შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი


12-01-2017, 22:55
ავტორი mariam korti
ნანახია 1 391

დღეები ისე სწრაფად გავიდა გააზრებაც ვერ მოვასწარი, ზეინის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობდი, როგორც იქნა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდი. კოლეჯში სწავლა განვაგრძე, სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდებოდა ამიტომ გამოცდებისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი.
თვალი რომ გავახილე ზეინს ჯერ კიდევ ეძინა, ფრთხილად გადმოვდგი შიშველი ფეხი იატაკზე და სააბანოში გავედი.
თავის მოსაწესრიგებლად დიდი დრო არ დამჭირდა, ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავალაგე და მძოლს ვთხოვე უნივერსიტეტისკენ წავეყვანე.
ერთადერთი რაც ბედნიერებაში ხელს მიშლიდა ეს იყო მშობელი მამის დამოკიდებულება ჩემდამი. სევდიანი მზერით გავხედე სახლს რომელშიც ერთ დროს ბედნიერად ვცხოვრობდი, ნაცნობ შავ სილუეტსაც მოვკარი თვალი, ისევ ისეთი მკაცრი და ოფიციალური გამომეტყველება ჰქონდა როგორ მინდოდა სირბილით გავქცეულიყავი მისკენ როგორც ბავშვობაში ვაკეთებდი.
-წავედით ! ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი მძღოლს და იქაურობას გავეცალე.
ლექციაზე გაფანტული ვიჯექი, კონცენტრირება ვერაფერზე მოვახდინე. ზარის ხმა გავიგე თუ არა წიგნებს ხელი დავავლე და დერეფანში გამოვედი. ტელეფონის ეკრანს დავხედე რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო ზეინისგან
-ჯანდაბა რატომ ვერ გავიგე ! დავიჩურჩულე ჩემთვის
გასასვლელისკენ წავედი თუმცა მაჯაში ძლიერი ხელის შეხება ვიგრძენი შემდეგ კი ნაცნობი ხმა ზურგიდან
-ქმართან მიიჩქარი ?
ნელა შევაბრუნე თავი და ჯოშის დანახვაზე სიბრაზემ შემიპყრო , უხეშად გავაშვებინე ხელი
-როგორ ბედავ ჩემთან მოახლოებას ან საუბარს მას შემდეგ რაც ჩაიდინე ! წადი აქედან ! ხმამაღლა დავუყვირე
-მე რამე ჩავიდინე ? ამას შენ ამბობ გოგო ? სხვაში გამცვალე თავმოყვარეობა შემილახე და კიდევ აქეთ ხარ დიდ გულზე ?
-რაც გინდა ის იფიქრე, ჩვენი ურთიერთობის გადარჩენაზე მაშინ უნდა გეფიქრა როდესაც ყოფილ შეყვარებულთან ჟიმაობას განაახლებდი !!!
ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯებით გავაგრძელე სიარული თუმცა მაინც ამედევნა.
-შეგიყვარდა ის ახვარი ? მასთან სექსი მოგწონს არა ?
-წესიერად ილაპარაკე !!! იცოდე ამას აღარ მოვითმენ !! საჩვენებელი თითი ავუწიე გაფრთხილების მიზნით
-....ზე შენ რას მოითმენ და რას არა !! შენნაირ ქალებს იცი რას ვეძახი ? ბოზებს გოგო !!!
საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე, მთელი ძალით მოვუქნიე ხელი სახეში და მაგრად გავარტყი
-აღარასდროს გაბედო ჩემთან მოახლოება !!!
სირბილით დავუყევი კიბეებს , როგორმე თავი უნდა დამეღწია მისგან
-გგონია ასე ადვილად გამოძვრები და პასუხს არ აგებ შენს საქციელზე? ჩემზე ხელის აწევა არავის გაუბედავს და შენნაირ ძუკნას მითუმეტეს არ დავისვამ თავზე, კიბესთან დამეწია, მისკენ შემატრიალა და ძლიერად მოქნეული ხელი სახეში გამარტყა, ვიგრძენი როგორ აირია ერთმანეთში ადამიანების სილუეტები, თვალთ დამიბნელდა , წონასწორობის დაცვა ვეღარ შევძელი, ხელით ვეჭიდებოდი კიბის სახელურს თუმცა სხეულის სიმძიმემ თავისი ქნა და გულწასული დავგორდი ...
ბუნდოვნად ჩამესმოდა ყურში ხმაური, ადამიანების შეძახილები. ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
გონს საშინელმა თავის ტკივილმა მომიყვანა, განძრევა ვცადე მაგრამ ამაოდ, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სატვირთომ გადამიარაო. თვალის ქუთუთოები მომიდუნდა, ფრთხილად გავახილე და ნაცნობის გარემოს დანახვისას გულიდან ლოდი მომეხსნა
თავი გვერდზე გადავწიე და საწოლის კიდესთან ჩამომჯდარი ზეინი დავინახე
-კარგად ხარ ? სერიოზული გამომეტყველება მიიღო და თვალებში შემომხედა
-უკეთ.. დაბალ ხმაზე დავიჩურჩულე, წამოწევა ვცადე თუმცა გამაჩერა
-ცოტა ხანი არ გაინძრე, არ შეიძლება მკვეთრი მოძრაობების გაკეთება.
უხმოდ დავემორჩილე და საბანი კარგად გავიფარე
-არ მომიყვები რა მოხდა ?
ოპაააა ახლა დამერხა , გავიფიქრე გულში. ვიცოდი მისი ფიცხი ხასიათია ამბავი ამიტომ რაღაც უნდა მომეფოქრებინა ახალ შარში ნამდვილად ვერ გავხვევდი
-ლექციიდან რომ გამოვედი შენი ზარები ვნახე მინდოდა მალე მომესწრო სახლში მოსვლა
-მერე !!
-კიბეებზე ჩამოვდიოდი როდესაც ფეხი დამიცდა მეტი არაფერი მახსოვს..
მზერა ავარიდე , დამნაშავე ბავშვივით დავხარე თავი
-ტყუი !!!! კიდევ უფრო მომიახლოვდა
-სიმართლეს ვამბობ !!
-ტუჩიც კიბეზე დაგორებით გაგისკდა ალბათ ხო ? კარადაზე დადებული სარკე სწრაფად აიღო და თვალით მანიშნა შენს თავს შეხედეო
-ღმერთო როგორ ძლიერად დაურტყამს იმ ცხოველს ! ხელი ფრთხილად მოვისვი ნატკენზე
-არაფრის თქმა არ გინდა ?
-არაფერი მომხდარა..ჯიუტად განვაგრძე ჩემი პოზიციების დაცვა
-ესეეგი კიბიდან დაგორდი !!! დედას მოვუტყნავ იმ ახვარს ! ძვლებში გადავამტვრევ !! დაფეთებული წამოხტა ფეხზე და კარისკენ გაიქცა
-ზეინ გთხოვ სისულელე არ გააკეთო, მაცადე აგიხსნა ზეინ !! ზეწარი გადავიძვრე და მიუხედავად ტკივილისა ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი -თუ აქედაბ გახვალ იცოდე თავს მოვიკლავ !! მეტი გზა აღარ დამრჩა მის შესაჩერებლად ამიტომ დავემუქრე
შეყოვნდა, ადგილზე გაშეშდა შემდეგ კი მე შემომხედა, დაინახა როგორი გაჭირვებით ვიდექი ფეხზე. ნელა მომიახლოვდა და ხელში აყვანილი გადამაწვინა საწოლზე
-იმის შემდეგ რაც გაგიკეთა კიდევ მასზე ზრუნავ ? მის სიცოცხლეს უფრთხილდები ? ასე ძალიან გიყვარს გოგო ?
მისმა ნათქვამი გულზე მომხვდა
-ცდები არ არის ასე..
-ასეა ასე..ჯიუტად გაიმეორა და საბანი გადამაფარა
-ერთადერთი ვის დაცვასაც ვცდილობ ეს შენ ხარ, რატომ არ გესმის ? შენ გგონია არავინ არის ქვეყანაზე შენი მომრევი ? ჯოშიც საშიში ადამიანია რომ იცოდე ! რამე რომ დაგემართოს მე რა გავაკეთო ? თვალები წყლით ამევსო და პატარა ბავშვივოთ შევხედე
-რას მოითხოვ ჩემგან ? არაფერი მოვიმოქმედო და მშვიდად დაველოდო კიდევ რას იკადრებს ? დღეს ხელით შეგეხო ხვალ რას გიზამს გაგაუპატიურებს ? ამას მთხოვ ? ყვირილზე გადავიდა
-ზეინ ..
-რა ზეინ გოგო რა ზეინ !!!ჩემს ცოლზე ხელის აწევის უფლება არავის აქვს გაიგე ? ახლა მე წავალ და შენს მშვიდად იჯდები აქ ! ხმას არ ამოიღებ და მე დამელოდები გასაგებია ?
-მასთან არ წახვალ იცოდე ...
-მელისა მოკეტე !! ვცდილობ მოთმინება შევინარჩუნო და ზედმეტად ნუ გამაღიზიანებ
-ზეინი მართალია მელ.. მოულოდნელად ოთახში ლიამი შემოვოდა
-ბოდიში რომ შემოგეჭერით კარი ღია იყო და უნებლიედ მოვისმინე
-ლიამ გთხოვ უთხარი რამე გთხოვ.. საცოდავი გამომეტყველება მივიღე
-შენი ქმარი მართალია მელ, ასე არ შეიძლება როდემდე უნდა უთმინოთ იმ ახვარს ? ზეინსაც ხომ აქვს თავისი ღირსება , თუ ახლა გავჩუნდებით შემდეგში უფრო შორს წავა, უნდა მიხვდეს რომ დამცველი გყავს, უბრალოდ შეაშინებს და ეგაა რა.. გაიცინა და კიდევ უფრო გამაღიზიანა ამით
მან ხომ არაფერი იცის ზეინის ნამდვილ პროფესიაზე, ჯოში რომ შემოაკვდეს მერე რა იქნება ?
-ლიამ მასთან დარჩი გთხოვ ! მხარზე ხელი დაარტყა ზეინმა და ოთახიდან გავარდა .
****
თვალი ვერ მოვხუჭე, ან რა მომასვენებდა როდესაც ვიცოდო ყველაფერი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. გაუჩერებლად ვწრიალებდი საწოლში, შებინდდა შავი ნისლი ჩამოწვა ზეინი კი არსად ჩანდა, ასჯერ მაინც დავურეკე მობილურზე ბოლოს გაბრაზებულმა იატაკზე მოვისროლე და ნამსხვრევებად ვაქციე .
დღიურში გამალებით ვწერდი რაღაცას როდესაც კარი ოდნავ გაიღო
მისი სახის დანახვაზე თვალები გამიბრწყინდა თუმცა სიხარული არ გამოვხატე
-მოკალი არა ?
-ის არა მაგრამ შენ მოგკლავ თუ არ მოკეტავ ! ქურთუკი სკამზე მიაგდო და დამტვრეულ მობილურს დახედა
-რა უქენი ? კითხვა გავუმეორე
-ჭკუიდან ვიშლები როდესაც ასე ინტერესდები იმ ყლიშვილის ბედით !! შეკრული მუშტი მაგრად დაცხო კარადას , შიშისგან შევხტი
-გაინტერესებს მოვკალი თუ არა ? არა არა არა !! არ მომიკლავს ახლა შეწყვიტავ ტვინის ტყვნას ?
-სცემე ?
-არა ვაკოცე და თავზე ხელი გადავუსვი. პერანგის ღილები შეიხსნა და სააბაზაბოსკენ გასწია
მისი შარვლის ჯიბეები საგულდაგულოდ გადავქექე მისი შარვლის ჯიბეები სანამ შხაპს იღებდა, ვერაფერი ვიპოვე ისეთი რამ ჩემს ცნობისმოყვარეობას ოდნავ მაინც დაამშვიდებდა. სახელურის ჩხაკუნი გავიგე თუ არა საწყის პოზიციას დავუბრუნდი საწოლში, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის წიგნი გადავშალე
პარალელურად თვალს მისკენ ვაპარებდი, თეთრი პირსახოცი წელზე ჰქონდა შემოხვეული, წველი თმიდან წამოსული წყლის წვეთები მუცლის პრესს უსველებდა -ღმერთო როგორი მამაკაცურია. გავიფიქრე გულში და ტუჩები ერთმანეთს ოდნავ დავაშორე
დაკუნთული მხარ ბეჭი და ექვსი გამოყვანილი კუბიკი მის სხეულს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა
-წიგნი უკუღმა გიჭირავს. დაიბუტბუტა და სველი თმების გამშრალება განაგრძო
იმდენად გამოთიშული ვიყავი წუთი დამჭირდა მისი ნათქვამის გასაანალიზებლად
-ბოროტო ! გაბრაზებულმა გადავდე გვერდზე
-თავს უკეთ არ გრძნობ ? ექიმს ხომ არ დავურეკო
-უკეთ ვარ.
-დარწმუნებული ხარ ?
-კი.
-ჩემი შარვალი არ გინახავს ?
-რომელი ?
-ღამე რომ ვიცმევ
-ნაცრისფერზე თუ მეუბნები კარადაში მეორე უჯრაში ჩავდე
-შემდეგში უბრალოდ ბალიშის ქვეშ დატოვე კარგი ? მზრუნველი ცოლის თამაში საჭირო არ არის !
სწრაფად გამოიცვალა და საწოლში შემოწვა, ბალიში კარგად ააფუმფულა შემდეგ კი გვერდი მაქცია.
-მადლობა ზეინ ! სულ ასეთი თბილი იყავი კარგი ? ცინიკურად მივუგე
-შენც სულ ასეთი გულახდილი იყავი რომ შემდეგში შენი ნდობა მქონდეს ოქეი ? არც თვითონ დამაკლო ირონია
-მძულხარ გეფიცები ზოგჯერ მართლა ვერ გიტან !
-შენ მე მკითხე !
-ძილინებისა .. გავიბუსე და თვალები დავხუჭე
გადაღლილობამ თავისი ქნა მალე ჩამეძინა. ჩემსა და ზეინს შორის დისტანცია იმდენად შემცირდა რომ მის ოფლიან მკლავს ჩემს მოშიშვლებულ წელზე ვგრძნობდი. ღამის ოთხი საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა, თავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩადებული, ღრმად ფვშინავდა, ისე მიჭერდა ხელს თითქოს ეშინოდა სადმე არ გავპარულიყავი.
გამეღიმა, ხელები ნაზად შევუცურე თმებში და შუბლზე ვაკოცე
-ახლა კარგად დამეძინება. ჩავილაპარაკე ჩემთვის
****
დილაადრიან ოთახში მზის სხივების შემოსვლამ გამაღვიძა, როდესაც საწოლამდე მოაღწია სინათლემ თვალები დავჭყიტე. გემრიელად გავიზმორე და აჩეჩილი თმები ხელით გავისწორე
-დილამშვიდობისა .. ჩემდა გასაოცრად ლანგრით ხელში შემოაღო კარი ზეინმა
-ეს რა არის ? სიცილი ვერ შევიკავე -შენ მოამზადე ?
-მეტი საქმე არ მქონდა , დედამთილმა იზრუნა შენზე ამჯერად.
-აჰ გასაგებია.. ცოტა გავბრაზდი
-ქმარი არ გაქცევს ყურადღებას და ვინმემ ხომ უნდა იზრუნოს შენზე. ცინიკურად ჩაილაპარაკა
-წვნიანი არ მიყვარს. ზიზღით შევხედე ლანგარს
-აუცილებელია ! შენს დამტვრეულ ძვლებს გაამაგრებს.
-არ მინდა
-აუ ეს ვინ არის ჩემი, შენი ჭირვეულობის თავი არ მაქვს , პატარა ბავშვივით ხარ ! ამას აქ დავტოვებ და როცა დავბრუნდები ბოლომდე დაცლილი დამხვდეს.
გულში ვაგინებდი და ვლანძღავდი გამწარებული.
გავიდა თუ არა ფეხზე წამოვხტი და მთელი წვნიანი უნიტაზში ჩავრეცხე.
****
პირველ სართულზე ჩასულმა დავინახე როგორ ესაუბრებოდა ზეინი ვიღაც ხვეულთმიან ბიჭს, რამდენიმე კიბე ჩავიარე თუ არა მისი მწვანე თვალები სახეში შემომანათა, უცნაურია რატომ არ მინახავს აქამდე ?
-ზეინ ეს მშვენიერი გოგონა შენი ცოლია ? არ გითქვამს რომ ასეთუ ლამაზი იყო. თავაზიანად გამომიწოდა ხელი
გაკვირვებულმა გავხედე ზეინს რომელსაც ნერვიულობა სახეზე ეტყობოდა
-ზეინ არ გამაცნობ სტუმარს ? მხარი გავკარი
-ჰარის ეჩქარება მელისა..საუბარში ზეინი ჩაერთო
-არსად არ მეჩქაეება. ჰარი სტაილსი, საკუთარი თავი წარმიდგინა უცნობმა
-მელისა ჰეილი.
-მელისა ჰეილი, ჰეილიი? სასიამოვნოა მელისა.
დაახლოებით ორი წუთი ეხებოდა მისი ხელი ჩემსას სანამ ზეინმა უხეშად არ გამომწია უკან
-სამზარეულოში გადი ! თვალები დამიბრიალა ჰარის კი გადაუჩურჩულა კაბინეტში გამომყევიო
თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ რომ გაგრძელდეს <3



№1  offline წევრი elo123

ძალიიიანნ მაგარია მართლა დამაიტნერესა უმაგრესიააააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent