შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის 13 (თავი 12 და 13)


14-01-2017, 01:25
ავტორი ნანიკო_ნანო
ნანახია 1 707

სამი დღე გავიდა. კონცერტის რეპეტიციებზე დღეში 2 საათის მაგივრად 3-3 საათი დავდიოდი, მხოლოდ იმიტომ რომ სოლოს ვასრულებ და მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. როგორც ჩემს ხელმძღვანელს თეკოს არ უნდა რომ ეს კონცერტი ჩემს გარეშე ჩავარდეს ისე მე არ მინდა...
დღესაა ჩემი გამოსვლა. დღეს რეპეტიციაზე არ ვყოფილვარ და პირდაპირ იქ მისვლა გადავწყვიტე..
4 საათზე იწყება. ვნერვიულობდი... მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი პირველი სოლო არაა. გულის ცემა არ ნელდებოდა მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცოდი ეს მხოლოდ ამ მიზეზით ხდებოდა თუ სხვა რამეც ხდება ჩემს თავს...
ტუჩებს ვიკვნეტ შიშისგან. ვერ გამიგია კონკრეტულად რაზე მეშლება ნერვები!
3 საათი გახდა. მეორე სართულზე ვარ და პირველად ფანჯრიდან ვიხედები ამინდის გარკვევის მიზნით. მაინტერესებს შემიძლია თუ არა რომ შუა ზამთარში ნაკლებად თბილად ჩავიცვა. ვხედავ რომ ქარი მტვერს ჰაერში ატრიალებს და მერე მიმართულების განუსაზღვრელად ისვრის. ანუ შესაძლებელია ჩემი ისედაც გაღიზიანებული თვალები უფრო გააღიზიანოს ამ მტვერმა. სახლის უკან ეზოში თამაშში გართული ბავშვებიც კი იყინებიან. თითქოს და საახალწლო განწყობა აქვთ მაგრამ მაინც ვერ ვატყობ მხიარულებას. ჩემი ტელეფონი იშვიათად თუ აწკრიალდება ვინმესგან შემოსული სმსებისგან და ზარებისგან. ისეთი შეგრძენბა მაქვს თთქოს ყველამ დამივიწყა და აღარავის ვახსოვარ... ნუ შეიძლება ითქვას რომ არც აქამდე ვყოფილვარ ვინმესთვის საინტერესო ადამიანი მაგრამ ცოტა არიყოს დამთრგუნველია როცა იცი, არავის ადარდებ! თბილისიც ისეთ სიჩუმეშია ჩაძირული რომ თითქოს ქალაქში ცხოვრება არ არსებობს. ყველგან ხალისის ნაკლებობა იგრძნობა. ჩემ გვერდით მდებარე სახლშიც კი იმდენად მუქი ფერის და სქელი ფარდებია ჩამოფარეუბლი რომ ალბათ სინათლეც კი არ შედის... მეც კი დავკარგე ხალისი. ყველაზე დიდ ერთფეროვნებაში ვცხოვრობ. ახალი წლის დღესასწაულმაც ისე ჩაიარა არაფერი გამიკეთებია. პროდუქტები ვიყიდე. რაღაც-რაღაცეები მოვამზადე და მთელი დღეები მარტო გავატარე. რამოდენიმეჯერ წავედი მარიამთან და ლაშასთან და სულ ეგ იყო... ძველ სახლში რომ ვცხოვრობდი მეზობელი მყავდა... ნანა! აი ის, ქეთევანს რომ მეძახის.. მასაც ვესტუმრე მაგრამ მაინცდამაინც ვერც მისგან ვიგრძენი დიდი სიყვარული ჩემდამი. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველაფერი მარიამის ქორწილის შემდეგ შეიცვალა. ალბათ დემეტრე მაჩაბელის სიტყვით გამოსვლამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ ბიჭის სახელის და გვარის გახსენებაზე თავი მტკივდება.
კითხვა რომელიც თავში მიტრიალებს, ისაა არ მიყვარს დემეტრე, თუ არ მინდა რომ მიყვარდეს...
გავაცნობიერე რომ მთელი იმ დროის განმავლობაში როცა მე ფანჯარაში ვიყურებოდი 13 წუთი გასულა... არადა მხოლოდ ამინდის გასაგებად დავდექი აქ. მივხვდი რომ მაგვიანდება და შესაძლებელია კულისებში გამოსვლაც ვერ მოვასწრო რომ სცენაზე გავიდე.
ფანჯარას მოვშორდი და შავი შარვალი სწრაფად ჩავიცვი. ლურჯი თხელი "საროჩკა" ვარჩიე და თხელი ტყავის კურტკა. როგორც არ უნდა ციოდეს, სადაც არ უნდა მივდიოდე ყოველთვის თხლად ვიცმევ. ჩემს გარდერობში ორი ან სამი თბილი მაისური თუ მოიძებნება. კონცერტისთვის 3 ფორმა ავიღე და გარეთ გასვლა დავამპირე. ლურჯი და სქელი შარფი მოვიხვიე, რომელიც ყელსა და ტუჩს ქვემოთ ნაწილს მიფარავდა. მზის სათვალე მოვირგე. არა იმიტომ რომ სხივები მაწუხებდა, არამედ იმიტომ რომ არ მინდოდა მტვერს ხელი შეეშალა ჩემი თვალის პრობლემის გამოსწორებაში. თმა ჩამოვივარცხნე და მსუბუქად შევკარი. ოთახებში შუქები ჩავაქრე და კართან მივედი. შევჩერდი და სარკეს გავხედე ჩემი გამოსახულების დასანახად. შევატყვე რომ უფრო გავმხდარვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი... მიუხედავად იმისა რომ ამის მიზეზი არაფერია. არ მესიამოვნება თუ გავიგებ რომ ამ სიგამხდრის გამოც მომიწევს გამოკვლევების ჩატარება. საერთოდ არ მიყვარს ექიმთან ვიზიტები... ვერ ვიტან როცა მსინჯავენ და მიმითითებენ რა უნდა გავაკეთო რომ კარგად ვიყო, მითუმეტეს მაშინ როცა ცუდად საერთოდ არ ვარ!
ჩემი სიგამხდრით გაკვირვებული კარის სახელურს დაბლა ვწევ და უკან ვიწევი რომ კარი გამოვაღო. მაშინვე სწრაფად ვკეტავ როცა ცივი სუსხისგან ვწუხდები. გასვლა მინდა მაგრამ ზღურბლზე ფეხის გადაბიჯებას ვერ ვბედავ. თითქოს გაყინულ წყალში შესვლა მიწევდეს ისეთი შეგრძნებაა... ლურჯ შარფს იმდენად მაღლა ვწევ რომ ცხვირსაც კი ვფარავ. ოღონდ მსუბუქად... სათვალეს უფრო მჭიდროდ ვირგებ და ხელი ისევ სახელურს ჩავავლე. ღრმად ჩავისუნთქე და სწრაფად გამოვაღე რომ გადავსულიყავი. სწრაფად ჩავკეტე კარი და აღმოვაჩინე რომ მანქანა ეზოს გარეთ მყავდა დაყენებული. არ ვიცი ბოლოს სახლში მოსვლის დროს ეს რამ გადამაწყვეტინა. აქამდე მანქანას სახლის წინ ვაყენებდი ხოლმე... ხელები გადავაჯვარედინე რომ ჩემს სხეულთან მოახლოვებული სიცივე შემემსუბუქებინდა. მანქანასთან სწრაფად მივირბინე და ფორმები უკანა სავარძელზე დავაწყე. საჭესთან დავჯექი და მანქანა დავქოქე. მაჯის საათს იმის იმედით დავხედე რომ უფრო დიდი დრო მექნებოდა იქამდე მისასვლელად. 40 წუთია საჭირო მაგრამ მე მხოლოდ 20 წუთი დამრჩა. ცენტრალურ გზაზე სწრაფად გადავედი და როცა დავინახე ჩემს ირგვლივ ბევრი მანქანა არ იყო სიჩქარეს თანდათან მოვუმატე. რამოდენიმე წუთში ჩემს უკან მომავალი პატრულის მანქანის სიგნალის ხმა მაიძულებს გავჩერდე...
მოუთმენლობის პიკზე ვარ!
-გამარჯობა! იცით ალბათ რისთვისაც გაგაჩერეთ... -თავაზიანად მესალმება მაღალი და შავგვრემანი ბიჭი. შევამჩნიე რომ დიდი ყურადღება მისალმებაზე უფრო გადაიტანა.
-სიჩქარის გადაჭარბებისთვის! -სწრაფად მივმართე და დაველოდე როდის მეტყოდა რომ თავისუფალი ვარ.
-ამ გზაზე 60 კმ/სთ - ია სავალდებულო თქვენ კი 80 ზე მეტით დადიხართ... -ისეთი ტონით ამბობდა თითქოს არ უნდოდა რომ ამის გამო გავეჩერებინე.
-კონცერტი მაქვს, ვცეკვავ და ძალიან მეჩქარება... სულ 15 წუთიღა დამრჩა -თავს არ ვაცოდებდი, უბრალოდ მინდოდა მალე გავეშვი
-თქვენი მართვის მოწმობა თუ შეიძლება...
რაც შეიძლებოდა სწრაფად მოვძებნე და მივაწოდე. რაღაცეები ჩაიწერა.
-ნასვამი ხართ?! -ფრთხილად მკითხა
-არა რათქმაუნდა! -არ ვაცადე იმ რაღაცის მომარჯვება სიფხიზლეს რომ ნსაზღვრავს.
-კარგით... -როგორც ჩანს არ აპირებს შემოწმებას
-ჯარიმის გამოწერა მიწევს, მაპატიეთ!
-კარგით ოღონდ გთხოვთ, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად! მართლა ძალიან მეჩქარება... -მისი ნელი ტემპით მოქმედი ქცევების შემყურე შევწუხდი. -ხვალვე გადავიხდი, ოღონდ მალე! -აშკარად ვითხოვდი რომ გავეშვი
-კარგით... -ხელი ააჩქარა -კარგი მანქანა! -ვატყობ საუბრის გაგრძელება სურს.
-ვიცი. ახალია და მსიამოვნებს მისი ტარება! -დავუშვი მეპასუხა...
-ხელი მოაწერეთ! -მითხრა და ქაღალდი მომაწოდა. თან ხელის მოსაწერი ადგილი მიმითითა. თითქოს მივჯღაპნე ისე ვჩქარობდი. -ახლა კი შეგიძლიათ გზა განაგრძოთ! ნახვამდის... -შეტრიალება ვერ მოასწრო რომ მანქანა დავქოქე და ადგილიდან გავქრი
გზის გაგრძელებისას ვცდილობდი არ დავენახე პოლიციას, თან სიტუაციას ვაკონტროლებდი და როცა მანქანა ჩემს ირგვლივ ტერიტორიას მოეფარა სიჩქარეს საგრძნობლად მოვუმატე 4ს ორი წუთი აკლდა კულისებში რომ შევედი
-თეკო! მაპატიე... ჩემდაუნებურად გვიან გამოვედი სახლიდან და მაგიტომაც დამაგვიანდა. რავქნა ახლა? ვერ მოვასწრებ ასე სწრაფად მაკიაჟის გაკეთებას და გამოცვლას.
-დამშვიდდი ქეთუშ! შენს სოლომდე ანსამბლის ერთობლივი გამოსვლაა, დაგავიწყდა?! თან გადავწყვიტე რომ აფხაზურამდე მთიულური გავუშვა. აფხაზურის მერე კი ხევსურული იქნება და იქაც შენ ხარ სოლოში... იმედია ყოველი ილეთი გახსოვს. თან ხო იცი ჩვენი დადგმულია.. -თქვა და მოცეკვავეებს თვალი შეავლო. თითქოს ამოწმებდა მზად იყვნენ თუ არა
-ვაიმე რა კარგი ხარ... -წამის მეასედში გადავეხვიე თეკოს -ახლავე დავიწყებ მზადებას.
გასახდელში შევედი და გამოვიცვალე. მაკიაჟიც გამიკეთეს და ცოტახნით ჩამოვჯექი.
-დემეტრე როგორაა? -გვერდიდან არც თუ ისე ნაცნობი ხმა მომესმა. თან კითხვამაც შემაშფოთა.
ტასო კვარაცხელია! აამ ანსამბლის მოცეკვავე. გოგო, რომელსაც აქ მოსვლისთანავე ვერვიტან! მიხარია როცა ვაცნობიერებ რომ მე უფრო ადრე მოვედი აქ ვიდრე ის. 5 წლის ვიყავი და თავიდან თეკოს მამა, შალვა გვასწავლიდა. თეკო ჩემზე 3 წლით დიდია... რომ გავიზარდეთ შალვა გარდაიცვალა. მისი საქმიანობა თეკომ და მისმს ძმამ, გიგამ განაგრძეს. ანსამბლს ხელმძღვანელობენ... ჰოდა ვერც ისინი ვერ იტანენ ტასოს! სულ უნდოდა ჩემს წინ მდგარიყო. ლიდერობა სურდა მაშინაც და ახლაც... მაგრამ არაფერი გამოსდის. ახლაც მკბენს ამ კითხვით.
-როგორ უნდა იყოს? ან მე რატომ მეკითხები?! -პირქუშად მივმართე და შეხედვაც კი არ ჩავთვალე საჭიროდ.
-რავიცი შენ აგიხსნა სიყვარული და აბა ვის ვკითხო... -მწარე ირონიით ჩაიღიმა, რამაც გამაღიზიანა. როგორც ჩანს მარიამის ქორწილის ამბები გაუგია
-ეგ არაფერშუაშია!- წარბშეკრულმა გავხედე
-და რაიყო არკადრულობ მაჩაბელს თუ შენ არ ხარ ამ ბიჭისთვის შესაფერისი გოგო?! -იმის მოლოდინში გადახედა კულისებს, თითქოს სხვებიც გაიცინებდნენ მის უნიჭო იუმორზე.
-იმის ხო არ გეშინია, რომ დემეტრე კიდევ სვა ცოლს მოიყვანს... -არანაირად არ წყვეტდა უაზრო საუბარს. დიდხანს ვითმენდი -არა, მოიცა! უეჭველი ისევ ჩიქოვანს ეტრფი -ხმამაღლა გადაიხარხარა. ამჯერად არც მიცდია ბრაზი შემეკავებინა.
-ტასო კვარაცხელია! ვერ ვხედავ იმ გარემოებას სადაც ჩემი და დემეტრეს ურთიერთობა შენი საქმეა. საერთოდაც არმგონია არსებობედეს სიტუაცია, რომელიც შენი საქმეა! ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ რომ შენ გესაუბრო. განა იმიტომ რომ კარგად არ ვართ ერთმანეთში... უბრალოდ არ ვაპირებ ამ თემის შენთან განხილვას. თანაც არ გთვლი ამის ღირსად. ჰოდა ჯობს ერთი ადგილი დააყენო და შენს ისედაც უაზრო ცხოვრებას მიხედო! გირჩევნია შენი გამოსვლა გაიმეორო, რადგან ყველასთვის უარესი იქნება თუ შენს გამო ეს კონცერტი ჩაფლავდება!!! -მთელი სათქმელი ვთქვი და ამით თითქოს ამოვისუნთქე. გაკვირვებულ სახეებს ვამჩნევ. ნათელია რომ არავინ მოელოდა ამას ჩემგან. ყველა ისე მიცნობს როგორც უწყინარ, მშვიდ ადამიანს. მაგრამ როგორც ჩანს ასე არ ყოფილა. გასახდელში შევდივარ და დივანზე ვჯდები. ჩემს გამოსვლას ვრეპეტიციობ და თან ვნერვიულობ. უცბად მუხლში რაღაცამ ჩამარტყა. ძალიან შევწუხდი და გასახდელიდან გავედი. ფარდას ამოვეფარე რომ ტასოს გასვლას დავლოდებოდი. როგორც კი სცენაზე გავიდნენ თეკოსთან მივედი..
-თეკო მგონი საქმე ცუდადაა...
-რა ხდება? -შეიცხადა მან.
-მუხლები ამტკივდა. აი როგორც მაშინ... ექიმთანაც რომ დავდიოდი. -შეწუხებული გამომეტყველება მქონდა. -მგონი ვერ ვიცეკვებ...
-რაა? არა ქეთუშ არ გამოვა... აუცილებლად უნდა იცეკვო. გამაყუჩებელს დალევ და ყველაფერი კარგად გამოგივა. შენს გარეშე არაფერი გამოვა... ნახე რამდენი ხალხია. შენ რომ არ იცეკვო ჩათვალე კონცერტი არ გამოვა. შეიძლება ნერვიულობის ბრალი უფროა ეგ ტკივილი. თან სახეზე ფერიც არ გადევს... სჯობს დაჯდე და დაისვენო. მშვიდად გახვალ სცენაზე და ჩვეულებრივ იცეკვებ! -გამამხნევა მან.
-კარგი მაშინ ახლავე დავლევ გამაყუჩებელს.
წამალი გამომიწოდა და სწრაფად გადავყლაპე იმის იმედით რომ სწრაფად იმოქმედებდა.
-ახალი ამბავი მაქვს... გასტროლებს ვგეგმავ ორ თვეში. ერთი კვირა ლონდონში ვიქნებით და მეორე კვირა პარიზში მარტის პირველი რიცხვებისკენ გვიწევს წასვლა და შუა რიცხვებში აქ ვიქნებით. ჯერ მარტო შენ იცი ეს... სხვებსაც ვეტყვი კონცერტის შემდეგ. ჰოდა აბა შენ იცი... გასტროლებისთვისაც კარგად უნდა მოემზადო!
დიდად არ გავუხარებივარ იმ ფაქტს რომ მარტში ორი კვირით საქართველოს ვტოვებ. არამარტო საქართველოს, არამედ დემეტრეს, ლაშას და მარიამს... წასვლაზე უარი რომ ვთქვა მაშინ ანსამბლიდანაც უნდა გამოვიდე. ეს კი ნამდვილად არ მინდა...
20 წუთი გავიდა და გამაყუჩებელს ჯერაც არ უმოქმედია. ჩემი გამოსვლის დრო დადგა. ჯერ მარტო გავდივარ მერე კი ჩემს მეწყვილესთან, აკოსთან ერთად უნდა ვიცეკვო. მუსიკა ირთვება და აჩქარებული გულითა და აკანკალებული ფეხებით გავდივარ სცენაზე. თან იმდენად მტკივა მუხლები რომ მგონია მალე ფეხზე ვეღარ ვიდგები. ყოველ ილეთს თანმიმდევრობით ვასრულებ და ვცდილობ თვლას ავყვე. უამრავი ხალხი მიყურებს და მეშინია მათ წინაშე არ შევრცხვე. აკოსთან ერთადაც შევასრულე ცეკვა, კულისებში გავედი და შემდეგი გამოსვლის ფორმა ჩავიცვი. რომ ვცეკვავდი თავბრუსხვევა უფრო და უფრო იმატებდა. მუხლების ტკივილიც არ წყდებოდა. ბუნდოვნად ვხედავდი იქაურობას. თითქოს გონებას ვკარგავდი... ფერები ერთმანეთში ირეოდა და სახეებს ვერ ვარჩევდი. მუსიკის ხმაც აღარ მესმოდა და როგორც დაზეპირებული მქონდა თვლა, ისე ვცეკვავდი. სამყაროსგან მოწყვეტილი ვმოძრაობ და არ შემიძლია გავჩერდე. პრინციპში არც შეიძლება გაჩერება სანამ მუსიკა არ დამთავრდება. ვლოცულობ რომ ფეხი არ ამერიოს და არ წავიქცე. უბრალოდ მინდა ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს. ასე არცერთი კონცერტის და გამოსვლის დროს არ დამმართნია. იქნებ ეს იმის ნიშანია რომ ცეკვას უნდა შევეშვა. არ მინდა ამაზე ფიქრი...
როგორც იქნა ბოლო თვლაა... წყდება მუსიკაც და წყდება ჩემი მოძრაობაც. მაყურებელს თავს ვუკრავ და კულისებში სწრაფად შევდივარ. თეკო მეორე მხრიდან გავიდა სცენაზე მადლობის გადასახდელად. წესით მეც იქ უნდა ვიდგე მაგრამ აქ ყოფნა მირჩევნია. დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ ირგვლივ თითქოს ყველაფერი ტრიალებს. კარის საკეტის ხმა გავიგე. ვიღაც შემოვიდა მაგრამ მისკენ შეტრიალება ვერ შევძელი. ჩრდილშიც ვერაფერი გავარჩიე. უბრალოდ იქაურობას გამოვეთიშე, სიმძიმე ვიგრძენი და ჩავიკეცე. ვგრძნობ როგორ ცუდად ვარ და გული მეკუმშება. ვიღაცის ცივი ხელები შემეხო. ჩემი სხეულიც ვიღაცის მკლავებში ჩავარდა თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას რომ გამოვფხიზლდი...
**********************************
შეიძლება გონება დავკარგე მაგრამ ეს საუკუნედ არ გაწელილა. ვფიქრობ რამოდენიმე წუთში გამოვფხიზლდი გასახდელში, დივანზე მწოლიარე. თვალები ძლივს გავახილე და დავინახე ფრთხილად როგორ დამყურებდა დემეტრე მაჩაბელი. ცუდად ყოფნა გაკვირვებამ უფრო გადაფარა. ამ ბიჭის დანახვისას კინაღამ თავიდან წამივიდა გული.
-შენ აქ რა გინდა?! -თავი ძლივსძლიობით წამოვწიე წინ და მას ვკითხე მაგრამ როცა სისუსტე ვიგრძენი ისევ თავის დადება ვამჯობინე.
-გული წაგივიდა! -ისე მითხრა თითქოს თავად არ ვიცოდი
-ეგ ვიცი... მაგრამ შენ როგორ აღმოჩნდი აქ?! თანაც ყვავილებით ხელში...
-შენს გამოსვლას ვუყურე! დარბაზში ვიჯექი და მთელ კონცერტს ვუყურე თავიდან ბოლომდე. სახეზე შეგატყვე კარგად რომ არ იყავი... ფერიც არ გქონდა. თან ისე გახვედი სცენიდან მაშინვე მივხვდი. კულისებში შემოვედი და გონებას რომ კარგავდი მოვასწარი და დაგიჭირე. შემაშინე...
-კარგი გმადლობ! -სწრაფდ წამოვდექი ფეხზე რომ ჩემს კარგად ყოფნაში დავრწმუნებულიყავი.
-მოიცა ჯერ რატომ ადექი... -მკლავებზე ხელები მომკიდა და თვალებში დაჟინებით ჩამხედა. ისე თითქოს რაღაც უნდა ეთქვა
-რამდენი ხანი მქონდა გონება დაკარგული?! -ვკითხე და მას გამოვეცალე.
-დაახლოებით 3 წუთი...
-კარგიი და თუ შეგეშინდა რატომ არ დაუძახე ვინმეს?! -თითქოს ვუსაყვედურე რადგან უხერხულ სიტუაციად ჩავთვალე მთელი ამ სამი წუთის განმავლობაში გულწასულს რომ დამყურებდა. ცოტა არ იყოს სულელურიცაა ეს სიტუაცია. ბოლოსდაბოლოს ზღაპარი ხომ არაა...
-არვიცი... შენი ყურება მერჩივნა. მალე გამოფხიზლდებოდი და თან ყველა სცენაზეა გასული. რა გჭირს? ცუდად ხარ?! -მზრუნველად იკითხა მან.
-არა! საერთოდ არ ვარ ცუდად... ხომ ხედავ, ფეხზე ვდგავარ და კარგად ვარ! -მის დარწმუნებას ვცდილობდი.
-ახლანდელ სიტუაციას არ ვგულისხმობ. ცუდად რატომ გახდი?! რამეს მიმალავ?! -მის სახეზე აღელვებას ვამჩნევდი.
-არა დემეტრე, არ ვარ ცუდად! უბრალოდ არაფერი მიჭამია, დავსუსტდი და თან ვინერვიულე ამ კონცერტის გამო. -ზურგი შევაქციე, კულისებში გამოვედი და სარკესთან დავჯექი. მაკიაჟის მოშორება დავიწყე, ისიც შემომყვა
-ექიმთან ხომ არ წავსულიყავით?
-ვალდებული არ ხარ დემეტრე! -ცივად მივმართე მას.
-ვარ! -მტკიცედ მიპასუხა რამაც ცოტაარიყოს გამაღიზიანა კიდეც.
-და საერთოდაც რატომ ცდილობ ჩემზე მზრუნველობა გამოიჩინო... რატომ ხედავ ამის აუცილებლობას! შენც იცი რომ ჩემთან არაფერში ხარ ვალდებული. რატომ ხარ სულ ჩემს გვერდით!!! -ტონს თანდათან ვუწევდი
-თვალები ისევ ჩაწითლებული გაქვს... -თემის შეცვლა დააპირა
-კითხვაზე მიპასუხე დემე!
-...
-დემეტრე! -გადავასწორე როცა ჩემი ნათქვამი გავიაზრე. არ ვფიქრობ რომ შემეშალა. მინდა რომ ასე ვეძახდე და მინდა რომ ისევ ისე ახლოს ვიყო მასთან როგორც ადრე. სწორედ ეს მაიძულებს მას დემე დავუძახო და არა დემეტრე.
-იმიტომ რომ მიყვარხარ ქეთი ახვლედიანო!!! როგორ ვერ ხვდები... ანდაც რა არ გაძლევს ამის საშუალებას რომ მიხვდე... დავიჯერო ამაზე იმ ტექსტმაც არ მიგანიშნა მარიამის ქორწილში რომ წარმოვთქვი?!
-და შენ რა გეგონა დემეტრე?! თუ არ ვცდები 2 წელი იყავი გერმანიაში და მთელი ამ დროის განმავლობაში გეგონა ჩამოსვლისთანავე ყველაფერი მოგვარდებოდა და მაშინვე შეგირიგდებოდი?! ყველაფერს ასე სწრაფად დავივიწყებდით არა?!
-უკვე მგონია რომ თავს ისულელებ და ცდილობ თავი მომაჩვენო რომ ჩემთან არ გინდა! -ბრაზი იმატებს მის ხმაში
-ანუ სულელი გგონივარ! -წარბები შევკარი
-მე კი არ მგონიხარ სულელი, შენთვითონ ისულელებ თავს
-რა გინდა?! -აღარ ვიცოდი ამ დროს რა უნდა მეთქვა და ამიტომაც დავსვი უაზრო შეკითხვა
-სულ შეიცვალე ქეთი... -შეტრიალდა და ყვავილები ძირს დააგდო. ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.
-ისე ამბობ ამას თითქოს ეს ახლა შეამჩნიე. 2 წელია ასე ვარ... -ირონიული ღიმილი მისი სახისკენ წარვმართე.
-შენ ხომ თქვი აღარ შეგაწუხებო... -გავახსენე ქორწილში ნათქვამი სიტყვა.
-ანუ გაწუხებ...
-არა უბრალოდ... -სათქმელი ვეღარ დავასრულე -ისე ძალიან მაინტერესებს რომ არ გაგეგო რომ ლუკა შენი შვილი არ იყო ერთხელ მაინც აპირებდი ჩემს სანახავად ჩამოსვლას?
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა, გავიგე რაც გასაგები იყო და ჩამოვედი!
-მაინც არ მესმის შენი...
-მე სხვანაირი ქეთი მახსოვს... -მოიღუშა ის.
-იქნებ ამიხსნა როგორი?! -დაჟინებით ვეკითხები მას
-როგორი და თბილი, მხიარული და ჭკვიანი...
-აი კიდევ მოგყავს მაგალითი იმისა რომ მე სულელი ვარ -ჩვენი საუბარს კამათის მიმდინარეობა უფრო შეეტყო.
-სულელი არ ხარ ქეთი უბრალოდ არ გინდა დაფიქრდე თუ როგორ ძალიან გიყვარვარ... და ამით ცდილობ სიტუაციას თავი დააღწიო. შენი აზრით ადვილ გამოსავალს პოულობ..
-როგორი დარწმუნებული ყოფილხარ რომ მიყვარხარ... -ისევ ირონიულად გავუღიმე მას
-ანუ ამბობ რომ არ გიყვარვარ?! -ჩემს პირდაპირ დადგა და მომაცქერდა. აშკარად პასუხს ელოდა.
-ახლა ამის განსახილველი დრო არაა დემეტრე! -შევტრიალდი, ისევ სარკის წინ მდგომ მაგიდასთან დავჯექი და მაკიაჟის მოშორება განვაგრძე. ვაგრძნობინე რომ დიალოგს ვასრულებდი.
-სწორედაც რომ ამის დროა ქეთი! -მტკიცედ წარმოთქვამს თითოეულ სიტყვას. -თვალებში ჩამხედე და მითხარი... -სწრაფად მოდის ჩემთან და სკამს თავისკენ ატრიალებს. ჩემი სიგამხდრის და სიმსუბუქის ბრალია ასე ადვილად რომ შემატრიალა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დაჟინებით მომაჩერდა -თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ არც გიყვარვარ და არც არასოდეს გყვარებივარ! გულწრფელად მითხარი ეს და გპირდები შეგეშვები. მითხარი რომ შენთვის არაფერი ვარ... და სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან! ვფიცავ რომ ვეღარასოდეს მნახავ თუ შენგან ამას მოვისმენ! გამიმეორე რომ ჩემდამი არაფერს გრძნობ და ქვეყნიდანაც კი წავალ. მითხარი რომ ვერ მიტან და თავს გაბეზრებ და გპირდები ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება, ისევე როგორც 13 ნოემბერი! -ისედაც ჩაწითლებული თვალები უფრო მიშრებოდა. თვალები დავახამხამე და დავუშვი რომ ცრემლები გადმომვარდნოდა.
-... -ხმას არ ვიღებდი და ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს პასუხად მისი ნათქვამისა. რამოდენიმე წუთის განმავლობაში უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ჩემი ცრემლებით მისი ხელები სველდებოდა
-ხედავ ქეთი?! ვერ მეუბნები... იმიტომ რომ სულაც არაა ასე. გიყვარდი და ახლაც გიყვარვარ... ნუ ეცდები ჩემს გადაყვარებას იმიტომ რომ ეს არ გამოგივა. აქამდე გადამიყვარებდი ეს რომ შეგეძლოს! ნურც იმის მტკიცებას დაიწყებ ოდესმე რომ ვიღაც სხვა გიყვარს. უკვე მერამდენედ ვისაუბრეთ მე და შენ და ჯერაც ვერ გავარკვიეთ რა გინდა! არ შეგეშვები ქეთი... ასე უბრალოდ არ დავნებდები! -სათქმელი თავიდან ბოლომდე მითხრა და წინ წამოიწია... თვალები დავხუჭე და შუბლზე ცივი ტუჩების შეხება ვიგრძენი. მისი ხელები ჩემს სახეს მოშორდა. ახლა გავაცნობიერე რომ მუხლებზე იდგა. ფეხზე წამოდგა და შეტრიალდა. მისი მომხიბვლელი სიარული სულ უფრო და უფრო მაგიჟებდა. კარისკენ ფრთხილად წავიდა და სახელურს ხელი ჩაავლო. უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ გადიოდა, თუმცა შეჩერდა.
-ჰოო მართლა... ძალიან კარგად იცეკვე! -მხარს ზემოდან გადმომხედა და ისე მითხრა, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს. სახელური ჩამოსწია, ზღურბლს გადააბიჯა და კარი მიიხურა.
თითქოს გული მიჭკნებოდა ისევე, როგორც ჩემს წინ დაგდებული ყვავილები დაჭკნებოდა მალე!
---------------------------------------------------------------------



№1 სტუმარი Noembris13

Wow!gmerto ra iyo es <3 ara ai saocrebaa namdvili saswaulia <3 au mapatie mara ver vwer did shefasebas ubralnd fizikurad ar mcalia :( mapatid :( vgijdebi <3 miyvars istnriac da shenc miyvarxar <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent