შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი (თავი3)


16-01-2017, 18:58
ავტორი mariam korti
ნანახია 1 275

Killers
ჩემი და ზეინის ბოლო კამათის შემდეგ ორი დღე გავიდა, არც მე ვთმობდი პოზიციებს არც ის, სახლში ჩემს არსებობას თითქმის არ იმჩნევდა, როდესაც სავახშმოდ ვჯდებოდით მხოლოდ მშობლებს ესაუბრებოდა, მიუხედავად იგნორისა მკაცრად აკონტროლებდა ჩემს ყოველ ნაბიჯს. დაცვის წევრები გააფრთხილა არსად გავეშვი, ისინიც ზედმიწევდით ასრულებდნენ მითითებებს.
ცხელი შხაპის შემდეგ, პირსახოცშემოხვეული დავბრუნდი ოთახში, სველი თმები ხელით ავიკეცე, ფენი მოვიმარჯვე ის ის იყო თმის გამშრალება უნდა დამეწყო როდესაც კარი გაიღო.
სერიოზული გამომეტყველებით, ცალ წარბაწეული შემოვიდა ზეინი
-ნივთები ჩაალაგე რანჩოში მივდივართ ! მეტი არაფერი უთქვამს
-მივდივართ ? კი მაგრამ რატომ ? მე არსად წასვლა არ მინდა !
-გკითხე რა გინდათქო ? მეორედ აღარ გავიმეორებ ნივთები ჩაალაგე !
-დიდი ხნით მივდივართ ? რანჩო სად არის ? რა ჩავიცვა ? უამრავი კითხვა დავუსვი ერთბაშად
-3დღით . კატეგორიული ტონით წარმოთქვა და თავისი ზურგჩანთა წელზე მოიგდო ! -მანქანა გველოდება მალე გაემზადე ! ბოლო ბრძანება გასცა და გაეთრა.
აზრზე არ ვიყავი რა უნდა ჩამეცვა , ბოლოს არჩევანი სპორტულებზე შევაჩერე, მხოლოდ საჭირო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები ჩავალაგე ჩემოდანში.
წელი მომწყდა ამხელა ბარგის თრევით, მიყურებდა როგორ ვწვალობდი კიბეზე ჩამოსვლას თუმცა არ შეიმჩნია პირიქით გაეღიმა კიდეც.
ავტომობილში ჩუმად ვიჯექი, მხოლოდ გარემოს თვალიერებით ვიყავი გართული, როგორც კი ქალაქს კარგა მანძილზე გავცდი მწვანე ხასხასა ბუნებამ ჩემი ყურადღება მიიპყრო, ჰაერიც რომ განსხვავებულია, ჩავილაპარაკე ჩუმად და საქარე მინა ოდნავ ჩამოვსწიე
დიდი გზა ყოფილა გასავლელი, რამდენიმეჯერ გამოძინებაც მოვასწარი. ბოლოს ზეინის ძლიერმა ხელმა შემაჯანჯღალა
-გაიღვიძე თითქმის მოვედით. ჩამესმა ბოხი ხმა, ფრთხილად გავახილე თვალი, მოუხერხებელი პოზის გამო მთელი კისერი გაშეშებული მქონდა.
-მოვედით ? მისი სიტყვები გავიმეორე და უზარმაზარ მამულს თვალი შევავლე. საშინლად ცხელოდა, არც სუნი იყო მაინდამაინც კარგი.
ავტომობილის კარი გამოვაღე თუ არა პირველ შარში გავეხვიე. სანამ მზეზე ვიდექი მკლავზე უზარმაზარი მწერი დამაჯდა, ჩემმა კივილმა ყველაფერი შეძრა ირგვლივ
-გაგიჟდი გოგო ? რა ჯანდაბა გაყვირებს !!! თვალები გადამიბრიალა ზეინმა
-რაღაც მკბენს ! სიძულვილით შევხედე მწერს
-კოღოა დებილო !
-ამხელა ? ხელი მაგრად მივირტყი
-აქ სხვა ჯიშის კოღოები ბინადრობს. ჩემ კითხვას პასუხი გასცა, ჩემოდნები ზურგზე მოიგდო და სახლისკენ გასწია
-სასწრაფოთ უნდა მოვძებნო ჩემი კრემები. ჩანთა გადავქექე -კანი გამიფუჭდება, ღმერთო ოღონდ ეს არა გთხოვ
-ოჰ კანი გაუფუჭდება გოგოს. ცინიკურად ჩაიცინა ზეინმა , გზა არ ვიცოდი ამიტომ უკან ავედევნე
როგორც ჩანს ეს მამული დიდიხანია რაც მალიკების მფლობელობაში არის , ყველა სოხარულით მოგვეგება, ზეინის დანახვა განსაკუთრებულად გაუხარდათ.
სახლის მომვლელმა და რანჩოს ზედამხედველმა ოთახი მოგვიმზადეს.
-შენ სხვა ოთახში დაიძინებ. გადავუჩურჩულე ზეინს -დიდი სახლია ამიტომ აუცილებელი არ არის ერთად ვიყოთ
-მეც მაგ იდეაზე ვარ. თვალი ჩამიკრა და დასასვენებლად გასწია..
ნივთების ამოლაგებას საუკუნე მოვანდომე -რა უბედურებაა დამცავი ჟალუზებიც კი არ აქვთ ფანჯრებზე ფული გაუჭირდათ ? მაინდამაინც კოღოებმა უნდა გამომწოვოს სისხლი ? ვითომ ზეინი არ მეყოფოდეს . ვიგინებოდი გულში.
მთელი სხეული მტკიოდა მგზავრობისგან საწოლზე წამოვწექი, დაღლილობამ თავისი ქნა და მალე ჩამთვლიმა
რამდენიმე საათის შემდეგ ეზოდან შემოსულმა ხმაურმა შემაფხიზლა, ფანჯრის რაფასთან მდგარი ვუყურებდი როგორ ხედნიდა ზეინი შავ დიდ ულაყს, ფილმებში ყოველთვის მომწონდა ცხენზე რომ ჯირითობდნენ მაგრამ რეალურად ოდნავ შევშინდი.
მოკლე ჯინსის შორტი და თეთრი საროჩკა გადავიცვი, ჭიპთან ავიკეცე ფეხზე ჩექმები თავზე კოლბოის ქუდი.
სარკეში ჩახედვისას გამეცინა, კარგად ვიხალისე. რამდენჯერმე დავტრიალდი და სირბილით გავედი ეზოში
-ზეინნნნ !! დავუყვირე შოროდან
-თქვენი ცოლი გეძახით ბატონო. გადაუჩურჩულა მოსამსახურემ
-დაიწყო ტვინის ტყვნა ! ჩაილაპარაკა თავისთვის
-შეიძლება მეც დავჯდე ? მასთან ახლოს მივედი და ბავშვივით უცოდველი თვალით შევხედე
-არა !!!
-კი მაგრამ რატომ ? მინდა დაჯდომა და დავჯდები -ცხენი მომიყვანე ! ვუბრძანე ზედამხედველს
-არ მოიყვანო ! სიტყვა არ დამასრულებინა ზეინმა -ჯირითი არ იცი, გადმოვარდები და მერე შენი ისტერიკების, მითუმეტეს მოვლის თავი არ მაქვს
-ვიცი ჯირითი იდიტოტო ! ბავშვობაში მამას ცხენოსნობაზე დავყავდი ! ოსტატურად ვიცრუე, სახეზე ეტყობოდა რომ დამიჯერა
-დარწმუნებული ხარ რომ თავს კარგად გაართმევ ?
-რა თქმა უნდა ! იხტიბარი არ გავიტეხე
-პეგასი მოუყვანე ! უბრძანა მსახურს
-მელისა ჰეილ თუ მატყუებ იცოდე !!
-მოკეტე რა !
რამდებიმე წუთში ჩემს წინ ულამაზესი თეთრი ცხელი დააყენეს, საოცარი დიდი კუპრივით შავი თვალები ჰქონდა
-საოცრებაა..ემოცოები ვერ დავმალე და სრიალა ბეწვზე ხელი გადავუსვი , -პეგასი შენ ხარ არა ? თავზე მოვეფერე, მე მელისა ვარ ლამაზო. ადამიანივით ვექცეოდი
უნაგირს ფრთხილად დავადგი ფეხი, ზეინიც მომეხმარა, ცხელზე ამხედრებულს თავი ინგლისის დედოფალი ელიზაბეტი მეგონა.
-რატომ არ მიდის ? დებილური კითხვა დავუსვი
-ფეხები უნდა შემოარტყა ორივე მხრიდან !!! ხელი კარგად ჩაჰკიდე სულელო გოგო !! აკი იცოდი ჯირითი ?
-ვიცი რა თქმა უნდა !!
-ხო არა ? მაშინ წადი ! არაფრის თქმა აღარ დამცალდა, ხელი მაგრად დასცხო უკანალზე ცხენიც წამის მეასედებში მოსწყდა ადგილს, ცივი ჰაერის შეგრძნებით მივხვდი რომ სწრაფად მიჰქროდა, ხელით მაგრად მოვეჭიდე, -ცოტა ნელა იდიოტო ცხოველო !! ვუყვიროდი შეძლებისდაგვარად
ამდენი ხტუნვისგან ნეკნები ჩამემტვრა, აჭიხვინდა თუ არა თოკზე ხელი მეშვა და მწვანე ხასხასა ბალახზე ზურგით გავეცი !
-ახ შენი !! ჯანდაბა !!! ბებერი ქალივით მოვიკიდე წელზე ხელი
სირბილით მომიახლოვდა ზეინი და ჩემს წინ ჩაიცუცქა
-კარგად ხარ ? ხომ გაფრთხილებდი ალქაჯო !!! გამომივიდა დონა ტერეზა !!! წამოსკუპტა ამხელა ცხენზე !! უხ შენი დედა..
ბოლომდე არ დაასრულა
-მომეხმარე რომ ავდგე !! მიყურე ეხლა
-მოგეხმარო კი არა , ოხ როგორ მინდა კარგად გცემო !! მაგასაც მალე გამომტყუებ თუ ასე გააგრძელებ მოქცევას !!
მკლავებზე გადამიწვინა და სახლამდე ხელში აყვანილი მატარა.
-აბაზანა სად არის ?
-არ არის !
-რაააა ? გავიკვირვე -თუ ბანაობა მომინდა რა უნდა ვქნა ? ფეხზე ავქოთდე ?
ჩემს ნათქვამზე ისტერიული სიცილი აუტყდა
-აქვე ახლოს ტბა არის წაბრძანდი და იქ იბანავე !!!
-პირანიებმა რომ შემჭამონ ?
-რა უნდა პირანიებს აქ გოგო !! ნუ გადამრიე
-რავიცი დინოზავრებივით კოღოები თუ არიან პირანიებიც არ იქნებოდა გასაკვირი !!
-მოკეტე და გაეგდე !! საწოლზე დამანარცხა
****
ღამე ვერაფრით ვერ მოვისვენე, უცნაური ხმები ჩამესმოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მარტო არ ვიყავი , გაუთავებლად ჭრიჭინებდა რაღაც საბანი თავზე გადავიფარე რომ ვერაფერი გამეგო
დაიგრუხუნა თუ არა დენდარტყმულივით წამოვხტი და ყვირილით გაგგვარდი დერეფანში
-ზეინ მიშველე..ვყვიროდი მაგრამ იმდენად ღრმად ეძინა ვერ გაიგო
საბანი ავშალე და მასთან შევწექი, მაგრად მოვხვიე ორივე ხელი წელზე
-აქ რას აკეთებ !! ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა დაიჩურჩულა
-მეშინია, იქ იქ..იმ ოთახში ხმები ისმის. ვუთხარი და თავი მის კისერში დავმალე, კიდევ უფრო ავეკარი სხეულზე, სუნთქვის საშუალებასაც არ ვაძლევდი -არ გამაგდო გთხოვ ! აქ დავიძინებ, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში, თმებზე მაკოცა და ძლიერი მკლავებში მომიმწვდია

მკვლელი (თავი3)



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო. ძალიან მაინტერესებს რომელი რომელს მოარჯულებს
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent