შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (5)


15-11-2016, 16:18
ავტორი სატი
ნანახია 2 392

საუზმობის დროს ნინას დაჩიმ მიწერა.
,,აბა არ მოყვები? ''
,, O.O’’
,,O.O რა სმაილია ეს, ამოშალე დროზე’’
-ნინა? ვინ არის? იქნებ ჩვენც გვითხრა?-ცხვირი აიბზუა ესტერმა.
-ესტერ ეს თქვენი საქმე არაა-უხეშად უპასუხა ნინამ.
-ნინა, ბოიფრენდს წერ აბა?-ხმა დაუმკაცრდა ჯორჯს.
-არა, ჩემი მეგობარია რომელიც აქ ცხოვრობს-მოკლედ მოუჭრა ნინამ და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.
-გაგვაცანი დღეს. მოიყვანე მეჯლისზე თუ წვეულებაზე, როგორც გინდა ისე უწოდე-ისევ ჩაერთო ესტერი საუბარში.
-არა, ცუდი იდეაა.
-რატომ ნინა?შენ გინდა ჩვენი უკეთ გაცნობდა და ჩვენც გვინდა შენი უკეთ გაცნობა-კიდე უფრო უმკაცრდებოდა ხმა ჯორჯს.
-ჯორჯ, დაწყნარდი-წყნარად მიუგო ანამ და ხელი დაადო ჯორჯს მხარზე, მაგრამ როგორც კი ესტერის სახეს მიაწყდა ისევ მოაშორა. ესტერი ადგა და ჯორჯთან მივიდა. აკოცა და მერე უთხრა
-დღეს ბევრი საქმე გვაქვს წვეულებისთვის ჯორჯ, მე ზემოთ გელოდები-გამომწვევად უთხრა ესტერმა და ზევით ავიდა.
-ნინა, მოიყვანე თუ შეილება ის ბიჭი წვეულებაზე-თქვა ჯორჯმა და ზევით ავიდა.
-დამერხა-ამოიოხრა ნინამ.
-ვითომ რატომ?-ჩაეკითხა ანა როგორც დაქალი დაქალს და არა როგორც დედა შვილს.
-დაჩი ჩემი შეყვარებული არაა, ვერ ვიტან. რომ დავპატიჯო ეგონება რომ მიყვარს და რო არ დავპატიჟო ჯორჯი გაბრაზდება. დილემა!-გაბრაზდა ნინა.
-ნინა, მამაშენი არაფერზე არ გაბრაზდება. ესე იგი დაჩი ხო? რა გვარია.
-თაბუკაშვილი-უპასუხა ნინამ. ნინას ესეთმა პასუხმა ცოტა არ იყოს შეაშინა ანა.
-თაბუკაშვილი... ნინა გინდა დაპატიჟე გინდა არა შენი არჩევანია. გინდა სალონში წავიდეთ და ერთად მოვწესრიგდეთ?
-არ ვიცი, დაჩი რო უნდა ვნახო?
-დაჩის, საღამოს ნახავ.
-მე რომ დიდად არ მიყვარს მაკიაჟი?
-მეც ეგრე ვარ. წავედით?
-არა მგონია ფული მეყოს, ბევრი არ გამოუტანებია ჩემ...
-ნინა, მაგაზე არც იფიქრო. სანამ აქ ხარ მე და მამაშენი არაფერს მოგაკლებთ.
-მადლობა, ავალ მოვწესრიგდები და ჩამოვალ-უთხრა ნინამ და ზევით ავიდა. შემდეგ დაჩის დაურეკა.
-დილა მშვიდობის მძინარე მზეთუნახავო, აბა სად შევხვდეთ?
-ეხლა არა.
-ნინა, გულს მტკენ. გუშინ შემპირდი.
-ვიცი, დღეს წვეულება იმართება და...
-ერთი სიტყვაც აღარ თქვა რათქმაუნდა მპატიჟებ. სამწუხაროა რომ მე წვეულებები არ მიყვარს.
-რა?
-ვღადაობ. რათქმაუნდა მოვალ. ნინა ზოგჯერ ჩემი ხუმრობები არასწორად გესმის.
-ძაან სწორადაც მესმის-გაბრაზდა ნინა.
-ნუ მიბრაზდები ჩემო ცხოვრება, რა ჩავიცვა? კოსტუმი? ჰალსტუხი? თუუუ?
-რაც გინდა ის ჩაიცვი დაჩი. უბრალოდ მოდი და მეტია არაფერი.
-მშობლებს რადგან მაცნობ ესე იგი ყველაფერი სერიოზულად გვაქვს?-გაეცინა დაჩის.
-ნახვამდის დაჩი-ნინამ გაუთიშა. პირველად, დილა რაც დაიწყო ნინას ერთხელ არ გახსენებია რატი, მაგრამ სამაგიეროდ რატიმ გაახსენა მისი თავი ნინას. ტელეფონზე ზარი გაისმა, ფეისბუქით ურეკავდა რატი. ნინამ უპასუხა.
-როგორ ხარ ჩემო ცხოვრება? აუ მაგრა მომენატრე.
-მეც, რავი ვარ შენ?-შედარებით მშრალად უპასუხა ნინამ.
-რას შვები? როგორ მოგწონს ახალი ოჯახი?
-რავი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის.
რატი და ნინა უცხოებივით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
-ჯერ 3 დღე გავიდა და უკვე მენატრები. მანდ დილაა ხომ?
-ხო, მისმინე მანდ ალბათ გვიანია და ხვალ ალბათ სკოლა გაქვს მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი, მიყვარხარ.
-მეც-ისევ მშრალად უპასუხა ნინამ და გათიშა. შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა და ჩავიდა ქვევით. დედამისთან ერთად წავიდა სალონში.
-მე ერთი წუთით გავალ-ანა ადგა და გავიდა სალონიდან.
ანას ტელეფონზე ვიღაც ურეკავდა. ნინამ შეხედა და დაინახა რომ დაჩი ეწერა. ნინამ აიღო და დაჩის ხმა გაიგო.
-ჩამოვიყვანე ბოლომდე, როგორც მთხოვე. მე გავდივარ თამაშიდან-თქვა და გათიშა.

ვიცი პატარა თავია მაგრამ დღეს კიდევ დავდებ.
<3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო ახალი პრობლემა შეიქმნა ისევ?
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Tako

Es istoria xo damtavrdeba kargad ?

 


№3  offline მოდერი სატი

Tako
Es istoria xo damtavrdeba kargad ?

რაღაც მხრივ კი heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent