მუდამ აქ(3)(1/2 ნაწილი)
ნელ-ნელა ვბრუნდები საპირისპირო მიმართულებით.მის დანახვაზე არ ვიცი შიში ვიგრძნო თუ შვება.სახე უღიმიდ,ვერ ვხვდები ამით რაზე მიმანიშნებს. -თრევის... -ბრავო,ამას შენგან არ მოველოდი.გაქცევა ფსიქიატრიულიდან ერთი აბის გამოყენებით?აქამდე ეს რომ ვინმეს ეთქვა ჩემთვის დავცინებდი.ახლა კი ჩემს წინ ცოცხალი მაგალითი დგას.მითხარი რა ვერ აგიხსენი გასაგებად?ასე რატომ გარისკე?თავის საფრთხეში ჩაგდება შენი მხრიდან უპასუხისმგებლობაა. -მე შენ არც კი გიცნობ,უცნობებს კი არ ვენდობი.გაცნობის დღიდან მომატყუე,შენ,,ადამიანთა დაცვის საერთაშორისო სააგენტოშიც,,კი არ მუშაობ. -რამ გამყიდა? -როცა დეტექტივი დაგიძახე,ჩემთვის არ შეგისწორებია. -ასე უბრალოდ? -მე წვრილმანებს ვაქცევს ყურადღებასდა ხომ ასე უბრალოდ. -წამომყევი. -არა მე შენ არ გენდობი.მე ჩემი გზით წავალ შენ კი შენით. -ყველაფერი ასე უბრალოდაც არ არის,მე შენ მჭირდები. -რისთვის?მე არაფერი მაქვს რითაც შენ დახმარებას შევძლებ. -ცდები,შენ ყველაფერი გაქვს.ყველაფერს მოგიყვები თუ მომისმენ. -კარგი,გისმენ. -ეს შესაფერისი ადგილი არ არის. -მეც მასე ვფიქრობ ორი შეიარაღებული მამაკაცი მომდევს. მანქანისკენ მივემართებით,კარს მიღებს,მეც ვჯდები.რამდენიმე საათში ქალაქში შევდივართ.განათებების შუქი თვალს მჭრის,უკვე ღამდება,მზე თანდათან ემშვიდობება ქალაქში მცხოვრებ ხალხს,ისინი კი მის არყოფნასაც ვერ გრძნობენ ისეა აგრძელებენ მოძრაობას,საუბარს,მოძრაობას.ფანჯრის მინას თავლს ნელ-ნელა ვადებ,ქუთუთოები ნელა მაგრამ მაინც მიმძიმდება.თვალებს ვხუჭავ და უსასრულო მორევში ცურვას ვიწყებ,მაგრამ მალევე მახსენდება რომ ცურვა არ ვიცი და გამოფხიზლებას ვცდილობ. თრევისი მესახება,რომელიც მობილურზე ვიღაცას გაფაცივებით ესაუბრება,თავს ნელა ვწევ ბალიშიდან.საუბარს მალევე ამთავრებს და ჩემსკენ მოემართება. -ვიმედოვნებ კარგად გამოიძინე.მშფოთვარე ძილი გცოდნია. -შენც გაგეტარებინა ფსიქიატრიულში 3 წელი და ვნახავდი თვალის მოხუჭვას თუ მაინც შეძლებდი. ირონიული ტონით ვუბრუნებ ცოტა არ იყოს უხეშ პასუხს. -შენი წყენინება არ მინდოდა მაპატიე. -აბა,მომიყევი რისთვის გჭირდები? სახეზე მზის სხივი მეხება,სიხარულით ფეხზე ვდგები და მისკენ მივემართები.სახეს ვუშვერ და თვალებს ვხუჭავ.მთლიანად შევიგრძნობ მის სითბოს.გუშინ ამ მომენტზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი,დღეს კი ოცნება რეალობად გადაიქცა.არავის შეუძლია წინასწა განსაზღვროს რა მოხდება მომავალში.რა ახდება და რა არა.ერთ რამეს კი მივხვდი ცხოვრება საოცრებებითაა სავსე.ეს საოცრებები კი შენს სასიკეთოდ უნდა მიმართო.ამ წამს ზუსტად ამას ვცდილობ.თითქოს მე და მზე ერთმანეთს ვესაუბრებით.ერთმანეთს ჩვენ შესახებ ვუამბობთ.ამ ყველაფრის აბსურდულობას ვგრძნობ და თვალებს ნელ-ნელა ვახელ. -სჯობს საუბარი გადავდოთ. საუბარს იწყებს დამაჯერებელი ტონით. -არა არავითარ შემთხვევაში.გისმენ. -ვიცი ყველაფრის გაგება გაგიჭირდება მაგრამ გთხოვ გაგებით მოეკიდო ყველაფერს და საუბარი არ გამაწყვეტინო. -კარგი.როგორც გენებოს. -ყველაფერი რამდენიმე წლის წინ გავიგეთ,ჩემი და ლუსი ძალიან ცუდად ცუდად გახდა.გულის პრობლემები ქონია.სასწრაფოდ უნდა გვენახო დონორი,ვინც გულის გადანერგვაზე დაგვთანხმდებოდა ან მისი ნათესავები.ასეთი ადამიანები ბევრნი არიან,სიკვდილის პირას მყოფნი.მაგრამ ჩვენნაირებიც ბევრნი გამოდგნენ,თან ლუსის იშვიათი სისხლის ჯფუფის სისხლი აქვს.მაშინ შენზე გავიგეთ,ვიცოდიტ რომ ცუდად იყავი,მშობლება გვითხრეს არამგონია ექიმებმა მისი შველა შესძლონო. -ჩემი მშობლები მაგას არ გეტყოდნენ.ცდები. -მოკლედ შენი მონაცემებიც გამოვიკვლიე ზუსტად რომ შესაფერისი ვარიანტი ხარ მისთვის.ექიმებიც დაგვთანხმდნენ.მხოლოდ შენი თანხმობაა საჭირო. -როგორი ეგოისტი ყოფილხარ.შენ გინდა საკუთარი თავის მკვლელობაზე დაგთანხმდე? -ბოლომდე მომისმინე,შენი ოჯახის უზრუნველყოფას გპირდები.ყოველთვიურად ჩავურიცხავ ფულად ანაზღაურებას.რაც გინდა მთხოვე ყველაფერს შეგისრულებ.გთხოვ იფიქრე ამაზე. -გადი აქედან მარტო დარჩენა მინდა. ხმისამოუღებლად მიემართება კარისკენ.სავარძელში ვჯდები და ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის.ვერ ვაზროვნებ თვალთ მიბნელდება.ნუთუ ყველა ჩემს გამოყენებას ცდილობს.უანგაროდ არავის სურს დახმარება.მართალი ვიყავი როცა მასში თავიდანვე შემეპარა ეჭვი. დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ვზივარ სავარძელში კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს ვუცქერ.ვეღარ ვხვდები რა უნდა ვთქვა ან გავაკეთო.თქვად დავთანხმდი.გამოდის ყველა ბედნიერი დარჩება თრევისი მისი ოჯახი მისი და.ასევე ჩემი მშობლებიც.და მე?შეიძლება იქ უფრო ბედნიერი ვიყო,მე ხომ არ ვიცი სიკვდილის მერე რა ემართება სინამდვილეში ადამიანს.რა ვქნა?დავთანხმდე?იქნებ ეს უფრო სწორი საქციელია ვიდრე ჩენი საწყალი უბადრუკი ცხოვრების გაგრძელების მცდელობა.ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავეხმარები ვინემს.ჩემი წყალობით სხვა განაგრძობს ცხოვრებას. დაახლოებით ერთ საათში თრევისი ბრუნდება.სახეზე სინანული აღბეჭდია.მის დანახვისას ემოციები კონტროლიდან გამოდის.ცრემლების სახის კანს უხეშად ეხეება და ნიკაპთან ჩერდებიან.თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. -თანახმა ვარ მხოლოდ ერთი პირობით.მასწავლე ნორმალური ცხოვრება ცოტა ხანი მაგრძნობინე რას ნიშნავს ნორმალურ ადამიანად ცხოვრება.მომეცი1 თვე ამისთვის.შევთანხმდით? -რათქმაუნდა.მაშ,წავიდეთ.ცოტა გულს გადააყოლებ. -სად? -რავი ჯერ სჯობს რამე შევიძინოთ შენთვის. -ხო ეს პირველ რიგში. მისი ღიმილი ჩემთანაც გადმოდის და მაიძულებს სულ ოდნავ მაინც ვიგრძნო ბედნიერება. თავს ვიწესრიგებ და მასთან ერთად მივემართები სავაჭრო ცენტრებში,შემდეგ კლუბში.მას შემდეგ რაც ტანსაცმელს სახლში ვტოვებთ.მეორე დღეს მზის ამოსვლამდე მაღვიძებს.თურმე მზის ამოსვლის ხილვა ადამიანში ბევრ გრძნობებს აღძრავს.ადამიანს ამშვიდებს.ყველაფერზე რასაც მეუბნება ვეთანხმები.საუზმის შემდგომ პარაშუტით ვხტებით..აი ეს კი ყველაზე მაგარი რამ არის მთელ ცხოვრებაში რაც კი გამომიცდია.უბრალოდ გასაგიჟებელია.თავი პირველად ვიგრძენი ასე ბედნიერად.ყველაფერი დამავიწყდა რამდენიმე წამით.თავი ჩვეულებრივ თინეიჯერად წარმოვიდგინე.ეს ყველაფერი უბრალოდ არ დამავიწყდება.ის ჩემში ინახება სამუდამოდ.ისევე როგორც თრევისი და მისი საუბარი გამოხედვა სიცილი. კლუბში მის მეგობრის სანახავდ მივდივართ იქამდე ვცეკვავთ სანამ დაღლილობისგან არ წავიქცევით.ხელებს მხარზე ვაწყობ.ვხვდები რომ საშინლად დავიღალე მაგრამ აღიარებას გავურბივარ.მის თბილ ხელებს ვგრძნობ,ჩემს კანს რბილად რომ ეხება.ტანში ჟრუანტელი მივლის.თვალს თვალში მიყრის.ერთმანეთს ასე დიდხანს ვუცქერთ.თითქოს მისი თვალებიდნა სიცოცხლის ელქ მოედინება,მე კი ვეწაფები.მინდა მთელი ელქ შევსვა სამუდამოდ რომ შემეძლოს ცხოვრება.როცა მას ვუცქერ უბრალოდ ყველაფერი მავიწყდება.ალბათ იმიტომ რომ ის ერთადერთი ადამიანი ვინც ჩემს გაბედნიერებას ახერხებს.მაგრამ ეს ხომ მალე დამთავრდება... შემდგომ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ,მუზეუმების რიგში საათობით ვდგავართ.არ ვიცი ისე მალე გადის მასთან დრო და თან ისე იწელება ერთი წამიც კი. სახლში მისულები სავარძელში ვკალათდებით.წვენს ვსვამ გასაგრილებლად,თრევისი წითელ ღვინოს მიირთმევს. -შენზე მომიყევი. წარბს ოდნავ მაღლა სწევს და ჩემსკენ იხრება -მაინც რა გაინტერესებს. -ყველაფერი. -თავიდან დავიწყებ მაშინ,ჯორჯიაში დავიბადე და ძმა არ მყავს.ერთი წამითაც არ იფიქრო რომ ამის გამო მშობლები მანებივრებდნენ,ისინი ზედმეტად მატერიალისტები არიან და ჩემს სულიერ სამყაროზე არასდროს ფიქრობდნენ.ნუ ფსიქიატრიულში ყველაფერში გავერკვიე იქ ყოფნა მომიხდა კიდეც,კი ასეა. -გემოვნება,ხასიათში ნამდვილად გავერკვიე. -ანუ გაიგე როცა ვბრაზდები ამოფრქვეულ ვულკანს ვემსგავსები. -მეც მასე ვფიქრობ. ნიშნის მოგებით ფეხზე დგება,თითქოს ჩემს გამოწვევას ცდილობს.საპასუხოდ მეც ვდები და იერიშისათვის ვემზადები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.