შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფის აღმოჩენა


15-01-2017, 01:37
ავტორი თაია
ნანახია 2 208

გაზაფხულის თბილი და ნათელი დღეა. საათის ისრები 12-ს მიჩვენებს. ზანტად ვდგები საწოლიდან და სააბაზანოში მთქნარებით შევდივარ. გრილი წყლის ქვეშ ვდგები და ერთიანად ვფხიზლდები. თავისუფალ ზედას ვიცვამ და ინტერესეით ვათვალიერებ წინა დღის ფოტოებს. კომპიუტერში გადამაქვს. ამ დროს ჩემი ტელეფონი წკრიალებს და საქმეში ჩაფლული ისე ვპასუხობ, რომ არც ვაკვირდები.
-გისმენთ.
-ნაინა,როგორ ხარ? მესმის ჩემი მეგობრის ხმა და საქმეს თავს ვანებებ.
-კარგად, ლიო. შენ როგორ ხარ?
-რაღაც შენი ხმა არ მომწონს! ბუტბუტებს ჩემი მეგობარი.
-სიახლეების დეფიციტი ლიკო, სიახლეების. ვოხრავ და ზურგით ვეცემი სწოლზე.
-კარგი რა. სულ ეგაა? სიახლეებს რა დალევს? სხვა თუ არაფერი ერთ კვირაშო ქორწილი მაქვს. იმდენი ფოტოგრაფი ვარჩიე , მაგრა ვერავისკენ მიმიწევს გული. ჩემს ქორწილში შენ უნდა დაიჭირო საუკეთესო მომენტები! არ ცხრება ლიკო.
-კარგი რა, ლიკო! ხომ იცი, რომ არ მიყვარს ეს ქორწილები და სხვის დაკრულზე სიარული ვბუძღუნებ და ფეხზე ვდგები.
-არ მაინტერესებს! ყვირის ჩემი მეგობარი და კავშირს წყვეტს.
რამდენიმე წუთში კართან ვდგავარ და სარკეში ვათვალიერებ ჩემს თავს ფოტოაპარატი მაქვს, ჩანტა მაქვს. კედებს ვიცვამ, კარს სწრაფად ვკეტავ და კიბეზე ხმაურით ჩავრბივარ.
ეზოში გასულს მეზობლის ბავშვები მხვდებიან და სწრაფად ვაფიქსირებ მოთხუპნული, შავთვალება ბავშვების სახეებს. სიძველისგან გაძენძილი "როლინგები" ყველაფერზე მეტად, რომ უხდებათ და არც ჩაწიკწიკებული კბილების გადმოყრა ეზარებათ ჩემთვის. ღიმილით ვშორდები კორპუსს და გაჩერებისკენ ვიღებ გეზს. ასე ქალაში, ქუჩა-ქუჩა დავბოდიალობ და საინტერესო მომენტებს ვეძებ. მოხუცები, ბავშვები, წყვილები უნიკალური კადრი შეიძლება მოგცეს ერთმა დამღლელმა დღემ. ისეთ შენობებს რესტავრაციას, რომ დიდისამბით ელიან, სიძველის კვალი ყველაზე კარგად, რომ ეტყობათ ლეგენდარული ფოტო შეუძლია გაჩუქოს აი ისეთი მთელი ცხხოვრბა, რომ იამაყებ.
მაგრამ სიახლე მჭირდება.
არადა ერთ ქვას სხვაასხვა მხრიდან, რომ აფიქსირებდე უკვე მრავალფეროვნებაა, მაგრამ სხვა მჭირდება, სულ სხვა.
ბოლოჯერ ვაჩხაკუნებ ფოთოაპარატს და ჩემს საყვარელ კაფეში შევდივარ.
იქაც ვაფიქსირებ თაროზე შემოდებულ ახალ წიგნებს და ფანჯარასთან ვჯდები.
ორ კვირაში გამოფენა მაქვს.
მე კი
ხან მომწონს ფოტოები, ხან არა!
ბოლო დროს ქალაქს სევდის ფერი აქვს.
ნაკლები ღიმილი და მეტი მწუხარე სახე.
ბედნიერების დეფიციტი აქვს თბილისს.
ნერვიულად ვხვევ თითებს ლიმონიან ჩაის, მიმტანს მადლიერი მზერით ვუყურებ და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ.
ესღა მაკლდა!
გაზაფხულის თბილ და მზიან ამინდს შავი ღრუბელი ცვლის და გაზაფხულის წვიმა იწყება.
თქეშია და უფრო ვიღუშები.
წამოერად ირეცხება ქვაფენილი და ვინ იცის რამდენი ადამიანის კვალს შლის ეს წვიმა.
რამდენ ემოციას და რამდენ მოგონებას.
რამდენი ადამიანის ისტორიას ანადგურებს ერთ წამში.
კაფეში მეგობრების ჯგუი შემოდის, გალუმპულები რაღაცაზე გულიანად იცინიან და აშკარად ეტყობათ, რომ წვიმა მაინცდამაინც ვერ აწუხებთ.
5-ნი არიან
ერთი მაგიდის გარშემო სხდებიან და მყუდროებას წამში არღვევენ. სხვათაშორის არაგამაღიზიანებლად. მე უნებლიედ მეღიმება. ისინი თავისებურ,სულ სხვანაირ მყუდროებას და კომფორტს ქმნიან. აშკარად ეტყობათ, რომ ერთნი არიან, ერთმანეთისთვის არიან და ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად ფერადები რჩებიან
ყველაზე დიდი ნიჭია ნაცრისფერ და ცივ სამყაროში თბილი და ნათელი ფერებით გამოირჩეოდე.
ფოტოაპარატს ვიღებ და გაბადრული სახით ვაფიქსირებ მათ ბედნიერ სახეებს.
სინდისი კი მქენჯნის პაპარაცობისთვის, მაგრამ არ ვიმჩნევ,
ჩაის ფულს ვტოვებ, ფოტოაპარატს ჩანთაში ვინახავ და გარეთ გასული სწრაფად გავრბივარ გაჩერებისკენ.
ხუთი წუთი ველი ავტობუსს და მერე გაწუწული ძლივს აბდივარ ხალხით გატენილ ტრანსპორტში.
ფოტოების ნახვას ვერ ვახერხებ არადა ერთი სული მაქვს დავათვალიერო. გულმოდგინედ ვეჭიდები ყვითელ ბოძს და ძლივს აღებულ ბილეთს ხელში ვათამაშებ.
წამებს ვითვლი სახლში მისვლამდე.
საოცარი სიჭუმეა ავტობუსში.
ადამიანებიუს ფიქრები ერევა ერთმანეთს.
როგორ მაინტერესებს ვის რა უხარია, ვის რა აწუხებს.
საინტერესო ქმნილებაა ადამიანი.
ამ საოცარ სიჩუმეს ქალბატონის პრეტენზიული ტონი არღვევს და გულიანად ლანძღავს არაფრის გამკეთებელ ახალგაზრდებს. გვერდით მჯდომიც ინტერესით უსმენს აშკარად უცნობს და ორჭოფით უქნევს თავს.
"სირაქლემა" ვფიქრობ და მეცინება.
ამასობაში ჩემს გაჩერებაზე ჩავდივარ.
საოცარი სისწრაფით ვხსნი კარს და ჩანტას იქვე ვაგდებ. სველ მაისურს გზაში ვიხდი, თმას ვიშლი და მოუთმენლად ვრთავ ფოტოაპარატს და კომპიუტერეს. ფოტოები კომპიუტერში გადამაქვს და დამუშავებას ვიუწყებ.
აი, ის საოცარი მეგობრები კაფიდან.
ერთ გოგოს წითელი კაბა აცვია, მეორეს ლურჟი.
მესამე ბიჭია
და
საოცარი ფერის თბილი თვალები აქვს.
კადრს ვაახლოებ და გაოგნებული ვუყურებ.
ღმერთო ჩემო
რუხი, ლამაზი თვალები. მერე ისევ ვაშორებ და მთლიანად ვათვალიერებ.
ხუთივე ბედნიერი სახიტაა დაფიქსირებული.
თითქოოს არაფერი მაგრამ ეს ფერების კომბინაცია, მათი ხასიათი ფოტოზე და ეს საოცრად თბილი თვალები საოცარ ფოტოს ქმნის.
გამოფენისთვის მჭირდება.
მაგრამ უნდა ვკითხო.
ახალი საცფიქრალი მიჩნდება, ისინი უნდა ვიპოვო და დავიტანხმო.
იქნებ საერთოდ არ უნდათ, რომ მათი სახეები აღიბეჭდოს ვინმეს ფირზე.
ახლაღა ვგრძნობ სიცივეს და სააბაზანოში შევდივარ.
თბილი წყლის ქვეშ ვდგები და ერთიანად ვთბები.
ისევ ის რუხთვალება მიდგას თვალწინ და უცნაური ჟრუანტელი მივლის.
"ნაინა გეყოს!" თავს ვაქნევ და თბილ წყალს სახეს ვუშვერ.
***
ღამით ტელეფონის ხმა მაღვიძებს და დაფეთებული ვპასუხობ.
-მომენატრე. მესმის დედაჩემის გაბზარული ხმა და სიკვდილი მინდა ჩემი უყურადღებობის გამო.
-დე... ყელში ბურთი მეჩხირება და მგონია, რომ დამახრჩობს.
ჩამოდი რა დედა თბილისში, ჩამოდი ვეღარ ვითმენ და ვყვირი.
-ნაინა, ხომ იცი
-მარიკა, ვიცი გავიგე. მოკვდა მამაჩემი და ვეღარ გააცოცხლებ მანდ ყოფნიტ გესმის. შენ რომ მანდ ხარ გგონია მამა კარგადაა?! პირიქით.
იქაც ნერვიულობს ალბათ შენზე. ბრაზდება კიდეც, სიკვდილმა, როგორ დაგაშორათ დედა!
-ნაინა, აქ ყველგან მამაშენია გესმის?! ყველა ოთახის ყველა კუთხეში ვგრძნობ,რომ ცოცხალია. ტირილს იწყებს დედაჩემი და გული მიკვდება.
-გეყოფა დედა, გეყოფა, არ ვცხრები მე.
-ლიკოს ქორწილი როდისაა? თემა გადააქვს დედაჩემს და ღრმად ოხრავს. ორ კვირაში და ერთი კვირით არე ჩამოდი იცოდე.
-ჩამოვალ. შენ როგორ ხარ? მეკითხება დამთბარი ხმით და ვგრძნობ, რომ ჩუმად ტირის.
-მენატრები. ისევ ის საშინელი ბურთი მეჩხირება ყელში და მინდა დედაჩემთან გავჩნდე, იმ ძველ სახლში. სადაც მამაჩემი ცოცხალია. მართალია მარიკა იქ ყველაფერს ზურას სუნი ასდის და ამიტომაც წავიდა მამას სიკვდილის შემდეგ იქ. მეც მინდა, მაგრამ
სიკვდილს თავს როგორ დავამარცხებინებ, ისე როგორ დავსუსტდები, რომ გავტყდე.
-მალე ჩამოვალ. მამხნევებს დედაჩემი. გამოფენისთვის ჩამოვა. ხო, მართლა რა ხდება?
-რავიცი დედა, ვიღებ და ვემზადები. ისევ ის რუხი თვალების პატრონი მახსენდება საოცარი სითბო ჩამდგაღი თვალებით და უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს.
მე და დედა დიდხანს ვლაპარაკობთ და ბოლოს ისევ თვალცრემლიანი ვთიშავ ტელეფონს და ემოციებისგან გადაღლილი თავს ისევ ბალიშძე ვდებ. ფიქრებში მათენდება.
ისევ დილის რიტუალს ვატარებ.
ფოტოაპარატს ვიიღებ და გავდივარ.
ჩემს საყვარელ კაფეში დილიდან საღამომდე პერიოდულად შევდივარ და ველოდები იმ საოცარ მეგობრებს, მაგრამ ამაოდ.
ასე გრძელდება რამდენიმე დღე და ნერვები აღარ მყოფნის ამასობაში მარიკა ჩამოდის სოფლიდან და ის და ლიკო ერთად მელოდებიან სახლში.
ლიფტის ღილაკს მთელი ძალით ვაჭერ და გაკრეჭილი შევრბივარ სასურველ სართულს ვუთითებ და გაბადრული ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში.
-მარიკა! კარებიდან ვყვირი და მისაღებში შესული სუნთქვის შეკვრამდე ვეხუტები დედაჩემს. მთელ სახეს ვუკოცნი.
მერე ლიკოსთვისაც ვიცლი და საბოლოოდ გადაღლილი ვეშვები დივანზე. ლიკო წყალს მაწვდის, მადლიერი მწერით ვუყურებ და სულს ვითქვამ.
-გამოფენა? არაფრის თქმას არ მაცდის დედა/ჩემი და ჩემი მეგობარიც ინტერესით მაჩერდება.
-გადაიდო. ვითომ არაფერი ისე ვპასუხობ .
-რატომ? ორივე ერთდროულად სვამს კითხვას.
-ერთი ფოტო მაქვს. კაფეში გადავუღე 5 მეგობარს ისინი ვერ ვიპიოვე და ნებართვის გარეშე იმ ფოტოს ვერ ჩავრთავ გამოფენაში.
-ერთი ფოტოს გამო?
უკვირს ჩემს მეგობარს.
-ლიკო, ეს ფოტო იმედია გესმის. ამდენ ნაღვლიან და მუქ ფოტოებში ერთადერთი ხალისიანი ფოტოა. საოცარი ემოციების მატარებელი აღფრთოვანებითვლაპარაკობ და ხელებს აქეთ-იქით ვიქნევ.
-მარიკა მოყევი სოფლის ამბები. ვიკრიჭები და მაინც ნაღვლიანი ვუყურებ დედაჩემს. ნახევარი მარიკამამაჩემმა წაიყვანა. ძველი ხალისი დაკარგული აქვს დედაჩემს და სიყალბით ცდილობს სინამდვილის ჩანაცვლებას. ღიმილის, როგორი ნაღვლიანი გაუხდა მარიკას.
-ყველაფერი კარგადაა. და გამოფენისთვის უკეთეს ფოტოებს გადაიღებდი იქ. ნიშნის მოგებით მეუბნება და ყავის ფინჯანს იღებს ხელში.
-ჩემს ქალაქს ვაფიქსირებ დედა. გულწრფელად მეღიმება.
****
ლიკოს და გიორგის ქორწილისთვის მზადებას ვიწყებთ და მთელი დღეები უაზროდ დავბოდიალობთ საყიდლებზე.
ერთ-ერთ მაღაზიაძო ბოდიალიზმის მოწყობისპერიოდში გიორგი მირეკავს
-ხო, პოტენციურო სიძე?
-ნაინა, შე შინაბერა, ჩემი ლამის ნაშველი საცოლე ხომ არ იცი სადაა? სიცილით მეუბნება და შინაბერას ყურადღებას არ ვაქცევ,
-პირველი ღამისთვის ემზადება, სატანადოდ ახლა მე ვიცინი და თეთრეულის სექციაში შესულ ჩემს მეგობარს ვაყოლებ თვალს.
-ოხ ნაინა, ნაინა არაფერი შენ ა გეშველება. დამალაპარაკე რა, ტელეფონი გათი შული აქვს.
-ახლავე.
-შენ გაიხარე ნაი და შენ დაგადგესაწი საშველი ისევ იცინის გიო და პასუხს არ ვცემ, მხოლოდ მეცინება და მობილურს ლიკოს ვაწვდი.
***
ყოველ დილით დედაჩემის სითბო იგრძნობა ჩემს სახლში და ყველაზე ბედნიერი ვარ ამ ქვეყნად.
საფიქრალი მხოლოდ გამოფენა და საოცარი სამეგობრო მყავს, კაფიდან.
-შენსკენ არავინაა? სადილისდროს მეკითხება დედაჩემი და მოულოდნელობისგან ლუკმა მცდება?
-როგორ ჩემსკენ?
-არავინ გყავს ნაინა? ეღიმება დედაჩემს.
-უიმე ქალო, დედა მყავს, ნახევარ ძმა მყავს, მეგობრები მყავს რაღა გინდა?
-არაფერი არ გეშველება, როდემდე ივლი მარტო. დანანებით აქნევს ტავს და სამზარეულოს ტილოს კეცავს.
****
წორწილის დღეც დგება და უცნაურად აჟიტირებული ვიწყებ მომზადებას, წითელი, გრძელი კაბა მიმშვენებს ტანს. მაკიაჟს სალონში ვიკეთებ. გრძელ თმას ვიხვევ და საბოლოოდ გოგოდ ქცეული ვტრილადები ულამაზესი დედაჩემის წინ.
-საოცრება ხარ, დე. ცრემლს იწმენდს დედაჩემი და კიდევ ერთხელ მატრიალებს.
ჩემი ძვირფასი ძმა ახლა მაინც კადრულობს ჩემს ნახვას და მანქანასთან გველის.
-ოჰო, დაო გვეშველა ოჯახს. იცინის და მეხვევა. ლამაზი ი არა ულამაზესი ხარ ტო. დედინაცვალი რა ვიდზეა ნახე მერე მარიკასკენ ტრიალდება და ლოყაზე კოცნის კაიე ძევაჩკი ტო არ ჩერდება და მთელი გულწრფელობით მიცინის. დედინაცვალი, დედინაცვალიო და ჩემზე ხშირად ანდრო ჩადის მარიკასთან და არც არასდროს მიგრძვნია ანდროს ნახევარ ძმობა. ისაა, რომ გაიზარდა და გავირდა. იშვიათად თუ შემომირბენს და ყველაფერი რათქმაუნდა საქმეს ბრალდება. ისე როგორ.
მანქანაშიც არ აჩერებს ენას და კომპლიმენტებს არ იშურებს.
***
შეთანხმების მიხედვით ჯვრისწერიდან ვაგრძელებ ფოტოგრაფობას და საოცარი გრძნობა მეულება. ლიკო და გიორგი საკურთხეველთან. მსგავსი ემოცია, თვალენით გამოხატული არასდროს მინახავს. ბედნიერება, სიყვარული, ნერვიულობა ყველაფერი ერთად იხატება მათ თვალებში.
მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღების ნება დამრთეს.
მერე პატარძლის სურვილებს ვასრულებ და უამრავ ფოტოს ვიღებ.
საბოლოოდ რესტორანში მივდივართ.
სიძე-პატარძლის მოსვლამდე ვაფიქსირებ მათ სუფრას და მოუთმენლად ველი. არც თეფშის გატეხვის მომენტი გამომიტოვებია. წყვილს თაშით ეგებება მთელი სამასი კაცი.
წყვილტან მოსალოცად მოსულ ხალხს ვაფიქსირენ. ის ისაა კადრი უნდა დავაფიქსირო, როგორ უკეთებენ პატარძალს საჩუქარ ბეჭედს, რომ თვალში ნაცნობი სახე მეჩხირება. საოცარი ღიმილით და რუხი თვალებით. ისაა! ჩემი ფოტოს გმირი.
გული სწრაფად ცემას იწყებს და მოულოდნელი სიხარულისგან ტირილი მინდება.
მთელი საღამო ვცდილობ მასთან მისვლას და ამაოდ.
მისი სამეგობრო ისევ ერთად ზის და ისევ იმ გულწრფელობით იცინის ყველა.
მე ქორწილშიც ვაფიქსირებ ხუთეულს და ბოლოს დაღლილი ვჯდები. ღმერთო ჩემო. ე.ი ლიკა ან გიორგი იცნობ ამათ. აუცილებლად დაველაპარაკები ხუთივეს ქორწილის, შემდეგ, ამ ფიქრებში ვარ როცა ლიკო მეძაის.
-ნაინა, გადაგვიღე რა. ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებ და კადრჩი ლიკო და ის რუხთვალება ფიქსირდებიან. მერე ცეკვას აგრძელებენ.

****
გამარჯობათსაყვარლებო.
ბოდიშ გიხდით შეცდომებისთვის. ვნახოთ რა გამოვა.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

არც სათაური წამიკითხავს არც ავტორის ვინაობა ფოტო რომ დვაინახე გავითიშე და ეგრევე გავხსენი. ისეთივე წამლეკავი სიტორიაა როგორიც ფოტოზე გამოსახული ბიჭი სეიძლება იქვას რომ ისტორია უფრო მაგარია , ჯერ მხოლოდ პირველი თავია მაგრამ ვგრძნობ რომ მაგარი ისტორია აღმოვაჩინეეეე როგორ მიყვარს როცა ასეთ ისტორიებს ვაწყდებიი heart_eyes მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას

 


№2  offline წევრი yviteli minioni

მომწონს !! მომწონს !! მომწონს!!

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ცხელ კაკაოს არ გავუთბივარ ისე, ეხა ამ ისტორიამ რომ გამითბო გული. საოცარი სიმშვიდე და თბილი(ყველაზე უკეთ შეესაბამება ჩემს მდგომარეობას) ემოცია დამიტოვა. ამ ერთი თავიდან გამომდინარეც შემიძლია გითხრა, რომ სულ წავიკითხავ შენს ნაწერებს, ოღონდ შენ შუა გზაზე არ მიგვატოვო და მე მოთმინებით დაველოდები ახალ თავებს ❤

 


№4 სტუმარი Anna

ძააან საყვარლობაა <3

 


№5  offline წევრი TeddyBear

ეეე რა მაგარი გოგო ხარ შენ! kissing_heart
მეორე თავს მოუთმენლად ველი ^^

 


№6 სტუმარი გვანცა))

აუ რა კარგი იყო..
როგორ მომეწონააა ❤
წარმატებებიი....

 


№7  offline წევრი თაია

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას. მიხარია, რომ მოგწონთ და იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი მოლურჯო

ბაღაშვილი ^__^
ისტორია ძალიან განსხვავებულია
--------------------
მარიამი

 


№9 სტუმარი

აი მართლა მაგარი ისტორიაა

 


№10  offline წევრი თაია

მადლობა დიდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent