შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 8)


12-01-2017, 00:51
ავტორი მანგო ✨
ნანახია 2 086

მოულოდნელად ფეხზე წამოფრინდა, მაჯაში მწვდა და მისკენ მიმიზიდა.
- მემგონი როდესაც შენს საწოლში მძინავს შენთან ერთად,მთელი ღამე ისე მეხუტები რო სუნთქვის საშუალებას არ მაძლევ და მეუბნები მჭირდებიო უნდა მეუბნებოდე შენს თავს რახდება.
- კარგი ... გეტყვი რა ხდება ! გაინტერესებს რა მემართება ? შენ მემართები, მამაჩემი და ახლა კიდევ ამ ყველაფერს ბექაც ემატება. დავიღალე გესმის? ზოგჯერ უბრალოდ მინდა ყველანი მოკვდეთ ! ახლა კი ნება იბოძე და ამ სახლიდან გაეთრ... - სიტყვა გამიწყდა როდესაც ჩემს ოთახში მამაჩემი შემოვიდა.
ადგილზე გავშრი და მზერა ლუკასკენ გავაპარე, ღმერთო ახლა ალბათ როგორ ვძულვარ.ლუკა გაოცებული იყო მამაჩემის გამოჩენით.ახლა მამას შევხედე, წამის მეასედში ლუკას მივარდა და საყელოში წვდა რაზეც ლუკა გაცოფთა, ასეთი განრისხებული ჯერ არასოდეს მინახავს. მამამ ლუკა კედელზე მიახეთქა და თვალები დაუბრიალა.
- შე ა*ვარო ჩემს შვილთან რა ჯანდაბას აკეთებ ! - მთელი ხმით უღრიალა ლუკას რაზეც მას წარბიც არ შეხრია
- მამა ის.. - მასთან მისვლა ვცადე თუმცა ამ დროს დედა შემოვარდა
- აქ რა ხდება? - გაოცებულმა მიმოიხედა და ლუკაც შენიშნა.
- ლევან რა აკეთებ გაუშვი. - მასთან მივიდა თუმცა დაუყვირა ორივე გაეთრიეთო. ვგრძნობდი როგორ ასველებდნენ ცრემლები ჩემს ღაწვებს. დედამ რასაც ჰქვია გარეთ გამათრია. როდესაც გარეთ გამომიყვანა კედელს მიმაჯახა და სილა გამარტყა, ცხოვრებაში პირველად რაზეც გავოცდი.
- როგორ გაბედე და ლუკა ახვლედიანთან დაწექი ! - ამ სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა
- ეს საიდან მოიტანე ?! - დავუყვირე და გულნტაკენი მზერა მივაბყარი.
- არც კი გაბედო და თავი არ გაიმართლო შენ ჩემიშვილი აღარ ხარ !
ამ სიტყვების გაგონებაზე გული შემეკუმშა,მოკლედ რომ ვთქვათ მისმა სიტყვებმა გულში ისარი მესროლეს. მისკენ მივიწიე რომ შევხებოდი და ყველაფერი ამეხსნა თუმცა ხელით მანიშნა, რომ არც კი შევხებოდი. ზურგი მაქცია და დამტოვა კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. თავი მუხლებში ჩავრგე და ტირილს უფრო ვუმატე... მესმოდა გინების და ნივთების ლეწვის ხმა თავში კი გამუდმებით ერთი ფრაზა მიტრიალებდა "შენ ჩემი შვილი აღარ ხარ" თავს საშინლად ვგრძნობდი, მინოდა ამ ყველაფერს ბოლო მოღებოდა და ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო.

ამ დროს ოთახში.

- შენ ჩემს შვილთან რას აკეთებ ? გინდა მამაშენივით მოიქცე, იხმარო და მერე მიაგდო? - ლევანი ხმას უფრო და უფრო უწევდა რაზეც ლუკა თანდათან ბრაზდებოდა.
- მე მასთან არაფერი მაქვს, მე ის ფეხებზე . მთავარი აქ შენ ხარ და არა შენი ლაწირაკი და საცოდავი გოგონა - მის ხმაში საკმაოდ დიდი სარკაზმი იგრძნობოდა რაზეც ლევანი ცოფდებოდა.
- იცოდე მასზე კიდევ იტყვი რამეს და გეფიცები მამაშენივით ჩაგაძაღლებ - ლუკას მხოლოდ ამ სიტყვების მოსმენაღა აკლდა ! -_- ლუკას გონებამ იფეთქა, გამწარდა, თაცვში სისხლმა აასხა და ლევანის მუშტი მიაგება. ცდილობდა თავი შეეკავებინა თუმცა ის იწვევდა და გამოუვიდა კიდეც.
- მანაშენივით ნაბი*ვარი ხარ შე პატარა ლაჩარო.
დამცინავი ხმით თქვა და ცხვირიდან სისხლი მოიწმინდა. ამაზე ლუკა გაცეცხლა და მივარდა, მის ზემოდან მოთავსდა და მთელი ძალით მისი ცემა დაიწყო, უნდოდა ისეთივე ტკივილი ეგრძნო როგორსაც თავად განიცდიდა. გამეტებით ურტყამდა, ინდენად მწარედ რომ ხელებიდან სისხლიც კი წამოუვიდა. ლევანი კი მხოლოდ ამაზრზენად იცინოდა და ცდილობდა ლუკასთვის ხელი მოერტყა გამოუვიდა კიდეც თუმცა ამან ლუკას ვერაფერი დააკლო. შიგადაშიგ ლანძღავდა და ეუბნებოდა რომ ისე გაამწარებდა, რომ ამას ვერასოდეს დაივიწყებდა. ლევანი კი სულ დასისხლიანებული ეგდო და თანდათან გონებას კარგავდა ლუკა კი თავის საქმეს აგრძელებდა და უფრო ძლიერად ურტყამდა ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ამ დროს ოთახში ელენე შემოვარდა და არსებულ სანახაობაზე ცრემლები კიდევ უფრო წამოუვიდა. ლუკას ეუბნებოდა რომ გაჩერებულიყო, თუმცს ლუკას მისი არ ესმოდა. ახლა მხოლოდ მამამისზე იყო კონცენტრირებული,ცდილობდა მისთვის რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა. ელენე უყვიროდა და ადგილიდან ვერ იძროდა ეშინოდა, მისი საყვარელი ადამიანის ეშინოდა. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და მასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა. მის გვერდით ჩაიმუხლა და ყურება დუწყო ასეთი არასოდეს უნახავს, არასოდეს უნახავს ასეთი განრისხებული და გაცოფებული.
- ლუკა გაჩერდი. - უთხრა ჩუმად, მაგრამ გასაგონად. ლუკა მას არ უსმენდა და თავის საქმეს განაგრძობდა. ელენემ მამამისს შეხედა, რომელსაც სისხლისგან სახეც კი აღარ უჩანდა. ამაზე ელემ პირზე ხელი მიიფარა და ლუკას შეხედა
- გეყოფა ლუკა გაჩერდი! საკმარისია !! - ელენემ მისი სახე ხელებში მოიქცია და უთხრა. - ასე მას მოკლავ! - ლუკამ მის აკანკალებულ ტუჩებს შეხედა და ხმადაბლა უთხრა.
- ის უნდა მოკვდეს, ის მკვლელია ! - თქვა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. ამის დანახვაზე ელემ სასწრაფოდ შეუშრო და გაღიმება სცადა.
- მაშინ არ მისცე უფლება მისნაირი გაგხადოს, ის ამად არ ღირს. - უთხრა და ჩაეხუტა. ერთი ხელით თმაზე ეფერებოდა მეორეთი კი ამშვიდებდა. ცრემლები უკვე შეშრობოდა. ლუკა მთელი ძალით ეხუტებოდა ელეს და ცდილობდა დამშვიდებულიყო.ელენეს ესმოდა თუ რა ტკივილს განიცდიდა,მისი ყოველთვის ესმოდა. სახეზე მოეფერა და ფეხზე წამოდგა. ლუკაც წამოაყენა და ხელი ჩასჭიდა.
- წამოდი, ჭრილობებს დაგიმუშავებ... ოღონდ აქ არა. - კარებში დედამისი შემოვიდა და დანახულზე ატირდა.
- შე საზიზღარო ბიჭო, რა უქენი ჩემს ქმარს. - ამაზე ელეს სიმწრისგან ჩაეცინა და დედამის მიუბრუნდა.
- საკითხავია საზიზღარი ვინ არის, ის ვინც ყოველთვის გღალატობდა და კაცის მკვლელია თუ ის ვისაც ახლა უყურებ.
ლუკას ხელი კარგად, მაგრამ ნაზად მოკიდა და მისი ქოხისკენ აიღო გეზი. გზაში ლუკას გახედავდა ხოლმე, თუმცა ის ზედაც არ უყურებდა. როდესაც ქოხში შევიდნენ ელემ პირველადი დახმარების ყუთი გადმოიღო და ლუკასთან მივიდა. გადაწყვიტა ჯერ მისი გახეთქილი ტუჩი დაემუშავებინა.
- შეიძლება ცოტა დაგეწვას.. - ბამბა სპირტით დაასველა და ტუჩზე დაადო რაზეც ლუკას რეაქციაც არ ჰქონია.
- მე... - საუბრის წამოწყება სცადა ლუკამ თუმცა ელემ გააჩუმა.
- არაფრის თქმა არ არის საჭირო. - თქვა და ბამბით ტუჩის დამუშავება განაგრძო. როდესაც დაასრულა ახალი ბამბა ამოიღო და წარბის დამუშავებაზე გადავიდა. ლუკა უყურებდა და მხოლოდ ერთი კითხვა ებადებოდა "ასეთი კარგი როგორ იყო".
- რა თქვი? - უპს! როგორც ჩანს ლუკამ ხმამაღლა გაიფიქრა .
- არაფერი...
წარბის დამუშავებასაც მორჩა, ხელებიც დაუმუშავა და პირველადი დახმარების ყუთი შეინახა. ლუკასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. არ იცოდა რა ეთქვა. ცოტახანი ორივენი ჩუმად იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, მაგრამ ეს დუმილი ლუკამ დაარღვია.
- ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ ხარ ჩემთან და არა შენს ოჯახთან? - ელე ამ კითხვამ გააკვირვა. კითხვაზე დაფიქრდა და მის პასუხს მიხვდა თუმცა ეს აზრი უარყო და აზრების გასაფანტათ თავი გააქნია.
- არვიცი... -თავი დახარა და ხელებს წვალება დაუწყო. ლუკამ ეს შეამჩნია და მისი ხელები თავისი ხელით გააჩერა.
- მშვენივრად იცი ამ კითხვის პასუხი, თუმცა აღიარება არ გინდა. - მის ნათქვამზე ელემ თავი ასწია და თვალებში შეხედა. ორივენი ასე ჩუმად იყვნენ თითქოს ერთმანეთით ტკბებოდნენ, შემდეგ კი მათ შორის მანძილი შემცირდა. სულ ცოტაც და ლუკა ელეს აკოცებდა თუმცა თვალებდახუჭულმა ელემ ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა.
- ამის გაკეთება არ შემიძლია... არ შემიძლია რადგან შესაძლოა ჩემმა შემდგომმა ქმედებამ გულო გატკინოს, მე კი არ მინდა გული გეტკინოს. - თქვა და თვალები გაახილა.
- გასაგებია, სხვა გიყვარს. - დამნაშავედ ამოილაპარაკა და თვალი აარიდა.
- არა მე.. ჯანდაბა! ამას ვერ გეტყვი. ხო მიყვარს ერთი ბიჭი ძალიან საყვარელია, უხეშიც და ამავე დროს მზრუნველიც მაგრამ ის არაფერ შუაშია. - ლუკა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
- კარგი ხვალ გნახავ სკოლაში. - უემოციოდ მითხრა და გავიდა. იქაურობა მოვაწესრიგე. და გადავწყვიტე რაიმე დამეხატა.
დაფასთან მივედი, საღებავები ავიღე და თვალები დავხუჭე.. დავიწყე იმის გაანალიზება რაც რამოდენიმე წუთის წინ მოხდა. თვალწინ მიდგას ის კადრი თუ როგორ ურტყამდა ლუკა მამას, როგორ გამარტყა დედამ სილა, როგორი ზიზღით მიყურებდა და რა მითხრა, ახსნის საშუალებაც კი არ მომცა ისე შემრაცხა ბო*ად! ხო ეს მისთვის ასეა. არ მავიწყდება მამაჩემის დამცინავი ხმა. საშინელებაა ისეთი საიდუმლოს ტარება რომელსაც ვერავის უზიარებ, თუ ეტყვი ვინმეს რამოხდა ყველას და ყველაფერს დაკარგავ: ოჯახს,მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს რომელიც შენთვის ძვირფასია...არ ვაპირებ საყვარელი ადამიანების დაკარგვას. მირჩევნია მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდე და გვერდით მეგობრები მყავდეს ვიდრე მარტო ვიყო და ყველაფერი ფეხებზე მეკიდოს. თვალები გავახილე და ნახატს დავაკვირდე. გოგონა წვიმაში, გზაზე ეგდო... მოხრილი და საცოდავი. ტიროდა, თუმცა ვერავინ ამჩნევდა. მარტო იყო და რა სჭირდა არავის აინტერესებდა. ირგვლივ სრულიად სიბნელე და სიცარიელე იყო, არანაირი სინათლის ნაპერწკალი, სულ წყვდიადი... მივხვდი ვინ იყო! საკუთარი თავი დამეხატა. არა ! მე არ ვიქნები ასეთ მდგომარეობაში, მარტო არასოდეს ვიქნებოდი.
როდესაც დაბნელდა გადავწყვიტე რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ხელები გავიწმინდე და სახლისკენ გავემართე. ჩემი სახლის ზღურბლზე ვდგავარ და კარზე ვაკაკუნებ. კარი ნამტირალევმა დედამ გამიღო. ჩემს დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა და ცივად მომმართა.
- რა გინდა? - მისმა კითხვამ გამაოგნა.
- დედა მე..
- დედა?! ჩემი შვილი მოკვდა - მისმა სიტყვება ყველაფერს ნათელი მოფინა.ზიზღმა ამიტანა..ლოყაზე თბილი ბურთულა ჩამომიგორდა და მაშინვე მოვიშო. დედ.. ნანას შევხედე და გაყინული ხმით წარმოვთქვი.
- ვწუხვარ! - მხოლოდ ეს ვუთხარი, ზურგი ვაქციე და იქაურობა დავტოვე.როდესაც სახლს მოვშორდი ტელეფონი ამოვიღე და ნინის დავურეკე.
- ჰეიი ელე როგორ ხარ?
- დღეს არ მნახე? - გამეცინა და სიარული შევანელე.
- წეღან გიოს ვეუბნებოდი, რაღაც გული ცუდს მიგრძნობსთქო მან კიდე ნეტა რას უნდა გიგრძნობდესო. ხოდა ხო არაფერი მომხდარა? - მის კითხვაზე სევდიანად გამეღიმა და იქვე არსებულ საქანელაზე ჩამოვჯექი.
- არა,მისმინე დღეს შეიძლება შენთან დავრჩე?
- რა შეკითხვაა? რათქმაუნდა.
- შეგიძლია გამომიარო?
- კი,სად ხარ? - ჯანდაბა ახლა რა ვუთხრა, თავადაც არ ვიცი სად ვარ. ირგვლივ მიმოვიხედე და რაღაც პარკში ვიყავი. რაღაც კი არა მიტოვებულ პარკში.
- ამმ... როგორც აქ აწერია მიტოვებულ პარკში. - აქედანვე ვგრძნობ მის აფორიაქებას - რა მოხდა?
- მანდ რა ჯანდაბა გინდა?! ახლავე მოშორფი მაგ ადგილს. ეცადე პირდაპირ იარო და სუპერმარკეტამდე მიაღწიო ახლავე მოვდივარ..


იმედია მოგეწონებათ, ვეცადე კარგი გამომსვლოდა და მგონი გამომივიდა კიდეც. ♥



№1  offline წევრი D-I-A-N-A

კარგი თავია . უბრალოდ პატარაა არ მეყო მაგრამ ძალიან მომეწონა kissing_heart

 


№2  offline წევრი marus

ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ მაგარი თავი იყოო ძააან!!!!

 


№4 სტუმარი happy

მართლს ძალიან მაგარია❤ასე გააგრძელე

 


№5 სტუმარი Guest ketu

აუ კიდევ მინდოდა, არ მეყო....კარგია ძალიან და უფრო საინტერესო ხდება თანდათან

 


№6  offline აქტიური მკითხველი neneusi

ძალიან მაგარია......მაგრამ ძალიან პატარაა...ყველაზე მაგარია ის ,რომ თავგადასავლებითაა ელეს ცხოვრება სავსე... მართლა ძალიან მეცოდება ეგ გოგო..... ცუდად არ დაასრულო რა. კარგია, მართლა არაჩვეულებრივია, აი როგორ გითხრა.... გამორჩეულია რა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent