შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 8 და 9)


11-01-2017, 21:15
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 721

არ ვიცი რა გავაკეთო, ვისთან წავიდე, ვის დაველაპარაკო. ვიცი მარიამი ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყოველთვის ყველაფერზე ვლაპარაკობთ მაგრამ... ვგრძნობ რომ არაფერში არ დამხმარებია მასთან საუბარი. ერთადერთი რაც ნამდვილად ვიცი ისაა რომ არაფერი შემიძლია და თვითონაც არ ვარ გარკვეული რა მინდა ამ ცხოვრებისგან.
-ქეთუშაც აქ ყოფილა... -ბედნიერი სახით შემოვიდა ლაშა. მის გვერდით კი ღიმილშეპარული სახით იდგა დემეტრე. როგორ შეუძლია ამ ბიჭს ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში იღიმოდეს. ეს მისი თავისებურებაა...
-ცნობისთვის ქეთი მქვია! -ცალი წარბის აწევით ვუთხარი და დივანზე დავჯექი.
ორივენი შემოვიდნენ და დასხდნენ.
-ნამცხვარს ხომ მიირთმევთ? -ჰკითხა ორივეს მარიამმა.
-აბა რას ვიზამთ.. -ბედნიერად თქვა ლაშამ და დემეტრეს შეხედა.
ცოტახანში ნამცხვით ხელში შემოვიდა მარიამი და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. დივნის მარცხენა კუთხეში მე ვიჯექი. მარჯვენაში კი დემე. ეს კუთხები ერთმანეთთან დიდი მანძილით იყო დაშორებული. ერთხელაც არ შემიბრუნებია თავი მათკენ რადგან ზუსტად ვიცოდი როგორ მომშტერებოდა დემეტრე და რამდენჯერმე რაღაც გადაუჩურჩულეს ერთმანეთს. მე ისე ვიქცეოდი თითქოს ვერაფერს ვამჩნევდი და ტელეფონის ანთებულ ეკრანს დავყურებდი.
ღრმა სიჩუმე ჩამოწვა. ხმას არავინ იღებდა. მათ შორის არც მარიამი, რომელსაც ლაპარაკი ძალიან უყვარს. მინდა ვინმემ დაარღვიოს ეს სიჩუმე რადგან უკვე საშინელი უხერხულობა შეიქმნა.
-გემრიელი ნამცხვარია.. ჩემი გოგოს ხელი ეტყობა -თქვა ლაშამ და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო
-დემე შენ რატომ არ მიირთმევ? -მარიამის უაზრო ცნობისმოყვარეობა ისევ წამოიჭრა უხერხულობაში.
-არ მინდა. მადლობა შემოთავაზებისთვის... -თვალის კუთხიტ დავინახე როგორ შემოატრიალა თავი ჩემკენ და ჩემი დანახვა სცადა. მიუხედავად იმისა რომ ლაშა და მარიამი მეფარებოდნენ.
ისევ ღრმა სიჩუმემ დაისადგურა.
-მგონი აქ ყველამ ვიცით ჩემი და მარიამის ამბავი... -ფრთხილად იკითხა ლაშამ -დროა ვისაუბროთ!
-რათქმაუნდა -ფრთხილად პასუხობდა დემეც.
-მეჯვარეებს ვარჩევ.
-ჩემი მეჯვარე ქეთი იქნება! -სწრაფად თქვა და შემომხედა. -რათქმაუნდა არ ხარ წინააღმდეგი, ხომ ასეა?! -იმედაიანად მკითხა.
-და როდის ვყოფილვარ წინააღმდეგი შენს მეჯვარეობაზე. -ცალი წარბის აწევით და ოდნავი ღიმილით ვუთხარი. ყველას ჩაეცინა.
-ჩემს მეჯვარედ ცოტნე გადავწყვიტე. -ნაკაშიძეზე ამბობს.. მე და დემეტრე მის ქორწილში რომ უნდა წავსულიყავით და ზუსტად მაგ დღეს რომ წავიდა გერმანიაში.
ძალიან გამაკვირვა მისმა ნათქვამმა. როგორც ვიცი მისი მეჯვარე დემე უნდა ყოფილიყო. ორი წლის წინაც ეს ჰქონდა გადაწყვეტილი რომ როცა ცოლს მოიყვანდა მისი მეჯვარე მაჩაბელი იქნებოდა. ინტერესი მკლავდა მაგრამ ხმას არ ვიღებდი.
-კი მაგრამ... -ჩემგან განსხვავებით მარიამი ვერ მალავდა ინტერესს.
-მოგვიანებით აგიხსნი მარიამ!... -სწრაფად შეაჩერა ლაშამ.
-კარგი.. -სახე მოეღუშა მას.
-ქორწილი ერთ თვეშია.. 5 იანვარს. დარბაზს ავარჩევთ. კაბას მარიამი და ქეთი შეარჩევენ. გადავწყვიტეთ რომ არ გვინდა ძალიან დიდი ქორწილი... მეგობრები, ახლობლები, მშობლები, თანამშრომლები, კლასელები და კურსელები ვისთანაც ყველაზე ახლოს ვართ.
-კიმაგრამ ახალიწლის დღეებში არ გაგიჭირდებათ? თან ძალიან გადატვირთული იქნება.. -გაკვირვებულმა გამოვთქვი ჩემი აზრი.
-როგორც ჩანს მე და დემეს კარგად არ გვიცნობ..
-როგორც ჩანს.. -შევაწყვეტინე ლაშას და მწარე ირონიით შეფერილი ღიმილი სახეზე მივიხატე. ამ ირონიაში ფაქტია დემეტრეს საქციელს გავუსვი ხაზი.
-ნაცნობობას ყველაფერი შეუძლია ქეთი -წარბები აზიდა ლაშამ და დემეს მხარზე ხელი დაჰკრა
ერთი სული მქონდა ამ სიტუაციას თავს როდის დავაღწევდი. ვიცი არ ჩამეთვლება კარგ საქციელად რომ ავდგე და სახლში წავიდე. მირჩევნია დაძაბული ვიჯდე ვიდრე მარიამს ვაწყენინო.
-თანამედროვეობა იქნება ხომ ხვდებით რა.. -თქვა ბოლოს ლაშამ.
-ასე მალე როგორ გადაწყვიტეთ ეს ყველაფერი? -იკითხა მაჩაბელმა
-ჩვეულებრივ.. გუშინ საღამოს მოვედი მარიამთან და ცოლობა ვთხოვე. დამთანხმდა და ძალიან სწრაფად დავგეგმეთ მთელი ქორწილი. მოიცა.. თქვენ რა, წინააღმდეგები ხართ?! -გაიოცა ლაშამ. ჯერ დემეს გახედა მერე კი მე გამომხედა.
-რათქმაუნდა არა... -რაც შემეძლო მთელი სისწრაფით ვუპასუხე მას.
-გაგიჟდი არა?! თითქოს ჩემი ქორწილი იყოს ისე მიხარია ეს დღე.. -დაამატა დემეტრემაც
უცებ მარიამი სწრაფად ადგა და ხელი მომკიდა. სამზარეულოში გამიყვანა და მის წინ დამაყენა.
-რა ხდება? -ეს ნამდვილად მოულოდნელი ქმედება იყო მისგან.
-რამე გჭირს? -კითხვა შემომიბრუნა მან.
-იქნებ შენთვითონ მითხრა, რა უნდა მჭირდეს?! -შემეშინდა ჩვენი საუბარი კამათში არ გადაზრდილიყო.
-ისეთი სახით ზიხარ თითქოს ვინმემ რამე დაგიშავა..
-არა მარიამ გეჩვენება.. -არადამაჯერებლად ვუთხარი და ყალბი ღიმილით დავამშვიდე.
-რას ნიშნავს მეჩვენება?! ვხვდები რაც ხდება... ერთი თხოვნა მაქვს. თუ გიყვარვარ და თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს, არა როგორც მეგობარს, არამედ შენს დას.. ძალიან გთხოვ სულ ცოტახნით მაინც დაივიწყე უთანხმოება შენსა და დემეტრეს შორის და გვერდით დამიდექი. ხელი შემიწყე რომ ეს მეოთხე ქორწინება მაინც იყოს წარმატებული და გამართლებული...
-...
-ახლავე უნდა მიპასუხო რადგან ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია! -მიბრძანა მან როცა მიხვდა რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი
-კარგი... გპირდები შენს გვერდით ვიქნები. მაგრამ არა მხოლოდ ამ ერთი თვის განმავლობაში, როცა შენი ქორწილისთვის მზადება მიმდინარეობს, არამედ მთელი ცხოვრება! -გულწრფელი ღიმილით ვთქვი და უბრალოდ ჩავეხუტე.
-შენ რომ არ მყავდე... -ცრემლიანი თვალებით წარმოთქვა და ხელები ძლიერად მომხვია.
შემდეგ კი მისაღებში გავედით. იქ სადაც მაჩაბელი და არაბული მშვიდად საუბრობდნენ.
-იმედია ეს ბედნიერების და სიხარულის ცრემლებია... -როგორც ჩანს ლაშამ შეამჩნია ჩვენი ცრემლიანი თვალები.
-იმედია.. -თქვა მარიამმა და ჩაეხუტა.
-მე წავალ! -ფრთხილად ვთქვი და არავის პასუხს არ დავლოდებივარ ისე წავედი კარისკენ.
-დარჩენილიყავი... -იმედიანად მომმართა მარიამმა.
-დაღლილი ვარ. უკვე ორი საათია, სჯობს წავიდე და დავისვენო.
-გაგაცილებ... -ხელის მკლავზე შეხებით შემაჩერა მაჩაბელმა.
ეს ის შეხებაა, რომელმაც გამყინა. სანამ შევტრიალდებოდი და პასუხს ვეტყოდი მეგონა გული გამიჩერდებოდა. მთელს სხეულში დამაჟრიალა და თითქოს ყველა პროცესს ვგრძნობდი რაც ჩემს ორგანიზმში მიმდინარეობდა.
როგორც კი თავი მისკენ შევაბრუნე ხელი გამიშვა.
-არაა საჭირო!.. -ვუთხარი და სახელური ჩამოვწიე. ჩემს თავშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული სწორად ვუპასუხე თუ არა.
-გუშინ საღამოს შენთან საბუთები დამრჩა..
-რა საბუთები?! -კითხვა როგორც კი დავსვი მაშინვე გამახსენდა რაზეც იყო საუბარი.
-განქორწინების.. -სწრაფად და ფრთხილად შემახსენა. თან ისეთი ტონი ჰქონდა თითქოს უნდოდა რომ დიდი ყურადღება გამემახვილებინა ამ სიტყვაზე.
-ჰო, რათქმაუნდა! შეგიძლია წამოხვიდე. მიზეზი გქონია! -მაინც "ვუკბინე" და ირონიულად გავიღიმე. -მე ჩემი მანქანით წავალ! -ისეთი მტკიცე ტონით ვთქვი ვერ შემეწინააღმდეგებოდა.
-როგორც გინდა... -თქვა და გასასვლელად თავაზიანად მიმითითა
მთელი გზა უკან მომყვებოდა მანქანით. მე კი ისე ვმოძრაობდი თითქოს თავს ვარიდებდი.
ჩემი სახლის ეზოში სწრაფადვე გავაჩერე მანქანა და სახლშიც სწრაფადვე შევედი. კარი ღია დავტოვე რომ ისიც შემოსულიყო. შევეცადე ნაკლებად უხეში ვყოფილიყავი.
მალევე მოუახლოვდა სახლს დაზღურბლს გადმოაბიჯა.
-შეიძლება წყალი დავლიო? ძალიან მომწყურდა -ფრთხილად მკითხა.
-ახლავე... -ვუთხარი და სამზარეულოსკენ ჩქარი ნაბიჯებით გავემართე. ჭიქა წყლით გავავსე და შემოვბრუნდი რომ ისევ მისაღებში გავსულიყავი მაგრამ რაღაც ხომ უნდა მომხდარიყო... მას შევეჯახე! და წყალი გადავისხი მეც და მასაც გადავასხი... ვერ იტყვის რომ ჩემი ბრალია.
-ღმერთო რა ცივია! -შეიცხადა მან.
-მაპატიე.. -ნერვიულად მოვუბოდიშე. -ვწუხვარ! -ხელსახოცები მივაწოდე -ხვდები ალბათ რომ ძალით არ მინდოდა... -პატარა ბავშვივით ავღელდი. -მე... -უცბად ხელები დამიჭირა რომ შევეჩერებინე მეც და ჩემი ნერვიულობაც.
-ეს იმასთან შედარებით არაფერია როცა 4 წლის წინ გადამასხი ზუსტად ასე ცხელი ყავა გერმანიის სასტუმროში. თან დიდი ჭიქით... -ჩვენი გაცნობის დღე გაიხსენა და გაიღიმა.
-...
-დამშვიდდი! -მიბრძანა როცა შემატყო რომ მოუსვენრობის პიკზე ვიყავი და დაწყნარებას არც კი ვცდილობდი.
ალბათ ასეთი რამ იმიტომ დამემართა რომ 4 წლის წინანდელი სიტუაცია თვალწინ დამიდგა. მეგონა ზუსტად ამ წამს მის ხელებში ავქვითინდებოდი, ან კი უბრალოდ მოვკვდებოდი!
შუბლზე ხელი ნერვიულად მოვისვი და თავი შევატრიალე რომ ჩემს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შემეშრო.
ეს ცრემლი არანაირად არაა იმის ბრალი რომ ცივი წყალი გადავასხი. უბრალოდ ცუდად გავხდი როცა გამახსენდა ყველა ის წამი, რომელიც მასთან მაკავშირებდა.
-დაწყნარდი... -თითქოს ჩურჩულით, მაგრამ მკვეთრად ჩამესმა მისი შესანიშნავი ხმა ყურში. წამის მეასედში კი მისი სურნელი და თბილი შეხება ვიგრძენი. თითქოს მის გულის ცემას მეც ვგრძნობდი. მე არ მოვხვიე ხელები.. უფროსწორად ვერ მოვხვიე რადგან არ მქონდა ამის საშუალება, იმდენად ძლიერად ვყავდი ჩახუტებული. მთელი სიძლიერით მიკრობდა და თმაზე მეფერებოდა. რამოდენიმე წამში ერთხელ შუბლზე მის ცივ ტუჩებს ვგრძნობდი, რითაც თითქოს ვთვრებოდი. მეგონა ტვინი ამერია და მთელი სხეულით დავსუსტდი. ალბათ მას რომ ხელები გაეშვა ჩემთვის აუცილებლად ჩავიკეცებოდი... აშკარაა რომ მასაც აჩქარებული ჰქონდა გულის ცემა. თითოეულ ფეთქვას ვგრძნობდი!
საუკუნესავით გაიწელა ეს წამები. მის სხეულს ისე მოვშორდი თითქოს გამოვფხიზლდი.. მერჩივნა ისევ დაბნეული ვყოფილიყავი მის მკლავებში! შევბრუნდი და თვალები შევიშრე.
-უკაცრავად! -სწრაფად ვთქვი, ჭიქა ახლიდან ავავსე წყლით და მაგიდაზე დავდგი -აი შენი წყალი... -წარმოვთქვი და გვერდი ავუარე. სამზარეულოდან სწრაფად გავედი.
ისიც მალევე გამოვიდა.
-სველი ხარ... -ფრთხილად და ღიმილიანი სახით მიმითითა მაისურზე.
-ოთახში შევალ, გამოვიცვლი. აქ დამელოდე...-ვუთხარი და უკანსვლით წავედი. -შეგიძლია ყავა მიირთვა, ან ისევ წყალი დალიო... ნამცხვარიც სამზარეულოშია, თუ გინდა მაცივარი გამოაღე და სალათი მიირთვი. ან უბრალოდ დაჯექი.. -ოთახში შევედი და კარი მოვხურე. მისი მზერა, რომელიც კარის დაკეტვამდე შევამჩნიე, თითქოს აქაც შემომყვა. ჩემი ნერვიულობა რომ შევნიშნე ლოგინზე ჩამოვჯექი და დამშვიდება ვცადე. თან კარი ჩავკეტე.
-რას კითხულობ?! -მისი ხმა გავიგონე მისაღებიდან. -როგორც ჩანს მაგიდაზე დადებული წიგნი შენიშნა.
-პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს... -პასუხი არც თუ ისე სწრაფად დავუბრუნე.
-უკვე მერამდენედ კითხულობ.. -ხმადაბლა ჩაეცინა მაგრამ მაინც გავიგონე.
-მომწონს და იმიტომ. -მიკვირს დიალოგს რომ არ ვწყვეტდი და პირიქით, ვაგრძელებდი!
-მეც მოგწონვარ! -მტკიცედ თქვა.
-... -პასუხი არ დამიბრუნებია რადგან საჭიროდ არ ჩავთვალე.
-ისე... არგინდა პარიზში წავიდეთ? -ახალი მოულოდნელი წინადადება -მე და შენ.. -დააკონკრეტა.
-გერმანიაში ხომ არ ჯობს?! -ჩემს სახეს ვერ ხედავდა მაგრამ დარწმუნებული ვარ მიხვდა როგორი ირონიული გამომეტყველება და ხმა მქონდა.
-ეს თემა უნდა დაიხუროს... თანაც სამუდამოდ.
-მეეჭვება..
თმას ვივარცხნიდი და გასვლას ვაპირებდი როცა შემომესმა.
-ნინა და ლუკა ვინ არიან?! -ამ კითხვის მოსმენისას გავშრი და კარის სახელური ჩამოვქაჩე. დავინახე რომ დემეტრე მაჩაბელი ჩემს ნოუთბუქს ჩაშჩერებოდა.
-მე ასეც მიყვარხარო... -ჩაეღიმა მას
სწრაფად მივედი მაგიდასთან და ნოუთბუქი დავხურე. კინაღამ ხელი მოვაყოლე.
-რა წაიკითხე?! -რიტორიკული შეკითხვა დავუსვი და იმედი მქონდა რომ არასწორ პასუხს მივიღებდი.
-რა იყო.. რა ვიპოვე ასეთი. -დამცინოდა ის.
-რაც არ უნდა გეპოვა! -შვუბღვირე მას.
-ისტორიებს წერ ქეთუშ? -მომხიბვლელად ჩამიკრა თვალი და სკამის საზურგეს ცალი იდაყვით ჩამოეყრდნო.
-ჯერესერთი ქეთი! და მერე მეორეც ეგ არაა შენი საქმე.
-კარგი.. ქალბატონო ქეთი! რა არის ამაში დასამალი? -დაჟინებით მომაცქერდა თვალებში.
-ვწერ როცა თავისუფალი დრო მაქვს! მარიამი კითხულობს. და კიდევ სხვა ხალხი, ვისაც არ ვიცნობ. ბლოგზე ვაქვეყნებ! -მოკლედ ვუპასუხე და ნოუთბუქი ხელში დავიჭირე.
-მაგ ბლოგის სახელს არ მეტყვი?
-არა! -წარბშეკრულმა ვუთხარი
-და მეც რომ მინდა წაკითხვა? -გამომცდელად შემომხედა. ყველანაირად ვცდილობდი მისი მზერისთვის თავი ამერიდებინა -გინდოდეს!
-ოდესმე აუცილებლად წავიკითხავ იცოდე... -დამარწუნა მან.
-აი შენი საბუთები იქ დევს.. -დივნის წინ მდგომ მაგიდაზე თვალით ვანიშნე. -შეგიძლია აიღო და...
-წავიდე? -ჩემი სათქმელი თვითონ დაასრულა.
-დიახ! შეგიძლია აიღო და წახვიდე... -მკაცრად მივმართე მას.
-აუ რა საყვარელი ხარ როცა ბავშვივით ბრაზდები და იბუტები.
-... -ხმას არ ვცემდი და ჩემთვის ვიდექი. გაბრაზებული ნამდვილად არ ვიყავი, მრცხვენოდა რომ გაიგო მოთხრობებს ვწერდი. ყველაზე მეტად იმას ვარიდებდი თავს რომ მას ეპოვნა.
გაბუტვით კი იმიტომ ვიბუტებოდი რომ უხერხული სიტუაციისგან თავის დაღწევას ვლამობდი.
-კარგი ნუ ბრაზობ.. ჩავრთე და პირველივე ფაილი ეგ გაიხსნა. შემთხვევით წამეკითხა სახელები და ისტორიის სახელი. ნუ გეშინია არ გიჩივლებ!
-საბუთები არ დაგრჩეს... -დიალოგი სასწრაფოდ უნდ დამესრულებინა რადგან მისი ღიმილი ჩემს გულს თიშავდა.
-კარგი წავალ.. -მომიახლოვდა. -მაგრამ იცოდე რომ ასე უბრალოდ არ გავჩერდები. -ჩვენ შორის მანძილი თანდათან მკვეთრად მცირდებოდა -შეიძლება დიდი შეცდომა დავუშვი და ურთიერთობაში რაღაც შემეშალა... -ჩემი სახე ხელებში მოიქცია -მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე დავნებდები და მოგცემ საშუალებას ჩემზე მთელი ცხოვრება გაბრაზებული იყო.
-იცი ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მეგობრები ვიყოთ... ხელს არაფერი გვიშლის... -დაუფიქრებლად წარმოვთქვი, მან კი შემაწყვეტინა.
-ხელს რა გვიშლის? -ხელები ნელა მომაშორა. -გრძნობები ქეთი... გრძნობები! -განქორწინების საბუთები ხელში სწრაფად აიღო და კარისკენ უკუსვლით წავიდა. -როგორ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები, როცა ასე ძალიან მიყვარხარ! განა ვერ მიხვდი რატომ არ ვიქნები ლაშას მეჯვარე? იმიტომ რომ ჩემი მომავალი ცოლი ნათესავად არ უნდა მეკუთვნოდეს! უკვე გაგაფრთხილე და იცოდე მუდამ გაგიმეორებ რომ იქამდე არ გავჩერდები, სანამ გულწრფელად არ მეტყვი, რომ აღარ გიყვარვარ და არც გყვარებივარ!!! -ზღურბლს გადააბიჯა და კარი მიიხურა.
რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვიდექი გაუნძრევლად, გაშეშებული და გაყინული... მისგან პირველად ჩამესმა ყურში სიტყვა "მიყვარხარ!" თანაც... "ძალიან მიყვარხარ!"
როცა აღარაფერი შემეძლო ოთახში შევედი და ლოგინზე ტირილით გადავეშვი!
***
სიყვარული... ეს ისეთი რამაა, სწორედ მაშინ რომ გეწვევა როცა მზად საერთოდ არ ხარ. უცბად შემოგიტევს და თავს სამუდამოდ გამახსოვრებინებს. დგება დრო როცა ეს სიყვარული ზურგს გაქცევს, შებრუნდება და შენგან მიდის. მიდის, მაგრამ ამასაც ვერ იგებ ისე ხარ ჩაფლული.
------------------------------------------------------------------------------------------
11 ივლისი... 2012 წელი
კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე და გერმანიის სასტუმროს დერეფანში ჩემს მეგობრებს ვეძებდი. უამრავი ადამიანი ტრიალებდა იქვე. დივანზე ორი ბიჭი იჯდა, რომლებმაც ჩემი ყურადღება ასე თუ ისე მიიქციეს. ორი წამით მოვკარი მათ თვალი მაგრამ არცერთის სახე არ დამინახავს. შევამჩნიე რომ ერთ-ერთო ბიჭი წამოდგა და თვალი მოვაშორე. არ მინდოდა დაენახა რომ ვუყურებდი. ცხელი ყავა ვიყიდე, ხელები დაკავებული მქონდა. ძლივსძლიობით ამოვიღე ტელეფონი რადგან ჩემი ანსამბლის ერთ-ერთ მოცეკვავესთან, სალომე კერესელიძესთან უნდა დამერეკა... როგორც კი ნომრის აკრეფვა დავიწყე მაღალ, გამხდარ, მოკლეთმიან სიმპატიურ ბიჭს შევეჯახე. ეს ის ბიჭია წეღან რომ თვალი მოვკარი. სირცხვილისგან თვალების გახელა არ მინდოდა როცა მივხვდი რომ ჩემი ჭიქა დაცარიელდა და მთელი ყავა მის ტანსაცმელზე გაიჟღინთა. ჩემს თავზე ამეშალა ნერვები.. ტელეფონიც ხელიდან გამეშვა და ჩანთაში რაც მქონდა ყველაფერი გადმოიყარა. კოსმეტიკის ნივთები, სავარცხელი, საფულე, საბუთები და ფული... ვბრაზობდი ჩემს საშინელ მოხერხებულობაზე.
მთლიანად გავწითლდი. სახეზე ჭარხლის ფერი დამედო... თან შიშისგან ფეხები ამიკანკალდა მაგრამ რისი მეშინოდა არ ვიცი.
როგორც იქნა თვალები გავახილე და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ჩხუბსა და ყვირილს ჩემს წინ მდგომი ბიჭი.
დაბნეული ვუხდიდი ბოდიშებს. ინგლისური კარგად ვიცი მაგრამ ამ დროს ვერ ჩამოვაყალიბე რა უნდა მეთქვა. თავსაც ვერ ვიმართლებდი. რუსულად, გერმანულად, ფრანგულად თითქმის ყველაფერი ვუთხარი რაც ვიცოდი. გაჩერებას ალბათ მანამდე არ ვაპირებდი სანამ თვითონ არ შემაჩერებდა...
-უკაცრავად?! -თქვა და მისმა მომხიბვლელმა ღიმილმა დამატყვევა. ქართველი აღმოჩნდა.
-მაპატიეთ... ხელები დაკავებული მქონდა და ნომერს ვკრეფდი.. ვერ დაგინახეთ და ამიტომაც შეგეჯახეთ.. გთხოვთ მაპატიეთ... -ხელსახოცებს ვაწვდიდი და ნერვიულად ვცდილობდი დანაშაულის გამოსწორებას.
-ძალიან ცხელია! -სახე შეჭმუხნა
-არ მინდოდა.. ბოდიშს გიხდით! -თავი დავხარე რადგან თვალებში ვერ ვუყურებდი. ამის ორი მიზეზი მქონდა. ერთი ის რომ შევრცხვი და მეორე ის, რომ ვდნებოდი მისი სახის დანახვაზე. თან მისი სურნელიც მთიშავდა.
-დაწყნარდი! -ღიმილით მიბრძანა მან. -მე დემეტრე... დემეტრე მაჩაბელი! -თავისი სახელი და გვარი მითხრა და ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა.
-ქეთი ახვლედიანი.. -მორცხვად ვუთხარი მას და ხელი ჩამოვართვი. -არვიცოდი ქართველი თუ იყავით.. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს! შემიძლია ეს სიტუაცია რამით მაინც გამოვასწორო?
-ვფიქრობ შეგიძლია... -ცალი წარბი აზიდა. მისმა ნათქვამმა უფრო შემაშინა. -უნდა შემხვდე საღამოს.. სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ ანნ საერთოდაც ვივახშმოთ. -გაუხარდა მას.
-ვატყობ მეგობართან ერთად ხართ.. -მეორე ბიჭს გავხედე, რომელიც წვენს სვამდა და ჩვენ გვიყურებდა. -ალბათ რაიმე საქმეზე ხართ..
-მართალია საქმეზე ვართ. დღეს მოვაგვარეთ უკვე ეს საქმე, ხვალ საბუთებს ავიღებთ და ზეგ მივდივართ. აბა რას იტყვი შემხვდები თუ არ მოგწონს ჩემნაირი ტიპები.. იქნებ არ გინდა ჩემი გაცნობა! -სახე მოეღუშა
-იცით მე...
-არა, თუ დღეს არ შეგიძლია არაუშავს.. ხვალ იყოს! -სწრაფად თქვა როცა ჩემი დაბნეულობა შენიშნა.
-ხვალ კონცერტი მაქვს..
-კონცერტი? -თითქოს გაიოცა.
-ვცეკვავ.. სოლოში გამოვდივარ. -გამიხარდა როცა ამ თემას შევეხეთ. მიუხედავად იმისა რომ სულ უცხოს ვესაუბრებოდი.
-ანუ მოცეკვავე ხარ! -აღფრთოვანდა ის
-ჰო.. ასეა! -შევიფერე და ჩემი სიმორცხვე შემცირდა.
-მშვენიერია!.. -ცალყბად გაიღიმა -ზეგ...
-ზეგ საქართველოში ვბრუნდები -სწრაფად შევაწყვეტინე.
-სწორედ ამის თქმა მინდოდა. მეც საქართველოში ვბრუნდები. ანუ ვერ შევხვდებით? -ღიმილი სახიდან წაეშალა.
-მე ხომ არ მითქვამს რომ დღეს არ შემიძლია... -ჩამეცინა.
-ანუ? -თვალებში დაჟინებული იმედით მომაცქერდა.
-ანუ ის რომ დღეს ვივახშმებთ! -პირველად დავთანხმდი ბიჭს შეხვედრაზე..
-ესეიგი ჩემს გაცნობაზე უარს არ ამბობ.. -ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჯერად თითქოს თავისდაუნებურად.
-არა რათქმაუნდა..
-კარგი მაშინ საღამოს 8 საათზე ზუსტად აქ, ამ ადგილას შევხვდებით. -ჩამოსართმევად ხელი ისევ გამომიწოდა.
დამემშვიდობა და ნივთების აკრეფვაში დამეხმარა.
2012 წლის 11 ივლისი. დღე როცა მე და დემეტრე მაჩაბელმა ერთმანეთი პირველად ვნახეთ.
იმ საღამოსაც ვივახშმეთ, ვისაუბრეთ, ერთმანეთი გავიცანით. მეორე დღეს ჩემს კონცერტს დაესწრო და კულისებში ყვავილებით ხელში შემოვიდა. თავისი ძმაკაცი ლაშა გამაცნო. აღმოჩნდა რომ ბიზნესის საქმეზე იყო გერმანიაში. მერე მესამე დღეს მე ჩემს ანსამბლთან ერთად წამოვედი საქართველოში და ის ლაშასთან ერთად. მეგონა პირველივე შეხვედრით ყველაფერი დამთავრდა მაგრამ შევმცდარვარ. პირიქით.. ყველაფერი პირველი შეხვედრიდან დაიწყო. ისე შემიყვარდა ვერც მივხვდი. მასაც შევუყვარდი და ამას ყველასთან ვაღიარებდით ერთმანეთთან აღიარების გარდა! ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ამას მარტო ქცევებით გამოვხატავდით. ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა არანაირად არ ერქვა... მთელი ორი წელი ვიბრძოდით ერთი სიტყვის სათქმელად მაგრამ ალბათ გამბედაობაც არ გვყოფნიდა. ერთერთი მიზეზი შიშიც იყო... გვეშინოდა რომ უფრო გავაფუჭებდით ყველაფერს. ის 13 ნოემბერიც ამის მანიშნებელია... ამ დღეს სიყვარული ვაღიარეთ ერთმანეთში და ბოლო შეხვედრა აღმოჩნდა. ყველაფერი იმ დღეს დაიმსხვრა. ჩვენ იმაზე მეტად გვიყვარდა ერთმანეთი ვიდრე ნებისმიერ შეყვარებულ წყვილს. მიუხედავად იმისა რომ შეყვარებულები არც კი ვყოფილვართ.
2012 წლის 11 ივლისი -ჩვენი პირველი და სამუდამოდ დასამახსოვრებელი შეხვედრა.
------------------------------------------------------------------------------------
ერთი თვეც გავიდა. დღეს 5 იანვარია. მარიამის ქორწილი...
ბოლო ლაპარაკის მერე მე და დემეტრემ ერთმანეთი სულ რამოდენიმეჯერ ვნახეთ. ახალწელს ერთად შევხვდით. მარიამის სახლში გავატარეთ მთელი ღამე მე ლაშამ და დემეტრემ. მე და დემეტრემ უბრალოდ ერთმანეთს მივულოცეთ. არაფერი უთქვამს ჩვენს ურთიერთობაზე. როცა მითხრა რომ ასე უბრალოდ არ დანებდებოდა ტყუილი აღმოჩნდა. მე კი უკვე ეჭვიანობის ზღვარზე ვარ. ვეჭვიანობ რადგან მგონია რომ ვიღაც სხვა უყვარს და მე აღარ. არც მაქვს ამის მიზეზი. ეგოისტი ვარ... ბიჭზე, რომელიც თავს მევლებოდა და ახლა ყურადღებასაც არ მაქცევს ვეჭვიანობ, რადგან ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს რომ აღარ ვუყვარვარ. რა უფლება მაქვს?! თავად არ მივეცი საშუალება რომ ჩემთან ყოფილიყო და ახლა რას ვითხოვ?!
ზედმეტად სწრაფად და უმნიშვნელოდ ჩაიარა ქორწილისთვის მოსამზადებელმა პროცესმა. მარიამი ულამაზესი პატარძალია. ხელი მოაწერეს.. ეკლესიაში ჯვრისწერასაც დავესწარი და ბოლოს დარბაზში გაგრძელდა ჩემი "გართობა".
მარიამის გვერდით მე ვიჯექი და ლაშას გვერდით ცოტნე.. როგორც მეჯვარეები! დემეტრე კი ერთი წუთითაც არ მოშორებია ჩვენს მაგიდას. ხან მარიამს ეცეკვებოდა ხან კი მისთვის უცხო გოგოებს.
ცოტახანში მაგიდასთან სულ მარტო აღმოვჩნდი. ყველა ცეკვავდა. ლაშა და მარიამიც თავიანთ სტიქიაში იყვნენ.
ცალი იდაყვით მაგიდას ვეყრდნობოდი და ჩაფიქრებული ვიჯექი. იმდენად უხასიათოდ ვიყავი კინაღამ ჩამეძინა. ამაზე ალბათ წყნარმა მუსიკამაც იმოქმედა. ვიღაც მომიახლოვდა და თავი რომ ავწიე ჩემს წინ მდგომი დემეტრე დავინახე.
-უნდა მეცეკვო! -უემოციო გამომეტყველებით მითხრა. მისმა ამ საქციელმა ნამდვილად გამაოგნა. მეგონა ჩვენს შორის ნაცნობობაც კი დამთავრდა.
-... -ვდუმდი.
-არ გთხოვ, გიბრძანებ! -წარბები აზიდა.
-როდის აქეთ შეგიძლია რამე მიბრძანო... -ჩემდაუნებურად ირონიულად ჩამეღიმა.
არაფერი უპასუხია უბრალოდ ხელი მომკიდა და ხალხში შემიყვანა. ლაშას და მარიამის გვერდით ვცეკვავდით. კინაღამ მის მკლავებში ჩავიკეცე. მისი სურნელი ისევე მათრობდა როგორც პირველი შეხვედრისას.. თითქოს ერთმანეთს ვეყრდნობოდით! არ მინდოდა ამ ყველაფრის გაცნობიერება და გაანალიზება რადგან ზუსტად ვიცი მოვშორდებოდი. თითქმის მივეკარი მას. თავი მომადო. არ ვიცი ამ დროს რა დამემართა... დრო გამოვიყენე და სულ ოდნავ თავი მხარზე დავადე. გადავწყვიტე ჰგონებოდა რომ არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი. ჩემთვისაც კარგი იქნებოდა ეს... მინდოდა სცოდნოდა რომ შეგნებულად არ ვაკეთებდი და ეს იმ მუსიკის ბრალია რომელიც ყურში ჩაგვესმოდა. ჩვენს ირგვლივ თითქოს ყველა და ყველაფერი გაქვავდა. მეგონა დრო შეწყდა და მხოლოდ მე და ის ვიდექით ღია ცის ქვეშ ვარსკვლავების დაბლა! ასე არ იყო მაგრამ მინდოდა რომ ყოფილიყო!
ვერ ვიგებდი მცხელოდა თუ მციოდა. თითქოს ჩემს თავს ვეღარ ვგრძნობდი.. ისევ ისე შეწყდა ჩემს ორგანიზმში ყოველი სასიცოცხლო პროცესი, როგორც ერთი თვის წინ ჩემს სამზარეულოში მდგარ დემეს წყალი რომ გადავასხი...
-კანკალებ! -უემოციო ხმით მითხრა
-მეეჭვება.. -თითქოს გამოვფხიზლდი და მის სხეულს მოვშორდი. ისევ ვცეკვავდით უბრალოდ აღარ ვეკრობოდი.
-მთელი სხეულით კანკალებ ქეთი ახვლედიანო!!! -სერიოზული ტონით და მკაცრად მომმართა.
-რაიცი?! -თითქოს არ ჰქონდა უფლება ეს სცოდნოდა.
-გგრძნობ! -მტკიცედ წარმოთქვა და ჩემი თვალთახედვის არიდან გაქრა... ჩემს ტერიტორიას მთლიანად მოშორდა. მუსიკა კი გრძელდებოდა. ხალხს გაერია და ორი დაბალი საფეხურით მაღლა ავიდა. მიკროფონთან დადგა და მუსიკა გამოართვევინა. სიჩუმემ დაისადგურა და ცეკვა შეწყდა. ყველას ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი. მე კი უბრალოდ გავშრი!



№1 სტუმარი Noembris13

Chemi damokidebuleba titoeuli personajis mimart wina tav'ebze gamovxate <3 tumca miuxedavad amisa ar shemidzilia machabelze,rom ar visaubro :o gmerto magijebs es TIPI :o chemi idealia <3 SERIOZNAD :dd geubnebi <3 sheyvarebuli var ! <3 machabelze,gamogonil personajze :/ ra sigijea :dd da sheni damsaxurebit fsiqiatriulshi agmovchndebi (sigijis erterti "tvisebaa" gamogonili personajis sheyvareba) :dd tumca ar madadardebs :d mtavaria chem bichtan viyo :d <3 chemi deme <3 CHEMI BICHI CHEMTAN ! <3 bolo donemde vafren am bichze <3 vechvianob qetize :ddd ho martla ar shemidzlia ar avgnishno qetis da mariamis aseti saocari damokidebuleba ertmanetisadmi :o siyvarulebi arian es ori <3 mec minda aseti "da" <3 daqalebze meti arian ertmanetistvis da saocrad magari urtiertoba aqvt ai iseti biologiur debsac rom ar aaqvt <3 ver vxvdebi aseti tbili rogor unda iyos adamiani ro es mis namushevarze aisaxos da mis mier sheqmnili personajidan xvdebode amas <3 kidev sheyvarebuli var!am istoriaze <3 uechveli wignad unda gamosce <3

 


№2 სტუმარი Noembris13

Isev me var :d chemi satqmeli ert komshi ver chavatie :/ da aq vagrdzeleb :dd sheidzleba dagezaros amxela komebis wakitxva mara araushavs :dd es tavebi iyo damaintrigebeli gasaocari da ai ra vtqva udzalian umagresi <3 imxela emociebia shig chadebuli ro agmafrtovbnebs da magrdznobinebs titoeuli personajis emociebs <3 ro vxedav rom daido xolme tavs dzlivs vikaveb xolme ro ar viyviro sixarulisgan <3 da es sheni nichis damsaxurebaa <3 unichieresi da ukargesi xar <3 bravo ai martla bravo <3 saocreba xar <3 vgijdebishenze <3

 


№3  offline წევრი ნანიკო_ნანო

Noembris13
Isev me var :d chemi satqmeli ert komshi ver chavatie :/ da aq vagrdzeleb :dd sheidzleba dagezaros amxela komebis wakitxva mara araushavs :dd es tavebi iyo damaintrigebeli gasaocari da ai ra vtqva udzalian umagresi <3 imxela emociebia shig chadebuli ro agmafrtovbnebs da magrdznobinebs titoeuli personajis emociebs <3 ro vxedav rom daido xolme tavs dzlivs vikaveb xolme ro ar viyviro sixarulisgan <3 da es sheni nichis damsaxurebaa <3 unichieresi da ukargesi xar <3 bravo ai martla bravo <3 saocreba xar <3 vgijdebishenze <3

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3 <3 მგონი მარტო შენ ხარ აქ ვისაც ეს მოთხრობა მოსწონს და კითხულობს <3 ძაან შემიყვარდი შენი კომმენტარებით და შენი ერთი კომენტარიც საკმარისია გაგრძელების სტიმული მომაწვეს. მინდა რო მივაწვე ამ მოთხრობას და სულ ვწერო და ვწერო <3 შენ წარმოიდგინე და მეც კი ვგიჟდები ჩემივე გამოგონილპერსონაჟზე :D :D :D

 


№4 სტუმარი Noembris13

Arafers <3 Meechveba marto me viyo :d sheidzleba kitxuloben an ar akomeben an tvals ar adevneben da ar amowmeben gidevs tu ara shemeegi tavi <3 me shen da sheni istoria shemiyvardit <3 sheudzlebelia ar gagijde aset personajebze ai yvelas taviseburi meore "me" ro aqvt <3 karoche :dd vgijdebi raa <3 ps.axali tavebi dagidia dges ;) :dd <3 siyvarulit ucnobi fani da mkitxveli :dddd <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent