მგონი შემიყვარდი (თავი 5)
ვეღარ გავუძელი და ჩავიკეცე...კედელს მიყრდნობილი ვიჯექი და დებილივით ერთ წერტილს ვუყურებდი...არაფრის გაკეთება არ შემეძლო...ყველაფერი დამენგრა გაქრა მოკვდა ვსო წარსულს ჩაბარდა...ცრემლები თავისით მომდიოდა,ვკანკალებდი,ვერაფერს ვხედავდი არაფერი მესმოდა.... -ვიკა...ვიკა...ვიკა რა გჭირს??გონს მოვედი და ბექას შეშინებულ სახეს გადავწყდი.მიმოვიხედე და მთელი სკოლა მე მიყურებდა ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი "ვაიმეე რა სჭირს??" "ხო ვამბობდი ეს შეშლილია თქო" "მგონი მართლა გაგიჟდა" "ვაიმეეე რანაირი გამოხედვა აქვს ". -ვიკა კარგად ხარ???- ნერვიულად მისმევდა ბექა ხელებს სახეზე. -....კი...ნუ მეხები...გამეცალე...-ხელით ვიშორებდი ბექას და წამოდგომას ვცდილობდი.ძლივს ავდექი ფეხზე მაგრამ მყარად არ ვიდექი,ცოტაც და ისევ წავიქცეოდი.მივდიოდი და შეკრებილ ხალხს ხელით აქეთ-იქით ვაგდებდი,ბექა უკან მომყვებოდა და რაღაცას მეუბნებოდა,მაგრამ არაფერი მესმოდა.მივდიოდი,მაგრამ მეც არ ვიცოდი სად სკოლიდან გავედი და სანაპიროს გზას გავუყევი.ბექა აღარ მომყვებოდა,უკვე გონს მოვედი და უკეთესად ვიყავი.სანაპიროზე დავჯექი და ზღვას გავხედე,რომელმაც ბექას თვალები გამახსენა,გამახსენა ძველი დრო აქ აღარც ვყოფილვარ და მომენატრა ეს ადგილი,ხარბად ვსუნთქავდი ზღვის ჰაერს და თან ფიქრებში მივდიოდი.ნეტა რა მეშველება?ასე როგორ გავაგრძელო ცხოვრება??სად წავიდე რომ ყველაფერი დამავიწყდეს ან რა გავაკეთო??ჯანდაბაა ვიკა ისევ იგივე...წარსული დამიბრუნდა და ისევ იგივე ადამიანად მაქცია,ამაზრზენ გოგონად არავის რო არ ელაპარაკებოდა,თავის გულის ტკივილს გულშივე იკლავდა,ვერავის ვერ უზიარებდა გრძნობებს და განცდებს....ფეხზე ავდექი.დავი მოვიკლა??ეს ხო ადვილია წამებში მოხდება ყველაფერი,მაგრამ მშობლები??ისევ დავჯექი.ამაზე აღარ იფიქრო ვიკა ბავშვი არ ხარ ეს სისულელე გააკეთო.რაც არის არის ასეთი ყოფილა ჩემი ბედი,ვერაფერს ვიზამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ,გრძნობებს ვერ გავაქრობ,ადამიანს ვერ ამოვშლი მეხსიერებიდან ამიტომ შეგუებაა მომიწევს.ძლივს ავდექი და გამოფიტული,ტირილისგან ჩასიებული თვალებით,ტირილისგან დაღლილი და ენერგიაა გამოცლილი სახლში მივედი და ეგრევე დავწექი....საღამომდე მეძინა.საღამოს გამეღვიძა რაღაც ძალიან პოზიტიური ხასიათით.თმებგაბურძგნული წამოვჯექი,თვალები მოვიფშვნიტე და კარგად რო გავახილე მაშინ შევამშნიე ჩემს წინ სკამზე მოკალათებული ბექა მაშინვე გამიფუჭდა ხასიათი.ამომიტივტივდა გონრბაში ყველაფერი.აგრევეე სისხლიტვინში ავიდა კისრის ძართვები სიბრაზისგან დამეჭიმა და მეგონა გასკდებოდა.წამოვხტი და ბექას ეგრევე ყელში მივარდი.მთელი ძალით ვუჭერდი. -აქ შემოსვლის უფლება ვინ მოგცა??რა უფლებაა გაქვს ოთახში რო მეჭრები??ეხლავე გაეთრიეე და აქ მეორედ არ დაგინახო თორე მოგკლავ,ჩემი ხელით გაგგუდავ!!!!!!-ბოლო ხმაზე ვუყვიროდი და კისერი მტკიოდა უკვე.შეშინებული ხელზე ხელს მიჭერდა და ნერვიულად იყურებოდა აქეთ-იქით.მერეე თავის ქნევა დაიწყო და ისე გაწითლდა უკვე ძლიერად მიჭერდა ხელებს და მივხვდი გაიგუდებოდა ნელა გავუშვი და ლოგინზე დავჯექი.უცებ ამოისუნთქა ნერვიულად ისვამდა ხელს ყელზე და მე მიყურებდა. -რას მიყურებ გაეთრიეე ეხლავე!!!!-ბოლო ხმაზე ვუყვირე. არაფერი უთქვამს ჩუმად ადგა და გავიდა.კარები ხმაურიანად გაიკეტა მე კი ლოგინზე დავწექი და ტირილი დავიწყე.მეტირებოდა ყველაფერზე ეხლანდელ საქციელზე,ბექას სიტყვებზე,ჩემს აისულელებზე,ჩემს იმედებზე,ჩემს ცხოვრებაზე.ტირილით თვალები შამიშავდა,აღარც ვჭამდი,სკოლაში არ დავდიოდი,მოვშორდი გარე სამყაროს და ოთახში ჩავიკეტე,მთელი დღე ან ვტიროდი ან ვფიქრობდი ან ფილმებს ვუყურებდი და ისევ ვტიროდი.2კვირაზე მეტი სახლიდან არ გავსულვარ არც ბექა მინახავს არც მშობლებს დავლაპარაკებივარ ვწერდი რო ვერ ვახერხებდი ბევრი სამეცადინო მქონდა აბა ასეთი ვერ დავენახებოდი.დღეს ისე ძალიან მომინდა სანაპიროზე გასვლა თან ცხელი დღე იყო.საცურაო კოსტუმი ჩავიცვი ყოველი შემთხვევისთვის და ზევიდან შორტი მაიკა და ეხლა სახის ჯერი იყო ასე შეშლილს ვგავდი რომელიც ჯუნგლებიდან გამპიქცა.თმა ბუჩქს მიგავდა სახეზე ლაპარაკი აღარ მაქვს.ნუ მოკლედ იმდენი რამე წავისვი რაღაცით დავფარედა გარეთ გამოვედი.უბანი მომნატრებიაა ყველა ერთობოდა წუწაობდა.ბექას სახლისკენ მაინც გამექცა თვალი,მაგრამ ვერაფერი დავინახე.სანაპიტოზე მივედი ხალხი ბევრი არ იყო იმის მიუხედავად რომ შაბათი იყო და თითქმის ყველა ისვენებდა.დავჯექი და ზღვას გავხედე,რომელიც ბექას თვალებს გავდა.ცოტახანში გავიხადე და წყალში ჩავედი.ისე დამამშვიდა,ყველაფერი დამავიწყდა,გამახალისა...მაგრამ ვინ გაცადაა წყლიდამ ამოვდიოდი როდესაც ბექა დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად იცინოდნენ და ეს გოგო ძალიან "ეკიდებოდა".ტანსაცმელი ავიღე და შეუმჩნევლად გავიარე,მაგრამ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და გულში გავიფიქრე "ღმერთო გთხოვ ეს ბექა არ იყოს".თვალები დავხუჭე და შევტრიალდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.