გამოღვიძება
მაგიდიდან მტვერს მხოლოდ იმიტომ არ წმენდდ, რომ ესე გინდა, რომ უბრალოდ უყურო, რომ ერთხელაც აიყაროს ჰაერში და მიმოიფანტოს სივრცის სხვადასხვა ნაწილში. შენ ამის ყურება გინდა, შენი თვალები მზისგან გაბრწყინებულ მტვერს მოელის, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ გძინავს. იღვიძებ და ახლად გამოღვიძებულზე კვლავინდებურად სიზმარი გგონია ყოველივე ეს, შენი თავისაც კი არ გჯერა, შენი ხელების, შენი ავადმყოფურად თეთრი კანის, და საერთოდაც რა არის კანი?! ან როგორ უნდა დაიჯერო იმ რთული სისტემის, რასაც სამყარო ქვია, რასაც ირმის ნახტომი ქვია და რასაც დედამიწა ქვია, რომლის სიღრმეშიც რელსების წივილი ექოსავით ედება მთლიან უსასრულობას, უბრალოდ, ამის მოსმენა არ გვძალუძს, არ გვძალუძს და მორჩა! საათის წიკწიკიც კი არ ისმის, სანამ მთელი ქალაქი არ გადაეშვება ძილის ერთმნიშვნელოვნად იმედის მომცემ ფაზებში, არადა საათი წიკწიკებს. ყველანაირი ხმაური უნდა უარყო, რომ მერე შენ გულისცემას მოუსმინო, გულისცემას, რომელიც წუთში ოთხმოცამდე მძიმედ გირტყავს და მეტი აღარ შეგიძლია. დაიღალე და გულის ცხოვრებისგან განსხვავებით, შენს ცხოვრებაში არ არსებობს ის გარდამავალი შეკუმშვის წამის მეასედი, სადაც ჩვეულებრივ ისვენებენ, ისვენებენ პარაზიტები, ისვენებენ კუნთები, როგორც მთელი ნერვიული სისტემა და ნეირონებიც კი. რატომ უნდა გაუძლო, როცა შეგიძლია ყველაფერს ბოლო მოუღო, თავის ჩამოხრჩობით, ან აქედან დათესვით–მეთქი, შენ კი ისევ ერთ ადგილს ტკეპნი, მარადისობისა და უზენაესი ხელოვნების შორის გავლებულ ზღვარზე, ისე კი, მარადისობა ჭარბობს მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისი მრავალი ცოცხალი ფერის ნავარდობით, თუმცა ამისთვის მზად არ ხარ. ვერც უკან მობრუნდები, ადამიანებთან, განსაზღვრულ მიჯნას უკვე გადაცდი. თუმცა უსათუოდ არსებობს ის კუნძული... არსებობს ფურგონი, არსებობს გაზის პედალი, რომელსაც მთელი ძალით უნდა დააჭირო ფეხი და უკან აღარასდროს მოიხედო; აქ გკლავენ, გკლავენ ჰუმანურად და მოკრძალებით; თავაზიანად და მეგობრულად, გკლავენ ინსტიქტებით. შენში უთუოდ ორი პიროვნებაა, ერთი, – ყოვლისშემძლე ღმერთი, მეორე კი – ყოველმხრივ უიღბლო. დაე იმას ემართა ფათერაკებით აღსავსე ზღვის პირეთი, ვინც კი ბუნებით შემოქმედია. გამოიღვიძე–მეთქი, შენ კი ისევ ვერ მოდიხარ აზრზე, თუ სად ხარ და მხოლოდ საათის წიკწიკის გაგონებისას გახსენდება, რომ დრო არსებობს, რომ ხორცში ხარ გახვეული, რომ მედიტაციაც კი ვერ გშველის და რომ შენი გული შენ გულმკერდზე ზღვასავით მშვიდად ღელავს. და ხვალ–მეთქი?! რაღა უნდა იყოს ხვალ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.