შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ არ წახვიდე, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ (თავი5)


13-01-2017, 11:13
ავტორი ♥love love♥
ნანახია 2 357

დავიწყე კონვერტის გახსნა რომელსაც ეწერა ,,მელანოს“.....
,,ალბათ საუბარი გამარჯობით და მოკითხვით უნდა დავიწყო, მაგრამ სიმართლე გითხრა ბევრის ლაპარაკი არ მიყვარს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. მოკლედ შეგეძლო შეხვედროდით და პირდაპირ გველაპარაკა და გაგვერკვია ყველაფერი. არ იყო საჭირო ზედმეტი პიროვნებების ჩარევა, მაგრამ გოგონებმა მეტი არ იცით და რას ვიზამ? მოკლედ ცუდად მოიქეცი რა. მე ბოდიშს გიხდი ასეთი საუბრისთვის, შენზე არაფერი ვიცოდი თორე ეგეთს არ ვიკადრებდი, მაგრამ შენ ცუდად მოიქეცი. ნუ რაც არი არი რა.
P.S კარები ფრთხილად გააღე ხოლმე. ,,შოთა“
შოთა? უეცრად აზრზე ვერ მოვედი თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ეს ის პიროვნებაა, რომელმაც უდიდესი ტკივილი მომაყენა, როდესაც ცხოვრების უდიდესი ტრაგედია გამახსენა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი მე რა გავაკეთე. მე ხომ მისთვის არაფერი მითქვამს და საერთოდ არავისთვის არაფერი მითქვამს...... ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც მანქანა დამეჯახა, გულის შეწუხებამდე მხოლოდ სერიის დანახვა მოვასწარი. BMG

გონს რომ მოვედი გარშემო არავინ იყო, ვერ ვხვდებოდი რა მოხდა. ამ დროს პალატაში ექიმი შემოვიდა. ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა მიხვდა რაშიც იყო საქმე.
-თქვენ მსუბუქი მოტეხილობა გაქვთ მანქანის დატაკების გამო, ამიტომ ერთიკვირით აქ უნდა იყოთ, შემდეგ თუ უკეთესობას შევნიშნავთ სახლში გაგწერთ.
-გასაგებია. იმედი მაქვს მალე წავალ აქედან.
-თუ რაიმე დაგჭირდებათ. ხო მართლა თქვენი ნახვა უნდათ.
-კი მაგრამ ვის?
-აი იმ ყმაწვილს(და ექიმმა გარეთ გამახედა)
-(დავინახე როგორი გაფითრებული სახე ჰქონდა შოთას. გამეცინა.) კარგი შემოვიდეს.
ექიმი გავიდა პალატიდან და შოთას დაუძახა. მე კი საცოდავი სახე მივიღე, რომ შოთა გამეწვალებინა. პალატაში ისეთი სახით შემოვიდა გული დამეწვა. სიცილი ძლივს შევიკავე.
-როგორ ხარ მელანო?
-ცუდად (რაც შეიძლებოდა სევდიანად ვუპასუხე)
-მაპატიე ძალით არ მინდოდა უბრალოდ....
-გასაგებია (უცებ შევაწყვეტინე საუბარი)
-მართლა ყველაფრისთვის ბოდიში მინდა მოგიხადო, არ მინდოდა შენთვის გული მეტკინა, მართლა არ მინდოდა. რომ მცოდნოდა არაფერს ვიტყოდი.
-(მეჩვენება თუ ამას მართლა ამბობს?) მადლობა შოთა. სახეზე რა გჭირს?
-ვითომ არ იცი? ეს შენი საყვარელი ძმის დამსახურებაა.
-რაა? მოიცა ეგ ირაკლიმ საიდან გაიგო?
-არვიც, დამირეკა და საქმე მაქვსო გამიყვანა და იმხელა მატაკა, თან არც ვიცოდი რა ხდებოდა ისე.....
-შენ აქ რა გინდა ბიჭო?....
-ირაკლი გეყოს, რაც გააკეთე ისიც საკმარისია.
-მოიცა შენ რა იცი მე რა გავაკეთე?
-რავიცი? მე არაფერი უნდა მკითხო ხო? საჭირო რომ ყოფილიყო მე თვითონ გეტყოდი ამას , არვიცი საიდან გაიგე, მაგრამ სანამ წახვიდოდი ჩემთვის უნდა გეკითხა.
-შენ უნდა გკითხო ანუ მე სად წავალ? შენი დაცვა ჩემი მოვალეობაა და შენ დაჩაგვრას არავის ვაპატიებ, შენ კიდე რომ დაეტაკე და მომკვდარიყო მერე სად მიდიოდი?
-ძალით არ მინდოდა ძმაო და ხელი გაწიე რა.
-კიდე მე მიბრუნებ ბიჭო ენას?
-გეყოთ ორივეს. ორივე დამნაშავეები ხართ და მორჩა. ირაკლი ეხლა მომისმინე. მაგ პიროვნებამ მე ბოდიში მომიხადა იმის გამო რაც მითხრა და არამგონია ტყუილი ეთქვა, შენ კი ისე მივარდი მასთან და ცემე, რომ საერთოდ არაფერი იცოდა.
-და შენ მისი სიტყვების გჯერა? ადამიანის რომელიც არასოდეს გინახავს მისი გჯერა და იმის არა ვისთან ერთადაც იზრდები და ვიმც ყოველდღე ზრუნავს შენზე?..... მელანო კარგად ხარ? მელანო ხმა გამეცი.... ექიმო ხომ კარგად იქნება?
-იმედია. რა მოხდა ასეთი?
-არაფერი, უბრალოდ პატარა ჩხუბი მოგვივიდა და უცებ ცუდად გახდა.
-თქვენ კარგად ხართ? მისთვის არანაირი ნერვიულობა არ შეიძლება. თუ გინდათ რომ მოკვდეს კი ბატნო.
-კარგი ბოდიშით, ეს აღარ განმეორდება...
-შვილო მე მისთვის გეუბნებით თორე მე რა?...

-გაჩუმებული ძალიან საყვარელი ხარ იცი? განსაკუთრებიტ მაშინ როდესაც შენი გაღებული კარი თავში არ მხვდება.
-კიდე არ მოსულა გინს?
-სამწუხაროდ ჯერ არა.
-იკა წყალი დამამლევინე რა (მელანო)
-კარგი ეხლავე წავალ და მოგიტან.
-უკეთესად ხარ?
-არა, არ შემიძლია ცუდად ვარ. რატომ გაქვს ასეთი საცოდავი სახე?
-არ მაქვს საცოდავი სახე. იცი? მაპატიე რაც მოხდა ყველაფერი ჩემი ბრალია, ის რომ ეხლა აქ ხარ და საერთოდ რაც ცუდი მოხდა ყველაფერი ჩემი ბრალია.
-კარგი რა რაში ხარ დამნაშავე? რომ არ იცოდი ჩემი მდგომარეობა? რომ გცოდნოდა ალბათ არ იტყოდი.
-ვიტყოდი? არ ვარ ასეთი უნამუსო რომ ეგ მეთქვა ადამიანზე, რომელსაც არ ვიცნობ.
-სხვისი ლაპარაკის მოსმენა რომ უზრდელობაა შენთვის არ უსწავლებიათ ვაჟბტონო?
-ჩემ დას როცა მინდა მაშინ მოვუსმენ, ეგეც შენ გკითხო?
-მოიცა მე მეხება და აბა ვის უნდა კითხო ნეტა?
-ხმას ნუ უწევ შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება.
-მაშინ ნუ იქცევი ისე რომ ხმას ავუწიო.
-მე წავალ კარგი? რაღაც საქმეები მაქვს. გამოჯანმრთელებას გისურვებ. გამოგივლი კიდე.
-შენი საქციელის გამო ადამიანი გარბის ხომ ხედავ? ყვერილის მეტი არაფერი გეხერხება( ვუთხარი ირაკლის და საცოდავი გამომეტყვველება მივიღე.)
-არა ეგ არაფერ შუაშია. მართლა საქმეები მაქვს, გამოგივლი სხვა დროს ერთი კვირა მაინც აქ უნდა იყო.
-რაა? ერთი კვირით? ერთი კვირა აქ რა გამაჩერებს?(ეს ვთქვი და კიდევ უფრო შეწუხებული სახე მივიღე)
-კარგი რა ნუ ჩამოგტირის ცხვირ-პირი, მალე გავა ერთი კვირაც ნუ ღელავ.
-კარგი წავედი მე და გამოჯანმრთელებას გისურვებ მელანო.
-მადლობა შოთიკო.
-მელანო მე გავაცილებ შოთას და მალე მოვალ კარგი?
-კარგი და მალე მოდი რა.
-სახლამდე კიარ ვაცილებ გოგო.


ესეც ახალ თავი. იმედი მაქვს მოგეწონათ. <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent