე ნიკი რომ დავინახე არ ვიცი სიტყვებს ვერ გადმოვცემ ისე გამიხარდი.ჩემი გოგო დამიბრუნდა რა მაგარიააა.ისტორიაში ცოტა გაურკვეველი გახდა რაღაც რაღაცეები,მაგრამ დარწმუნებული ვარ მომდევნო თავებში გავერკვევი.

პირველი თავია და მომწონს უკვე და წარმომიდგენია ვარ სხვა რა იქნება.ძალიან მომეწონა მარიამის სუფთა გული,ტატოს რეაქციაც,მაგრამ აი ეს გიორგი ვინაა და რა უნდა?
--------------------
ლანა

 


№10  offline მოდერი aleqsandra

მიხარია, რომ მოგწონთ <3
პ.ს.თქვენი თითეული სიტყვა მაბედნიერებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent