შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის დრო 4 თავი


15-01-2017, 03:17
ავტორი zia-maria
ნანახია 2 609

--როგორც იქნა მარტოები ვართ, მეგონა ეს წუთები არასდროს არ დადგებოდა. აბა ბაბილინა რა ხდება შენც ცხოვრებაში.
---ოხ სამჯავროს წინაშე ვდგევარ? გადაიკისკისა ბარბიმ.
---ბარბარე ონიაშვილო, რა ხდება შენს ცხოვრებაში. გაუმეორა კითხვა ერეკლემ.
---ბიბლია მოვიტანო და ზედ დავიფიცო, რომ სიმართლეს ვამბობ?
---არა ეს არაა საჭირო, რადგან გატყობ მზად ხარ ყველაფრის სათქმელად. ბარბი გაჩუმდა და შემდეგ ჩუმად თქვა.
---ჩემს ცხოვრებაში? თვალი თვალში გაუყარა ერეკლეს და მტკიცედ უთხრა. ყველაფერი კარგი, მაქვს არაჩვეულებრივი გეგმები.
---ეს ყველაფერი კარგია, რომ მიზანი გაქვს, მაგრამ ბარბი პირადი ცხოვრება?
---ჰმ პირადი ცხოვრება, ჩემთვის აღარ არის.ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის,ერეკლე მხოლოდ ერთს,ვის გამოც ვცოცხლობ და ვსუნთქავ, ვის გამოც სიცოცხლესაც კი დავთმობ დაუფიქრებლად.
---მოიცა ქმარი? შვილი? ვინ არის ეს აერთი ადამიანი,ქართველია? ვიცნობთ ჩვენ?
---კი ქართველია, სუფთა ქართველი. არა, არ იცნობ, არა მარტო შენ ერეკლე მას არავინი არ იცნობს.
---და რატომ არის ასე გასაიდუმლოებული, ბარბი ვინმესი გეშინია?
---არა, არავინის არ მეშინია. ნუ ფიქრობთ ცუდს, არ მივლია ისეთი გზებით,რომ ვინმემ შემაშინოს.
---აბა რატომაა ასეთი ბუსუსით მოცული,შენი პირადი ცხოვრება.ბარბის ცრემლი მოერია და გვერძე გაიხედა.ერეკლემ და ლევანიმ ერთმანეთს შეხედეს,აცადეს დაწყნარება,რადგან აქ რაღაც მნიშვნელოვანი რამ უნდა გაეგოთ მიხვდნენ და თავადაც მოიკრიბეს ძალები. ბარბიმ ჯერ ერთს შეხედა და შემდეგ მეორეს და ჩუმად თქვა.
---შეიძლება ახლა მიყვიროთ, დამტუქსოთ, მაგრამ ვეღარაფერს ვეღარ შეცვლით,
---არ გიყვირებთ შენს თავს ვფიცავარ. უთხრა ერეკლემ. ძალა მოიკრიბა, ღრმად ამოისუნთქა და თქვა.
---ჩემი პირადი ცხოვრება მართალია გასაიდუმლოებულია, იმიტომ რომ არავინ არ იცის, თუ შვილი გავაჩინე.
---შვილი? ვისგან, როგორ, როდის. ერთხმად წამოიძახეს ბიჭებმა და ფეხზე წამოდგნენ.
---შენც რა მაგარი შეკითხვა დაუსვი, მაგარი ხარ რა, არ იცი როგორ ჩნდებიან ბავშვები? შეუღრინა ლევანმა ერეკლეს და შემდეგ ბარბის მიუბრუნდა. ამისათვის წახვედი აქედან ხომ?
---კი მართალი ხარ, ამისათვის წავედი და ჩემი პირადი ცხოვრება ჩემს შვილს მივუძღვენი. ალბად ერთი სული გაქვთ გაინტერესებთ ვისგან გავაჩინე, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ის არსებობს ჩემს ცხოვრებაში.
---ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ. მომკალით და არ მჯერავს, ბარბი ჩვენ ასეთი ახლო მეგობრები და მე დამიმალე? კარგი ლევანი არ იყო აქ, მაგრამ მე? მე როგორ არ მითხარი არაფერი.
---გეფიცები გეძებე, იცი რამდენი გეძებე? ვეღარ გხედავდი ბოლო პერიოდი. სკოლის შემდეგ თანდათან დავშორდით ერთმანეთს, ვიფიქრე სადმე წავიდათქო, შენ კი ვიცოდი წასული იყავი ლევან.
---კი წასული ვიყავი, ციხეში გამამწესეს ოთხი წლით. შემდეგ დედაც გარდაიცვალა და ციხიდან რომ გამოვედი თავად მამაჩემი გამომეცხადა.
---დედა? არ ვიცოდი ბოდიში ერეკლე ამ ტკივილთან მარტო რომ დაგტოვეთ. მამა როგორ გაიცანი, არ მითხრა, რომ ხელი კარი და არ მიიღე.
---არა, ხელი არ მიკრია ბარბი. დღეს რაც მაქვს მისი დამსახურებით მაქვს. მივიღე და ცოტა ხანი ერთად ვცხოვრობდით, მისი გვარი მივიღე, ერეკლე ლევიძე ვარ უკვე ხუთი წელია, მაგრამ მალე დავკარგე. ჩემი ოცნება ხომ გახსოვს. რომ სწავლა იყო. ეს ოცნებაც ავისრულე, მოსკოვში დავამთავრე ბიზნესის მართვა და დავბრუნდი, მისი ბიზნესი გადმომაბარა და მალე ხელიდან გამომეცალა უკურნებელი სენით. იცი? ხანდახან მომივლის სურვილი, რომ უბრალო ადამიანი ვიყო, როგორც ადრე და ჩემს მაღაზიაში მივდივარ, მუშის ფორმას ჩავიცმევ და იქ ვმუშაობ.
---და ციხეში რატომ იყავი, რა შეგემთხვა ერეკლე.
---თეონა ხომ გახსოვს,ჩვენს უკან სწავლობდა ერთი წლით. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი და როცა საქმე დაქორწინებაზე მიდგა, დედამისმა დამიწუნა ღარიბი ხარო. მერე ეს არ იკმარა, გზაში ბიჭები დამახვედრა და ჩხუბზე ოთხი წელი გამომკეტეს, თან ხულიგნობაც მომაკერეს.
---თეონამ? თეონამ არაფერი არ მოიმოქმედა?
---ის ძალით გაათხოვეს, შემდეგ ვნახე შემთხვევით და მოინდომა ურთიერთობის აღდგენა და მეც დავთანხმდი, მეოთხე ქმარს იყო გაცილებული და დავიკავე ახლო ურთიერთობა. რამდენჯერმე ვიყავით ერთად და შურისძიების წყურვილმა შემიპყრო, ფოტოები გადავუღე ჩუმად და დედამისს გადავუგზავნე და ვუთხარი. ხომ დამინგრიე ცხოვრება ამ ფოტოებს და ამ ვიდეოს პორნო გვერძე განვათავსებთქო და იმდენი ვახვეწე მუხლებზე შემომეხვია. არ გინდა ეს არ გააკეთოო. ხედავ მეთქი რა უქნა შენს შვილს შენმა სიამაყემ და ამპატავნობამთქო? დღეს შენს გოგოს ბო...დ იცნობს ახალგაზრდობა და მე უკვე კომპანიის მფლობელი ვართქო. ძალიან შეცვლილია, ახლაც მიყვარს, არ მივაქცევდი წარსულს ყურადღებას ბარბი, მაგრამ მე ასეთი თეონა არ შემყვარებია, ვერ ვეგუები ასეთ თეონას. მოდი შევცვალოთ თემა, შენი შემოსავლის წყარო რა არის ბარბი.
---შემოსავალს არ ვუჩივი ერეკლე. ჩემი ბიზნესი დავიწყე პატარა მაღაზიიდან, შემდეგ ბიძამ შეამჩნია რომ დაინტერესებული ვიყავი ამ სფეროში თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი, სახლში კი პატარა მყავდა. დღეს ეს ყველაფერი გაფართოვებულია, რადგან ბიძამ მთელი მისი ბიზნეს-ქსელები მე დამიტოვა. ამ ყველაფრით ვცდილობ ჩემს შვილს გზა გავუკვალო მომავლისკენ. ჩემს შემოსავალს არ ვუჩივი, აი მარტოობა კი ძალიან ძნელია.
---აქ რომ დაბრუნდი, ამდენი წლის შემდეგ, პირველად სად წადი და რა მოინახულე. ღიმილით უთხრა ერეკლემ.
---გაგეცინებათ ახლა რასაც გეტყვით, როგორც კი ჩამოვედი შენთან წამოვედი და ვერ გიპოვნე, შემდეგ სახლში დავბრუნდი, გარაჟი გავაღე და მამიკოს რაში გამოვიყვანე და ჰერი, ჰერით გავწიე ჩვენი ბავშვობის ადგილისაკენ. ბიჭებო სულ სხვა შეგრძნება მქონდა, პლეხანოვზე ჩვენს სკოლასთან რომ მივედი. თვალებით მოვეფერე იმ კედლებს სადაც გარკვეული წლები გავატარე. ბოლოს და ბოლოს გული ვიჯერე, ჩემს შვილს შევპირდი, რომ აუცილებლად წაგიყვან საქართველოში და შენს სამშობლოს განახებთქო. იქ ისეთ ადგილებს ნახავ, სადაც ზამთარშიც კი ზაფხული გეგონებათქო, ერთი სული აქვს როდის წამოვიყვან.
---მაგრად გამოიყურები ბარბი. არც იმიჯი შეგიცვლია, მაგრამ არის შენში რაღაც განსაკუთრებული. მაგარი ქალი ხარ, თვალში საცემი და არ მითხრა თაყვანისმცემელი არ მყავსო, ვერ დამაჯერებ. შენ მამაკაცი გულგრილად ვერ შემოგხედავს, როგორც ქალს.
---ვაღიარებ, რომ ბევრი მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები არიან. ბევრიც სერიოზული, ბევრიც დამაფიქრებელი პიროვნებები, მაგრამ ჩემს გულს არავინი არ ეკარება. არ უნდა არავინ, სხვა არაფერი მნიშვნელოვანი ლევან. მიყვარს სპორტული ცხოვრება, ზაფხულობით დროს თუ გამოვნახავ, მეგობრებთან ერთად კალათბურთსაც კი ვთამაშობ.
---მახსოვს სკოლაშიდაც კარგად თამაშობდი.თქვა ერეკლემ.
---ეს სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც ვერ შეველევი და ჩემი დაღლილობის განტვირთვისთვის კარგი მეთოდია. ეს ისაა, რაც ნოსტალგიას მიხშობს. რაც მიყვარს, ის სამუდამოდ მიყვარს.
---და ვინც გიყვარს? გამომცდელად შეეკითხა ერეკლემ.
---და ვინც მიყვარს, მას უკვე ოჯახი ყავს წლებია, იქნებ შვილებიც კი. ამიტომ მე გვერძე გავდექი და ჩემი არსებობით არ შევაწუხე, უფრო მეტიც კი გავაკეთე, ერეკლე სულ მოვშორდი საქართველოს, რომ ჩემმა არსებობამ არ შეაწუხოს და ზიანი არ მიაყენოს მის მომავალს.
---ბარბი შენ ახალგაზრდა და ყველა მამაკაცისათვის სასურველი ქალი ხარ, მეგობარი გჭირდება გვერდით და შვილს მამა ჭირდება, მამის რჩევა და დარიგება.
---მის მამას ოჯახი ყავს ერეკლე. ბაქარს ახლა ის ეტაპი აქვს, რომ აქტიურადაა დაკავებული სწავლით.
---ბაქარს? ფეხზე წამოდგა ერეკლე. შენ შვილს ბაქარი დაარქვი? შემომხედე ბარბი ეს ბექას შვილია? ჩვენი საერთო ნაცნობი ბექა და შენი ბაქარი არის ბავშვის მამა? გამაგიჟებ შენ მე. რატომ? რატომ არ მითხარი არაფერი ბარბარე? .იცი რომ შენც იტანჯები მარტოობით და არც ის არის მისი ვითომდა ქორწინებით ბედნიერი? ცოლი ყავს, მაგრამ არ უყვარს.
---ბექას არც არასდროს ყვარებია ნათია. რამდენჯერ უტირია ჩემთან, როცა ამერიკაში ჩამოდიოდა. როგორ გაუმკლავდი, ამ ყველაფერს მარტო ბარბარე. უთხრა ლევანმა.
---თავიდან მართლა გამიჭირდა, მერე კი შევეჩვიე ჩემს დაპროგრამებულ ცხოვრებას. მეგობრულად გავზარდე, არ შემიზღუდავს არასდროს და ვართ მეგობრული დედა-შვილი.
---და მთავარ კითხვას მაინც აუარე გვერდი, არ გინდა პასუხი მითხრა? ის არის ხომ, რასაც სამივე ვფიქრობთ და ვიზედაც ვფიქრობთ. კითხვა გაუმეორა ერეკლემ. ბარბარემ თავი დახარა, ერეკლე ახლოს მივიდა, თავი ააწევინა, მისი ცრემლიანი თვალები ყველაფრის მთქმელი იყო. თვალები დახუჭა მაგრად და ცრემლებმაც გადმოხეთქა ჯებირი და სახეზე დაიწყეს ნავარდი, ერეკლეს თვალი გაუსწორა და უთხრა.
---როდემდე უნდა ვმალო ერეკლე ამას ვერც დავმალავ, რადგან ის მამის ცოცხალი ფოტოა. როგორ დავივიწყო? არ მაძლევს დავიწყების საშუალებას ბაქარს რომ ვხედავ, ასე მგონია მალე ისიც შემოაღებს სახლის კარს და ვიქნებით ერთიანი ოჯახი. ის არის ერეკლე ის და როგორ დავივიწყო როცა ბაქარის სახით წინ მამამისი მიდგას, სულ მისი ასლია.
---იცი როგორ ვამაყობ შენით? მე არაფერს არ დაგაძალებ, მხოლოდ ერთს გეტყვი. თუ შენს ცხოვრებას იმ ეტაპზე შეაჩერებ, რომ თქვენი ორივეს გულები შეერთდება და თქვენი გზები ერთმანეთს გადაკვეთავს, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები მეც და თქვენც. ბოლოს და ბოლოს საერთო შვილი გყავთ და თან მშვიდ ცხოვრებას ეღირსებით. ნუ ხარ, ასე ძალიან მკაცრი შენი თავის მიმართ.
---ეს სიმკაცრე არ არის ერეკლე, მე პრინციპული ადამიანი ვარ. არ მიყვარს არავის ცხოვრებაში ხელის ფათური, ვარ ჩემთვის და ვარსებობ მხოლოდ ჩემი შვილისთვის. გთხოვთ არავის არ უთხრათ, არ მინდა ჩემი დაბრუნებით მას ვავნო.
---შენ მხოლოდ მასზე ფიქრობ, არ გაიგოს პრესამ და არ გაიგოს მედიამ, რომ ბექას შვილი ყავს უკანონო ქორწინებით. შენ, შენს თავზე ფიქრობ საერთოდ? როდისმე გიფიქრი? ,ის თუ რა შეიძლება მოყვეს ამას, როცა ბექა გაიგებს სიმართლეს? დარწმუნებული ვარ, ბარბრე ის ჩვენს უთქმელადაც მოაგნებს შენი სახლის კარებს, რომ გაიგებს აქ ხარ. ბრაზობდა ლევანი მაგრამ ხმა შეარბილა და ინტერესით შეეკითხა ბარბის.
---არავინ არ შეგყვარებია მას შემდეგ?თუნდაც რომ გეცადა, ცხოვრების დაწყება ახალი ფურცლიდან. უთხრა ლევანიმ.
---არა, გულს ვერ ვუბრძანებ ლევან ის სხვისკენ არ იწევს, არავინ არ უნდა. მაგრად რომ მომენატრება და თავს მინდა მოვერიო, ბაქარს დავიჭერ და მისი სუნით ვძღები, მას ასდის მისი სუნი. ჩემთან ვაწვენ და დილამდე მყავს მაგრად ჩახუტებული.
---განა ვერ ხვდება? არასდროს არ დაუსვამს კითხა, მამა სად არისო? რამდენი წლისაა.
---შემეკითხა ერთხელ დიდი რიდით და თან ინტერესით, მაგრამ ვუთხარი როცა მოვა ,,სიმართლის დრო''.თავად გაიგებ ყველაფერსთქო. მეცხრე წელიწადშია,19 წლის არ ვიყავი რომ გავაჩინე.
---მეცხრე წელიწადში, უკვე კაცია ტო და ბექამ არაფერი არ იცის, არაფრის გარტყმაში არ არის. შოკს მიიღებს რომ გაიგებს. ღმერთო რატომ ხარ ზოგჯერ ასეთი უსამართლო, როდის ბრუნდები ბარბი ან საერთოდ აპირებ უკან დაბრუნებას?
---რა თქმა უნდა დავბრუნდები, აქ არის ჩემი ფესვები, აქ არის ჩემი ბუდე, მაგრამ ჯერ ვერა ერეკლე. ისე მალე მინდა დავბრუნდე. ახლა რადგან აქ ვარ, ხვალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა დავესწრო, ეს შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აქ საქართველოში.
---მოიცა მეც ვარ ხვალ მიწვეული ერთერთ ბიზნეს შეხვედრაზე, შენც იქ მოდიხარ დარწმუნებული ვარ, რადგან სხაგან არასდ არ არის შეხვედრა დაგეგმილი. მარტო მიდიხარ? უთხრა ერეკლემ თან გაოცებულმა და სიხარულით სავსემ.
---აბა ვის ვუთხრა, არადა როგორ არ მინდა მარტო რომ მივიდე იმ უცხო ხალხში.
---მეც მოვდივარ, მარტო რატომ წახვალ, არ მინდა ვინმემ დახარბებული თვალით შეგხედოს და თან იფიქროს, მარტო არის უსუსური და სუსტი და ადვილად ჩავიგდებთ ხელშიო. თქვა სიცილით ერეკლემ.ჩვენ წავალთ და დაისვენე შენ. ხვალ შეგეხმიანები. ხო აი კიდევ რა მინდა გითხრა, ვიცი დარწმუნებით რომ შენ ბექას სიგიჟემდე უყვარდი და დღემდე ასე უყვარხარ. ჩვენ მეგობრები ვიყავით, მაგრამ ცხოვრებამ ერთმანეთს ჩამოგვაშორა. ვიცი რომ ჩამოსულია და ამ წუთებში თბილიშია. შენ ის ცუდს არასოდეს არ გაკარდებს.უკან როდის ბრუნდები?
--- ხვალინდელი შეხვედრა დასრულდება თუ არა. მალე წავალ. ბავშვიც მომენატრა უკვე. ლევან შენ სულ აქ ხარ? აღარსად არ მიდიხარ?
---მე სულ დავბრუნდი ბარბი და ერეკლე უკვე აქ არის და მის ბიზნესს დაჰფოფინებს თავზე. ნეტა შეგახედა, როგორ შეშინებული უყურებს ყველა თვალებში ამის ამჟავებულ სიფათებს რომ ხედავენ. გადაიხარხარა ლევანმა.
---რა იდიოტი ხარ. ერეკლემ ბალიში ესროლა თავში ლევანს და შემდეგ ისევ ბარბის მიუბრუნდა.
-ბარბი ნანობ რაც გადაგხდა ცხოვრებაში? ბარბის გაეცინა და ერეკლეს გახედა მოჭუტული თვალით და ღმილით უთხრა.
---გინდათ გული წიგნივით გადამაშლევინოთ ხომ? თქვენთან რა დავმალო, თქვენ ჩემი ძმები ხართ, სადაც ამდენი ვთქვით, ამ ერთსაც გეტყვით. ამოიხვნეშა ღრმად და გააგრძელა.ხანდახან რომ დავფიქრდები ვნანობ კი, მაგრამ ხანდახან ბედნიერი ვარ, ჩემს შვილის მხიარულ და ბედნიერ სახეს რომ შევხედავ.
---ქართული ხომ იცის, არ გაპატიებ იცოდე, ქართულის არ ცოდნას. მკაცრი იყო ერეკლეს ხმა.
---რომც არ იცოდეს,თქვენი შიშით ჩავალ თუ არა დავაწყებინებ მეცადინეობას. იცის როგორ არ იცის.-
--დაკითხვა დასრულებულია სასამართლოს დადგენილებაა ხვალ გამოგივლის 6 საათზე.თქვა ლევანმა. ერეკლემ გახედა და შემდეგ ისევ ბარბის უთხრა.
---კარგი დროა 6 საათი?
--იქ 7-ზე უნდა ვიყოთ.
---კარგი ცოტა ადრე მოვალ, რა ვიცი იქნებ საცობში მოვყვე, ამიტომ ჯობია ადრე წავიდეთ. ასე ჯობია. მართლა გამეხარდა, ერთად რომ შევიკრიბეთ ამდენი წლის შემდეგ. გამეხარდა შენი ამბები. კიდევ გიმეორებ შეცვლილი ხარ, მაგრამ არა ფიზიკურად, რაღაცნაირად ხარ შეცვლილი შინაგანად. წუნკალა აღარ ხარ.
---მოგკლავ, კიდევ გახსოვს ეს სახელი?
---რა დამავიწყებს, შენი ნაბწკენები, აქამდე მეტყობოდა. ისე რატომ გქონდა ასე მწარე ხელი?
---წადი ახლა, სანამ გავიმეორე და გაგხსენე ჩემი ხელის სიმწარეც და სიტკბოც. სიცილით უთხრა ლევანს ბარბიმ.
---გული არ შეიცვალო და სხვას არა უშავს, მივხედავთ. უთხრა ერეკლემ და თვალი ჩაუკრა
---დროის სვლასთან ერთად, ყველა ვიცვლებით ერეკლე. თუ ფიზიკურად,თუ შინაგანად.
---ცხოვრებაში ბევრი ოცნება გექნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ რაა შენი ძირითადი ოცნება. სერიოზულად შეეკითხა ლევანიმ.
---ოჰოოოო, ისევ სერიოზულობაში გადავვედით? გაეცინა ბარბის მაგრამ შემდეგ თავადაც სერიოზულად უპასუხა.ერთერთი ჩემი ოცნებებიდან დღეს ახდა, ერთად რომ ვზივართ ჩვენ, ესეც ჩემი ერთერთი ოცნებაა იმ ბევრი ოცნებებიდან. მეორე ის, რომ ვიყო ძლიერი, მჯეროდეს ჩემს ირგვლივ მდგომი საყვარელი ხალხის, მეგობრების თუ ნაცნობების. მივაღწიო წარმატებებს და ჩემი შვილის გვერდით ვიდგე ამაყი და თავაწეული, ძლიერი დედა. როდესაც გავიგე,რომ დედა გავხდებოდი არ შემშინებია, არც ცხოვრების, არც პრობლემების. დღემდე მოვედი ისე, რომ თავი არ დამიხრია.
---ბარბი სიყვარული სირცხვილი არ არის.-
--ვიცი ლევან არ არის სირცხვილი, მაგრამ ჩემთან არ მოდის, გულს არავინი არ ეკარება გესმის?
---მესმის გულს მხოლოდ ის ერთი უნდა და იმ ერთისკენ მიიწევბს. მე თუ ვერ გაგიგე ბარბი სხვა საერთოდ ვერ გაგიგებს ჩემო მეგობარო. შენ ძლიერი ხარ, ყველაფერს შეძლებ რასაც ჩაიფიქრებ. შენში მებრძოლი სულია ჩასახლებული. წავედით. ფეხზე წამოდგა და ლევანს უთხრა, რომელიც იქვე იჯდა და ტელეფონში ვიღაცას გამალებული ემესიჯებოდა.
---შენ უკვე მიდიხარ რამდენი ხანია, მაგრამ აქ ხარ ისევ.დაფიქრდი კარგად იქნებ კიდე დაგრჩა რამე შესაკითხი და ბარემ უთხარი, თორემ კარებიდან მობრუნდები მაინც. სამივეს გაეცინა მაგრამ შემდეგ თავად შეეკითხა ბარბის
---უი მე შეგეკითხები თავად, ქალბატონო ეს ქორწინების ბეჭედი, რატო გიკეთია და თან მარჯვენა ხელზე?
---მოსაბეზრებელი პირებიდან ადვილად, რომ დავიხსნა თავი.ავუწევ ხელს და ვაჩვენებ ,,სახლში ქმარი მელოდება და მისამართი გამოცვალეთ, რადგან შეგეშალაააათ''.
---შენ თავად უკეტავ ყველას შენთან მოსასვლელ გზას ბარბი. უთხრა მკაცრად ერეკლემ და კარებისკენ წავიდა. ადე ლევან წავედით, თორემ მართლა დაგვათენედება თავზე, კიდევ გაგვახსენდება რაღაც და შევრჩებით ღამურებივით ღამეს.
---წავედით, რადგან შენ მოიფიქრე ადგომა. თქვა ლევანმა. ხვალ საღამოს არ იქნებით არცერთი სახლში ხომ? მეც ცოტა საქმეები მაქვს და მოვილევ.რომ მოიცლით ერთი ზარი ახლობელთან და სადაც იქნებით მეც იქ მოვალ. დაემშვიდობნენ ბარბის და წავიდნენ.მარტო დარჩენილი შემობრუნდა სახლში და ვერ გაიგო რა უნდოდა.უნდოდა ეტირა, მაგრამ ვერ ტიროდა, ვერ ბედავდა, თითქოს მის თვალებში ცრემლები დამშრალიყო. როგორც იყო გადააგორა ღამე და დილით მხიარული შეხვდა დილას. ბარბი იმ სავაჭრო ცენტრში წავიდა, სადაც საღამოს კაბების ყველაზე დიდი არჩევანია თბილისში, ასევე საუკეთესო სალონში ჩაეწერა. არც ზედმეტად გადამეტებული და არც თვალში საცემად უნდოდა ყოფილიყო ბარბის და სულ სადა ვარცხნილობა აარჩია და ასეთივე არაჩვეულებრივი კაბა, რომელიც მის ტანსაც უხდებოდა და მის ხასიათსაც.რამოდენიმე საათიც და შესაძლებელი იყო, თვით ერეკლესაც ვერ ეცნო ბარბი.
უკვე მოუთმენლად ელოდა ერეკლეს მოსვლას და დანიშნულ დროს ერეკლეც მოვიდა. ბარბის შეხედა თუ არა, რამოდენიმე წუთი გაშტერებული უცქერდა.
---გე,..გე,..გეფიცები ბარბი ბავშვობის ფიცი რომ არა ჩვენს შორის, სულ ფეხებზე დღევანდელი შეხვედრა, დღევანდელი იქ მომლოდინე საზოგადოება და აქედან შორს წაგიყვანდი, ძალიან შორს. ისე სწრაფად თქვა ერეკლემ ეს სიტყვები,მგონი არც კი სუნთქავდა და გაოცებული გამომეტყველებაც არ შეცვლია სახეზე.
ბარბი კი ძველებურად, ბავშვურად კისკისებდა. ერეკლემ ფოტო გადაუღო და ლევანის გადაუგზავნა, რამოდენიმე წუთში კი ლევანიმ დარეკა და ერეკლემ სიცილით უპასუხა, თან ხმამაღალზე ჩართო ხმა.
---მეც მოვდივარ, შენ ისეთი ბატი ხარ მარტო ვერ შეხედავ ბარბის და თავს მოგაჭრი იცოდე.
---მანდ დაეტიე სადაც ხარ. სიცილით უთხრა ერეკლემ.
---იცოდე თვალი არ მოაშორო. ბაბილინა ისე რა მაგარი იქნება, ორი დაცვით რომ შეხვალ დარბაზში?
---უკვე გავდივართ, გვიანია ლევან. იცინოდა ბარბი
.---არა უშავს იქ დაგხვდებით, მხოლოდ შენ თქვი თანხმობა.
---ამჯერად საკმარისია ერთი და თუ რამე დაგირეკავ ლეუშ.-
--წუნკალა ბაბილინა ხარ, მაინც ვერ გადაგაფიქრებინე.
---კარგი წავედით და ხვალამდეეეეე, ლეუშა გაკოცეეეეეეე. აკისკისდა ბარბი.
---მაგ ლეუშა ხალხში არ დამიძახო თორემ მოგკლავ იცოდე. ერეკლემ აღარ აცადა და გაუთიშა ლევანის ტელეფონი.
---ეს დღე და ეს თარიღი არ დაგავიწყდება, შენს ცხოვრებაში.ჩემი ლამაზი ბარბი ხარ შენ, მართლა ბარბი. იცი რა ლამაზად ხარ? ვერ ფარავდა აღფრთოვანებას და სიხარულს ერეკლე. ძალიან ბევრი ფოტო უნდა გადავიღო დღეს და ყოველ ბანკეტზე მე წამოგყვები ქალბატონო იცოდე, აქაც და იქაც, დამირეკავ და ჩამოვალ. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ შენი გულის კავალერი არ შემოგიღებს ბედნიერების კარებს. გესმის? ახლა კი წავედით.
---წავედით და უფალი ჩვენთან ერთად ერეკლე. ბარბიმ ხელმკლავი გაუკეთა ერეკლეს და ასე გავიდნენ გარეთ.
---ხო, ხო, ხო როგორ მაჟრიალებს მთელ ტანში,ასეთი ქალი გვერდით რომ მყავს? ცუდად ვარ ბარბი. არტისტობდა ერეკლე.
---კარგი ნუ აჭარბებ ერეკლე. შეუბღვირა ბარბიმ.
---წარმოვიდგინე ეს ბებრუხანა ბიზმესმენები, ორმაგ სათვალეებს რომ გაიკეთებენ და ისე დაგიწყებენ ცქერას. აუ რამდენი გაგაშიშვლებს ბარბი დღეს? არ ჩერდებოდა ერეკლე და ბარბის აჯავრებდა.
---იცოდე თუ არ გაჩუმდები, უკან დავბრუნდები.აბუზღუნდა ბარბი.
---არც იფიქრო, დღეს ყველაზე ამაყი მამაკაცი ვარ და თუ მაინც გადაიფიქრებ წასვლას, ერთი მყუდრო ადგილი ვიცი, იქ წაგიყვან და ვიქნებით მარტო მე და შენ. შენ და მე და ლამაზი მთვარე. ბარბის გაეცინა და უთხრა.
---ერეკლე რომ არ გიცნობდე და არ ვიცოდე, შენი უაზრო და აზრიანი გამოხტომები, ვიფიქრებ რომ შორიდან მივლის და პაემანზე მეპატიჟებათქო.
ერეკლესაც გაეცინა და ასეთი მხიარული სახეებით შეაღეს რესტორნის კარები. ბარბის არ ეგონა, ასე ბევრი ხალხი და ასეთი მაღალი ელიტა თუ დახვდებოდა ამ შეხვედრაზე. სასტუმრო ,,ქორიად მარიოტში'' საქართველოში ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელობასაც მოეყარა თავი. წუთით გადაავლო თვალი იქ მყოფ ელიტას და გულში გაიფიქრა თუ როგორი ამაყი იყო იმ წუთებში და მისი გედივით მაღალი კისერი მოიღერა და თავი ამაყად ასწია. ძლიერი იყო თავადაც ამ დიდ ელიტაში რომ გაერია ამისათვის კი გულში მადლობას უხდიდა საყვარელ ძიას.
ერეკლემ სიამაყით გადახედა ბარბარეს და კმაყოფილების და სიამოვნების წუთების გამოსახატად, მკლავზე მოუჭირა ხელი მსუბუქად. ბარბარემაც კმაყოფილმა შეხედა ერეკლეს და ირგვლივ მიმოაფრქვია მზერა მისი ჯადოსნური ღიმილით. ბარბარეს შავი კაბა ეცვა, გრძელი და წელში გამოყვანილი.კაბის მკლავები თხელი გიპიურის იყო და მრგვალი გულით, საიდანაც მისი თეთრი ქათქათა ყელ-კისერი და სავსე მკერდი მამაკაცებს გამაღიზიანებლად იწვევდნენ. მისი გრძელი ფეხები კი კაბის ჭრილიდან ხან ეჩვენებოდა მამაკაცებს და ხან ემალებოდა. თითწოს იწვევდნენ კუკუ-მალობანას სათამაშოდ. რამოდენიმე თავშეულავებელმა და გრძნობა მორეულმა მამაკაცმა კვნესითაც კი ჩაილაპარაკა, ,,ნეტავ იმას, ვინც შენს მკერდზე დებს თავს და ძინავსო''. ერეკლემ წარბებშეკრულმა მიმოატარა მისი არწივისებული მზერა ირგვლივ, რაც იმას ნიშნავდა,
,, არაფერი შეგეშალოთ, მეც აქ ვარო''.
ამიტომ ყველა გაჩუმდა, ჩუმი გოდებისაგან. ბარბარე კი გულში ხარხარებდა და ისე კი თავისი ლამაზი და თავაზიანი ღიმილით ესალმებოდა ყველას. ერთი სიტყვით, ბარბარე იმ საღამოს ყველასათვის სასურველი ქალი იყო, მაგრამ თვით ბარბარესათვის კი მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობდა და ის ერთიც, იმ წუთებში გაოგნებული უცქერდა მისი ცხოვრების დიდ და დაუვიწყარ სიყვარულს. გულში კი ფიქრობდა, ერეკლე და ბარბარე? არა, არა ეს შეუძლებელია,. ეს წარმოუდგენელია, ეს ხომ მხოლოდ ჩემი ბარბია, ჩემი ბარბარე.



№1 სტუმარი Mariami

Ese igi baqaric am wveulebazea?? Uuf rogor mainteresebs mati shexvedra..male dadet ra axali tavi..

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ახლა გაწყვეტა იქნებოდა? ცოტა მეტი დაგედო რა.

 


№3 სტუმარი ხაზთი

წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ისე კარგად აღწერ თოთოეულ ეპიზოდს თავი მეც ამ ნაწარმოების გმირი მგონია.აი ასე უნდა შეიგრძნო თუ მოსაწონია და მაგარია. მიყვარხარ.

 


№4  offline მოდერი zia-maria

Mariami
Ese igi baqaric am wveulebazea?? Uuf rogor mainteresebs mati shexvedra..male dadet ra axali tavi..

მადლობა საყვარელო. kissing_heart

lalita
ახლა გაწყვეტა იქნებოდა? ცოტა მეტი დაგედო რა.

relieved მეც მინდოდა ცოტა მეტი დამედო,მაგრამ ვერ მოვახერხე.მადლობ ა რომ კითხულობ ჩემო ლალიტა.

ხაზთი
წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ისე კარგად აღწერ თოთოეულ ეპიზოდს თავი მეც ამ ნაწარმოების გმირი მგონია.აი ასე უნდა შეიგრძნო თუ მოსაწონია და მაგარია. მიყვარხარ.

მეც მიყვარხარ და მახარებს, შენი თითოეული კომენტარი. kissing_heart

 


№5 სტუმარი Teo.

Vaime qalbatono Mzia ,dzalian momwons da gtxov ar daagviano .tqven ki dzalian nijieri xart.

 


№6 სტუმარი marina

ra saintereso da sud dros gaskvite panikahi gvagdeb .aba rodis gegirseba momdevno?sulmoutkmeli gelodebit.

 


№7  offline მოდერი zia-maria

Teo.
Vaime qalbatono Mzia ,dzalian momwons da gtxov ar daagviano .tqven ki dzalian nijieri xart.

მალე,ძალიან მალე ჩემო საყვარელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

marina
ra saintereso da sud dros gaskvite panikahi gvagdeb .aba rodis gegirseba momdevno?sulmoutkmeli gelodebit.

დაგიტოვეთ საფიქრალი ხომ? smirk kissing_closed_eyes მადლობა რომ კითხულობთ. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent