შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის დრო 2 თავი


13-01-2017, 00:17
ავტორი zia-maria
ნანახია 2 431

ჩემი ცრემლები მიყვარს ძალიან და იცი რატომ? ისინი ჩემი განძია.მე მხოლოდ მაშინ მეტირება, როცა ძლიერად გინატრებს გული. ვტირი რადგან უშენოდ ძნელია ჩემთვის თითოეული წამი. ჩემი ცრემლები ჩემი გრძნობაა, რადგან ისინი გულიდან მოდის და შენზე ფიქრებს ასახავს თითოეული ცრემლის წვეთის ეს მლაშე სითხე, რადგან ეს ცრემლები ჩემი გლოვაა წვიმად მოსული, ისინი ჩემი განძია, ჩემი სიბრძნეა. მე მიყვარს ჩემი ცრემლები და იცი რატომ? იმიტომ, რომ ისინი ყველაზე სუფთაა რადგან მე მასში ავსახე ყველა შენზე გულში დარჩენილი მოგონება. ვოცნებობ იქნებ დადგეს დრო, ,,სიმართლის დრო'' მკერდზე ხელები ფრთხილად დაგისვა და ცრემლიანი თვალებით კი არა, ბედნიერებით სავსე თვალებით შემოგხედო, იმ თვალებით სადაც მხოლოდ შენ შეძლებ შიგ დაგროვილ დარდის და სევდის ამოიკითხვას და უშენობის ნაღველის დაინახავს. მიყვარხარ უაზროდ, უზომოდ და გასაგიჟებლად, მაგრამ მე შენ გაგიშვი. იქნებ ამ წლებმა შენში დაადნო კიდეც სპეტაკი თოვლივით ჩემდამი სიყვარული.
შევიცვალე, ძალიან შევიცვალე, შემცვალა მარტოობამ. ჩემში მხოლოდ შენი მოგონება დარჩა გადარეულად, რომელიც სულ მახსენებს თავს და გულში ჩხვლეტას მიტოვებს. მენატრება წარსული, მიუხედავად იმისა, რომ იქ უშენობის დიდი ტკივილია, მაინც მენატრება ის მცირე, მაგრამ ერთად გატარებული ტკბილი ღამე, რამოდენიმე საათის ერთად ყოფნა. მართლა მიჭირს ამ გაუმხელელი გრძნობის, ტირის სხეული და გულიც მალე ამიტირდება. მეზიზღები ბაქარ ვერ გიტან, შენი დანახვაც არ მინდა, მაგრამ მაინც რომ დაგინახო ახლა, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იქნება. მეზიზღები და თან მიყვარხარ ისე ძლიერ,როგორადაც ვერ გიტან.
ოხ, ღმერთო როგორ მინდა დაგივიწყო, მაგრამ ვერ გივიწყებ, მინდა აღარ ვიფიქრო შენზე, მაგრამ არც ეს გამომდის.წლებია გასული და მაინც ვერ გივიწყებ.ძნელი ყოფილა პირველი სიყვარულის და პირველი მამაკცის დავიწყება.ძნელია შენი დავიწყება, ძალიან ძნელი.
ბარბარე მარტოობის წლებმა ძალიან მკაცრ და მიზანდასახულ ადამიანად ჩამოაყალიბა. უკვე წლებია მარტო ცხოვრობს, მის ერთადერთ თითქმის 9 წლის ბაქართან (ბექა) ერთად. ძალიან დიდი როლი ითამაშა მარტოობის წლებმა მის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც მიუხედავად იმისა დრო გამონახოს და იფიქროს საკუთარ თავზე, ის მაინც სხვაზე ფიქრობს. მისი სამოქმედო გეგმები, მხოლოდ მისი სამეგობროს გარშემო ტრიალებს. ყველა ადამიანს აქვს მიზანი და მიისწრაფის მუდამ სიახლეებისკენ, ბარბიმ ყველა მისი საქმე რაც კი წამოიწყო, ოქროს ხანად აქცია. მას შეუძლია სხვადასხვა პრობლემებს გაუძლოს და ამავდროულად იყოს ჩვეულებრივი, უპრობლემო ადამიანი. არც ისე იოლია ბარბისთვის სხვადასხვა როლის მორგება, მაგრამ როცა საქმე მოითხოვს,ის ირგებს იმ როლს რომელიც ადვილად გამოიყვანს პრობლემებიდან. ხელს არ იქნევს, თუ არ გაუმართლებს და რწმენა აქვს, რომ ის მიზანს აუცილებლად მიაღწევს
.---ბარბი რა აზრის ხარ, საქართველოში რომ დავდოთ ხელშეკრულება, ერთ-ერთ ჩემს ბიზნეს პარტნიორთან. ერთ საღამოს ვახშმობისას შეეკითხა თამაზი დისშვილს.
ბარბი უეცრად შეცბა და მხოლოდ ეს გაიფიქრა. ,,ნუთუ დადგა დაბრუნების დრო? ნუთუ დადგა სიმართლის დრო?''არ შეიმჩნია შიში და ბიძას წყნარად უთხრა.
---არ ვიცი, სიმართლე გითხრა არც მიფიქრია.
---არ გიფიქრია თუ არ გინდა ბარბი. შეეკითხა ძიამ რადგან ბარბის სახეზე ამოიკითხა უეცარი შიში.
---დაბრუნება მინდა, მაგრამ მართლა მეშინია ძია.
---რამდენი მეტი დრო გავა, უფრო მეტად გაგიჭირდება და ამიტომ მე გადავწყვიტე გაგიადვილო იქ წასვლა და უნდა წახვიდე შვილო, შეხვდე და გადახედო მათ სამომავლო გეგმებსაც და გადახედო მათი მუშაობის რეჟიმს, სტილს. თუ არ მოგეწონება, დაბრუნდები უკან. დაფიქრდა და ბოლოს დაფირებულად უთხრა.
---ძნელია ამდენი წლის შემდეგ დაბრუნება, იქ სადაც არ გინდა გაიხსენო წარსულის ნაშთები, მაგრამ წავალ. როდის მივდივარ და ბავშვს შენ მიხედავ თუ ირასთან დავტოვო?
---მივხედავ, უკვე დიდი კაცია ჩემი ბაქარი. ჯერ მისი იქ წაყვანის დრო არ დამდგარა, მაგრამ მომეცი პირობა, რომ ოდესმე ნახავს მის სამშობლოს, სადაც მისი ფესვებია ბარბარე.
---აუცილებლად ძია, აუცილებლად წავიყვან ერთ მშვენიერ დღეს ვესტუმრებით ჩვენს ულამაზეს თბილისს. აუცილებლად გავაკეთებ ამას გულით გპირდები. უთხრა ღიმილით ძიას და იმ წუთში შემოსულ ბაქარს, რომელიც მაგიდასთან ჯდებოდა თმები აუჩეჩა ღიმილით. რასაც ბაქარი ვერ იტანდა და ამაზე სულ კამათობდა დედა-შვილი.
---დედაააა, რამდენჯერ უნდა გითხრა. გაუბრაზდა ბექა დედას და წარბებშეყრილმა შეხედა. ამ დროს ბარბის საყვარელი ადამიანის სახე უდგებოდა წინ და აბა როგორ შეეძლო წარსულის დავიწყება, როცა მისი ასლი სახლში ყავდა.
---მოემზადე, ხვალ მიდიხარ. ბილეთი უკვე მზად არის და იქაც გელოდებიან .არ ელოდა ასე მალე წარსულთან შეხვედრას, მაგრამ თუ ახლა არა, ვერასდროს გადადგამდა სხვა დროს ამ ნაბიჯს და მომზადებას შეუდგა.
ბაქარი ჩაკოცნა დილით ადრიანად და აეროპორტში ირამ წაიყვანა. მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობა და ბარბიმ ბაქარის და ბიძას მზრუნველობა დააკისრა ირას მის დაბრუნებამდე.
,,ნუ გეშინია ბარბი ყველაფერი კარგად იქნება''გულში გაიფიქრა და ილუმინატორიდან გხედა უკვე სამშობლოდ გახდილ ქვეყანას, მაგრამ გულიდან სამშობლოს ძახილი გაიგონა და აღელვებულმა დადგა ფეხი მონატრებულ მიწაზე, სიყვარულით მოავლო თვალი, თვალთწარმტაც თბილისის სილამაზეს და სისხლი გაეყინა ძარღვებში. როგორ შეუძლია ადამიანებს გაექცეს ამ სილამაზეს. ღრმად შეისუნთქა მონატრებული ჰაერი, ტაქსის ხელი აუწია და სახლისაკენ წავიდა.
ხმაურით გააღო ბინის კარები და სახლში შესვლისას ცრემლი მოერია. მისთვის ხომ, ამ სახლის თითოეული კუთხე უმნიშვნელოვანესი არის მის ცხოვრებაში. მთელი დღე ალაგებდა დამტვერილ სახლს, რათა შემდეგ ლაღად ესუნთქა და ენავარდა წასვლამდე ოთახიდან-ოთახში. დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და ფიქრებში ჩაიძირა. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა, ბარბის ადრე ერთი ღამის გათევაც არ შეეძლო სხვასთან, სხვის ჭერ-ქვეშ, დღეს კი თითქმის 10 წელია სხვაგან ცხოვრობს. სხვა ქვეყანაში დაიდო ბინა და ჰპოვა მისი ადგილი. ბევრ, ძალიან ბევრ რამეზე დაფიქრდა ბარბი და ბევრი წრე შეკრა მის გარშემო და დარწმუნდა, რომ დიდი პერსპექტივები მოყვებოდა მის დასახულ გეგმებს და მიზნებს.
ადგა მეორე დილის შეხვედრისთვის ტანსაცმელი მოამზადა, თავად გამოიცვალა და სახლიდან გავიდა, გადაწყვიტა შემოევლო მონატრებული ნაცნობი ქუჩები. ფეხით მივიდა ნაცნობ ბინასთან, ავიდა ნელა-ნელა კიბეებზე და ზარი დარეკა, მაგრამ სამწუხაროდ არც ახლა გამოეხმაურა ვინმემ. გულდამძიმებული დაბრუნდა უკან რამოდენიმე საათში და დიდი ხნის დაკეტილ გარაჟის ბოქლომს გასაღები მოარგო. გაუჭირდა კარების გაღება, მაგრამ გააღო და ცრემლიანი თვალები მოავლო შიგ კედლებს. ხელი გადაუსვა მისი მამის ნაქონ რაშს და წვალებით გამოაგორა გარეთ და გაქუსლა მისი საყვარელი ადგილების მოსანახულებლად. ინავარდა და დაღლილი დაბრუნდა სახლში, წყალი გადაივლო და ჩაბნელებულ საძინებელში ისე შევიდა შუქიც კი არ აუნთია და დილამდე უშფოთველად ეძინა.
დილა კი დაძაბულად დაიწყო, ბარბიმ გადახედა მის წინ მდგარ კლასიკურ ფორმაში ჩაცმულ ბიზმესმენებს, ვითომ ბიზმესმენებს და მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა. უტაქტობა ამ ბიზმესმების მიმართ იმით ასახა, რომ შეხვედრა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ბარბიმ უსმინა თითოეული მათგანის გამოსვლას და ბოლოს თავად წამოდგა.
---მაპატიეთ, მაგრამ მე პირდაპირი ადამიანი ვარ და ამიტომ ასე პირდაპირი ვიქნები თვითეული თქვენთაგანის წინაშე. თქვენი პრობლემა არ არის ბიზნესის პრობლემა, თქვენი პრობლემა არის ეკონომიური მდგომარეობა, ეს კი უნდა გითხრათ, რომ არასწორი მსჯელობაა. მე თვითოეულ თქვენთაგანს მოგისმინეთ და უნდა ვთქვს, რომ ფინანსები არსად არ არის ადვილი მოსაპოვებლი, აქ უფრო თქვენი ცოდნის ნაკლებობის პრობლემაა. ძალიან დიდი შანსია, რომ მეწარმემ ბიზნესი წააგოს, რა თქმა უნდა, ყველას არ უმართლებს მაგრამ მთავარია ბიზნესი აზრიანი იყოს და ამასთან ერთად რწმენა უნდა გქონდეთ. არ არის საჭირო დამიჯერეთ მილიონები ბიზნესის დასაწყებად, ბიზნესი 0-იდანაც იწყება და 1000 ლარიდანაც. როცა ბიზნესში ჩადებული შენი თანხა გიმართლებს და ბიზნესი ბიძგს გაძლევს, ხედავ მოგებას, უფრო დიდი სურვილი ჩნდება იმისა, რომ ის გააფართოვო. ყოველი ეტაპი, ყოველ წლიურად წარმოგვიდგენს ახალ სფეროს. ძალიან გთხოვთ ვიზრუნოთ წარმატებული გზების დასახვა-განხორციელებისათვის. მე მომეწონა რამოდენიმე გეგმა, გადავხედავ დაკვირვებით ჩემს წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელებთ, დავფიქრდებით და შეგატყობინებთ ჩვენს მოსაზრებებს არჩეული სფეროს მიხედვით. ახლა კი დაგემშვიდობებით. დღევანდელ დღეს ჩემი აქ მოწვევისათვის პირადად მინდა გადაუხადო მადლობა ბატონ ონისე მესხს. მომეწონა თქვენი როგორც კომპანია, ასევე თქვენი მუშაობა თქვენი საქმის მიმართ, სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენნაირ წარმატებულ და საქმის მოყვარულ ბიზმესმენთან.
ბარბარე ღიმილით დაემშვიდობა ყველას და გარეთ გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა. ისევ ფეხით დაყვა ქუჩას და საკმაო მანძილის გასვლისას მოულოდნელად ხალხის ნაკადში ბავშვობის სახეს გადააწყდა, სახეს არა ისევ ბავშვური ასაკისას, არამედ უკვე საკმაოდ გაზრდილის და დავაჟკაცებულის. სახეზე ღიმილმა, სიხარულმა და ბედნიერებამ გიელვა და ხმამაღლა მთელი ძალით იყვირა ცრემლნარევი ხმით.
----ერეკლეეეეეე. მამაკაცი უეცრად შემობრუნდა და ბარბარეს წინ დადგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სახეზე ღიმილი რომ უთამაშებდა და გაოცებაც, თან სიბრაზეც რომ უნდოდა მაგრამ ღიმილი ასწრებდა და ვერ უბრაზდებოდა. ბოლოს ხელები გაშალა და ბარბიმაც არ დააყოვნა სირბილით გაიქცა და მონატრებულ ერეკლეს შეასკდა მთელი ძალით. ერეკლემ თავი ვერ შეიკავა და მთელი ძალით უკან დაიხია და ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინას დაეტაკა და ზრიალით ჩამოვიდა ძირს ვიტრინის მინა. რაზედაც გამვლელებიც გაჩერდნენ და მაღაზიის დირექციაც იქვე გაჩნდა. ერეკლემ ბარბის შეხედა და შეშინებულმა უთხრა.
---კარგად ხარ?
---მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ.
---კარგად, კარგად და უკვე დროა შენი გაფუჭებული საქმე მოვაგვარო,ასე იყავი ბავშვობაშიც შენ აფუჭებდი ყველაფერს და მე ვაგვარებდი შენს გაფუჭბულ საქმეს, რადგან ვერ ვიტანდი შენს ცრემლებს. ძირს ჩამოდი დაველაპარაკო და მინის ფული გადავიხადო.
---მე გადავიხდი ერეკლე ეს ხომ ჩემი ბრალია.
---ისე უნდა დაგაჯარიმო, რომ მეორედ უფრო ყურადღებით იყო. სიცილით უთხრა ერეკლემ. შემდეგ იქ მყოფ მამაკაცს მიუბრუნდა და უთხრა.
---არ არის საჭირო პატრული და ამბები, მოიყვანეთ ხელოსანი და აი ჩემი კომპანიის მისამართი. მე მზად ვარ გადავიხადო ზარალი. მამაკაცი დაეთანხმა ერეკლეს და შეთანხმდნენ, რომ შეეხმიანებოდა.
შემდეგ ისევ იქვე მდგარ აბუზულ ბარბის მიუბუნდა და ხელის ერთი გაწვდენით მიიწია მისკენ და გულში ჩაიხუტა თან ბუტბუტებდა.
---ჩემი ბარბი, ჩემი ბარბარე, სად ხარ, რამდენი გეძებე. ღმერთო გიპოვნე, სად არ ვიყავი. ჩურჩულებდა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
---მე წასვლამდე გეძებდი ერეკლე ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე. გუშინ ჩამოვედი თუ არა, შენთან წამოვედი. არავინ არ გამიღო კარი და ლამის გულშეღონებული წამოვედი სახლში. სხვა როგორ ხარ, სად ხარ და ახლა საით ხარ, რას საქმიანობ რა კომპანიის მისამართი მიეცი იმ მამაკაცს.
.---შენ მეძებე?ახლა მე კითხე, მე რამდენი გეძებე ბარბი. დღეს ბინასთან გავიარე დილით და ლამის თვალები გამიფართოვდა ფარდები რომ გადაწეული დავინახე და ვერანდის კარები ოდნავ შეღებული. იცი სულ მოუთქმენლად ამოვირბინე მეოთხე სართულზე და კარებზე იქამდე ვაბრახუნე, სანამ მეზობლები არ დამადგნენ თავზე, თან შენს სახელს გავყვიროდი. ასე როგორ გაიპარე, სადაც წახვედი და ასე როგორ შემოიპარე, რომ ვერავინ დაგინახა.
ერეკლე გულში იხუტებდა ბარბის და თან საყვარლად ეჩხუბებოდა.
-ღმერთო, რა ბედნიერებაა შენი პოვნა.
---დღეს ლევანმა დამირეკა, გუშინ დაბრუნებულა ისიც.
---აბა რომელი ლევანი?დაიბნა ბარბი.
---არ მითხრა. რომ ლევანი არ გახსოვს. ბარბი ბურთს ვთამაშობდით ერთად. მსუბუქად გაუჯავრდა ერეკლე.
---აააააა ხო, ჩვენი ლეუშა?
---დიახ,სწორედ ჩვენი ლეუშა.
---იცით როგორ მომენატრეთ? უთხრა ისევ ცრემლმორეულმა ბარბიმ.
---მარტო ჩვენ მოგენატრეთ და სხვა არავინ? წარბის აწევით უთხრა ერეკლემ.
---არა სხვა არავინ, მე ვინც მენატრებოდა ძალიან, ძალიან ეს შენ და ლეუშა ხართ. თქვა და თან გული აუჩქარდა, ცდილობდა არ შეემჩნია ერეკლესთან ეს გულის ფართხალი.
---შენ შეიძლება დაიჯერო შენივე შეთხზული ტყუილების, მაგრამ ბარბი მე ვერ დამაჯერებ. იცი რომ ძალიან შეცვლილი ხარ?
---რას იზამ ცხოვრება ცვლის ადამიანს მეგობარო. არ დავჯდეთ სადმე, თუ ასე ვიდგეთ ქუჩაში და ასე ვისაუბროთ? თუ გინდა ჩემთან ავიდეთ.
---არა აქვე დავჯდეთ ჩვენს კაფეში, უშენოდ არ შევსულვარ იქ რამდენი ხანია ბარბი. თან დაურეკავ იმ ცალტვინასაც.
---არ უთხრა აქ რომ ვარ, მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ.ცოტა ხანში ლევანიც მოვიდა, ბარბი აკვირდებოდა ლევანის საოცრად შეცვლილ სახეს ალაგ-ალაგ თმებში გაჩენილ ნაადრევ ჭაღარას და გულში ფიქრობდა, ეს ჩემი ლეუშაა?ლევანი კი მოვიდა თუ არა ერეკლეს წინ დაეხეთქა და საწყალი თვალებით შეხედა ერეკლეს.
---ცუდად ვარ ერეკლე და უნდა მიშველო, იცი სად ვიყავი ახლა?
ერეკლემ თვალებით ანიშნა სად იყავიო და ლევანიმ გააგრძელა.
---არ შემაწყვეტინო იცი რა გოგო გავიცანი? შოკი დამმართა შენს ძმობას გეფიცები. ერთიანი მოკლე შავი კაბა ეცვა და მაღალი წვრილ ქუსლზე შავი ფეხსაცმელები. გეფიცები მისი დეკოლტედან თეთრი ქათქათა მკერდი, თავად მეძახდნენ, მოდი მიშველე აქედან ამომიყვანე და მზის სინათლეს ჩვენც ვნახათ, გაგვანთავისუფლეო. ახლოს მივიწიე ერეკლე ისე მომერია გრძნობამ თვალებში დამიბნელდა და აღგზნებულმა ვაკოცე, ისიც ამყვა. მეგონა რამეს ჩამარტყამდა თავში, მაგრამ რადგან მისგან წინააღმდეგობა ვერ ვიგრძენი გავთამამდი და დეკოლტეში ხელი ჩაუცურე და მკერდზე შევეხე, სიამოვნებისაგან აკვნესდა ისიც და მეც და............
---და? რა მოხდა შემდეგ, ვინმე დაგადგათ თავზე? ერეკლე ყურადღებით უსმენდა და ბარბის არსებობაც კი დაავიწყდა.ლევანიმ საწყლად შეხედა და უთხრა.
---და ამ დროს შენმა ზარმა გამომაღვიძა, რა ცუდ დროს იცი ერეკლე დარეკვა ხოლმე. ერეკლე ისე გაბრაზდა უნდოდა ლევანი ძვლებში დაეფშვნა, მაგრამ ბარბის კისკისმა გამოაფხიზლა, ამ კისკისზე ლევანიმაც მიიხედა გვერძე და გაოცებისგან პირდაღებულმა ხან ბარბის მიაჩერდა, ხან ერეკლეს. ბარბიმ კი ხელები გაშალა და კისკისით უთხრა
---გააგრძელე, ჩათვალე რომ აქ არ ვარ.
---ბარბიიი? ეს შენ ხარ? ერეკლე ეს მართლა ბარბია?
---არა ეს ბარბის რობოტია, იმდენამ მომენატრა უკვე მისი რობოტი შევადგინე. შეუღრინა ერეკლემ.
---აუტანელი ხარ ზოგჯერ ერეკლე. უთხრა ლევანიმ და შემდეგ მთელი ტანით შებრუნდა ბარბისკენ ახლოს მივიდა გულში ჩაიხუტა და დაღლამდე კოცნიდა მის პუტკუნა ლოყებს. ერეკლე კი ისევ გაბრაზებული უცქერდა ლევანს.
---კარგი რა ნუ მიბღვერ, ერეკლე დღისით-მზისით ვინ მომაკიდებინებდა მკერდზე ხელს, თან რომ დარეკე ხომ გითხარი მეძინათქო.ასე უცებ გოგოც მომეძებნა და რამეც მექნა რა კვატი კი არა ვარ.
ბარბიმ ისევ გულიანად გადაიკისკისა. ღმერთო რა ბედნიერება იყო ამ ორ გიჟთან ერთად ყოფნა. მხიარულება ბარბისთვის მალე შეწყდა, მის ტელეფონზე ირას ნომერი დაფიქსირდა და მიხვდა, რომ ის ტყუილად არ დარეკავდა. ერეკლემ თვალი მოკრა ირას ფოტოს და გაკვირვებულმა თვალებით კითხა ვინ არისო, მაგრამ ბარბის არ ეცალა ერეკლესთვის მან ირას ზარს უპასუხა.
---გისმენ ირა.
---სასწრაფოდ გადმოფრინდი, უახლოესი რეისით ბარბი. ძია თამაზი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წავიყვანეთ, ყველანი აქ ვართ. ბარბი იმდენად სერიოზულია ძია თამაზის ჯამრთელობა, რომ ეს ყველასთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ახლა კი შენთან, მისი დავალებით დავრეკე თორემ არ დაგირეკავდი.
ბარბის რამოდენიმე წუთი გულიც კი გაუჩერდა და სუნთქვა შეწყვიტა,ფერი დაეკარგა სახეზე და ძლივს მოკრებილი სიტყვებით უთხრა ირას.
---ახლავეს მოვდივარ ირა. ჩანთა მოსინჯა, ხომ ყველაფერი თანვე მაქვსო და ერეკლეს უთხრა.
---მარტო თქვენთან შემიძლია ვიყო გულახდილი, მაგრამ ახლა მაპატიეთ, ახლა არა. მაგრამ გპირდებით მეორე ჩამოსვლისას ორივეს გულწრფელად დაგელაპარაკებით.
---რას ამბობ ბარბარე რა ბოდიშებს გვიხდი, განა უცხოები ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის, რომ ვერ გაგიგოთ?უთხრა ერეკლემ.
---ბარბ ეს მეორედ არ გაიმეორო, მაპატიეთ და ბოდიში, ალბად სერიოზული იყო და ამიტომ წადი, გვექნება დრო, რომ ჩვენც გაგვარკვიო რა მოხდა და რატომ წადი ასე აუხსნელად.
--- მართლა უნდა წავიდე ახლა და ვერაფლის თქმას ვერ ვახერხებ,ერეკლე სახლის გასაღებს გიტოვებ და გთხოვ შედი და ვერანდის კარები დაკეტე და ფარდები ისევ გადაწიე.
---მე კი ვფიქრობ, რომ პირიქით ფარდები გადავწიო და შუქი დავტოვო ჩართულ, რომ გარედან ჩანდეს, სახლი ცარიელი არ არის და სახლში ვიღაც ცხოვრობს. ნუ გეშინია ყველაფერი გავაკეთებ, არ ინერვიულო. თუ ახლაც რამე გჭირდება, არ მოგერიდოს,თქვი.
---ახლა ამ წუთში ეს სითბოც საკმარისია ჩემთვის, რასაც თქვენგან ვღებულობ სხვას კი თუ დამჭირდა რამე შეგატყობინებთ. მოსკოვში დედის ძმა ცხოვრობს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და უკანასკნელ წუთებს ითვლის ერეკლე. არაუშავდა რომ წამოვედი, ახლა კი საავადმყოფოშია. თუ რამე მოხდა ისეთი, რომ დამჭირდით შეგეხმიანებით, მე მხოლოდ თქვენ მყავხართ და სხვა არავინი. მხოლოდ თქვენთან შემიძლია დღე-ღამის ყველა წუთში და საათში დავრეკო და შეგეხმიანოთ.
ორივემ ჩაიხუტა აცახცახებული და შეშინებული ბარბი და აეროპორტში ერეკლეს მანქანით წავიდნენ. იქ მისულებმა ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ცრემლიანი თვალებით დაემშვოდობნენ ერთმანეთს.
---აწი აღარ დავკარგავთ ბარბის რადგან ვიპოვნეთ, შეცვლილია არა? უფრო გალამაზებულია და ვფიქრობ უფრო დაქალებული. მაგრამ ბავშვიბის კაშკაშა მარგალიტივით ბრწყინვალება არ აქვს დაკარგული.თქვა ლევანიმ და ცაში აფრენილ თვითმფრინავს თვალს არ აშორებდა.
---დაქალებულია, შეცვლილია და თან ძალიან. ლევან იცი რას ვფიქრობ? ბარბის რაღაც მნიშვნელოვანი თუ წაიყვანდა აქედან თორემ ,ისე მას თბილისს ვერავინი ვერ აიძულებდა დაეტოვა და წასულიყო. იმედია, მეორე შეხვედრისას ყველაფერს აგვიხსნის და გვეტყვის, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ლევანი და ერეკლე ძირს მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ თუ რა მიზეზი ქონდა ბარბის წასასვლელად და ბარბი მხოლოდ ერთ ადამიანზე ფიქრობდა,რომ მიესწრო ცოცხალისთვის და შეძლებოდა უკანასკნელად დამშვიდობებოდა,ჩახუტებოდა და მადლობა ეთქვა იმისათვის,თუ რა გააკეთა მისთვის ამ ადამიანმა,როგორ გაუწია დახმარების ხელი გაჭირვების დროს და ჩაიხუტა და დღემდე ასე გულზე მიკრული ატარებს ორივე დედას და შვილს.მიატოვა, ტანჯვით გაიარა ორ-საათ ნახევარმა და როგორც იქნა მოსკოვის მიწაზეც დადგა ფეხი. არ იყო სახლში გავლის დრო და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა, იქ ფოიეში მდგარი მომლოდინე ირა, კაკი და შოთიკო დაინახა და მათკენ წავიდა.
---ირა, კაკი, შოთიკო მადლობა აქ რომ ხართ. როგორ არის, რას ამბობს ექიმი? იკითხა აკანკალებული ხმით.
---მეტასტაზები მთელ ორგანიზმს აქვს მოდებული, როგორც სარეველა ბალახი ბარბი. უკვე სიცოცხლისთვის ბრძოლის თავიც არ აქვს.
---ეს გააკეთა ამ ბოლო თვეებში მისმა ჯინიანობამ, წამლებს რომ აღარ ღებულობდა. უთხრა კაკიმ წყნარად, რომელიც დიდ სევდას გადმოსცემდა მისი ხმის ტონით.
---აზრი ხომ აქვს? ხომ მიცნობს რომ შევიდე? იკითხა თვალცრემლიანმა.
---გამაგრდი ბარბი მისი სული შენ გელოდება. უთხრა ირამ. ბარბიმ თვალზე მოწოლილი ცრემლები, უკან გულში ჩააბრუნა და ექიმს თხოვა მომაკვდავი ბიძის ნახვა.
ექიმმა ვერ გაუძლო ბარბის სევდიან თვალებს და უხმოდ მიიყვანა რეამინაციის კარებთან. სპეციალურად გამოაწყვეს და ისე შეუშვეს თამაზისთან.კარების გაღების ხმაზე თამაზიმ თავი მიაბრუნა და ბარბის დანახვაზე თვალებში სიხარულის სხივი ჩაუდგა. მაგრამ ხმა გაიმკაცრა და ძველებურად მტკიცე ხმით უთხრა.
---ასე უცებ მოილიე საქმეები და მოდი? მე ვფიქრობდი, იქ კიდევ ერთი მნიშვნელოვან საქმეს მოაგვარებდი და ისე დაბრუნდებოდი ბარბი.
---ანგარიშები ჩაგაბარო, როდის მოვიდე ჩემი საყვარელი ბიძიკოს სანახავად? თამაზის გაეცინა და ხელით ანიშნა აქ დამიჯექიო, მის გვერდით, მის საწოლზე.
---ასეთი პირდაპირი იყავი ბავშვობიდან.
---დაფიქრდი, იქნებ და გაგონებ ვინმეს?
---მაგონებ, მაგონებ. დედაშენს მაგონებ ბარბი. სულ მისი მტკიცე და ურყევი ხასიათი გაქვს. სილამაზეც მისი გამოგყვა საყვარელო. რომ გიყურებ ასე მგონია, შენს ასაკში მყოფი დედაშენი დგას ჩემს წინ.გახსოვდეს ბარბი დედაშენს და მამაშენს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი და მე ვფიქრობ ეს ძლიერი გრძნობა ორივემ გაიმეტა და შენში ჩადეს.შენც ასე თავდავიწყებით გიყვარს ბაქარის მამა .იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის და მოძებნე ის შვილო. ვერ გაძლებ მარტო, ძნელია მარტო ცხოვრება. ბაქარი გაიზრდება და ვიღაც ლება მის სიყვარულში, მოგპარავენ, წაგართმევენ მის გულს და შენ სულ მარტო დარჩები. დამიჯერე და ჩათვალე, რომ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა.
---არ ვიცი რა, როგორ იქნება, მაგრამ ვცდი. ახლა მომისმინე, როდემდე გინდა აე გააგრძელო, რატომ შეწყვიტე წამლების მიღება და მკურნალობა. რას აკეთებ ან რას ელოდები, თუ წამლებს არ მიიღებ. ამ ყველაფერს გაქვს გათვითცნობიერებული რა შედეგი შეიძლება მოყვეს?
---არ მინდა, არანაირი წამლები აღარ მინდა. დავიღალე, მართლა დავიღალე ბარბი.15 წელია უკვე წამლებში ვარ. თქვა სევდიანად თამაზიმ.
---რამდენი? გაუკვირდა ბარბის.
---ხო, ნუ გაგიკვირდება. ჩემი დის სიკვდილამდე ვიყავი ავად, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მას არ გავაყოლე ჩემზე დარდი, არ გაუგია ჩემი ავადმყოფობის შესახებ.
---და შენი ჯიუტობით ხედავ რა გააკეთე? გინდა შენც მიმატოვო? გინდა მარტო დავრჩე, სულ მარტო? ცრემლები მოერია ბარბის. რამდენი ხანია რაც იცი ,რომ ეს დაუმარცხებელი ავადმყოფობა გაქვს. ხმაწართმეულმა შეეკითხა ბიძას.
---პირველად კუჭის ტკივილით დაიწყო და დავიწყე მკურნალობა, ყველაფერი კარგად იყო. ოპერაციაც გავიკეთე კუჭის მაგრამ ხუთი წელია რაც ეს დაავადება აღმომაჩნდა. მომისმინე ბარბი ვეღარაფერს ვეღარ შევცვლით, ამიტომ მომისმინე ყურადღებით, ვინ იცის შეიძლება ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა და საუბარია. ყველაფერი რაც კი მაქვს და გამაჩნია,.შენს სახელზეა ყველაფერი გადაფორმებული.
---ეს როგორ, ეს როგორ მოახერხე.
---ხანდახან, უნდა დაუკვირდე რას აწერ ხელს ჩემო გოგო და სხვასთან არ მოგივიდეს ისეთი შეცდომა, რომ ყველაფერი დაკარგო. ძალიან გთხოვ, მთელი ჩემი ძალა და ენერგია, ერთ ჩემს მეურნეობას შევალიე. შოლკოვსკაიაზე მაქვს ჩემი ფერმა, საიდანაც ვამარაგებ ჩემს მაღაზიებს. მიხედე იმ ფერმას ბარბი ვიცი რომ შეძლებ, შენ ძლიერი გოგო ხარ. შეისვენა ცოტა და გააგრძელა. ჩემი დღეები დათვლილია, მომეცი პირობა,რომ შენს პირად ცხოვრების აწყობაში თუ საჭირო გახდეს აქედან წასვლა,იმედია ხელს არ კრავ იმ კარს,საიდანაც შენი ბედნიერი ცხოვრება უნდა შემოვიდეს. გაყიდე აქ ყველაფერი და ბავშვზე იზრუნე, რომ სრულყოფილ ოჯახში გაიზარდოს შვილო. ახლა უნდა დავისვენო, დავიღალე და ბაქარი მაჩვენე საბოლოოდ, თუმცა არ მინდა ასეთი დავამახოვრდე, მაგრამ მაინც მინდა მისი ნახვა.
ბარბის ცრემლები მოერია,მიხვდა რომ ყველა მისი ნათქვამი სიტყვა აფსურდი იყო მისი საყვარელი ადამიანისათვის, ექიმიც და წამალიც უძლური იყო. მისი სიცოცხლის დღეები თანდათან ასრულებდა ამ ქვეყნიურ ვალდებულებებს.
---კარგი დაისვენე, მეც აქ ვარ. ბაქარი სკოლიდან გამოვა და აქ მოვიყვან პირდაპირ, გაჩვენებ. ბარბიმ სევდიანმა და გულდამძიმებულმა დატოვა პალატა და გარეთ გამოსულმა ჩუმად, მაგრამ მწარედ ატირდა. გული ტკიოდა, რომ საყვარელი ადამიანი მეორედ ეცლებოდა ხელიდან ნელა-ნელა და ვერაფერს ვერ შველოდა,ეს მის ძალებს არ აღემატებოდა. ტოვებდა მარტო ბაქართან ერთად.
ჩაფიქრებული იჯდა, თავი კედელზე ჰქონდა მიდებული და მოგზაურობდა იმ წარსულში, სადაც ბიძასთან ერთად ბედნიერი წლები გაუტარებიათ სამივეს. ფიქრი მისმა ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა და თან შეაშინა. უემოციოდ ამოიღო ტელეფონი და ოდნავ გაეღიმა ნომერს რომ შეხედა.
---გისმენ ერეკლე.
---ბარბი როგორ ხართ?
---ცუდად ერეკლე. ძალიან ცუდად და მეშინია, ძალიან მეშინია
.---ბარბი შენ ძლიერი გოგო ხარ გაუძლებ, მაგრამ თუ გინდა, რომ შენს გვერდით ვიყო, ჩამოვალ ბარბი არ მოგერიდოს. ახლავეს მივატოვებ ყველაფერს და უახლოესი რეისით წამოვალ, ამ გაჭირვებაში მარტო არ დაგტოვებ.
---არა ერეკლე არა ვარ მარტო. ირა, კაკი, შოთიკო აქ არიან. შენ და ლევანი მანდ მჭირდებით და რა დროც იქნება შეგაწუხებ,დაგირეკავ.
---კარგი შენს ზარს ველოდები ბარბი.
სამი თვე,ზუსტად სამმა თვემ გასტანა თამაზისთვის სიცოცხლისთვის ბრძოლამ და ბოლო ამოსუნთქვამდე პატარა ბაქართან მოასწრო საუბარი.
---ბაქარ ბაბუ მომისმინე კარგად.შენ არაჩვეულებრივი მამა გყავს შვილო, ეცადე რომ დედა და მამა დაახლოვო ერთმანეთს. წაყევი საქართველოში და იქ ამაზე მეტს გაიგებ, მე არ შემწევს ძალა მეტი გითხრა. დავაშავე რომ ამდენი ხანი არ გითხარი სიმართლე, მაგრამ ახლა ვფიქრობ ჩემთან მოვიდა ,,სიმართლის დრო''. იბრძოლე რომ სრულფასოვან ოჯახში გაიზარდო,შ ენს მამასაც ბაქარი ჰქვია. მარტო დედაშენი ეძახდა მას ბაქარს სამეგობრო კი ბექას. ისე როგორც შენს შემთხვევაში., მარტო დედა გეძახის ბაქარს. მომეცი პირობა რომ ამ საიდუმლოს შემინახავ და იბრძოლებ შენი თავისთვისაც და შენი მშობლების ერთად ყოფნისთვისაც. აბა შენ იცი ჩემო ბიჭო, დალოცვილს გტოვებთ. ახლა დამტოვე რომ მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან.
ბაქარი გამოვიდა პალატიდან და დედას ჩაეხუტა. ბაქარი სახლში წაიყვანა და წყალი გადაივლო, ჩქარა, ჩქარა აკეთებდა ყველაფერს და ისევ უნდა წასულიყო, რომ ტელეფონზე დაურეკეს და აცნობეს, რომ თამაზის სულმა სხეული დატოვა და გადასახლდა მარადისობაში. ძალიან იმოქმედა ბარბიზე ამ ზრმა. იცოდა, იცოდა ერთი დღეს, ეს რომ მოხდებოდა, მაგრამ მაინც მძიმე იყო ეს წუთები მისთვის. საავადმყოფოში წავიდა,იქ ყველა სამეგობრო დახვდა და გვერდში დაუდგა ყველა.ერეკლეს და ლევანის შეატყობინა და დაავალა ყველაფერზე ეზრუნათ, რათა თამაზის ცხედარი საქართველოში, მშობლიური მიწისთვის უნდა მიებარებინა. ორი დღე გააჩერა ბიძის ცხედარი მოსკოვში, რათა პანაშვიდი მოეხადა სამეგობროს, საახლობლოს და ბიზმესმენებს. ორი დღის შემდეგ ბაქარი ისევ სამეგობროს ჩააბარა კომპანიასთან ერთად და თავად გაყვა მიცვალებულს. ძალიან მძიმე იყო ბარბისთვის განშორება საყვარელ ადამიანთან, ზუსტად იგივე ტკივილი განიცადა რაც განიცადა 11 წლის უკან 17 წლის ასაკში როცა დედა დაკარგა. დედის საფლავზე მისვლამ კი გაანახევრა, დედის გვერდით მიუჩინა ბიძასაც სამუდამო ადგილი. ახლა სამივე ერთად ყავდა და როცა მოინახულებდა, სამივეს ერთად დაელაპარაკებოდა. დასრულდა მძიმე დღეები და როგორც იქნა მეგობრებისთვინაც გამონახა დრო მათსაც დალაპარაკებოდა.



№1 სტუმარი marina

mzia koveli tavi saintereso da mimzidvelia.romelis zalian gvanoriakebs.zalian zalian momsons da velodebi sulmoutkmelad gagrzelebad.sarmatebebi korisimu.

 


№2  offline მოდერი zia-maria

marina
mzia koveli tavi saintereso da mimzidvelia.romelis zalian gvanoriakebs.zalian zalian momsons da velodebi sulmoutkmelad gagrzelebad.sarmatebebi korisimu.

მადლობა მარინა დეიდა. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent