შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 16


13-01-2017, 20:13
ავტორი katiusha
ნანახია 3 999

სოფო ჯერ შეიშმუშნა,მერე საწოლში გაიზმორა, ისე რომ თვალები არ გაუხელია. ესიამოვნა, მაგრამ ძილი მაინც არ გაუგრძელებია. ნელ-ნელა, მძიმედ გაახილა თვალები. უცებ ვერ მიხვდა სად იყო, მერე აღიდგინა გონებაში ყველაფერი და ჩაეღიმა. განსაკუთრებით მის სერენადაზე. ადრე ასეთი სიგიჟე არასოდეს ჩაუდენია. მითუმეტეს ზაზას გამო, რომელიც ძალიან უყვარდა და საკუთარ თავს ერჩივნა. რომელსაც ყოველთვის წინ აყენებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ის ყოფილიყო ბედნიერი. საკუთარი თავიც კი დაკარგა. საკუთარი მე დაკარგა მასთან ურთიერთობის დროს, ახლა? რა იყო ეს ახალი ურთიერთობა?რას ელოდა მისგან?რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს?
ალბათ იმიტომ რომ პირველად იგრძნო ცხოვრებაში საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე, უმნიშვნელო რამითაც კი შეიძლება მიანიჭო საყვარელ ადამინს ბედნიერება და ამით შენ უფრო მეტად იყო ბედნიერი. ეს გულიდან მოდიოდა და სასიამოვნო გრძნობებს იწვევდა მასში. არ უწევდა თამაში. არ უწევდა თავის მოჩვენება .ყველაფერი უბრალოდ კარგი იყო....
საწოლთან, ტუმბოზე წითელი ვარდი და პატარა წერილი დაინახა. ჩაეღიმა და ბარათი გახსნა.
"ჩუმად შემოვიპარე შენს ოთახში სანამ გეძინა. იქნებ ისე მოახერხო რომ მათ გარეშე ქვემოთ შევხვდეთ ერთმანეთს..
P.S. ამ ვარდზე ლამაზი ხარ..:"
ფრთხილად ადგა საწოლიდან. თამუნა რომ არ გაეღვიძებინა. მას მშვიდად ეძინა და სავარაუდოდ არც მალე გაიღვიძებდა მისი ამბავი რომ იცოდა. კარი გაიხურა და ლიფტს არ დალოდებია ფეხით ჩაუყვა კიბეს. ....

-არა ძმაო ასეთი რამე არასოდეს მინახავს და არც გამიგია. ქალმა სერენადა გიმღერა და ამით დაგიმტკიცა რას წარმოადგენ მისთვის. ჩაეცინა დათას და ცივი ბორჯომი მოიყუდა.
-მეც სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ამას ნამდვილად არ ველოდი.
-ახლა ვხვდები რატომ მოგეწონა ის და რა დაინახე მასში ასე რომ გადაირიე.
-თვალები არასოდეს ისტყუება. არასოდეს ცდება. როგორც კი შეხედავ მაშინვე ამოიკითხავ რა იმალება მის მიღმა. როგორი სული აქვს მის მეპატრონეს.
-მთლად ასეც არაა. შეიძლება მოგატყუონ კიდეც. არ დაგავიწყდეს ამის შესანიშნავი მაგალითი გვქონდა წინ. მაგრად ითამაშა იმ ქალმა. მაგრად გამაბა.
-ეგ მისი კი არა შენი ბრალი იყო. შენ გინდოდა და გაები.ისე მოიხიბლე მისით, ისე დაშტერდი რომ მზად იყავი ყველაფერი გაგეკეთებინა მისთვის, მანაც დაინახა ეს, დაინახა რა ქონების მფლობელიც იყავი და გამოგიყენა. თავის ჭკუაზე გათამაშა. წაიღო ფული და ისე გაქრა რომ თვალითაც არ გინახავს მერე.
-ვიცი ეგ ჩემი ბრალიც იყო. სწორედ ამის მერე გავხდი ასეთი. ამის შემდეგ ვერავინ შევიყვარე. არც შემიხედავს ქალისთვის სერიოზულად.
-მანამდე სანამ თამუნა არ გამოჩნდა.-გააწყვეტინა რეზომ და გაეცინა.
-ეგ საერთოდ სხვა თემაა და მაგ სულელ გოგოზე საუბრით ნუ გამიფუჭებ ხასიათს.
-რაღაც არ მგონია ასე იყოს.პირიქით ძალიანაც მოგწონს და სწორედ ეგ გოგო მოგიყვანს აზრზე. კარგად იცი არც სულელია. არც დღევანდელ ცანცარა და ქარაფშუტა გოგოებს ჰგავს და არც იმ გაუნათლებელი და ქონებაზე მონადირე ქალების რიცხვს ეკუთვნის მრავლად რომ არიან შენს ირგვლივ.
-მთლად ასეც ნუ იტყვი. არც შენ გაკლდა გვერით ასეთი ქალები სოფოს გაცნობამდე.
-მაგრამ მთავარია ახლა აღარ ვიყურები გვერდით და მის გარდა არავისზე არ ვფიქრობ.აი სწორედ აქედან იწყება სიყვარული - პატივისცემით და გაგებით. ორი მონათესავე სულის შეხვედრით.
-ვერ გიძლებ შეყვარებულ ბექაურს და რა ვქნა. გაიკრიჭა დათა.
-მე კიდევ ასეთ აცანცარებულს ვერ გიტან და ხანდახან მინდება რომ ჩემი ხელით დაგახრჩო.
-არ გეცოდებ მერე ასეთი ვაჟკაცის გარეშე რომ დატოვებ იმ თამუნას გაუთხოვარს?
-აი გამოტყდი ხოო
-არა გავიხუმრე. ისე შენ გირჩევნია მოემზადო შენი ქალბატონი მოდის. დათამ საუბარი შეწყვიტა და თვალით ანიშნა რეზოს სოფოზე, რომელიც ნელი. ზომიერი ნაბიჯებით მიდიოდა მათკენ. რეზომ თავი მოაბრუნა და მაშინვე სახე გაუბრწყინდა. ფეხზე წამოდგა , გოგოს შეეგება და თბილად გადაკოცნა.
-დილა მშვიდობისა. როგორ გრძნობ თავს?-დააყარა კითხვები და პატარა ბავშვივით აიჭრა.
-დილა მშვიდობისა. კარგად, მშვენივრად. თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენც კარგად. იმედია კარგად გეძინათ?მითუმეტეს იმ ყველაფრის მერე რაც წუხელ მოხდა. ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა და ისე წარმოთქვა დათამ
-კი ნამდვილად. თავი დაუქნია სოფომ-განსაკუთრებით თამუნას და ახლაც მშვენივრად გრძნობს თავს ისე გემრიელად სძინავს.-ჩაეღიმა.
-მოდი დაჯექი სკამი გამოსწია რეზომ და ანიშნა დამჯდარიყო მის გვერდით.-აბა რას მიირთმევ?
-ერთი ჭიქა მაგარი ყავა.უშაქრო და ცივი წვენი რამე.
ბექაურმა მიმტანი მოიხმო და შეკვეთა მისცა.
-ვიცი თქვენ ახლა ერთმანეთის გვერდით ყოფნა და მარტო დარჩენა გინდათ ამიტომ მე დაგტოვებთ.მე ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. წამოდგა და წასასვლელად მომეზადა.
-ვიცი მე ეგ შენი მნიშვნელოვანი საქმე ვინცაა.-დააწია რეზომ.მაგრამ მას არ გაუგია ისე მიიჩქაროდა ლიფტისკენ.
-ნეტავ რამდენ ხანს უნდა აწვალონ ერთმანეთი ან როდის უნდა აღიარონ რომ ერთმანეთი მოსწონთ.
-არ ვიცი სოფ, ვერ ვხვდები რატომ ირთულებენ ცხოვრებას მაშინ როცა ისედაც ასე რთულია ყველაფერი.როცა შეუძლიათ უბრალოდ ბედნიერები იყვნენ რატომ ქმნიან პრობლემებს.
-რას გაუგებ.ბავშვობიდანვე ასეთი ჯიუტი და უხასიათო იყო მაგრამ ერთმანეთს მაინც კარგად ვუგებდით. მჯერა რომ ისინიც მიხვდებიან ყველაფერს და ინანებენ დრო რომ დაკარგეს ერთმანეთის წვალებით.
-მოდი დავანებოთ მათ თავი და ჩვენზე ვილაპარაკოთ. რეზო უფრო ახლოს მიაჩოჩა სკამი სოფოსკენ და მხარზე მორიდებით მოხვია ხელი. გოგო შეკრთა, ჯერ კიდევ ეუხერხულებოდა ეს ყველაფერი და ვერ ეჩვეოდა.მაგრამ არ უცდია გაწევა.პირიქით მისი ეს ჟესტი ესიამოვნა და გაისუსა მის მკლავებში. .
-ასეთი რამ ჩემთვის არც ერთ ქალს არ გაუკეთებია.
-ასეთი სიგიჟე ხო?მეც არ ვიცი რა დამემემრთა. გაეცინა სოფოს.
-რაც გინდა ის დაარქვი, სიგიჟე, სიცანცარე თუ სიჭკვიანე მაგრამ მე ბედნიერი და გახარებული ვიყავი. თვალებს არ ვუჯერებდი რო დაგინახე. მეგონა მეჩვენებოდა.
-შენ ჯერ კიდევ ბევრი რამე გელოდება წინ და ბევრი რამით გაგაკვირვებ.
-ოოეს უკვე სერიოზული განცხადებაა. მაგრამ დაველოდები დიდი ინტერესით..
-დაელოდე...დაელოდე. სოფომ ყავა მოსვა და ნელ-ნელა მოეშვა თავის ტკივილი. მერე უფრო გახსნილად აჭიკჭიკდა.
-იცი ყველაზე მეტად რა მასწავლა ამ რამდენიმე დღემ რაც უშენოდ გავატარე?
-რა?-ინტერესით მიაჩერდა რეზო.
-ის რომ შენ იმაზე მეტად შემოჭერი ჩემს ცხოვრებაში ვიდრე ველოდი. იმაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის ვიდრე წარმოვიდგენდი. ვდარდობ, ვნერვიულობ და განვიცდი შენს ამბებს. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდი. ალბათ აქედან წამოვიდა იმ სერენადის ამბავიც და ბოდიშის მოხდის და შერიგების სურვილი.
რეზო უსმენდა გოგოს და უხაროდა რომ სწორედ იმას ისმენდა რისი მოსმენაც სურდა. რასაც თვითონაც გრძნობდა. ეს სიყვარული იყო?ალბათ კი. თუ არ იყო და არც ბევრი უკლდა იქამდე.. მთავარი ის იყო რომ დღეს ამ წუთში ორივე ბედნიერი იყო ერთმანეთის გვერდით....
*********************




დათამ ფრთხილად შეაღო ნომრის კარი და ოთახში ქურდივით შეიპარა. ფრთხილად გაიარა შესასვლელი და საწოლის წინ გაჩერდა. მძინარე გოგოს თვალი გაუშტერა. რამდენიმე წუთი უყურებდა როგორ მშვიდად და საყვარლად ეძინა თამუნას ბალიშზე ჩახუტებულს.დროდადრო ჩაეღიმებოდა. ალბათ ლამაზ სიზმარს ხედავსო გაიფიქრა. მერე ერთი იდეა მოუვიდა თავში და მაშინვე შეუდგა მის სისრულეში მოყვანას.საწოლს მეორე მხრიდან მოუარა. სახაფხულო საბანი გადასწია და ფრთხილად მიუწვა გვერდით. ახლოს მიჩოჩდა მისკენ. უკვე გრძნობდა მის სურნელს. მის სუნთქვას. ასე რომ აბნევდა და გონებას აკარგვინებდა. ფრთხილად აიღო მისი ხელი და ტანზე შემოიხვია ისე თითქოს ეხუტებოდნენ ერთმანეთს.ერთი შეიშმუშნა თამუნა, უფრო მეტად მიიწია მისკენ და მთლიანად აეკრო ტანზე.ბიჭს სუნთქვა გაუჩერდა.კიდევ რამდენიმე წუთს გასტანა ამ სიმშვიდემ მერე კი იქ ამბავი ატყდაა მტრისას....
სიზმრიდან გამოფხიზლება არ უნდოდა ისეთ ლამაზ სიზმარს ხედავდა. ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი. მწვადედ აბიბინებულ და გვირილებით მოფენილ მინდორში მისეირნობდა. თეთრი საზაფხულო სარაფანი ეცვა. ნიავი უფრიალებდა მას, მიდიოდა და გვირილებს კრეფდა.თაიგულს კრავდა. უცებ მამაკაცის ხმა მოესმა. მოიხედა მაგრამ მისი სახე ვერ გაარჩია.ის უფრო უახლოვდებოდა.ხელში გვირილებისგან დაწნული გვირგვინი ეჭირა.
-თვალები დახუწე ჩემო ლამაზო. მოესმა, მანაც მაშინვე დახუჭა და დაელოდა მის ქმედებას. მერე მისი სუნთქვა იგრძნო ყურთან იგრძნო თავზე როგორ დაადგა გვირგვინი.
-თAვლები გაახილე ჩაესმა ისევ ყურში...
ნელ-ნელა მძიმედ გაახილა ქუთუთოები. თვალებს არ დაუჯერა რაც მდგომარეობაშიც იყო. ხელები გაუშვა და უკან დაიხია.
-შენ აქ რა გინდა მხეცო?ველურო ჩემს საწოლში რას აკეთებ?ადექი გაეთრიე აქედან,- ბალიშს დაავლო ხელი და დაუშინა ბიჭს გამეტებით
-მოიცა, მოიცა.- დათამ ხელები აიფარა სახეზე.-არაფერი გახსოვს?
-რა უნდა მახსოვდეს? ცოტა მოლბა გოგო
-როგორ არ გახსოვს?მეხვეწებოდი შენთან დავრჩენილიყავი. მე უარს გეუბნებოდი მაგრამ არ მომასვენე ისეთი მთვრალი იყავი.
-არ არსებობს. გააწყვეტინა გოგომ.
-ხო ისეთი ნასვამი იყავი მეხვეწებოდი რომ შენთვის მეკოცნა. მერე მოსახდენიც მოხდა.
-მაგას ვერ დავიჯერებ. ასეთ რამეს არ ვიზავდი. ბევრჯერ დამილევია ,მაგრამ გონება არასოდეს არ დამიკარგავს.
-როგორც ჩანს წუხელ გამონაკლისი მოხდა. მშვიდად საუბრობდა ბიჭი და თავის შეკავებას ცდილობდა რომ არ გასცინებოდა.-შეხედე რა გაცვია.
თამუნამ ახლა დაიხედა ტანზე და ძალიან შერცხვა. ბიჭის წინ თითქმის შიშველი იყო. თხელი განჭვირვალე ზედა ძლივს უფარავდა სხეულს.სწრაფად დასტაცა ხელი გადასაფარებელს და ტანზე აიფარა.
-მე ..მე.. ეს როგორ... ასე როგორ მოხდა.. ღამე შენთან გავატარე?... უღონოდ ჩამოყარა ხელები და საწოლის კიდეზე დაჯდა. ცრემლები მოერია. ბიჭს ზურგი შეაქცია. და ცდილობდა არ ეტირა.
დათას შეეცოდა გოგო ასეთი ტყუილი რომ უთხრა და მანაც დაიჯერა,მიხვდა რომ ეს მისთვის სათუთი და ფაქიზი თემა იყო.-
-დამშვიდდი გაგეხუმრე, არაფერი არ მომხდარა, ახლა მოვედი. -თქვა მერე ხმადაბლა
-რაა?-მოტრილადა ის.
-ხო გაგეხუმრე.
-შე არანომალურო. მანიაკო. მწარედ განანებ ამას. წამოხტა ბალიშს დასტაც ხელი და ესროლა. მერე რაც ტუმბოზე მოხვდა ის გაუყენა გზას მისკენ. უყვიროდა და ეჩხუბებოდა.
-მშვიდად პატარავ ასე დავშავდები. ეცინებოდა დათას
-პატარავ?მაღიზიანებ და მიწვევ ხო?ცეცხლს ყრიდა თამუნა თვალებიდან. დაათა ნელ-ნელა იცილებდა ყველაფერს და მისკენ მიდიოდა.მერე ხელებში წასვდა და დაუჭირა მკერდზე აიკრა. ის ფართხალებდა ყვიროდა და თავის დაღწევას ცდილობდა.
-დამშვიდდი კარგი?-უყვირა ბოლოს როცა მოთმინება გამოელია.
-ბოდიშს გიხდი მაპატიე?მეტი რაღა გავაკეთი რა გითხრა?
-ხელი გამიშვი და არასოდეს არ მომეკარო. უყვირა მანაც.
-ამას ვერ დაგპირდები. სურვილი მაქვს ეგ სალაპარაკო ღრუ ისე ამოგიკერო რომ ხმა აღარ ამოიღო გაეცინა დათას
-მაგას ვერ ეღირსები. გამიშვი ხელი.
-თუ დამშვიდდები გაგიშვებ
-რა დამამშვიდებს როცა შენ ჩემს გვერდით ხარ.
-მეც მაფოროაქებს შენს გვერდით ყოფნა, მაგრამ თავს ვიკავებ ხომ ხედავ.
-მერე რატომ იკავებ?
-იმიტომ შენნაირი ქაჯი არ ვარ ქალბატონო.
-აჰა ქაჯიც გავხდი ეხლა?- წარბის აწევით კჰითხა გოგომ
-კიი საშინელი ალქაჯი ხარ. მაგრამ ახლა ისეთი რამე უნდა გავაკეთო ამისთვის ციხეც რომ მომისაჯონ თანახმა ვარ.
-ციხე შენთვის სასჯელი არაა?ცეცხლში უნდა დაგწვა.
-ცეცხლის რა გითხრა, მაგრამ შენი ტუჩების სიმხურვალეს თუ გადავურჩი ესეგი ციხესაც გადავურჩები. უთხრა და მის ტუჩებს დაეწაფა. კისერში ხელი მოჰკიდა რომ არ გაჰქცეოდა.ძლიერად იხუტებდა ტანზე. ჯერ გაიბრძოლა თამუნამ მაგრამ მერე მის ნებას დაჰყვადა კოცნაში აჰყვა. ეს იყო ორი ჩანაცრებული ნაკვერჩხლის აალება... რომელმაც მთელი სხეული მოიცვა სხეულის ყველაზე უმცირესი ნაწილაკებიც კი... ბედნიეების ჰორმონებმა იწყეს გამომუშავება და უფრო მეტად იპყრობდა ვნება ორივეს....ასეთი სიამოვნება ჯერ არასოდეს არ განეცადა თამუნას....შეჩერება უნდოდა მაგრამ თავს ვერ ანებებდა....ისევ დათამ შეწყვიტა კოცნა და ხელი გაუშვა. დაბნეულმა თამუნამ ვერაფერი მოიფიქრა ტანსაცმელს მოჰკიდა ხელი და სააბაზანოში შევარდა. კარი გადაკეტა და ჩაცმა დაიწყო. თან ბრაზობდა, თან ეღიმებოდა. ერთდოულად ნერვებს უშლიდა ეს ბიჭი, მაგრამ თან იზიდავდა..
-თამოო გააღე კარი გთხოოვ დამელაპარაეკე..მითხარი რომ არ ხარ გაბრაზებული და შემირიგდი.
-შენი ხმა ნუ მესმის საერთოდ, თორემ ცუდად ვხდები ჰაერი არ მყოფნის...
დათა კართან აიტუზა. კედელს აეკრა და დაელოდა როდის დამშვიდდებოდა გოგო.
-რა ვქნა ნერვები მეშლება რომ ასეთი ძლიერი ქალი ხარ. პირველად შემხვდი ასეთი კერკეტი კაკალი ცხოვრებაში და თავს ვერ ვიმორჩილებ. ჯიბრზე გექცევი ასე. პირველად ვნახე ქალი რომელიც არ დაინტერესდა ჩემით და ყელზე არ ჩამომეკიდა. შებმა არ დამიწყო...
თამუნას გულზე მალამოსავით მოეფინა დათას აღიარება. კარს მეორე მხრიდან მიეყრდნო და უსმენდა მას. არადა მასაც მოეწონა თან ძალიან მოეწონა. პირველად შეხვდა ცხოვრებაში ბიჭს რომელმაც დევნა მისი სტატუსის და სოციალური მდგომარობის გამო არ დაუწყო. რომელსაც არაფერში აინტერესებდა მისი ფული....ერთ წამს იფიქრა შევურიგდებიო მაგრამ მერე გადაიფიქრა.
-დამაცადე დათავ ბატონო ახლა ჩემი ჯერია გაიფიქრა და სწრაფად გამოხსნა კარი. ჩაუქროლა ბიჭს და კიბეზე დაეშვა. დათა უკან გაეკიდა და კიბესთან დაეწია.
-მომწონხარ თამუუუ..
ნახევრად იყო კიბეზე ჩასული. მოტრიალდა და მოაჯირს დაეყრდნო. თვალი თვალში გაუყარა.
-მე არასოდეს შევხედავ შენნაირ ამაყ. ხეპრე და იდიოტს. გზა განაგრძო .საერთოდ არ შეუმჩნევია სოფო და რეზო ისე ჩაუქროლა გვერდით. უკან დათა მოჰყვებოდა და ამაოდ სთხოვდა გაჩერებას და დალაპარაკებას. მათ შემხდევარეს ორივეს გულიანად გაეცინათ.
-მოკლედ ამათი საშველი არ იქნება. ნეტავ ახლა რაღა მოხდა?
-არ ვიცი სოფ. მაგრამ მგონი დროა რომ ჩემს აგარაკზე წავიდეთ იქნებ იქ გაარკვიონ ყველაფერი.
-თუ უარესად არ დახოცეს ერთმანეთი.
-ხო ჩაეცინა რეზოს
-მაგრამ ამ დღეებში არა გთხოვ.
-რატომ რამე ხდება?
-კი რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი
-მეტყვი თუ კიდევ უჩემოდ აპირებ ყველაფრის მოგვარებას?
-სიმართლე გითხრა ეს მხოლოდ ჩემი პირადი საქმეა, მაგრამ მოგიყვები. საქმე ჩემს მშობლებს და მაჩემის ქონებას ეხება. მას შემდეგ რაც ის ამბები მოხდა და სახლიდან გამიმიშვეს ისე რომ არ დაფიქრებულან სად წავიდოდი და რა მომივიდოდა მათი საქმეც არ წავიდა კარგად. მამაჩემს ბიზნესი ჰქონდა, მართალია მცირე მაგრამ კარგად რომ გვეცხოვრა ამისთვის საკმარისი იყო. ერთი მეგობარი ჰყავდა ბავშვობის დიმიტრი. მისი მარჯვენა ხელი იყო. მართალია ყველაფრის მფლობელი მამაჩემი იყო, მაგრამ მასაც არანაკლები თანამდებობა ეკავა. რამდენიმე მაღაზია ჰქონდათ თბილისის სხვადასხვა უბანში გახსნილი და კარგად მისდიოდათ საქმე. მერე ამ დიმიტრის უთხოვია რომ ბანკიდან სესხი მჭირდება, ჩემი ბინა უკვე მაქვს ჩადებული ბანკში და შენი ჩავდოთო. მამაჩემი არც დაფიქრებულა ისე გამოუტანა დიდი ოდენობით სესხი ბანკიდან და ფული მას მისცა. ისარგებლა იმით რომ მამა თავს კარგად არ გრძნობდა, ჩემს გამო სცხვენოდა და გარეთ თითქმის არ გადიოდა. ამიტომ საქმე მას გადააბარა. მან კი ისე მოახერხა რომ იმ ბანკიდან გამოტანილი ფულით ყველა მაღაზია გადაიფორმა.მოატყუებით მოაწერინა ხელი მამას. ბინა კი ბანკმა წაართვა და გამოასახლა. მერე დიმიტრიმ გადაიფორმა ის ბინაც. მაგრამ ხომ იცი არავის არაფერი არ შერჩენია ცხოვრებაშიო.?მასაც ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა.
-შენ ამ ყველაფერთან რა კავშირი გაქვს იმის გარდა რაც უკვე მითხარი სახლიდან წამოსვლაზე.
-ეს ყველაფერი არ ვიცოდი.თამუნამ მომიყვა აქ რომ ჩამოვიდა. ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მარტო ქონება კი არა მეგობრებიც და ნათესავებიც. ბოლო რამდენიმე წელია გაჭირვებაში ცხოვრობენ გარეუბანში ერთ პატარა,საშინელ სახლში. თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი. მე კიდევ ეს ახლა გავიგე და შემრცხვა იმის რომ ამ ყველაფერში მეც ვარ დამნაშავე.
-ალბათ ასე უნდა მოხდარიყო. იქნებ გვერდით რომ დაგდგომოდნენ არც მომხდარიყო ასე.
-შენ ვერგ აიგე რეზი. შეიძლება ასეც ყოფილიყო მაგრამ მეც არ უნდა წამოვსულიყავი ასე. მეც უნდა მებრძოლა. ისე წამოვედი ყველა და ყველაფერი მივატოვე. კაპიკებიდან დავიწყე აქ ყველაფერი და ამდენი ფული ვიშოვე. მაშინ როცა მე აქ სიმშვიდეს ვეძებდი ისინი იქ პურის ფულს ძლივს შოულობდნენ და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.მე აქ ყველაფერი მქონდა, სრულიად უანგაროდ ვეხმარებოდი ყველას ვისაც უჭირდა და ვინც დახმარებას მთხოვდა. ყველაზე მეტად კი ვისაც უნდა დავხმარებოდი და ვისაც ჩემი გვრდში დგომა სჭირდებოდა მათ ვერ დავეხმარე. დადარდიანდა სოფო
-არაუშავს სამაგიეროდ ახლა ყველაფერი იცი და ახლა გამოასწორებ ყველაფერს.
-იცი რეზი ჩემი ძმა დაქორწინებულა. პატარაც ჰყავს. გოგონა ორი წლისაა. სოფო დაარქვა. ჩემი სახელი. მე მგავს. ჩემსავით შავი კულულები აქვს, ჩემსავით მოუსვენარია. სახე გაუნათდა მის გახსნებაზე სოფოს.-იმ დღეს როცა დამავიწყდა დარეკვა სწორედ მაშინ ვნახე. მამაჩემის ძველმა და ერთადერთმა მეგობარმა მითხრა ეს ყველაფერი და წამიყვანა იქ. შორიდან ვუყურები როგორ თამაშობდა და მისვლა ვერ გავბედე. გული მეტკინა მათი საცოდაობით. გახუნებული ძველი ფეხსაცმელი და შარვალი ეცვა. ვერ გავბედე გესმის?ვერ გავბედე მათთან მისვლა. მანქანში სათამაშოები მედო მისთვის ნაყიდი და ვერ გავბედე. მთელი დღეები გულდამძიმებული დავდიოდი. მერე მეორედ ჩუმად მივედი და ტანსაცმელიდა სათამაშოები დავუტეოვე კართან. იმედია ნახეს.
-იმ კაცს რა დაემართა?
-ხომ იცი ღარიბი კაცი როცა ფულს შოულობს მერე დიდგულდაბა და ამაყი ხდებაო. ასე დაემართა მასაც. ჯერ საყვარლებს ახარჯვდა ფულებს. მიუშვა ყველაფერი თითქოს მას მართვა არ სჭირდებოდა და ფული ისე მოვიდოდა. მერე კაზინოებში დაიწყო თამაში და დიდი ფული წააგო. მერე ბანკში ვალები დაუგროვდა და მამაჩემის სახლს ახლა მას ართმევდა ბანკი. არდა რამდენიმე ათასი დოლარის გამო. ბატონმა გივიმ მამაჩემის მეგობარმა წეღან რომ ვახსენე დამირეკა და ყველაფერი ამიხსნა. ბანკის წარმომადგენელთან შემახვედრა და ისე მოაწყვეს რომ დღეს ის სახლი ჩემს განკარგულებაშია. უბრალოდ არ ვიცი როგორ დავუბრუნო ჩემებს. არ მინდა გაიგონ რომ მე გამოვისყიდე. ალბათ ვერ გავბედავ მათთან მისვლას.
-იცი რაა სოფო.ამ ცხოვრებაში ყველას ჩვენი ტვირთი გვაქვს სატარებელი.ყველას იმის მიხედვით მოგეთხოვება ცოდვებისთვის როგორც ვიმსახურეთ ამას. იმ კაცმაც ზუსტად ის მიიღო რაც დაიმსახურა. შენმა მშობლებმაც. მეც შენც და საერთოდ ყველამ.მაგრამ შენ მაინც მოგიწევს ამ ყველაფრის დაძლევა. მათთან მისვლა და დალაპარაკება. გინდა მე წამოგყვები და ერთად მოვაგვაროთ?
-არა არა შენ არა რეზი.ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.
-ვიცი რთულია მაგრამ იმის უფლება მომეცი გთხოვ რომ შენს გვერდით ვიყო.
-კიდევ მაქვს ერთი ამბავი. გაეცინა სოფოს.
-რამდენი რამე მომხდარა ამ დღეებში. გაეცინა რეზოს.
-ხო ბევრი სიახლეა. გადავწყვიტეთ რომ მაღაზია გავხსნათ თბილისში. წელს კარგი მოსავაილი მაქვს და ჩემი სოფლის პროდუქტებს ახალ იქაც გასინჯავენ.
-ეს ძალიან კარგია. ასე თუ გააგრძელე მგონი შენგან კარგი ბიზნეს ლედი დადგება. ეს უნდა ავღნიშნოთ.მოიცადე ერთი წუთით.
რეზომ ოფიციანტს სასმელი და მისაყოლებელი შეუკვეთა, შეკვეთა მალე მოიტანეს. შავი ღვინო ჭიქებში ჩამოსახა და სადღეგრძელო შესვა.
-ამ ჭიქით შენს მომავალ წარმატებას და მალე შენს მშობლებთან შერიგებას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს. გაეცინა სოფოს და სასმისი შესვა. ბედნიერი იყო იმითო რომ თითქოს მისმა პრობლემებმა მოგვარება დაიწყო და ცხოვრება ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლებოდა.



№1 სტუმარი Shore shore

Vai rogor gamixarda romvdavinaxe istoria miyvars miyvars miyvars

 


№2 სტუმარი makukuna

უფ, კარგი იყო დათას ოინები, ვიხალისე. კარგი გოგო ხარ შენ heart_eyes

 


№3  offline წევრი katiusha

წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელოდებათ :)

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ცოტა მალე დადე ახალი თავები რა

 


№5 სტუმარი Guest მარიამი

მაგარი ხარ ძაან და იმედია არ დაგვივიწტებ და გააგრძელებ ამ ისტორიას მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავებს ♥♥♥

 


№6 სტუმარი kusa123

magarixar ❤❤ datas da tamos urtiertoba momwons ase gaagrdzele

 


№7 სტუმარი kusa123

agar agrdzeleb?? ❤

 


№8 სტუმარი Guest ელე

რატომ აღარ აგრძელებ?

 


№9  offline წევრი katiusha

ძალიან დიდი ბოდიში ჩემო კარგებო მაგრამ სამწუხაროდ მუზამ დამტოვა და ვერანაირად ავაწყე შემდეგი თავი. ვერ დავასრულე :( მაგრამ გპირდებით მალე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent