შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები:ძალით დავიწყებული ან დაუვიწყარი(2)


10-01-2017, 02:15
ავტორი ელინი
ნანახია 1 511

ჩემ თავზე გამეცინა, თითქოს ორი ადამიანი ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემ გარდა არავინ იყო და მეც ჩუმად ვიყავი. ტელეფონის ზმუილმა გამომაფხიზლა, დავხედე ქეთუნია იყო.
-ჰოო ქეთუს-გამეცინა ვიცი მასაც, მაგრამ ბუზღუნით მითხრა
-კარგი რაა, მარტო შენ მეძახი ეგრე
-ჰოჰო, როგორ არა
-კარგიიჰოო
-რაოო ქეთუს, რისთვის დამირეკე აბა
-მოკლედ ჩემი ძმის დაბადებისდღე მოდის, ხომ იცი რამდენს იცნობს, გთხოვ დამეხმარე რაა.
-მდაააჰ საქმე რთულადაა, ალბათ მომიწევს შენი ძმის წაკბენების მოსმენა
-აუუ კაირაა, ამ ერთხელ -ვიცი ახლა ზუსტად ყელს იწელავს ხელით თხოვნის გამო
-კაი რათ გინდა ამდენი თხოვნა, შენთან ვარ, რათმაუნდა მეც ხომ უნდა გავერთო არაა?? -ჩემი აზრით გახალისებულმა შევძახე ყურმილში
-აუუ ჯიგარი ხარ, თენქიუ, მადლობა, სპასიბა აუ, მეტი არვიცი თორე, ხოიცი შენი მონა ვარ -გამეცინა ქეთის ბავშვობაზე
-კაი ქეთუს, გავიქეცი 10 აკლია, მალე პაციენტები მოვლენ და აღარ მცალია
-ოოოჰ, კარგიიი აღარ მოგაცდენ
ჩემი სიმყუდროვე დავირღვიე და კაბინეტში დავბრუნდი სავარძელში, ჩავჯექი და ნიას გადავურეკე
-ნია, არის ვინმე??
-არა ელე, 5 წუთში მოვლენ ალბათ
-კაი, შემოუშვი ეგრევე
საზურგეს მივეყუდე, ფიქრებში რამალე გადის დრო, ისევ იმ სიზმარმა გამიტაცა, რადრო იყო? როგორ მომენატრა, დახუჭობანა, კალათბურთი. ფეხბურთი არასდროს მიყვარდა, ბიჭები რომ იტყოდნენ ფეხბურთი ვითამაშოთო, იმდენს ვწუწუნებდი, სანამ კალათბურთის ბურთით არ შევაცვლევინებდი ფეხბურთის ბურთს.
ერთხელ, ახალი გადასული ვიყავი ჩემს ეზოში და გავედი. კალათბურთს თამაშობდნენ, თეკომ როგორც კი შემამჩნია, გამეცნო და მითხრა შენც ითამაშეო, მე ჩემი სიმორცხვის გამო უარზე ვიყავი, ჩემი ფორმების გამო ბევრი კომპლექსი მქონდა, არა მთლად მსუქანიც არვიყავი, მაგრამ არც ისეთი ტანი მქონდა, მე რომ მინდოდა. თეკომ როგორც კი შეატყო ჩემი სიმორცხვე დაიყვირა,
-ელენესაც უნდააა
-კაი მაგან რაუნდა ითამაშოს??-მომესმა ირონია ნარევი ხმა, რომელსაც მგონი სანდრო ერქვა, ისე მეწყინა და გავბრაზდი მეგონა ყურებიდან ბოლს გამოვუშვებდი
-რას ქვია რა უნდა ითამაშოს, იქნებ შენზე უკეთ თამაშობს?
-ჰო აბარაა
-ეს კალათბურთზე დადის და ძაან დიდი ვინმე გონია თავი, მარა ნიჩევო შენ შენსას მიაწექი-გადმომიჩურჩულა თეკომ
-კაი ცადოს, ჩემი რამიდის
ბურთი მომცეს და ყველა მე მომაჩერდა, ღმერთო როგორ მრცხვენია ასეთი მომენტების, ყველა რომ მიყურებს, ხელები ამიკანკალდა, ბურთი რამდენიმეჯერ დავაგდე და ხელში მოვიქციე, ხელის მარტივი მოძრაობით ბურთი ვისროლე და ჩავაგდე. არ ვიცოდი ასე კარგად თუ ჩავაგდე, მაგრამ სანდროს ხმამ მომიყვანა გონზე
-ვააა, სუფთა ჩააგდოო-გაკვირვებული მიყურებდა-აი ესე უნდა თამაში, გოგოებო მიბაძეთ რაა
მესიამოვნა, რომ დაინახა თამაში შემეძლო, მაგრამ მეორე მხრივ ნერვები მომეშალა, როგორ შეიძლება, ასე მარტივად შეიცვალო ადამიანზე აზრი, ერთ წუთს დასცინოდე, მეორე წუთს მოგეწონოს. ამდროს კაკუნი მაფხიზლებს და ვხვდები რომ პირველი კლიენტი მოვიდა. ოთახში ნია შემოვიდა, უკან კი ერთი გოგო მოყვებოდა, რომელიც კევს ისე ღეჭავდა ლამის ყბა მომარტყა
-ელე, პირველი ეს გოგოა
-ჰოო-გოგონას შევხედე,
-კაი გავედი, თუ რამე აქვარ-ნია
გოგონა შევათვალიერე, შავი ფეხსაცმელი, ჯინსი, მაისური და მოსაცმელი, თვალებიც და ტუჩებიც შავად ჰქონდა, ვერ ვიტყვი გამაღიზიანა ამ გოგომთქო, მაგრამ არც ნასიამოვნები არ დამტოვა.
ოთახს ათვალიერებდა, ერთ ადგილას შეაჩერა მზერა, თვალი გავაყოლე და ფოტოები იყო სადაც, მე, თეკო და ქეთუსია ვიყავით, მხიარული დაჯღანული ფოტოებით, კოლაჟი გავაკეთე, ძალიან მიყვარს კედლის ეს ნაწილი..
სევდა ჩაუდგა თვალშებში, გული დამწყდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე
-მეგობარი... მეგობარი, მტერზე უარესია ზუსტად იცის, სად დაგრტყას-გავიგონე ნაწყენი ხმა
-მაგრამ, რომ დაუფიქრდე, მათ გარეშე ცხოვრება მოსაწყენია-ვუპასუხე
-რომ მიგატოვებენ მერე უარესია - ვიცოდი რასაც ამბობდა, მეც მქონდა იგივე გამოცდილი
-ახლა შეიძლება, უფროსი ბანალური დეიდა გეგონო, მაგრამ მესმის შენი, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ვხვდები ახლა როგორც ხარ
-საერთოდ როგორ შეიძლება ჩემი გაგება
-მისმინე-დავიწყე რბილი ტონით-თუ გინდა შეცვალო სხვისი წარმოდგენა შენდამი, პირველრიგში შენ უნდა შეიყვარო შენი თავი
-კარგი ფრაზაა, მაგრამ მხოლოდ ფრაზა
--ფრაზა, რომელიც ბევრ რამეს ამბობს, თუ აზრს ჩავწვდებით
-მრავლობითში იმიტომ თქვით, რომ ჩემ თავზე არ მიმეღო რომ ვერ ჩავწვდი??-თქვენობით მომმართა ზრდილობა აქვს უკვე
-არა, თავიდან რომ მითხრეს ეს ფრაზა, მეც გამაღიზიანა, მეგონა გასაღიზიანებლად მითხრეს, მაგრამ მერე რომ დავუფიქრდი მართალი იყო.
-არვიცი არამგონია-თქვა მობეზრებულად
-არ გინდა მომიყვე?-ფრთხილად ვკითხე
-მოსაყოლი არაფერია, მყავდა „საუკეთესო მეგობარი“, ნუ მე ასე მეგონა. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ახლა რომ ვუფიქრდები, გული მერევა ამ ყველაფერზე, მერე ახალი გოგო გადმოვიდა კლასში, მე უზრდელობა არმიყვარდა, ახალგადმოსულს უყვარდა, კარგი სკოლიდან იყო გადმოსული, კარგად გაუგეს ჩემმა „საუკეთესო მეგობარმა“ და ახალგადმოსულმა ერთმანეთს, ასე გამოვეთიშე თამაშს. ერთხელაც ჩემს მეგობარს უთხრა „საუკეთესო მეგობარმა“ დავიღალე მაგის ბუტიაობითო, მერე ამაზე ისე ვიჩხუბეთ რომ სულ შეიცვალა ჩემს მიმართ, გაცივდა. სკოლიდან გადასვლა, კარგა ხანია მინდოდა და შანსიც მომეცა, მოვცლოდი ამ ყველაფერს, სანამ გადავიდოდი ბოლოჯერ ვცადე, ოღონდ შევრიგებულიყავით და ყველანაირ სიამაყეს გადავაბიჯე, მივედი შევრიგდეთთქო რომ შევხედე, რავი ჩვეულებრივ ვარო, ისე ცივად მითხრა, მივხვდი აღარაფერი აღარ იქნებოდა. გადასვლის ამბავი რომ გაიგო, დამირეკა მარტო როგორ დამტოვეო, აქეთ მადანაშაულებდა, მე არ დამიტოვებიხართქო რომ ვუთხარი, ანუ გარბიხარო მითხრა და ყურმილი დამიკიდა. ახალი სკოლა ისეთი საზიზღრობაა, გული მერევა უნახავი ბიჭები, გეგონება გოგო არ უნახავთო, რამდენიმე ბიჭი დავიძმაკაცე და იმათთან ვარ მთელი დღეები.-შევამჩნიე როგორ აღელდა, საუკეთესო მეგობარს ისე უსმევდა ხაზს, მივხვდი ბევრს ნიშნავდა მისთვის.. რომ შეატყო ჩემი მზერა-ღმერთო რამდენი ვილაპარაკე, რამდენი სისულელე, თან თავი მოგაბეზრეთ ალბათ -მობეზრებულად თქვა
-არა თავს ვერ მომაბეზრებ, აქ იმდენი ვინმე მოდის და ყველას სხვადასხვა პრობლემა აქვს, ყველა რომ თავს მაბეზრებდეს, აქ არ ვიმუშავებდი დამიჯერე-გავუღიმე-რაც შეეხება შენს ამბავს, მეც იგივე გადამხდა შენს ასაკში, დაიმახსოვრე რომ გვშორდებიან ისინი, ვინც ჩვენთვის გამოცდილების მოსაცემად იყვნენ.
-დავიღალე, შეიძლება წავიდე??-მივხვდი რომ თემას არიდებდა თავს რადგან ზედმეტად შეეხო მას
-კარგი წადი-გაუკვირდა, რომ არ გავუძალიანდი და არ ჩავაცივდი, გინდა თუარა გავაგრძელოთთქო. სანამ გავიდოდა საათს შევხედე, უკვე საათნახევარი გასულა, ჩვენ ლაპარაკში დავუძახე
-დიდი დრო გავიდა რაც ვსაუბრობთ, მაგრამ სახელი არ გითქვამს
-რა საჭირიოა სახელი-მობეზრებულად თქვა
-სახელს მაინც გავიგებ, შენ მინდა მითხრა-გავუცინე
-ნუცა მქვია -სიტყვა გამოგლეჯილივით მომიგდო პასუხი-გვარს კი როგორც თქვით, თქვენთვითონაც გაარკვევთ, ახლა ნახვამდის-და კარი გაიკეტა.
გამეცინა მის საქციელზე, როგორი გოგოა, თან უნდა თავისი თავი გამოაჩინოს, მაგრამ რომ ხვდება სხვები მის გაცნობას იწყებენ, მაშინვე იკეტება. არაუშავს წინ კიდევ ბევრი სეანსი გვაქვს. ნია შემოვიდა და მითხრა
-მოიგერიე?
-ნუ სულ არა, მაგრამ დროის ამბავია-საზურგეს მივეყუდე-შემდეგი მოვიდა უკვე?
-კი გელოდება
-კარგი შემოუშვი.
მთელი დღე ასე გავიდა, კიდევ 4 პაციენტი მყავდა. 8ის ნახევარზე ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, როცა ბოლო პაციენტი გავაცილე, დავხედე და გამეღიმა
-გისმენთ
-ქალბატონო, უფასო ტაქსი თავისი გართობით, თქვენ გამოიძახეთ?-ჩამძახა ყურმილში
-ზუკააა, სულ როგორ ღადაობ -გამეცინა
-აბა, თქვენსავით სულ დაკავებული ხომ არ ვიქნები, მეგობარი რომ დავივიწყო-ვითომ ნაწყენმა მითხრა
-კარგი რაა, შენ ხომ მაინც, იცი როგორი სამსახური მაქვს-შევჩივლე
-არ გვინდა აფერისტობა, ჩამოდი გელოდები
-მანქანით ვარ, ბატოო
-მე ბატი მაინც ვარ, შენ ჭუკიც არხარ, ერთხელ დაგიტოვებია მანქანა თუ ორჯერ?
-კარგი ჰოო მოვდივარ.
უკვე მოსაღამოვებულიყო აცივდა, შემოდგომა იწურებოდა, ჩემი ტყავის ქურთუკი შემოვიცვი, საჭირო ნივთები ჩანთაში ჩავაწყე და პირველ სართულზე ჩავედი, ნიას დავემშვიდობე და კარები გამოვაღე. მაშინვე მეცა შემოდგომის სითბონარევი სიცივე, კიბეზე ჩამოვედი და მანქანამდე სანამ მივიდოდი, ფოთლების გორა დავინახე, ფეხებით კარგად ვახრაშუნე და მანქანას მივუბრუნდი.
-ვერ იზრდები რაა-მითხრა ზუკამ სიცილით და გადამეხვია
-კარგი ერთი
-თეკოსაც გავუაროთ?
-ჰოო გავუაროთ, წავიდეთ სადმე თუ სახში ავიდეთ?
-მაღაზიებში გავიდეთ, ვიყიდოთ რამეები, დღეს კალადბურთის მატჩია-თვალები ამიჟუჟუნა
-ვაიმე რა კარგი ბიჭი ხაარ
-ეეჰ, მე კი ვარ კარგი ბიჭი ელე, მაგრამ ვინ მაფასებს აა? -გადავიწიე და ვაკოცე -კიდე კაი შენ, პომადები და მაკიაჟები არ გიყვარს, ქეთო რომ გადამკოცნის ლოყაზე, ყველაფერი მეტყობა ხოლმე-ბუტბუტით თქვა
-გზას უყურე შენ, თორე ჩვენ დაგვეტყობა ნეკნებზე მოტეხილობები-გაგვეცინა
-უიმეე, იუმორინა ხარ რაა-დამეჯღანა.
მთელი გზა რაღაცეებზე ვიცინოდით, თეკოსაც გავუარეთ, ქეთოსაც და გაბრიელსაც ქეთო მასწავლებელია დაწყებითების. გაბრიელი და ზუკა თავიანთ კომპანიაში მუშაობენ, საქართველოს კუთხეებში აქვთ 1 კვირიანი ტურები, რომელსაც არც მე და არც თეკო არ ვაცდენთ, ქეთუსია ბეჯითი მასწავლებელია და სკოლას ვერ აცდენს, ბავშვები ამდენი ხნით, როგორ დავტოვოო.
მაღაზიაში შევედით, მე და ზუკამ ერთმანეთს გადავხედეთ და მაშინვე მიხვდა რაც მინდოდა, „საგორიალებელი“ ჩვენ ასე ვეძახით, ბავშვობაში ასე დავუძახე და იმის მერე, სულ ასე ვეძახი, წინ მე ჩამსვა, უკნიდან მიაგორებდა რაიმე სექციასთან, მე ვიღებდი ლუდებს და ჩიფსებს ის აწყობდა.
ასე დავგორავდით კონსულტანტები გაკვირვებული, სიცილიანი სახეებით გვიყურებდნენ, დაცვა მოვიდა და გვითხრა
-უკაცრავად, არ შეიძლება უფროსების ჩასმა, ეს ბავშვებისთვისაა განკუთვნილი
გაბრიელს, თეკოს და ქეთოს სიცილი აუტყდათ, მე გაბუტული ბავშვივით ვუყურებდი, ხან ზუკას, ხან დახცვას, ზუკამ უთხრა
-ჩემი შვილია, უბრალოდ ტანი მალე აიყარა.
ამაზე ჩვენ მოსასულიერებლები გავხდით, ისე ვიცინოდი გული ცუდად გამიხდა, კონსულტანტებიც იცინოდნენ, დაცვა რომ მიხვდა ზუკამ იხუმრა ისიც აგვყვა..

სახლში სიცილისგან აცრემლიანებული თვალებით მივედით, კალათბურთი უკვე დაწყებული იყო მაშინვე მივარდნენ ზუკა და გაბრიელი ეკრანს, ზუკას და გაბრიელს შუა ჩავხტი და მატჩის დასრულებამდე მდგომარეობა არ შეგვიცვლია. თამაშში ჩვენმა გუნდმა მოიგო, ერთმანეთს დავეტაკეთ და გიჟებივით ვყვიროდით.
-ხანდახან მგონია რო ბიჭი ხარ, ისე აყვები ხოლმე ამათ-მითხრა ქეთიმ
-შენ ჩუ რაა, განაზდა აქ გოგო-დაეჯღანა ზუკა
-უუფ გაასწორაა-კმაყოფილმა თქვა გაბრიელმა და ლუდი მოსვა
დაღლილები ვიყავით, ყველა აღარ დავიშალეთ, ჩემთან დარჩა სუყველა, ხვალ 1 დეკემბერია ძლიიიიივს ახალი წელიი, ყველაზე ძალიან მიყვარს ეს პერიოდი, რომ ემზადები, ემზადები და ერთი სული რომ გაქვს როდის მოვა
-ტურს არ დაგეგმავთ საახალწლოდ??-ვიკითხე გახარებულმა
-რა აზრი აქვს კითხვას, ხომ იცი იმდენს იბუზღუნებ, მაინც წავალთ და რათ გინდა ხოლმე, ეს აფერისტობები-გაეცინა ზუკას
-ვაიმეე როგორ მიყვარხართ, ჩემი ბიჭებიიი-გახარებული ჩავეხუტე ორივეს
-თუ მიგვიყვან იქამდე ცოცხლები, წაგიყვანთ რავიცი-თქვა უჰაერობით შეწუხებულმა გაბრიელმა
მეორე დღეს შაბათი იყო, ქეთიმ წამომაგდო, გაკვირვებული ვაცეცებდი თვალებს, არ ველოდი ნამდვილად, მეგონა კარგად გამოვიძინებდი, მაგრამ ვინ დაგაცდის თუ ქალი ხარ.
-გოგო, 1 კვირაში ჩემი ძმის დაბადებისდღეა, ჰაა ვქნათ რამე
-გოგო თუ ხარ ნორმალურიი?? რა შენი ძმა დილაა ჯერ-ვთქვი ბურტყუნით
-11საათი თუ დილაა რავიცი-თქვა და ტანსაცმელები დამაყარა-ესენი ჩაიცვი ცივა დღეს, არ გავიგო შენი ხმა, მერე გაცივდები და მომაკვდავს უნდა გიყუროთ-თქვა ვითომ გაბრაზებულმა
-თეკლე სადაა
-აცვია უკვე, სხვათაშორის ბიჭები უკვე ყავას სვავენ და მივდივართ
-ჰო წადით მერე, ვინ გიშლით-ვთქვი
-ოჰ იცის რო საჭიროა და თავს იფასებს, მიდი დროზე თუარ გინდა, ბიჭებს ვთხოვო დახმარება-გამეჯგიმა
-კარგი ვდგებიი, აი ვიცმეევ
ჯინსის მაგივრად რომ სხვა საღამური ჩავიცვი, ეგ არაფერი, არავინ რო არაფერი მითხრა და ასე მივყავდი ამ დეგენერატებს, ეგ იყო მთელი ამბავი, სანამ გარეთ არ გამოვედი და ჩემმა მეზობელმა არ მომიკითხა
-შვილო როგორ ხარ? სტუმრებს აცილებ და უცებ ამოიცვი საღამურებზე ბათინკები? ამდროს ფხუკუნი გავიგე ჩემს უკან და რომ დავიხედე საშინლად შემრცხვა
-დიახ, მზია დეიდა, ჩემი მეგობრები მარტოები მიდიან მაღაზიებში და ვაცილებ-ხმამაღლა ვთქვი რომ გაეგოთ, სახლში შევბრუნდი, მეორე სართულზე ავედი ჩემს ოთახში და ჯინს ვიცმევდი, ტელეფონზე რომ დამირეკა ზუკამ
-მიბრუნდი რო ის ბათინკები გამოგეცვალა არა?? აშკარად ის დათუნიები უფრო მოუხდება მაგ საღამურებს თბილი როა, ყურებიანი ქუდი არ დაგავიწყდეს-უუუჰ როგორ მეშლება ნერვები
-თქვენ წადით სიცილს რომ მორჩებით და რო დაგჭირდებით მერე არ მომიცუცქდეეთ-ყურმილი დავუკიდე.
არადა ვიცოდი, არავინ არ დამტოვებდა, ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი, ტელევიზორი ჩავრთე და ვითომ ვუყურებდი, ზურგს უკან ხმა გავიგე, ბიჭები ახლოს მოვიდნენ და დაიწყეს
-რაღაც დაგვრჩა, ხოარ იცი სადაა?
-რა დაკარგეთ-გაბუტულმა ვთქვი
-ადე აბა ერთ წუთს, იქნებ ზედ აზიხარ-მითხრა გაბრიელმა
-მგრძნობელობა არ დამიკარგავს, რო ვეჯდე ვიგრძნობდი-უკვე ნერვები მეშლებოდა
-ე გოგო ადექი, იქნება რას ვეძებ-ზუკა
-აჰაა, ავდექი მერეე -თვალები ავატრიალე და წამოვდექი უცებ ზუკა დაიხარა
-მოიიც აქ ვნახო, კიი კიი აქაა ვიპოვე-ფეხებში ხელი მტაცა და ზურგზე გადამიკიდა
-გაბო, ამის ქურთუკი წამოიღე და კარები დაკეტე
-მხეცებოო, რას აკეთებთ?? ზუკაა, აუუ კარგი რაა-თან მიღუტუნებდა და მეცინებოდა-ზუკაა, მეთვითონ წამოვალ, აუუ ნუ მიღუტუნებ, ზუკააა...
-თქვენ ქალბატონო სანდო არ ხართ, ამიტომ ჩემი ხელით მიგაბრძანებთ მანქანამდე.

(მაინტერესებს მოგწონთ თუარა <3 )



№1 სტუმარი Guest ელინი

მოკლედ ეს მეორე თავი, მაინტერესებს მოგწონთ თუარა და რატომ ❤

 


№2 სტუმარი Nini

Ai dzalian magaria dzan gtxov ra ar daagviano da gazarde rogorc shegidzlia

 


№3 სტუმარი Guest ელინი

მესამე თავი ხვალ დაიდება ❤ მიხარია რომ მოგწონს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent