შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიახ, მე სუსტი ვარ


5-04-2016, 20:28
ავტორი gogincha
ნანახია 1 964

ეჰ, ღრმად ვიწყებ სუნთქვას, იმდენად ღრმად რომ ფილტვების ტკივილს ვგრძნობ და მაინც არ მყოფნის ჰაერი, რომელიც ჩემს გარშემოა. ვაღიარებ, დიახ მიჭირს მაგრამ ვაღიარებ შემომეჩვია სევდა ამქვეყნიური, აღარ მანებებს თავს, ვცდილობ, დიახ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვიბრძვი, არ ვეპუები. მთელი არსებით ვცდილობ თავის დაღწევას, თუმცა ბოლოს ძალა გამოცლილი ხვდები რომ ყველა გაბრძოლება, ყველა ოცნება თავისუფლების ტყუილია, არა მიწიერია, რადგან ისევ ამ სევდას უბრუნდება ჩემი გონება.
დიახ, ვაღიარებ, ჩემდა სამწუხაროდ ვაღიარებ, რომ მე სუსტი ვარ, ვერ ვერევი თავს და ვიწყებ შეცოდებას, სიბრალულს, იმდონზე რომ გულის რევის შეგრძნება მეწყება, მწვავს, შიგნიდან მწვავს ძალა, რომელსაც ვერ ვერევი ვერც მას და ვერც ჩემს თავს და მიმათრევს უფსკრულში, ვითხოვ შველას , მაგრამ ტყუილია დიახ ტყუილია, სხვისთვის შენი თავისთვის არასდროს არავის სცალია. მიჭირს, მტკივა მსურს რომ მთელი ტანი დავიგლიჯო, მინდა ჩემი ვენებიდან გადმოსული ცივი სისხლის შეგრძნება, რადგან ვიგრძნო რომ ცოცხალი ვარ, ისევ ვარსებობ ამქვეყნად. მხოლოდ ფართოდ გახელილი თვალები და ორგანიზმში საათივით მომუშავე ორგანო, ცივი სისხლით გაჟღენთილი გული მაგრძნობინებს ჩემს ამქვეყნად არსებობას. და რა არის ჩემი ქცევა? ჩემი ფიქრები? მეცინება საკუთარ უუნარობაზე, რადგან ვერ ვპოულობ ან არ ვპოულობ ძალას ბრძოლისთვის. აღარ მინდა მარტოობა, დავიღალე. მჭირდება შველა, დახმარების ხელის გამოწოდება, თუმცა არავინ ჩანს თითქოს ყველამ ზურგი მაქცია.
ვუყურებ, დაკვირვებით და ღრამად ვუმზერ ჩემს თვალებს, რომელსაც ფერი გახუნებია, როგორც შემოდგომის ჟამს დედამიწას. თვალს ვერ ვაცილებ, რადგან შიგნით ვკითხულობ, სისუსტეს, უძლურებას, ზიზღს საკუთარი თავის მიმართ.
დიახ მე სუსტი ვარ........
დიახ მე სუსტი ვარ......
ცივი სისხლის ლაქები.....
ნელ-ნელა ყველაფერი შავდება, უფროდაუფრო ვსუსტდები, თითქოს ყველაფერი იწყებს მოძრაობას, სიცივს შეგრძნება, გაუფერულებული თვალის გუგიდან წამოსული გამჭვირვალე ცრემლი.
დიახ მე სუსტი ვარ.......



№1 სტუმარი Guest salome

''და რა არის ჩემი ქცევა? ჩემი ფიქრები? მეცინება საკუთარ უუნარობაზე, რადგან ვერ ვპოულობ ან არ ვპოულობ ძალას ბრძოლისთვის. აღარ მინდა მარტოობა, დავიღალე. მჭირდება შველა, დახმარების ხელის გამოწოდება, თუმცა არავინ ჩანს თითქოს ყველამ ზურგი მაქცია.
ვუყურებ, დაკვირვებით და ღრამად ვუმზერ ჩემს თვალებს, რომელსაც ფერი გახუნებია, როგორც შემოდგომის ჟამს დედამიწას. თვალს ვერ ვაცილებ, რადგან შიგნით ვკითხულობ, სისუსტეს, უძლურებას, ზიზღს საკუთარი თავის მიმართ.'' თითქოს ჩემზეაო დაწერილი.. :( კარგად მესმის.. :( <3

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№3  offline წევრი gogincha

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes


უღრმესი მადლობა და ბოდიში ასეთი დაგვიანებული პასუხისთვის :)

Guest salome
''და რა არის ჩემი ქცევა? ჩემი ფიქრები? მეცინება საკუთარ უუნარობაზე, რადგან ვერ ვპოულობ ან არ ვპოულობ ძალას ბრძოლისთვის. აღარ მინდა მარტოობა, დავიღალე. მჭირდება შველა, დახმარების ხელის გამოწოდება, თუმცა არავინ ჩანს თითქოს ყველამ ზურგი მაქცია.
ვუყურებ, დაკვირვებით და ღრამად ვუმზერ ჩემს თვალებს, რომელსაც ფერი გახუნებია, როგორც შემოდგომის ჟამს დედამიწას. თვალს ვერ ვაცილებ, რადგან შიგნით ვკითხულობ, სისუსტეს, უძლურებას, ზიზღს საკუთარი თავის მიმართ.'' თითქოს ჩემზეაო დაწერილი.. :( კარგად მესმის.. :( <3





მშვენიერი კომენტარია, მადლობა რომ წაიკითხე :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent