შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი1,2)


11-01-2017, 20:13
ავტორი Ms.Lee
ნანახია 1 706

როგორც იქნა 35 საათიანი ფრენის შემდეგ მანჰეტენში ვარ. ალბათ იკითხავთ რას ვგრძნობ ახლა-სიხარულს ? გამარჯვებას? ვტკბები წარმატებით? - ჯერ არა.
თბილისი-სტამბული- ჩიკაგო-მანჰეტენი ,საკმაოდ დამღლელი ფრენა მქონდა ,ერთი სული მაქვს როდის დავწვები და წესიერად გამოვიძინებ. სანამ ბარგს ველოდები მოკლედ გაგაცნობთ ჩემს თავს.
მე ვარ ლილე არაბული ,22 წლის . დავიბადე თბილისში . ბაკალავრიატის 4 წარმატებული წლის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება . დიდი ძალისხმევის მეშვეობით შევძელი ფორდჰემის უნივერსიტეტის გრანტის მოპოვება და სწავლის გაგრძელება. საბედნიეროდ ოჯახი მაქსიმალურად მიწყობდა ხელს ყველაფერში ,როგორც მატერიალურად, ისე სულიერად . მამაჩემი დავით არაბული ცნობილი ბიზნესმენია. 15 წლიდან დაიწყო საკუთარი ბიზნესი. ბაბუაჩემს კახეთის საუკეთესო ფერდობებზე ვენახები ჰქონდა გაშენებული, რომლებსაც წლების მანძილზე სათუთად უვლიდა .მამაჩემიც დაინტერესდა ამ სფეროთი, შეისწავლა ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგიები და გადაწყვიტა რამდენიმეს გაერთიანებით ახალი, საკუთარი ტექნოლოგიის შემუშავება . მისმა მცდელობამ გაამართლა და დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ღვინის მწარმოებელია. მეც მამის კვალზე წავედი. ბიზნესს ვსწავლობ და ვაპირებ ღვინის ხაზის გაფართოებას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას , სერიოზული ურთიერთობები ჯერ არ მქონია...
ესეც ასე, მოვიდა ჩემი ბარგიც . გამოვდივარ აეროპორტიდან , ერთ -ერთ ტაქსში ვჯდები,უნივერსიტეტის მისამართს ვეუბნები და ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ .
ტაქსის მძღოლის ხმა მაღვიძებს ,რომელიც მეუბნება რომ უკვე ადგილზე ვართ. მანქანის ფანჯრიდან ვიყურები და ულამაზეს ,ძველებურ შენობას ვხედავ . მახსენდება რაც აქამდე მაქვს უნივერსიტეტზე წაკითხული .ის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ამერიკაში ,1841 წელს დაარსებული ,რომელიც ისეთ ცნობილ ადამიანებს აქვთ დამთავრებული როგორებიცაა: ვინ სქალი, ალან ალდა, ჯერალდინა ფერარო, ლორენცო მენდოსა, ტეილორ შილინგი და ა.შ.
ფიქრებიდან ტაქსის მძღოლს გამოვყავარ, რომელიც თანხის გადახდას და მანქანის დატოვებას მთხოვს. ბოდიშის მოხდის შემდეგ ვასრულებ მის სურვილს.
ჩემოდნებით მივდივარ უნივერსიტეტის შესასვლელთან და ვკითხულობ დეკანის კაბინეტს. სანამ კარს შევაღებდი ოთახიდან მაღალი,ღია ყავისფერთმიანი, მწვანეთვალება საკმაოდ სიმპატური ბიჭი გამოვიდა ,ეტყობოდა რომ ცუდ ხასიათზე იყო , გამოსვლისას ჩემს ჩემოდანს ფეხი წამოკრა ,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გზა გააგრძელა ...
კარი ღია დარჩა, თუმცა მაინც დავაკაკუნე.
-მობრძანდით ! დამიძახა ბრიტანი კოლინსმა- ჩემმა დეკანმა
ჩემოდნები შესასვლელთან ახლოს დავაწყე. ცოტა უცნაურ მდგომარეობაში ვიყავი , თუმცა მისის კოლინსს არ გაჰკვირვებია და ღიმილით აღნიშნა რომ იმ დღეს უკვე მეორე სტუდენტი ვიყავი მის კაბინეტში ბარგით. მთავარი რაც მაინტერესებდა ეს იყო საცხოვრებელი და ლექციების ცხრილი. მისის კოლინსმა ცხრილი ამომიბეჭდა და საერთო საცხოვრებლისკენ გამიძღვა . უნივერსიტეტი ძველ ტრადიციებს ინარჩუნებდა,ამიტომ გოგონები და ბიჭები დღემდე სხვადასხვა შენობაში ცხოვრობდნენ. სანამ საერთო საცხოვრებლამდე მივედით დამათვალიერებინა ბიბლიოთეკა ,რომელიც მივხვდი რომ ჩემი განუყრელი მეგობარი გახდებოდა.
ჩემი ოთახი მორე სართულზე იყო (შენობა 4 სართულიანია). ოთახი 2 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ოთახის მეზობელს დავასწარი ჩამოსვლა . მის კოლინსს დავემშვიდობე და ბარგის ამოლაგება დავიწყე. როდესაც ყველაფერს მოვრჩი საწოლზე წამოვწექი და ცხრილს გადავხედე. ჰუმანიტარული ფაკულტეტების ბავშვებს უკვე დაწყებული ჰქონდათ სწავლა ,მე კი ერთ კვირაში მეწყებოდა. ეს იმას ნიშნავდა რომ 7 დღე მქონა უნივერსიტეტის და მანჰეტენის გასაცნობად. ოთახიდან გამოვედი და ბიბლიოთეკისკენ წავედი, უფრო კარგად მინდოდა დათვალიერება .თაროები საუკუნეების მიხედვით იყო დალაგებული.18 საუკუნის წიგნების თაროების წინ ძველებური ხის მაგიდების რიგი იყო . 20 საუკუნის მწერლების წიგნების თაროების პირდაპირ რბილი პუფები ეყარა , მოპირდაპირე მხარეს კი კომპიუტერები იდგა. ის-ის იყო გამოსვლას ვაპირებდი , რომ წითურმა გოგონამ გამაჩერა:
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ რამდენიმე კითხვა რომ დაგისვა?
- არა- ვუპასუხე და რატომღაც გამიხარდა , პირველი სტუდენტი იყო ,ვისაც ველაპარაკებოდი.
- პირველ რიგში გაგეცნობი. მე მონიკა ვარ , ფსიქოლოგიას ვსწავლობ და კვლევას ვატარებ . შენ ალბათ ახალი ხარ, არ მეცნობი.
- კი, დღეს ჩამოვედი.
- სახელი?
- ლილე, ლილე არაბული.
- რა უცნაური სახელია. საიდან ჩამოხვედი ლილე? -ხომ სწორად გამოვთქვი?-იკითხა და გაიცინა . საყვარელი გოგო ჩანდა.
- საქართველოდან.
- აა, არაფერი მსმენია საქართველოზე, თუმცა ამაზე მერე ვილაპარაკოთ,მანამდე ჩემს კითხვებს უპასუხე. მზად ხარ?
- კი.
- მაშ ასე, შეეცადე მოკლე პასუხები გამცე. როგორ ფიქრობ, რა უფროუარესია: არაფერი სცადო, თუ წარუმატებლობა განიცადო?
- არაფერი სცადო.
- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ გჯერა იმის, რასაც აკეთებ?
- მჯერა იმის,რასაც ვაკეთებ.
- რა უფრო მოგწონს: რამის სწორად კეთება, თუ სწორი რამის კეთება.
- ცალსახად პასუხის გაცემა რთულია,მაგრამ ალბათ უფრო სწორი რამის კეთება.
- ალბათ შენს ცხოვრებაშიც არსებობს რაღაც ისეთი, რის გაკეთებაც გინდოდა და ვერ გაბედე. რა გაჩერებს?
- სოციუმი.
- თუკი შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათ დაშვების?
- არ გვეშინია, უბრალოდ მისგან გამოწვეულ დროებით ტკივილს გავურბივართ .
- გაქვს არჩევანი: გქონდეს ცოტა საქმე, რომლის კეთებაც გევალება, თუ გქონდეს ბევრი საქმე, რომლის კეთებაც გინდა?
- ბევრი საქმე, რომლის კეთებაც მინდა.
- მორჩა grinning ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. საღამოს თუ ჯერ არაფერი დაგიგეგმავს კლუბში წამოდი ,მე და ჩემი მეგობრები მივდივართ ,ბავშვებსაც გაიცნობ.
- კარგი აზრია . ( დიდად კლუბების მოყვარული არ ვარ, თუმცა ბავშვების გასაცნობად უკეთესი შანსი ალბათ არ მომეცემოდა)
- შენი ოთახის ნომერი მითხარი .
- 207.
- კარგი, საღამომდე.
- დროებით.
დავემშვიდობე მონიკას და წავედი მანჰეტენის დასათვალიერებლად. უნივერსიტეტის შენობის დატოვებისას იმ ბიჭს მოვკარი თვალი დილით დეკანის კაბინეტიდან რომ გამოვიდა. სპორტულად ეცვა. ახლა უფრო სიმპატიურად მომეჩვენა . მანქანაში დაბალ ,შავ, სპორტულ მანქანაში ჯდებოდა (მანქანის მოდელებში დიდად ვერ ვერკვევი) , მომეჩვენა თითქოს ჩაჯდომისას თვალი მომკრა და რამდენიმე წამით დაჩერდა ,მერე კარი სწრაფად დახურა და მოწყდა ადგილს. გასეირნება ფეხით გადავწყვიტე.
ფორდჰემის უნივერსიტეტი თაიმს სქვეარიდან 3 კილომეტრში მდებარეობდა , ამიტომ პირველი გაჩერება სწორედ Times Square იყო. მანამდე მეშვიდე ავენიუს გავლა მიწევდა ,სადაც თითქმის ყველა ქვეყნის რესტორანია ჩაყოლებაზე. ძალიან მიყვარს ჩინური სამზარეულო ,ამიტომ მეშვიდე ავენიუს დასაწყისში არსებულ ჩინურ რესტორანში შევიარე და რამდენიმე უცხო კერძი დავაგემოვნე( ყველაზე მეტად Chǎo fàn მომეწონა).
როგორც იქნა მივაღწიე თაიმს სქვეარამდე . ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართალი ყოფილა რომ ამბობენ ნიუ-იორკში სიცოცხლე ჩქეფსო. უამრავი ადამიანი ირეოდა, თითქოს ყველას სადღაც ეჩქარებოდა, დიდი სარეკლამო ბანერები,მაღაზიები, სასტუმროები ...
გადავწყვიტე თბილისში დამერეკა ჩემს ერთადერთ დაქალთან და ვიდეო-chat-ით მელაპარაკა და გამეზიარებინა ემოციები. საბედნიეროდ ლიკუნა ონლაინში იყო
2 ზარის მერე აიღო:
- დაოო როგორ ხარ? ( ლიკუნას დანახვაზე მივხვდი რომ უკვე მენატრებოდა)
- კარგად ლილეო შენ როგორ ხარ?? დღეს დილით შენმა ზარმა რომ არ გამაღვიძა ვიგრძენი რომ რაღაც დამაკლდა დაო (ასე მივმართავდით ერთმანეთს ,ორივე დედისერთები ვართ . თითქმის ერთად გავიზარდეთ ,ბაღიდან დაწყებული მანჰეტენში წამოსვლის დღემდე მთელს დროს ერთად ვატარებდით და ღვიძლი და რომ მყოლოდა,ალბათ ლიკუნაზე მეტად არ მეყვარებოდა და პირიქით)
- აუუ ნეტა იცოდე როგორ მინდა აქ რომ მყავდე . ნახე რა ხდება აქ (მობილურით გარემო ვანახე) , შენი ქალაქია დაო ,სულ რომ წუწუნებ თბილისში არაფერი ხდებაო , აქ ცხოვრება დუღს რასაც ქვია.
- საშობაო არდადეგებზე ჩამოვალ ,მანამდე კარგად დაძებნე გასართობი ადგილები ,ხო იცი არ უნდა გამიცრუვდეს იმედები ჩამოსვლისას - სიცილით მეუბნებოდა.
- არ გაგიცრუვდება, აი ნახავ. წავედი ეხლა, გკოცნი . ხვალ დაგირეკავ კიდევ.
- მიდი დაო. - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და გავიდა ონლაინიდან.
საკმაოდ გამიტაცა მაღაზიების თვალიერებამ, ყველაზე მეტად დისნეის უზარმაზარი მაღაზია მომეწონა, დავდიოდი სექციებს შორის და პატარა ბავშვივით მიხაროდა საყვარელი მულტფილმის პერსინაჟების სათამაშოების დანახვა. საათს რომ დავხედე 7 იყო დაწყებული. უნივერსიტეტში დაბრუნება გადავწყვიტე, საღამოსთვის მომზადება უნდა მომესწრო...

ველოდები თქვენს კომენტარებს. იმედია მოგწონთ <3 heart_eyes



№1  offline წევრი სალი-სალი

მე ძალიან ძალიან მომეწონა გთხოვ გააგრძელე ❤️❤️ ძალიან კარგად წერ ❤️

 


№2  offline წევრი Ms.Lee

სალი-სალი
მე ძალიან ძალიან მომეწონა გთხოვ გააგრძელე ❤️❤️ ძალიან კარგად წერ ❤️

დიდი მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი lela

Me momwons, mshvenieria. Shemdegs velodebi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent