თვალები (თავი 1)
მახსოვს პატარა რომ ვიყავი ბებია ყოველთვის მიმეოებდა- არცერთი ბოროტი ადამიანი ბოროტი ისე არ ხდება, ყველას საკუთარი ცხოვრება აქვსო... არვიცი ეს წინასწარმეტყველება იყო თუ არა თუმცა რა გამართლება უნდა ჰქონდეს ადამიანს რომელმაც პატარა ბავშვს მშობლები წაართვა და მარტო დატოვა ბედის ანაბარა? არანაირი, და როდესაც ამ ადამიანს ვიპოვი ისევე გამოვასალმებ სიცოცხლეს როგორც მან გაუკეთა ეს ჩემს მშობლებს ოდესღაც. 6 წლის ვიყავი მაშინ, დედა ყოველ ღამე შემოდიოდა და შუბლზე მკოცნიდა ხოლმე, იმ საშინელ ღამესაც ზუსტად ისე გააკეთა.. იქნებ ეს უბრალოდ ჩემი წარმოსახვაა მაგრამ მახსოვს რომ დედა ისეთი ლამაზი არასოდეს ყოფილა როგორც იმ ღამეს, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე მაგრამ მაინც იღიმოდა, მითხრა არ დაგავიწყდეს სულ შენს გვერდით ვარო. შემდეგ საბანი ჩამიკეცა და ნელა გავიდა ოთახიდან. მერე იყო უეცარი გამოღვიძება, მეზობლის კივილი, "ნიკო ქვემოთ არ ჩამოვიდეს", დაკრძალვა, ახალი ოჯახი, დეიდები, მამიდები, ახალი სახლები და ყველასგან ერთიდაიგივე "საცოდავი".. უკვე 20 წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ და მე მაინც ბედურებით ვარ სავსე, უბრედურებით რომელიც არასოდეს არ დამტოვებს... წელს შემოდგომა ცივია, ვხედავ ჩემს ირგვლივ როგორ ჩქარა დადიან ადამიანები რომ მალე გასცილდნენ ამ საშინელ ყინვას და სახლს შეაფარონ თავი. მე კი ნელა მივუყვები ქუჩას რადგან არსად არ მეჩქარება, სახლში არავინ მელოდება ერთი გაბურძგნული ძაღლის გარდა რომელიც ჩემს დანახვაზე კუდს აქიცინებს, თუმცა ზუსტად იცის რომ მასთან თამაშს არ ვაპირებ.... ზუსტად ერთი წამით დავხედე ჩემს ფეხსაცმელებს და ვიღაცას შევეჯახე. -ნეტავ ვიცოდე ამ ხალხს თვალები სად აქვს- ჩავილაპარაკე ჩემთვის და გვერდის ავლა დავაპირე -იგივე შემიძლია ვიკითხო-მიპასუხა წკრიალა ხმამ ,თავი ავწიე და დავინახე ის რაც სამუდამოდ მემახსოვრება, ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ მინახავს ამდენად დიდი მწვანე თვალები, თითქმის მთელ სახეს ფარავდნენ დდა ეს სანახაობბა იმდენად ლამაზი იყო რომ ვერცერთი ადამიანი თვალს ვერ მოწყვეტდა, მითუმეტეს მხაატვარი. -ასე რატომ მიყურებთ?-გაიკვირვა მწვანე თვალებამ -მე...მე უბრალოდ ჩემს ნაცნობს მიგამსგავსეთ, მაპატიეთ.-გოგონას სახეზე ღიმილი გადააეფარა, ერთი წამით მეგონა თვალები ამეტყველდნენთქო.. -არაუშავს, მიპატიებია, მეც ზედმეტი მომივიდა... ისე მე ნია... -სასიამოვნოა-წარმოვთქვი დაბნეულმა და გოგონასთვის გვერდის ავლა დავაპირე -შენი სახელი ვერ გავიგონე-მიპასუხა გაოგნებულმა -იმიტომ რომ არც მითქვამს- წარმოვთქვი და სასწრაფოდ ჩამოვშორდი, აშკარად ვგძნობდი როგორ წვავდნენ ჩემს სხეულს მწვანე დიდი ზომის თვალები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.