შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (თავი 6)


10-01-2017, 11:49
ავტორი Salivan
ნანახია 2 840

ვიღაცის თბილი ხელები მაფხიზლებს. სახეზე დაატარებს და თმებს მაშორებს. ვცდილობ თვალები გავახილო და მშველელი დავინახო, მაგრამ ძალა არ მყოფნის. ამ დროს გოგოს ხმა ჩამესმის.
- არ ვიცი ბატონო თორნიკე. რომ შემოვიდა მაშინ დავინახე. ძლივს მოძრაობდა. დივანზე დავარდა და მას შემდეგ ასეა.
- სასწრაფოდ დაცვასთან გადი და კითხე რამე ხომ არ შეუმჩნევიათ? სანამ შემოვიდოდა რამე ხომ არ შეემთხვა?- თორნიკეს ხმას გონზე მოვყავარ და თვალების გახელასაც ვახერხებ.
- თრონა - გახარებული დამძახის და სახეს ხელით მისკენ მაბრუნებინებს.- რა კარგია ტომ გონს მოხვედით. კარგად ხართ? რამე ხომ არ გჭირდებათ?- თბილად დამყურებს. "როგორი მზრუნველია და რა ახლოს ზის!" იწყებს გამაფრთხილებელი სიგნალების დაგზავნას ტვინი. "ნეტა ეს ტუჩები ბუნებრივია?" უკვე მერამდენედ მიპყრობს მასზე შეხების სურვილი. კარგად ვარს ნიშნად თავს ვუქნევს და გვერდით ვაბრუნებ. "ამდენი ხანი მისთვის თვალებში ყურება არ შეიძლება, შემიყვარდება!" ვაფრთხილრბ თავს და პირით ვიწყებ სუნთქვას. ჰაერი არ მყოფნის, რატომღაც.
- რა შეგემთხვათ?- მეკითხება ინტერესიანი მზერით და ჩემს ამღერებულ ტრლეფონს თვალებით ეძებს. ნელა ვიმართები და ძლივს ვპოულობ ჩანთის ჯიბეს, ვერაფრით ვხსნი და ამ დროს ჩემს თითებს უფრო გრძელი და შავგვრემანი თითები ეფარება. ჩემს ცერა და საჩვენებელ თითს თავისას აფარებს და ნაზად მიჭერს. ნელა ხსნის ელვა შესაკრავს და თან საოცრად ახლოდან ვგრძნობ მის სურნელს. მისი ამონასუნთქი მარჯვენა მხარეს ყურს ცოტა ქვემოთ მეცემა და მეყინება. "რა მოხდება ახლა რომ ავტირდე და ჩავეხუტო? ნეტა თუ მაკოცებს?" მივლის გიჟური აზრი და მის მოსაცილებლად სასწრაფოდ ვაქნევ თავს. ტელეფონს ვიღებ და ვპასუხობ.
- სად ხარ გოგო ამდენ ხანს?- მესმის ლენას გაღიზიანებული ხმა და მართლაც მეწყრბა ცრემლდენა.
- ლენ- საწყლად ვლუღლუღებ ატირებული და ვხედავ როგორ იხრება თორნიკე ჩემსკენ ტელეფონს მართმევს და თვითონ პასუხობს.
- არ ვიცი რა შეემთხვა...მე ვინ ვარ? თორნიკე ვარ რჩეულიშვილი...ა? ლენა შენა ხარ? მიმღებში ვართ და იქ ჩამოდი.- ტელეფონს თიშავს და ისევ გვერდით მიჯდება.
- რატომ ტირი?- მეკითხება გამტყდარი ხმით და ჩემს სახეს ხელებში იქცევს. ცერებით მწმენდს ცრემლს და სახეს ნელა მიახლოვებს. ის-ისაა შუბლზე უნდა შემეხოს რომ ლიფტის ხმა ისმის და ისიც სასწრაფოდ მშორდება.
-თეოოო- მესმის ლენას ძახილი და მეც მისკენ ვბრუნდები. - რა მოგივიდა თეონა? ხომ მშვიდობაა? ბავშვები ხომ კარგად არიან?- გაგიჟებული სახით მიჯდება გვერდით და სახეზე მეფერება.
- ალექსანდრე დამხვდა ამ დილით გაჩერებასთან- ვეჩურჩულები ჩუმად და ვხედავ როგორ ნერვულად ისრესავს სახეს ბატონი თორნიკე.
- რაა?- იცხადებს ლენა და ფეხზე იჭრება- რა ვუთხარი მე მაგას? არ მიეკარო ჩემს გოგოსთქო ხო გარკვევით გამოვიცხადე?- ხელებს იქნევს ჰაერში და ცეცხლს აკვესებს თვალებიდან.
- ლენა- ვქაჩავ კაბაზე და თვალებით თორნიკესკენ მივანიშნებ.
- ერთი წუთით ქალბატონებო. რა ხდება აქ? რამე პრობლემა გაქვთ თრონა? მითხარით იქნებ შევძლო დახმარება- მომთხოვნი ხმით მესაუბრება და ასევწ დამყურებს.- ვინმე გაწუხებთ?- ამატებს გაღიზიანებული და წარბებს კრავს.
- აჰ ბატონო თორნიკე თქვენც თუ აქ იყავით არ ვიცოდი. ვერ დაგინახეთ.- უაზრო ბურტყუნს იწყებს ლენა და მისკენ ბრუნდება. - არაფერი ისეთი არ ხდება რასაც თავად ვერ მოვაგვარებთ. მადლობა ყურადღებისა და დახმარებისთვის. - თავდახრილი ემადლიერება ლენა. ის კი გამომცდელი სახით დამყურებს მე და რაღაცას ელის.
- ნინო წყალი მოუტანე ქალბბატონ თეონას- მკაცრი ხმით ავალრბს მიმღების გოგონას. მერე წარბაწეული შეყურებს ლენას და თავის ქნევით გვტოვებს ორივეს.
- დალიე და აზრზე მოხვალ.- ჭიქას მიწვდის ლენა და მელოდება.- რა უნდოდა?- მეკითხება დილანდელზე და მეც დეტალურად ვუყვები ყველაფერს.
- ჰო ეგ კარგად გითქვამს. აწი მართლა აღარ შეგაწუხებს.ამაში დარწმუნებული ვარ.- სევდიანი სახით დამყურებს და იმ მთავარ კითხვას არ მეკითხება, რომლის გაგონებისაც ახლა ძალიან მეშინია. იმიტომ რომ მასზე პასუხი ჯერ მზად არა მაქვს.
- საპირფარეშოში და მერე ზემოთ, გელიან.- ფეხზე მაგდებს და ენერგიულად მიმაქანებს ლიფტისკენ.
მეათე სართულზე ასულებს იქ სრული სიმშვიდე გვხვდება. ბატონი თორნიკეს კაბინეტთან ლენა ყოვნდება, ნელა აკაკუნებს და ნებართვის მიღების მერე იჭყიტება შიგ.
- ჩვენ ვართ ბატონო თორნიკე. შეიძლება?- მორიდებით საუბრობს და ფეხაკრებით მოძრაობს.
- შემოდით!- მკაცრად პასუხობს ლენა ბოსი და ჩვენს დასჯილი ბავშვებივით თავდახრილები შევდივართ.
- ბატონო თორბიკე წეღანდელი ცუდად არ გამიგოთ. გთხოვთ. ეს თავიდან ბოლომდე ოჯახური თემაა. მე ვერაფერს მოგიყვებით არც მაქვს ამის უფლება. ამიტომ მაპატიეთ გთხოვთ, წეღანდელი ჩემი სიტყვები.
- კარგით ლენა. გასაგებია ყველაფერი. შეგიძლიათ დაგვტოვოთ!- მკაცრად აწყვეტინებს და მეც ისევ მიპყრობს შიშის შეგრძნება. ახლა რომ რამე მკითხოს რა ვქნა მერე?! ეტყობა ჩემს გამომეტყველებაზე ხვდება რას ვფიქრობ. სავარძლიდან სასწრაფოდ დგება და ჩემს წინ ჩერდება.
- არაფერს დაგიშავებთ, არც არაფერს გკითხავთ. ახლა განერვიულებული ხართ და აშკარად არ გაქვთ საუბრის თავი. მხოლოდ საბუთებს მოაწერთ ხელს და თავისუფალი ბრძანდებით.- დამთბარი ხმით მესაუბრება და მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ვხედავ როგორ გადის ოთახიდან ლენა და ისევ ჩემს წინ მდგარ მამაკაცს ვუბრუნდები მზერით.
- ფერი ჯერ კიდევ არ გაქვთ- აღნიშნავს ხმადაბლა და მკლავზე მკიდებს ხელს. სავარძელში მსვამს და თვითონ მაგიდიდან ფურცლებს იღებს.- ესეც ხელშეკრულება.- მუხლებზე მიდებს სამგვერდიან ხელშეკრულებას და მეც მითითებულ გრაფებში ვაწერ ხელს. უკან მართმევს და თავის მაგიდას უბრუნდება. თვითონაც ხელს აწერს და შემდეგ ბეჭედს სვამს. ფურცლებს გვერდით მიასრიალებს და დაჟინებულ მზერას მაპყრობს. აშკარაა ჩემგან წეღანდელის ახსნას ელის მაგრამ ვერაფერს მოვუყვები. ან როგორ ველაპარაკო როდესაც ასე საშინლად მაბნევს მისი მზერა. ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და მექანიკურად ვისველებ ტუჩებს. წამში მესმის მისი ამოოხვრის ხმა და სასწრაფოდ ვდგები.
- მორჩა?- ვეკითხები ხმადაბლა და კარებისკენ ვიხედები.
- არა, ახლა იწყება- მპასუხობს ორაზროვნად და კალმის თამაშს იწყებს თითებით.
- ორშაბათამდე- ვემშვიდობები ჩუმად და კარებისკენ მივიწევ. არ მესმის საპასუხო დამშვიდობება და საშინლად მწყდება გული. "აბა რას ელოდი?" მექაქანება გონება" ლამის ხელში ჩააკვდი და მიზეზიც არ უთხარი, გადაგყვებოდა ზედ. გეთხოვა იქნებ მანქანითაც მიეყვანე" საერთოდ დამცინის ის და მეც მოწყენილი შევდივარ ლიფტში. ლენას მესიჯს ვწერ "წავედითქო" და ფეხით მივუყვები ქალაქის ქუჩებს.



№1 სტუმარი natali7777

ნუ ნუ ნუუუ ჩაიხლართა სიტუაცია,ასე გამოდის ალექსანდრესთვის დიდად არ იკლავდა თავს ,ეს არ მომწონს ,აეჭვიანო ერთია და სხვის კოცნაზე გაგირბოდეს თვალიიი ...ეს უკვე სხვა ლტოლვაა მითუმეტეს ქმარისგან ეგ ქიმია არ მოკლებია,როგორც ნაწერებიდან ჩანს..დავიბენი..თუმცა ველოდები რა მიმართულებით წაიყვან ამ ყველაფერს...კარგი გოგო ხარ გააგრძელე....

 


№2 სტუმარი Guest Kiki

Ra pataraaa :((( male dade raa

 


№3 სტუმარი Ana

თეონას ასეთი გულისთქმები და სურვილები,უცხო მამაკაცთან სიახლოვისას გამოწვეული, ვიმედოვნებ და იმედი მაქვს ,რომ გამოწვეულია წლების განმავლობაში მისი სახლში გამოკეტვით და საზოგადოებაში გამოუსვლელობით. თორემ ის ფაქტი, რომ ჯერ ქმარს წესიერად არ გაშორებია და უკვე სხვა მამაკაცის დანახვისას ელეთმელეთი მოდის, ვფიქრობ ალექსანდრეს ამართლებს,ცოლი ოჯახში შვილებთან რომ გამოკეტა. ქალი ასე იოლად თუ ექცევა, სიმპატიური მამაკაცების მომხიბვლელობის ტყვეობაში, მისთვისვე უმჯობესია რომ იზოლირებული იყოს მათგან.
P.S. სალი ამდენი ლოდინის შემდეგ ასეთი პატარა თავი?! ნწ,ნწ,ნწ

 


№4  offline წევრი თუთა პირველი

ცოტა "ავიჭერი" ისეთი თავი იყო, შემდეგს დაველოდები იმედია თეონა იმედებს არ გამიცრუებს, თორე უკვე ალექსანდრესგან ვეღარ ვარჩევ.

 


№5  offline წევრი Salivan

Ana
თეონას ასეთი გულისთქმები და სურვილები,უცხო მამაკაცთან სიახლოვისას გამოწვეული, ვიმედოვნებ და იმედი მაქვს ,რომ გამოწვეულია წლების განმავლობაში მისი სახლში გამოკეტვით და საზოგადოებაში გამოუსვლელობით. თორემ ის ფაქტი, რომ ჯერ ქმარს წესიერად არ გაშორებია და უკვე სხვა მამაკაცის დანახვისას ელეთმელეთი მოდის, ვფიქრობ ალექსანდრეს ამართლებს,ცოლი ოჯახში შვილებთან რომ გამოკეტა. ქალი ასე იოლად თუ ექცევა, სიმპატიური მამაკაცების მომხიბვლელობის ტყვეობაში, მისთვისვე უმჯობესია რომ იზოლირებული იყოს მათგან.
P.S. სალი ამდენი ლოდინის შემდეგ ასეთი პატარა თავი?! ნწ,ნწ,ნწ

ანააა მაოცებ. შოკში ვააარ. ახალი თავი დავდევი და კომენტარებს გადავხედე. ე.ი. დამამუნჯა შენმა კომენტარმა. ძალიან სწორი ხარ. ყველანაირად!!! მიხარია ტომ ჩემს ისტორიას კითხულობ. მგონი ყველა გაქვს წანაკითხი და რახან ისევ აგრძელებ ე.ი. შენს იმედებს ვამართლებ.

natali7777
ნუ ნუ ნუუუ ჩაიხლართა სიტუაცია,ასე გამოდის ალექსანდრესთვის დიდად არ იკლავდა თავს ,ეს არ მომწონს ,აეჭვიანო ერთია და სხვის კოცნაზე გაგირბოდეს თვალიიი ...ეს უკვე სხვა ლტოლვაა მითუმეტეს ქმარისგან ეგ ქიმია არ მოკლებია,როგორც ნაწერებიდან ჩანს..დავიბენი..თუმცა ველოდები რა მიმართულებით წაიყვან ამ ყველაფერს...კარგი გოგო ხარ გააგრძელე....

მადლობა ნატალი რომ მენდობი. მომწონს რომ ასე უდგები ისტორიას და თან ასე განიცდი. მიხარია რომ ჩანაფიქრს ხვდებით. მადლობა და გელოდები. შემდეგი თავი უკვე დავდე.

Guest Kiki
Ra pataraaa :((( male dade raa

უკვე დავდევი კიკიი

თუთა პირველი
ცოტა "ავიჭერი" ისეთი თავი იყო, შემდეგს დაველოდები იმედია თეონა იმედებს არ გამიცრუებს, თორე უკვე ალექსანდრესგან ვეღარ ვარჩევ.

თუთაააა მიყვარხარ!!! უძლიერესი შედარება იყო!!! უკვე დავდევი ახალი თავი და ეს თავი ასე ვთქვათ განვავრცე. იმედი მაქვს მოგეწონებაა. მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent