შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლის დრო 5 თავი


16-01-2017, 19:57
ავტორი zia-maria
ნანახია 2 564

---ბატონებო და ქალბატონებო, მეგობრებო, მოწვეულნო სტუმრებო. გაისმა დარბაზში მამაკაცის მჭექარე ხმა და ყველამ იქით მიბრუნდა, საიდანაც ხმა ისმოდა, მათ შორის ერეკლემ და ბარბარემ. დღეს შევიკრიბეთ, რადგან ყველას მინდა ვაცნობო ახალი და სასიხარულო ინფორმაცია. ჩვენი ბიზნესი გაფართოვებს გზას დაადგა და ამისათვის გულწრფელ მადლობას ვუხდით, მოსკოვიდან ჩამოსულ ქართველ, სულ ახალგაზრდა ბიზმესმენს ბარბარე ონიაშვილს. პირველ რიგში მინდა კომპანიის სახელით, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობრის, საოცრად კარგი ადამიანის, თავისი საქმის დიდი მცოდნესი და მოყვარულის და პატივისმცემელი ბიზმესმენი თამაზ გაგნიძის გარდაცვალებას. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები და წლების განმავლობაში პარტნიორებიც კი ვიყავით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ჩვენს შეთანხმებას და პარტნიორობას. მინდოდა ჩემი დიდი სამეგობროსთვის დღევანდელ საღამოზე გამეცნო ეს თავდადებული ქალი, მიუხედავად მისი პატარა ასაკისა ის გახლავთ ქალი ამორძალი, ქალი მეამბოხე და ქალი ბიზნეს ლედი. ეს ქალბატონი კი თქვენ ხართ ქალბატონო ბარბარე. დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა. ბარბარე კი გაშეშებული იდგა და ერეკლემ უბიძგა ღიმილით, სიხარულით და სიამაყით, გასულიყო ხალხის წინაშე. ამაყად გაიარა მამაკაცებს მიერ გაკეთებული კედელი და უფრო დიდი სიამაყით წარსდგა ამ ბობოლა ელიტის წინაშე და სიამაყით გადაავლო თვალი მთელ დარბაზს, მაგრამ უეცრად სუნთქვა შეეკრა, გაშეშდა და ფერიც კი ეცვალა, მაგრამ არ დაიბნა. ეს მხოლოდ წუთიერი სისუსტე იყო და მეტი არაფერი. ხმა ჩაიწმინდა და დაიწყო.
---ძვირფასო საზოგადოებავ, პარტნიორებო, სტუმრებო. დღეს იმდენად ამაყი ვარ ჩემი ქართველობით, რომ ადვილად თქმა არ შემიძლია. 28 წლის ასაკში დადგე ამოდენა საზოგადიების წინაშე ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ამ ტრიბუნამდე მომიყვანა. დღეს ამ საფეხურზე სწორედ იმ უძილო და თეთრად გათენებული ღამეების ფასად ვდგევარ. 18 წლის ასაკში დასრულდა ჩემი ბავშვობა, ჩემი პატარა ასაკის და მიუხედავად მე მერქვა არა ახალგაზრდა გოგო, არამედ ახალგაზრდა ქალი. ქალი რომელიც ყოველ დილით ადრე დგებოდა და მიდიოდა თავის საყვარელ სამსახურში და ისე იწმენდდა ოფლს, როგორც სხვა რიგითი მომსახურე პერსონაჟი. გვიან სახლში დაბრუნებულს კი ოცნებების დროც კი არ ჰქონდა, რადგან უამრავი სამეცადინო ელოდა. ძალიან ვიღლებოდი, მიჭირდა იმ რთულ რეჟიმთან შეგუება,მაგრამ ამ დროს ჩემი ცხოვრების აზრი,ჩემი უსაყვარლესი არსება ძალას მაძლევდა.ეს არის ადამიანი,რომელიც მე ჩემი ცხოვრებიდან მერგო დიდი და ლამაზ სიურპრიზად,ლამაზი მოგონებებით.ვიცი,ძალიან კარგად ვიცი,რომ ბიზნესის დაწყება იმის ფიქრით,რომ გამდიდრების შანსი პირველ ჯერზევე გექნებათ ეს შანსი ძალიან მცირეა, მხოლოდ უფლის რწმენით და თავდაუზოგავი შრომით მოგეცემათ ფინანსების მოპოვების შანსი. თუმცა ეს შრომა თავად თქვენზე აისახება, შრომა თქვენს ხასიათში უნდა ჩანდეს და სურვილში, ისე არანაირ ჩანაფიქრს აზრი არ აქვს. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენს ბიზნესს, იზრუნებთ მასზე უფრო მეტს, მით მეტი შანსი იქნება როგორც გამდიდრების, ასევე ხელს შეგიწყობთ კარიერულ წინსვლაში. ბიზნესის დაწყების წინ უკეთესია თუ შეადგენთ თქვენი ჩანაფიქრის რუკას, ის ძალიან გამოგადგებათ თქვენი გეგმების განხორციელებაში. სულ ესაა და მიაღწევთ დასახულ მიზანს. მადლობა ყურადღებისათვის. ბაბარეს საუბრის დროს, ერეკლეს ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და მხარზე დაჰკრა ხელი მსუბუქად.
---ერეკლე ძალიან გამეხარდა შენი ნახვა. როგორ ხარ, მეგობარო რას შვრები. ძველი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ.
---ბექა? რამდენი წელია გასული, რაც არ მინახიხარ.
---ბევრი, ძალიან ბევრი მეგობარო. წასული ვიყავი, რამდენიმე თვეა რაც აქეთ ვარ. ხან აქ, ხან იქ იცი ბიზნესში როგორადაცაა. ერეკლე ვინ არის ის გოგო შენ რომ გახლავს. შეეკითხა და თვალი ბარბარესკენ გააპარა. ერეკლეს გაეცინა, სიამაყით შეხედა ბარბის და ბექას ღიმილით უთხრა.
---მართლა ვერ იცანი, თუ გეგონა სახელი და გვარი უბრალდ დამთხვევა იყო?
---სიმართლე გითხრა სახელი და გვარი რომ არა ეთქვა მამაჩემს, ვერ დავიჯერებდი, რომ ის, ის არის.
---ახლოს მიდი და დარწმუნდები ბექა. ის, ის არის თუ არა. ამ დროს ტაშმა იქუხა ბექაც ტაშის დაკვრით მიიწევდა წინ. მიუახლოვდა ბარბის და მისი ჯადოსნური ღიმილით უთხრა.
---,,ქალი ამაყი,ქალი ლამაზი,ქალი წმინდა და ქალი ფერია. ქალი სამყაროს სიმღერა არის, ურომლისოდაც არაფერია''. ბატონ იოსებ მთავრიშვილის სიტყვებია ეს სიტყვები და ეს თვითეული სიტყვა თქვენ გეკუთვნით ქალბატონო ბარბარე.
ბარბი შეხტა ამ ნაცნობი ხმის გაგონებაზე და ერთიანად შემობრუნდა ბექასკენ. მის წინ იდგა ადამიანი, რომელსაც წლებია გაურბის, ადამიანი რომლის სიყვარულსაც გაექცა, მაგრამ ხმა? მისი ხმა ისევ ისეთივე მტკიცე და მკაცრია როგორც ადრე. ბედნიერი ხართ, რომ ამ ქვეყნად მოევლინეთ როგორც ქალი, ქალი წარმატებული და ქალი ძლიერი. ღირსეულად გეტარებინოთ ეს ულამაზესი სტატუსი. ბარბარე მიაჩერდა მის წინ მომღიმარ ბექას და გულში გაიფიქრა, ,,ნეტავ დამაბრუნა იმ ბავშვობის წლებში ბაქარ შენთან შეხების უფლება რომ მქონდეს თუნდათ რამოდენიმე წუთით''.
ბარბიმ ძალა მოიკრიბა და თავადაც ღიმილით და თავაზიანად მოუხადა მადლობა და გულის ფრიალით წავიდა იქ, სადაც ერეკლე იდგა ღიმილით.
---ბარბარემ მის სიამაყეზე წინ, მისი ღირსება დააყენა, მან დამალა მისი ძლიერი სიყვარული და მასშივე ჩაკლა ეს უზარმაზრი გრძნობა. მისთვის ყველაზე მთავარი, მისი სუფთა სული იყო, მაგრამ ამ სიყვარულზე უარი თქვა, რადგან არ უნდოდა მისი მიზეზით გაეუბედურებინა მისთვის საყვარელი ადამიანი.არ შეეძლო მის თავზე ეზრუნა და ეფიქრა, მის გარშემო სხვებიც იყო. იყო ხალხი რომლის აზრისთვის არასოდეს აუვლია გვერდი. ამასთან ერთად ქონდა ძლიერი მორალური პრინციპები და გამძაფრებული ღირსება, ის ღირსება რომელსაც დედამ ჩამოუყალიბა და პატივს სცემდა მას. სიყვარული რომ დაეძლია და ჩაეხჩო მასში, ერთადერთი გზა მისგან გაქცევა იყო, მაგრამ ვერ შეძლო, მაინც ვერ დაემალა წარსულის ლანდებს, რადგან მისი წარსულის ცოცხალი ფოტო მას სახლში ჰყავდა და მხოლოდ მითვის ცოცხლობდა მხოლოდ. ბარბიმ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ბექამ ყურში ჩასჩურჩულა.
---მე და შენ ერთად ვიქნებით ბარბი.
---რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
---რწმენა არ დამიკარგავს და იმიტომ. ბარბის უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან ყველა მათ უყურებდა. ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე და ბოდიშის მოხდით გაეცალა ბექას. ერეკლესთან მივიდა და მავედრებელი თვალებით შეხედა, უნდოდა დროზე გაცლოდა იმ ადგილს, ადგილს რომელიც ხუთავდა და ცუდად ხდიდა.
---გთხოვ წავიდეთ, ერეკლე ცუდად ვარ აქ.
---ახლა რომ წახვიდე, ხალხი სხვაგვარად იფიქრებს და პაპარაცებიც არ მოგასვენებს, რამოდენიმე ფოტო გადაგიღეს, ხვალ გაზეთები და მთელი ქართული მედია შენზე ისაუბრებს. ცოტა ხანი კიდევ გავჩერდეთ და წავედით. მიხვდა ერეკლე მართალს ამბობდა და დანებდა. ხელში ღვინის ბოკალი დაიჭირა და ვერანდაზე გავიდა ამ დროს ყური მოკრა ჭორიკანა დედაკაცების ჩურჩულს.
(ჰმ მაღალი ელიტის ქალბატონებსაც ცოდნიათ ჭორიკნობა)
---როგორ მომწონს ვახტანგის სიძე, ამბონენ ძალიან მდიდარი ოჯახიდან არისო და იმიტომ მიათხოვა ქალიშვილიო.
---იმასაც ამბობენ, არ უყვარს ცოლიო. რად უნდა ასეთი სიძე, თუ მისი შვილი არ უყვარს, მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევად? ჩემო კარგო, ძალით დაბმული ძაღლიც არ ყეფს პატრონის გემოზე.
---მართალი ხარ, ახალგაზრდებს თავად უნდა მოწონდეს და უყვარდეს ერთმანეთი.
---მე არასოდეს არ ჩავერევი ჩემი შვილების ბედში. უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახს, ძირი არასდროს არაქვს მყარი. ისე გაერთო ამ ქალების მოსმენით, რომ ვერ გაიგო როდის დაუდგა გვერდით ბექა.
---გეტყობა მძიმე ცხოვრება გაქვს, რთული არის ბიზმესმენი ქალის როლი.
---რას ამბობ? ან რა მეტყობა, რომ რთული ცხოვრება მაქვს? გაიკვირვა ბარბიმ.
---შორიდან რომ შეგახედა შენი თავისთვის, მასე ვითომ უდარდელად არ გამცემდი პასუხს. რაც არ უნდა ეცადო და ითამაშო, რომ ბედნიერი ხარ, შენი თვალები ჩემზე კარგად არავინ იცის ბარბი და მე მაგ თვალებში ვკითხულობ იმას, რასაც გეუბნები. სასმელზე დაგპატიჟებდი, მაგრამ მომასწარი, უკვე გაქვს ხელში წითელი ღვინის ბოკალი, რომელიც ძალიან უხდება შენს თითებს.
---მე ის ბავშვი აღარავარ ბაქარ.
---შენ ვინ ჩაგთვლის დღეს ბავშვად, თან ამ კაბაში. გაეცინა და ვნებიანი, სიყვარულის სავსე თვალებით აათვალიერა ბარბის უნიკალური სხეული, რომელსაც მკვეთრად ასხივებდა ტანზე მომდგარი კაბა. მოდი დავივიწყოთ წუთიერად პრობლემები და ვთქვათ ის, რაც ამ წუთში გვინდა გულით გავაკეთოთ. მე ვიქნები პირველი და გეტყვი, რომ უკვე წლებია ვიბრძვი თავისუფლებისათვის და ვცდილობ დაკარგული სიყვარული დავიბრუნო.
---მეც ვიბრძვი, მაგრამ არა თავისუფლებისთვის, არამედ ბედნიერებისთვის.
---და შეძლებ მოიპოვო ის, თუ შენ მოინდომებ თავად. ახლოს მიიწია, წელში ხელი შეუცურა და გულზე აიკრა, მისი სურნელი შეისუნთქა და ჩუმად, ჩურჩულით უთხრა. ბარბი წლებია დაგეძებ, ვერ დაგივიწყე, შენთან მინდა, შენ მინდიხარ და თან ძალიან, ძალიან. შენ ხარ მხოლოდ ჩემს გულში და სხვა არავინ. მაპატიე, ეს წლები მაპატიე ბარბი. ბარბის უჭირდა საუბარი, ხმა ვერ დაიმორჩილა ბექას სუნით შეგრძნობილმა და გაბრუებულმა და მანაც ჩუმად უთხრა.
---რისთვის მიხდი ბოდიშს? რამე მოხდა ჩვენს შორის მე არ მახსოვს?
---ბარბი გინდა ჭკუიდან შემშალო?
---სულაც არა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ კი შენი. მე სახლში ქმარი მელოდება ბაქარ და შენ ცოლი. ასე რომ, ჩვენი გზები წლებმა თავად გაყარა ბაქარ.
---ბაქარ, ბაქარ, მხოლოდ შენ მეძახდი ბაქარს და ახლაც ისევ ისე მეძახი ბარბი. შენ ვერ წარმოიდგენ რამხელა სიყვარულით ამბობ ჩემს სახელს, ისე როგორც მე შენსას.
---ყველაფერი დასრულდა დიდი ხნის წინ, გახსენებად არ ღირს, ხელი გამიშვი. ბექამ არ მიაქცია ბარბის ნათქვამ სიტყვებს ყურადღება და უთხრა.
---ქმარი გიყვარს? სიყვარულით გყავს მასთან შვილი? რას არ გავიღებდი, შენთან შვილი რომ მყავდეს ბარბი, ჩემი ბარბი. ჩვენი შვილი შენსავეთ ლამაზი ღაწვებით და შენსავეთ ამაყი, კლდესავეთ უდრეკი. გულს უკლავდა და უსერავდა ბექას ნათქვამი თითოეული სიტყვა, მაგრამ უკან ხომ არ დაიხევდა.
---მყავს მეცხრე წელიწადშია.
---მეცხრე წელში? ბექამ წარბი ასწია და თვალებში შეხედა ბარბის. თითქოს რაღაც მინიშნებას მიაგნოო და ბარბის გულმა კი ძლიერად დაიწყო ფეთქვა, არც ეს გამოპარვია ბექას და არც მისი უეცარი შეშინებული გამოხედვა.
---ნუ მიყურებ გაკვირვებული, ის არ არის, რაც ახლა გაიფიქრე.
---მალე გათხოვილხარ, რომ დავბრუნდი ამერიკიდან ოთხ თვეში, აქ ვეღარ გნახე, გამოდის უკვე გათხოვილი იყავი?
---ასეა, მალე მომიკაკუნა ბედმა და ვისთვის მეცადა.
---ბარბი შენთან ვიცი, რომ დიდი დამნაშავე ვარ და არ მინდა პრობლემები შეგიქმნა. იმ ღამით მართალია მთვრალი ვიყავი და შეიძლება ბევრი რამ არ მახსოვს დეტალურად, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ჩემი გახდი. მე ვიყავი შენთვის პირველი მამაკაცი. (და ბოლოც შენ იქნები, გულში გაიფიქრა ბარბიმ) გული მტკივა, სული მეწვის. როგორ მინდა თავისუფალი ჩიტი ვიყო და შენთან შემეძლოს მოფრენა. შენ? შენ არ გიფიქრია ამ წლების მანძილზე ჩემზე?
---არა, არ მიფიქრია, რადგან წარსულზე ფიქრის დრო საერთოდ არ მქონდა, რადგან მომავლის შექმნით ვიყავი დაკავებული. ძალიან ცდილობდა მისი აკანკალებული ხმა მტკიცე ყოფილიყო.
---არ მეგონა ასე თუ ამომირეცხავდი გულიდან. სად დაიკარგე, სად გაქრი.
---იქ წავედი სადაც წარსული ვერ მომაგნებდა და სწორადაც შევარჩიე ის ადგილი, რადგან იქ ვერ მომაგნო წარსულმა, ვერ მომწვდა.
---ასე ძალიან შორს არის ის ადგილი, სადაც ცხოვრობ ბარბი რომ შენი პოვნა ვერ შევძელი? იცი რამდენი გეძებე? ბარბიმ თვალებში ჩახედა და უთხრა.
---არ გიძებნივარ ბაქარ იქ, სადაც საჭირო იყო.თორემ ვინც ეძებს კარგად, ის პულობს კიდეც. ძალიან მძიმე წლები იყო ჩემთვის და არ ვნანობ დღეს ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, როგორც ხედავ. უთხრა დამორჩილებული, მტკიცე ხმით წარბაწეულმა.
ბექა სახეზე დააკვირდა და უთხრა ის რაც იმ წუთში მის გულიდან მოდიოდა,გულწრფელი სიტყვებით.
---შეუძლებელია დღეიდან შენს გარეშე ვიცხოვრო ბარბი. მარტო ეს მაინტერესებს, შენ შეძლებ?
---აქვს კი აზრი ბაქარ ჩემი აზრის თქმას?
---ძალიან დიდი.
---ადამიანი რომელიც წლების წინ სიგიჟემდე მიყვარდა,ის სხვაზე დააქორწინეს და დღეს ის სხვა ქალის მეუღლეა და ის ქალი ჩემი მეგობარია.
---.იყო შენი მეგობარი, რადგან როგორც ვიცი აღარ გაქვთ სიახლოვე და კიდევ ცნობისთვის შენი წასვლიდან ორი წლის შემდეგ დავქორწიმდით ბარბი ასე რომ ძალიან იჩქარე აქედან წასვლა, შეიძლება დღეს ყველაფერი სხვაგვარადაც კი ყოფილიყო, ჩვენს სასიკეთოდ. ისეც კი გაგიგია, რომ ეს ქორწინება ძალდატანებით იყო და არა ჩემი ნებით.
---არასასიამოვნო და მტკივნეული ამბები სწრაფად ვრცელდება ბაქარ.როცა გინდა გაიგო რამე,ყველაფერს იგებ, არააქვს მნიშვნელობა დროს და მანძილს.
---ახლა რას ფიქრობ ამ წუთში.
---გინდა გულწრფელად გითხრა?
---ყველაზე მეტად ეს გამახარებს, შენი გულწრფელობა.
---ვფიქრობ, შენ რომ თავისუფალი ადამიანი იყო, დაუფიქრებლად გეტყოდი,რომ ამიერიდან ვერავინი ვერ დაგვაშორებსთქო, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია ძვირფასო. შენ ოჯახი გყავს, მე ვერ ჩავდგები თქვენს შორის, ჩემი მიზეზით ეს არ მოხდება. ბარბარე ხელით შეეხო ბექას ლოყაზე, ახლოს მიიწია და მისი სუნი შეისუნთქა, სევდიანი თვალებით შეხედა და გაბრუნდა, ერეკლესთან მივიდა და უხმოდ დატოვა დარბაზი. ბექა ისევ ვერანდაზე იდგა და მის თვალებში ბარბარეს სევდიანი თვალებს ხედავდა, ცრემლით სავსეს და იმ ცრემლებში მის ანარეკლი კიაფობდა.
ეს თვალები შავი უძირო და ოკეანესავეთ უფსკერო დიდ სიყვარულს ისევ თან ატარებდნენ,ის თვალები რომლების ბავშვობიდან აგიჟებდა, წლების შემდეგაც მისკენ იწვევდნენ. ვერანდას ხელი დაარტყა ძლიერად და თქვა.
---მაინც გავიგებ, რას მალავ მაგ სევდის მიღმა ბარბი. შვილი მეცხრე წელში? უცნაურია, ძალიან უცნაური. ერეკლემ ბინამდე მიიყვანა ბარბი და წყნარად უთხრა.
---გინდა ამოვიდე და დღეს შენთან დავრჩე?
---არა, არ გეწყინოს, მაგრამ მარტო მინდა ყოფნა.
---კარგი და კარები გადაკეტე, შენ ახლა გათიშული ხარ და არ დაგავიწყდეს კარის დაკეტვა. ხვალ გამოვალთ ორივე. დაემშვიდობა და წავიდა.
ბარბი სახლსი შევიდა ძალა გამოცლილი,სავარძელში ჩაჯდა,ბევრი იტირა და შემდეგ სახლს მოავლო მისი ცრემლიანი თვალები. აკანკალებული ხმით თქვა ჩუმად, თითქოს სხვას რომ არ გაეგონა მისი საიდუმლო.
---საკუთარი სახლი, რამდენადაც დაუცველი უნდა ვიყო გარეთ, ეს კედლები ძალას მაძლევს, ეს კედლები ჩემთვის სხვის ციხესიმაგრეებს ჯობია, რადგან აქ შენი სუნია. ეს კედლები, მოწმეა ჩემი შენდამი ვნებისა, შემდეგ დიდი სევდისა და თან დიდი იმედისა. ეს კედლები მოზიარეა ყველა ჩემი ფიქრისა, მხოლოდ ამ კედლებმა იციან ჩემი საიდუმლო, მხოლოდ ამ კედლებს შეუძლიათ იყოს მდუმარედ და საიდუმლო შემინახოს. ვიტირო თუ ვილაპარაკო მხოლოდ ეს კედლები მომისმენენ. ღმერთო ასე რატომ დამსაჯე, ნუთუ არ არის საკმარის ჩემი წამებით გამოცდა? მეშინია, მეშინია კიდევ ერთხელ თავს რომ ვერ მოვერიო,რა იქნება შემდეგში?.
ღვთისმშობელო დედაო განდევნე ჩემი გონებიდან მასზე ფიქრი, აღარ მინდა მხოლოდ ოცნებებით ცხოვრება, სადაც მარტოობაა ჩემი ტკივილი. მოვიდეს ჩემამდეც გაზაფხული ლურჯთვალა იებით და წითელი ყოჩივარდებით და გულში ოდნავი სითბო შემომიტანოს, გაათბოს ჩემი გაყინული გულიც და სულიც. წადი ჩემი ცხოვრებიდან, წადიიიი. დაიღალა ტირილით, ადგა კაბა იქვე მიაგდო და უბრალოდ მაისური გადაიმცვა. შეწვა ასე თვალებ დასიებულმა და შეეცადა დაძინებას, იწრიალა, ვერ დაიძინა. რამდეჯერ დახუჭა თვალები, წინ ბექას სევდაჩამდგარი თვალები ედგა. რატომ აქვს ამოდენა სევდა მის თვალებს. ამ ფიქრებში თითქმის ჩათვლიმა და უეცრად კარებზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. ჯერ შეეშინდა ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იფიქრა ან ერეკლე იქნება და ან ლევანიო და წამოდგა. იქვე დაგდებული მოკლე ხალათი შემოიმცვა და კარები გააღო. კარებში კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბექა იდგა. წარსული დაბრუნდა და გაახსენდა ის სიტყვები,რომელიც დაუფიქრებლად გაუმეორა.
---ბექა? აქ რა გინდა ამ დროს?
---არ შემომიშვებ ბარბი?
---არა, უკვე გვიანი არის.
--- ჩემი გეშინია? ზუსტად ისე გაიმეორა ბექამაც. შემოპატიჯებას არც დაელოდა, შემოვიდა სახლში და კარები ფეხით მიკეტა, შემდეგ კი გასაღებით გადაკეტა, თან მე მიყურებდა, გვერდი ამიარა და მისაღები შევიდა. დაღლილი თვალებით შემომხედა და მთხოვა.
---გთხოვ ყავა გამიკეთე ორმაგი და უშაქრო. მე სამზარეულოში გავედი დაბნეული და ყავა მოვუმზადე, მაგიდაზე დავუდგი და მის წინა სავარძელში ჩავჯექი. ბექამ ყავა მოსვა და მე შემომხედა, დამაკვირდა ნამტირალებ თვალებზე და გვერდულად ჩაიცინა.
---არ მანახვებ შენი ქმარშვილის ფოტოებს? თავში დამცეცხლა და ფეხებიდან სიცივემ დამიარა. ტელეფონში მქონდა შოთიკოსთან და ბაქართან ერთად გადაღებული ფოტო და ის ვაჩვენე. ბექამ შეხედა ფოტოს და დაკვირვებით დააკვირდა, გილოცავ კარგი ტიპია, მაგრამ ბავშვი არ გავს. ბარბი რამეს მიმალავ? გთხოვ ნუ დამიმალავ სიმართლეს.
---არა,არაფერს არ გიმალავ. უკვე გვიანია ბაქარ და წადი, ძალიან გთხოვ წადი. ავდექი და კარებისკენ მივუთითე წასასვლელად.. ძალიან დავიძაბე და კედელს მივეყრდენი. ადგა ახლოს მოვიდა და მითხრა.
---ბარბი შენი ერთი სიტყვა და დღესვე შეიცვლება ყველაფერი. შემდეგ ძალიან ახლოს მოვიდა და ხელი სახეზე ჩამომისვა, გამაკანკალა და თვალები უნებურად დავხუჭე. ძალიან თბილად და ნაზად მექცეოდა. ვიგრძენი როგორ ჩასრიალდა ჩემი სხეულიდან ატლასის ხალათი ჩემს ფეხებში, ძირს დავიხედე და შევხედე ბექას ხელებს, რომლებიც ჩემი მაისურისაკენ აიღეს გეზი და მაისურის შიგნით შეცურდნენ. მთელი ტანი დამეხორკლა და გამაკანკალა. ეს არ დარჩენია ბექას შეუმჩნეველი და ჩაიცინა, თან გათამამდა. ნელა ნელა მაისურიც გამხადა ,თან უკან-უკან სვლით საძინებელში შემიყვანა, თავადაც გაიძრო და ერთმანეთის წინაშე ვიდექით მხოლოდ საცვლებით და ერთმანეთს მივშტერებოდით. ის მყარად იდგა და მე კი ვცახცახებდი. ვნებით ანთებული თვალებით შემომხედა,ვერ ვძლიე ცდუნებას,ისე მინდოდა მისი შეხება და ცრემლიანი თვალებით შევხედე.სასიამოვნოდ გამაკანკალა,მისი შიშველი სხეული რომ შემეხო.ყელში მაკოცა ხმაურიანად და სულ სხვა შეგრძნება იყო,მისი ხელებით შეხება ჩემს მკერდზე.თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა დავიკვნესე სიამოვნებისგან.მისი მონატრებული სუნი ღრმად შევისუნთქე და უკვე გონება დამებინდა.,მაგრამ ვაჯობე გონებას და როგორადაც შემეძლო მოვიკრიბე,ორივე ხელით გულზე მივეყრდენი და ჩურჩულით ვუთხარი.
---გთხოვ,ნუ გავართულებთ უფრო ძლიერად ყველაფერს.
---ნუ შემაჩერებ ბარბი. წლებია მწყურიხარ, წლებია მხოლოდ შენ მინდიხარ, წლებია შენზე ვფიქრობ.რამდენი ქალი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ შენი სურნელი არცერთს არ ქონია, არცერთი არ მიიღო გულმა და ერთჯერადი ხელსახოცებივით ვიცვლიდი. შენ ჩემი ხარ ბარბი, ნუ მეტყვი რომ გათხოვდი, რადგან შენს მკვრივ მკერდს კაცის ხელი არ აქვს მინაკარები. ხელში ამიყვანა და ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა საწოლამდე.
არ მინდოდა კიდევ შეცდომა დამეშვა, მაგრამ მის დაკუნთულ სხეულს რომ ვხედავდი, გონება და ფიქრი იქ მირბოდა ,,როდის მოვექცეოდი მის განიერ მკლავებში''. ვეღარ გავუძელი გონებას ვძლიე, მაგრამ ვნებამ მაჯობა, ჩემს თავს გადავაბიჯე, ჩემს სიამაყეს, ჩემს ღირსებას, ჩემს სიმტკიცეს და ამდენი წლის შემდეგ, მივეცი ჩემს თავს უფლება, მესარგებლა აკრძალული ვნებით და კიდევ ერთხელ შემეგრძნო ბედნიერება, კიდევ ერთხელ მეგრძნო, რომ მეც ვიყავი ქალი და სასურველი ქალი. მის გემრიელ და რბილ ბაგეებს ჯერ შევხედე და შემდეგ შევეხე ნაზად, რათა მინდოდა შემეგრძნო მისი ბაგე ჩემს ბაგეზე. ჯერ გაუკვირდა და შემდეგ ამყვა კოცნაში და თან ზემოდან მომექცა და მე ვიყავი იმ ღამეს უბედნიერესი ქალი. არასოდეს, არასოდეს, არ ვინანებ ამ ღამეს თუმდაც ამ ღამემაც დამიტოვოს კიდვ ერთი საჩუქარი. ბექა ცოტა ნასვამი იყო, ჯერ დამაკვირდა და მითხრა.
---შენს ქმარს შენთვის კოცნაც კი არ უსწავლია ბარბი.უთხარი გამეცადინოს თუ გინდა მე ვიქნები მასწავლებელი. მითხრა ღიმილით და კიდევ ერთხელ დააკვდა ჩემს ბაგეებს მოწყურებულმა. შემდეგ ფრთხილად დამადო მკერდზე თავი და ვნებისაგან დაცლილს და დაღლილს ჩაეძინა. დილით კი ბედნიერებისაგან შევსებულმა გავიღვიძე, ისევ ისე საყვარლად ეძინა გაუნძრევლად, ისევ ჩემს მკერდზე.

---ნეტავ ცხოვრების სახლივით დალაგება შეიძლებოდეს, როგორ მივაწკრიალებდი ყველაფერს. არასოდეს, არ დამეზარებოდა მილაგება და არც მტვერს არ დავამჩნევდი ჩემს სამყაროს. ყოველ დილით, მაგიდაზე გამჭირვალე ლარნაკში ყვავილებს არ გამოვლებდი. ნეტავ ეს შეიძლებოდეს, საღამოს სახლის კართან გხვდებოდეთ და ჩვენი შეხედვა დაღლილობას გიხსნიდეს. ვჩურჩულებდი ჩემთვის ხმამაღლა ჩემს ოცნებებს და ხელებს ბექას თმებში დავასერიალებდი. მეგონა ისევ ეძინა მაგრამ ვიგრძენი როგორ დაეცა ცხელი ცრემლი ჩემს მკერდს და ღარად დაედინა დახორკლილ კანს. თავი ასწია და ვნება მორეულმა მითხრა.
---ჩემი ღამის, ყველა კაშკაშა ვარსკვლავი, შენში იყრის თავს ბარბი. შენ მე წუხალდელი ღამით, დიდი იმედი ჩამისახე მომავლისთვის საბრძოლველად. შენ ჩემი საუკუნის მარადისობა ხარ, ჩემი მომავლის აწმყოდ ამწყობი ხარ, შენით მთავრდება ირგვლივ ყველა ფიქრი, ჩემი სიყვარულის საოცარი ძალა ხარ საყვარელო. ჩემთვის, ჯერ შენ ხარ და შემდეგ ყველა დანარჩენი. ისევ მოგვერია ვნებამ და კიდევ ერთი ულამაზესი დილა ვაჩუქეთ ერთმანეთს. შემდეგ ადგა, მოემზადა და წავიდა. წავიდა და წაიღო ჩემი გულიც და სულიც.ამაზე მეტი საშინელება არ არსებობს, როცა გიყვარს და შენი არ არის, როცა გინდა მოეფერო და უფლება არ გაქვს. ღმერთო ასე რატომ დამსაჯე, რატოოოომ. ბევრი ვიტირე და მივხვდი, რომ მე განგებისგან ვიყავი დასჯილი. თავი მოვიწესრიგე, სახლი მივალაგე და ვერანდაზე გავედი, სახლში ჰაერი არ მყოფნიდა. ვიდექი და ვათვალიერებდი გარემოს. ძირს ჩავიხედე შევხედე ჩემსკენ მომავსლი ერეკლე და ლევანი და თან რაღაცაზე კამათობდნენ, ლევანიმ მაღლა ამოიხედა და მხიარულად მომაძახა.
---შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა ბარბიიი.
---ამოდი, ამოდი ყავას გავამზადებ, მათ სახლში ამოსვლამდე კარები ღიად დატოვე და მე კი სამზარეულოში გავედი.ერეკლე სახლში როხროხით შემოვიდა და თან ლევანს ეჩხუბებოდა. ყავა გავამზადე და გაუტანე ბიჭებს და თავადაც მათ ახლოს მოვთავსდი. ვუყურებდი ორივეს კამათს და ჩუმად ვიცინოდი.
---თქვი რა გაქვს სათქმელი.
---ნუ მეღურღულები ერეკლე ისედაც ცუდად ვარ.
---რა გჭირს აღარ იტყვი? რა გემართება ეს დღეებია ვეღარ გცნობ. ლევანმა ორივეს შემოგვხედა და ჩუმად თქვა.
---მიყვარს.
---რა? ვინ გიყვარს,ვინ არის,ვიცნობთ ჩვენ?
---შენ კი და ბარბი არა. გაოცებული მიჩერებოდით ორივე ლევანს. მე კარგად მოკალათდი და მკაცრად ვუთხრი.
---ვინ არის,რამდენი ხანია რომ გიყვარს?
---სამი წელია უკვე. თქვა სევდიანად.
---და სამი წელია დადუმებული ხარ? ხო უნდა დაგადუმო სამუდამოდ.შეუღრინა ერეკლემ.
---აქ არ ვიყავი და როგორ მეთქვა. სოციალურ ქსელში გავიცანი, შემდეგ ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ და გეფიცები, მისი წკრიალა ხმით შემიყვარდა. რომ ჩამოვედი, შევხვდით ერთმანეთს, ის ისეთი პატარა, ცქრიალა და ნაზია, მასთან მიახლოების შემეშინდა, შემეშინდა შევხებოდი.მეგონა თითქოს ჩემს წინ ფაიფურის თოჯინა იდგა და თუ შევეხებოდი დავამსხვრევდი. ბარბი მიშველე რა გთხოვ.
---ხომ ხარ ღირსი ჩაგაგდო ყუთში და გაგიშვა იქ,საიდანაც მობრძანდი.შეუღრინა ერეკლემ.
---ერეკლე ნუ მიშლი ნერვებს შენი ბუზღუნით, ნუ სარგებლობ ჩემი სისუსტით, თორემ ერთი ისეთი მოგხვდება ჩემი მარჯვენა,დარწმუნებული იყავი ათი დღე ვერაფრის გემოს ვერ გასინჯავ.
---ვერ გიტან ლევან.მეც ერეკლეს ავუბი მხარი და ვითომ გაბრაზებულმა ვუთხარი ლევანს..
---არა უშავს ამიტან, ისე ვერც მე გიტანთ ისე, როგორც თქვენ, მაგრამ მე როგორი თბილი ვარ ხომ გახსოვს და მაინც მიყვარხართ. შენ ხომ ჩემი ბარბის კუკლა ხარ. მომეფერა ლევანი თმებზე . გამეცინა,ერეკლემ კი ისევ შეუღრინა და უთხრა.
---რა აუტანელი არსება ხარ, თუ ხვდები საერთოდ.
---არც მე ვეფეთები შენზე, ისე რომ იცოდე. ერთმანეთს უბღვერდნენ და შემდეგ გულიანად ახარხარდა ორივე და მეც ავყევი მათ სიცილში..
---ვინ არის თქვი რატომ არ ამბობ. წყნარად ვუთხრ რომ დავწყნარდით. ერეკლეს გადახედა და უთხრა.
---მურთაზის და არის, შენი მძღოლის. ეს ახლა გავიგე, რომ მისი ძმა შენი მძღოლია და მეგობრობთ.
---ვინ? მაიკო? გაუკვირდა ერეკლეს.
---კარგად იცნობ ერეკლე? შევეკითხე ერეკლეს.
---კი,კარგად ვიცნობ. კარგი გოგოა, მე უტვინო მეგონა და კი ქონია გემოვნება ამ უტვინოს. გაეცინა ერეკლეს შემდეგ დასერიოზულდა და შეეკითხა. მის ძმას როდის უნდა უთხრა.
---ჯერ ვერ ვეტყვი, ისედაც ვერ ვარ კარგად და რომ მომიქნიოს ხელი, ძალა უნდა მოვიკრიბო, რომ ავიცდინო.
---რა გჭირს, რა სახე ჩამოგტირის.
---რა არ მჭირს ის მკითხე.
---ხოდა მაშინ, მითხარი რა არ გჭირს, იშლები ერთიანად? შეეკითხა ერეკლემ სიცილით.
---მტკივა, ყველაფერი მტკივა.
---მერე ექიმმა აღარ მიგიღო? უკვე ვხვდებოდი რომ თავს ვეღარ შევიკავებდი და გულიანად გავიცინებდი. ლევანმა შემხედა და მობღვერილმა მითხრა.
---ნუ იცინით, თორემ ორივეს მოგისროლით აივნიდან. მე მართლა გეუბნებით.აი აქედან მეწყება ტკივილი და აი ასე დადის მთელ სხეულში. ცუდი ისაა დღე ვერ ვგრძნობ ტკივილს, მოსაღამოვდება თუარა ნელა-ნელა იწყებს სიარულს, ხან აქ და ხან იქ.
---ეს არ არის ტკივილი, ლევან ეს არის თითქოს ტროლეიბუსი დასრიალებს სინებზე. ვუთხარი და შეკავებულმა სიცილმა ერთიანად ამოხეთქა. ჩემს გადაკისკისებაზე ვერც ერეკლემ შეიკავა თავი და ორივემ ერთმანეთს ავყევით.
---ორი იცინის და ერთმანეთს დასცინისო, აი სწორედ თქვენზეა ნათქვამი. თქვა ლევანმა მაგრამ ჯერ გვიყურა და შემდეგ თავადაც კი გაეცინა. როგორც იქნა დავწყნარდით და ვუთხარი.
---წამოდი მართლა ხუმრობის გარეშე წაგყვები ექიმთან.
---ვიყავი, ორი დღის წინ.
---მერე რაო, რა გითხრა. ან დღე მოკვდები ან ღამეო ხო?
---არაფერიც არ მითხრა. მომიარა ხან აქედან, ხან იქიდან,როგორც ზალაში გაწყობილი მკვდარს უვლიან, თან გამაშიშვლა და მერე მითხრა. თავისუფალი ხარ, არაფერი არ გჭირსო.
---გაგაშიშვლა? მთლიანად გაგაშიშვლა? ქალი იყო ექიმი თუ კაცი. ერეკლე არ ეშვებოდა ლევანის წვალებას. გაუკვირდა როგორ გადაწყვიტა ექიმთან მისვლა,მას ბავშვობიდან ეშინია ექიმის და ნემსის.
---გეფიცები კაცობას, თუ ოდესმე იტყვი რაიმე მტკივაო, იცოდე არ გაგიკვირდეს თუ შენს საწოლთან ცეკვა დავიწყო. უთხრა ერეკლეს და წამოწვა იქვე,თავი კი ჩემს კალთაში ჩადო
---არაფერიც არ გჭირს, მხოლოდ ტვინის შეპაჩნიკება გინდა და ოქრო ბიჭი ხარ, მაგრამ უნდა ვაღიარო ტვინში ვერ ხარ შენ კარგად. უთხრა ერეკლემ და გულიანად გაიცინა.
---მიდი ლექსო მიაწექი საქმეს და ვიგრიალოთ შენს ქორწილში. მოდი რა ჩვენში პირველად შენ ააყვავილე ლამაზი გაზაფხული. ვუთხრი ლევანს და შევაგულიანე.
---შენ რომ მიდიხარ?
---შენ ქორწილის ამბები დაატრიალე და მე იმ დღესვე ჩამოვალ, აქ გავჩნდები შენს გვერდით.
---და პატარა კაცსაც ჩამოიყვან, თორემ ისე არ ჩამოხვიდე ბარბი.
---რათქმა უნდა წამოვიყვან. აბა ბიჭებო საღამოს გამაცილებთ თუ ტაქსი გამოვიძახო?
---რა ტაქსი გოგო გაგიჟდი? რა დროს მიდიხარ.
---ორ საათზეა ფრენა, ესე იგი ადრე უნდა გავიდეთ. ღამით და არა შუადღით.
---ესე იგი 12-ზე უნდა გავიდეთ. გაიღვიძებ თუ გაგაღვიძო. უთხრა ლევანს ერეკლემ.
---მე ჩემი ოჯახური, რელიქვიური საათი მაქვს და ის გამაღვიძებს.
---კარგი მე აქ მოვალ, შენ ბარგი გაამზადე. უთხრა ბარბის და წავიდა. მე და ლევანმა კიდევ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვიცინეთ, გავიხსენეთ ბავშვობა და შემდეგ ლევანიც წავიდა.
---წავალ ბარბი მე და 12-ზე აქ ვარ. თორემ ვამპირს ვერ გადავურჩები, უეჭველი შემჭამს რომ დავაგვიანო.
---როგორ კბენთ ხოლმე ერთმანეთს და ისე ყოველ დღეს ერთად ხართ. გამეცინა მე.
---ზედმეტმა სიყვარულმა იცის ბაბალე. ლოყები დამიწელა, ამაყვირა, ამაკივლა და სიცილ-სიცილით და ღიღინ-ღიღინით ჩაუყვა კიბეებს.
სახლში შემოვბრუნდი და მივალაგე, ფინჯნებიც ამოვრეცხე, შემდეგ ბარგსაც მივხედე, მოვემზადე და ერეკლეც მოვიდა. კარი გავუღე და სახლში შემოსულმა მიიხედ-მოიხედა და მკითხა.-
--სად წავიდა ჩვენი ავადმყოფი და ჩემი გულის ვარდი?
---12-ზე მოვალო ასე დამიბარა, თორემ ვამპირი შემჭამსო.გაეცინა და ჩვენც ჩამოვჯექით.
ვისაუბრეთ და დრო შეუმჩნევლად გაპარულიყო. უკვე პირველის ნახევარი იყო საათს რომ დახედა და ლევანი კი არსად არ ჩანდა. გაბრაზდა ერეკლე და უნდა დაერეკა, რომ კარზე ზარი აქლოშინებულმა ლევანიმ დარეკა.
---რაო, შენმა ოჯახურმა მამა-პაპის დატოვებულმა რელიქვიის და ანტიკვარულმა ბუდილნიკმა არ შეგახსენა თავი წასასვლელი ხარო და არ გაგაღვიძა ჩემო ბატონო?
---გული მტკივა და შენი ირონია უფრო მაწუხებს, ამიტომ ირონიის გარეშე ბატონო ერეკლე. არც ლევანი ჩამორჩა ერეკლეს ირონიას და ერთმანეთს შეუბღვირეს. სასწრაფოდ ჩაიტანეს ბარგი და წავედით.
იქ მისულებს რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო და ორივემ გულიანად ჩაეხუტა მათ თბილ გულში.
---ლევან თუ გინდა მალე დავბრუნდე, იმოქმედე და ქორწილში ჩამოვალ.
---ჯერ თავი მოირჩინოს, სულ რომ იკლაკნება და სულ მტკივას რომ გაიძახის. ისევ შეუღრინა ერეკლემ.
---ნეტავ არ იბღვირებოდე შენ.
---ნუ ჭამთ ერთმანეთს, აბა წავედი მე და ჭკუით იყავით, იმედია ისევ მალე დამაბრუნებთ.
---დაგაბრუნებთ და გეფიცები სამუდამოდ, ისე რომ თავად აღარ მოგინდება უკან წასვლა. მითხრა ერეკლემ და თვალი ჩამიკრა. ბარბი შემდეგი ჩამოსვლა, იცოდე ბავშვთან ერთად ჩამოხვალ. უთხრა მკაცრად ერეკლემ.
---ვეცდები აუცილებლად ჩამოვიყვანო. უკვე ჩასხდომაც გამოცხადდა და ორმა მეგობარმაც დატოვა აეროპორტი. მეც ცრემლმორეულმა დავემშვიდობე მეგობრებს და არ ვიცოდი მათ სიყვარულს კიდევ როდის შევიგრძნობდი, ეს თავადაც არ ვიცოდი. ასე თვალცრემლიანმა მოვავლე თვალი საბოლოოდ თბილისის ხედებს და ღრმად შევისუნთქე საბოლოოდ მშობლიური ქალაქის ჰაერი, რომელიც საგზლად გავიყოლე თან,
---ვეცდები აუცილებლად ჩამოვიყვანო. დუმილი ერეკლემ დაარღვია.
---რა გაქვს ჩაფიქრებული ერეკლე.
---არ ჩავიფიქრე ლევან, გადავწყვიტე რომ ბექას სიმართლე ვუთხრათ, თუ გვინდა ბაბილინა ჩვენს გვერდით იყოს, ისევ ჩვენთან ერთად.
---აუ წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნება ბექას. მეგობრები ბარბის დაბრუნების გეგმას ადგენდნენ და ბარბის თვალები დაეხუჭა და უკან დაბრუნების დღეებზე ფიქრობდა.
რა იქნებოდა და როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება აქ დაბრუნების შემდეგ. ბარბი შეგუებული იყო ამ წლების ბედის ტიალს. ყოველთვის ნაღვლიანად საუბრობს სამშობლოზე და სამშობლოდან შორს მყოფებს, მტკიცედ მოუწოდებს, რომ არასოდეს დაგავიწყდეთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ერთი ცა. ის ისეთი რამაა, რომ შეიძლება ქოლგადაც კი გამოვიყენოთ უშიშრად საჭიროების შემთხვევაში. ამ დროს კი ლევანი და ერეკლე მდუმარედ მიუყვებოდნენ, სევდიანი მუსიკის თანხლებით გზას.



№1 სტუმარი Teo.

Vai rakargiaaaa .beqas imedi maq datrialdeba kacurad.tqven ki umagresi adamiani xart qalbatono Mzia.tvalebi gamibrwyinda axali tavi rom davinaxe.

 


№2  offline მოდერი zia-maria

Teo.
Vai rakargiaaaa .beqas imedi maq datrialdeba kacurad.tqven ki umagresi adamiani xart qalbatono Mzia.tvalebi gamibrwyinda axali tavi rom davinaxe.

blush blush მე კი შენმა თბილმა სიტყვებმა გამითბო გული,მადლობა საყვარელო. kissing_heart

 


№3 სტუმარი marina

mzia zalian momesona mexute tavi tandatan unro saintereso da mimzidvelia .gaagrzele karg gzaze xar korisimu gisurveb sarmatebebs.

 


№4 სტუმარი დალი

ქალი ამაყი,
ქალი ლამაზი,
ქალი წმინდა
და
ქალი ფერია...
ქალი სამყაროს
სიმღერა არის,
ურომლისოდაც არაფერია. kissing_heart

 


№5  offline მოდერი zia-maria

დალი
ქალი ამაყი,
ქალი ლამაზი,
ქალი წმინდა
და
ქალი ფერია...
ქალი სამყაროს
სიმღერა არის,
ურომლისოდაც არაფერია. kissing_heart

მადლობა დალი დეიდა. kissing_heart

marina
mzia zalian momesona mexute tavi tandatan unro saintereso da mimzidvelia .gaagrzele karg gzaze xar korisimu gisurveb sarmatebebs.

მადლობა მარინა დეიდა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent