შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 5)


8-01-2017, 14:12
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 923

- იცეკვებ ჩემთან ერთად ლამაზმანო ? -ხელი გამომიწოდა და გაიცინა,რაზეც მეც გამეცინა.
საცეკვაო მოედანზე გავედით,ხელები წელზე მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ხელები კისერზე მოვხვიე, თავი კი მხარზე დავადე. მის თბილ სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი,ვგრძნობდი რომ მისი სურნელი მიყვარდებოდა რაც არ მაწყობდა... მოულოდნელად მისი ცხელი ტუჩები ჩემს კისერზე ვიგრძენი, რამაც ჟრუანტელი მომგვარა. თავი ავწიე და თვალებში შევხედე,შუბლი შუბლე დამადო და თვალები დახუჭა...

***

მზის სხივებმა ჩემს ფანჯრებამდეც მოაღწია და თვალები გავახილე...რამოდენიმე წამით თვალები უბრალოდ გავახილე,შემდეგ წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუსხვევამ უკანვე დამაბრუნა.თავის ქალა სადაცაა გამისკდებოდა! ნელა წამოვჯექი და თვალები მოვისრისე. ნოუთბუქი ამოვიღე და სკაიპით ნინის დავურეკე. მალევე აიღო...
- გუშინ რა მოხდა?
- ლუკას გულისხმობ?
- არა, სახლამდე როგორ მოვაღწიე ?
- ლუკამ მიგიყვანა თუ არ ვცდები, ხო დედაშენმა ასე მითხრა. - მხრები აიჩეჩა ნინიმ
- დედაჩემმაა? - ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა
- ხო, ასე რატომ დაათვრეთ ლუკას ხელით სათრევი რომ გახდაო. -შუბლზე ხელი შემოვირტყი.
- სახლამდე ლუკა ახვლედიანმა მათრია?
- ხო როგორც ჩანს, მანქანა აქ ჰყავს. - რამოდენიმე წუთით გაჩუმდა - გუშინ იცი რამოხდა?
- გთხოვ მითხარი რომ რამე სისულელე არ ჩავიდინე... ისევ !
- არა დებილო,აბა გამოიცანი. - სიხარულით შეჰკივლა. მე გამეცინა და ფიქრი დავიწყე.
- გიომ ცოლობა გთხოვა ? -ახლა მან შემოიტყა ხელი.
- ღმერთო რა ჩლუნგი ხარ რა! ერთად გვეძინა. - პირი ღია დამრჩა.
- ანუ თქვენ? - სიცილი ამივარდა და წამით თავის ტკივილი გადამავიწყდა.
- ჰო, დებილო ჰო ! - გაეცინა და გიოს მიესალმა.
- ოხ უკვე იჭორავეთ დაქალებმა ? -მისი სიცილის ხმა მომესმა
- ხო უკვე გავიგე როგორც გივაჟკაცია. - ორივეს სიცილი აუტყდათ ისევე როგორც მე.
- აუ რა დეგენერატი ხარ ელე - მოსულიერებულმა ნინიმ ჩაიხითხითა - შენმაც ივაჟკაცა.
- ვააააათ ?!!- იმხელაზე დავიკივლე დედაჩემი შემოვარდა.
- რაარის შვილო ! როგორ ხარ,რამოხდა ?! - დედაჩემი გიჟივით შემოვარდა და გულზე ხელი მიიდო.
- არაფერი დე, რაღაც ფეხსაცმლის ფასი ვნახე და.. - მალევე მოვიფიქრე ტყუილი
- კარგი რა დე ნუ გამიხეთქე გული ამხელა ქალს !
- რამხელა ქალს 37-ის არ ხარ?
- 39-ის ეგეც რო არ იცი ! - ოთახიდან გავიდა და ლეპტოვი გავხსენი
- გუშინ რა ჩავიდინე! -დაფეთებულმა ვიკითხე
- მე ამას ვერ გეტყვი. - იუარა გიომ
- რა ჩავიდინე? -სადაცაა ტირილს დავიწყებდი.
- იქით გადი ოდიოტო ნუ შემიშინე გოგო. - ბალიში ესროლა ნინიმ და მომიბრუნდა
- რამოხდა?
- ისეთი არაფერი,უბრადოდ ვალსი იცეკვეთ, მერე იმან კისერზე გაკოცა უნდოდა შენთვის ეკოცნა მაგრან ამის უფლება არ მიეცი,რის გამოც დებილი ხარ.
- კიდევ კარგი !ასე როგორ დავთვერი?
- კარგი წავედი,ჩემი ცხოვრება მეძახის - სიხარულით აღსავსე ნინიმ მითხრა და გათიშა.
ნოუთბუქი კამოდზე დავდე და საწოლზე მოწყვეტით დავეცი. ბალიში ჩავიხუტეე და ოთახის თვალიერება დავიწყე.რა ბედნიერებაა რომ დღეს შაბათია და იმ საშინელ სკოლაში წასვლა არ მიწევს.თავი საშინლად მტკივა "გეტკიება აბა რა იქნება ამდენი დალიე" გამომეპასუხა ჩემი მეორე მე. უბრალოდ კარგად გამოძინება მჭირდება,მეტი არაფერი...
3 საათის შემდეგ გამომეღვიძა თავი იმდენად აღარ მტკიოდა,ამიტომ ადგომა გადავწყვიტე. სააბაზანომდე მივბაჯბაჯდი და სარკეში ჩავიხედე. დანახულმა სანახაობამ გამაცოფა: ჩაშავებული უპეები,აჩეჩილი თმა და ალეწილი სახე.ცხოვრებაში მეორედ აღარ დავლევ! თავი მოვიწესრიგე და საძინებელში დავბრუნდი. ნაცრისფერი გახეხილი შარვალი,შავი სადა მაისური და თეთრი კეტები ჩავიცვი.ჩანთა ავიღე და ჩემი საყვარელ კაფეში წავედი. გზაში თვალს ლუკას სახლისკენ ვაპარებდი,თითქოს ახლა გამოვიდოდა და რაიმეს მეტყოდა. კაფე აქვე იყო 10 წუთის სავალზე,რაც საქმეს მიადვილებდა. 10 წუთში კაფის კარი შევაღე და ლეილას თბილი ღიმილი დავიმსახურე.ლეილა ერთი მოხუცი ქალია რომელსაც ძალიან ვუყვარვარ.
- როგორც ყოველთვის საყვარელო? -თბილად გამიღიმა და გადამეხვია
- დიახ ერთი კაპუჩინო და შოკოლადი,შავი ოღონდ. - გავიცინე და შეკვეთა მივეცი.
- დღეს რაღაც ფორმაში არ ხარ საყვარელო, მოხდა რამე?
- არაფერი ისეთი მეგობრებმა გართობა გადავწყვიტეთ. -თვალები მოვიფშვნიტე და ჩემთვის განკუთვნილი ყავა მოვსვი. - როგორც ყოველთვის უგემრიელესია. შეგიძლიათ კიდევ ერთი გამიკეთოთ? წასაღებად..
- რათქმაუნდა.
- რამდენი უნდა გადაგიხადოთ ? - ჩანთაში ძრომიალი დავიწყე და ფული ამოვიღე.
- დღეს დაწესებულების ხარჯზე. ხელით უკან დამაბრუნებინა.
- კი მაგრამ ლეილა დეიდა ასე არ შეიძლება - გავუწყრი ლეილას.
- დამიჯერე შეიძლება -თვალი ჩამიკრა და ჩემი ჭიქა მომაწოდა.
- უღრმესი მადლობა,ახლა უნდა წავიდე. - თბილად გავუღიმე და კაფედან გამოვედი.
ნინის ნომერი მოვძებნე და დავურეკე.
- ნინ რას შვრები?
- რავი გიოს ვასწავლი როგორ უნდა მოამზადოს პიცა. - გაიცინა და შენიშვნა მისცა ყველი ზემოდან უნდა მოაყაროო.
- სფიქერზე ჩართე - ვუთხარი და გავიცინე.
- აბა რა ხდება რა გინდოდა. - მკითხა ნინიმ.
- დღეს კოცონზე მივდივართ ?
- კოცონზე? - გაუკვირდა ნინის - უი ხოო სულ დამავიწყდა,რათქმაუნდა მივდივართ.
- შენ და გიო ალბათ ერთად წახვალთ არა? - დავიწუწუნე.
- ხო აბა? შენ ვისთან ერთად მიდიხარ? - მკითხა გიომ
- არ ვიცი ალბათ.. - სიტყვა არ დამასრულებინა ნინიმ
- ლუკასთან ერთად ხო?
- არავითარ შემთხვევაში,მირჩევნია მოვკვდე.
- რატომ არ აღიარებ რომ მოგწონს.
- ეგ ვირთხა თუ ოდესმე მომეწონება წავალ და თავს მოვიკლავ - სიცილის ხმა მომესმა - მამდ კიდევ ვინ არის?
- გუშინ ვიღაც სიყვარულს მეფიცებოდა.
- ხო ეს ვიღაც გახეული მთვრალი იყო და არ იცოდა რას როშავდა როგორც ყოველთვის.
- დამშვიდდი შენთან ერთად წამოსვლას მირჩევნია გველის შხამი დავლიო.
- ვინ მიგყავს ? - მკითხა გიომ.
- ბექამ დამპატიჟა და ალბათ მაგასთან ერთად წამოვალ.
- ბექასთან ?! - ხოო ბექა ლუკას ეზიზღება. -არავითარ შემთხვევაში ეგ ტიპი სულ ხელების ფათურზეა !
- შენ ეს რატომ გაღელვებს ?! თანაც სხვებისგან განსხვავებით არ მამცირებს - ნიშნის მოგებით ვთქვი და გავუთიშე.
ბექა ძალიან საყვარელი და სიმპატიურია ბიჭია ცისფერი თვალებით და შავი თმით. მას უკვე წლებია მოვწონვარ და ჩემთან დაახლოვებას ცდილობს. მართალია ცუდი ბიჭის იმიჯი აქვს მაგრამ ჩემთან ძალიან საყვარლად იქცევა. დღეს კოცონზე 10-თვის უნდა ვიყო. გადავწყვიტე შავი შორტი და ღია ცისფერი საროჩკა ჩავიცვა.
- დედაა !! - დედაჩემი ხმას არ მცემდა. კიბეებზე ჩავდიოდი და ადგილზე გავშრი როდესაც დავინახე ის თუ როგორ ეხუტებოდა დედაჩემს. ჩემსკენ შემობრუნდა და გამიღიმა.
- შვილო... რამხელა გაზრდილხარ ! - ზიზღმა ამიტანა დავინახე მის სახეზე ობლადჩამოგორებული ხელოვნური ცრემლი. - გთხოვ მაპატიე რომ წავედი. - ჩემსკენ გამოიწია თუმცა შევაჩერე.
- არც კი მომიახლოვდე !! -თითით ვანიშნე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.
ოთახში როგორც კი შევვარდი კარები გადავკეტე,ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. რატომ დაბრუნდა ?! ასე რატომ მომექცა ?! ეს საქმეს უფრო ართულებს,რისთვის დაბრუნდი მამა რისთვის ! გინდა რომ ბოლომდე გამანადგურო?! მაშინ გილოცავ შენ ეს შეძელი.
- შვილო მაპატიე მე...
- გაეთრიე ! შენი დანახვაც არ მინდა! - დავუყვირე და კარებს მოვშორდი
- ეს ჩემი...
- შენი ბრალი არ იყო? როგორ ბედავ და თავს იმართლებ?! შენს გამო იცი რამდენი რამ გადავიტანე? შენ კი ასე უბრალოდ მოდიხარ და პატიებას მთხოვ? შეგიძლია ისევე გაქრე როგორც ეს ადრე გააკეთე!
- სხვა გზა არ მქონდა ელენე !
- გთხოვ უბრალოდ წადი !!
გავიგე როგორ დაეშვა კიბეებზე და როგორ გაიხურა კარები.
***
- ბექა რას შვრები? - ნამტირალევი ხმით ვკითხე.
- რამოხდა ყველაფერი რიგზეა? ვინმემ ხომ არ გაწყენინა?! - მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა.
- იცი რაღაც შეუძლოდ ვარ და კოცონზე ვერ წამოვალ.
- გინდა მოვიდე ?
- არა, არა, საჭირო არ არის ! უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა.
- კარგი,როგორც გინდა ნახვამდის.
- კარგად. - ვუთხარი და გავუთიშე.

***
ლუკა.

შუაღამე იქნებოდა ალბათ ორის ნახევარი, როდესაც წყლის დასალევად ავდექი. მაცივარი გამოვაღე წყალი გამოვიღე და ოთახისკენ ავიღე გეზი. როდესაც ვბრუნდებოდი ფანჯარაში თვალი მოვკარი ელეს რომელიც ფანჯარასთან იდგა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. თითქოს მნიშვნელოვანი რამ უნდა უნდა გადაეწყვიტა. შევჩერდი და დავაკვირდი,ძალიან ლამაზი იყო,ალბათ შემიყვარდებოდა კიდეც ასეთ მდგომარეობაში რომ არ გამეცნო.მოულოდნელად ფანჯარაზე ჩამოჯდა, ზურგჩანთა კარგად მოიკიდა და თავი გაამხნევა,თვალის დახამხამებაში ფანჯრიდან გადმოხტა და წამიერად დაიკივლა. რა ჯანდაბას აკეთებს?! ფეხზე წამოდგა და საროჩკა გაიწმიმდა.ირგვლივ მიმოიხედა და ტბისკენ წავიდა. ჯანდაბა ელე ისევ მაგ დაწყევლილ ტბაზე მიდიხარ? რატომ ვერ შეიგნე რომ საშიშია. ამოვიხვნეშე მაისური გადავიცვი,სახლიდან ჩუმად გამოვიპარე და ელენეს გავყევი. გამიკვირდა როდესაც გზიდან გადაუხვია და რაღაც ძველ ქოხში შევიდა. იქვე დავიმალე და დაველოდე...
ჯანდაბა ამდენი ხანი მანდ რა ჯანდაბას აკეთებ ? ალბათ ერთ საათზე მეტია რაც შიგნით არის. მოულოდნელად რაღაცის მტვრევის ხმა გავიგე,შემეშინდა და შიგნით შევვარდი. იქ არსებულმა სანახაობამ კი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... ირგვლივ მთლიანად ნახატები და საღებავში ამოსვრილი ელენე დამხვდა.
- შენ ეს არ უმდა გენახა ! - შემობრუნდა და თბილი ბურთულა მის ლამაზ სახეზე ჩამოუგორდა

ეს თავი დიალოგებით დატვირთული გამომივიდა,თუმცა არაუშავს ზოგჯერ საჭიროცაა. ♥ რას ფიქრობთ რა მოხდება ელესა და ლუკას შორის ? ♥ იმედი მაქვს მოგწონთ. ♥ (P.s იმედია პატარა თავი არაა))



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მმე ძაან მომწონს!!!
ვXვდები რომ რაღაც ძალიან არასასიამოვნო/ცუდი მოხდა მათი გაცნობისას და იმედი მაქვს მალე გავიგებთ რა. ფაცტია მამამისმა რარაც დააშავა.
თუმცა ლუკას "მზრუნველობა" თითქოს იმის მანიშნებელია რომ ამათ შორის შურუსძიებაზე გაცილებბით ბევრი რამ უნდა მოხდეს. ასე რ ომ მოთბენლად ველოდები შემდეგს!!!!!!

 


№2 სტუმარი kusa123

ძალიან მომწონს ❤❤ ეცადე მალე დადო ხოლმეე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent