არჩევანი (თავი 8)
და აი შაბათიც დადგა. ნანუკა და ლენა 8 საათზე დამადგნენ თავს. მათი შემყურე ძალა მემატებოდა და უკვე მერამდენედ ვწირავდი მადლობას ღმერთს აღარ მახსოვს მათი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენისთვის. ბავსვებს ჯერ კიდევ სძინავთ მაგრამ მე ბარგი უკვე მმზადა მაქვს. საშუალო ზომის ჩანთაში ჩავატიე ყველაფერი, უმეტესად ტყუპების და ბარგის თრევა ლენას დავაკისრე. ტყუპების ჩაყვანა კი ნანუკას. - ცხრისთვის გავაღვიძებ.- ჩავჩურჩულე გოგონებს და სამზარეულოში შევუმალეთ. - ჩაი, კოფე თუ მალაკო?- უტეხი სახით შემოგვყურებს ლენა და ჩვენც შეუკავებელ ხარხარს მუშტებით ვახშობთ. - ჩაა- ხნავის ნანუკა და მაცივარს აღებს- ტკბილეული ნეტუ გოგო?- მიყურებს მკვლელი თვალებით. - მანდ არა კონტეინერში მაქვს შენახული. გვერდით კომოდში.- თავით ვანიშნებ და ბოლო დღეების შემაწუხებელ საფიქრალს მათ ვუზიარებ. - მაშინ ხელშეკრულების გასაფორმებლად რომ მივედი კომპანიაში და ბატონმა თორნიკემ რომ მომასულიერა.- ვიწყებ საუბარს და ვხედავ როგორ იტრუნება და შეშდება ორივე. - რაღაც უცნაური შემომეფიქრა და დღემდე ძალიან განვიცდი ამას.- თავჩახრილი ვაგრძელებ საუბარს და ვერცერთს ვუსწორებ.- ახლოს რომ მედგა მაშინ სულ ერთი წამით მისი კოცნის სურვილი გამიჩნდა- ვამატებ უფრო ხმადაბლა და ვმუნჯდები. - აუფ თეონააა ცუდადაა შენი საქმე- უხეშად მატრიალებს ლენა მისკენ და თვალებში მიყურებს- გაიგე ადამიანო ამდენი წლის განმავლობაში ასოციალური რომ არ გახდი არ გიკვირს? გადაჩვეული ხარ ადამიანებთან ურთიერთობას. უფრო სწორად მამაკაცების ყურადღებას. ყველაფერს აბუქებ, ზედმეტად განიცდი და ზედმეტადაც გამოხატავ. მე თუ მკითხავ ეგ ერთგვარი შურისძიება იყო შენი გონების მხრიდან. ალბათ გაუცნობიერებლად მაგრამ მაინც გაგიჩნდა სურვილი. თუმცა შენ მაშინ ისეთ მდგომარეობაში იყავი თორნიკეს კი არა მელანისაც ჩაეხუტებოდი- დამცინის ქალბატონი და ნანუკას უკრავს თვალს. - თეო ჩვენ ხო გიცნობთ. ახლა შენც უნდა გაერკვე შენს გრძნობებში. არ გინდა ყველაფრის ასე გულთან ახლოს მიტანა. ვიცი რასაც ფიქრობ და ისიც ვიცი რა რთულია იმ კაცის შეზიძღება ვინც ასე ძალიან გიყვარდა. არავინ არ გაგამტყუნებს თუ ვერ ამოიგდებ გულიდან. თუ ვერ გადაიყვარრბ. მაგრამ არც იმ შემთხვევაში არ გაგამტყუნებ თუ ახალ ცხოვრებას დაიწყებ და სხვა მოჰეწონება. მე მჯერა შენი. შენნაირი სუფთა აქ არცერთი არ ვართ. უბრალოდ შეშინებული ხარ და არაადეკვატური. თუ რამე აგერ ვართ ორივე და დაგველაპარაკე.- თვალს მიკრავს ნანუკა და მეც სიმშვიდე მიპყრობს. ე.ი. არაფერი დამიშავებია. მთავარია თავი ხელში ავიყვანო და ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლო. ცხრისთვის ბავშვებს ვაღვიძებ და ვამზადებ. ვასაუზმებ და მითითებებს ვაძლევ. უფროსების იმედი მაქვს, თუ რამე ისედაც იციან რომ უნდა დამირეკონ. ათის ნახევარზე ზარი ირეკება და მეც მიწისძვრა მეწყება მუცელში. გული საგულედან ვარდება და მეც შეშფოთებული ვიწყებ თვალების აქეთ-იქით ცეცებას. ბავშვები მეხვევიან და სადაც მწვდებიან იქ მკოცნიან. ეს საერთოდ მრევა და ლამისაა ტირილი დავიწყო. ლენას ჩანთას ვაჩეჩებ. ლოყებ მოჭმულ ტყუპებს ნანუკას. უფროსებს მრავლისმეტყველი მზერით შევყურებ და სამზარეულოს ვაფარებ თავს. "რა გაძლებს მათ გარეშე?" პანიკა მიპყრობს და ხელების სრესვას ვიწყებ. ვიღაც კარებს აღებს და ტყუპების წივილის ხმაც აღწევს " მამიკოოო ". ხმაურზე ვვარაუდობ რომ უფროსები გარეთ გავიდნენ, ტყუპები კი მამამის ჩაყავს. ფანჯარასთან მივდივარ და ფარდას ვწევ. მინდა ჩემებს კიდევ ერთხელ შევავლო თვალი. უკან კი ხმაური ისევ გრძელდება და ჩემს ყურადღებასაც იპყრობს. - არ გინდა ალექსანდრე- მესმის ლენას მუდარანარევი ხმა და ნაბიჯების ხმაზე უკან ვბრუნდები. იქ კი ის დგას. წითელის დანახვაზე გაცოფებულ ხარს გავს. მის მზერას ვიჭერ და ვგრძნობ როგორ მეყინება ნელ-ნელა მთელი სხეული. მეშინია. ვათვალიერებ და მის ზედმეტად მოწესრიგებულ იერზე წარბი ზემოთ გამირბის. ბრაზი მიპყრობს ეს კი ძალას მმატრბს. "მოწესრიგებულა ბიჭი. თმები შეუჭრია, წვერი გაუპარსავს. აბა რა ბოლო-ბოლო ცინცხალი სასიძოა და ხომ უნდა გაუმართლოს მსურველებს იმედები" შინაგანად ვბრდღვინავ და საკუთარი აზრები მაოცებს. ვერ ვარ მგონი კარგად. ადგილიდან იძვრება და ჩემსკენ მოიწევს. შეშინებული ვუყურებ მის მოქმედებებს და ვერ ვხვდები რა უნდა. ზუსტად ჩემს წინ ჩერდება და სახის მიმართულებით თავს დაბლა ხრის. მე კი უკან ვიზნიქები და ამოუხსნელის მოლოდინში სუნთქვას ვიკავებ. ამ დროს ალექსანდრე მკლავზე მექაჩება და ოდნავ მწევს მისკენ. თავს კიდევ უფრო დაბლა ხრის და ზედ ტუჩებზე დამსისინებს. - აწი კეთილს ინებებ და საკუთარ შვილებს კარებამდე მოაცილებ. ხვალ რომ მოვიყვან, შენ გაუღებ კარებს და იქ- თავით სადარბაზოსკენ მანიშნებს- შენ დახვდები! გასაგებად ვსაუბრობ?- სასტიკი თვალებით დამყურებს და ხელს უფრო მაგრად მიჭერს. - სულ ტყუილად იწუხებთ თქვენი ბოღმის აქ ნთხევით თავს ბატონო ალექსანდრე- არც მე ვაკლებ სისასტიკეს და ირონიას- აღარ ჭრის ეგ დაჭიმული ჯიკაპი და ჩაწითლებული თვალების ბრიალი ჩემზე. გავიზარდე როგორც ხედავთ და ბევრი რამ ვისწავლე. რას ვიზამთ ცხოვრება სასტიკი რამაა, ადამიანები კი დაუნდობლები. ასე რომ კეთილი ინებეთ ხმას დაუწიეთ და ნუ მასწავლით როგორ მოვიქცე. იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად არ განეკუთვნებით იმ ხალხთა კატეგორიას ვისაც სხვაზე რამის სწავლების ან ბრძანების უფლება ქონდეს. იდეალურისგან ძალიან შორს ხართ, ძალიან. ახლა კი კეთილი ინებეთ და ბავშვებს მიყევით, უკვე ათი წუთია თქვენს მეურვეობაში არიან, თქვენ კი ათი წამიც კი არ გაგიტარებით მათთან. მიბრძანდით და მეორედ აღარ გადმოაბიჯოთ ჩემი სახლის ზღურბლს.- ირონიად ვიღვრები და სასწრაფოდ ვაქცევ ზურგს. ფანჯარაში ვიყურები და მანქანასთან მომლოდინე ბავშვებს დავყურებ. უცებ თბილ ხელებს ვგრძნობ მუცელზე და მკვრივ სხეულს ზურგზე. ალექსანდრე სწრაფი მოძრაობით მეხვევა და მტკინვეულად მიჭერს ხელებს, თითქოს ეშინია ხელებიდან არ დამიძვრესო. ცხვირით თმებს მიფანტავს და ასე მიშიშვლებს ბეჭს. ძლივს მოვდივარ აზრზე და გამწარებული ვიწყებ ფართხალს. - გამიშვი...- თავით ვაწვები უკან, მაგრამ ის უფრო მოხერხებულად მიძვრება ყელში. სასწრაფოდ მკოცნის, და უცებ მარიდებს სახეს. ისეთი გაცოფებული ვარ რომ თავსაც კი მოვუქნევ, ოღონდ საშუალება მომეცეს. თავით რომ არაფერი გამომდის ხელების განთავისუფლებას ვცდილობ. მთელი ძალით ვქაჩავ ხან მარჯვენას და ხანაც მარცხენას. ის კი უფრო მეჭიდება მაჯებზე და ვგრძნობ როგორ ნელდება სისხლის მიმოქცევა თითებში- შემეშვი შე ნადირო- ამდენი ბრძოლისგან ხმა მერთმევა, მაგრამ მაინც არ ვნებდები. მთელი სხეულით ვიწყებ ხვანცალს და ხან ზურგით ვეხლები და ხანაც თავით.- მეტკინა...გამიშვი- მწყდება ხმადაბლა და ვგრძნობ როგორ ვიწევი ჰაერში. წამით ვერ ვახერხებ სიტუაციის გააზრებას და შეშინებული ვავლებ თვალს იატაკს. მერე კი რბილად ვეშვები იატაკზე და გათიშული დავყურებ ჩემზე შემოხვეულ მარწუხებს. - ამიტომ ნუ მაიძულებ რომ გატკინო.- მხარზე ტუჩებ მოწეპებული ჩურჩულებს დამერე თავს გვერდზე ხრის. სახეზე მაკვირდება, მაგრამ ტუჩებს მაინც არ მაშორებს. თუკი ისევ გააგრძელებ ხვანცალს იცოდე სხვანაირად დავასრულებ- არ ვუყურებ, მაგრამ ხმაზე ვგრძნობ რომ იღიმის. უფრო მიახლოვებს სხეულს და უკანალზე თეძოთი მეხება. დაზაფრული ვხტები ადგილიდან და როგორც შემიძლია ისე ვარიდებ სხეულს. მისი ეს სითამამე და უდარდელობა ისე მამწარებს რომ ნახევრად ვაბრუნებ თავს და ყველაზე საშუნელი რაც მომდის თავში იმას ვახლი. - მეზიზღება შენი შეხება- კბილებში ვცრი და ვგრძნობ როგორ უდუნდება ხელები. ვცდილობ ამით ვისარგებლო და მთელი ძალით ვიწევი გვერდზე. შენც არ მომიკვდე. ისევ ცოცხლდება მარწუხები და ისევ მიკრავს გულზე. - გამიშვი ადამიანო- გავყვირი აღშფოთებული. - გაგიშვი- მპასუხობს უდარდელი ხმით და მშორდება. სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის და მერე კარების ხმა. უკან ნელა ვბრუნდები და თვალებ გაფართოვებულ ნანუკასა და ლენას ვაწყდები. - რა იყო ახლა ეს?- გაოგნებული სვამს კითხვას ლენა. - უფ რა ვიცი მე- ხელის ფრიალით პასუხობს წამოწითლებული ნანუკა და ვცდილობ არც კი წარმოვიდგინო რას ვგავარ მე. - საზიზღარი!- ვილანძღები ხმამაღლა და წამში მყვება ორივე. - უხ ეგ..უხ- სალანძღავ სიტყვებს ვერ იყენებს ნანუკა და დამნაშავის თვალებით შემომყურებს. - ასეთი იყო სულ?- მორიდებით მეკითხება ლენა და ოთახში შემოდის- უფ აქ სუნთქვა შეუძლებელია.- ახლა ის მიმატებს და ამაზე გაბრაზებული შევყურებ. - ჰე ამოთქვი ახლა- მოუსვენრად მეკითხება ნანუკა. - როგორი? ბრძანებლობის მოყვარული და ტირანი? კი სულ ასეთი იყო- ვპასუხობ გაბრაზებული და აყმუვლებულ ნანუკას და გაოცებული შევყურებ. - გოგოო დავიწვი თქვენი შემყურე. კაცი მომინდა ამ ქალიშვილ გოგოს. ნამუსი გაავთ ახლა თქვენ?- შემომჩივის საწყლად და ახარხარებული ლენას შემყურე მეც ვერ ვიკავებ ღიმილს. - ათი წელი შენ თუ ამ ქარ-ცეცხლს უძლებდი მარტოდ-მარტო მადლობა გაქვს სათქმელი ლევად რომ გაიარა.- ჩაბჟირებული ლენა მაგიდას ურტყამს ხელს და ისე მელაპარაკება. - ვერ ხარ შენ ნორმალური- ვასკვნი ხმამაღლა და ზურგს ვაქცევ. - ვსო დღეს ვსვამთ- აცხადებს ნანუკა ხმამაღლა და ფეხზე დგება. - აჰამ.თან შენთან- ეთანხმება ლენა და ჩაიცვიო მე მაძლევს განკარგულებას. - აბაა ღვინო, მუსიკა, ქალებიიი- გაკივის ნანუკა და კარებისკენ მიიწევს. - ბუხარი, ცეცხლი და გულავიიი- ამატებს ლენა და გარეთ მატარებს. დოლიძის ბოლოში სულ ნერწყვების ყლაპვით ავდივართ. ხუთი ბოთლი ღვინო გვაქვს ნაყიდი და დიდ გეგმებს ვამყარებთ მათზე. სამის ჩაცლის შემდეგ სამივე ცენტრს ვეხუტებით და ბოლო ხმაზე ვმღერით The Chainsmoker- ის. Closer-ს. ისე მოგვწონს ცეკვა და სმა ერთდროულად რომ ყველა შუქს ვაქრობთ და საახალწლო ნაძვის ხის განათებაზე დახურულ Party-ს ვაწყობთ. მეოთხე ბოთლის შემდეგ სარკის წინ ვდგავართ სამივე და Shaky-shaky-ზე თეძოების ამოვარდნამდე ვცეკვავთ. უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ ნეტა ვის ადარდებს ესა? ბოლო ხმაზე გავქვს მუსიკები აწეული და მეხუთე ბოთლს ვხსნით სახურავს. ერთ-ერთი მუსიკის დასრულების შემდეგ სიჩუმე ისადგურებს ოთახში და მესმის როგორ გაკივის ჩემი ტელეფონი. შემოსასვლელისკენ მივიწევ, მაგრამ მგონი ის მოიწევს ჩემსკენ. საცოდავად ვეჭიდები კედელს და ალალბედზე მივყვები მას. გაგრძელება იქნება ხვაააალ:) იმედი მაქვს მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.