ნოემბრის 13 (თავი 14 და 15)
ჩემი კონცერტის შემდეგ 4 დღე გავიდა. ექიმთან ვიზიტის დღე მიწევდა. სიწითლემ საგრძნობლად დაიკლო რადგან ექიმის მითითებებს კარგად ვასრულებდი მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე. გათენდა და მალევე ავდექი. საერთოდ გაღვიძების შემდეგ დიდხანს ვწევარ... არაიმიტომ რომ ადგომა მეზარება ან მსგავსი რამ... უბრალოდ არაფერია მიზეზი იიმისა რომ გაღვიძება მიხაროდეს! სახლს ვალაგებ და სადილს ვამზადებ ხოლმე, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი თავი შიმშილით არ მოვიკლა. არვიცი რამ განაპირობს ამ დღის უფრო აქტიურად დაწყება. მალე მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი. სადილი მოვამზადე მაგრამ არ მიჭამია. სალათით დავნაყრდი და მისაღებში ტელევიზორის საყურებლად დივანზე მოხერხებულად მოვთავსდი. ახალ ამბებზე მქონდა გადართული. მთრგუნავდა ყოველწუთას იმის მოსმენა რომ სადღაც ვიღაც მოკლეს, გაძარცვეს და დაჭრეს. ამიტომაც არ ვუყურებ ხოლმე ახალ ამბებს. არხების გადართვას შევუდექი და ჩემი საყვარელი ფილმი ვიპოვე. ხილით სავსე ვაზა დივნის წინ მდგომ შუშის მაგიდაზე მოვათავსე და წამოვწექი. ჩემი თავის მიკვირს რომ ყოველი სანერვიულო თემა გვერდით გადავდე და ფილმის ყურებას ასე უდარდელად ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევუდექი. რეკლამები ყოველთვის მაღიზიანებდა და თურმე ახლაც ასე ვარ. ტელეფონი მოვიმარჯვე და მარიამის ნომერი ავკრიფე. -რამდენი ხანია არ დაგირეკავს! -როგორც ვიცი და როგორც წესია ტელეფონზე რეკვისას მისალმებით პასუხობენ და პირდაპირ საყვედურზე არ გადადიან. -თუ არ ვცდები არც შენ გაგხსენებივარ! -აღიარებები არასოდეს გამომდიოდა ამიტომაც ყოველთვის შეტევებზე გადავდიოდი ჩემი გამართლებებით. -რატო არ გამომიარე?! -აშკარაად გამინაწყენდა -ჩემი კონცერტი რომ იყო იმდღეს გახსოვს? გული წამივიდა... -გამახსენდა რომ მისთვის არ მომიყოლია და პირდაპირ ამ თემაზე გადავერთე -რაა? რატომ? ცუდად ხარ? რატომ არ მითხარი? საერთოდ გახსოვდი? -კითხვები მომაყარა მან. -არაფერია მარიამ. არ ვარ ცუდად. უბრალოდ იმ დღეს არაფერი მიჭამია, თან კონცერტისთვის ვნერვიულობდი, დავსუსტდი და კულისებში რომ გამოვედი გონება დავკარგე -მივმართე ტელეფონში და ფეხები გადავაჯვარედინე -მერე?! -აღელვებული ხმით ლაპარაკობდა. თან ეტყობოდა ნაწყენი რომ იყო -მერე ის, რომ დემეტრემ დამიჭირა. თურმე ჩემს გამოსვლას დასწრებია. შეუმჩნევია რომ ფერი დამიკარგავს და მაშინვე კულისებში შემოვიდა. მეც მაგდროს წამივიდა გული და დამიჭრა. ორ წუთში დივანზე გავიღვიძე... -მერე?! -უმჯობესია შენი კომენტარები და მოსაზრებებიც რომ გამოთქვა ხოლმე იმიტომ რომ ვიცი ლაპარაკი უნდა განვაგრძო... ვილაპარაკეთ და ისევ ის მითხრა რომ ვუყვარვარ... -ტონი დავარბილე რადგან ტელეფონში ტირილი არმინდოდა. თან დამშვიდებას ვცდილობდი -ეს ბიჭი ისედაც სულ გეუბნება რომ უყვარხარ და შენ ვერ გაგაგებინა. დამიჯერე რამე საშიში რომ იყოს აქამდეც მოხდებოდა. ნამდვილად არაა ეს ბიჭი დასაკარგი! თავისი საქციელის გამართლება აქვს. არ ვამბობ რომ არაფერშია დამნაშავე, უბრალოდ მინდა გითხრა რომ მის გარეშე ვერ იცხოვრებ! -მტკიცედ მელაპარაკებოდა ის. -არვიცი რა მარიამ... უნდა რომ მასთან ვიყო, მე კი არვიცი რა ვქნა! -ხმა მითრთოდა -ლოგიკურად იმსჯელე და ყველაფერს დაუფიქრდი... ასე უფრო მიხვალ სწორ გადაწყვეტილებამდე, ვიდრე იმაზე ფიქრით რომ არ იცი რა უნდა ქნა! -კარგი წავედი მე უნდა მოვემზადო. თვალის ექიმთან ვარ ჩაწერილი. ერთი კვირა გავიდა და გასინჯვა მიწევს. -კარგი კარგად და მერე დამირეკე რომ გაგსინჯავს. ისევ არ დამივიწყო -ხმას სიცილი შეაპარა და დამემშვიდობა. ფილმისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. უბრალოდ ავდექი და წასასვლელად მზადება დავიწყე. ფეხსაცმელები ჩავიცვი და უკვე გასვლას ვაპირებდი კარზე ზარმა რომ შემაყოვნა. -ზაფხულია გოგო?! რა თხლად გაცვია... -საყვედურით შემომეგება სახლში შემომავალი დემეტრე მაჩაბელი. არც შემომიპატიჟებია ისე შემოვიდა. თუმცა რამნიშვნელობა აქვს უარის თქმას მაინც არ ვაპირებდი. -მერე რა! -ცალიწარბის აწევით მაგრამ არც თუ ისე პირქუშად მივმართავ მას და დივანზე დასაჯდომად ხელით ვანიშნებ. მისი აქ მოსვლა არ გამკვირვებია რადგან მივხვდი რომ მის პასუხისმგებლობას არც ის გამორჩენია დღეს რომ ექიმთან ვარ ჩაწერილი. თითქოს თავს ვალდებულად თვლის რომ ჩემთან ერთად იყოს და ყველგან და ყოველთვის გამომყვეს. -გაცივდები ეგრე! -მზრუნველ მზერას ჩემკენ აპყრობს და დივნის საზურგეზე გადაკიდებულ ქურთუკს მხრებზე მახვევს. -გშია?! -ფრთხილად ვეკითხები ოღონდ არც უარყოფით პასუხს და არც დადებითს არ ველოდები. -რა გაქვს?! -დივანზე ჩამოჯდა და მომხიბვლელად ამომხედა. -სალათი და ქათამი. აი ის... შენ რომ გიყვარს! -რაღაცნაირად გამახსენდა ძველი დრო -რაკარგი ხარ! ვერ ვიტყვი რომ მშია მაგრამ რადგანაც შენი გაკეთებულია და თანაც ძალიან მიყვარს მაშინ მინდა! -ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. მას არანაირად არ ვუღიმოდი. ამის მიზეზი კი ჩემთვის უცნობია... სამზარეულოში შევასწარი და სადილი დავასხი. წვენი მაცივრიდან გამოვიღე და ჭიქა გავუვსე. არ მიკითხავს უნდოდა თუ არა, უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე. ამდროს მე აქეთ იქით დავდივარ და ვცდილობ მას თვალში არ მოვხვდე. -შენ რატომ არ ჭამ?! -ჩანგალი თეფშზე დადო და მე მომიბრუნდა -არ მშია... -ვთქვი და ყურზე თმა გადავიწიე. ჩემი პასუხის მოსმენისას სწრაფად წამოდგა. ჯერ ერთი კარადა გამოაღო, შემდეგ მეორე... უჯრებსაც სწვდა. ბოლოს თეფშებს მიაგნო. სადილი დაასხა და სკამი გამომიწია. დასაჯდომად მიმითითა. -არ მინდა... -უმნიშვნელოდ ვუთხარი მაგრამ სკამზე მაინც ჩამოვჯექი. ვერ ვიტყვი რომ ძალიან მსიამოვნებდა მისი ზედმეტი მზრუნველობა. უფრო სწორად რომ ვთქვათ სიტუაციასაც გააჩნია. -არ ვაპირებ შენს მორიგ გონების დაკარგვას შევესწრო. მიირთვი და გავიდეთ! -სად მივდივართ?! -პასუხის არ ცოდნა უფრო მაწყობდა და ამიტომაც ვკითხე. სინამდვილეში კი ძალიან კარგად მესმოდა სად უნდა წავეყვანე. -ექიმთან. არ მითხრა რომ დაგავიწყდა... -გაიკვირვა მან. -არა რათქმაუნდა. უბრალოდ ვიფიქრე ჩემით წავიდოდი... -ლაპარაკის დროს თვალებშიც ვერ ვუყურებ. -მარტო ვერ გაგიშვებ. შენი ამბავი რომ ვიცი შეგეშინდება, ექიმთან არ შეხვალ და თვალები უფრო ცუდ მდგომარეობაში გექნება. -არადა ვფიქრობ აღარაა საჭირო წასვლა! სიწითლე სწრაფად ქრება და აღარც მაწუხებს. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! წავალთ და გაესინჯები. -ჩემს სურვილს არ ითვალისწინებდა. -კარგი ხო... -დავნებდი -იცი? ჩემი ძმა გამოწერეს საავადმყოფოდან -გახარებული ხმით წამოჭრა ახალი თემა. -მშვენიერია!.. გილოცავ -სითბო გამოვხატე. -ეხლა სახლშია და იმედია სწორ გზას დაადგება. ჭკუას ისწავლიდა ალბათ -იმედიანად განაგრძობდა მაჩაბელი საუბარს -იმედია... -გავუღიმე და ავდექი. -რატომ დგები? არაფერი გიჭამია -წყენა შევატყე მას. -სულ ცოტა ხომ ვჭამე. გეფიცები აღარ მშია. წავიდეთ უბრალოდ რომ დრო არ დავკარგოთ... -კარგი წავიდეთ და ცუდად თუ გახდები ან რამე მსგავსი აუცილებლად მითხარი! -კარგი! -თბილად ვუთხარი, შუქები ჩავაქრე და სახლიდან გავედით. დავასწარი და მანქანის კარი თავად გამვაღე. მოხერხებულად დავჯექი მაგრამ მთელი გზა მაინც დაძაბულობას ვგრძნობდი. ახლა გავაცნობიერე რომ როცა დემეტრე ჩემს გვერდით იმყოფება სულ დაძაბული ვარ. თითქოს სულ თავის გაკონტროლებას ვცდილობ, ეს კი ძალიან მაშინებს. რისი გაკეთება უნდა მინდოდეს რომ თავის გაკონტროლება საჭიროა. კლინიკაში მისასვლელად ნახევარი საათი დაგვჭირდა. ჩქარა არ ატარებდა მანქანას რადგან იცის, რომ ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ სწრაფად სიარულის მეშინია. ოღონდ მხოლოდ იმშემთხვევაში თუ საჭესთან მე არ ვზივარ... ექიმის კაბინეტიდან ბოლო პაციენტი უკვე გამოსულიყო და მეც მალე მომიწია შესვლა. დემეტრეც შემომყვა და ცოტ აარიყოს დავითრგუნე. როგორც თვითონ ამბობს ვუყვარვარ მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რატომ ღელავს ასე ძალიან ჩემს ჯანმრთელობაზე. -მხოლოდ შემდეგი კვირის განმავლობაში მიიღებ წამლებს და მერე უკვე შეგიძლია აღარ მოხვიდე! წამლები იგივე ოღონდ უფრო მცირე დოზით, რადგანაც სიწითლემ დაიკლო. კომპიუტერის ან ტელეფონის გამოყენება შეგიძლიათ. მაგრამ როცა გარეთ გახვალთ ეცადეთ მტვერი არ მოგხვდეთ! -საუბრობდა ანუკი ექიმი. ნუთუ ასეთი უყურადღებო ვარ რომ ჩემი ექიმის სახელი მეორე ვიზიტისას გავიგე, ისიც მაშინ, როცა ხალათზე მიკრულ ბარათს დავხედე შემთხვევით. -ცოლქმარნი ხართ?! -იმედიანად და თბილად იკითხა მან. ამ კითხვამ ჩემთვის იმაზე დიდი უხერხული სიტუაცია შექმნა ვიდრე აქამდე. ავწითლდი და აღარ ვიცოდი რა მეთქვა. -მომავალში ვიქნებით! -თვალები გაუბრწყინდა მაჩაბელს თუმცა მას რა ენაღვლებოდა... როგორც თვითონ ამბობს "ევასება" ეს თემა. -არა ჩვენ უბრალოდ ვიცნობთ ერთმანეთს! -სწრაფად და აღელვებულად მივმართე. მაჩაბელს არ ვუყურებდი მაგრამ თვალის კუთხით შევამჩნიე როგორ შეიცხადა ეს ნათქვამი და როგორ შემომხედა გაკვირვებულმა -კარგით... თავისუფალი ხართ! გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც გითხარით! -ნახვამდის! -დავემშვიდობე და კარისკენ წავედით. -ქეთი! -დამიძახა ექიმმა, როცა უკვე სახელური უნდა ჩამომეწია. -დიახ... -უხდებით ერთმანეთს! -მითხრა და გამამხნევებლად გამიღიმა. ჩემდაუნებურად მაინც ჩამეცინა და კაბინეტიდან გამოვედით. დემეტრეს სახეზე ბედნიერებას ნამდვილად ვერ ვამჩნევდი მანქანაშ ჩავჯექით და მთელი გზა თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ერთხელაც არ შემოუხედავს. მხოლოდ გზას გაჰყურებდა იქცეოდა ისე თითქოს მანქანაში მარტო იჯდა და მის გვერდით არავინ იმყოფებოდა. -რა გჭირს?! -ვკითხე როცა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ვერ დავმალე. მოუთმენლობის პიკზე ვიყავი. შეიძლება ვიცოდი რაც სჭირდა მაგრამ უაზრო დასკვნების გამოტანას ყოველთვის მერჩივნა სიტუაცია და მდგომარეობა დამეზუსტებინა. -რა უნდა მჭირდეს! -ცივად მომმართა რაც მისგან ცუდად მომხვდა. არ მესიამოვნა. -ვერ ვიტყოდი რომ კარგ ხასიათზე ხარ... -ფაქტი ავღნიშნე რომ მიმხვდარიყო რასაც ვგულისხმობდი. -სერიოზულად ქეთი?! მეღადავები?!.. -გაკვირვებულმა გამომხედა. -არ გეღადავები დემე... დემეტრე! -სწრაფად ვცადე ნათქვამის გამოსწორება -აბა რა ხდება?! -საჭეს მძიმედ მოჰკიდა ხელები და გაღიზიანებული ატრიალებდა. -რა უნდა ხდებოდეს... -გაურკვევლობა შევიფერე -სასაცილოა რა... სასაცილო! -მუშტი დაარტყა საჭეს. -დამშვიდდი და მშვიდად მელაპარაკე ძალიან გთხოვ! -ბრძანებაც და თხოვნაც ერთად გამოიხატებოდა ჩემს ხმაში რადგან ნამდვილად შიში გამიჩნდა იმისა, რომ მისი ნერვიულობისა და გაღიზიანების საფუძველზე რაღაც საშინელება მოხდებოდა. -მაპატიე! -უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც გულწრფელად მითხრა -კარგი... -... -არაფერს ამბობდა ის -... -არც მე ვლაპარაკობდი. -რას ნიშნავს რომ ჩვენ უბრალოდ ნაცნობები ვართ?! -მოულოდნელად წამოჭრა თემა როცა ჩემს სახლს ვუახლოვდებოდით. -აბა მეგობრები, შეყვარებულები და მომავალი ცოლ-ქმარნი რომ არ ვართ ეგ ნამდვილად ვიცი! -პირქუშად მივმართე. -ანუ მეგობრადაც არ მთვლი?! -ირონიულად ჩაიცინა -შეიძლება ითქვას! -სწრაფად ვუპასუხე -ყოჩაღ! -შემომხედა, მითხრა და იმედგაცრუებულმა გზას გახედა. -ცოტათი მაინც სცადე ირონიის დამალვა! -ყალბი ღიმილი მისი მზერისკენ წარვმართე -ირონია კი არა ამას ნამდვილად არ მოველოდი... -ხელი შუბლზე ნერვიულად მოისვა. -მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. -მგონი პასუხი მოფიქრებული გაქვს ჩემს ნათქვამზე... -რისი პასუხი?! -ნაკლებად მინდოდა რომ ეს შეკითხვა დაესვა. -კონცერტზე, კულისებში რომ გითხარი. შეგეშვები მეთქი თუ შენგან იმას გავიგებ რაც ამის საშუალებას მომცემს თქო... -... -ხმას არ ვიღებდი -შეგეშვა ქეთი?! -მკითხა როცა მანქანამ მოძრაობა შეწყვიტა და ჩემი სახლის ეზოში გაჩერდა. -... -მიპასუხე! -მიბრძანა მან. -შეგეშვა?! -შეიძლება ითქვას... -ვთქვი და მანქანიდან სწრაფად გადავედი. -კარგი მოიცა რა პატარა ბავშვივით იქცევი!.. -ანერვიულდა. -არა დემეტრე. არ ვიქცევი პატარა ბავშვივით! -მოდი ასე დაგისვამ შეკითხვას... ანუ არც გიყვარვარ და არც გყვარებივარ?! -ფრთხილად და თითქოს შეშინებული ხმით მკითხა ამჯერად -არც მიყვარხარ და არც მყვარებიხარ!.. -სწრაფად მაგრამ დაუფიქრებლად წარმოვთქვი და მანქანის კარი მივხურე! კარისკენ მივაბიჯებდი და თვალები ცრემლებით მისველდებოდა. ყველანაირად ვცდილობდი ტირილი შემეკავებინა. ზურგსუკან დემეტრეს მხარეს შუშის ჩამოწევის ხმა მესმოდა. -სულელი ხარ რა ქეთი!.. სულელი!!! -აღელვებულმა და გაღიზიანებულმა მომაძახა და მანქანა დაძრა. სახლში შევედი, კარი მივხურე, მივეყუდე და ცრემლების ღვრით ჩავსრიალდი! უსულო სხეულივით ვიჯექი და მეგონა მოძრაობაც კი არ შემეძლო... -------------------------------------------------------------- თავადაც არ ვიცი რამხელა გაურკვევლობაში ვარ... ისიც არ ვიცი როგორ მივიღე გადაწყვეტილება რომელიც დემეტრეს გავაცანი, როცა საერთოდ არ მიფიქრია ამაზე. მინდა ირგვლივ დავლეწო ყველაფერი რაც კი შეიძლება ხელში მომხვდეს. და არამარტო ხელში... უბრალოდ თვალთახედვის ჰორიზონტზე. თითქოს ორმოში ვარ ჩავარდნილი და იქიდან ვერ ამოვდივარ. ძალაც არ მაქვს იმისი რომ ამოსვლისთანავე ნაპირზე მდებარე რაიმე ქვის ლოდს ხელი მჭიდროდ მოვკიდო ისევ ქვემოთ რომ არ ჩავვარდე. ხელი მიცურს... ეს კი უფრო და უფრო მითრევს დაბლა. გამოსავალს ვერ ვპოულობ, რა უნდა გავაკეთო. ყველაზე გადაუჭრელ პრობლემად მიმაჩნია ეს საკითხი. საერთოდაც რატომ არ შემიძლია გადავხტე რომელიმე ხიდიდან წყალში და უბრალოდ მოვკვდე. რატომ არ შემიძლია ?! როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება ასე ვიყო? ნათქვამია და ამას დედაც მეუბნებოდა თავის სიცოცხლეში, რომ ბედზე არასოდეს არ უნდა დავიწუწუნო. მე კი მგონი ეს ყველაზე კარგად გამომდის. დემეტრეს ვადანაშაულებდი რომ ქვეყნიდან წავიდა და ახლა მე მინდა გაქცევა. თუმცა ის არც გაქცეულა. თავისი მოვალეობის შესასრულებლად წავიდა. ტყუილი მოვალეობის... არ მინდა უპასუხისმგებლო და მშიშარა ადამიანივით მოვიქცე მაგრამ თითქოს სხვა გზაც არ მრჩება. ძნელია ჩემთავზე ლაპარაკი არა? შეიძლება ვინმეს ვბეზრდები კიდეც თუმცა ეს იმაზე ნაკლებად მადარდებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება. --------------------------------------------------------------------- წუხანდელმა ღამემ უაზროდ ჩაიარა. წამითაც კი არ ჩამძინებია... ვიწექი და არც კი ვფიქრობდი. უბრალოდ თვალები მეხილა და წინ მედგა დემეტრეს სახე იმ მდგომარეობაში, როცა ჩემგან ნეგატიური პასუხი მოისმინა. დილის 8 საათი იქნებოდა რომ ავდექი. როგორც ყოველთვის, არც დღეს მისაუზმია და არ ამჟამად შევუწუხებივარ ამას. ვერვერთი საქმე ვერ გამოვნახე რომ რაიმე გამეკეთებინა და აქეთ იქით დავიწყე სიარული. ავედი მეორე სართულზე, მოვიარე ოთახები... ჩამოვედი დაბლა და ყველაფერი დავათვალიერე. ცუდად მხდის ის ფაქტი ამხელა სახლში სრულიად მარტო და უაზროდ რომ ვცხოვრობ. უცბად რაღაც აზრი დამიტრიალდა თავში რამაც ძალიან დამაფიქრა. ბარათი ავიღე და ანგარიშიდან თანხის რაღაც ნაწილი მოვხსენი. განა რისი გაკეთება მინდოდა ამ 2000 ლარით... სწრაფად ვემზადები და სახლიდან დაუფიქრებლად გავდივარ. მანქანაში ვჯდები და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ. ქალაქიდან გასვლაზე. ანასმბლის ხელმძღვანელთან, თეკოსთან მივედი რეპეტიციის დაწყებამდე 1 საათით ადრე. -საქმე მაქვს შენთან! -გვერდით გამოვიყვანე -გისმენ ქეთუშ... -მოკლედ მინიმუმ ერთი თვით მივდივარ... სვანეთში გადავწვყვიტე წავსლა. -მიკვირს ტყუილს როგორ ვამბობ. სვანეთის მაგივრად კახეთი გადავწყვიტე და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ არ მინდა ვინმემ მომძებნოს. - დასვენებაც მინდა და თან ცოტა განტვირთვაც. სულიერად ცუდად ვარ ხომ ხვდები.. ანსამბლიდან გასვლა არ მინდა. უბრალოდ ცოტახნით ვეღარ ვივლი. გასტროლებამდე ჩამოვალ და გპირდები სათანადოდ ვიმეცადინებ. ანგარიშზე დანაზოგი მქონდა. ცოტა გამოვიტანე და იმას გამოვიყენებ. სახლსაც მივხედავ და დავისვენებ კიდევვაც. რას იტყვი? -წადი რა პრობლემაა. გუშინ ვილაპარაკეთ მე, ვიკომ და გიგამ და გადავწყვიტეთ რომ გასტროლები გადავდოთ რამოდენიმე თვით. მინიმუმ ზაფხულამდე არ დავგეგმავთ. ჩვენც რაღაცეები გვაქვს მოსაგვარებელი. -კარგია... ანუ შემიძლია არ ვიდარდო ამ თემაზე. საზღვარგარეთ კი წავიდოდი მაგრამ ხომ იცი არ მაქვს თავი მაგ საქმეებზე სასიარულოდ. მირჩევნია სვანეთში ვიყო... მოკლედ უნდა გამათავისუფლო რა. ისევ რუსკა ჩააყენე ჩემსმაგივრად. რამოდენიმე კონცერტს ვეღარ დავესწრები. თუ რამეა მითხარი და აღარ წავალ. მთავარია იცოდე რომ ანსამბლიდან არ გავდივარ! -თბილად ველაპარაკებოდი რომ დადებითი პასუხი მიმეღო მისგან. -წადი ქეთუშ წადი! უბრალოდ ძაან დიდხანს არ დაიკარგო რა... -თეკო ყოველტვის მზრუნველ ტონს იყენებს ჩემთან ლაპრაკისას რაც ძალიან მახარებს. -მადლობა! -გადავეხვიე მას, დავემშვიდობე და წამოვედი. სახლში როგორც კი მოვედი არ გამომიცვლია, მეორე სართულზე ავედი და ჩემს ოთახში შევედი. გარდერობის თავზე დადებული 2 დიდი ჩემოდანი ჩამოვიღე და გავხსენი. მიკვირს როგორ მეყო ნებისყოფა და თითოეული მაისური როგორ დავკეცე. ყველაფერი ჩავდე საზაფხულოც და ზამთრისაც. წარმოდგენაც არ მაქვს იქ როგორი ამინდია და სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არც მაინტერესებს. მიმაქვს ყველა ნივთი რომელიც შესაძლოა დამჭირდეს, ან არ დამჭირდეს. ალბათ მხოლოდ ავეჯს და ჭურჭელს ვტოვებ სახლში. დაახლოებით 3 საათში გავდივარ სახლიდან და პირველი რაც მანქანაში ჩაჯდომის დროს გამახსენდა ისაა რომ ფანჯრების და კარებების ჩაკეტვა მავიწყდება. სასწრაფოდ ვბრუნდები და ყველაფერს ვაწესრიგებ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისში რომ დავბრუნდები ან განადგურებული სახლი დამხვდება ან კიდევ საერთოდ არ დამხვდება. ეს კი მე საერთოდ არ მაწყობს. ჩემოდნებიც დიდი სიფრთხილით ჩავალაგე მანქანაში. ისე ვშიშობდი ვინმეს არ დავენახე თითქოს საციხო საქმეს ვაკეთებდე. სანამ საბურთალოს გავცდებოდი ახალი ნომერი ავიღე. შემდეგ კი კახეთისკენ დავაწექი... რატომ კახეთი?! კახელი დედაჩემის დედა, ქეთევანი იყო... ქეთევან ხუციშვილი. მისი სახელი დამარქვეს. თვითონ 8 წლის წინ გარდაიცვალა. 16 წლის ვიყავი ბოლოს რომ ვნახე. ძალიან მიყვარდა. იშვითად ჩავდიოდით ხოლმე მასთან მე და ჩემი მშობლები, სამაგიეროდ თვითონ ჩამოდიოდა ხშირად და გვნახულობდა. ერთი შვილიშვილი ყავს. და ისიც მე ვარ... კარგია შვილის და სიძის გარდაცვალებას რომ ვერ მოესწრო. მასაც ძალიან ვუყვარდი და ჩემი დანახვა ყველაზე მეტად უხაროდა. იმ სახლის შესახებ, სადაც მე ახლა მივდივარ თითქმის არავინ იცის ერთი ან ორი ადამიანის გარდა. მარიამსაც კი არ აქვს წარმოდგენა. ძირითადად სვანეთში ჩავდიოდი ხოლმე მამაჩემის დედ-მამასთან. ხშირად ვერა მაგრამ იმაზე ნაკლებად იშვიათად ვიდრე კახეთში. მამაჩემის მშობლებიც გარდაცვლილები არიან. წარმოგიდგენით? არავინ არ მყავს... საერთოდ არავინ... ბებიის ან პაპის და-ძმის შვილებს ახლო ნათესავებად არც კი ვთვლი. თითქმის არ ვიცნობ მათ. სახელებიც არ ვიცი... და არც მაინტერესებს. სადაც არ უდნა წავიდე, რომელ კუთხეშიც ფეხი მიმიწევს ყველგან მარტო ვიქნები! კახეთის სახლშიც ბოლოს 2 წლის წინ ვიყავი იმის მერე კი არავინ ჩასულა. ან ვინ ჩავიდოდა?! ამიტომ არ უნდა გამიკვირდეს იქაური სიტუაცია. არც ის იქნება ახალი ამბავი ვერავის რომ ვერ დაველაპარაკები. შეიძლება ითქვას რომ საშუალოზე დაბალი სიჩქარით მივდივარ. ალბათ იმიტომ რომ "ფეხი უკან მრჩება" ხშირ-ხშირად ვაჩერებ გზად და ნახევარ გზას თითქმის ერთ საათზე ემტი მოვანდომე. ეს არ მაღელვებს იმიტომ რომ არ მეჩქარება. შუა გზაზე ტელეფონს ვიმარჯვებ და ძველი ნომრიდან მარიამის ნომერს ვკრეფ. მსგავს შეტყობინებას ვამზადებ: "მარიამ მინდა გაგაგებინო რომ თბილისიდან გავდივარ. არ ვიცი რამდენი ხნით. სვანეთში მივდივარ და დიდხანს არ ჩამოვალ. უბრალოდ მჭირდება აქედან წასვლა. პატიება უნდა გთხოვო თუ არა არ ვიცი მაგრამ პირდაპირ ბოდიშს გიხდი რომ ვერ ვიკონტაქტებთ. მიყვარხარ და გკოცნი... მომენატრები!" -გაგზავნის ღილაკს სწრაფად დავაჭირე რომ არაფერი მენანა. თავს ვარიდებ ფიქრს იმაზე, რომ შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება არასწორია. 20 წამი არ იქნებოდა გასული მარიამმაც რომ დამიბრუნა პასუხი: "არც გაბედო ქეთი!"-ეს მომწერა და ცოტახანში მისგან შემოსულმა ზარმა ტელეფონი ააწკრიალა. გავთიშე და მარიამი ყველანარ კითხვაზე უპასუხოდ დავტოვე. გზა გავაგრძელე და ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი. ვცდილობდი ყოველი დეტალი გონებაში ჩამბეჭვდოდა. საათნახევრიან გზას თითქმის სამი საათი მოვანდომე. როგორც იქნა ჩავედი... იქაურობას თვალი მოვავლე იმის იმედით რომ რაიმე დიდ სუპერმარკეტს დავინახავდი მაგრამ გაჩერებული მანქანიდან დაახლოებით 20 მეტრზე მხოლოდ ჩვეულებრივი მარკეტი შევნიშნე, საფულე ავიღე და შიგნით შესვლა გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა რომ მარკეტი დიდი ზომით არ გამოირჩეოდა მაინც მყუდრო სუფთა და კეთილმოწყობილი იყო. ყოველშემთხვევაში შესვლა გესიამოვნებოდა... გარეთ ძალიან ცივა მაგრამ შიგნით სითბო დგას. ბევრი ხალხი შედის და გამოდის. როგორც ჩანს ამ შუა კახეთში ყველაზე სარგებლიანი მაღაზიაა. თან ჩემს სახლთანაც ახლოსაა. შესვლისას უფრო დიდი სივრცე დავინახე ვიდრე გარედან ჩანდა. კედლების ფერი თვალში კარგად მომხვდა და ვიფიქრე რომ ზუსტად ამ ფერით შევღებავდი სახლის კედლებსაც მისაღებსა და საძინებელში. დახლთან დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი შევნიშნე რომელიც ოდნავ მარჯვნივ მაგრამ შესამჩნევად გადმოიხარა ჩემს დასანახად. დიდი ცელოფნის პარკი გამოვართვი იქვე მჯდომ არც თუ ისე ხანში შესულ კაცს, პროდუქტები ავარჩიე და შიგ ჩავაწყე. ასევე ძალიან მესიამოვნა დიდი მოწესრიგებულობა. ყველაფერი თანმიმდევრობით ელაგა. -თავისუფალია! -ჩემს გასაგონად დაიძახა დახლთან მდგომმა ბიჭმა, როცა რიგი დაცარიელდა. -გამარჯობა.. -უმნიშვნელოდ ვესალმები და პროდუქტებით სავსე პარკს დახლზე ფრთხილად ვდებ. -გამარჯობა! -ისიც მესალმება და თვალს არ მაშორებს ისე ატარებს პროდუქტებს. უცბად შუშის მიღმა მდგომ ჩემს მანქანას გახედა. -როგორც ვიცი ხალხი აქედან თბილისში მიდის და არა პირიქით.. -ცალყბად გამიღიმა თაფლისფერთვალება ბიჭმა და "ქოჩორზე" ხელი მომხიბვლელად გადაისვა. -სამუდამოდ არ ჩამოვსულვარ! -მკაცრად მივმართე მაგრამ თვალებში არ ვუყურებდი რადგან საჭიროდ არ ვთვლიდი. -აბა დასასვენებლად?! შუა ზამთარში კახეთში დასასვენებლად ვინ ჩამოდის... -გაკვირვებულმა ჩაიცინა და მე ეს დაცინვად მივიღე. წარბშეკრულმა შევუბღვირე. -ნათესავთან ხარ?! -არ წყვეტდა შეკითხვების დასმას. პირველად ვაღიარებ რომ შევნიშნე, როგორ მეპრანჭება უცხო ბიჭი. -არა! -მოკლედ და ყველანაირი დიალოგის დასრულებით ვპასუხობდი მას. -აბა?! -დაჟინებით მომაცქერდა. -მოდი უბრალოდ მალე გაატარე ეს პროდუქტები! -მისი საუბრისგან შეწუხებული გამომეტყველება მივიღე. არადა სიმართლე რომ ვთქვათ დიდად არ შევწუხებულვარ. -რა გქვია? -ჩემს უკან რიგი იმატებდა. -შანსი არაა, არ გაგეცნობი! -შევხედე მას და ცელოფანი დავაცარიელე. -რატო ასე უხეშად? -ნაწყენი იყო მაგრამ მაინც გაიღიმა. -რამდენია ჩემზე?! -ზუსტად 87 ლარი... -ჩეკის ქვითარი გამოწერა და ყველაფერი პარკებში გადაანაწილა. ფული დახლზე დავუდე და პარკებს ხელი დავავლე. -მადლობა. -ვუთხარი და წასსასვლელად შევტრიალდი. -ნომერს ხომ არ დამიტოვებდი?! -მომაძახა ბიჭმა. -მომისმინე... გირჩევნია ამ რიგში მდგომ ხალხს მიხედო და ჩემთან არშიყობას შეეშვა, რადგან არაფერი გამოგივა. თანაც ბიჭების ენაზე რომ ვთქვათ... შენნაირი ტიპები არ "მევასება!" -მივუტრიალდი, დამაჯერებლად ვუთხარი და შემდეგ კარიდან გავედი. გზა განვაგრძე და სახლში მისვლისას მანქანა ეზოში გავაჩერე. გასაღები ჯიბიდან ამოვიღე და კარი შევაღე. სურნელი ვიგრძენი რომელიც ბავშვობიდანვე მახსოვდა. დიდი ხანია აქ არავინ ყოფილა მაგრამ სახლს მყუდროება მაინც შეუნარჩუნებია. ეს ძალიან მახარებდა... ჩემოდნები შევიტანე და ტახტზე დასასვენებლად ჩამოვჯექი. მივხვდი რომ ამის დატოვე აღარ ღირდა და ახალი უნდა მეყიდა. მალევე ავდექი და მთელი სახლი დავათვალიერე. ბევრ რაღაცას შევატყე განახლების საჭიროება. ან თუნდაც ახლის ყიდვის... შეიძლება ბანალურია პასუხისმგებლობისგან გაქვევის მიზნით ქალაქიდან წასვლა და კახეთში რამოდენიმე თვით დასახლება, მაგრამ ნამდვილად არ ვღელავ ამაზე. უბრალოდ მომწონს აქ ყოფნა. შავ როიალს ცალი იდაყვით დავეყრდენი და მივხვდი რომ მტვერი კურტკაზე ამკრობოდა. იქვე რაღაც ნაჭერს მოვკარი თვალი და როიალს გადავუსვი. ჩემი გამოსახულების დასანახად სარკესთან დავდექი მაგრამ მასაც იმხელა მტვერი დასდებოდა რომ ვერ ვხვდებოდი მე ვიყავი თუ არა! სახლის ხის ინტერიერი დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ჩემს საძინებლად პირველ სართულზე მეორე ოთახი ვარჩიე. აქ პატარაობისას მოსვლისას ვიძინებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას რომ ამ სახლში დარჩენისთვის ბევრი მუშაობა მომიწევს. თან არც იმაზე უნდა ვიწუწუნო რომ დალაგებით დავიღლები! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.