თავხედი ქმარი(7,8 თავი)
დილით მშვიდად გვეძინა ორივეს და დიდი ხანი არ გავიღვიძებდით,რომ არა ნინა!ღმერთო,რა გიჟია ეს გოგო.როდის უნდა დაჭკვიანდეს?დილის რვა საათზე რამ მოიყვანა?შეუჩერებელი კაკუნის შემდეგ ზლაზვნით ავდექი და კარი გავუღე.გაკრეჭილი ნინა დამხვდა,რომელსაც ხელში რაღაც პარკები ეჭირა. -შენ სულ გაგიჟდი გოგო?ამ დილაუთენია რა გინდა აქ?-თვალები დავუბრიალე და ღიმილი სახეზე შეახმა. -უიმე უჟმურო დედოფალო!სულაც არ მოვსულვარ შენთან რა.ჩემს სიძეს მოვაკითხე.სად არის?-ოთახში შემოვიდა,მაგიდასთან გაჩერდა და მერე მე შემომიტრიალდა. -ძინავს...გვეძინა,მაგრამ გაგვაღვიძე! -გამარჯობა ჩემო რაც კი არსებობს ყველაფრის ნათელო გამოსხივებავ-მოხდენილი ღიმილით გამოვიდა დემეტრე ოთახიდან.ნინამ რო დაინახა შეაფრინდა და კინაღამ ორივე ძირს გაიშხლართა.მთელი სახე დაუკოცნა და მოშორდა მერე როგორც იქნა.მე ადგილიდან არ ვიძროდი და ველოდი როდის შემამჩნევდნენ. -აბა რა ქენი ნინაჩკა გუშინ დაკერე ის ბიჭი ბოლოსდაბოლოს?-ხელიხელგადახვეულები დასხდენენ დივანზე და მე ვითომ არც ვარსებობდი. -აქეთ დამკერა რა!-ტუჩები მოკუმა ნინამ. -ოუ ბოდიში-ხელები აწია დემეტრემ დანებების ნიშნად და ორივეს გაეცინათ-გქონდათ ცეცხლოვანი ღამე?-წარბები აათამაშა დემეტრემ. -უფ,ცეცხლოვანზე ცეცხლოვანი-გადიკისკისა ნინამ.მერე დემეტრეც აყვა და უკვე თავი ამატკივეს.ბოლოს ჩავახველე ყურადღების მისაქცევად და გამომივიდა კიდეც.ალილუია! -უი კატუშ ტანსაცმელი მოგიტანე,თორე ხალათით სიარულს ხო არ დაიწყებ აქეთ-იქით. -მადლობთ ნინა.არ იყო შეწუხება საჭირო-უხეშად ვუთხარი,პარკებს ხელი დავავლე და ოთახში შევედი.არც ერთს გამოპარვია ჩემი "ეჭვიანობა".მოიცა რა ვთქვი?ეჭვიანობა-მეთქი?მე?მე ვეჭვიანობ ჩემ ბავშვობის დაქალზე?რა სისულელეა კატო,ცოტა გონს მოდი!ჯინსის მარალწელიანი შარვალი და შავი სვიტერი ჩავიცვი.ოთახში,რომ დავბრუნდი ესენი კიდე რაღაცაზე იცინოდნენ.მობეზრებულად გავხედე ორივეს და საუზმე შეუვუკვეთე.მალე ამოიტანეს "როგორც ყოველთვის".მაგიდა გავაწყვე და ბავშვებს დავუახე.ნუ რაღა ბავშვებს. -თუ გშიათ მოდით სანამ დრო გაქვთ,თორე მერე ვეღარაფერს შეჭამთ და დარჩებით მშივრები. -ნუ ხარ დამპალი!-შემომიბღვირა ნინამ.მე ყურადღება არ მივაქციე ისე დავიწყე ჭამა და მალე ისინიც შემომიერთდნენ. -ისე თაფლობისთვის გატარებას თბილისში აპირებთ?-იკითხა ნინამ და წყალი მოსვა.მე დემეტრეს გადავხედე. -არა რა თქმა უნდა.იტალიაში წავალთ ზეგ-ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა დემეტრემ. -სად?-თვალები გავაფართოვე მე. -იტალიაში-მშვიდად გაიმეორა მან. -არა მე არ წამოვალ! -შენ სულ გამოთაყვანდი გოგო?ბიჭს იტალიაში მიყავხარ,თან როგორ ბიჭს და ეს უარს ამბობს!ყველა ოცნებობს შენ ადგილზე ყოფნას და რა გჭირს?უიმე ჰო ვამბობ უჟმური დედოფალია! -ნინა შემეშვი! -თან იტალია შენი საყვარელი ქვეყანააა. -ნინა უბრალოდ არ შეგიძლია მოკეტო? -შენი საყვარელი ქვეყანაა? -ჰო მერე?-უხეშად ვუთხარი დემეტრეს. -არაფერი.აქამდე რატო არ მითხარი? -შენ რატო არ მითხარი აქამდე იტალიაში თუ მივდიოდით? -შენ ენას ნუ მიბრუნებ! -მინდა და გიბრუნებ! -სადაც საბრუნებელია ჯობია იქ აბრუნო წესიერად-ამის თქმა და ნინას ხარხარი ერთი იყო.დემეტრეც იღრიჯებოდა დებილივით.მე კიდე გაბრაზებული ვიჯექი და ალბათ ცეცხლებს ვყრიდი თვალებიდან. -დაგახრჩობ!ვერ გიტან!მეზიზღები! -ამდენი სითბოს გამოხატვაც არაა საჭირო ტას-ირონიულად გამიღიმა.ნინა ისევ ხარხარებდა. -ნინა მოკეტე თორე შენც მიგაყოლებ! -რაო კატუშ ვერ აბრუნებ წესიერად? -ხო ყველა შენნაირი გამოცდილი ვერ იქნება ნინაჩკა-დემეტრეს შერქმეული სახელით მივმართე და ამით ყველაფერი ვთქვი.მოკლედ და კონკრეტულად ორივეზე გაბრაზებული ვიყავი.ოთახში შევედი.ესენი კიდე ხარხარებდნენ და იმხელა ხმაზე,რომ საძინებელშიც შემოდიოდა ხმა.უკვე თორმეტი იწყებოდა.მე დედას დავურეკე მოსაკითხად.რამდენი ხანია არ მილაპარაკია,ალბათ ნაწყენია... -დე როგორ ხარ? -ოჰ გაგახსენდა დედაშენი შვილო? -და შენ გაგახსენდა შვილი დედა? -მე ჩემი შვილი სულ მახსოვს,უბრალოდ არ მინდოდა ცუდ დროს დამერეკა თქვენთვის. -მე კიდე არ მეცალა და ამიტომ ვერ დაგირეკე. -ჰო კატო მესმის შენი.მეც მასე ვიყავი ახალგათხოვილი.აბა რა ხდება როგორ ერთობით? -ახლა ნინაა აქ და დებილებივით იღრიჯებიან.მე ნერვებს მიშლიან. -რატო? -თითქოს ვერც მამაჩნევენ და ორივეზე ვეჭვიანობ. -ვაიმე რა გეშველება კატო-დედაჩემს გაეცინა. -დედა რაღაცას გკითხავ ოღონდ სიმართლე მითხარი და არ მომატყუუო კარგი? -რა ხდება კატო? -ჯერ დამპირდი,რომ არ მომატყუებ. -გპირდები. -დედა შენც იცოდი ეს ქორწინება ფიქტიური,რომ იყო და მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდებოდა? -კატო...მე... -დედა სიმართლე! -არა.თავიდან არა.როცა გათხოვდი მაშინ.ქორწილის დღეს მითხრა მამაშენმა. -გასაგებია... -შენ დემეტრემ გითხრა? -კი -კატო მე მამაშენს არ ვამართლებ და ეს რომ მცოდნოდა არც მივცემდი ამის უფლებას.თან დემეტრე ძალიან კარგი ბიჭია. -აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მამას ამ საკითხზე.ახლა უნდა წავიდე დე.გკოცნი და მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ კატო-არაფერი მითქვამს მობილური გავთიშე და ისევ მოვიწყინე.ოთახში გავედი.ნინა და დემეტრე კარტით რაღაცას თამაშობდნენ. -არ გინდათ სადმე გავიდეთ?მომწყინდა სულ აქ გამოკეტილი ყოფნა-ამოვიბუზღუნე და დივანზე დემეტრეს გვერდით დავჯექი.ის ჩემსკენ მოიწია,სახეზე ხელი ჩამომისვა და თვალებში ჩამხედა. -რა გჭირს ტასო? -მოვიწყინე-მივიწიე და თავი მხარზე დავადე.მან ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა.ნინა ამღვრეული თვალებით გვიყურებდა და არარსებულ ცრემლებს ხელის გულებით იმშრალებდა. -რა საყვარლები ხართ თქვენ არ იცით... 8. ორი დღის შემდეგ... მე და დემეტრე თბილისის აეროპოტში ვდგავართ.რეგისტრაციას გავდივართ და მალე აღმოვჩნდებით საფრენ ბილიკზე,მერე თვითმფრინავით მაღლა ღრუბლებში და ბოლოს იტალიაში.ჩემ საყვარელ ქვეყანაში.რატომ მაინც და მაინც ის?არც მე არ ვიცი.უბრალოდ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ამ ქვეყანაზე.ყველას ხომ თავის ამოჩემებული "რაღაც" ქვეყანა ან ქალაქი აქვს,ჰოდა მე იტალია ამოვიჩემე. რეგისტრაცია გავიარეთ და უკვე თვითმფრინავში ვზივართ.ვგრძნობ როგორ მეძაბება სხეული.მეშინია?არა არ მეშინია.პირიქით აფრენის და დაფრენის მომენტი ყველაზე მეტად მიყვარს.უბრალოდ ასე მჭირს ხოლმე. -ხელი მომკიდე!-უსიტყვოდ ავხლართე დემეტრეს თითებში ჩემი თითები და მაგრად მოვუჭირე.ასე ვიმგზავრეთ რამდენიმე საათი. საოცარი ქვეყანაა იტალია.მართალია საყვარელი ქვეყანა იყო,თუმცა არასდროს ჩამოვსულვარ აქ.სულ სხვა ქვეყნებს ვსტუმრობდი ხოლმე.მინდოდა ჩემთვის ძვირფას ადამიანთან ერთად დამეთვალიერებინა თითოეული კუთხე-კუნჭული.დღეს კი დემეტრესთან ერთად ვიდექი მილანის ერთ-ერთ ქუჩაზე.ანუ დემეტრე ჩემთვის ძვირფასი ადამიანია?არ ვიცი...შეიძლება.შეიძლება კი არადა კი,იმიტომ რომ ახლა აქ არ ვიდგებოდი მასთან ერთად... მილანის Maison Moschino პრესტიჟულ სასტუმროში დავბინავდით.ძალიან მომეწონა აქაურობა.საძინებლის დიზაინი რაღაც განსხვავებული და უცხო იყო,მაგრამ ორიგინალური და დახვეწილი.ისედაც ნათელ ოთახს თეთრი სადა ფარდებიდან შემოსული მზის სხივები უფრო ნათელს ხდიდა.დიდი საწოლი იდგა,რომელსაც წითელი თეთრეულო ამშვენებდა.თითქოს ვარდის ფურცლებისგან იყო გაკეთებული.ოთახის მარჯვენა კუთხეში თეთრი მინის მაგიდა და ორი სკამი იდგა.მარცხენა მხარეს კი წითელი დივანი იდგა ასეთივე ფერის პატარა კრესლოებით.სამი თეთრი ფერის კარი იყო.ერთი სააბაზანოსი,მეორე შემოსასვლელი მთავარი ოთახიდან და მესამე აივანზე გასასვლელი.ისე მომეწონა აქაურიბა ვინმეს სიცოცხლის ბოლომდე აქ დარჩენა რომ შემოეტავაზებინა დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი. -მოგწონს? -საშინლად!ყველაფერი ძალიან მაგარია!-პატარა ბავშვივით მიხაროდა და აქეთ-იქით ვხტუნავდი სიხარულისგან.დემეტრეს კი ჩემს ასეთ საქციელზე ეცინებოდა.ცოტა დავისვენეთ და მერე ჩენი დაჟინებული თხოვნით იტალიის დასათვალიერებლად წავედით.ყველა ადგილი ძალიან მომეწონა სადაც კი ვიყავით.ისეთი ლამაზი და ორიგინალურია აქაურობა.ყველაფერი მოწესრიგებული და შესანიშნავია.ხალხიც არ არის ცივი.კაფე-ბარებიც ძალიან მომეწონა.ერთი სიტყვით ყველაფერლმა დიდი შტაბეჭდილება დატოვა ჩემში. ნელ-ნელა მივუყვებოდით მილანის ქუჩებს და მონტენაპოლეონესსაც მივუახლოვდით. სამოთხე "შოპაგოლიკებისთვის".მართალია,ფასები აქ “ალტა-მოდას” მაღალი სტანდარტების შესაბამისია,მაგრამ სუფთა მილანური სუვენირების შეძენა მაინც შეიძლება. -წამო შევიდეთ და აარჩიე შენთვის რამე. -არ მინდა.სახლში წავიდეთ. -ტასო!არ გამაბრაზო იცოდე-ხელი მომკიდა და MOSCHINO-ს მაღაზიაში შემათრია. -შენ უბრალოდ ხელი დაადე რაც მოგწონს. -დემეტრე რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? -იმიტომ,რომ მინდა! -მიღებული ქონება გინდა ასე გაანიავო და მადლობის ნიშნად მიყიდო რაც მომინდება?-აშკარად არ უნდა მეთქვა ამდენი.ისე გაბრაზდა მეგონა იქვე მომიღებდა ბოლოს.უცებ გამომიყვანა მაღაზიიდან.მე ხმას არ ვიღებდი.სასტუმროში,რომ მივედით და ღრიალი დაიწყო ალბათ ხვდებით რა სახით ვიყავი. -შენ გინდა მოთმინებიდან გამომიყვანო?რატომ მახსენებ სულ იმას,რომ ჩემი ცოლი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ქონების მისაღებად ხარ?რატომ იმცირებ თავს?რა გინდა ტასო?ვცდილობ თავი ჩვეულებრივ ნივთად არ გაგრძნობინო,რომელსაც მხოლოდ გამოსაყენებელი მნიშვნელობა აქვს და შენ ამის საშუალებას ა რ მ ა ძ ლ ე ვ!-ბოლო სიტყვები დამიმარცვლა და უფრო ხმამაღლა თქვა ვიდრე დანარჩენი. -მე უბრალოდ იმას ვამბობ რაც სიმართლეა.თუ არ გსიამოვნებს შეგიძლია არ მომისმინო ან უბრალოდ გაატარო!-მეც ვუყვირე და ჩემს ოთახში შევედი.არასდროს,არასდროს არ მიტირია ასეთი სისულელეების გამო,მაგრამ შეიძლება არც იყო სისულელე თორე არ ვიტირებდი.ცოტა ხანში დემეტრე შემოვიდა ოთახში,ამჯერად დალაგებული და მშვიდი სახით. -ტასო ბოდიში რა.არ უნდა მეყვირა ასე.ურალოდ ძალიან გავბრაზდი და არც შენ ხარ მართალი-ვეთანხმებოდი.პირველად ვეთანხმებოდი,რომ მეც დამნაშავე ვიყავი.უცებ ავდექი საწოლიდან და მთელი ძალით ჩავეხუტე.არაფერი მითქვამს და არც იყო რამის თქმა საჭირო.ისედაც მიხვდა ყველაფერს ჩემი დემე.გამიღიმა და თავზე მაკოცა-ჩემი დებილი.იცოდე აღარ გამაბრაზო თორე არ შეგირიგდები და მარტო ყოფნა მოგიწევს უცხო ქვეყანაში. -უცხო ქვეყანაში რატო? -წავალ და აქ დაგტოვებ. -ვერსადაც ვერ წახვალ! -ოჰ,ვითომ რატო? -იმიტომ,რომ ვერ გამიმეტებ დასატოვებლად-ნიშნისმოგებით ავხედე.მას გაეღიმა. -მაგასაც ვნახავთ!-ცხვირზე მაკოცა და ისევ გავიტრუნე მის მკლავებში.არ ვიცი რატომ მაგრამ ისე ვგრძნობ თავს თითქოს მთელი ცხოვრება ამ ადამიანს ვიცნობდი და ჩემი ახლო მეგობარი იყო. -მშია...შენ არ გშია? -არა -მე მშია! -მოამზადე მერე რამე. -აუ მეზარება... -მე მოგიმზადო? -ჰო-თვალები გამიბრწყინდა მე. -მეც რო მეზარება? -ო,კაი აღარ მშია.წავალ ვიბანავებ და მერე დაწვები-ამოვუდუდღუნე გაბუტული ბავშვივით და თვალები დავხარე. -კაი მოგიმზადებ.შენ იბანავე და მერე გამოდი.შიმშილით ვერ მოვკლავ ჩემ ცოლს-ისე გამიხარდა ეს,რომ მითხრა გაუაზრებლად ლოყაზე ვაკოცე-მე ქმარი ვარ თუ პროპკა?რა ლოყაზე მკოცნი,ე-გამეცინა მის ნათქვამზე და მოვშორდი. -საჭმელს,რომ მომიმზადებ მერე! -ისე საჭმელს ერთი პირობით გიმზადებ იცოდე. -რა პირობით? -რომ ჩამოხვალ გეტყვი. -აუ ახლა რა... -არა!წავედი მე არ მცალია ცოლს საჭმელი უნდა გავუკეთო-სიცილით გაიხურა კარი.მეც გამეღიმა მის საქციელზე.მერე სააბაზანოში შევედი.ცხელმა წყალმა ცოტა დამამშვიდა.გამოსვლისას ხალათი მოვიცვი მოკლე პენუარზე და სამზარეულოში გავედი.დემეტრე მაგიდასთან იჯდა და მელოდებოდა.მივუახლოვდი და სუფრას გადავხედე,რომელსაც ბევრი კერძი ამშვენებდა. -ამდენი რაღაც ასე უცებ როგორ გააკეთე?-გაკვირვებული თვალებით ვუყურებდი მე. -ასე უცებ?ერთი საათია გელოდები.მეგონა დაგეძინა.რას აკეთებდი ამდენ ხანს? -ვბანაობდი დემეტრე!-თვალები ავატრიალე მე-და თუ ამდენი ხანი მელოდი და ნერვიულობდი ვერ შემამოწმე მერე?-გამოტენილი პირით ვკითხე მე. -ო,მერე ეგ შემოწმება კარგად არ ჩაივლიდა-გამომცდელად შემომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -რა თავხედი ხარ! -სულაც არა. -გაჩუმდი და მაცადე მშვიდად ჭამა! ******** ყველანაირად ვეცადე დიდი თავები დამედო. ხვალიდან(სკოლის გამო) ხშირად ვეღარ დავდებ, მაგრამ ვეცდები,რომ ძალიან არ დავაგვიანო. დიდი მადლობა ყველას ბავშვებო,ვინც სულმოუთქმელად ელით ხოლმე ახალ თავს და მოგწონთ. ძალიან საყვარლები ხართ ყველა და უკვე ვგიჟდები თითოეულ თქვენგანზე! lollipop შენი კომენტარი,რომ მხვდება ხოლმე ყოველი თავის ბოლოს ისე მიხარიაა...თან ყოველთვის გულწრფელი,რომ ხარ ეს უფრო მახარებს! neneusi აი შენ ძალიან საყვარელი ხარ! თითოეული შენი თბილი და ტკბილი სიტყვა მაბედნიერებს მე! mtirala var,swimminger თქვენი თბილი კომენტარები მაძლევს მე სტიმულს! და საერთოდ ყველა ბავშვებო,ვინც ჩემს ისტორიას კითხულობთ უბრალოდ მაბედნიერებთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.