შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედი ქმარი(3 თავი)


12-01-2017, 19:10
ავტორი CeCe))
ნანახია 4 093

-ტასო ჰო კარგად ხარ?-დაბნეულმა მკითხა,როცა მის ტუჩებს მოვშორდი.
-ეს გოგო ვინ იყო და რას აკეთებდი მაგასთან ერთად?
-ოუუ მოიცა...არ მითხრა,რომ ეჭვიანობ?-წარბები აათამაშა დემეტრემ.
-კითხვაზე მიპასუხე!-როგორც კი ვუთხარი,მაშინვე მაკოცა.
-გიპასუხე და დღეს ღამე უფრო ხანგრძლივად და ვნებიანად გიპასუხებ!-თვალი ჩამიკრა და მომშორდა.ო,არა ეს რა იყო?ეს ბიჭი ნამდვილად გამომალენჩებს!
გამთენიის ოთხი საათი იყო,რომ დავიშალეთ.ჩვენც ბოლომდე დავრჩით და აღარ წავედით.ხუთის წუთებზე უკვე Radisson-ის სასტუმროს ნომერთან ვიდექით.მალე გააღო დემეტრემ კარი და რომ შევედი ძალიან მომეწონა აქაურობა.ყველაფერი დახვეწილი და მდიდრული იყო.მაგიდაზე წყალი დავინახე და მისკენ წავედი.ისე მწყუროდა მთლიან სურას გამოვცლიდი დემეტრეს,რომ არ გამოეგლიჯა ხელიდან.
-აუ მწყურია!-ამოვიბუზღუნე მე და ტუჩები დავბრიცე.
-ნუ სვამ ამდენ წყალს არ შეიძლება,მთვრალი ხარ-მშვიდი ხმით მითხრა და სურა თავის ადგილზე დააბრუნა.
-აბა დავიხრჩო?
-კი
-აუ რა აუტანელი ხარ!შენ მთელი ცხოვრება როგორ უნდა გაგიძლო-ამოვიორე და საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი.
-მთელი ცხოვრება?
-აბა?-დაბნეულმა შევხედე მე.
-მოიცა შენ არაფერი იცი?-გაოცება ვერ დამალა დემეტრემ.
-და რა უნდა ვიცოდე?
-მე...მე მხოლოდ ერთი თვით მოგიყვანე ცოლად-დამნაშავესავით ამოილუღლუღა და გვერდით მომიჯდა.მე თვალები ამემღვრა.რას ქვია ერთი თვე მომიყვანა ცოლად?ანი ერთი თვე უნდა გამომიყენოს ისე,როგორც სათამაშო და მერე ვითომც არაფერი მიმაგდოს?
-დემეტრე ამიხსენი რა ხდება!
-მე მეგონა შენ ყველაფერი იცოდი.გამიკვირდა შენი თანხმობა,მაგრამ...
-დემეტრე!-დავუღრიალე და ფეხზე ავდექი-რა ხდება ყველაფერი ამიხსენი ახლავე!-აშკარად ეტყობოდა გაუკვირდა ჩემი რეაქცია ამ საკითხზე.
-მოკლედ,მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისი დატოვებული ქონება ჩემი საკუთრება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა თუ ცოლს შევირთავდი.მამაშენი მამაჩემს კარგად იცნობდა,ამიტომ მას მოვუყევი ამის შესახებ და მითხრა,რომ დამეხმარებოდა.ისიც მითხრა ორი ქალიშვილი მყავსო.უფროსი შენ იყავი და ამიტომ შენზე გავაკეთე არჩევანი,თან უფრო ლამაზიც.მამაშენმა მითხრა დაველაპარაკებიო,მეორე დღეს კი თანახმააო გამომიცხადა.მეც დრო აღარ დავკარგე და ამიტომ მოხდა ყველაფერი ასე მალე.ჯვარიც იმიტომ არ დავიწერეთ,რომ მხოლოდ ფიქტიური ქორწინება დაგვაკავშირებდა ერთმანეთთან.მოიცა...შენ მართლა არაფერი არ იცი?-მისმა სიტყვებმა პირდაპირი მნიშვნელობით გამომაშტერა!მოიცა ეს ყველაფერი რას ნიშნავდა?ერთი თვე უნდა გამეტარებინა მასთან ერთად,იმიტომ რომ ეს მას სჭირდებოდა?მე კიდე დაბალი ღობე მიპოვა,რომელსაც გამოიყენებდა და მერე ისე გააგრძელებდა ცხოვრებას ვითომც არაფერი?მე...მე უბრალოდ ვერ ვიჯერებ,ასე რომ გამწირეს ჩემმა მშობლებმა და მითუმეტეს მამაჩემმა.კაცმა,რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო და ყველაზე მეტად ვენდობოდი.ყველასგან,ყველასგან წარმოვიდგენდი ამას,მაგრამ მამაჩემისგან ვერასდროს.ალბათ სწორედ ამიტომ მტკივა ახლა ასე ძალიან.
-ტასოო...-დემეტრე მომიახლოვდა და სახეზე ხელი ჩამომისვა.მე უცებ მოვიშორე და ამღვრეული თვალებით შევხედე.
-არ მომეკარო!საერთოდ არ გაბედო ჩემთან მოახლოება გაიგე?მე შენ ვინ გგონივარ?უბრალო სათამაშო,რომელსაც როცა გინდა და როგორც გინდა ისე გამოიყენებ?არა ბატონო დემეტრე,ცდებით!თქვენ მე კარგად არ მიცნობთ,მაგრამ მოგიწევთ გამიცნოთ და მიმიღოთ ისეთი როგორიც სინამდვილეში ვარ.ვერასდროს წარმოვიდგენდი მამაჩემი ამას თუ გამიკეთებდა,მაგრამ გააკეთა.ფაქტია გააკეთა და შვილი გაყიდა,გააუბედურა,მისი თავმოყვარეობა შელახა.ნეტა მის თავში ჩამახედა ამ გადაწყვეტილებას,რომ იღებდა.ამაზე მასთან გავარკვევ ყველაფერს,მაგრამ რაც შეგეხება შენ!ესე იგი მხოლოდ ერთი თვე უნდა ვიყო შენთან ხო?ვიქნები კიდეც.არ იფიქრო ამ ამბის შემდეგ გაიქცევა და ჩემს მიზანს ვერ მივაღწევო.დაგეხმარები,დაგეხმარები რაშიც შემიძლია.უბრალოდ ერთი იცოდე ამ ერთი თვის განმავლობაში ვინმეს ზედმეტად,რომ შეხედო ან ელაპარაკო ჩემი ხელით დაგახრჩობ.ვიცი ცოტა სულელურად ჟღერს ასეთ წესებს რომ გიყენებ,მაგრამ უბრალოდ თუ ერთი თვე შენი ცოლის სახელი,ხოლო შენ ჩემი ქმრის სტატუსი უნდა გქონდეს,მოგიწევს აიტანო ჩემი გამოხტომები,პრეტენზიები,ეჭვიანობის სცენები რასაც შენი სიმპატიურობის მიზეზი მაძლევს.ყველგან ერთად ვივლით და გვექნება "ჩვენი ბედნიერი ოჯახი".მოგვიანებით კიდევ გამოჩნდება ჩემი აუტანელი ხასიათების პიკი,ამიტომ ყველაფრისთვის წინასწარ გაფრთხილებ და თუ ჩემი ატანა არ შეგიძლია,შემიძლია ახლავე წავიდე აქედან და ისევ ისე გავაგრძელო ცხოვრება,როგორც ადრე შენს გარეშე ვცხოვრობდი.შენ კი სხვა უფრო ლამაზი,დახვეწილი, მშვიდი ქალის მოყვანა შეგიძლია და მიიღებ იმას რაც გინდა!-ბოლოს გავუღიმე და მის პასუხს დაველოდე.გაოცებული მიყურებდა.არ ელოდა ჩემს ასეთ "გამოხტომას".
-შენ ის ქალი ხარ,ვინც ჩემი ცოლის სტატუსი უნდა ატაროს მართალია ერთი თვე მაგრამ მაინც,ამიტომ არსად არ წახვალ რადგან მე შენ აგირჩიე და აზრს არ შევიცვლი.რაც შეეხება ხასიათებს არც მე ვარ შენზე ნაკლები.უბრალოდ ვინმე უცხო კაცთან გავლილიც,რომ გნახო მოვკლავ იმას და შენც მიგაყოლებ.ასე რომ ბარი-ბარში ვართ-გამიღიმა და საწოლისკენ წავიდა.
-და ჰო დღეს არაფერი გვექნება,რადგან დაღლილი ვარ და მეძინება,თან ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა-მეც უკან გავყევი და გახდა დავიწყე.
-წესით მე უნდა გხდიდე მაგ კაბას-ეშმაკურად გამიღიმა.თავხედი!
-არაუშავს,მაგრამ თუ შეგიძლია ელვა რომ გამიხსნა თორე მე ვერ შევძლებ.
-როგორ არ შემიძლია-უცებ წამოხტა და შესაკრავს დაწვდა,რომელიც ისე მალე გახსნა თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებსო.არ ვიცი რატომ მაგრამ მისი შეხებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.ნახერად შიშველი ვიდექი მის წინ.ის კი ხარბად ათვალიერებდა ჩემს სხეულს და ხმაურით ყლაპავდა ნერწყვს.
-ძალიან სექსუალური ხარ,მაგრამ დემეტრე ავალიანს ესეთ მდგომარეობაში არ დავენახებოდი-თვალი ჩამიკრა და ხელი წელზე შემიცურა.
-მე ვთქვი,რომ დღეს არაფერი გვექნებოდა.მომშორდი!
-რატომ გგონია,რომ მაინტერესებს შენ რა თქვი?



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargi iyo da martlac gansxvavebulia mgonia ar gavs rogorc agnishnes shemityue sawolshis kargi iyo momewona
--------------------
M.D

 


№2  offline მოდერი CeCe))

mtirala var
Kargi iyo da martlac gansxvavebulia mgonia ar gavs rogorc agnishnes shemityue sawolshis kargi iyo momewona

აქ ბევრი ისტორიაა და რაღაც მსგავსება
ყველა მათგანშია.
არც ჩემი იყო გამონაკლისი...
შენ კი ძალიან დიდი მადლობა საყვარელო,რომ
კითხულობ ჩემს ისტორიას და რაც მთავარია
მოგწონს.

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

ძაან მომწოს ეს ისტორია. იმედია ერთად იქნებიან . არ იბოროტო რაა ამის წაკითხვისას ისედაც გამისკდა გული.არ დააშორო ესენი ,ნუ ეს შენი ისტორიაა ამიტომ შეგიძლია ის დაწერო რაც გინდა , მაგრამ გთხოვ არ დააშორო . ველი შემდეგ თავებს . kissing_heart

 


№4  offline მოდერი CeCe))

D-I-A-N-A
ძაან მომწოს ეს ისტორია. იმედია ერთად იქნებიან . არ იბოროტო რაა ამის წაკითხვისას ისედაც გამისკდა გული.არ დააშორო ესენი ,ნუ ეს შენი ისტორიაა ამიტომ შეგიძლია ის დაწერო რაც გინდა , მაგრამ გთხოვ არ დააშორო . ველი შემდეგ თავებს . kissing_heart

დიდი მადლობა საყვარელო!

 


№5 წევრი tatiko.1995

Dzalian momwons

 


№6  offline მოდერი CeCe))

tatiko.1995
Dzalian momwons

მადლობაა

 


№7  offline წევრი ციცინათელა_

აუუუ დადე რა დღეს შემდეგიიი :*

 


№8  offline მოდერი CeCe))

ციცინათელა_
აუუუ დადე რა დღეს შემდეგიიი :*

ვეცდები ყველანაირად <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი neneusi

მალე თუ არ დადებ შეიძლება მოვკვდე და შენ დაგაბრალებენ იცოდე! აუ ძაან მომწონს და ვერ ვითმენ რაა, ნუ ხარ ბოროტი შენ კიდევ დადე გთხოოოოვ!

 


№10  offline მოდერი CeCe))

neneusi
მალე თუ არ დადებ შეიძლება მოვკვდე და შენ დაგაბრალებენ იცოდე! აუ ძაან მომწონს და ვერ ვითმენ რაა, ნუ ხარ ბოროტი შენ კიდევ დადე გთხოოოოვ!

ავტვირთე საიტზე უკვე და მალე დაიდება,ასე რომ
აღარც შენი სიკვდილი დამბრალდება მე :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent