ყველაფერი ისევ შენთვის (6)
წავიდა, დამტოვა. აღარ ვუყვარვარ... მაგრამ ჩემი ბრალიცაა. რაც ჩამოვიდა არანაირად არ მიცდია ხელის შეწყობა. ახალი წელი ერთად არ გაგვიტარებია, მის ოჯახზე უარყოფითს ვლაპარაკობდი, მიუხედავად ყველაფრისა მასაც შეეძლო ცოტა ხელი შეეწყო. ჩემთვისაც რთულია, მეც მარტო ვიყავი 2წლის განმალობაში და ისიც. მეც გაბრაზებული ვარ და ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. ეხლავე მივდივარ და ჩემი შვილი მომყავს სახლში. მაშინვე ჩავიცვი და წავედი ირმასთან. კარზე დავაკაკუნე და ირმამ გააღო. ისეთი სახე მქონდა ეტყობოდა რომ იცოდა მე და ირაკლის შესახებ. -ლაშა, დე! მივდივართ-დავუყვირე ლაშას და ისიც ჩემკენ გამოიქცა. -ლაშა არსად არ მოდის. -რას ქვია არ მოდის? ის ჩემი შვილია. -და ირაკლის, მას აქვს უფლება ბავშვი ყავდეს სახლში ღამით. -მაგას მე და ირაკლი მოვაგვარებთ, ლაშა წავედით. -არა მეთქი-ლაშას ხელი მაგრად მოკოიდა რაზეც ლაშამ ტირილი დაიწყო. ოთახიდან გიორგი გამოვიდა. -ირმა, ბავშვი გაატანე. -არა, გაეთრიოს დროზე. მას ეს ბავშვი არც უნდოდა, აქ ტოვებდა. -მე არ ვტოვებდი ლაშას აქ!! -შენ ის არ გიყვარს!! არც ირაკლი არ გიყვარს!-მიყვიროდა ირმა. -ირმა!!! დროზე გაუშვი ბავშვს ხელი სანამ ნერვები ამშლია-ირმამ არ გაუშვა ლაშას ხელი და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა. ტირილი ამივარდა, ძირს დავემხე და ვერ ვდგებოდი. გიორგი გამოვიდა და ადგომაში დამეხმარა. -გპირდები, საღამოს მოგიყვან სახლში, წადი დაისვენე და საღამოს ლაშა შენთან იქნება. -არა, ეხლა... ჩემი შვილი-ტირილს ვერ ვწყვეტდი. -მაშა, სახლში წადი. მოგიყვან-გიორგისთვის არც მომისმენია ისე გავბრუნდი და გავედი სადარბაზოდან. სახლში განადგურებული მივედი, ვერ ვიჯერებდი რომ ირაკლი ესეთ რამეს მიკეთებდა. ბავშვს მართმევს.. თვითონ წავიდა მე ხო არა... ლაშას როგორ მართმევს. არ ვაპატიებ ამას. რამე უნდა გავაკეთო, ირმას ჩემ შვილს არ დავუტოვებ, ჩემი გაჩენილი და ჩემი გაზრდილია!! არა, არა... სახლში ავედი და კარი ჩავკეტე. გახდა 6საათი, 7საათი და ლაშა არსად არ ჩანდა. ორჯერ სახლში და 3 ჯერ ირაკლისთან დავრეკე. არავინ არ აიღო.ვიფიქრე ერთი დღეც დაველოდებოდი თქო. მეორე დღეს გა ღამის თორმეტ საათზე მივხვდი რომ უვკე ამდენს ვეღარ გადავიტანდი. -ხო მაშ? -კოტე... -რა ხმა გოგო რა მოხდა? ტირილს ძლივს ვიკავებდი. -ირაკლის ოჯახი... ლაშას არ მიბრუნებს. -რას ქვია ლაშას არ გიბრუნებს?!! -გუშინ დედამისთან დავტოვე... დღეს დილით მე და ირაკლიმ ვიჩხუბეთ... და ირმა აღარ მიბრუნებს ლაშას. -რააა? თავი რას მიარტყეს მაგათმა. ეხლავე მოვდივარ არ ინერვიულო-დაკიდა ყურმილი და მაშინვე ჩემთან მოვიდა. მე ტირილისგან თვალები სულ აწითლებული მქონდა, ზომბს ვგავდი. -წავედით. -სად? -მაგათთან. -12საათია, ეძინებათ. -ამ ჩემ ყ***ს სასამართლო როცა გადაწყვეტს რომ მათ უნდა ყავდეთ ლაშა მერე ყავდეს, მანამდე ლაშა შენთან იქნება!-ხელი დამავლო და გარეთ გამიყვანა. მანქანაში ჩავჯექით და ირაკლის სახლში წავედით. მთელი გზა მანქანას გიჟივით ატარებდა. ვიცოდი რომ კოტე ყოველთვის მიშველიდა, მისთვის ოჯახი ყველაფერს ნიშნავდა. მშობლებს ვერ დავურეკავდი რადგან მათ გული გაუსკდებოდათ. მივედით და კოტემ კარზე დააკაკუნა, 2ჯერ, 3ჯერ და შემდეგ უკვე ბრახუნი დაიწყო. კარი ლადომ გააღო, მის უკან ირაკლი და გიორგი იდგნენ. ირაკლის ხელში ლაშა ეკავა. -დროზე, დაუბრუნეთ ბავშვი ჩემ დას, თორე ჩემ ორ შვილს გეფიცებით ისეთ რაღაცას მოგიწყობთ მთელ ოჯახს რომ დაგერხევათ-კოტეს ისეთი ხმა ჰქონდა მეთითონაც შემეშინდა. -მე კიდე პოლიციას გამოვიძახებ, რას მივარდები ღამის თორმეტ საათზე სახლში!-დაიყვირა ლადომ. -თქვენ შვილი წაართვით ჩემ დას და პოლიციას რომ გამოიძახებ ზუსტად მაგას ვიტყვი, კიდე ბევრ რამეს და დამიჯერეთ სასამართლომდე მივიტან საქმეს და მერე ბავშვს ვის დაუტოვებენ მემგონი ვხვდებით ხო? დედას ენიჭება ყოველთვის უპირატესობა მითუმეტეს მაშინ როდესაც მამა დიდხანს არ უნახავს ბავშვს, მას არაა მიჩვეული და მან არ იცის მისი მოვლა. დროზე ბავშვი. -შენ ბიჭო შ** ხო არ გაქ?-წინ წამოიწია გაბრაზებული ირაკლი-ძმით მემუქრები? ყოჩაღ შენ? -ბავშვი მომიყვანე-ძლივს ვუთხარი. ახლა უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, არ უნდა დაენახა ჩემი სისუსტე. -არა. არ იმსახურებ ბავშვს. -დედა-ამოიკვნესა ლაშამ და ტირილი დაიწყო.კოტემ ირაკლის სახეში მუშტი გაარტყა და ბავშვი ხელში აიყვანა. მაშინვე გამოვართვი და სახლიდან გავედი. ირაკლი გამომეკიდა მარა კოტემ შეაჩერა. -ხელს ახლებ ჩემ ოჯახს და ვერ იცოცხლებ!! -რატომ ერევი?!! შენ ოჯახს მიხედე, მე და მაშა მეთითონ მოვგვარდებით!!-დაიყვირა ირაკლიმ. -ხოდა ბავშვის ჩარევის გარეშე გააკეთე ეს ყველაფერი,ლაშას ესეთ ტრამვას ნუ აყენებ. არ ვიცი რა მოხდა მარა ეს ლაშას გარეშე მოაგვარეთ გესმის?!-დაუყვირა კოტემ და გამოვიდა გარეთ. მანქანაში ჩაგვსვა და სახლში წაგვიყვანა. მთელი გზა ლაშა გულში ჩაკრული მყავდა. ღამით კოტემ ჩემთან დარჩენა გადაწყვიტა. მან დაიძინა და მე მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ლაშა მყავდა გულში ჩაკრული და ესე ვიწექი სანამ დილით 6სსაათზე არ ჩამეძინა. დილას 11ზე გავეღვიძე, ლაშასაც ეძინა. ღამე ეტყობა მანაც გვიან დაიძინა. ჩუმად ავდექი და სამზარეულოში გავედი. კოტე ყავას სვამდა. -ძინავს? -ხო, ეტყობა ძალიან დაიღალა. -ალბათ. ირაკლის არ დაურეკავს? -არა. არ ვიცი რა გავაკეთო. -რა ვიცი ვერაფერს გირჩევ, პროსტა ლაშა არ ჩარიოთ რა. -ევა სადაა? -ბაკურიანში, ბავშვები წაიყვანა და მე სამსახურის გამო ვარ აქ. დღეს მეც ავდივარ. წამო შენც. ცოტა დაისვენებ, გულს გადააყოლებ. -ცუდი არ იქნებოდა... ლაშა? -ლაშაც უნდა წამოიყვანო, გაერთობა მათე და ლუკასთან ერთად. -ხო, ფულს გამოვიტან ბანკიდან და წამოვალ. -1-2საათში გავდივართ, მერე ძაან მოყინავს. -კაი, ჩავალაგებ. ფაფას დავადგამ გაზზე და ორი წუთი უყურე არ დამეწვას რა-ოთახში შევედი და ჩალაგება დავიწყე როდესაც ლაშა მომახტა უკნიდან და ხელს არ მიშვებდა. -დეე გაიღვიძე?-ხელი მოვკიდე და კალთაში ჩავისვი. -ჰო-ეტყობა კარგ ხასიათზე იყო. -დე ეხლა წავალთ ბაკურიანში, იქ ბევრი თოვლია და მოგეწონება. -მამა მოვა? -არ ვიცი. ალბათ არა, იქ ბევრი თოვლია. -იეე-დაიყვირა ლაშამ და სამზარეულოში გაიქცა. მე ჩავალაგე ბარგი და გამოვიცვალე ტანსაცმელი. შემდეგ მეც ლაშას მივყევი.მას უკვე დამთავრებული ჰქონდა საუზმე, კოტეს ეთამაშებოდა. -დე, წამო გამოვიცვალოთ-ლაშასაც ჩავაცვი და უკვე მზად ვიყავით. შემდეგ ჩავჯექით მანქანაში და ჯერ კოტესთან გავედით და მისი ნივთები ავიღეთ შემდეგ კი ბაკურიანის გზას დავადექით. მე და ლაშა უკან ვიჯექით, ლაშა სპეციალურ სკამში იჯდა და სათამაშოებით თამაშობდა. მოულოდნელად ირაკლიმ დამირეკა. -ალო? -სად ხარ? -1-2დღით ლაშა ბაკურიანში მიმყავს. -ისე რომ მე არაფერი მითხარი?!! -მოგწერე, ტელეფონს თუ შეამოწმებ მიხვდები. -უნდა ვილაპარაკოთ. -რომ ჩამოვალ მერე, ეხლა დასვენება მინდა, მეც და შენც. -მე ჩემი შვილი მინდა. მინდა მქონდეს მისი ნახვის უფლება. -გთხოვ, ეს ორი დღე მაცალე, მოვალ გონზე და მერე ვილაპარაკოთ. შენ 2დღე გყავდა უკვე ლაშა, ახლა ჩემი ჯერია. მაცადე ჯერ. -მე ორი წელია შვილი არ მინახავს!! -მე ორ წელზე მეტია ვირივით ვმუშაობ, დასვენება მეკუთვნის მემგონი!!-ვთქვი და გავთიშე. ლაშა გაკვირვებული მიყურებდა. მე მის თანდასწრებით არ ვყვიროდი ხოლმე-მაპატიე დე... უბრალოდ გავბრაზდი. -რატო ყვირიხარ?-ისვე მკითხა ლაშამ. -აღარ ვიყვირებ, გპირდები-შუბლზე ვაკოცე და ფანჯრისკენ მივბრუნდი. -მაშა, მემგონი დროა ცოტა გონზე მოხვიდე-მითხრა კოტემ-არ მომწონს შენი მდგომარეობა. დახმარება გჭირდება. -არა, მალე კარგად ვიქნები. -იმედი მაქვს, თორე ეს ლაშაზეც მოქმედებს. -ხო... მართალი ხარ-კოტე მართალი იყო, ჩემი მდგომარეობაც მოქმედებდა ბავშვზე, რო ვერ ამბობდა იმას არ ნიშნავდა რომ ვერ ხვდებოდა. გრძნობდა რომ შინაგანად ვნადგურდებოდი. როგორც იქნა მივედით, კოტეჯი არც ისეთი პატარა იყო, სახლს სამი ოთახი გააჩნდა. ერთ საძინებელში კოტე და ევა იყვნენ, მეორეში ბავშვები, მესამეში კი მე და ლაშა უნდა დავბარგებულიყავით. ყველაზე მაგარი ჰაერი... ღმერთო როგორ მიყვარს ბაკურიანი. სიცივე, თოვლი, მოღუშული ამინდი... ეს ყველაფერი ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს და ამავდროულად მამშიდებს. ლაშასაც მოეწონა ბაკურიანი, ერთი სული ჰქონდა როდის გავიდოდით გარეთ სასეირნოდ. შევპირდი ციგაზე დაგსვამ თქო. დავლაგდით და შუა დღეს ლაშა დავაძინე, მეთითონ კი 1საათით გარეთ გავედი. ცოტახანში კანატკასთან მივედი და ფეხზე თხილამურები ჩავიცვი. თხილამურებით სრიალი ჩემი საყვარელი საქმეა. კანატკას ავყევი ბოლომდე. -პირველად სრიალებ?-უკნიდან ბოხი, სასიამოვნო ხმა მომესმა. -უკაცრავად?-შევტრიალდი და დაახლოებით ჩემი ასაკის კაცი დამხვდა. ახოვანი, ქერა და კარგი შესახედაობის. ერთი სიტყვით ის იმ ადამიანს გავდა რომელიც ყველა გოგოს ოცნებაა. -მაპატიე, ალბათ შეგაშინე. -არა, არ შეგიშინებივარ. -მე იოანე მქვია. -მაშა. არა, საერთოდ კარგად ვსრიალებ მაგრამ ეხლა მეშინია. დამავიწყდა, 2წელზე მეტია ბაკურიანში არ ვყოფილვარ. -მე ოდნავ წინ წავალ და შენ მომყევი, 7წლიდან თხილამურებზე ვდგავარ, დაგეხმარები. -თუ 8ის არ ხარ, თანახმა ვარ. -არ ვარ, უკვე გავიზარდე. 11ის ვარ!-გაეცინა, მეც ზრდილობის გამო გავიცინე. მეც გავყევი და მთელი გზის განმალობაში იოანე არ მომშორებია. -მეორეჯერ შენთითონ? -ხო, ასე თუ ისე გამახსენდა. გინდა შევეჯიბროთ? -შანსი არ გაქვს. -ნუ... დამიჯერე მაქვს. წაგებული... -წაგებული პატიჟებს მოგებულს ვახშამზე ან რამე ეგეთზე, სადმე კაფეში. -კარგი. მე ტკბილეული მიყვარს-თვალი ჩავუკარი და კანატკას ავყევი. მალე ზემოთ ავედით და დავიწყეთ შეჯიბრი. მთელი სისწრაფე ავკრიფე, პირველად ვირგძენი თავი ესე მხიარულად. გავასწარი და რომ მივედი სტოლბას მივეყრდენი და მაცდური ღიმილით დაველოდე. რომ ჩამოვიდა თავი დახარა და გაეღიმა. -სად დაგპატიჟო? -სადაც გინდა, უბრალოდ დაიმახსოვრე რომ აქ მხოლოდ 2 ან მაქსიმუმ სამი დღით ვარ. -როგორ მოგძებნო? -ფეისბუქში მომძებნი და ისე. -არ მაქვს. -რა? -არ ვარ თანამედროვე ბიჭი, არ მიყვარს ეს სოციალური ქსელები. -კარგი, ნომერს ჩაგაწერინებ-და ჩემი ნომერი მივეცი. შემდეგ სახლში მივბრუნდი. 1საათზე მეტი იყო გასული. ლაშა ახალი გაღვიძებული იყო. შიგნით გაბადრული შევედი და ევა და კოტე გაკვირვებულები მიყურებდნენ. -რა მოხდა? -არაფერი, გავერთე. -მაგას ვხედავთ მაგრამ ვინმესთნ ერთად?-მკითხა ევამ. -ხო. -მაშა-მკაცრად მითხრა კოტემ და თითი დამიქნია-ქმარი გყავს. -ვიცი, არაფერი ისეთი. უბრალოდ გავერთე, არ მაქ უფლება? -კი, მაგრამ დაიმახსოვრე ქმარი გყავს. -ვიცი და ვეცდები არანაირად არ გადავიდე ზღვარს. -ეცდები არა, გააკეთებ. ლაშა წამოგაყვანინე მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერში მხარს გიჭერ, ქმარი არის ქმარი. სანამ არ გაშორდები არ უღალატო. -გავიგე კოტე. -სულ გაყინული ხარ, გამოიცვალე და ჩაის დაგალევინებთ-მითხრა კოტემ. ოთახში გავედი და გამოვიცვალე, შემდეგ გავედი და ჩაი უკვე მაგიდაზე დამხვდა. -მე და ევა გავალთ, 25იანებზე ვიქნებით, ბავშვებს ვაციგავებთ შენც მოდი რო დაისვენებ. ლაშაც მიმყავს. -მოიცა, პირველად მე მინდა ციგაზე დავსვა, დამიტოვე და 15წუთში წამოვალთ-ლაშა მოიღუშა მარა დამთანხმდა. მალე დავლიე ჩაი, მეორე კურტკა ჩავიცვი და ლაშა წავიყვანე. ციგაზე ერთად დავჯექით და ვსრიალებდით. -კიდე რაა!-ყოველი ჯერის შემდეგ მთხოვა ლაშა, ბოლოს კაფეში დავჯექით და ბავშვებს ნამცხვრები შევუკვეთეთ. -ამას ქვია დასვენება-თქვა ევამ. -მე არც დავღლილვარ, ლაშას აღზრდა ჩემთვის დაღლა არაა. -შენ ერთს ზრდი, მე კი ორს-მითხრა ევამ. -არც მეორე გამიჭირდება-უცებ გულისრევა ვიგრძენი და აბაზანაში გავიქეცი. სახე დავიბანე და შემდეგ დავბრუნდი. -კარგად ხარ?-შემომხედა ანერვიულებულმა კოტემ-ფერი არ გადევს, სახლში ხო არ წავიდეთ? -არა, კარგად ვარ. უბრალოდ მოვიწამლე, სახლში ძველი პური ვჭამე. -კაი, რო მივალთ რამეს მოგცემ-მითხრა ევამ. -მადლობა. -დე კაქად ხარ?-ამომხედა შოკოლადით პირმოთხუპნულმა ლაშამ. -კი, დე პირი მოიწმინდე-სალფეტკი მივეცი,მინდოდა ნელ-ნელა რაღაცეები ესწავლა. -დედამ დარეკა, როცა ჩამოხვალთ ბაკურიანიდან მე მოვალ თქვენთანო. საახალწლოდ ლაშასაც ვნახავ ბარემო. -კაია. ლაშასაც მოენატრა ბებო ხო დე? -კი-მიპასუხა ლაშამ და განაგრძო ნამცხვრით მოთხუპნა. -მემგონი დროა წავიდეთ, მალე ამათი ძილის დრო მოვა. ამ დროს ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა. -ალო? -მაშა? -რომელი ხარ? -უკან გამოიხედე-ჩემ უკან იოანე იდგა ბავშვით ხელში. მე მისკენ წავედი-საიდან? -აქ დავდივართ ჩვენც, კაი საჭმელი აქვთ. ნიკას მოსწონს. -ნიკას? -ჩემ შვილს-ეხლა გასაგებია ეს ვინაა. -აა... რამდენი წლისაა? -2ის. -მეც მყავს შვილი, წლინახევრისაა. ლაშა ქვია. -და ბავშვის მამა? -თბილისშია. -იგივე შემილია ვთქვა ნიკას დედაზეც. -თქვენ გაყრილები ხართ? -არა. სამსახურშია ჩემი ცოლი, შენი ქმარი რატო არაა აქ? -რავი, ცოტა ვიჩხუბეთ და შვილთან და ძმასთნ ერთად დასასვენებლად წამოვედი. -აა, გადმოჯექი ცოტახნით ჩვენთან. ლაშა და ნიკაც გაერთობიან. -ეხლავე-ჩემ მაგიდასთან მივბრუნდი, სადაც გაბრაზებული კოტე დამხვდა. -მაშა. -ცოლი ყავს და შვილი. ლაშაზეც ვუთხარი, ქმარზეც იცის. უბრალოდ ცოტახნით გადავჯდები თქვენ მაინც მიდიოდით. კოტე ცუდად არ მიიღო მაგრამ ახლა ვინმე მჭირდება ზუსტად ისეთი გამოცდილებით როგორიც მე მაქვს. მას ჩემნაირი ცხოვრება აქვს, მასთან ლაპარაკი რატომღაც მამხიარულებს, ოჯახი ყავს, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობარია. -კარგი, წადი. ლაშას ხელი მოვკიდე და იოანეს მაგიდასთან გადავჯექი. ნიკა და ლაშა მართლაც კარგად აეწყვნენ ერთმანეთს. -მომიყევი შენს შესახებ-მთხოვა იოანემ. -ნუ ქმარზე იცი, ირაკლი ქვია. 2წლის უკან ეგ და მაგისი ძმის ცოლი მოიტაცეს, ანუ ჯერ მისი ძმის ცოლი მოიტაცეს, შემდეგ კი ირაკლი მის მოსაძებნად წავიდა და დაიკარგა კი არადა მოიტაცეს. შემდეგ 2წელი არ გამოჩენილა, 1კვირის უკან ვიპოვე და უკვე ვიჩხუბეთ. იოანე გაშტერებული მიყურებდა. -ვიცი, შეგაშინე. -არა, უბრალოდ ესეთ ისტორიას არ ველოდებოდი. -ხო... მაგის ძმის ცოლს ბევრი გიჟი თაყვანისმცემელი ყავს და... -გასაგებია. -ეხლა შენ მოყევი შენზე. -მე ნარკოდილერი ვარ, მყავდა 3ცოლი. -მართლა? -არა, შენ ისტორიას მინდა ვაჯობო-ამაზე ორივეს გაგვეცინა-არა, ერთადერთი ცოლი მყავს, 21წლის რო ვიყავი მაშინ მოვიყვანე, 15წლიდან ერთად ვიყავით, ხან ვშორდებოდით ხან არა. ერთხელაც სახლში მივადექი და მისი მშობლების წინ დავუჩოქე და ცოლობა ვთხოვე. მერე ნიკა გაჩნდა. რაც ცოლად მოვიყვანე ერთხელ არ გვიჩხუბია. -საინტერესოა. რა ქვია? -ნატალი. ნატას ვეძახი მე. -შენხელაა? -2წლით პატარა. -მოიცა ანუ რო პირველად... 13ის იყო? -ხო, მაშინ ბევრი დამცინოდა კიდეც იმ აღუასგან რა გინდაო, მარა მე კაკრას ეგ მომწონდა რომ არ მალავდა თავის ასაკს და არ ითხაპნიდა თავს მაკიაჟით. -ხო, ბევრი არ არის დღეს ეგეთი. -თბილისსში გაგაცნობ. -დიდი სიამოვნებით გავიცნობ-მთელი საღამო სასიამოვნოდ ვილაპარაკეთ ბოლოს უკვე მივხვდი რომ გვიანი იყო და ლაშას ეძინებოდა, იოანემ კი სახლში მიგვიყვანა. ლაშა დავაძინე და სამზარეულოში გავედი. ევასაც ეძინა, ის უკვე ადვილად იღლებოდა და სულ წუწუნებდა. მალე მეც დასაძინებლად წავედი. შუა ღამეს გამეღვიძა, ძილის შებრუნება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა. იმ მომენტში ირაკლი გამახსნედა, მასზე დავიწყე ფიქრი, საშინლად მომენატრა. ავდექი, კოტეს მანქანის გასაღები ავიღე და 25იანებზე წავედი. ყველაფერი დახურული იყო, ირგვლივ არავინ ჩანდა. მანქანიდან გადმოვედი და რაღაცის ლოდინი დავიწყე, უცებ წინიდან მანქანის შუქი დავინახე, თან დანა მქონდა ამოღებული, მაინც მეშინოდა მარტო სიარული. მანქანიდან სილულეტი გადმოვიდა, მას დავუმიზნე დანა. -არ მომიახლოვდე! ხელში დანა მაქვს!!-შეშინებული ვუყვიროდი და იმასაც ვერ ვხვდებოდი რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, უცებ დანა წამართვა და მხოლოდ შემდეგ მივხვდი რომ ეს ირაკლი იყო. -და ბამ, შენ მკვდარი იქნებოდი. ამ დანით მტერს ვერაფერს დააკლებ თუ მისი გამოყენება არ იცი-მე ლაპარაკი აღარ ვაცადე და ჩავეხუტე. -მაპატიე.... მაპატიე-თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. მანაც წელზე შემომხვია ხელები და მთელი ძალით მიმიზიდა მისკენ. -არაუშავს, მეც მაპატიე-არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექით ესე, მაგრამ მალე მივხვდი რომ ვიყინებოდი-იქნებ წავიდეთ სადმე? -ხო. -მე ჩემ მანქანაში ჩავჯდები და შენ შენსაში-ესეც მოვიქეცით და ერთ კოტეჯში მიმიყვანა. მის ოთახში შევედით და დავწექით.... დილით... რაღა დილით... შუა დღეს ტელეფონს რომ დავხედე 20გამოტოვებული ზარი დამხვდა, კოტე... კოტე... კოტე... კოტე... კოტე... კოტე... იოანე... კ.. მოიცა რა? იოანე? კაი გავაგრძელოთ... კოტე... კოტე... კოტე... ევა... კოტე... ნუ მოკლედ კოტე, ევა და იოანე. კოტეს მივწერე კარგად ვარ და მოვალ თქო, შემდეგ ისევ საშინელი გულის რევა ვიგრძენი და აბაზანაში გავიქეცი. მერე ტანზე გადავივლე და ხალათი ჩავიცვი. როდესაც გამოვედი ირაკლის უკვე ეღვიძა. -რამე მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -არა, არაფერი. -მოდი ჩემთან-მისკენ მიმიზიდა და გულში ჩამიკრა-როგორ მიყვარს შენი თმის სურნელი- ავხედე გაკვირვებულმა და მან მაკოცა. -ჩემი სენტიმეტალური-შემდეგ მეც ვაკოცე-ლაშა, კოტე, ევა მოკლედ ყველა მელოდება. -ჩავიცმევ და წაგიყვან. -არა, ძაან ნერვიულობენ. მე წავალ, შენ მოწესრიგდი და მერე მოდი. -კაი-დავემშვიდობე და სახლში დავბრუდნი, სადაც გაავებული მამიკო და ევა დამხვდნენ. -სად ჯანდაბაში ეგდე?-გამოვარდა საძინებლიდან კოტე. -არ მეჩხუბო, ჩემი ბრალი არააა... ღამე გამეღვიძა, შენი მანქანით წავედი პარკში... მერე ირაკლის შევხვდიი... მერე შევრიგდით, წავედით მის კოტეჯში და მერე... -მერე აღარ მომიყვე თუ შეილება!-მაინც გაბრაზებული მიყურებდა კოტე. -კაი მაპატიე, აღარ ვიზამ. -არ მესმის შენი... გიჟი ხარ მაშ, მეტს მართლა ვერაფერს ვერ გეტყვი. რაღაც დაუჯერებლად სხარტი ხარ, აი უცებ იღებ გადაწყვეტილებებს, სპონტანური. -ეს კომპლიმენტია, დიდი იმედი მაქვს. ლაშა სადააა? -ევა აცმევს. -ეხლა გაიღვიძა? -დილით ძაან ადრე გაიღვიძა და მერე დავაძინეთ. -მე 5ზე ვაძინებ ხოლმე. -მერე არასწორია, დააძინე 3ზე ან 4ზე. -ანუ ოთხჯერ ძინავს დღეში, დილით 9ზე იღვიძებს მერე იშვიათად მარა მაინც 1ზე ვაძინებ იღვიძებს 2-3ზე და მერე ისევ ხუთზე ან ექვსზე. -ხო რავი, როგორც გინდა. -ანუ აღარ ხარ გაბრაზებული? -ეგ არ მითქვამს. ამ დროს ირაკლი მოვიდა. -ვა, კოტე? როგორ ხარ?-კოტე გადაკოცნა ვითომც არაფერი. აა... სულ დამავიწყდა ესენი დიდხანს ხო არ აჩერებენ ტვინში არაფერს... -რას შვები? რატომ არ მოიყვანე გუშინ 12ზე? -3ზე წამოვიდა და იმიტო. -გასაგებია. ამ დროს ლაშა გამოვარდა ოთახიდან და ირაკლის ჩაეხუტა, მან კი ის ხელში აიყვანა. მე ისევ გულის რევა ვიგრძენი ტელეფონი და ჩანთა მაგიდაზე დავაგდე და აბაზანაში შევედი. როცა გამოვედი მისაღებში ირაკლი დამხვდა მკვლელის სახით. -რა მოხდა? -ვინაა იოანე? ჯანდაბა აი სად დამერხა... **** ვიცი პატარა თავია მაგრამ.. მაგრამ... გამართლება არ მაქვს. ვიცი დიდხანს გალოდინეთ და ამასაც არ აქვს გამართლება. დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.