შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი2)


8-01-2017, 14:55
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 905

კიბეები როგორც კი ჩავიარეთ ყველანი სადარბაზოსთან დაგვხვდნენ.
-პრივეტ ბიჭებო როგორ ხართ? პრივეტ ლიკა.
-რავი არაგვიშავს თქვენ რაშვებით? გამარჯობა მელანო, ოჰ თამუნაც აქ ყოფილა.
-ამათ აპა შენ დააშორებ?
-გეყოს ირაკლი. ზედმეტია უკვე. პრივეტ ლიკა როგორ ხარ?
-რავი არამიშავს. წავედით რაღას ვუცდით?
-აუ იკა ფული მომე რა მზესუმზირას ვიყიდი.
-არა. მაგის ტკაცა-ტკუცის თავი არ მაქვს.
-შენ რომ საღეჭ რეზინს ,,იცოხნები“ კარგია?
-ენა გოგ. რა დღეში ხარ შენ ვაფშე? აჰა წადი იყიდე ოღონდ თავი დამანებე.
-წამო თამუ ვიყიდოთ რა.

-თქვენ რა თვალში არ იხედებით?
-უკაცრავად ძალით არ მინდოდა.
-თავი გამიტეხე მგონი.
-ბოდიში უკვე ხომ მოგიხადე არა?
-კარგი ხო გამატარე არ მცალია.
-ღმერთო ჩემო ეს ბიჭები მგონი საერთოდ ვერ არიან.

-სად იყავი გოგო ამდენი ხანი მზესუმზირის ქარხანას ყიდულობდი?
-ვაიმე რა შუტკები გაქვს მოკლედ რა.
-მეორედ მოგცემ ფულს არ გინდა?
-კარგი იკა შეეშვი ერთ ბიჭს თავი გაუტეხა ისედაც.
-რა გოგო? ვის გაუტეხე თავი?
-ჩემი ბრალი საერთოდ არ იყო. ის არ იყურებოდა თვალში, ბოდიში მოვუხადე და ბუზღუნი დაიწყო.
-ღმერთო ჩემო შარი ხარ რა.
-მოკეტე რა შენი თავი არ მაქვს.

-მელ, მელ ნახე ვინ გიყურებს.
-რა გინდათ გოგო რას დამანგრიეთ?
-ის ბიჭი შენ რომ თავი გაუტეხე გიყურებს.
-დიდი რამე. რა მოხდა მერე?
-არაფერი. შეგჭამა თვალებით და არაფერი ხო?
-აუ ნე სულელობთ რა. არ მაინტერესებს საერთოდ სიმართლე რომ გითხრათ.
-ძალიან სიმპატიურია. შეხედე მაინც.
-დიდი არაფერი (არადა მართლა სიმპატიურია მაგრამ ეგ რომ ვთქვა ჩემი ძმა ტვინს წაჭამს.)
-აუ კარგი რა ვითომ არ არის სიმპატიური ხომ?
-აუ მეტი საქმე არ გაქვსთ? მიყურებს და მიყუროს. იმედი მაქვს თვალები მალე არ დაეღლება.
-აუ ეს რა ნაგლია ნახე რა.
-ხო ვარ და რა ვქნა მერე ლიკა?
-კარგი ხო აღარ გეუბნები არაფერს.
-მისმა გამოხედვამ ნერვები მომიშალა უკვე. იკა ფული მინდა.
-შენ რა ბანკი მნახე? ფულს კიარ ვბეჭდავ აქ.
-მიდი რა. გავივლით გოგონები, თან ბამბის ნაყინი მინდა ძალიან.
-ბამბა სახლშიც ბევრი გვაქვს.
-გეყოს ირაკლი. მომე რა.
-კარგი ხო. აჰა და მალე მოდი. იმედია კიდე ვინმეს თავს არ გაუტეხავ.
-არა. პირობას გაძლევ.

-ოჰო. აუ მელ ნახე.
-რა უნდა ვნახო? სად?
-აი იქ, ნახე რა მანქანა აყენია.
-ო, არა. ჩემი სუსტი წერტილი. BMW-ს კაბრიოლეტი, თან ლურჯი. რა მაგარია.
-ალბათ ამის პატრონს ბევრი ფული აქვს.
-ალბათ. რა მაგრია. სერია BMG. აუ ერთი ფოტო გადამიღეთ რა.
-შენ გოგო გაგიჟდი? რა ფოტო უნდა გადაგიღო?
-მგონი ჩემი მანქანა მოგეწონათ.
-(ო ღმერთო ისევ ის) არა. ისე შევხედეთ უბრალოდ კარგი ფერია.
-გასაგებია. მეგონა მის მოპარვას აპირებდი.
-არა მას უბრალოდ სურათის გადაღება უნდოდა.
-ლიკა, გეყოს... არ მინდოდა უბრალოდ იხუმრეს. კარგი ჩვენი წასვლის დროა. ნახვამდის.

-ირაკლი წავიდეთ რა სახლში.
-რა დროს სახლში წასვლაა ვიყოთ ჯერ.
-აუ მიდი გთხოვ არ მინდა აქ.
-აპა სახლში რა უნდა აკეთო?
-დავისვენებ. მიდი რა გთხოვ წავიდეთ არ შემიძლია.
-კარგი ხო. აპა კარგად. ხვალ გნახავთ.
-მელ რა გჭირს რა მოხდა?
-არაფერი რატომ მეკითხები?
-რაღაც უხასიათოდ ხარ.
-არაფერი უბრალოდ დავიღალე. მე წავალ დავიძინებ კარგი?
-კარგი ჩემო საყვარელო ძილინებისა.
-შენც ასევე. გვიანობამდე არ დარჩე.

ნამდვილად დაღლილი ვიყავი, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. სულ დღევანდელი ამბავი მახსენდებოდა. საწყალი ბიჭი. ცოტაც და თავს გავუტეხავდი. მაგრამ საერთოდ არ არის საცოდავი. ალბათ მდიდარია. რა მანქანა ყავდა. BMG ნეტა რას ნიშნავს? თან როგორი სიმპატიურია? ისეთი ლამაზი, ღრმა და შეუდარებელი თვალები აქვს. ღმერთო ჩემო რა სისულელეზე ვფიქრობ. რაში უნდა მაინტერესებდეს ვიღაც თავში ავარდნილი ბიჭი? ალბათ გოგოები თავბრუს ახვევენ.... მივხვდი რომ სისულელეზე ვფიქრობდი, ამიტომ გადავწყვიტე ამ აზრთა გაფანტვა. ჩემი დღიური შევავსე, შემდეგ გავიკეთე ყურსასმენები და საყვარელი მუსიკის მოსმენაში ჩამეძინა...


თუკი მოგწონთ ეს ისტორია გთხოვთ დამიკომენტარეთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent