შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფის აღმოჩენა 2


16-01-2017, 00:03
ავტორი თაია
ნანახია 2 122

შეთანხმების მიხედვით ჯვრისწერიდან ვაგრძელებ ფოტოგრაფობას და საოცარი გრძნობა მეუფლება. ლიკო და გიორგი საკურთხეველთან. მსგავსი ემოცია, თვალებით გამოხატული არასდროს მინახავს. ბედნიერება, სიყვარული, ნერვიულობა ყველაფერი ერთად იხატება მათ თვალებში.
მხოლოდ რამდენიმე ფოტოს გადაღების ნება დამრთეს.
მერე პატარძლის სურვილებს ვასრულებ და უამრავ ფოტოს ვიღებ.
საბოლოოდ რესტორანში მივდივართ.
სიძე-პატარძლის მოსვლამდე ვაფიქსირებ მათ სუფრას და მოუთმენლად ველი. არც თეფშის გატეხვის მომენტი გამომიტოვებია. წყვილს თაშით ეგებება მთელი სამასი კაცი.
წყვილტან მოსალოცად მოსულ ხალხს ვაფიქსირენ. ის ისაა კადრი უნდა დავაფიქსირო, როგორ უკეთებენ პატარძალს საჩუქარ ბეჭედს, რომ თვალში ნაცნობი სახე მეჩხირება. საოცარი ღიმილით და რუხი თვალებით. ისაა! ჩემი ფოტოს გმირი.
გული სწრაფად ცემას იწყებს და მოულოდნელი სიხარულისგან ტირილი მინდება.
მთელი საღამო ვცდილობ მასთან მისვლას და ამაოდ.
მისი სამეგობრო ისევ ერთად ზის და ისევ იმ გულწრფელობით იცინის ყველა.
მე ქორწილშიც ვაფიქსირებ ხუთეულს და ბოლოს დაღლილი ვჯდები. ღმერთო ჩემო. ე.ი ლიკა ან გიორგი იცნობ ამათ. აუცილებლად დაველაპარაკები ხუთივეს ქორწილის, შემდეგ, ამ ფიქრებში ვარ როცა ლიკო მეძაის.
-ნაინა, გადაგვიღე რა. ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებ და კადრჩი ლიკო და ის რუხთვალება ფიქსირდებიან. მერე ცეკვას აგრძელებენ.
მე ზედმეტად გადაღლილი ვარ უკვე. გადამიღე, ისე ქენი ასე ქენი ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის და ჩემს წილ თავისუფლებას მიზღუდავს.
თვალში მხვდება ანდროს ცეკვა ქერა ლამაზმანთან და სიცილი მიტყდება ჩემი ძმის "ხე" მოძრაობებზე. თავის დროზე უნდა მესწავლებინა თეძოს გაქნევა და გამოქნევა.
დედაჩემი ნაღვლიანი და ამავდროულად ბედნიერი სახით უყრებს გერს და ღიმილი ეპარება თუჩებში. ქერა ლამაზმანთან ცეკვას ასრულებს ანდრო და ახლა მარიკასთან ,მიდის. შორიდან ვამჩნევ დედაჩემის ცუვ უარს და ანდროს სწრაფ მოძრაობასაც მარიკა, რომ საცეკვაოდ განკუთვნილი ადგილისკენ გააქანა.
იძულებული ქალი ცეკვაში აყვა და ისე ლამაზად ცეკვავდნენ გერი და დედინაცვალი, რომ შეშურდებოდა ბარეულს. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ჩემმა ფიქმა აღბეჭდა.
-მარიკა, შენ ხომ არ იცი რა მაგარი ქალი ხარ! შეზარხოშებული ანდრო მარიკას იხუტებს და აგრძელებს ცეკვას.
-შენ ხარ უმაგრესი ბიჭი, შვილო შენ. თვალები უცრემლიანდება ქალს.
-მე შენი წყალობით არასდროს მიგრძვნია უდედობა. შენ დედაჩემი ხარ და იმაზე მეტად დედური ვიდრე ნაინასთვის. მე ვიცი, რომ სისხლიც შენი მაქვს, გეფიცები მასეა. ბუტბუტებს სასმლით გათამამებული ანდრო და ატირებულ დედინაცვალს უფრო ძლიერად უჭერს ხელებს.
-შენ ჩემი შვილი ხარ, ნაინას ძმა! და ამით ყველაფერი ნათქვამია. მერე რა, რომ მუცლით არ მიტარებიხარ. ეღიმება ქალს და ნაზად ეფერება სახეზე.
-ხო! გახსოვს როგორ მიხაროდა მამამ რომ მოგიყვანა? ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ დადიოდა ქვეყანაზე.
-როგორ არ მახსოვს. ჩემი ლამაზი ბიჭი. მთელი გულწრფელობით ეფერებოდა მარიკა.
-დედურ სითბოს, რომ თავი დავამნებით შენ მე ნაინა მაჩუქე. შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარს ჩემი და. არ იცი მარიკა. შენ არ იცი ჩემთვის სიცოცხლეს ვისი სახელი აქვს, შენ ხომ არ იცი ჩემს საყრდენს და იმედს რა ქვია. შენ ხომ არ იცი მარიკა რამდენად მნიშვნელოვანი ხარ სამყაროსთვის თუნდაც ნაინას გამო. შენ მე ყველაფერი მაჩუქე გესმის, ყველაფერი. მუსიკაც დამთავრებულია და ცეკვაც, მაგრამ ეს ორი ისევ დგას ცენტრში და ორივე ტირის თან ერთმანეთს ეხვევიან. მე მისვლას ვერ ვბედავ და შორიდან ვუყურებ ცრემლმორეული. კიდევ ლაპარაკობენ რაღაცაზე და მერე სხდებიან.
ახლა წყვილს ვუყურებ, ისინიც დაღლილები ჩანან და ხალხიც გადაღლილი.
ნელ-ნელა იშლებიან და ჩვენს ანდროს მივყავართ სახლში.
მე ემოციები ერთმანეთში მერევა. ე.ი შევძლებ ფოტოს გმირებთან დალაპარაკებას. ან დამთანხმდებიან გამოფენაზე, ან არა. ისევ ვიღუშები და საქარე მინას ვადებ თავს.
მარიკა ისეთი ნაღვლიანია ჯერ, რომ არ ყოფილა. რაღაცას განიცდის, აკლია რაღაც და მე ვიცი, რომ ვერავინ აუნაზღაურებს დანაკლისს.
ანდრო უჩვეულო ღიმილით მიყურებს სარკიდან.
-ნაინა, იცი როგორ მიყვარხარ?!
-ბავშობიდან ვიცი, რომ ყველაზე მეტად. თავდაჯერებული ვსწორდები მხრებში. უკანა სავარძელიდან ვიწევი ხელებს ვხვევ და ხმაურით ვკოცნი ლოყაზე. გული მიჩუყდება და ტირილი ჩემთვის შვებაა,მაგრამ მეტი საქმე არ მაქვს. ისევ ვუბრუნდები ადგილს...
ღამით ანდრო ჩვენთან რჩება დილით კი ყავით ხელში მაღვიძებს და საწოლის კუთხეში ჯდება.
-ნაინა, არ გინდა სტაბილური სამსახური? მეკითხება გამომცდელად და ჩემს რეაქციაზე ეცინება.
-კარგი რა, მე რაც მიყვარს იმას ვაკეთებ. ესაა ჩემი საქმე. იურისტობა არასდროს ყოფილა ჩემი მოწოდება და რა გავაკეთო? იმ დიპლომსაც გაჩუქებ გინდა? უგულოდ რომ გავაკეთო რამე ხომ იცი, რომ დავიტანჯები. ჩემი თავი ვიპოვე და ახლა უნდა დავკარგო? არ ვმშვიდდებოდი მე.
-ოხ, როგორი ჯიუტი ხარ. მე მინდა, რომ სხვა წრეში იტრიალო. უფრო მეტი საინტერესო ადამიანი გაიცნო. ფოტოგრაფიას შეეშვი, მეთქი არ მითქვამს.
-არ მინდა! ჩურჩულით ვამბობ. ჩემთვის განკუთვნილ ყავას ვიღებ და ჩემს ძმას ვეკვრი.
თმაზე მეფერება
-ჩემი ჯიუტი ნაინა, ჩემი ერთადერთი, ჩემი სხვა ფერის ნაინა.
-შენ რამდენი ხანია წიგნები არ მოგიტანია?? წარბებს ვკრავ და ფეხზე ვდგები.
-მოგიტან, მოგიტან ეცინება ანდროს.
-ხოდა დაუჩქარე ახალგაზრდავ. ვკისკისებ და ძმასთან ერთად გავდივარ მისაღებში.
ანდროსთან ყოფნისას ბედნიერების შეგრძნება მიმძაფრდება და არაფრისთვის ფიქრის დრო არ მრჩება. მხოლოდ ბედნიერება, ხალისი და სიფერადე. მეტი არაფერი.
***
საღამოს ისევ მარტო ვრჩები დედა სოფელს უბრუნდება, ანდრო კი საქმეებს.
გიორგისთან და ლიკოსთან დარეკვა ჯერ არ მინდა. უხერხულია.
ცოტა დრო გავიდეს და დაველაპარაკები ჩემი ფოტოს გმირებზე.
უცნაური ხალისის გრძნობა მაქვს, უცნაურად ვარ სავსე.
სარკის წინ ვდგვარ და მეორადებში ნაყიდ ნაცრისფერი ჟაკეტით ვიწონებ თავს. ჩემი თვალები სხვა ფერის მეჩვენება, კარგად ვაკვირდები მერე სულელური აკვიატების სიაში ვაგზავნი და სახლიდან გავდივარ.
საღამოო ჩემს მყიდრო კაფეში.
ისევ ლიმონიანი ჩაი და შოკოლადის ნამცხვარი.
ფოტოაპარატში ფოტოებს ვათვალიერებ და წინ ვიღაც მიჯდება.
თავს მორიდებულად ვწევ და ყველაფერი ერთდროულად მემართება. ვგრძნობ, როგორ ვწითლდდები სახეზე.ჟრუანტელი მივლის და ღმერთო ჩემო შაშინლად ვიბნევი.
-ჩვენი ფოტო მაინტერესებს. იწყებს შესავლის გარეშე. მე მის ნაცრისფერ თვალებში ვიძირები და სუნთქვა მეკვრის. მის ტონი არ მომწონს და ჩემი წილი ნაცრიდფერთვალება ქრება.
-ყველა ფოტოს დავამუშავებ, ლიკოს გავუგზავნი და იქ იქნება ტქვენი და ლიკოს ფოტოც. ძალა მოკრებილი ვეუბნები და წარბებს ვკრავ.
-მე მაგ ფოტოს არ ვგულისხმობ. სიმშვიდეს არ კარგაცვს და ხელს ჯერ ტმაზე შემდეკ კი ოდნავ ამოზრდილ წვერზე ისვამს.
იღიმის და ჩემს ჩაის წინ იდგამს.
-უკაცრავად! გაკვირვებული ვუყურებ, როგორ სვამს ჩემთვის განკუთვნილ სითხეს. თქვენ ვინ გითხრათ მაგ ფოტოს შესახებ? ინტერესით ვეკითხები და ვის უნდა ეთქვა, არავისთვის მიჩვენებია მეთვითონ ვცემ ჩემს კითქვას პასუხს.
-თმაარეული, ლამაზი, ნაღვლიანი პაპარაცი კაფედან. მონოტორულად ამბობს და ისევ მიღიმის.
მის ირონიულ ტონზე ნერვები მეშლება და ვღიზიანდები.
-მე ლამაზ კადრებს ვაფიქსირებ. თქვენი ფოტო იმდენად ემოციურია და დადებითი, რომ ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ გადავიღე. მართალია მასზე აღბეჭდილი პიროვნება თქვენგან კატეგორიულად განსხვავდება, მაგრამ არაუშავს. ნისნისმოგებით ვეუბნები და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ.
-მერე ეცინება, გულიანად იცინის. ჩემს ფოტოაპარატს დაუკითხავად იღებს და ფოტოს მიღებს. გაბრაზებასაც ვერ ვასწრებ. ყურადღებით ათავალიერებს და თვლებ დაწვრილებული მიყურებს
-ჩემთვის ეს ფოტოა ემოციების მატარებელი და ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ გადაგიღე. ხოდა ჩემს ფოტოებტან ერთად გამომიგზავნე. ისე დგება სკამიდან, რომ თვალს არ მაშორებს. იქვე მდგარ მიმტანს დიდი ხნის ნაცნობივით კითხულობს და ბოლოს გარეთ გადის.
მე გაბრაზებული, გახარებული, დაღლილი, დაბნეული ყველა ემოციით სავსე ვზივარ ჩემს ადგილას და ნაცნობ ქვაფენილს ვუყურებ ფანჯრიდან, სადაც წამის წინ რუხთვალებამ დატოვა თავისი კვალი. ეს ბიჭი ასუცნობიანი განტოლებაა,მაგრამ მისი თვალები ვერ მომატყუებდნენ. ამდენი ხანია ვფიქრობ,რომ ისეთი ადამიანია იშვიათად, რომ იბადებიან და წარუშლელ კვალს ტოვებენ ადამიანებში. საუცხოოდ განსხვავებულები და დადებითები. მონოტორულად ვდგები ჩემს ნივთებს ვიღებ და არეული ფიქრებით გავდივარ გარეთ. გაზაფხულის გრილი ნიავი მხვდება სახეზე და ჯაკეტს ვიხვევ. გასეირნება და ბევრი ფიქრი მინდა.
ვერც ის მოვახერხე, რომ გამოფენაზე დავლაპარაკებოდი. ან საერთოდ, როგორ უნდა მეთქვა ისე მოულოდნელად გამოჩნდა. არ ის მეგონა, თუ შემამჩნევდა ფოტო, რომ გადავუღე. არაფერსაც არ გავუგზავნი, მაგრამ რომც მიონდოდეს არც სახელივიცი და არც გვარი. გიორგის და ლიკოსაც არაფერს ვეტყვი. ხვალხე დავიწყებ ახალი ფოტოების შეგროვებას და იმ ფოტოს გამოფენაზე არც ვიფიქრებ. ტავდაჯერებული ავდივარ სახლში. შხაპს ვიღებ და ვწვები.
***
დილით წყვილს ვურეკავ და ვკითხულობ.
-როდის ჩამოხვალთ? მომენატრეთ? ვუყურებ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ჩემს მეგობრებსდა მონატრება მიტევს.
-აჰა, არ დამაფასე და წამოვედი შორეულ ესპაეთში. ახლა მსდიე. ხარხარებს გიორგი და ლიკოს იხუტებს.
-რანაირი წყვილი ხართ საერთოდ? რა კორიდა ეიფელი მაინც გენახათ ახლა მე ვკისკისებ.
-ნაი, იცი რა მაგრია მოგიყვები ყველაფერს, რომ ჩამოვალ. აღფრთოვანებულია ჩემი დაქალი.
-მთლად ყველაფრის მოყოლაც არაა საჭიღო ისევ ვკისკისებ.
-ახალი ხომ არაფერია? ეჭვნარევი ტონით მეკი
თხება გიორგი
-ახალი? არა, არცარაფერი. თბილისია რა და თბილისში ყველაფერი ახალი ძველია.
***
ხოდა ჩემი ქალაქის სიძველის და გაახლებული სიძველის შესაგღძნობად დავბოდიალობ ბოლო ათი დღეა. ისევ ძველებურად ჩავერთე ჩემს საყვარელ საქმეში. სახლში მისულს ანდროს გამოგზავნილი წიგნები მხვდება და მერე მათში ვიკარგები. წაკითხული, გადაღებული და უკვე იმდენი ემოცია და გადასახარში თემა მაქვს, რომ დრო აღარაფრისთვის მრჩება.
დღეს მოხუცთა თავშესაფარში ვიყავი. იმდენ რამეს ყვება მათი სევდისფერი თავალები.
დაღლილი მივდივარ სახლისკენ და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას მთელი ძალისხმევით ვცდილობ.
სადარბაზოში თავდახრილი შევდივარ. ის ისაა კიბეზე ვდგამ ფეხს, რომ ვიღახას ვეჯახები.
-უკაცრავად. ვჩურჩულებ და ამაოდ ველოდები როდის გაიწევა
***

ესაც მეორე.
ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ.
მადლობა ასეთი თბილი და კარგი შეფასებისთვის.
იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ.
ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის...
მადლობა, რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი მოლურჯო

არ მეყო
უფრო მეტი მინდა!
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მომწონს ძალიააააააააააან kissing_closed_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ასეთმა პატარა თავმა ისეთი ძლიერი ემოციური ცუნამი დამატეხა თავს, ვერც კი ვწუწუნებ მოცულობაზე))) ავტორო, ძალიან , ძალიან მომწონხარ!!!

 


№4  offline წევრი თაია

მოლურჯო
არ მეყო
უფრო მეტი მინდა!

heart_eyes heart_eyes

Chirveuli
ასეთმა პატარა თავმა ისეთი ძლიერი ემოციური ცუნამი დამატეხა თავს, ვერც კი ვწუწუნებ მოცულობაზე))) ავტორო, ძალიან , ძალიან მომწონხარ!!!

sameone crazy girl
ძალიან მომწონს ძალიააააააააააან kissing_closed_eyes kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგწონთ და ძალიან მამხნევებთ თქვენი შეფასებებით heart_eyes

 


№5 სტუმარი გვანცა))

მმმ როგორ მომწონსს,
ანდრო რა კარგი ბიჭია,
ძალიან კარგად წერრ ❤

 


№6  offline წევრი თაია

გვანცა))
მმმ როგორ მომწონსს,
ანდრო რა კარგი ბიჭია,
ძალიან კარგად წერრ ❤

გვანცა, დიდი მადლობა heart_eyes

 


№7 სტუმარი Ania fakie

Orive tavi wavikitxe,dzalian momwons,gansxvavebulia,dzalian gtxov ar daagviano tavebis dade ♡♡♡ warmatebebi

 


№8  offline წევრი თაია

Ania fakie
Orive tavi wavikitxe,dzalian momwons,gansxvavebulia,dzalian gtxov ar daagviano tavebis dade ♡♡♡ warmatebebi

მიხარია, რომ მოგწონს. მადლობა დიდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent