შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Loving A Bad Boy (ნაწილი 5)


10-01-2017, 21:26
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 831

11.
თავის აწევა არცერთს არ უნდა. ხმას არ იღებენ და ისე იქცევიან თითქოს ომ გამოვლილები არიან, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იჩხუბეს და წააგეს. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ აცერთს იმის აღიარება არ უნდათ რომ სასტიკდ ცემეს, დაჭრეს და დასცინეს.
-თქვენ მაინც მოახერხეთ მათი ცემა? -კიხთხულობს აშკარად გაღიზიანებული ეკო, იცის რომ მათ იმ ბიჭების ცემა რომ მოეხერხებინათ მე არ ჩავერეოდი.
-კი. -უტიფრად იტყუება ლუკა და მისი ცემა მინდება. მისკენ ვტრიალდები და ცალ წარბს ვწევ, რითაც ვეკითხები დარწმუნებულია თუ არა თავის პასუხში. -რატომ მიყურებ მასე? არ გჯერა? -თავს ვაქნევ. -რატომ?
-იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყველანი უგონოდ ვერ იქნებოდით. -ვპასუხობ ცივად და ლუკა ჩუმდება. რომ მახსენდება როგორ სასტიკად გაუსწრდნენ სხეულში სისხლი მიჩერდება და ვიყინები. მაგრამ რათქმაუნდა ამას ვერ შევიმჩნევ, ჩემ საიდუმლოს ასე ადვილად ვერ გავთქვამ. ამაზე მხოოდ ოჯახის წევრებმა, ნუკამ, ეკომ და ტასიამ იციან. ადამიანებმა ვისაც ჩემ სიცოცხლეს თვალდახუჭულს ვანდობ.
-ისე ვინ მოგვიყვანა? -თავს წევს თოკო და იღიმის. -თქვენ ვერ იქნებოდით, ამიტომ ვინ იყო?
-ჩვენ რატომ ვერ ვიქნებოდით ვითომ? -კითხულობს გაცოფებული ტასია, რომელიც ძლივს ათრევდა ამათ მძიმე სხეულებს თავისი წვრილი ხელებით.
-იმიტომ რომ სახლში იყავით, თან გოგოები ხართ. -ბექა დგება და ტასიას შუბლზე კოცნის. -თქვენ ამას უბრალოდ ვერ შეძლებდით, არ გეწყინოთ.-ამატებს როცა ჩვენ გაცოფებულ სახეებს ხედავს. ეს უკვე სექსიზმია. რატომ ვერ შეძლებდნენ ვითომ?
-ნებისმიერ შემთხვევაში. -საუბარში ერთვება მიშო და ჩემკენ იყურება. -ვინ მოგვიყვანა?
-არ ვიცი. -ვპასუხობ მკვახედ და გვერდზე ვიყურები, მაგრამ ვიცი რომ ეს პასუხი მათ ვერ დაააკმაყოფილებს. -კაპიშონი ქონდა წამოფარებული.
-დარწმუნებული ვარ დაინახე. -იძახის მოულოდნელად შრეკი და ცდილობს ისე გასწორდეს რომ ბევრი არ იმოძრაოს. -უბრალოდ შეუძლებელია ჩვენ თრევაში კაპიშონი ისე ქონოდა რომ სახე ვერ გაგერჩია.
-უკაცრავად რომ იმ წამს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი გადარჩებოდით თუ არა! -ვყვირივარ გამწარებული და ოთახიდან გამოვბივარ. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის და უკან ტასია და ეკო მიდგებიან.
-უნდა წავიდე. -ვეუბნები ჩუმად და ჩემ პატარა ჩანთას ვიღებ. ვარჯიში მაქვს დღეს.-თავს მიქნევენ, თითქოს ესმიან რასაც ნიშნავს სინამდვილეში ჩემთვის ვარჯიში.
-დღეს მოხვალ ხო? -მეკითხება ტასია სახლიდან გასვლამდე მე კი მხოლოდ თავს ვუქნევ.

***
-უფრო მაგრად! -მიყვირის ლაშა და მუშტს მიქნევს, რომელსაც გაჭირვებით ვიცილებ. მაგრამ პირველს მეორე, მესამე და მეოთხე მოყვება. მისი დარტყმები სწრაფი და ძლიერია. -არ მომწონს! -იძახის გაბრაზებული და ჩერდება. გუშინდელიდან კიდევ მიჭირს მოძრაბა ჩალურჯებების გამო, თან კუნთებიც მტკივა. მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო.
-იჩხუბე? -მეკითება უცებ და თვალებში მიყურებს. ვერასდროს ვერ ვბედავდი მის მოტყუებას, რადგან ვიცი რომ ის სიმართლეს მაინც გაიგებს. ამიტომ თავს ვუქნევ. -რატომ? -ყველაფერს თავიდან ბოლომდე ვუყვბი, ის კი ჩუმად არის და მისმენს. -დაგინახეს?
-არა, კაპიშონი მქონდა წამოფარებული. -ვპასუხობ ხმადაბლა ის კი თავს მიქნევს. -მეეჭვება რომ რამეს მიხვდნენ.
-მეც მაგის იმედი მაქვს. -იძახის ჩაფიქრებული ხმით. -არ მინდა ზედმეტი შეკითხვები დაისვას და რამე რომ იყოს არა საჭირო ადამიანები დაზარალდნენ. -თავს ვუქნევ, ვიცი რომ ის მართალია. ჩემზე რომ გაიგონ, ისინი ყველანი დაზარალდებიან, უარეს შემთხვევაში კი მოკვდებიან.
-გავაგრძელოთ? -ვეკითხები და კიდევ ერთი დარტყმისთვის ვემზადები, მაგრამ ის თავს აქნევს.
-არა, დღეისთვის საკმარია. -იძახის და ტრიალდება. -დანების სროლაში ვივარჯიშოთ. -თავს ვუქნევ, იმის და მიუხედავად რომ ზურგით დგას და უკან მივყვები, იმის იმედად რომ დღესაც არ მომიწევს სამიზნედ ყოფნა.
****
ბნელა. მეზიზღება სიბნელე, ის უამრავ საიდუმლოს მალავს, მე კი არ შემიძლია რომ ყველას ჩავწვდე და გამოვიკვლიო. მაგრამ სიბნელე ასევე ჩემი მოკავშირეა, რომელიც არასდროს არ მიღალატებს.
ტასიას კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ვცდილობ რომ დაღლილობა და ტკივილი არ შევიმჩნიო. თითოეული კუნთი ტკივილისგან ფეთქავს და გაგლეჯვას ლამობს.
-სად იყავი?! -როგორც კი კარები იღება მომთხოვნი ხმით მეკითხება შრეკი. მისკენ ვიყურები და ვიღიმი, ყურადღებას არ ვაქცევ მის გაბრაზებულ ხმას.
-არსად. -ვეუბნები და სახლში შევდივარ, ის კი მაჩერებს. მისკენ ვიყურები და ვცდილობ რომ ჩემი ინსტინქტები ჩავახშო, რომლებიც მეუბნებიან რომ ის მოვკლა.
-სად იყავი? -მიმეორებს კითხვას, მაგრამ ამჯერად უფრო რბილი ხმით. მე ხმას აღარ ვიღებ, ჩუმად ვარ და თვალებში ვუყურებ. -ვნერვიულობდი. -იძახის და მეხუტება, მთელი სხეულით მეკვრის და ცახცახებს. -ძალიან ვინერვიულე ლილე! იცი რომელი საათია? -თავს ნელა ვუქნევ, მაგრამ ის ამას ვერ ხედავს, რადგან ისევ გამწარებული მეხუტება, თითქოს ჩემი დაკარგვის ეშინია. თავზე ნიკაპს მადებს და უფრო მაგრად მიკრავს გულში, შემდეგ კი თავზე წვეთებს ვგრძნობ.
ნუთუ ტირის? ჩემ გამო? რატომ? მე ხომ მისთვის არაფერს არ ვნიშნავ? რატომ ნერვიულობს ჩემზე?
-ასე აღარ გააკეთო კარგი? -იძახის ხმადაბლდა და თვალებში მიყურებს. მისი თვალები სავსეა დარდით და შიშით. იმის შიშით რომ შეიძლება რამე დამმართნოდა. -არ მეტყვი სად იყავი? -მეკითხება ბოხი ხმით, მე კი თავს ვაქნევ. -კარგი. -მეუბნება ჩუმად და შუბლზე მკოცნის. რატომ ნერვიულობდა ასე ძალიან?
-შევიდეთ რა. -ვეუბნები ნელა და ისიც თავს მიქნევს. სახლში შევდივართ და ბიჭების განერვიულებულ სახეებს ვხედავ, მეღიმება. ტასია და ეკო თავს მიქნევენ და ისე იქცევიან ვითომ არაფერი არ მომხდარა. მათთვის არაფერი არ მომხდარა, რადგან მაგათმა ყველაფერი იციან. ბიჭები კი მათ რეაქციაზე ცოფდებიან.
-არც კითხვათ სად იყო? რა გააკეთა და რატომ მოვიდა სახლში ღამის ორ საათზე დაღლილი და ნახევრად მკვდარის გამოხედვით?! -ყვირის გამწარებული ლუკა და ხელების ქნევას იწყებს ჰაერში.
-არა. -იძახის ტასია და ლუკას პირდაპირ თვალებში უყურებს. მისი პასუხი ბიჭებს უფრო აბრაზებთ, და ვერ ვხვდები რატომ. -ეს მისი საქმეა, რამე რომ მომხდარიყო გვეტყოდა. თუ თქმა არ უნდა, ანუ საჭიროც არ არის. -იძახის ტასია და ჩემკენ იყურება. მის გამოხედვაში თანაგრძნობას ვხედავ, ნანახი აქვს ლაშას სასტიკი ვარჯიშები და ჩემი გამოხედვითაც ხვდება რომ გათიშვამდე ცოტა მიკლია.
-მაშინ ჩვენ რატომ გვიჭამდით ტვინს? -ყვირის უცებ გაცოფებული გეგა და თავს უკან ბალიშზე დებს, კიდევ ბევრს თუ იხვანცალებს გული აერევა. -თან სახეზეც ეტყობა რომ ყველაფერი რიგზე არ ქონია.
-გაჩერდით! -ყვირის მოულოდნელად შრეკი და ჩემთან მოდის, ხელს მკიდებს და მიღიმის. -ტასია მართალია, თუ თქმა არ უნდა ვერ დავაძლებთ. -ვუღიმი და მადლიერი თვალებით ვუყურებ.

12.
ლილეს ხელი მიკიდია და ვცდილობ ჩემი სიბრაზე დავმალო. ბიჭებივით მეც გაცოფებული ვარ გოგოების დამოკიდებულებაზე, არ მჯერა რომ ოდნავადაც არ ადარდებთ ლილე სად იყო და რატომ არის ასეთი დაღლილი. მის წაშლილ სახეს ვუყურებ და ვხვდები რომ ოდნავაცდ ა გაითიშება.
-მოხდა რამე? -ვეკითხები და სკამზე ვსვავ ის კი მხოლოდ თავს აქნევს და მიღიმის. რაც რ უნდა მოხდეს, ყოველთვის მიღიმის და არ მაჩვენებს სინამდვილეში თავს როგორ გრძნობს.
ნეტავ ვიცოდე რას ფიქრობს. ყველაფერს მივცემდი მისი ფიქრების გაგებისთვის.
მის წაშლილ სახეს რომ ვხედავ გული ტკივილით მეკუმშება და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან მგონია რომ ჩემი ბრალია ის რაც ჭირს. თავს მხარზე მადებს და თვალებს ხუჭავს.
-მიყვარხარ. -ვეუბნები ჩურჩულით, მაგრამ ვიცი რომ გაიგო. მისკენ ვიხედები და მის ღიმილს ვხედავ, რომელიც ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებს.
-მეც. -მპასუხობს ნაზად და მისი ღიმილი ფართოვდება, მე კი ნაზად შუბლზე ვკოცნი რომ ძილი არ დავუფრხო. ის კი უკვე თანაბრად სუნთქავს და ძინავს.

***
ლილეს ძინავს და გეგას გვერდით ძინავს, გეგა კი დაკვირვებით უყურებს. გოგოები სამზარეულოში არიან დარაღაცაზე ლაპარაკობენ, ბიჭები კი ყველანი ლილეს ვუყურებთ, რომელსაც მშვიდად ძინავს.
-თქვენი აზრით რამეს მალავენ? -კითხულობს მოულოდნელად მიშო და ყველანი მისკენ ვიყურებით, რომელიც დაფიქრებული თვალებით უყურებს ლილეს.
-საიდან მოიტანე ეგ? -კითხულობს გაღიზიანებული ლეო და ისიც ლილესკენ იყურება. -რას უნდა მალავდნენ?
-არ ვიცი. -იძახის მიშო, ისე რომ ლილეს თვალს არ აშორებს. -მარამ ვიცი რომ რაღაცას მალავენ, თან ძალიან მნიშვნელოვანს.
-იქნებ იციან ის კაპიშონიანი ტიპი ვინც იყო. -იძახის უცებ თოკო და ლილესკენ იყურება, მე კიდევ თავს ვაქნევ, რომ ცოდნოდათ იტყოდნენ.
-თუ იციან რატომ მალავენ? -კითხულობს დაეჭვებით ლუკა. -რატომ უნდა მალავდნენ?
-იქნებ პირობა მიცეს ან რაღაც მასეთი. -იძახის გეგა და ჩემკენ იყურება.
-ან შეაშინეს, დაემუქრეს ან რამე მასეთი. -იძახის ბექა და დაფიქრებით უყურებს მძინარე, მშვიდ ლილეს.
-რატომ გგონიათ მასე? -ვკითხულობ მე და ყველანი ჩემკენ იხედებიან. -ჩვენ მაინც გვეტყოდნენ, ეჭვი მაქვს ჩვენი იმედი ექნებოდათ მაინც თუ დაემუქრნენ.
-მეეჭვება. -იძახის ლუკა. -გახსოვთ ლილეს როგორი რეაქცია ქონდა როცა ვთქვი ჩვენც კარგად ვცემეთთქო? თითქოს იცოდა რომ ვიტყუებოდით. -თავს უქნევენ ლუკას ნათქვამს. ის მართალია. -მაგრამ მოდი კითხვა სხვანაირად დავსვათ, საიდან იციან?
-არ ვიცი. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. - იქნებ კაპიშონიანმა უთხრა?
-არ ვიცი. -თავს აქნევს მიშო და დაბლა იყურება. ასეთი დაფიქრებული და სერიოზული ბოლოს როდის ვნახე არ მახსოვს. -იქნებ მართლა დაემუქრა კაპიშონიანი? და იქნებ ლილეც მას შეხვდა?
როცა მიშომ ეს თქვა სისხლმა თავში ამასხა და ავწითლდი. სიბრაზისგან ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდები და ნერვები მეშლება, როცა წარმოვიდგენ ლილე როგორ ხვდება ვირაც სხვას. იქნებ იმ სხვას საერთოდ მოეწონა ლილე და მაგიტომ შეხვდა? და იქნებ გოგოებმა იცოდნენ და მაგიტომაც არ კითხეს არაფერი? იქნებ სახე წაშლილი იმიტომ ქონდა რომ შეეშინდა? მკითხაობდა ნერვებს უარესად მიშლის და ვცდილობ ისევ ამათ ნალაპარაკევს მოვუსმინო. მაგრამ უშედეგოდ, რადგან ერთი სიტყვაც აღარ მესმის თუ რას იძახიან.

****
ისევ ლილეს ხელი მიჭირავს და მზე თვალებში მანათებს.ლილესკენ ვიხედები, რომელიც ჩვენ ჩაჭიდულ ხელებს უყურებს. ახსოვს გუშინდელი დღე?
ხელებს უყურებს და თვალები ცრემლებით ევსება, მაგრამ მათ უკუგდებას ახერხებს, მე კი ყურების გარდა არაფერი არ შემიძლია. არ შემიძლია ვკითხო რატომ ტირის, რადგან ვიცი რომ არ მიპასუხობს, მაგრამ გაბრაზდება, გაღიზიანდება და ნერვები მოეშლება. ამიტომ სევ ვარჩევ არაფერი არ შევიმჩნიო და ისე მოვიქცე თითქოს ეს არ მომხდარა, თითქოს ტირილის დაწყება არ უნდოდა.
-რომელი საათია? -კითხულობს ჩახლეჩილი ხმით და თვალებში მიყურებს. მე კი ვუღიმი.
-დილის თერთმეტი საათია. -როცა ამას ვეუბნები თვალები უდიდება და ფეხზე ხტება. -მოხდა რამე? -ვეკითხები დაეჭვებით და თვალებში ვუყურებ, რომელიც ცდილობს თვალებში არ შემომხედოს.
-მაგვიანდება! -ყვირის გამწარებული და ტანსაცმელი საპირფარეშოში შეაქვს, მე კი ტასიასკენ ვიხედები, რომელიც არაფერს არ იმჩნევს. რა ხდება აქ საერთოდ?
10 წუთის შემდეგ, ჩაცმული ლილე შემოდის სამზარეულოში და იღიმის. გრძელი წითური თმა, მაღლა ცხენის კუდად აქვს შეკრული. ლურჯი ჯინსები და თეთრი უბრალოდ მაიკა აცვია, თეთრ კეტებთან ერთად.
-წავედი და შეიძლება დამაგვიანდეს! -ყვირის და კარისკენ მირბის, მაგრამ გასასვლელში ვეწევი და ვაჩერებ, მის მომწვანო თვალებში ვიყურები და ვცდილობ გავარკვიო რას მალავს.
-სად მიდიხარ? -ვეკითები და ვცდილობ გაღიზიანება არ დავიტყო. ის კი მიყურებს და მხოლოდ იღიმის, რაც ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს.-სად მიდიხარ ლილე? -ვეკითხები და ვცდილობ უკან ჩუმად გაყოლა მაინც შევძლო, მაგრამ ვიცი რომ არ შემიძლია, რადგან ის გაკერილი ჭრილობა ამის საშუალებას არ მომცემს.
-ვიღაცა უნდა ვნახო. - მეუბნება და მიცინის უტიფრად. -ნუ ნერვიულობ, არაფერი არ მომივა.-მეუბნება და ლოყაზე ნაზად მკოცნის. -უნდა გჯეროდეს იმის რომ ჩემი თავის დაცვა შემიძლია. -იძახის და იღიმის, მე კი თავს ვუქნევ, მისი კოცნისგან თავბრუდახვეული.
-ფრთხილად იყავი! -ვეძახი და ისიც თავს მიქნევს.
-ჩემზე ნუ ნერვიულობ. -მეუბნება და გარეთ გადის, მე კი კარებს ვკეტავ და ვიღიმი.
-სად მიდის? -კითხულობს ჩემ უკნიდან მიშო და მაკვირდება, მე კი მხოლოდ ვიღიმი.
-არ ვიცი. -ვპასუხობ და მხრებს ვიჩეჩ. -მაგრამ ვიცი რომ არაფერი არ მოუვა. მართალი იყო, მისი უნდა გვჯეროდეს. -ვეუბნები და გვერდს ვუვლი.
მინდა რომ მისი მჯეროდეს, მჯეროდეს იმის რომ არაფერი არ მოუვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმის რომ მის მარტო გაშვებას ან საერთოდ გაშვებას არ ვინანებ. მაგრამ რაღაც მეუბნება რომ მისი დაკავება რომც მეცადა არ გამომივიდოდა, ის მაინც წავიდოდა და ვინ იცის შეიძლება აღარც მოსულიყო უკან.
ტასიასკენ და ეკოსკენ ვიყურები, რომლებიც უდარდელად არიან. ვიცი რომ თავის მეგობარზე ძალიან ნერვიულობენ ხოლმე და თუ ისინი ასე მშვიდად არიან, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ არაფერი არ მოუვა. რომ ყველაფერი კარგად იქნება და ტყუილად ვნერვიულობ.



13.
ქუჩებს ჩუმად მივუყვები და ვცდილობ ზედმეტი ყურადღება არ მივიქციო. ცენტრის პირადპირ ვჩერდები, ღრმად ვისუნთქავ და შიგნით შევდივარ. კიბეებს ვახტები და ვცდილობ რომ ერთი წუთითაც არ დავაგვიანო. როგორც კი ოთახში შევდივარ იმ წამსვე ვხედავ მომლოდინე ლაშას, რომელიც ოდნავადაც არ არის კმაყოფილი იმით რომ დავაგვიანე. მართალია ზუსტად 15 წამით, მაგრამ ეს მისთვის მაინც დაგვიანებაა.
-რითი ვიწყებთ? -ვეკითხები და ჩანთას ვიღებ რომ გამოვიცვალო და გამოსაცვლელისკენ მივდივარ.
-სამიზნეში სროლით ვფიქრობ. -იძახის დაფიქრებული ლაშა. -იარაღი შეგიძლია შენი აირჩიო.
ჩაცმული გარეთ გამოვდივარ და ლაშას პირდაპირ ვდგები. თავს მიქნევს და ჩხუბს ვიწყებთ. ლაშა სხვადასხვა სახის ბრძოლებს მასწავლის, რაც შემდეგში მუდამ კუნთების ტკივილით მთავრდება.
მის კიდევ ერთ შეტევას ვირიდებ და მუშტს ვუქნევ დასარტყამადრომელსაც ადვილად ბლოკავს, მაგრამ მე არ ვჩერდები და ბოლოს ვახერხებ მუშტის მუცელი დარტყმას, ის კი ტკივილისგან იკეცება.
-კარგი იყო. -მეუბნება და მიღიმის, მაგრამ ტკივილისგან ისევ იჯღანება.
-აირჩიე იარაღი? -მეკითება მას მერე რაც სულს ითქვავს და ტკივილი უვლის.
-კი, ვფიქრობ G5 კარაბინით ვივარჯიშებ. -ლაშა თავს მიქნევს და იარაღების საცავიდან ჩემ მიერ არჩეულ შაშხანას იღებს. -ისე, ლაშა. -ჩემკენ იხედება და წარბებს სწევს. -როდის მეღირსება UMP 45-ით ვარჯიში? -ვეკითხები და ვიღრიჭები. UMP45-ს ძირითადად ელიტარული ძალები იყენებენ და მე მაგ იარაღს არც კი მაკარებენ.
-გაჩუმდი თორემ ისევ P-9ს მოგცემ. -მეუბნება გაღიზიანებული და იღრინება. ლაშას ეზიზღება როცა რამე იარაღის მოცემას ვთხოვ. მის ნათქვამზე ვფითრდები და თავს ვაქნევ. P-9-ით დავიწყეთ იარაღებით ვარჯიშიდა დავიფიცე რომ მასეთ იდიოტურ თოფს ხელს არასოდეს არ მოვკიდებდი.შანსი არ არის რომ ისევ მაგით დავიწყო ვარჯიში.
სასროლ პოზიციაში ვდგები და G5-ის სასროლად ვემზადები. სამიზნეს გულში ვუმიზნედ და მიზანს არ ვაცილებ.

***
ისევ სიბნელე. ლაშამ წამოსვლის წინ შემპირდა რომ მალე მექნება შესაძლებლობა ჩემი თავი წარმოვაჩინო.
------მოგონება------
-ლილე. -ლაშა მეძახის, მანამდე სანამ კარში გავიდოდე, ვტრიალდები თუ არა იმ წამსვე დანას ვიჭერ ხელში რომ თვალი არ გამომთხაროს. ლაშასკენ გაცოფებული ვიყურები და თვალებით ვეკითხები ჯიბის დანა რა ჯანდაბის გამო მესროლა.
-რა იყო? -ვპასუხობ აშკარად გაღიზიანებული ხმით.
-არასდროს არ მოდუნდე. -მეუბნება უკმაყოფილო სახით და ჩემ ნასროლ დანას იჭერს. -მალე მოგიწევს წასვლა, და არ მინდა რომ შენი უყურადღებობის გამო მოკვდე. -ჩუმად მეუბნება და მეც თავს ვუქნევ.
_____მოგონების დასასრული_________

ტასიას სახლის წინ ვჩერდები და ღრმად ვისუნთქავ და კარებზე ვაკაკუნებ. საათს ვუყურებ საღამოს ათ საათია. ეს კიდევ ჯობია ღამის ორ საათს. იმედია ისევ ისეთი გაცოფებულები აღარ იქნებიან. არ მინდა მათთან იმაზე ლაპარაკი თ რას ვაკეთებ ხოლმე. არ მინდა რომ მოვატყუო, მაგრამ ვიცი რომ სიმართლეს ვერ ვეტყვი.
-მოხვედი? -კარებს ტასია მიღებს და მიღიმის. -ბიჭები აქ არ არიან. ყველანი წავიდნენ. ამას რომ მეუბნება თვალები მიდიდება. სად წავიდნენ? ან გეგა სად წაათრიეს?! არ შეიძლება მისთვის სიარული!
-სად წავიდნენ? -ვეკითხები და შეშინებული სახით ვუყურებ, შიშით მოველი მის პასუხს და ვლოცულობ რომ რამე ისეთი არ მითხრას.
-არ ვიცი, ვიღაცამ დაურეკა დამიანეს. -თვალები მიფართოვდება ნერვიულობისგან, მაგრამ ვცდილობ რომ არაფერი არ შევიმჩნიო. -მითხრეს რომ არ გვენერვიულა და წავიდნენ. -იძახის გაცოფებული ტასია, რომელსაც ბრაზი უფრო და უფრო ერევა.
-თქვენი აზრით ისევ საჩხუბრად წავიდნენ? -იძახის ეკო და მოწყვეტით ეშვება სკამზე. -მაგრამ ორჯერ უფრო მწარედ გალახავენ, მაგ საწ....ბს. -ეკო თავს დაბლა ხრის და სიბრაზის დამალვას ცდილობს.
-სად შეიძლება იყვნენ?-ოთახიდან მოულოდნელად ნუი გამოდის და ხმამაღლა კითხულობს. მის დანახვაზე თვალები უფრო მიდიდება და ვეხუტები.
-აქ რას აკეთებ? -ვეკითები და ვიღიმი.
-რავი, ისინი რომ მიდიოდნენ მაშინ მოვედი. -მეუბნება და მხრებს იჩეჩს. -მაგრამ სახეებიდან ეტყობოდათ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მაგრამ მგონი ჯობია არ ინერვიულოთ.
თავს ვუქნევ, მეც მასე ვფიქრობ.
-მაგრამ კიდევ რომ ცემონ? -კითხულობს გაბრაზებული ხმით ტასია და ჩემკენ იყურება. -ლილე გააკეთე რამე!
-ნათელმხილველი არ ვარ. -ვეუბნები ხმადაბლა და თავს ვაქნევ. -რა გინდა რომ გავაკეთო?
-არ ვიცი. -იძახის ტასია და ისიც სამზე მოწყვეტით ეშვება. -უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ. უკვე ორი საათია რაც წავიდნენ, ბექას არც კი დაურეკავს ჯერ!
-დაწყნარდი. -ვეუბნები და ვუღიმი. -ბექა უკვე დიდი ბიჭია და თავის თავს თვითონაც მიხედავს. -თავს მიქნევს, მაგრამ ვიცი რომ არ ჯერა. მაგას კი არა ჩემი ნათქვამის მეც კი არ მჯერა.



----------------
გამარჯობათ ^^ ძალიან ბევრმა იკითხა თუ ვინ იყო ლილე და როგორ მოუგო ოც კაცს :დ კი გეტყოდით მაგრამ ეგ რომ გავაკეთო მაშინ ჩემი ეპიკური დასასრული აღარ იქნება ეპიკური :დ თან ასე უფრო მეტი ინტრიგა იქნება :დ
ენივეის, იმედია მოგეწონებათ ^_^



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu dzaan magari iyo shemiyvarda es motxrobaa. Mai. Teresebs ra moxdeba. Ar momewona gogoebtan rom icrues bichebma magram ... ox ea bochebi raa:d:dd
Velodebi shemdegs magari xar!!!

 


№2  offline წევრი Mari-Mariami.16

Mgoni sitvacia ufro idzabeba rac namdvilad zalian momwons... Vgijdebi am motxrobaze
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№3  offline აქტიური მკითხველი neneusi

კარგია, იცი რატომღაც მგონია , რომ ლილე ემზადება ბრძოლისათვის, ან ომში მიდის ან ვიღაც სერიოზულთან აპირებს ბრძოლას...არვიცი, მაგრამ წინასწარ მისკდება გული...

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Mm lili saintereso pirovnebaa netav ras malavs? Ravici dzalian momwons sheni istoriebi da moutmelad velodebi shemdeg tavs
--------------------
M.D

 


№5 სტუმარი kusa123

dzaan kai iyo aravina ar mokla ra

 


№6  offline წევრი Nini❤nina

Dzaan Kaia DA I media ROM yvelani kargad shexvdebian likes dafarul saqmianobas

 


№7 სტუმარი mari

აუუუ რა კაი იკო ყოჩაღ ძალიან მომწონს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent