ფოტოგრაფის აღმოჩენა 3
დაღლილი მივდივარ სახლისკენ და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას მთელი ძალისხმევით ვცდილობ. სადარბაზოში თავდახრილი შევდივარ. ის ისაა კიბეზე ვდგამ ფეხს, რომ ვიღახას ვეჯახები. -უკაცრავად. ვჩურჩულებ და ამაოდ ველოდები როდის გაიწევა. შიშის გრძნობა ერთიანად მივლის მთელ სხეულში. სავარაუდოდ გულიც გამისკდებოდა სადარბაზოში შუქი, რომ არ ანთებულიყო. ნელა ვწევ თავს მაღლა და ვოოხრავ. ისევ ის. ამოუცნობი რუხთვალება. რა ჯანდაბა უნდა, რა. -გამატარეთ. სასხვათაშორისოდ წარმოვთქვამ და ველოდები. -შემი საკუთრება უნდა დამიბრუნოთ და მერე. შესაშური სიმშვიდით ამბობს და სიგარეტს იღებს ჯიბიდან, მშვიდად უკიდებს და აბოლებს. -რა სითავხედეა. ყველა ფოტო სადაც აღბეჭდილი ხართ თქვენი საკუთრება ვერ იქნება. მისი სიმშვიდით გაღიზიანებული ვპასუხობ და დაონჯ შემორტყმული ვდგები მის წინ. -გეთანხმები. მაგრამ ფოტო, რომელიც მე გადავიღე ჩემი საკუთრებაა და უნდა დამიბრუნო. ახლა მახსენდება კაფეში გადაღებული ფოტო და ვერ ვხვდები რაში სჭირდება ფოტო სადაც ჩვეულებრივი თმაგაწეწილი და ცხვირაბზუებული გოგოა გამოსახული. აშკარად სხვა ტაქტიკაა ამ უცნაურობასთან ბრძოლისთვის საჭირო. -წავშალე! ვამბობ გაუაზრებლად და გამარჯვებული მზერით ვუყურებ. -ეცინება და კიდევ ერთ ნაპასს არტყამს. არ წაგიშლია. გააზრებასაც ვერ ვასწრებ ისე მართმევს მხარზე გადაკიდებულ ფოთოაპარატს, რთავს და ფოტოების დათვალიერებას იწყებს. სანამ მე აზრზე მოვდივარ სასურველ ფოტოს პოულობს და ჩემსკენ აბრუნებს და თვალს მიკრავს. -ჩემსას ვითხოვ შენსას ხომ არა? ირონიულად მიღიმის და აღარ ვიცი ღოგორ დავიძვრინო თავინ ნერვიულობისგან მაკანკალებს. -კარგი თქვენი კოორდინატები დამიტოვეთ და გამოგიგზავნით. ნერვიულად ვიღიმი და პიონერულ სიტყვას ვიძლევი. -სახლში ამოგყვებით და სოციალურ ქსელში გამო მიგზავნით. შეწინააღმდეგებას მგონი აზრი არ აქვს და თანხმობის ნიშნად თავს ვაქნებ. გვერძე იწევა და გზას მინთავისუფლებს და ჩუმად იცინის. იმედია არც მანიაკია და არც რამე მსგავსი. ნერვიულად მივაბიჯებ კიბეზე და თავში ათასი საშინელი აზრი მიტრიალებს. კარს ხელის კანკალით ვაღებ და პირველი შევდივარ. მოპატიჟება არ ჭირდება ისე ისე შემოდის. მედილით მიყრილ ტანსსაცმელს სწრაფად ვიღებ ძირიდან და ვწითლდებ. კომპიუტერს ვრთავ და აილს ვხსნი, სასურველი ფოტო გადმომაქვს და სოციალურ ქსელს ვხსნი. -როგორ მოგძებნოთ? ხმა მიკანკალებს და კარზე მიყრდნობილს ვეკითხები. თან ვერ ვხვდები რატომ ვუგზავნო ფოტოს სადაც ასახული ვარ მე. -შეთე დადვანი. აუღელვებლად ათამაშებს გასაღებს ხელში. ხისთავიანი სვანი. ვფიქრობ მე და სწრაფად ვწერ მის სახელს და გვარს, ან შეთე რა უბედური სახელია. თავს ვაქნევ და ჩემს ფოტოს ვაგზავნი. ლეპტოპს მისკენ ვატრიალებ და ვუჩვენებ გაგზავნილ სურათს. -მადლობა იღიმის და გასვლას აპირებს. -უკაცრავად. ვაჩერებ და რა ენა მისწრებს არ ვიცი. ერთი წამით მოდით.ჩემსკენ მოდის. მე მისი სამეგობროს ფოტოს ვუჩვენებ და გაუბედავად ვეუბნები. იცით, ეს ფოტო მჭირდება გამოფენისთვის და იქნებ -მიჩუქნია. ეცინება. -კი მაგრამ სხვები? ბედნიერებისგან და სიხარულისგან ლამისაა ჩავეხუტო. -სხვები, სხვებს გამოფენაზე წამოვიყვან ისევ ეცინება. მე არ ველოდი ასეთ რეაქციას და გიჟივით ვიკრიჭებოდი მგონი. ადგილიდან არც ის იძვროდა და არც მე. ჩემი წილი რუხთვალება ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს. -არცკი ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადით. -დაპატიჟებთ უცნობს ჩაიძე? ეცინებ და ტავზე ისვამს ხელს. -რატომაც არა. ისე ვამბობ გეგონება ყველაფერი ვიცოდე ამ ბიჭზე და კარგი ნაცნობი იყოს. რამდენიმე წუთში ლომონიანი ჭიქები გვიდგას წინ. სამზარეულოს მაგიდის ერთ მხარეს ის ზის მეორე მხარეს მე. ფეხები აკეცილი ვარ და მოშინაურებული ვუყურებ რუხთვალებას. -გამოფენა, როდის გაქვს? მეგითხება ჩვეული სიმშვიდით და ღიმილით. -ზუსტი თარიღი არ ვიცი. გადავადებინე, თქვენი ფოტოსთვის ნებართვა მჭირდებოდა და. -ასეთი მნიშვნელოვანია? უკვირს. -კი, ზედმეტად მნიშვნელოვანი. გულწრფელად ვპასუხობ. -უცნაურები ხართ ეს ფოტოგრაფები. მეც ვიყავი ფოტოგრაფიით გატაცებული, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მაგ საქმისთვის განსაკუთრებული ხედვები იყო საჭირო. არც ის იშურებს გულწრფელობას. არაფერს ვამბობ. ისეთი სიმშვიდის შეგრძნება მაქვს, რომ მინდა საუკუნოდ გაიწელოს ეს დრო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამორჩეულობით და სინაგანი სიმშვიდით კომორტს და საოცარ გარემოს ქმნიოან. მათ ქვერდით არასდროს ბეზრდებატ და არასდროს იღლებიან. -ვიმეგობროთ. რას იტყვი? ფიქრებიდან მის ხმას გამოვყავარ. ფინჩანზე მოხვეული თითები მიცახცახებს. მეთვითონაც არ ვიცი რას ვგრძნობ. -კარგი. ვითომც არაფერი ისე ვუღიმი და ცალ ხელს ვეყრდნობი ნიკაპით. -ხალი ვისაც აქვს ბედნიერი იქნებაო ამბობენ, თან ლოყაც გეჩხვლიტება. აშკარად ჩემს ხალს აკვირდება ტუჩთან და თავისებურად იღიმის. -ვაარ კიდეც! საუკეთესო მეგობრები მყავს, დედა და ძმა მყავს და ჩემი თავი ვიპოვე ამ ცხოვრებაში. ბავშურად ვიწელები და არ ვამხელ, რომ ცრუ რწმენების ბავშობაშიც არ მჯეროდა.. საპასუხოდ მხოლოდ იღიმის მერე სახე ეცვლება და ფეხზე დგება. -ჩემი წასვლის დროა, გამოფენაზე შევხვდებით. მეც ფეხზე ვდგები და კარამდე მივყვები. ისისაა კარი უნდა გავაღო, რომ მაჯაზე მკიდებს ხელს და კედელზე მაკრავს. ზურგის ტკივილით შეწუხებული სახეს ვმანჭავ. მერე ახლოს მოდის, ძალიან ახლოს და ხალზე მკოცნის. დიახ, იმ ხალზე ტუჩთან რომ მაქვს. თმას მისწორებს. არა, მეგობრობა არ გამოგვივა, უფრო მეტი შეიძლებაო ბუტბუტებს. ბოლოჯერ მიღიმის თავისებურად და გადის მერე სწრაფად ჩარბის კიბეზე და მე ძლივს მოვდივარ გონს. *** ძვირფასებო! ძალიან,ძლიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. მიხარიხართ! შემიფასეთ... ბოდიში შეცდომებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.