შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი 1 საათიანი მონსტრი შეყვარებული +18 (III თავი)


8-01-2017, 18:18
ავტორი ირინა
ნანახია 8 225

3.
გაიღო თუ არა თვითმფრინავის კარი, სხეული მაშინვე სიცივისგან ამიკანკალდა. მანამდე მომზადებული კაშნე თვალებამდე შემოვიხვიე და კარგად ჩავრგე ქურთუკის ჯიბეში ხელები.
-დამელოდე, ერთად გავიდეთ. -მომაძახა დუდამ და თავის სპორტულ ჩანთას დასწვდა. მართალია, ნაბიჯს შევუნელე, ბოლომდე მაინც არ დავლოდებულვარ. -არ შეგეძლო ხომ ორი წამით გაჩერება. -მისაყვედურა უკვე კიბეზე ჩასვლისას. მარჯვენა მხარი დემონსტრაციულად გამკრა და სწრაფად ჩაირბინა კიბე.
-დუდააა.... -მიეგება პატარა, 4-5 წლის ბიჭი მაშინვე, როგორც კი გარეთ გავედით. დუდა ჩემკენ აღარც კი იყურებოდა, ისეთი სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა წინ, მივხვდი, თავისი ოჯახი ელოდებოდა. ბავშვობაშიც ასეთი იყო. ვერასდროს გამოხატავდა ნორმალურად სითბოს, სიყვარულს, მაგრამ პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ხოლმე თავისი დის დანახვისას, თავისი მშობლების ყურებისას. თქმით კი... თქმით არასდროს იტყოდა ამას.. თითქმის ერთი წელი ვიყავით ერთად, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ ვენატრებოდი, ვჭირდებოდი. უბრალოდ დაადებდა ხოლმე თავს და მაკითხავდა რა შორსაც არ უნდა ვყოფილიყავი. ხოლო პასუხი იმაზე, თუ იქ საიდან გაჩნდა, ყოველთვის ერთი იყო -მეზობლად საქმე მქონდა და ბარემ შემოგიარე. სწორედ მისი ასეთი ხასიათი მიყვარდა ალბათ. ნუ ყოველშემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად იყო.
-ბიჭო, რამდენჯერ გითხარ მე შენ, დუდა კი არა, დუდა ბიძია დამიძახეთქო. –„დატუქსა“ პატარა და წამში ხელში აიყვანა. უნებურად გამეღიმა. -ჯანდაბა ნიტა, იქნებ მოეგო გონს , რა გაცინებს ერთი. -ვფიქრობდი გონებაში და დავაპირე ხმისამოუღებლად ამევლო გვერდი, მაგრამ ადგილზე გავშეშდი, როცა დუდასკენ სწრაფი ნაბიჯით მომავალი , უფრო სწორად მორბენალი ლილე დავინახე. დუდამ ძლივს მოასწრო ბავშვის დასმა, რომ ლილე ზედ შეახტა და ფეხები მუცელზე შემოხვია.
-ჩემი ძამიკო, ჩემი მონატრებული ძამიკო... -ეხვეოდა და მთელ სახეს უკოცნიდა ტირილ -სიცილით. -ჩემი მეგატვინი დამიბრუნდა. ნადირო, ორანგუტანგო სუ გამოგაშტერა ხო შენ იმ კალათბურთის თამაშმა. გაბედე და მეორეჯერ კიდევ დაიკარგე მთელი ერთი წელი. თუ ეგ კალათბურთის ბურთი არ გადაგაყლაპო და უარესად არ გაგისიო ისედაც გაასიებული თავი ნახავ შენ. -ამჯერად უკვე გულწრფელად გამეღიმა მონატრებული სახეების დანახვაზე , მაგრამ ღიმილი სიცილში გადაიზარდა, როცა დუდას და ლილეს უკან მდგარი ვაჩე დავინახე, რომელსაც სირცხვილისგან სად წაეღო თავი არ იცოდა.
-მე ამას არ ვიცნობ. -ამბობდა შიგადაშიგ , როცა ხალხის გაოგნებულ თვალებს აწყდებოდა.
-ეე.. დის ქმარო, მომაშორე ეს ტკიპა აქედან, თორემ მიმაჭყლიტა ადგილზე ვერ ხედავ?! -ხითხითებდა დუდა და უარესად უჭერდა ლილეს ხელებს.
-ჰოო... საინტერესოა, ეგ როგორ მოვახერხო, როცა ასე ჩაეფრსკვენით ერთმანეთს? -გაიცინა ვაჩემ და თავისი ცოლი ჩამოხსნა დუდასგან, რომელსაც თვითონ გადაეხვია.
-მომენატრე დის ქმარო. -ჩაიღიმა დუდამ და უფრო მეტად მოხვია ხელები.
-მეც მომენატრე ცოლის ძმა.
-აუუ მეც მიმიშვით დუდასთან ვახ. -აბურდღუნდა პატარა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უფუნქციოდ იდგა და ხან მშობლებს შეყურებდა, ხან მონატრებულ ბიძას.
-მოდი დაჩიი.. მოდი, მე და შენ შორის ხო იცი ვერავინ ვერასდროს ჩადგება. -გაეცინა დუდას და დიშვილი ისევ ხელებში მოიქცია. კარგა ხანს შევყურებდი ამ სანახაობას და ვერ გადამეწყვიტა, მივსულიყავი, თუ გვერდი ამევლო და ჩემს გზას დავდგომოდი, მაგრამ ბოლოს მაინც მონატრებამ იმძლავრა და მისვლა გადავწყვიტე.
-გამარჯობა. -ჩავილაპარაკე ხმადაბლა და გარშემომყოფებს გადავხედე.
-ვაიმე, ნუთუ ეს...-ნიტა..-იყვირა ლილემ ბოლო ხმაზე და ისეთი სისწრაფით გადამეხვია გონს მოსვლა ვერ მოვასწარი. -არ მჯერა, რამდენი ხანი გავიდა, ღმერთო,რამდენი წელი გავიდა არ მინახიხარ. -მეხვედოდა ლილე და ათსგვარ სიტყვას მეჩურჩულებოდა.
-კარგი გოგო ჰო, ნუ გაჭ....ტ მაგ ბავშვს. - გაიცინა ვაჩემ და ამჯერად თვითონ გადამეხვია. -როგორ ხარ ნიტა?
-კარგად გმადლობ. -შენ როგორ ხარ?
-ვაიმე... არ მჯერა რა, ამდენი წლის მერე, ისევ ყველა ერთად. -ცქმუტავდა ლილე და ხან ძმას ეხვეოდა , ხან მე. -უი მართლა, პირადად არ იცნობ, გაიცანი ნიტა, ეს ჩვენი შვილია-დაჩი. - მიმითით ლილემ ძმის ხელებში მოქცეულ ბავშვზე.
-ეე.. რა საყვარელია.- გავუღიმე და პატარას მივეფერე.
-ნიტა, შენ, მოიცა, თქვენ რა ერთად იმგზავრეთ, თუ... ვერ გავიგე.. -თავი მოიქექა ვაჩემ და ორივეს გაოცებულს შემოგვხედა, როცა მიხვდა, რომ ერთმანეთის ნახვა არ გაგვიკვირდა.
-ჰო, თან ჩემ გვერდით იჯდა, სასაცილოა არა?! -ირონიულად ჩაიცინა დუდამ და მე გადმომხედა.
-კი... ნამდვილად, მერე თქვენ...-რაღაცის თქმა დააპირა ლილემ, მაგრამ ვაჩემ საბედნიეროდ, საუბარი გააწყვეტინა, მხარი „შეუმჩნევლად“ გაკრა და თვალები დაუბრიალა.
-ნიტა, შენ არავინ დაგხვდა. -მკითხა ვაჩემ და გარშემო მიმოიხედა.
-არა.. არავინ გამიფრთხილებია, რომ ჩამოვდიოდი, სიურპრიზის გაკეთება მინდოდა და.. -ავიწურე უხერხულად.
-ბიჭო, შენ კიდე, როგორ დახვდებოდნენ, გუშინ არ გეუბნებოდი, რომ ჩემები ნიტას მშობლებთან ერთად წავიდნენ სვანეთში? -მიუბრუნდა ლილე ვაჩეს.
-და სვანეთში რა უნდათ? -საუბარში ჩაერთო დუდაც.
-რა უნდათ და ჩვენმა სვანმა მეზობელმა ცოლი მოიყვანა. 30 დეკემბერსაა ქორწილი თბილისში, მაგრამ იქამდე სვანეთშიც გადაწყვიტეს ახლო წრეში აღნიშვნა.
-რომელმა მეზობელმა ეე?? -დაიბნა დუდა და აშკარად ჩემთვის საინტერესო კითხვა დასვა.
-აი გია რომ იყო ხომ გახსოვთ? ჩვენი და ნიტას სახლის მოპირდაპირედ რომ ცხოვრობდა, მაგისმა ბიჭმა. არ გახსოვს? ლუკა ერქვა, თქვენზე ორი წლით დიდი იყო, თბილისში სწავლობდა.-ტიტინებდა ლილე და ცდილობდა ჩვენი მეზობელი გაეხსენებინა.
-ააა კი კიი, როგორ არ მახსოვს, ერთადაც გვითამაშია ხშირად. -გაახსენდა დუდას. -რა მაგარია ეე, როგორ გამიხარდა.
-აუ, მე კი ვერ ვიხსენებ რომელია. -დავიჩურჩულე და შევეცადე კიდევ ერთხელ გამეხსენებინა.
-შენ არ გემახსოვრება, იშვიათად ჩამოდიოდი ხოლმე და იქაურ ახალგაზრდებს არ იცნობდი. პირველად მგონი მაშინ გამოხვედი გარეთ, მე რომ გამიცანი. უი, არ გახსოვს, ერთხელ საღამოს გაგაცანი კიდეც ლუკა. ჩემს გუნდელებთან ერთად რომ იდგა. სიმპატიურიაო რომ გაიძხოდი. -გამახსენა დუდამ.
-აა ეგ ბიჭი, კი გამახსენდა. -ისე ვსაუბრობდით, თითქოს ეს 7 წლის სიშორე სრულიად არ არსებობდა. ისე მახსენებდნენ ბავშვობას და ისე ვიხსენებდი მეც, თითქოს მარტო კარგი მოგონებები ყოფილიყოს.
-მას მერე, თბილისში რომ ვბრუნდებოდი კი ვხვდებოდი ხოლმე ხანდახან. ამ ბოლო დროს იშვიათად, მაგრამ მაინც კარგი ბიჭია. ჩაიღიმა დუდამ. ვაჩე და ლილე კი შეპარული, ოდნავ დაბნეული მზერით გვიყურებდნენ და ხმას შეგნებულად არ იღებდნენ. -ანუ ქორწილშიც გვიქეიფია.. -ხელები გაშალა კარგი დარდიმანდივით დუდამ.
-აბაა, თან ამდენი წლის მერე ისევ ერთად ოთხივე... წამოსცდა ლილეს და მიიღო კიდეც დამსახურებული პწკენა ვაჩესგან. -ისა, არ წავიდეთ? ცოტა შემცივდა რაღა დაგიმალოთ.- სიტუაციის გამოსწორება სცადა ლილემ.
-ჰო ჰოო წავიდეთ. მანქანაში გამათბობელი სპეციალურად ჩართული დავტოვე, რომ კარგად ჩავთბეთ. -დაამატა ვაჩემაც ხელების ფშვნეტით, დუდას ბარგი ცალი ხელით წაიღო და წინ წავიდა, ლილეს ლაპარაკს კი ყურს არ უგდებდა, რომელიც თანდათნ უფრო უმაღლებდა ხმას, რომ შორს მიეწვდინა .- მგონი აქ უკვე ზედმეტი ვარ.-გავიფიქრე მე და წასვლა განვიზრახე.
-გოგო, რამდენჯერ გითხარი ნუ წიკვინებ ხოლმე ამდენ ხალხში ვა... -აბურდღუნდა დუდა და წინ მდგარ ლილეს შეუბღვირა. მე კი ზედაც არ მიყურებდა. ის იყო ერთი ნაბიჯი გადავდგი, რომ მაჯაში ხელის ჩავლება ვიგრძენი და ადგილზე მივეჯაჭვე. ფრთხილად მივბრუნდი უკან და ჩემს მაჯაზე წავლებულ გრძელ, დაძარღვულ თითებს წავაწყდი. ნელ-ნელა მის სახეზე გადავიტანე მზერა, მაგრამ დუდა ისევ ლილეს უყურებდა და მას ესაუბრებოდა. ხმისამოუღებლად ვიდექი და ველოდი, როდის განიმუხტებოდა სიტუაცია, ამ ფიქრებში გართული დუდამ თავისკენ მომქაჩა და ინერციით გადავდგი ნაბიჯი უკან. ზუსტად მხრებამდე ვწვდებოდი. დაბლა დაიხარა, მისი სუნქვა ყელზე მეცემოდა და მთელს სხეულს მწვავდა.
ჩემი 1 საათიანი მონსტრი შეყვარებული +18 (III თავი)

-სად მიდიხარ? -ჩამჩურჩულა ყურთან, მას შემდეგ რაც, რაც ლილე მორბენალ დაჩის გაეკიდა ბუზღუნით. ერთიანად ავცახცახდი, მინდოდა რაღაც მწარე მეთქვა, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. -რა, გგონია დამავიწყდი? -ჩემს მაჯაზე ჩაჭიდებული ხელით უფრო ახლოს მიმწია თავის სხეულთან და ფაქტიურად ზედ ამიკრო. -არა, ნიტა, დამიახსოვრე, არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას აკეთებ, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც არ მინახიხარ, ჩემგან თავს მაინც ვერ დაიხსნი... ხომ გაფრთხილებდი ადრე, როგორც ჩანს დაგავიწყდა და ახლიდან მომიწევს შენი მორჯულება, თუმცა მე წინააღმდეგი სულაც არ ვარ.-მეჩურჩულებოდა ყურში და ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა ჩემი გული, სისხლის თითოეულმა წვეთმა უკუღმა დაიწყო ტრიალი. -არასდროს მოგცემ ჩემგან წასვლის საშუალებას, დაიმახსოვრე. -მითხრა თითქმის მუქარით, ხელი მთელი ძალით მომიჭირა მაჯაზე, მეორე ხელი კი მუცელზე მომიჭირა. -არასდროს... -იმდენად ხმადაბლა თქვა ძლივს მისწვდა სმენას, ბოლოს კი ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო და სანამ ჯერ კიდევ აფორიქებული პასუხს გავცემდი, ხელები გამიშვა , ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და ჩვენკენ მომავალ ლილეს შეხედა, რომელსაც დაჩი ეკავა ხელში.
-ნიტაა, შენ დღეს ჩვენთან წამოდი. შენები თუ არ გაგიფრთხილებია, რომ ჩამოდიოდი, სახლში როგორ წახვალ, დაკეტილი დაგხვდება. -მოგვაყარა ჩვენთან მოსვლისთანავე და ისე მიაჩეჩა ბავშვი დუდას, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
-მმ.. იქნებ მეზობელთან დატოვეს გასაღები, ადრე სულ ასე აკეთებდნენ ხოლმე. -ჩავიბურტყუნე მე და შევეცადე აწითლებული სახე კაშნეში ჩამემალა. თუმცა დუდას ჩაღიმება მაინც არ გამომპარვია.
-გოგო, ეგ მაშინ იყო, როცა საქართველოში ცხოვრობდი და ახლა აქ არ იყავი, რატომ დატოვებდნენ გასაღებს მეზობელთან. თან გვიანია უკვე სად წახვალ. ხვალ ჩამოვლენ შენები და მიგიყვანთ უვნებელს. რა უცხოსავით იქცევი, ჯერ კიდევ ჩვენი ბაბუები მეგობრობდნენ და ამან დაიმორცხვა. -გაიცინა ლილემ დასანამ ხმას ამოვიღებდი ჩემს ჩანთებს ორივე ხელით დაებღაუჭა, მაგრამ ამაოდ.
-გადი გოგო, ნუ მებლანდები ფეხებში. -შეუფუცხუნა დუდამ, დაჩი ერთ ხელში დაიჭირა, მეორთი კი ჩემი ჩანთები ააფრიალა, თითქოს 1 კგ ყოფილიყოს და ისე, რომ არც ერთისთვის აღარ შემოუხედავს, წინ წავიდა. მე და ლილეც საუბრით მივყევით უკან.
მთელი გზა არ გავჩერებულვართ, ხან მე და დუდა ვყვებოდით ჩვენ შესახებ, როგორც აღმოჩნდა დუდა ამერიკაში თამაშობდა კალათბურთს და იქვე ცხოვრობდა, ყოველ წელს სტუმრობდა სამშობლოს 2-3 კვირით, ახლა კი ნახევარი წლით დაბრუნებულიყო ნაკრების სეზონის გამო. ხან ვაჩე და ლილე ყვებოდნენ. როგორც აღმოჩნდა მარტო გადასულან საცხოვრებლად და მათ სახლსაც მალე მივადექით. საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა თბილისი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ სრულიად შოკირებული დავრჩი, როცა ლილეს და ვაჩეს ახალაშენებულ კერძო სახლს მივადექით ლისზე. აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, ლილე კი საკუთარი თავით კმაყოფილი, ხან ერთ კუთხეში მიმიყვანდა და დეტალურად მიხსნიდა ყველაფერს, ხან მეორეში. მობეზრებული ვაჩე და დუდა კი სახლში შევიდნენ უკვე ჩაძინებულ დაჩისთან ერთად. დასვენებას იმ წამს არაფერი მერჩივნა, მაგრამ ლილემ არაფრით არ მომასვენა სანამ არ ვივახშმეთ, მაგიდასთანაც სიცილით ვიხსენებდით წარსულს და ვლაპარაკობდით აწმყოზე. შიგადაშიგ კი დუდას დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, რომელსაც შეგნებულად არ ვიმჩნევდი. ისე ვიყავი დაღლილი, პირი თითქმის არაფრისთვის დამიკარებია.
-უკაცრავად, მე დაგტოვებთ, თორემ ისე მეძინება ნახევარი არ მესმის თქვენი საუბრიდან.-წარმოვთქვი შეკავებული მთქნარებით და ფეხზე წამოვდექი.
-ჰო , მართალი ხარ, მგზავრობა მართლაც დამღლელია, წამო, გაჩვენებ შენს ოთახს. -ფეხზე წამოდგა ლილეც და ოთახისკენ გამიძღვა. -გზად კი მაინც ვიგრძენი, მწველი თვალები.
-აი ესაა ნიტა შენი ოთახი, აქვეა სააბაზანოც, თურამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს იცოდე. -გამიღიმა ლილემ .
-კი მაგრამ, თქვენ სად დაიძინებთ მერე? -ვკითხე იმით შეშფოთებულმა, რომ შევავიწროვებდი.
-ნუ ღელავ ნურაფერზე. ჩემი და ვაჩეს ოთახი დერეფნის ბოლოშია, შენს გვერდით კი დუდას ოთახი იქნება.-მითხრა ყოყმანით.
-აა.. გასაგებია, დიდი მადლობა ლილე.-გავუღიმე თბილად და ოთახიდან გასულს კიდევ ერთხელ დავუქნიე ხელი. ემოციებისგან და მგზავრობისგან დაღლილი საწოლზე ჩამოვჯექი და შევეცადე თავსგადამხდარი რეალურად გამეაზრებინა, მაგრამ არ დამცალდა.
არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა, თვალი რომ გავახილე ტანსაცმლიანი ვიწექი საწოლზე. -როდისღა ჩამეძინა, ახლა ვეღარ დავიძინებ მთელი ღამე.-ავბრუდღუნდი და ტუმბოზე დადებულ საათს მივაშტერდი. ღამის სამი საათი ხდებოდა. ძლივს წამოვიზლაზნე ფეხზე და ჩემი ჩემოდნისკენ გავწიე. საჭირო ნივთები მოვიძიე და მთვრალი კაცივით ბანცალით წავედი სააბაზანოში. ისე მესიამოვნა ცხელი შხაპის შეხება ტანზე, რომ დაახლოებით საათი-საათნახევარი მაინც გავატარე იქ. სველი თმა დავივარცხნე და გვერდზე გადავიყარე, შემდეგ ტანზე შოკოლადის ტანის კრემი წავისვი, ძალიან მოკლე შორტის ფორმის პიჟამა და თეთრი მაისური გადავიცვი და ისევ საწოლისკენ გავწიე, მაგრამ მხოლომ მაშინ ვიგრძენი, როგორ მშიოდა, ვერაფრით ვეღარ დავიძინე. ფეხზე წამოვდექი და ისე, რომ არაფერი აღარ მომიცვამს, ფეხაკრეფით ჩავედი პირველ სართულზე, რომ არავინ გამეღვიძებინა.
ხელი ს ცეცებით მივაგენი სიბნელეში სამზარეულოს და მიუხედავად იმისა, რომ გზაში ყველანაირ ნივთს მივარტყი ფეხის თითები და სიმწრისგან კინაღამ ხმამაღალი კივილიც მოვრთე, მაინც მივაგენი მაცივარს. გამარჯვებული იერით გამოვაღე კარი და დამშეულმა მოვავლე იქაურობას თვალი, როცა ზედა თაროზე ვერაფერი ვიპოვნე, ქვევით გადავინაცვლე და წინ გადავიხარე, რამდენიმე წამის განმავლობაში ვეძებდი ჩემთვის საყვარელ სასუსნავებს, როცა მოულოდნელად წელზე ხელების შეხება ვიგრძენი, შიშისგან ლამის მაცივარში შევხტი, მაგრამ დუდამ მოასწრო და პირზე ხელი ამაფარა. წელში გამასწორა და ზურგიდან ამიკრო სხეულზე.
-აქ რას აკეთებ. -ჩამჩურჩულა ყურში ხმისკანკალით და ცალი ხელით ჩემს მუცელს მოუჭირა.
-მე... მშიოდა და ვერ დავიძინე. -ძლის ამოვთქვი სიტყვები და მისი ხელებისგან გათავისუფლება ვცადე, მაგრამ უფრო მეტად ამიკრო სხეულზე.
-მერე, ამ ფორმაში რომ დადიხარ, არ გრცხვენია? -ისევ ყურთან ჩამჩირჩულა, თავისუფალი ხელი შიშველ ბარწაყზე ამისრიალა, კბილებით კი მსუბუქად მიკბინა ყურიზე, რასაც ჩემი მსუბუქიი კვნესა მოყვა.
-ვვი.ფ...ვიფიქრე, რომ ყველას ეძინებოდა...-ამოვიჩურჩულე მეც, თუმცა აღარ გავნძრეულვარ.
-შენი აზრით, როგორ უნდა დამეძინა, როცა ვიცოდი, გვერდით ოთახში შენ იყავი.- ისევ ჩურჩულებდა დუდა. -როგორ შეცვლილხარ...-წეღან კარგად ვერ დაგაკვირდი, ისე იყავი ჩაფუთნული, მაგრამ ახლა.... სახეზე ისევ ისეთი ხარ, აი ტანი კი....-მეჩურჩულებოდა ხმისკანკალით და შემდეგ უცებ შემაბრუნა თავისკენ. -აი ტანი კი ჭკუიდან მშლის... -იდენად ახლოს ჰქონდა სახე მოტანილი, საუბრისას ტუჩები მსუბუქად მეხებოდა, მწევლი სუნთქვა კი თავს მაკარგვინებდა. -ისეთი სექსუალური ხარ, რომ ... -სიტყვა აღარ დაამთავრა, მთელი ძალით მომიჭირა საჯდომზე ხელი და ჩემი კივილი რომ დაეფარა, ტუჩებზე დამწვდა გიჟივით. მუცელში ყველაფერი ამომიტრიალდა, გულის ისე მიცემდა, მეგონა გასკდებოდა, პულსაციამ პიკს მიაღწია, ეჭვი მაქვს ცოტაც და ცაში ავფრინდებოდი. თუმცა გონების კიდევ დარჩენილი ფხიზელი ნაწილი ავამუშავე და შევეცადე მისი მკლავებისგან დახსნას. ეს იგრძნო და ტუჩები მომაშორა, მაგრამ ხელი მაინც არ გამიშვა, ცალი ხელი ჩემს წელზე ედო, მეორე კი საჯდომიდან თმაში შემიცურა და იქ დაასრიალებდა თავის გრძელ თითებს. -რატომ მეწინააღმდეგები ნიტა. ..ხომ ვგრძნობ, რომ შენც მოგენატრე... შენც იმავეს განიცდი, როცა გკოცნი, რასაც მე..-მეჩურჩულებოდა დუდა. შემდეგ თმაში თითები ახლართა, თავი უკან გადამაწევინა და კიდევ ერთხელ დამწვდა ტუჩებზე, ამჯერად კი სრულიად უძლური აღვმოჩნდი, კისერზე შემოვხვიე ორივე ხელი და კოცნაში ავყევი, ვიგრძენი, წამით როგორ გააკანკალა, მთელი სხეული დაეჭიმა მაგრამ გონს უცებ მოეგო, წამის მეასედში შემომისვა მუცელზე, ცალი ხელით წელზე მეფერებოდა, მეორეს დროგამოშვებით საჯდომზე მიჭერდა რასაც ჩემი კვესა მოსდევდა, ეს კიდევ უფრო ახელებდა და არანორმალურივით მიკოცნიდა მთელ სახეს.
აფორიაქებულმა ვერც კი გავიგე, როდის შემომსვა მაგიდაზე, თვითონ კი ჩემს ფეხებ შორის მოექცა და ისე განაგრძო ჩემი კოცნა, ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, ყელიდან ლავიწის ძვალზე. ცალ ხელს ჩემს ფეხზე დაასრიალებდა, ცალს კი ზურგზე. მოულოდნელად კვნესა აღმომხდა, როცა მისი ხელები მაისურის ქვეშ ვიგრძენი, თითებს მთელს ზურზე და მუცელზე დაათამაშებდა, თან ტუჩებს არ მაშორებდა. მინდოდა გამეჩერებინა, მაგრამ ვერვაჩერებდი... ჩემი კვნესით გახელებული უფრო მეტად მიჭერდა მუცელზე ხელებს და ტკივილისგან უფრო მეტად ვკვნესოდი, პიკი კი მაშინ იყო, როცა მისი ხელები ჩემს მკერდზე ვიგრძენი, ხელით თმაზე მოვქაჩე და მინდოდა ემოციას აყოლილს ხმამაღალი ბგერები გამომეცა, მაგრამ კოცნით ახშობდა. თითქოს გონს მოეგოვო, მკერდზე ერთხელ კიდევ, მთელი ძალით მომიჭირა, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლა. ცალი ხელი ისევ თმაში შემიცურა, მეორეთი კი საჯდომზე ისე მომიჭირა სიმწრისგან ტუჩზე ვუკბინე. -აი ეგ კი არ უნდა გექნა.-ისე ჰქონდახმა შეცვლილი, წაიმთ თვალებიც კი გავახილე, ხომ დუდაათქო. სანამ აზრზე მოვიდოდი, მუცელზე მაისური ამიწია და ისე მიკბინა, ცრემლები წამომცვივდა. -ახლა ბარიბარში ვიქნებით... მითხრა ღიმილით და ტუჩებზე მომეწება, მკოცნიდა ნაზად, მსუბუქად, თითქოს წეღანდელი ქცევით დაიამა მთელი მონატრება, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ იყო დაჭიმული და რად უჯდებოდა ეს სინაზე. -ნიტა, ახლა შენს ოთახში ადი, თორემ ისეთ რამეს გავაკეთებ, რასაც სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ.-მითხრა ისე, რომ ჩემს ტუჩებს არ მოშორებულა.
-ჰო.. -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და დაბნეული ჩამოვედი მაგიდიდან, მაგრამ ემოციებისგანთვბრუდახვეულმა წონასწორობა ვერ შევინარჩუნე, ფეხები ამეხლართა ერთმანეთში და ძირს დავეცი.
-სიარული ისევ ვერ ისწავლე ხომ? -მკითხა დუდამ ღიმილით და ამჯერად უკვე ვიცანი მისი ხმა. ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ არ დამანება, პატარა ბავშვივით ამაფრიალა ხელში, მეორე სართულზე ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. -ასე ჯობს, თორემ ისე აგაფორიაქე, ეჭვი მაქვს ტრავმატოლოგიურში ამოყოფ თავს, მერე კი მე დამედება ბრალი, შენ გამო დაილეწა ბავშვა თავ-პირიო. დარცხენილმა წავიფარე სახეზე საბანი, რასაც მისი ჩაცინება მოყვა. -წავალ ახლა მე და დაიძინე,თუ რა თქმა უნდა ამას შეძლებ წეღანდელის მერე და კიდევ, ღვთისგულისთვის, ეგრე ჩაცმული აღარ გამომეცხადო, თორემ არ ვიცი რას ვიზამ მეორედ. -სიტყვის თქმა არ მაცალა, ისე დამწვდა და შუბლზე მაკოცა, შემდეგ კი გასასვლელად წავიდა, მაგრამ სიტყვა მაინც დავაწიე.
-დუდა...
-ჰო ნიტა რა იყო?! შემომიბრუნდა ისეთი ღიმილით, წამით გამოვშტერდი.
-ისა... მე რომ მშიოდა?! -ჩავიბურტყუნე საცოდავად.
-რაა?! შენ?! შენ მე გადამრევ.. და ახლა საჭმელზე ფიქრობ? -მკითხა გაოცებულმა და ორ ნაბიჯში ჩემთან გაჩნდა. -ეტყობა წეღან კარგად ვერ დაგანაყრე, რას იტყვი ახლა , რომ განვაგრძოთ ჰა? მკითხა ჩურჩულით და როცა ჩემი დარცხვენ ილი და გაბრაზებული სახე დაინახა ხითხითით გავიდა გარეთ.- კარგი ჰო, ამოგიტან რამეს. მომაძახა და გავიგე როგორ დაეშვა პირველ სართულზე..
-ჯანდაბა ნიტა... აი სად გაები...-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ბალიშში ჩავრგე სახე.



№1  offline წევრი TeddyBear

ძალიან მაგარი თავი იყო ^^
მომწონს. კითხვის დროს ერთადერთი რასაც ვფიქრობ არის ის რომ არ მინდა დამთავრდეს ❤ მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიკითხო და ვიკითხო ❤
ძალიან მომწონს დუდას და ნიტას წყვილი, აი ამ თავში კი ისეთი ვნების ქარცეცხლი ქონდათ მეც კი ვიგრძენი მუცელში ცხელი ლავა :დ
ლილე ისევ ისეთი გიჟი დარჩენილა :დდ
ძალიან მაგარი ხარ!
შემდეგ თავს ველი ❤

 


№2  offline წევრი ირინა

TeddyBear
ძალიან მაგარი თავი იყო ^^
მომწონს. კითხვის დროს ერთადერთი რასაც ვფიქრობ არის ის რომ არ მინდა დამთავრდეს ❤ მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიკითხო და ვიკითხო ❤
ძალიან მომწონს დუდას და ნიტას წყვილი, აი ამ თავში კი ისეთი ვნების ქარცეცხლი ქონდათ მეც კი ვიგრძენი მუცელში ცხელი ლავა :დ
ლილე ისევ ისეთი გიჟი დარჩენილა :დდ
ძალიან მაგარი ხარ!
შემდეგ თავს ველი ❤


xval axali tavi:***

 


№3 სტუმარი tedybearis mowinaamdege mteri

mogkla v!:)

 


№4  offline წევრი ირინა

tedybearis mowinaamdege mteri
mogkla v!:)



mee? rato ki mara?

 


№5  offline წევრი ირინა

cuga
au cudad var:D

ცუდად რატომ ? :)

აუუ :@ მთავარ სურათზე სხვა რამე მეყენა :@ თავიდან იმ სურათით ჩანდა და ახლა ეს ადევს და რატოომ :(((((

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuu dzaan kargi iyo ufrodaufro momwons es wyvili. Au lile da vachec ra magrad cxovro enn.

Dzaan momwonsss!!!!!

 


№7  offline წევრი qarishxali

მე ძალიან მომწონს ეს წყვილი, ტკბილები და საყვარლები არიან kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ოჰოჰოჰოოო რა ცეცხლი დაანთე.......
მაგარი თავი იყო, კარგები არიან .ლილე ისევ თავის სტიქიაშია უმაგრესი ხარ .

 


№9  offline წევრი ირინა

qarishxali
მე ძალიან მომწონს ეს წყვილი, ტკბილები და საყვარლები არიან kissing_heart kissing_heart kissing_heart


madlobaa

lalita
ოჰოჰოჰოოო რა ცეცხლი დაანთე.......
მაგარი თავი იყო, კარგები არიან .ლილე ისევ თავის სტიქიაშია უმაგრესი ხარ .


hoo lile ar shecvlila:)))

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვგიჟდებიი ამ ისტორიაზეე ისე მიყვარს უკვეე ♡♡♡აიი უზომოდ მომწოონს ეს სასიამოვნო ოდნავ გიჟური და ემოციებით და გრძნობით სავსე ისტორიაა♡♡♡ნიტაზე ხო ვგიჟდები ისე მიყვარს ♡♡♡ეს სახელიც უზომოდ მიყვაარს ჩემს გოგოსაც ნიტა დავარქვი ისე მომწონდა ეს ლამაზი სახელიი♡♡♡

 


№11  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან მომწონს ეს ისტორია, ჩემი ფავორიტი ისტორია გახდა
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№12 სტუმარი eto

auuu vgijdebi vapanateb da rato daagviane dadebaa? :(

 


№13 სტუმარი Guest Cuga

Sad xar((((

 


№14  offline წევრი ირინა

bavshvebo, tvalebi mtkiva dzalian. sashinel mdgomareobashi maqvs da sanam ar damiwynardeba vegar davjdebi kompiutertan, bodishs gixdit :(( magram martla arabormalurad mtkiva ekrans rom vuyureb

 


№15 სტუმარი Guest amoucnobi

Dzaliqn chamitria orive nawilma,imdenad chamitria mat kitxvashi game gavatene.titqos sakutar tavze kitxulob imdenad itaviseb nawarmoebs.shemdeg tavs moutmenlad veli.rodi daaamateebt meotxe tavs??

 


№16  offline წევრი ირინა

როგორც კი თვალები გამივლის მაშინვე, დღეს ვცადე დაბეჭდვა მაგრამ ვერ შევძელი. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ ვძლებ კომპიუტერთან დიდხანს დამიწყნარდება თვალები და მაშინვე დავწერ :)))

 


№17 სტუმარი nia

imedia malee gagivlis tvalebis tkivili.vegar vdzleb ukveee

 


№18 სტუმარი A

Male dade ra shemdegi.... ukkve ramdeni dgea shemdeg tavs velodebi....

 


№19 სტუმარი Guest Anoni

კიდევ გტკივა თვალები?

 


№20  offline წევრი NniNna

აუუ ირინა რა ცუდია ასე რომ დაიგვიანეე :((((( ყოველდღე ვამოწმებ დადებულია თუარა ://

 


№21 სტუმარი eto

gamokanmrtelebas gisurveb <3 imedia male gagivlis tvalebis tkivili da male dagvibrundebi axali tavi... sulmoutqmelad velodebit ... dzalian saintereso iqneba shemdegi tavi

 


№22  offline წევრი Mari-Mariami.16

ამ ისტორიას გაგრძელება ეღირსება... გთხოვთ მალე დადეთ რაა
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№23 სტუმარი sopo

rodis daideba shemdrgi tavi?

 


№24  offline წევრი FLAWless

შემდე თავს აღარ დებ?

 


№25  offline წევრი NniNna

ისევ ცუდად ხარ??რამდენიხანია აღარ დებ თავებსსს ://

 


№26  offline წევრი BASI

ირი, დაგვიბრუნდი რა... უკვე მართლა ძააააან ძაააან მოგვანატრე თავი. თუ აღარ გაწუხებს თვალები და გამოკეთდი, გვაზიარე შენს შემოქმედებას. სხვა არ ვიცი, მაგრამ მე მოუთმენლად გელი ჩემო ნიჭიერო.

 


№27 სტუმარი idumali gogo

Vaime dametanja nervebi.dade ra gtxoov axali dzaaan didi xania gvalodineb ukve.gelodebit uaxloes dgeebshi.ufro sworad dges :-( :-*

 


№28  offline წევრი TeddyBear

ისტორია რატომ არ გრძელდება ? :/

 


№29  offline წევრი FLAWless

ძალიან კარგი ისტორიააა და რომ არ გრძელდება ისე მწყდება გული :( წინაზეც დავაკომენტარე და ახლაც თავი ვერ შევიკავე არ დამეწერა ძალიან მოგვენატრე ირი და იმედია გააგრძელებ წერას

 


№30 სტუმარი Guest ნანუკა

აუ დადე რა შემდეგიც. ძაან მომწონს შენი ყველა ისტორია და ესეც დაასრულე რაა..:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent