შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებებს სიყვარული გვიტოვებს... [3]


19-06-2015, 17:52
ავტორი QeTtAaa
ნანახია 1 804

ამ დროს მეგონა მთელი სამყარო მე მეკუთვნოდა. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ დაიარებოდა დედამიწაზე. საღამოს ნინუცა და ბიჭები მოვიდნენ და ჩვენი ამბავი ძალიან გაუხარდათ. ლაშა ისევ არ შორდებოდა ნინუცას, სადაც წავიდოდა ყველგან მიყვებოდა.
-იცოდე ჩემი გოგო არ გააბრაზო თორემ არ გაპატიებ - სიცილით უთხრა ლუკამ და თითი დაუქნია დემეტრეს.
-არა ტო, ამას როგორ გავაბრაზებ არ გრცხვენია? - სიცილითვე უპასუხა დემეტრემ.
-არ ავღნიშნოთ ეს ამბავი? - წამოიყვირა ილიამ და წარბები აათამაშა.
-წამო კლუბში დავაწვეთ - იდეა მოგვაწოდა ლაშამ და ჩვენც დავთანხმდით. იმდენი ვიცეკვეთ ფრხზე ძლივს ვიდექი. ბიჭებმა ცოტა დალიეს კიდეც. ბოლოს ყველა სახლში წავიდა, მე ისევ დემეტრეს გავყევი. სახლში რომ მივედით მაშინვე აბაზანისკენ ავიღე გეზი, რომ გამოვედი მოკლე შორტი და მაისური ჩავიცვი. ამ დროს დემეტრე შემოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-უკვე გითხარი ძალიან გემრიელად რომ გამოიყურები? - ქვედა ტუჩზე იკბინა. და ჩემსკენ წამოვიდა. ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. მუცელზე შემომისვა და საწოლისკენ დაიძრა, ზევიდან მომექცა, ხელი ჩემს ფეხზე აასრიალა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. მეც ხელები ზურგზე მაგრად მოვჭიდე
-ნუ იქცევი ცუდად თორემ დაგსჯი პატარავ. - სიცილით მითხრა და ჩემს ყელში ჩარგო თავი.
-როგორ დამსჯი ბატონო დემეტრე? - მეც სიცილით ვუთხარი.
-აი ასე - ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს მეგონა ტუჩებს აღარ დამიტოვებდა. ახლა მე მომიქცია ზევიდან და ჩემი დაგემოვნება განაგრძო. ბოლოს ისევ თვითონ მოეგო გონს და გვერძე გადაწვა
-ძილის დროა პრინცესა - შუბლზე მაკოცა, ჩამიხუტა და დასაძინებლად მოემზადა.
მიყვარს, სიგიჟმდე მიყვარს დემეტრე. არ შემიძლია მის გარეშე გავძლო. მის მიმართ განვიცდი გრძნობათა მთელ გამას. დემეტრე ბენდელიანი არის ჩემი სამყაროს დიდი ნაწილი, რომლის გარეშეც მე არაფერი ვარ.
დილით რომ გავიღვიძე რაღაც სიმძიმე ვიგრძენი, დემეტრეს ხელი ყოფილა.
-დილამშვიდობისა საყვარელო - გამიღიმა და მკლავზე ხელი ნაზად ჩამომისვა.
-დილამშვიდობისა - მისკენ მივიწიე და ტუჩზე მოწყვეტით ვაკოცე.
დარჩენილი ოთხი დღეც მალე გავიდა და სახლში დავბრუნდით. ნინუცა და ლაშა ძალიან დაახლოვდნენ, სულ ერთად არიან. სახლში დაბრუნებულებს ჩემმა ძმამაც სიურპრიზი დაგვახვედრა, იაკო ფეტვიაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელზეც ლუკა გიჟდება. ბიჭებს დაულევიათ და ჩემს ძმას ძალიან მონდომებია იაკოს ნახვა, სადარბაზოსთან დადგა და დაურეკა ჩამოდიო, რომ ჩასულა მაშინვე უკოცნია და მაგრად ჩახუტებია. მოკლედ ნელ-ნელა ვწყვილდებით. ლუკა და იაკო ერთმანეთს არ შორდებოდნენ, თითქოს ვინმემ მიაწება ერთმანეთს, ძალიან უხდებიან ერთმანეთს.
გადავწყვიტეთ დასასვენებლად წავსულიყავით ბათუმში ერთი კვირით. ყოველდღე გავდიოდით ზღვაზე და ბულვარზე სასეირნოდ. საღამოს მე და დემეტრე კაფეში ვიჯექით ლაშა და ნინუცა რო შემოვიდნენ ჩახუტებულები
-მინდა დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ..... მე და ნინუცამ გადავწყვიტეთ.... მოკლედ მე და ნინუცა დღეიდან ერთად ვართ - გვახარა ლაშამ და უფრო მიიხუტა ნინუცა გეგონებს ვინმე ართმევდეს.
-ვაა რა მაგარია გილოცაავთ - ერთ ხმაში შევძახეთ მე და დემეტრემ - ამას გვიმალავდით?
-სიყვარულს დამალვა უნდა - სიცილით თქვა ლაშამ
-ოჰ დაბრძენებულხარ კიდეც - გავეკრიჭე და მეც დემეტრეს ავეკარი.
სახლში რომ მივედით და ვახარეთ ნინუცას და ლაშას ამბავი ყველას ძალიან გაუხარდა.
-ლაშა ნინუცაში გამცვალე? - სევდიანი ხმით უთხრა ილიამ - კი მაგრამ ჩვენი სიყვარულის ნაყოფს რას უზამ? - ყველას გვეცინებოდა და ბოლოს თვითონაც ვეღარ შეიკავა სიცილი.
ეს ერთი კვირა ყველაზე სასიამოვნო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში. დემეტრეს დაურეკეს გერმანიიდან და უთხრეს რომ სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო გაურკვეველი დროით. მე ეს რა თქმა უნდა ძალიან არ მესიამოვნა.
-პატარავ ხომ იცი რომ ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ წავიდოდი - შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
-კი რათქმა უნდა -მეც ჩავეხუტე. - მაგრამ შემპირდი რომ ყოველ დღე დამირეკავ და დამელაპარაკები.
-გპირდები ჩემო სიცოცხლე - ჩემს ტუჩებს დაეწაფა და წავიდა.
ყოველ დღე მირეკავდა მართლაც და საათობით ვლაპარაკობდით.
დილით ნინუცას ზარმა გამაღვიძა
-სალუშ ჩაიცვი და ჩემთან გამოდი რა მოვიწყინე
-ცოტახანი დამაძინე რა და გადმოვალ მერე - ამოვიბუზღუნე ნამძინარევი ხმით.
-სამამდე ვითვლი - სიცილით მითხრა
- კარგი ხო მოვდივარ- ტელეფონი გავთიშე და აბაზანისკენ წავედი. დაბლა რომ ჩავედი ლუკა დამხვდა
-სად მიდიხარ სალი?
-ნინუცამ დამირეკა და მასთან მივდივარ - ლოყაზე ვაკოცე და კარისკენ წავედი
-ჭკვიანად იცოდე
ნინუცასთან რომ მივდიოდი გზაში ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი. ვიღაც ბიჭმა წამომაყენა
-ძალიან გეტკინათ?
-არაფერია - გავუღიმე და გავლა ვცადე, მაგრამ მეტკინა და ისევ წავბარბაცდი. ვიგრძენი ვიღაცამ როგორ მომხვია წელზე ხელი
-წამოდი ექიმთან წაგიყვან - ჩემს პასიხს არც კი დალოდებია ისე ამიყვანა ხელში და მანქანაში ჩამსვა. იქიდან გამომდინარე რომ ფეხი მართლა ძალიან მტკიოდა ხმა ვეღარ ამოვიღე. ექიმმა მითხრა რომ ნაღრძობი მქონდა და ცოტა ხანში გამივლიდა. გზაში სიჩუმე უცნობმა დაარღვია
-მე ირაკლი ვარ - გამიღიმა და ისევ გზას გახედა
-სალი - ღიმილით ვუპასუხე - მადლობა დახმარებისთვის
-არაფრის, უბრალოდ არ შემეძლო მიმეტოვებინეთ ფეხ ნატკენი
სახლში უცნობმა ხელში აყვანილმა მიმიყვანა. კარი ლუკამ გააღო
-სალი რა გჭირს? ვა ირაკლი როგორ ხარ? შემოდით - გადაეხვია ირაკლის და სულ დავავიწყდი მე სანამ არ ჩავახველე
-რა დაგემართა სალი? - შეწუხებული სახით მკითხა და თმა გადამიწია
-ფეხი გადამიბრუნდა და ირაკლიმ საავადმყოფოში წამიყვანა, ექიმმა მითხრა რომ ნაღრძობი მაქვს და ცოტა ხანში გამივლის. თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-პატარები რო ვიყავით ვძმაკაცობდით მაგრამ მერე საცხოვრებლად გადავიდა და რატომღაც ჩვენც დავშორდით ერთმანეთს. - მერე ირაკლის მიუბრუნდა - დემეტრე და ბიჭები ხო გახსოვს?
-კი როგორ არა სულ ერთად ვიყავით
-სალი დემეტრეს შეყვარებულია - ეს რომ თქვა რატომღაც მას სახე შეეცვალა მაგრამ მერე ისევ გაგვიღიმა.


გამარჯობათ <3 ესეც ახალი თავი <3 იმედია მოგეწონებათ <3 ძალიან მიყვარხართ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent