თავხედი ქმარი (1 თავი)
-ნერვიულობ?-მკითხა ნინამ და ტუჩებს შორის სიგარეტი მოიქცია. -ძალიან! -ჰო,ბუნებრივია-გამიღიმა-ქორწილის დღეს და მითუმეტეს ღამეს ყველა ნერვიულობს!-თვალი ჩამიკრა და ღრმა ნაპასი დაარტყა. -ნინა!ნუ გაწუხებს სულ ეს გარყვნილი აზრები რა,თან მაშინ ნერვიულობენ როცა უყვართ.მე კიდე არ მიყვარს.წესიერადაც არ ვიცნობ! -კაი რა!სამაგიეროდ "ზესიმპატიურია" და ფულიანი! -მე ისედაც არ მაკლდა ფული და კაი ცხოვრება! -ო,ნუ ხარ ასეთი პრეტენზიული რა.პროსტა რა ბიჭია შეხედე-ჩემი ტელეფონით მისი ფოტო ცხვირწინ ამიფრიალა.არა,მეც ხო ვიცოდი სიმპატიური,რომ იყო?სიმპატიური კი არა როგორც ნინა ამბობს "ზესიმპატიური"!გგონიათ,რომ ვაჭარბებ?საერთოდ არა!მეც თავიდან ერთი მუდო ტიპი მეგონა,რომელიც ბუნების შეცდომა იყო,მაგრამ პირისპირ რომ ვნახე ყველა ჩემი ჰორმონი თავდაყირა დააყენა,სერიოზულად! -ჰო,კაი.ვაღიარებ რომ სიმპატიურია,მაგრამ არ მიყვარს! -ნუ გეშინია,შეიყვარებ. -არამგონია.ხო იცი სიყვარულის არ მჯერა-ტუჩები დავბრიცე და სარკეში ჩემი თეთრი კაბა გავისწორე. -არც მე,მაგრამ ეგ ისეთია დაგაჯერებს.შეიძლება პირველ ღამესვე მოახერხოს-წარბები აათამაშა ნინამ და აკისკისდა. -ღმერთო რა უზრდელი ხარ,ნინა!-თვალები გადავატრიალე და დაქალს შევუბღვირე. -შენ კიდე ჩამორჩენილი,პრეტენზიული,თავში ავარდნილი 24 წლის გოგო,რომელსაც სიყვარულის არ ჯერა და იწუნებს გოგოების გულთამპყრობელ ბიჭს! -აუ ნინა კაი რა! -ისე დალიკო მაინცდამაინც ამ ბიჭზე რატო გათხოვებს? -შენი აზრით?ისიც ისე აზროვნებს,როგორც შენ და უნდა ხვდებოდე-ირონიულად გავუღიმე და დავეჯღანე. -ჰოდა მაგიტომ ვართ ზუსტად ასეთი ბედნიერები-ისევ გადაიკისკისა ნინამ. -ჰო,შენ განსაკუთრებით! -დიახაც.თუ ბიჭებთან სე*ს გულისხმობ სულაც არაა ცუდი.ორივე ვიღებთ ამით სიამოვნებას.მერე საერთოდ ვივიწყებთ ერთმანეთს,ვითომ არც არაფერი ყოფილა-თვალი ჩამიკრა და მობილურს ჩახედა. -აუ რა უზრდელი ხარ! -კაი რა კატო!ნუ იქცევი დედატერეზასავით. -და ეგ რა შუაშია?-თვალები გადავატრიალე მე. -აუ,გოგო დღეს ქორწილი გაქვს და შენ კიდე მე მეჩხუბები უფ!გაჩუმდი და დაელოდე ტარიელს როდის მოგაკითხავს-წარბები აათამაშა ნინამ. -ნეტა საერთოდ არ მოვიდეს-მობეზრებულივით ამოვილაპარაკე. -ვაიმეეე!თუ გინდა მე გავყვები შენ მაგივრად ისეთი ბიჭია,მაგრამ რა ვქნათ რომ შენ დაევასე? -ერთხელ ვყავარ მარტო ნანახი. -მერე რა?მეც ერთხელ ვყავარ ხოლმე ბიჭებს ნანახი და დიდი ხნის ნაცნობებივით ლოგინში ვამთავრებთ ურთიერთობას-თვალი ჩამიკრა და გაიცინა.ღმერთო,რა გიჟია ეს გოგო! უცებ კარზე კაკუნი გაისმა.მე გული ისე ამიჩქარდა,მეგონა ის ვაჟბატონი თუ იქნებოდა,მაგრამ კარი რომ გავაღე დედაჩემი და ჩემი და შემოვიდნენ.მეც გულდამშვიდებულმა ამოვისუნთქე. -ვაიმე რა ლამაზი ხარ კატო-მომეხვია ჩემი და და კარგად შემათვალიერა. -სხვანაირად არც შეიძლებოდა დალი ონიანის და ზურა დვალის შვილი ყოფილიყო!-კმაყოფილი სახით შემომხედა დედაჩემმა და ისიც ჩამეხუტა. -მადლობთ-ორივეს გავუღიმე. -აბა ქალბატონო დალი სად არის სიძე?-სახეგაბადრულმა კითხა ნინამ. -გზაშია,მოვა მალე-ჩემმა დამ უპასუხა და ვიგრძენი როგორ დამეძაბა სხეული.აი,რა მჭირდა ვერ ვხვდები.ერთხელ მყავს ნანახი და ასეთი ემოციები რა საჭიროა?არა,უნდა დამშვიდდე კატო თორე ასე არაფერი გამოვა! ლაპარაკში მალე გაგვეპარა დრო.უკვე პირველი იწყებოდა და ფანჯარასთან ვიდექი,როცა რამდენიმე მანქანა მიყოლებით შემოვიდა ეზოში.რაღაცნაირად მაინც მეშინოდა,მაგრამ ჩემი გიჟი დაქალი როცა გვერდით მყავს ყველაფერი მავიწყდება.ის არის ყველაფრის წამალი ჩემთვის! -აჰ,მოგაკითხეს ნესტან-დარეჯან!გაგვიფრინდები მალე-არარსებული ცრემლები მოიწმინდა ნინამ და ახარხარდა.აი,ხო გეუბნებით გიჟია-მეთქი?საიდან "გააძრო" ახლა ნესტან-დარეჯანი?გაცისკროვნებული თვალებით მოდის ნინა ჩემსკენ,მერე კარგად შემათვალიერა რამე ხომ არ მქონდა ცუდად და გაეღიმა-მოკლედ შოკი მყავხარ რა! -ნუ აჭარბებ ნინა. -არაფერსაც არ აჭარბებს!ასეთი ლამაზი,რომ ხარ იმიტომ მოყავხარ ცოლად "ზესიმპატიურ" ბიჭს-ამაყად აცხადებს ჩემი და.მე მეცინება. -კატო,მოემზადე შვილო.აქ ამოვა ჯერ და მერე ერთად ჩამოხვალთ. -რა?აუ ნინა,მარიამ აქ იყავით რა! -აუფ,მოინდომა!პირველ ღამესაც ხო არ დაგადგეთ თავზე? -აუ,ნინა-თვალები დავუბრიალე დაქალს. -არა დაიკო სირცხვილია,ჩვენ ქვემოთ დაგელოდებით-გამიღიმა მარიამმა და ლოყაზე მაკოცა.მალე გაისმა კარზე კაკუნი და ერთიანად გამეყინა სხეული. -აბა შენ იცი ჭკვიანად,რამე ზედმეტი არ გააკეთოთ ხალხია და ხმაური შეაწუხებთ უბრალოდ-ხითხითებდა ნინა და ჩემი დაც აყვა.მე ორივეს ბალიში გავუქანე და მათ მაგივრად ჩემს მომავალ "ქმარს" მოხვდა.ო,ბოჟე ბედი არ გინდა? ******* დაგიბრუნდით ჩემო ტკბილებო ესეც ახალი ისტორია,როგორც დაგპირდით. მინდოდა რამე განსხვავებული და კომედიური ჟანრის დამეწერა. დიდი მადლობა წინასწარ მათ,ვინც ჩემს "ნაჯღაბნს" კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.