მგონი შემიყვარდი (თავი 4)
შემოტრიალდი და ჩემს წინ გაღიმებული ბექა დავინახე. -შენ დებილი ხარ რეებს აკეთებ??-აქეთ-იქით ვიყურებოდი ვინმემ ხო არ დაგვინახა თქო. -ოო კაი რა უბრალოდ გაკოცე შენ ხო ჩემი მეგობარი ხარ.-გამიღიმა და ხელი გადამხვია. -ჰოო კარგი მეგობარი -მეც გავუღიმე. -გაკვეთილებზე რატო იგვიანებ??-თითქოს ძმასავით მითხრა თან ეცინებოდა. -შენ გეძებდი მეგონა სკოლაში არ იყავი...ხასიათზეც მოსულხარ საღამოს ჩემთან გელოდები.-გავუღიმე და სკოლაში შევედი. გაკვეთილების მერე ჩემდაგასაკვირად მარტო წამოვედი სახლში.ამდენი ხნის მანძილზე ეხლა შევნიშნე სახლში ლია თბილად მივესალმე და სამზარეულოში დავჯექი.ხმა არ ამომიღია თვითონ მომიტანა საჭმელი დაყოლაა "გემრიელად მიირთვი"-ო და გავიდა.ვჭამე და საღამომდე ჩემს ოთხში ვიყავი და ვმეცადინეობდი.საღამოს დაღლილი და ძალა გამოცლილი ლოგინზე დავწექი და უკვე უნდა ჩამძინებოდა ვიღაცამ დამიკაკუნა. -შემოდით. -რადროს ძილიაა.-ბექას ხმა მომესმა და გადმოვტრიალდი. ხელში პატარაა საყვარელი დათუნია და ყვავილები ეკავა. -აუუ რა საყვარელიაა.-სიხარულით წამოვხტი. -შენთვისაა ^^ -ვაიმეე მადლობაა ბექა ^^ -ჩავეხუტე. საჩურები გამოვართვი და ლოგინზე დავსხედით. -ბექა არ მინდა გუ...-პირზე ხელი ამაფარა. -არაფერი თქვა უბრალოდ ისიამოვნე ამით ვიცი არ გიყვარვარ,მაგრამ შეგიყვარდები. იმ საღამომ სიცილში და გართობაში ჩაიარა.ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.სულ მახალისებდა და მაბედნიერებდა ბექა ყოველდღე საჩუქრით მხვდებოდა.ასე გავიდა 2 წელი.ნელ-ნელა მეც შემიყვარდა მაბედნიერებდა მისი დანახვა,ჭკუიდან მშლიდა მისი ღიმილი და ზღვისფერი თვალები,მინდოდა ჩავხუტებოდი და არსად გამეშვა.წელს ამთავრებდა სკოლას და ცოტა მეშინოდა რო უნივერსიტეტი ჩემ თავს დაავიწყებდა სხვას გაიცნობდა და მე ისევ გული მეტკინებოდა.მე 11 კლასელი ვარ უკვე და იმასაც ვაპირებ რომ წელს ჩავაბარო ყველა გამლცდა და ის ერთი წელი არ გამიცდეს, თუ გამიმართლებს და ბექასთან ერთად მოვხვდები უნივერსიტეტში უკეთესია.ეს იდეა მშობლებსაც მოეწონათ,მაგრამ მათ გეგმაში ქონდათ ამერიკაში წავეყვანე და იქ მესწავლა.ჰოო უკვე ბექას ამბებიც იციან. მაისის ერთი თბილი დღე გათენდა.როგორც ყოველთვის ავდექი ვჭამე და ბექას გავუარე. -ბექა სად ხარ?? -მაღლა ვარ ჩამოვალ ეხლავე. დივანზე დავჯექი ეს "ეხლავე" 10 წუთი გაგრძელდა. -აჰაა მოვედი. უკნიდან მომხვიაა და ყელში მაკოცა. -მეგონა დაგეძინა...წამო წამო დავაგვიანებთ. გარეთ გამოვედით და სკოლის გზას გავუყევით. -დღეს ვიღაც გოგო მოდის სკოლაში უნდა დაგვესწროს გაკვეთილებზე და თუ მოეწონა ჩვენი კლასელი გახდება.-სიცილით მიყვებოდა ბექა. -ეხლა გადმოდის სასწავლო წელი რო მთავრდება.-მეც გამეცინა. - ჰორავი 3 თუ 4 გაკვეთილი იყო სკოლიდან გამოვედი და იქვე სკოლის კედელთან ბიჭების საუბარი გავიგონე ბექას კლასი იყო და ბექაც.ვუსმენდი და ვგრძნობდი რო ვეღარ ვსუნთქავდი ფეხები მეკეცებოდა კედეკს რო არ მივყრდნობოდი ალბათ წავიცეოდი.ჩემი ცხოვრების დამანგრეველი სიტყვები მოვისმინე..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.