შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირწმუნე!


7-01-2016, 17:14
ავტორი QueenKate♕❣
ნანახია 1 597

ერთხელ, ერთმა ადამიანმა მკითხა „ვინ ხარო?“, არ მახსოვს რამდენ ხანს ვფიქრობდი პასუხზე, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ვერაფერი ვუპასუხე იმ წამს. არადა თითქოს პასუხი ნათელი იყო. ვიყავი 16 წლის მოზარდი გოგონა, მაგრამ მაინც არ მქონდა პასუხი არც მაშინ და არც ახლა. ვინ ვიყავი მე მაშინ? ან ვინ ვარ ახლა? ან ვინ ვიქნები მომავალში?
ვდგავარ აბაზანაში, წყლის წვეთები დაუკითხავად ეცემიან ჩემს სხეულს და საოცარ სიამოვნებას მანიჭებენ, ვდგავარ და ვფიქრობ რატომ ვარ ახლა აქ სადაც ვარ? ყველაფერს აქვს მიზეზი და მიზანი ამ ცხოვრებაში, თუმცა მე ჯერ არც ერთი ვიცი ჩემი თავის შესახებ.და მაინც მე ვარ მადლიერი, ამაყი და ბედნიერი ჩემი არსებობით. მადლიერი ღმერთის და მშობლების, მათი დამსახურებაა რომ მოვევლინე ქვეყენას, ამაყი საკუთარი თავის გამო და ბედნიერი, რომ მყავს უამრავი ადამიანი ვინც მაფასებს და მაგრძნობინებენ ყოველდღე, რომ მე მათ ვჭირდები და ვუხალისებ ცხოვრებას. არ დაიჯეროთ, რომ მეგობარი ჭირში იცნობა, მე დაუფიქრებლად დავეხმარები ადამიანს გაჭირვების დროს, ყველა ასე ვართ, თუმცა ჩემი ბედნიერება მხოლოდ ნამდვილ მეგობრებს ახარებთ გულწრფელად და მიხარია, რომ ასეთი ბევრი ადამიანი მყავს გვერდით.
მე- ორი ასო და ჩემთვის თითქმის ყველაფერი, ზედმეტად ეგოისტი არ ვარ, უბრალოდ ამ ქვეყანას მარტონი ვევლინებით და ასევე მარტოები ვტოვებთ მას. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ, ვსწავლობ სკოლაში და ჯერჯერობით ჩემი მიზანია გავხდე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, თქვენ წინ მომავალი ქირურგია, ხო არ მოგესმათ ნამდვილად მინდა ქირურგობა და ჩემი შესაძლებლობების გათალისწინებით ვამბობ, რომ გავხდები ქირურგი! თანაც მთავარია ადამიანს მიზანი გქონდეს და შეუძლებელი არაფერია, მთვარია ირწმუნო. არ მიყვარს ზედმეტი თავმდაბლობა და ალბათ სწორედ ამიტომ ვსაუბრობ საკუთარ თავზე ასე თამამად, თუმცაღა ზღვარი ყველაფერში უნდა დავიცვათ, ამიტომ დანარჩენს მოგანდობთ თქვენ. ზოგიერთი გამკიცხავს, ზოგიც-კარგს იტყვის ჩემ შესახებ, მაგრამ მთავარია რომ იტყვიან და მე მათ გონებაში შეღწევას შევძლებ თუნდაც ერთხელ, და დავაფიქრებ მათ ათასგვარ საკითხზე.
ნინა მქვია, ნინა ავალიანი, როგორც უკვე ვთქვი 17 წლის ვარ, 12-ე კლასის მოსწავლე. მყავს მშობლები და პატარა და. ათ წლამდე დედისერთა ვიყავი და საკმაოდ მომთხოვნი ვარ დღემდე, ვცდილობ რომ პირველი ვიყო ყველაფერში, რადგან საშინლად მომწონს ეს გრძნობა რასაც ეს იწვევს ჩემში. ერთდროულად ვარ ამაყი, ბედნიერი და თავდაჯერებული. გარეგნობა... გარეგნობითაც არ ვარ უკმაყოფილო, გამხდარი ვარ, სწორი ფეხები მაქვს თუმცა არ ვარ ძალიან მაღალი, მაგრამ მთავარია რომ არც დაბალი ვარ. ჩემი სიგამხდრის გამო ყველას უკვირს ასეთი ფორმები, რომ მაქვს, მე კიდევ ძალიან მომწონს ჩემი სხეული. ახლაც აბაზანიდან ახალი გამოსული ჩემს ოთახში, სარკის წინ ვდგავარ და ვათვალიერებ ჩემს საკუთრებას. თითქმის სამი ზომა მკერდი მაქვს და ჩემს წვრილ წელს საშინლად უხდება. ასე რომ ვთქვათ, ყველაფერი მაქვს რაც სექსუალურს და მიმზიდველს მხდის. თმის გაშრობას ვიწყებ, ისეთი გრძელია მღლის მისი მოწესრიგება და საწოლზე პირდაპირ სველი პირსახოცით ვეშვები. მალე მეძინება და თვალს, რომ ვახელ უკვე სამ საათს მიჩვენებს საათი,მეც საწოლიდან ვდგები და მაისურს ვიცვამ, ვერ ვიტან ღამით სხეულზე ვერაფერს მხოლოდ მაისურით ვიძინებ ყოველთის. ახლაც ასე ვიქცევი და ისევ საწოლში ვბრუნდები, თუმცა ძილი არ მეკარება და ლეპტოპს ვიღებ, „facebook”_ზე შევდივარ და მესიჯებს ვხსნი. სამი მესიჯია: პირველი ჩემი მეგობრისგან, ლელასგანაა, მწერს რომ ხვალ სკოლაში ვერ მოდის, მეორე ჩემი მამიდაშვილია და მახსენებს რომ ხვალ მისი დაბადების დღეა და კლუბში უნდა მივიდე, მესამე კი... მესამე ის არის ვისაც ამდენიხანი გავურბოდი საკუთარ ფიქრებშიც კი, ვცდილობდი ამომეგდო თავიდან მასთნ გატარებული ყოველი წამი,წუთი,საათი, დღე,ღამე..



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent