შენს შემდეგ. (ნაწილი -1)
ეს ამბავი არის გოგონაზე და ბიჭზე, როგორც ამბების უმეტესობა. მაგრამ თქვენ ჩაწვდაბით და გაიგებთ ორი ძალიან განსხვავებული ადამიანის ბუნებას. რა მაგნიტური ძალით უკავშირდებიან ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გიორგი ბელინსკი შეძლებული, ოჯახის ერთადერთი ვაჯი იყო. თუმცა ის არღვევდა სტანდარტებს და ძალიან წესიერი ახალგაზრდა გახლდათ. წარმოსადეგი მაღალი სიმპათიური და ყველაფერთან ერთად ძალიან კარგი ადამიანური თვისებებით. მას ყველა კრიტერიუმი ქონდა , რომ ხალხის დაფასება ქონოდა და ასეც იყო. ის ყველას მოწონდა პირველივე გაცნობის წუთებიდან. ქალაქში მას ყველა იცნობდა. პირადად თუ არა ვიღაცისგან მოსმენილი ისტორიით. სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. მას უკვე 28 წელი უსრულდებოდა და სიყვარული ჯერ კიდევ ვერ ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინტერესდებოდა მისი პირადი ცხოვრებით, ეს მაინც დიდი საიდუმლოს წარმოადგენდა. არასოდეს არვის გაეგო , რომ გიორგი შეყვარებული იყო. გიორგით ყველა ამაყობდა. მისი ოჯახი ახლობელი და უბრალო ადმიანებიც კი ვინც ერთხელ მაინც შეხვედროდა გიორგის. ნებისმიერი გოგო ვინც მას შეხვდებოდა სიგიჯემდე იყო შეყვარებული . გიორგი ადვილად შედიოდა ხლახთან კონტაქტში და მისი დახვეწილი მანერები, საუბარი, ინტელექტი და მისი უცნაური ფერის თვალები ატყვევებდა ყველა გოგონას. ყველა ქალი ოცნებობდა მასთან ქორწინებაზე. ის კი ამას თითქოს ვერც კი ხვდებაო და ყურადღებას არ აქცევდა. ანა ლიჩელი კი საშუალო წრის ოჯახიდან იყო . 19 წლის გოგონა, რომელიც ჯურნალისტად მუშაობდა. ანა არ გახლდათ უიშვითესი სილამაზის . ჩვეულებრივი სადა გოგონა იყო. არ ატარებდა მაკიაჟს ამისთვის არც დრო ქონდა და არც ეხერხებოდა. საშუალო სიმაღლის ძალიან გამხდარი, არაქალური ფორმების. პატარა აპრეხილი ცხვირი თხელი ტუჩები ჭორფლიანი სახე. ძალიან ლამაზი და უცნაური თვალები ქონდა. თმა მხრებამდე ქონდა და ძირითადად სულ აწულს ატარებდა. ანა ძალიან გულჩათხრობილი იყო, მას მშობლები არ ყავდა, თითონ ასე ამბობდა. სინამდვილესი კი დედამისმა ის ქორწინების გარეშე გააჩინა და თვითონ საზღვარგარეთ წავიდა. ანა 10 წლამდე იზრდებოდა ბავშვთა სახლში. შემდეგ ბებიამ გაიგო მის შესახებ. 15 წლის ასაკში ბებიაც დაეღუპა. ეს ისტორია კი თითქმის არავინ იცის, თორემ აღარავის აღარ გაუკვირდებოდა ანას გულჩათხრობილობა და კარჩაკეტილობა. არავისთან არ კონტაქტობს თითქმის. საჭიროების გარეეშე. მუშაობს ჯურნალში მთელი გვერდი აქვს საინტერესო ამბებზე წერს. ის არ გამოირჩევა თაყვანისმცემლების სიმრავლით. არასოდეს არვის ყვარებია ანა. მისი სხვა მიზნებისთვის გამოყენება უცდიათ მაგრამ სიყვარული უცხო ამბავია. მხოლოდ ბებიას უყვარდა და ძალიან ენატრება ხოლმე. ანა ღამღამობით არ ტირის მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს და ხშირად წერს კიდეც. 1თავი ანა დილიდან აფორიაქებული იყო, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა საკმაოდ ძლიერი და ერთერთი წამყვანი ჟურნალის რედაქტორთან. დავით ბელინსკთან, მან თითონ დაიბარა ანა შეხვედრაზე. მიზეზი არ იცის, მაგრამ ეს რაღაც საინტერესო გამოწვევასავითა ანას ცხოვრებაში ხომ ახალი არაფერი ხდება ხოლმე თუ არ ჩავთვლით მის განსხვავებულ სტატიებს. სამსახურიდან ადრე წამოვიდა სახლში გაიარა და მოწესრიგდა. მოკლე ქვედაკაბა ეცვა ბოლოები უსწორმასწორო ქონდა. თეთრი ზედა ჩაიცვა და კეტები. თმა გაიშალა და თითით ცოტა ტუჩსაცხიც გადაისვა. არ უტყდებოდა თავის თავს , რომ ნერვიულობდა. დავითზე ყველა ინფორმაცია მოიძია, შვიდი წელი იყო რაც ჟურნალ “სწორი ამბების” რედაქტორი იყო. მანამდე თავად მუშაობდა სხვადასხვა წამყვან ჟურნალებში. საკმაოდ აქტიური ახალგაზრდა იყო მოგვიანებით თავად დაიწყო ჟურნალის წარმოება თავიდანვე არ ყოფილა ასეთი პოპულარული, ყველაფერი ეტაპობრივად მოვიდა.ის ჟურნალს თავის უფროს ძმასთან ერთად უძღვებოდა. როგორც გაარკვია მისი უფროსი ძმა გიორგი ფინანსებს განაგებდა რადგან სწორედ ის იყო დამფინანსებელი. დავითი კი ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა. დავითს ოჯახი აქვს ცოლი და ერთი შვილი 35წლისაა. გარეგნობით კი ძალიან უხეში და უკმეხი ჩანს. ყველაფერი გაარკვია თითქმის ანამ მაგრამ რატომ იბარებს მას ამას ვერაფრიტ ვერ ხვდება. საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორანში დაიბარა. ანას არ დაუგვიანია დროულად გამოცხადდა, დავითიც იქ დახვდა. -გთხოვტ დაბრძანდეთ ანა. ანა ძალიან ნაზი იყო არსებულ გარემოსთან ყველაფერი ირგვლივ გადამლაშების და ზედმეტად გადაპრანჭული იყო. ანა კი ძალიან ლამაზი და ნაზი იყო. -მიხარია, რომ მოხვედი ანა. ბევრი მსმეინია შენზე და ალბათ შენც მიცნობ მეტნაკლებად. -დიახ. -ალბათ გაინტერესებს რატომ დაგიბარე. -რათქმაუნდა. -დარწმუნებული ვარ იცი ჩემი ჟურნალის შესახებ. ეს ჟურნალი მთელი ჩემი ცხოვრებაა. ის ერთ დღეში არ შექმნილა და მითუმეტეს არც ერთი ხელის მოსმით. ძალიან ნელა და ეტაპოპრივათ წავიწიე წინ. მას მუდმივათ სჭირდება საზრდო ახალი სისხლი. მე თვალს ვადევნებ ჩემს კონკურენტ ჟურნალებს და ჟურნალისტებს. მინდა გითხრა, რომ შენი ბოლოდროინდელი სტატიები ნამდვილათ ძალიან ძლიერია. ისე შეფარვით შემოგაქვს სიახლე,ინტრიგა ყველაფერი ის რაც სტატიას სჭირდებ, რომ ნამდვილად არ აღიზიანებ ხალხს. დიდიხანია მინდოდა დამემატებინა გვერდი ჟურნალისთვის. ორი გვერდი გექნება აფსოლიტურად არანაირი შეზღუდვა. ეს ყველა ჟურნალისტის ოცნებაა. წერ პოლიტიკაზე, რელიგიაზე, საზოგადოებაზე, ცხოველებზე , ატომზე მოკლედ ყველაფერზე რაც კი თავში მოგივა. ხელფასი კი ორმაგი გექნება. მე მგონი ურიგო შემოთავაზებაა არაა. თუ შენი თავისთვის სიკეთე გინდა უნდა დათანხმდე. -მე შეზღუდვა ახლაც არ მაქვს. -როგორ არა შენ მხოლოდ საინტერესო ინფორმაციებს აცნობ ხალხს. -ხო მაგრამ ეს მე ძალიან მომწონს. პოლიტიკაში ჩარევა ნამდვილად არ მინდა. -ნუ ჩაერევი , ის გააკეთე რაც გინდა. ჟურნალისტური გამოძიება, არ ვიცი არაფერში იქნები შეზღუდული. -არ ვიცი. -რა არ იცი? სულელი იქნები თუ უარს იტყვი. პასუხს ახლა ნუ მეტყვი. ორშაბათს 10დან ვიწყებთ მუშაობას თუ თანახმა იქნები ორშაბათს მოდი. 2თავი უცნაურია რომ მამაკაცს უნდა ყავდეს მიუღწეველი ქალი, ქალი რომელიც ადვილად არ ჩაუვარდება ხელში, მითუმეტეს თუ მისთვის ყველა მარტივი მოსაპოვებელია. გიორგი არ ოცნებობს საოცნებო ქალის პოვნას. საერთოდ არ უნდა ვინმეთან სტაბილურად იყოს. რასაც ვერ ვიტყვით მარიზე. დღეს სწორედ მარის ხვდება გიორგი. პაემანი არაა მთლად, უფრო მეგობრული შეხვედრაა. თუმცა ვისთვის როგორ. -გამარჯობა მარი როგორ ხარ? -კარგად შენ როგორ ხარ? მიხარია შენი ნახვა. -მეც მიხარია, არამიშავს. რას მიირთმევ -დიეტაზე ვარ. ამიტომ მხოლოდ წვენი. -არ გჭირდება დიეტა, ძალიან კარგი აღნაგობა გაქვს, ყველასათვის საოცნებო. -ასე ფიქრობ? -კი რათქმაუნდა ქალს უხდება ფორმები. ისეთი როგორიც შენ გაქვს. -მადლობა თუმცა კონტროლი მაინც საჭიროა. -კი ესეც არის . ზოგს ზედმეტი მოსდის. -ხო ამას ვამბობ მეც. -სხვა რა ხდება , ახლი შენთან დიდიხანია აღარ შევხვედრილვართ. -რა მოხდებ ახალი დავდივარ ასე მარტო. ხომ იცი ღირსეული მამაკაცები აღარ არიან. შენ გამონაკლისი ხარ. -ხო ? მადლობა. ასეა მარი აღარც ღირსეული ქალები არიან და აღარც მამაკაცები. მხოლოდ რამოდენიმე შემოვრჩით. მე შენ და მეტი არავინ მახსენდება პრინციპში. -კარგი რა რას იცინი. მართლა ასეა. -კაი არ ვიცინი, მართლი ხარ. -შენ რას შვები? გავიგე ვიღაც შეუყვარდაო და მართალია? ნუთუ ვინმემ შეძლო შენი გულის მოგება? -საიდან გაიგე? ვინ გითხრა? -რა მნიშვნელობა აქვს? მაგას შენ ის მითხარია მართალია თუ არა? -არა არაა მართალი. -გეტყვი ვინც მითხრა. ანუ სხვას რომ ეთქვა ირიშკაზე ვიფიქრებდი, მაგრამ ირიშკამ თავად მითხრა გიორგი შეყვარებულიაო. -საიდან მოიტანა? ან შენ რატომ იფიქრებდი ირიშკაზე? -სულ ერთად გხედავთ ამ ბოლო დროს. -მეგობრები ვართ და იმიტომ. -არამგონია თვითონ ასე ფიქრობდეს. -კარგი რა საიდან მოიტანე მარი. -ჩემთან წამოხვალ? -რა? -ხო რა იყო არ ელოდი ჩემგან დაპატიჟებას? მარტო ვარ ხომ იცი. რამე გემრიელი მოვამზადოთ. -დღეს არა, სხვა დროს იყოს. სახლში უნდა მივიდე. გიორგი თავადაც ვერ გასცემდა პასუხს კითხვას რატომ ხვდებოდა მარის. ის არ იზიდავდა, როგორც ქალი, არც მასთან საუბარი მოსწონდა მაგრამ მარი ყოველთვის თითონ იბარებდე გიორგის და ესეც ხვდებოდა. ირიშკა კი მისი ერთადერთო რომანი იყო, თუ ამას ასე ქვია საერთოდ. მაშინ პატარები იყვნენ როდესაც ყველაფერი დაიწყო.მას მერე ბევრჯერ იჩხუბეს და ისევ გაგარძელეს ურთიერთობა. სიყვარულში გიორგი არასოდეს გამოტყდომია მაგარმ ირიშკა სიგიჟემდეა შეყვარებული , მარისაც ირიშკასთვის მიწის გამოთხრა უნდა ამას მშვენივრად ხვდება გიორგი და დიდიხანია მსგავს ანკესზე აღარ ეგება. გიორგის ერთდროულად რამდენიმე ქალთან აქვს ურთიერთობა, ფლირტი , სექსი მაგარმ ამას ისე აკეთებს, რომ ყველამ იცის ერთმანეთზე და მაინც კმაყოფილები არაიან. სახლში მისულს გიორგის მისი ბიძა ხვდება. რომელიც მაინდამაინც გულზე არ ეხატება. -გამარჯობა, როგორრ ხარ? -კარგად თავად? -თუ შეიზლება წამოდი უნდა ვილაპარაკოთ. ოთახსი მამა და დედა ხვდება. -აქ თავშეყრა ყოფილა. ხომ მშვიდობაა? -კი უბრალოდ სალაპარაკო გვაქვს. -გისმენთ. -ჩვენი ბიზნესი ცუდ მდგომარეობაშია, მამაშენი ცუდათ გახდა . მინდა მას მიხედო მე არ მომყვება ექიმთან. მაგრამ ამაის გარად მინდა საქმეც აკეთო. -მამას მივხედავ, მაგრამ ჩემგან რას ითხოვ? -კარგი რეკლამა გვინდა. საკმაოდ კარგი გარეგნობა გაქვს გოგოებსიც პოპულარობით სარგებლობ ხოდა ჩვენი ჯურნალს რეკლამა უნდა გაუკეთო . უნდა ოფიციალურად გამოვაცხადოთ რომ მამაშენის საქმე შენ იბარებ. ეს ჩვენს რეიტინგს ერთიორად გაზრდის. ამისგარდა სტატიებიც უნდა ვბეჭდოთ შენი სახელით. -მე არ ვწერ. -ხო ვინმე მოვძებნით. ნიჭიერი ახლგაზრდა და სულელი. ცოტა მეტს გადაუხდით და დაწერს, ეს არ იქნება პრობლემა. -ვერ ვხვდები რა გინდა ან რა მიზანი გაქვს? -მტრულად ნუ მიყურებ. ცუდი არაფერი არ მინდა, უბრალოდ საერთო საქმისთვის ასე უკეთსი იქნება. -მე არ ვერევი ამ საქმიანობში. მამაჩემიც მშვენივრად ართმევ თავს, არამგონია რამე სერიოზული იყოს. -არ შვილო ცდები მე მინდა შენ დაიწყო მე ჯერ კიდევ სემიძლ;ია, მაგრამ სანამ შემიძლია მინდა დაგეხმარო. მე მინდა ვიყო შენს ჩრდილ ქვეშ. -ეს დიდიხანია რაც გადაწყვიტეთ უჩემოდ? -არა გუშინ ვისაუბრეთ ამაზე. ვერ ვარ კარგად. არაფერი სერიოზული მაგრამ მივხვდი რომ მუდმივი არავინაა. -გეყოფა მამა გთხოვ. შენ არაფერი მოგივა. თუმცა თუ ასე გინდათ წამოგყვებით, გავაკეთებ იმას რაც თქვენ გინდათ. მე ხომ სულ ასე ვიქცევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.