გაბრიელ ლიპარტელიანი! (4)
გაბრიელ ლიპარტელიანი (4) თავი 4 იცით რა არის ყველზე საშინელი და ცუდი, როდესაც კუნძულზე მოხვდები და ოთხივე მხრიდან მხოლოდ წყალს უყურებ... იცით რა არის ცუდი?!- სასიამოვნო თრობა ღვინით... იცით რა არის ცუდი?!- იცი რომ უტოპიაში ვარდები და ფეხებზე გკიდია შენი ბედი, მხოლოდ შენს გრძნობებზე რომ ხარ აყოლილი.. საშინელია მაღლა, ცაში ახედვა და პატარა ვარსკვლავების ნაცვლად ბინდის დანახვა... ''შმაგ გატაცებას შეიძლება სავალალო ბოლოც თან მოჰყვეს, ჩაიფერფლება, როგორც დენთი ცეცხლთან ამბორით''... მომენტი, როცა სიყვარული გეკრძალება, მაგრამ ჩვენ ადამიანები ხომ აკრძალულისკენ ვისწრაფვით... იმედი მაქვს ეს უფსკრულში არ გადაგვჩეხავს და ტკბილი გემო ექნება აკრძალულს... * * * საშინელი წელის ტკვილით ვიღვიძებ.. იატაკიდან ვდგები და გაბრიელს ვუყურებ... სწორი ცხოვირი, მოსხო ტუჩები, წვერიანი სახე და საერთო ჯამში საყვარელი პირი-სახე... აშკარად სიცხე აქვს, შუბლზე ოფლის წვეთები ჩნდება, სუნთქვა უფრო ღრმა და მძიმე უხდება..მაშინვე ჭრილობისკენ ვიხედები, ბინტები სულ სისხლიანი.. ,,სასწრაფოდ გაკერვას საჭიროებს, თორემ ასე სისხლისგან დაიცლება''-ხმამაღალ ფიქრს ვიწყებ და ვცდილობ პანიკაში არ ჩავვარდე... ჩუმი ყვირილით ვიწყებ მის გამოფხიზლებას... -გაბრიელ! გაბრიელ! გთხოვ თვალები გაახილე! მიდი რა ძალიან გთხოვ! პასუხი არ არის სასწრაფოდ გავრბივარ სამზარეულოში, ხელების ფათურით ვეძებ ძაფს და ნევსს... მადუღარასაც ვრთავ და ველოდები როდის გაცხელდება წყალი... სწრაფად ვიღებ ჩაიდანს, ნევსს ვასხავ, შემდეგ სპირტში ვაგდებ და ძაფს გაქონვას ვუტარებ იმედია ყველაფერი გამომივა, გაბრილთან მივვარდი და სახეზე შემოვულაწუნე... -ჭრილობა უნდა გაგიკერო, გეხვეწები არ დაიძინო ცრემლებისგან ხმა მიკანკალებს და ნერვების მოთოკვას ვცდილობ.. -რა..რ...ა ხდება ენის ბორძიკით ცდილობს მითხრას მაგრამ ეს ლუღლუღს უფრო გავს... -ასე შეხვეული ჭრილობა იხსნება და სისხლი გდის თუ არ გინდა სისხლისგან დაიცალო უნდა გავკერო, მითხარი რომ გაუძლებ ამ ტკივილს გეხვეწები რა... -ყველაფერი კარგად იქნება პატარა ექიმო.. სვენებ სვენებით ამბობს ... ალბათ ეს მჭირდებოდა გასამხნევებლად, აქამდე არსებული შიში სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე... ხელახლა დავამუშავე ჭრილობა და გაკერვას შევუდექი, საშინელი პროცესი გამოდგა ორივესთვის, მაგრამ კაცურად იტანდა ტკივილს, მისი ყველა ნერვი გარეთ გამოსვლას ლამობდა... კისრის ძარღვები დაბერილი იყო, ხელებზე დახეთქვას ლამობდნენ და ეს უაზროდ დაძარღვული მამაკაცი ჩემში დიდ ადგილს იკავებდა. მწვანე თვალები კიდევ უფრო ჩამუქებული იყო, შუბლის ძარღვი მედიდურად თავს იწონებდა... გაბრიელი კი ღრმად , ნადირივით სუნთქავდა.. ნახევრად შიშველი კაცი იწვა მდივანზე, მე , ლილე ავალიანი მისი სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობ, როდესაც ჩემი გვარი მისი მოკვლისთვის არაფრის დამნანებელი არ არის, მაგრამ რატომღაც ყველაფერი ფეხებზე ... ეს პროცედურაც დავამთავრე და ნამდვილად ვიცი რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება... სასწრაფოდ ვშორდები იქაურობას და აბაზანაში ვიკეტები... ნერვოზიანივით ხელები ნიჟარაზე მაქვს შემოწყობილი და თვალებგაშტერებული მივჩერბივარ ჩემს თავს... ინსტიქტურად ვიხდი და წყლის ჭავლის ქვეშ ვდგები. ვცდილობ ყველა ის მუხტი, ყველა ის გრძბობა წყალს გავატანო და გავთავისუფლდე, მაგრამ ვგრძნობ ის შიგნიდან როგორ მჭამს... ვიცი რომ განწირული ვარ...და ისიც კარგად ვიცი რომ იარაღის ლულის ქვეშ ჩემი შუბლი აღმოჩნდება და სასიკვდილო გასროლით დასრულდება... * * * დილიდანვე გამოწერეს ვაჩე და ავალიანების რეზიდენციაში დაბრუნდა... გაჭირვებით, მგრამ სასწრაფოდ აირბინა კიბეები და მისი ოთახის კარები შეგლიჯა... კარადიდან დიდი ჩემოდანი გადმოიღო და უწესრიგოდ დაიწყო ტანსაცმლის ჩაყრა რამდენი იარაღიც შიგ ჩაატანა... ჭრილობის გამო მოძრაობა უჭირდა, მაგრამ რის ქართველია ტკივილი რომ არ მოითმინოს... სეიფის კარები გააღო თავისი იარაღი აიღო, შარვლის უკანა მხარეს ჩაიტენა და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა... კარებთან მისულს მამამისის მბრძანებლური კილოთი ნათქვამი სიტყვები დაეწია -ვაჩე სად ჯანდაბაში მიდიხარ?! -მამა ეხლა არა ძალიან გთხოვ, ნუ მომძებნით... მანქანის კარები გააღო და ადგილს მოსწყდა... მუცოს გზას გაუდგა.... აქ რაღაც ხდება?! აუცილებლად გავარკვევთ.... საკმაოდ თავდაჯერებული იყო... * * * როგორც ვვარაუდობდით გაზეთები იმ სცენის კადრებით აჭრელდა, რამდენნაირი სათაურს არ შენიშნავდით... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... ახალი სალაპარაკო თემა მიეცა ხალხს და რაღა უნდა თბილისს, ელიტარული მოსახლეობა ლაპარაკს დაიწყებს და განხილვას თუ , ვინ, რატომ დაჭრა, და ა.შ ბატონი დემეტრე სუფრის თავში იჯდა, ცალ ხელში ფინჯანი ყავა, მეორე ხელში კი გაზეთი ეჭირა სადაც პირველი გვერდი მის შვილს და ვაჩეს დაეკავებინათ... მტრული მზერა და ერთმანეთის შუბლთან მიტაბილი იარაღიანი ფოტო ამშვენებდა წარწერას-,, რა ხდება ყველაზე გავლელიან გვარებს შორის, ოჯახური თუ პირადი დაპირისპირება?!'' როგორ უყვართ ამ ჟურნალისტებს ყველაფრის გაბუქება... გაზეთი მაგიდაზე დააფერთხა და ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი.. -გამაგიჟებს ეს ბიჭი მე! გვარიანად შეიკურთხა და მის კაბინეტში შეიკეტა...ეს ის მომენტია როცა ფული უძლურია... ყველას უკვე ნანახი და გაგებული ჰქონდა საღამოს ინციდენტი და მართლაც ქაოსურად, და წამის სისწრაფით გადასცემდნენ ახალ ამბავს ერთმანეთს... საინტერესო მოსაზრებები ჰქონდათ ხალხს... ოღონდ სალაპარაკო მიეცი და უპრობლემოდ ილაქლაქებენ სხვის ცხოვრებაზე... * * * მაშო ნერვიულად დადიოდა ოთახში და ისიც გაზეთს ჩაჰკირკიტებდა, მალე ქვემოდან ხმა შემოესმა, ხალათი არც მოუცვამს ისე ჩაირბინა კიბეები და გაზეთი მაგიდაზე დაახეთქა და ძმებს მიმართა: - შარში ვართ! -ყველამ გაიგო არა?! დამიანი ლუდს მიირთმევდა, თან დის დაგდებულ გაზეთს ინტერესით ჩაჰყურებდა -სასწრაფოდ უნდა გავაქროთ ეს ფოტოები, ისე რომ მისი კვალიც არ დარჩეს.. დანიელმა ტელეფონი ამოიღო და ოთახი დატოვა, სავარაუდოდ ჟურნალუსტებს მიხედავდა... ამ დროს ბაჩო შემოვიდა საკმაოდ დაღლილი ჩანდა და მდივანზე გაიშოტა... -ლუდს დალევ? დამიანმა ლუდიანი ხელი მაღლა აღმართა კითხვის ნიშნად, მანაც თვალებით ანიშნა რომ დალევდა... მაშო კი გაგულისებული იდგა მაცივართან ხელებგადაჯვარედინებული , წინ ტუჩები ჰქონდა გამობუსხული და არაბულის შუაზე გაგლეჯა სურდა, ისე უნდოდა რომ მისგან ნაწილებიც არ დარჩენილიყო... როგორ ვერ შეამჩნია?!, არადა გული ამოხტომას ჰქონდა..- თამაში გინდა არაბული? მოდი ვითამაშოთ.. ტელეფონი ამოიღო და თავის მეგობარ დიანას დაურეკა... -თორნიკე როგორ ხარ? ნაზი ლაპარაკი დაიწყო თან სამზარეულოსა და შემოსასვლელის გამყოფ ბარისებურ მაგიდაზე იდაყვებ დამხობილი წინ გაიმართა.. -რა თორნიკე მაშო დიანა ვარ... მეგობრის სიცილნარევი ხმა მოესმა ყურმილს იქეთ.. -ვიცი ტკბილო , ხვალ რომელ საათზე შევხვდეთ ? კვლავ განაგრძობდა მაშო საყვარელ ლაპარაკს თან ბაჩოს მიშტერებოდა, რომელმაც წამში შეიცვალა მზერა, და მდივანზე წამოიმართა.. -ოხ მაშო ბაჩოა ხო მანდ რა გეშველება შენ.. დიანამ უკვე სიცილს უმატა და ქათამივით კაკანებდა... -კარგი საყვარელო შენთან რვა საათზე, აბა ღამემშვიდობის გაკოცე ბევრი... ეს უკვე საბოლოო წვეთი აღმოჩნდა ბაჩოსთვის დივნიდან წამოხტა და გარეთ გავარდა... -კაი კუსკუს გელოდები დიანა უკვე სიცილისგან იგუდებოდა... მაშომ კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი -,,მიდი აბა შე თავხედო კიდევ არ შემიმჩნიო ეგეც შენ''.. უზომოდ კმაყოფილი კურტუმოს ქნევით ავიდა თავის ოთახში... -ბაჩოს რა ეტაკა მხეცივით გამოვარდა სახლიდან , გამარჯობაც არ მითხრა თავის მანქანაში ჩახტა და მოხია... ახლად შემოსულმა სანდრომ ლაქლაქი დაიწყო.. -მაშომ გაუჩალიჩა მაგრად დანიელი სკამზე იყო გადაწოლილი და საყვარლად იღიმოდა დის ოინზე... -ღმერთო რა იდიოტია ეს არაბული, ქალმა როგორ უნდა გაგაცუროს.. -მართლაც კარგი ოინი იყო, ლამის მეც დავიჯერე, რომ არ ვიცოდე, რომ ჩემი დის არცერთ მეგობარ ბიჭს თორნიკე არ ჰქვია... -გაგაბითურეს არაბული ღირსი ხარ მიდი და არკვიე... სანდროა სიცილით დაემხო სკამზე... ლუდი გამოიღო და სმა დაიწყო.. -არაფერი ისმის იქ! სანდრომ ეჭვნარევი ხმით დაიწყო.. -არა სანდრო, მაგრამ ყველაფერი ისე მიდის როგორც უნდა მიდიოდეს... -ანუ ვაჩე მუცოში დააწვა?? -კი, სანდრექსა კი... -მომწონს მოვლენების ასე განვითარება... * * * ლილე სამზარეულოში საჭმლის კეთებით იყო გართული, თან გაბრიელს წამითაც არ აშორებდა თვალს, რაღაც აკავებდა რომ აქ გაჩერებულიყო და მისთვის მოეარა... ყველა ის ჭრილობა მხოლოდ მას შეეხვია და ის ყოფილიყო მალამო... სწრაფად გამოერკვა ფიქრებიდან და ცხელი წვნიანი, პური და კოვზი ფოდნოსზე დააწყო და გაბროსთან გავიდა, რომელიც უღიმღამოდ უყურებდა საინფორმაციო გადაცემას, ლილეს შესვლა და მათი სკანდალის გამოჩენა ეკრანზე ერთი იყო... რეაგირება სწრაფად მოახდინა და ტელევიზორი გამორთო... -ეს ბოლომდე უნდა ჭამო... ლილე თან ლაპარაკობდა , თან სუფრაზე დადო ფოდნოსი.. მის წინ ჩაიმუხლა და თავისი ხელით ცდილობდა ეჭმია გაბოსთვის...გაბრო ჯერ გაოგნებული, თუმცა შემდეგ კმაყოფილი იყო მისი ამ საქციელით, არ ჰგავდა ავალიანების სხვა წარმომადგენლებს.. ისიც მორჩილი ბავშვით თვალებმოუშორებლად უყურებდა ლილეს... მაგრამ შემდეგ თამაში მოუნდა და მომდევნო კოვზე პირი აღარ გააღო.. -გაბრიელ ბოლომდე უნდა ჭამო! ლილემ დატუქსვა დაიწყო -არ მინდა... -არ მაინტერესებს ექიმი აქ მე ვარ და მე ვადგენ შენი დღის რაციონსაც, პირი გააღე! -შანსი არაა... -ჯანდბა , კარგი ლილემ კოვზი ხელახლა შეავსო წვნიანით, ჰაერში აღმართა და თან იძახდა -ფრი, ფრი, ფრი თვითმფრინავი მოფრინავს პირი გააღე გაბრიელს სიცილით ბაგეები გაეპო, ლილემაც დრო იხელთა და კოვზი პირში ჩაუტენა, ნიშნის მოგებით წარბი მაღლა აღმართა... -რა ძალადობის მოყვარულები ხართ ეს ავალიანები, გაბრომ მაშინვე ამოთქვა, როგორც კი პირი გაუთავისუფლდა.. -ნუ დამახრჩობ და არ დავეძებ -ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება -ოჰ, რა ენა მახვილი ბრძანდებით ავალიანის ქალბატონო -ირონიის და სარკაზმის გარეშე ძალიან გთხოვთ ბატონო გაბრიელ.. სრულ სახელს ხაზი გაუსვა და ფეხზე წამოიმართა... -გამოძინება არ გაწყენს, ორგანიზმა უნდა დაისვენოს.. -გმადლობთ რჩევისთვის.. რისი გაბრიელია ვინმეს რომ დაუჯეროს, შანსი არაა.. როგორც კი ლილე გავიდა ფეხზე წამოიმართა და ტელეფონს დაუწყო ძებნა, თან მარჯვენა მხარი ძალიან ტკიოდა, რის გამოც ხელს კარგად ვერ ამოძრავებდა... -რას აკეთებ ახლავე დაწექი! -საქმე მაქვს და მადლობა ჩემზე რომ ზრუნავ, მაგრამ საქმის გაკეთება მაცადე ძალიან გთხოვ.. და ისევ ძებნა დაუწყო ტელეფონს -სად არის ჩემი ტელეფონიი! ნერვებმოშლილმა იკითხა უკვე... ლილე გატრიალდა და ტელფონი მიაწოდა თვითონ ზურგი აქცია და გარეთ გავიდა... ტელეფონი აიღო და დამიანთან დარეკა.. -რა ხდება?! -ყველაფერი ისე განვითარდა როგორც ველოდით , ვაჩე მუცოშია.. -ძალიან კარგი! კმაყოფილმა ჩაიღიმა და ბედნიერმა გათიშა ტელეფონი... ,, ყველაფერს მალე წერტილი დაესმება'' * * * დრო გადიოდა, გაბრო თანდათან უფრო და უფრო კარგად ხდებოდა...აი, ლილე კი უმკურნალო დაავადებამ შეიპყრო, მისი ორგანიზმი უეცარმა ჟრუანტელმა დაიპყრო, გულის უწესრიგო ფეთქვამ, აჩქარებამ და შემდეგ გაჩერებამ...ლოყებზე სიწითლის შეპარვა, მალული ღიმილი, მუცელში ზოოპარკების გაჩენამ და უბრალოდ ის, დაავადებამ, სახელად ,,სიყვარულმა'' დაატყვევა.. ბევრი კი ეცადა არ ეფიქრა, გულთან ახლოს არ მიეშვა, მაგრამ მოდუნდა და საბოლოოდ მისმა ფიქრებმა კორიანტელი დააყენეს..რას ვიზავთ , როცა უმკურნალო დაავადება გხვდება უბრალოდ ბედს ემორჩილები და ცხოვრების დინებას მიჰყვები...მანაც ამგვარად გადაწყვიტა გასაქანი მიეცა გრძნობებისთვის... -ლილე! გაბრიელი ძახილით შემოდის სახლში და ირგვლივ გარემოს ათვალიერებს... -რა ხდება? კიბეებზე მოფარფატებს საყვარელ თეთრ კაბაში გამოწყობილი ლილე, გაშლილი ქერა თმა და განსხვავებულად აკიაფებული ლურჯი თვალები.. -ამმ... ჯანდაბა... მე უბრალოდ მინდოდაა ცხენებით გაგვესეირნა, წამოხვალ?! ეს ამხელა კაცი ბრინჯივით დაიბნა... ,,ჯანდაბა გაბრიელ ქალი არ გინახავს თუ რა მაფიაა''დაუცაცხანა ალფერეგრომ -კარგი წავიდეთ.. ორივე შავ ცხენზე დაჯდა და გაბრიელმა გააჭენა.. ლილეს თმები ჰაერში ფარფატებდა და გაბროს ცხვირში მისი სურნელი უღიტინებდა... ღრმად შეისუნთქა, უნდოდა სამუდამოდ დამხსოვრებოდა, უნდოდა მისი ეს სურნელი სიცოცხლის ბოლომდე მასთან ყოფილიყო...და უნდოდა უბროლოდ ეს ერთიციდა გოგო მხოლოდ მისი ყოფილიყო, იცოდა რისი გადატანაც მოუწევდა, მაგრამ ყველაფერზე წამსვლელი იყო... -რატომ გავჩერდით? ლილემ ნასიამოვნები ხმით იკითხა -აქედან ფეხით გავისეირნოთ... ჯერ გაბრიელი ჩამოხტა ცხენიდან,შემდეგ ლილეს მოჰკიდა წელზე ხელი და ისე ჩამოიყვანა ცხენიდან.. ჭიანჭველების ჯარი დადიოდა გოგონას სხეულში, კანი დაეხორკლა , ცოტაც და მალე მის მკლავებში სანთელივით დადნებოდაა... თვალწინ ულამაზესი ხედი გადაიშალა, თეთნულდი, შხარა... ულამაზესი მთები რომლებიც პიქუშად იყურებოდნენ... გოგონა სუნთქვაშეკრული უყურებდა ბუნების ამ ქმნილებას, გაფაციცებით აკვირდებოდა ყველა წერტილს, ფოთლების შრიალზე იღიმოდა, ნიავზე სიამოვნების ბგერებს გადმოსცემდა. -მოგწონს? გაბრიელი მის უკან იდგა და ყველა მის მოქმედებას სწავლობდა.. -ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს... ბუნების თვალებმოუშორებლად უთხრა გაბროს... მამაკაცი ბალახზე დაჯდა, ლილეც მას მოიუჯდა, და კვლავ განაგრძო ცქერა... -რაზე ოცნებობ? გაბომაც ბუნებას გახედა და ისე დასვა კითხვა.. -მინდა რომ წარმატებული ქირურგი ვიყო, და ჩემი საქმის პროფესიონალი, მოურიდებლად დაიწყო გოგონამ საუბარი -კარგია მიზნები რომ გაქვს ცხოვრებაში... -შენ რაზე ოცნებობ? -მინდა მშვიდი ცხოვრება მქონდეს, და არა ასეთი მოულოდნელობებით სავსე.. -მოულოდნელობებში რას გულისხმობ? ლილე ინტერესად იქცა -ალბათ დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას და იმას რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.. გაბრიელი უფრო სერიოზული და მამაკაცური გახდა -რაღაც მინდა გკითხო? მორიდებული, და სიფრთხილე შეპარული ხმით დაიწყო ლილემ -რაც გაინტერესებს მკითხე, მართლა ისეთი ბოროტი კი არ ვარ ხალხი როგორც მახასიათებს.. -მართლა შენ მოკალი.. გაუბედავი ხმით დაიწყო საუბარი გოგონამ, ცოტახანს შეყოვნდა და ახლა უჯვე თანამად დასვა კითხვა-შენ მოკალი ლაზარე დადეშქელიანი? ჩემი მამიდაშვილი...მამაკაცი გოგონას ამ კითხვამ ჯერ გააოცა, შემდეგ გააბრაზა, თავი მოთოკა... ფეხზე წამოიმართა, მწვანეში მჯდომ გოგონას ზემოდან დახედა, თვალი თვალში გაუყარა და ისე უპასუხა... -სახლსი წასვლის დროა! გოგონა სულ სხვა პასუხს ელოდაა... -კი მაგრამ მიპასუხე კითხვაზე.. ცხენისკენ წასულ გაბოს კითხვით დაედევნა უკან.. -საპასუხო აქ არაფერია... ცხენს შემოახტა, ოდნავ გადმოიხარა და ლილეს მაჯაში წაავლო ხელი და ისიც ცხენზე შემოისვა... რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცხენი გააჭენა... -შეანელე! გაბრიელის თვალებში გაფუჭებული ფირივით ტრიალებდა ათი აგვისტოს შუაღამე... სისხლი, იარაღი გასროლა, მტვერი, ... ყველაფერი ერთად ირეოდა... -გააჩერე, გაბრიელ გააჩერე მეშინია... ლილე გამეტებით ყვიროდა , სახეს ცრემლები უსველებდა... გაბრიელიც მირაჟიდან განოერკვა და ცხენი გააჩერა... მტირალე ლილეს რომ შეხედა წამით საკუთარი თავი შეზიზღდა ასეთი ტკივილი რომ მიაყენა საყვარელ ქალს... ცხენიდან ჩამოხტა და ლილეს გაქვავებული, შეშინებული სხეულიც ჩამოიღო, გოგონა მაგრად ჩაიხუტა და სამყარო გაჩერდა... სუსტი პატარა მკლავები მხრებზე შემოჰხვია და გაბროს მხარზე ასლუკუნდაა... -მაპატიე არ უნდა მეკითხა, ჩემი ბრალია -ჰეი, პატარავ დამშვიდდი შენ არაფერ შუაში ხარ, ნუ ტირი... მისი სახე ხელებში მოიქცია, ტირილისგან აწითლებული ღაწვები და კურნოსა ცხვირი.. ულამაზესი წყლიანი თვალები, ორივე ერთმანეთის თვალებში ჩაიძირა... დიდხანს უყურებდა გაბო გოგონას თვალებს, ბოლოს დაიხარა და მის სისხლივით წითელ ბაგეებს ამბორი აჩუქა.. ლილეს პირველი ამბორი... ფარფატა სუსტი სხეული შეკრთა, დენმა დაიარა მის ორგანიზმში, ადრენალილი უჯრედების კედლებს ანგრევდა, და მისი შინაგანი სამყარო დაიშალა.. პირველმა კოცნამ ლილე დაშალა... კოცნას ლილეს ცრემლები ერწყმოდნენ და მისი გემო გაბოს შინაგან სამყაროს სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას აძლევდა... ფრთხილად მოშორდა, ღრმად სუნთქავდა ელოდა შესაძლო შემოტევას მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა ლილე ბიჭის განიერ, გაშლილ მხრებში ჩაიმალა, მისი ცხვირი მამაკაცის ყელს გაუხახუნა და უარესად ატირდა... -აკრძალულია ეს ჩვენთვის, მეშინია... ტირილით ამოილაპარაკა -სანამ მე ვარ, და სანამ სული მიდგას შენ ვერავინ შეგეხება...მკაცრი, ბოხი და მტკიცე ხმით ამოთქვა ეს სიტყვები, შემდეგ მკლავები უფრო მაგრად მოხვია, ცხვირი მის ქერა ,მბზინავ თმებში ჩარგო და დაიკარგა... -მეშინია... -ჩემი ხომ გჯერა?! -მთელი არსებით მჯერა გაბრიელ ლიპარტელიანო... -ჩემი გოგო, ჩემი ამომავალი მზე ხარ.. ... მი სალმატ ლილე ავალიანო... იცოდა მამაკაცმა გოგომ რომ სვანური ენა არ იცოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ მან იგრძნო მისი გრძნობები... იდგა ორი სხეული ტრიალ მინდორზე , ერთმანეთში შესისხლხორცებული , დიდრონი მთები თავზე დაჰყურებდნენ... მზე კი შხარას მწვერვალებს ამოეფარაა... ცეცხლი რომ აგიზგიზდეს, ნაკვერჩხალის ერთი სულის შებერვაა საკმარისი... ასეა სიყვარულიც ერთი წვეთიც და გადაეშვები უსასრულობის მორევში..... ჩემო. ტკბილებო და სიხარულებო... უდიდეს ბოდიშს ვიხდი ასე რომ დავაგვიანე, გამლანძღეთ მონკალით ამჩეხეთ დამჩეხეთ ღირსი ვარ ასე საშინლად რომ გადავიკარგე, მაგრამ მაპატიეთ... ძალიან გთხოვთ საშინელი დღის გრაფიკის გამო, მასწავლებლების გამო, შემდეგ პირადი ცხოვრების არევის გამო ჩემი თავი დავკარგე და ჩემი მუზაც თან გავიყოლე... საშინელი სტრესი და ჯანდაბები გამოვიარე... ზოგადად არ მიყვარს როცა ჩემს პრობლემებს ვინმეს ვახვევ თავს მაგრამ ამ შემთხვევაში ასე გამოვიდა... გულით განვიცდი მართლა... სათითაოდ ყველას გიხდით უდიდეს ბოდიშს მაგრამ არის მომენტი ცხოვრებაში როცა ვიკარგებით... მე ასე დამემართა, მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის... გილოცავთ 2017 წელს.. სიხარული სიყვარული ჯამრთელობა არ მოგაკლოთ უფალმა.. გილოცავთ შობას უფლის მადლი გფარავდეთ... კიდევ ერთხელ ბ ო დ ი შ ი P.s სიყვარულით Sad Writer_ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.