შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rainbow (2)


11-01-2017, 21:34
ავტორი Nude
ნანახია 1 332

(2)
მშობლებს რომ უთხრა, ძიძად ვიწყებ მუშაობასო, სიცილად არ ეყოთ, მაგრამ როცა ნიტას სერიოზული და ამავდროულად მათი რეაქციით გაბრაზებული მზერა დაიჭირდეს, წამში დასერიოზულდნენ.
- ხუმრობ, ხო? - გაოცებული მიაჩერდა თორნიკე.
- არა. - მხრები დაძაბულმა აიჩეჩა. - ძალიან მინდა ვცადო და მგონი რომ ხელს შემიწყობთ და არა პირიქით. - მრავლისმეტყველად გადახედა მშობლებს.
- შენ, ძიძა?! - არანაკლებ დღეში იყო ნინოც.
განა არ იცის რატომ არიან ასეთი გაოცებულები და რატომ ჰქონდათ მსგავსი რეაქცია. იცის, მასზე უკეთ ვინ იცის, რომ შეუფერებელია ამ პროფესიითვის, მაგრამ რა ქნას, აცერცერტებულია სურვილისგან. რაღაც გაუძლეველ სურვილს ჰყავს შეპყროფილი. უნდა თავი გამოსცადოს და დაიცხროს გრძნობები.
ისეთი არაფერი მომხდარა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ორ საათიანი ლექცია წაუკითხა მამამ და ცოტა უფრო მეტი დედამ. ესმის მათი, წინა დღეს ნიტა არ იყო პანიკებში რომ ჩავარდა?!

***
მეორე დღეს, ხელების ნერვიული მტვრევით იდგა სოფოსთან ერთად მისი აღსაზრდელების კარებთან და არაფრით აძლევდა დაქალს საშუალებას, რომ ზარი დაერეკა. ძალიან ენერვიულებოდა ეს ფაქტი. ახლა, როცა უკვე კარებთან დგას და ერთი ნაბიჯი აშორებს იმ ყველაფერთან, რაც ცოტა არ იყოს-და აფრთხობს, უფრო ბევრი ცუდი აზრი ამოუტივტივდა გონებაში.
,,ბავშვებს რომ არ მოვეწონო?''
,,ვერაფერი რომ ვერ ვისწავლო და რამე დავუშავო იმ პატარას?''
,,რომ გამომაგდონ იმის გამო, აზრზე რომ არ ვარ არაფრის და მიხვდნენ?'' - თუმცა ისედაც კარგად იცოდნენ ბავშვების მშობლებმა სოფოსგან რომ ბაბის გარდა სხვა პატარასთან ასეთი უშუალო კონტაქტი არ ჰქონია.
ეს და სხვა მრავალი აზრი. უფრო უარესებიც და შედარებით მსუბუქებიც.
- ნიტა, ახლა იცოდე, არ ვიცი, რას გიზამ! - დაეუმუქრა ლოდინისგან დაღლილი სოფო. - რანაირად ხარ, ცოტა გაიხსენი, კი არ შეგჭამენ ისინი. შენი ასაკის მშობლები ჰყავთ, მეტის კი არა. - გაიცინა, როცა მიხვდა რომ უფრო დაძაბა გოგონა.
- კარგი! - ღრმად შეისუნთქა და შემდეგ ამოისუნთქა. - დარეკე ზარი, რაც არის, არის! - გაიცინა.
გაოფლილი ხელის გული დაცვარულ შუბლზე გადაიტარა. გრძელი თმები ერთ მხარეს გადმოყარა და თამამად გაიღიმა. ეს კარების აქეთ, თორემ, როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებს, მერე გაექცევა ძლივს მოკოწიწებული სითამამე. კაცმა არ იცის, სად!
საკეტის ჩხაკუნი რომ გაიგო, ლამის კიბეებს თავქუდმოგლეჯილი ჩაუყვა, მაგრამ საბედნიეროდ ფეხები არ დაემორჩილა, თორემ ახლა, სადარბაზოსთან იქნებოდა უკვე.
- გამარჯობა! მობრძანდით! - ღიმილიანი სახით გააღო კარი დაახლოებით 24 წლის გოგონამ.
- გამარჯობა. - ამოიბლუყუნასავით.
- შედი, შედი! - სიცილით მიარტყა თეძოზე სოფომ ხელი და მხიარულად გადაკოცნა ბავშვების დედა. - როგორ ხართ?
- შენგან დავიწყებულები... ბოლოს, როდის იყავი აქ, თუ გახსოვს? - საყვედურნარევი სახით შეხედა სოფოს საშუალო სიმაღლის ქალმა.
- ხო კარგი, ვიცი დამნაშავე ვარ! - კისკისით ასწია ორივე ხელი ჰაერში და პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი.
ნიტას უხმოდ, დასჯილი ბავშვივით გაჰყვა უკან, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდა რომ სანერვიულო არც ისეთია არაფერი და ცოტა გათამამდა. გათამამებაში ის იგულისხმება რომ ახლა უკვე აღარ ნერვიულობს და ამის ფონზე ცივი ოფლიც არ ასხამს.
- რას შვრებით, მომიყევი. - ფეხი ფეხზე ლამაზად გადაიდო ნიტას მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა და სოფოს შეხედა, თუმცა დროდადრო ნიტასაც გამოხედავდა ხოლმე ღიმილით.
- რა ვიცი, ისევ ისე. - მხრები ღიმილით აიჩეჩა. - არც კი გაგაცანი ნიტა. ღა სულელი ვარ. - გაიცინა ქალმა და აფორაჟებულ დაქალს შეხედა. - ეს ნიტა უშიკიშვილია, - გააცნო თავი გოგონას, - აი, ეს კი მარიტა მჭედლიშვილია.
- სასიამოვნოა! - ორივემ თითქმისერთდროულად თქვეს და ერთმანეთს სიცილით, გამხიარულებულებმა გადახედეს.
მორჩა, დაძაბულობა მოხსნილია!
რაღაც-რაღაცეები გაარკვიეს, შეათანხმებს. მოკლედ, ერთმანეთს მშვენივრად გაუგეს. უნდოდა ნიტას ეთქვა მარიტასთვის არაფრის აზრზე არ ვარ და ასე, ალალ-ბედზე ვარ აქ მოსულიო, მაგრამ ვერ გაბედა. მიუხედავად იმისა რომ ამ ყველაფრის თქმა თავისი სინდისის სისუფთავისთვის უნდოდა, მაინც დაბრკოლდა. ბოლოს ხელი ჩაიქნია. როგორც არის დავტოვებ ისეო.
შეთანხმდნენ რომ მეორე დილას უკვე სამსახურში გამოცხადდებოდა უშიკიშვილი და ემოციურად დაღლილმა დატოვა თავისი მომავალი აღსაზრდელების საცხოვრებელი ადგილი.
გზაში, სანამ სოფოს მიიყვანდა სახლამდე, დაქალმა ტვინი გაუბურღა მარიტას ოჯახზე საუბრით. ისე კი არა, უშნოდ და გაჭორვის დონეზე... უბრალოდ უთხრა ის, რაც გამოადგებოდა ნიტას, სხვა მეტი არაფერი. სადარბაზოსთან გაუჩერა მანქანა. ლოყაზე მაგრად აკოცა სოფომ და სწრაფად გადახტა ავტომობილიდან.
გაეცინა. მხოლოდ ახლა იგრძნო, თუ როგორ აწუხებდა სოფოს გაუჩერებელი ტიკტიკი. ზოგადად არ რეაგირებს ასე, იცის რომ დაქალი გიჟდება ლაპარაკზე და ენის ბოლო დონემდე მოღლაზე, მაგრამ ახლა არ შეეძლო. ნახევარი დღე არ არის გასული ჯერ და უკვე როგორ მოიქანცა. ლაპარაკიც კი არ შეეძლო. ძალიან არის გამოფიტული. ყოველთვის ასეთი სუსტი იყო. ახლა, ვეღარაფერი შეცვლის.
ის დღე მომზადებას დაუთმო, როგორც მორალურს, სულიერს, ისე ფიზიკურს. ვერაფრით მოისვენა. საღამოს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა. თუმცა, ვერ ვხვდები, რას ამზადებდა ამდენი ხანი. საბოლოოდ, მაინც არაფერი ჰქონდა ისეთი, რაც შეეცვალა. ადგილს ვერ პოულობდა ვერსად.
ინერვიულებდა, ინერვიულებდა, შემდეგ კიდევ ინერვიულებდა...
ბოლოს თავს გაუწყრებოდა, ომში ხომ არ მიდიხარო, თუმცა...
ნიტასთვის, ომიც იყო და ომიც. ეხუმრებით ორი ბავშვის გაზრდას, აღზრდას და მოვლას?!
არც გოგონა ეხუმრება ამ საკითხს და იმიტომაც არის, რომ თითქმის ორი დღეა გამოფიტული დადის აქეით-იქით და ადგილს ვერსად პოულობს, სადაც არ უნდა იყოს და მივიდეს.

***
გვიან ღამით დაწვა, თუმცა ვერაფრით მოხუჭა თვალი. თვითონაც ხვდებოდა რომ უკვე საზღვარს სცდებოდა მისი მდგომარეობა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ბორგავდა, ბორგავდა თვალმოხუჭული, თუმცა ვერაფრით მოახერხა ცოტა ხნით მაინც დაძინება. ბოლოს ხელი ჩაიქნია. იცოდა, მაინც რომ არ დაეძინებოდა და ტყუილად წვალობდა. ამას აივანზე გასვლა ერჩივნა. გავიდა კიდეც.
მეტლახზე დაგდებულ თბილ საბანზე დასკუპდა. მისი აივნის სიგრძე-სიგანე მეტის უფლებას ფიზიკურად ვერ აძლევდა. სიგარეთს სწრაფად მოუკიდა და პირველი ნაფაზი სიამოვნებით ჩაუშვა ფილტვებში.
ნიტასთან ყველამ იცის რომ ეწევა, გარდა მამამისისა. მამამისს ვერ უბედავს თქმას, არა იმიტომ რომ ეშინია, არამედ ისეთი ურთიერთობა აქვს თორნიკესთან, იცის რომ გულს საშინლად დასწყვიტავს ეს მავნე ჩვევა. ერთი შეხედვით ხომ არაფერია ეს სიგარეტის მოწევა, მაგრამ იცის რომ თორნიკესთან ურთიერთობას თავდაყირა დაუყენებს, რისიც ძალიან ეშინია. პანიკურადაც კი.
წელიწადი იქნება, რაც ამ საძაგლობას, როგორც დედამისი იტყვის ხოლმე, გაეკარა, თუმცა თვითონ სავსებით კმაყოფილია. იმის მიუხედავად, რომ იცის რაოდენ ცუდია, მაინც არადა არ ეშვება.
მოსწონს, სიამოვნებს, რაც საკმარისზე მეტიც კი არის ნიტასთვის.
საშინლად არ უყვარს ვარსკვლავებიანი ღამე. მეტიც, ეჯავრება. მოკრიალებული უყვარს. ჰო, უკიდეგანო რომ არის, თვალუწვდენელი, უსასრულო და ჩამთრევი.
დღეს არ გაუმართლა. ცა ვარსკვლავებითაა გადაჭედილი. მეტწილად ასე ხდება ხოლმე.
გრილოდა მაინც. ტუჩის კუთხეში მოიქცია სიგარეტი და გაყინული ხელები ერთმანეთს სიმწრით გაუხახუნა. ძალიან სცივა, თუმცა აქაურობასაც ვერ თმობს.
ახლა, ყველაფერი ის აქვს, რაც უყვარს. სიმშვიდე! ათასში ერთხელ თუ გამოივლის მანქან, ისიც სწრაფად გასცდება ნიტას. სიმღერები აქვს ჩართული და სივრცეში იყურება. ხელს არავინ უშლის. ირგვლივ, კორპუსებში ყველგან შუქია ჩამქვრალი, რაც ხელს უწყობს სიბნელეს. სიბნელე კი ისაა, სადაც ყოფნა არასდროს მობეზრდება.
საფიქრალი არაფერი აქვს გარდა იმისა რომ ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებს. ფაქტობრივად ასეა. ასეც და ისეც დასკვნაც და მოალიც ერთია, ხვალიდან სხვანაირი ნიტა დაიბადება. უფრო მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი.

***
საერთოდ არ დაუძინია, უბრალოდ, ბოლო რამდენიმე საათი უაზროდ იწვა ლოგინში და ჭერს უყურებდა. სხვა საქმე მაინც არაფერი ჰქონდა. 8 საათზე წამოფრინდა ფეხზე. დიდაც მაინც არ გიჟდება ძილზე და გულის არ დასწყვეტია. ერთადერთი, რაც საშინლად აღიზიანებდა, მისი ჩაშავებული უპეები იყო, თუმცა ამანაც კი ვერ აიძულა მაკიაჟისკენ წაეღო ხელი.
დილის პროცედურები ასე თუ ისე ჩაიტარა და სამზარეულოში გაქანდა ყავის დასალევად. ცხელი, ქაფქაფა ყავა სწრაფად გადაუშვა ხახაში და კარებისკენ წავიდა. სანამ გავიდოდა დედის და მამის საუბარი გაიგო. ისინიც იწყებდნენ მომზადებას თორნიკეს სამსახურისთვის, მაგრამ ნიტამ დაასწრო! ირონიაა ჩვეულებრივი!
არც ისე ჩქარა უვლია დღეს. ესეც მეორე გამონაკლისი.
სხვათაშორის, ახლა აღარ ნერვიულობდა საერთოდ. დღევანდელმა იმოქმედა. აბა, ტყუილად ხომ არ გაათია ღამე, თანაც სად? გაყინულ აივნაზე!
- შემოდი! - გაუღიმა მარიტამ, თან ფართხა-ფურთხით დაიწყო ფეხსაცმლის ჩაცმა. - მე, უკვე მივდივარ და მგონი დამაგვიანდა კიდეც. - გაიცინა და სავარაუდოდ, ქმარს დაუძახა. - გაიცანი, ეს ნიტა უშიკიშვილია, ეს კი, ჩემი მეუღლე, დემეტრე ნაკანია. - საყვარლად ახედა დახრილმა ქმარს და თვალები დაუქაჩა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა. - მტევანი გაუწოდა კაცმა ღიმილიანი სახით.
- ჩემთვისაც! - ერთი ტონით მაღალი გამოუვიდა სიტყვა, რადგან გაუხარდა, პირდაპირ არაოფიციალურ მიმართვაზე რომ გადავიდა.
ხელი ჩამოართვა და უხერხულად აიწურა.
- გაიხადე, დავკიდებ. - თხელ მოსაცმელზე ანიშნა დემეტრემ.
მერე რა რომ ოფიციალურად არ ესაუბრებიან ერთმანეთს ცოლ-ქმარი და ნიტა?! ეს არაფერს ცვლის!
- კარგი, წავედით ჩვენ! თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში და ბლა-ბლა-ბლა იცი. დანარჩენი შენზეა. 7 საათზე მოვალ მე და დაგითხოვ. ხო, დანარჩენი ყველაფერი იცი. ახლა მე გაბრიელს გაგაცნობ და ამის შემდეგ დაგტოვებ ჩვენ ორ გიჟთან. - გაიცინა ხმადაბლა და იგივე ტემბრით დაუძახა ბიჭს.
- მოდი, ნახე, ვინ უნდა გაგაცნო?! - ბავშვს მხარზე ხელი დაადო და ნიტასკენ შემოატრიალა. - ეს შენი და ნინის ძიძა იქნება დღეიდან, ხომ გიყვებოდი?! ნიტაა. - გაიღიმა და ბავშვთან ჩაცუცქდა.
- გამარჯობა. - გაუღიმა ბიჭუნამ და დედას შეხედა. - მიდიხართ უკვე?
მშობლებმა ბავშვს აკოცეს, ნიტას გაუღიმეს და სახლი დატოვეს. ღიმილით მოტრიალდა გოგონა მას შემდეგ, რაც გააცილა სახლის და ბავშვების პატრონები და გაშეშდა. წარბაწეულმა დაუღრინა გაბრიელმა და თავის ოთახში შეიკეტა.
წამით ვერაფერი გაანალიზა, სამაგიეროდ, როცა აზრზე მოვიდა, გაცეცხლა, მაგრამ რა გაცეცხლდა. თავიდან თავი შეიკავა, მაინც ახალი ვარ და არაუშავს, ნელ-ნელა შემეჩვევა მაინც, თუ არ შევუყვარდებიო. აცადა, აცადა, მაგრამ საღამოს ლამის ტვინში აასხა სისხლმა ისე ამწარებდა გაბრიელი, თან ისე ოსტატურად დარბოდა და თამაშობდა ნიტას ნერვულ სისტემაზე, გაოცებას იწვევდა გოგონაში.
აქეთ ნინის გაუთავებელი ჭყიპინი უხშობდა ყურებს, იქით გაბრიელის ცინიკური თვალები და გამომეტყველა. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ დიდ სიკეთეს უკეთებდა ნიტას ბიჭი. აქეთ-იქით დარბოდა და სათამაშოებს ისროდა ირგვლი, თამაშობდა თუ არა, სჭირდებოდა თუ არა. აი ასე, გამოიტანდა, ერთს დახედავდა და ხან სად მოისროდა, ხან სად. ერთხელ, სულ ,,შემთხვევით’’ გაბრიელის ნასროლი სათამაშო, თან არც ისე მჩატე, პირდაპირ ზურგში მოხვდა გოგონას და მაშინვე აუწვა მთელი უკანა მხარე, მაგრამ ვერაფერი უთხრა.
აბა, სოფომ, გაბრიელი ძალიან მშვიდიაო?! 4 წლის არის ჯერ და რაებს უკეთებს ნიტას, თან 1 ერთი დღეც არ არის გასული, რაც გაიცნო.
ხელი სიმწრით დაუქნია ბედნიერ და ლაღ მომავალს.
ასეც რომ არ იყოს, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის!
საჭმლის გაკეთება მაინც იცოდა ნინისთვის, კიდევ კარგი, ეს მაინც ასწავლა დედამ. გაბრიელი თავისუფლად დააპურა, კარგი კულინარია, რაც არ უნდა იყოს.
დღის ბოლოს ოფლი მოიწმინდა შუბლიდან და ცრემლებიც, სიმწრით, ღვარ-ღვარად რომ ედინებოდა მთელს სახეზე!
კარში შემოსულ დაღლილ მშობლებს გაუღიმა, არანაკლებ მდგომარეობაში მყოფმა, ბავშვებს აკოცა ლოყაზე ძალით და იქაურობა დატოვა. მგონი, ვეღარ გაუძლებს! მაგრამ ნიტა რის ნიტაა, ბოლომდე რომ არ მიიყვანოს დაწყებული საქმე. ასეა მიჩვეული, ასე უყვარს და იმიტომ!



№1  offline მოდერი Eleniko13

ვაჰ, კმაზლო:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline მოდერი Nude

Eleniko13
ვაჰ, კმაზლო:)

?:)))
--------------------
bailey

 


№3  offline მოდერი Eleniko13

სათქმელი არაფერი არ მაქვს,
და მხოლოდ ვაჰ რო დავაკომენტარე
დამიწერა მოკლეა კომენტარიო...

გკითხულობ რა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent