უხეში რომანტიკა თავი 1
რომანტიკა და გულები ? სიმართლე გითხრათ არ მჩვევია.. არც ლამაზად მოყოლა თავისი გაფორმებებით.. ჩვეულებრივი გოგო ვარ , ზოგითვის უხეშიც კი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ.. მხიარული და მეგობრული ვარ და როცა საჭიროა სწერვა და სერიოზულიც.. მარიამ კაჯელაძე 20 წლის (მალე 21) მარა 16 წლის გოგოს ტვინით. ვცხოვრობ თბილისში და ვსწავლობ ჯავახიშვილში. სხვა რა ვთქვა ? მთლიანობაში ერთობ მოსაწყენი ცხოვრება მაქვს (ჩემი საუკეთესო მეგობარი ფიქრობს, რომ ასე პესიმისტურად მხოლოდ მე ვარ განწყობილი და ის ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყო ასე არ იტყოდა). ჩემი მშობლები სოფელში არიან. სკოლაც იქ დავამთავრე და ბიზნესის ფაკულტეტზე უნიში (უნივერსიტეტში) 100%იანი გრანტით ჩავირიცხე. მას მერე თბილისში ვცხოვრობ. ** 5 ივნისია. დილით ანას სახლში ვიღვიძებ. მისი მშობლები გაემგზავრნენ და თვითონ მარტო დარჩა, ამიტომ დარჩენა მთხოვა. - აანნ, სახლში ხარ? ვეძახი იმდენად ხმამაღლა რამდენადაც ამას ჩემი ძილისგან ჩახლეჩილიხმა მაძლევს. ცოტა ხანს არაფერი ისმოდა. ის იყო უკვე ვფიქრობდი ალბათ სადმე გაისეირნა თქო, რომ ფეხის ხმა გავიგე. კარი გაიღო და ანას გაბრწყინებული სახე გამოჩნდა. - დღეს ნიკასთან ერთად მივდივარ რესტორანში! ლამის ყვირილით მითხრა. - და რა არის ამაში ახალი? ასე რა გიხარია? - არ ვიცი! უბრალოდ აბღთრო... აგღრბთ... აბღრ... აუუუუ ნუ მოკლედ რაცაა ეგ ვარ რაა! - აღფრთოვანებული? სიცილით ვუპასუხე მე და თან ლოგინიდან წამოვდექი. - ჰოო ეგ აფხროთვანებული თუ... აუუ ოდესმე ხო უნდა ვთქვა ეგ სიტყვა.. ვითომ გაბრაზდა და ოთახიდან ხტუნვა-ხტუნვით გავიდა. ტელეფონს დავხედე და ღიმილი ეგრევე პირზე შემაშრა. დედას 12 გამოტოცებული ზარი იყო შემოსული. ხმა ისევ ჩაწეული დამიტოვებია. ჩემს თავზე გაცეცხლებული მაშინვე ვიღებ ტელეფონს და უკან ვრეკავ. ერთი ზარი... ორი ზარი... სამი ზარიი... ოთხი ზარ.. - დეე რა მოხდა? - არაფერი.. სად გქონდა ტელეფონი ისე ვინერვიულე. - მეძინა.. მე კიდე ვიფიქრე, რომ რამე მოხდა. - არაა მარი ნუ ნერვიულობ არაფერია. უბრალიდ ჩამოსვლა გვინდოდა ცოტა ხნით მე და მამაშენს. თან შენც გნახავდით და თან მაღაზიებშიაც გავივლიდით. - კიი, კაი აზრია და როდისთვის? - რავიცი ამ დღეებში. - კაი დეე მარა ერთი კვირის მერე მე აღარ მეცლება. ვთქვი და თან თმის ვარცხნა დავიწყე. - რატო დეე რა ხდება? - არაფერი ქობულეთში მივდივართ მეგობრები. - კაი დეე ამ დღეებში წამოვალთ და ერთი ორი დღით. თუ არა და დაგირეკავ და იქიდან როცა ჩამოხვალ მერე. - კაი დეე.. ახლა წავედი გკოცნი. - კაი, აბა კარგად. ტელეფონი გავთიშე და თმა ცხენის კუდად შევიკარი. - ააანნ რას აკეთეებ? ხმა არ ამოუღია. საპირფარეშოში შევედი ხელპირი დავიბანე და გამოვედი. - ანაა? შევეხმიანე ეშმაკური ხმით. ისევ არ გამცა ხმა. ბოლოს ოთახში შევედი და შარვალი ჩავიცვი. მაისურსაც ხელი მოვკიდე მარა საშინლად დასვრილი აღმოჩნდა. კარადა გამოვიღე და ანას ბლუზა ჩავიცვი. - ანა მოკვდიი?? დავიძახე და თან იქით წავედი სადაც მეგულებოდა. სამზარეულოში არდამხვდა. არც მისაღებში. მერე დედამისის და მამამისის ოთახში შევედი. ზურგით იდგა და რაღაცას უყურებდა. - ანა რა... სიტყვა გამიწყდა როვა დავინახე რას დაჰყურებდა და ძალაუნებურად გამეღიმა. ეს იყო დედამისი წითელი კაბა, რომელიც ყიდვიდან უზომოდ შეუყვარდა. ამ კაბაზე სამეგობროში დიდი ლეგენდები დადის. - უნდა ჩავიცვა! - ჩაიცვი მიდი აბა და დამენახე, - ვუთხარი მოლოდინით აცუნდრუკებულმა და კარისკენ წავედი - მე გავალ სენდვიჩს გავიკეთებ. შენც ხო არ გინდა? - არაა... ვჭამე.. უკვე... მეე... ყავაა.. ჩაილაპარაკა დაბნეულმა. "ჰმმ.. ყავა უჭამია" გავიფიქრე და გამეცინა. ალბათ თავის თავს ამ კაბაში და ნიკას რეაქციას წარმოიდგენდა. მართლა ძალიან მაგარი კაბაა ვაღიარებ. მოკლე, მარჯვნივ ჩახსნილი, ყელიანი მაგრამ მკერდთან ამოჭრილი, უმკლავებო, ძალიან ლამაზი მუქი წითელი კაბა. ყოველთვის მინდოდა ანა ამ კაბაში მენახა. - აბა რას იტყვი? აღტაცებული ხმა შემომესმა და მივხვდი რომ წინ დიდი სანახაობა მელოდა. მივტრიალდი და ყბა ჩამომივარდა. - ანა... ღმერთო! - სულ სხვა იყო ამ კაბაში. კაბა ლამის ზირს ეთრეოდა და ისე მოხდენილად აჯდა ტანზე თითქოს მისთვის შეუკერავთო. სიმაღლე და სიგამხდრე ხელს უწყობდა და კიდევ ელეგანტური იყო. - ვარჯიშს და დიეტას ცუდი შედეგი არ გამოუღია. ძაალიან, ძალიან გიხდება!.. ნიკა გადაირევა!! - ვთქვი პატარაპაუზის შემდეგ ეშმაკური ხითხითით. - არაუშავს გადაიტანს. მანაც კეკლუცურად ჩაიხითხითა და თავისი მაღალქუსლიანებით ოთახში გაბაკუნდა. - რომელზე უნდა მოგაკითხოს? - გავძახე მას შემდეგ რაც ძლივს გადავარჩინე ტოსტი დაწვას. - ექვსის ნახევარზე. ვახშამს ექვსზე დავიწყებთ. - ღმერთო ანა ჯერ ხომ თორმეტიც არ გამხდარა რა დროს კაბის მოზომვაა? - ხომ იცი ჩემი ამბავი არაა ? ჩემთვის ჩავიცინე და ჩაისთვის წყალი დავადგი. სულ ყოველთვის აგვიანებდა თუ სადმე მიდიოდა. - ეხლა წავედი სააბაზანოში ვიბანავებ და გამოვალ. სალონში ჩავეწეროო? - ვაფშე სალონი რა ხილია? - სიცილით ვიკითხე და ისიც ხითხითით გაუჩინარდა კარს უკან. "იდეალურია! მმ.. ძალიან აღმაფრთოვანებელი სენდვიჩი გამომივიდა." ვფიქრობდი და თან მეცინებოდა, ამის თქმაზე ანა ალბათ ენას მოიტეხდა. უცებ რაღაცნაირად მომინდა მეც მყოლოდა შეყვარებული და მეც დავეპატიჟებინე ვახშამზე ჩემს ბიჭს. რა მოხდებოდა თუ სიმპატიური ბიჭს შევუყვარდებოდი და ერთად ვივახშმებდით. ერთხელაც ცოლად გავყვებოდი და ლამაზი პატარა გოჭუნები ირბენდნენ სახლში. ის კი მაკოცებდა და ყურში ჩამჩურჩულებდა "უზომიდ მიყვარხარ". უცებ ცხელმა ჩაიმ გამომარკვია და ჩემს თავზე ნერვები ამეშალა. ესეთი ბიჭები ხომ მხოლოდ ზღაპრებში და ფილმებში არიან. თან ჩემნაირ მახინჯებს ყურადღებასაც არ აქცევენ. ფილმისგან განსხვავებით კი მახინჯისა და სიმპათიურის "სიყვარული" კრახით მთავრდება. არც რომანტიკოსი ვარ არც გადასარევი გარეგნობა მაქვს და არც რაღაც განსაკუთრებული ნიჭი. ბიჭის მოსახიბლავად ხომ ესენი საჭიროა.. ნუ რომელიმე მაინც. და მაინც ძალიან გამეცინა ჩემს ფიქრებზე "პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?!" ვფიქრობდი და თან ჩაის მივირთმევდი სენდვიჩთან ერთად. ამ ფიქრებიდან კარის ბრახუნმა გამომაძვრინა. - ოჰ.. მზეთუნახავო? - ოჰ კაი არ გინდა! მოდი დავიწყოთ უკვე. - კარგი რა ანაა 5 საათით ადრე ვის გაუგონია ვახშამისთვის მზადებაა? - ბევრი რამე ვცადოთ. - აუუუ, მოდი ჯერ აქ დაჯექი რაა... - ჰოო კაი ჯერ თმებს გავიშრობ. - კაი, აფუებული თმებით რომ დამადგა თავზე მე საუზმე უკვე დამთავრებული მქონდა. ნუ პრინციპში უკვე სადილი, 12ს გადაცდა. - მოდი დაჯე. - აჰა დავჯე.. - გამომაჯავრა ანიმ. - რაო ბიჭს განმარტოებით მოუნდა შენი მოხელთება არაა?! - თვალებაციმციმებულმა უხმოდ დამიქნია თავი და ფანჯარა გახედა. ვახშამის მერე რას აპირებთ? - სიურპრიზია! - აღტაცებით წამოიყვირა და თან ხელების მტვრევას მოჰყვა. - მომინდომა ბიჭმა რომანტიკა და სიურპრიზები... აუუ, რა მოსაწყენია... - შეყვარებული რომ გყავდეს მაგას არ იტყოდი. ოდნავ შევკრთი მაგრამ არ შევიმჩნიე. - შეყვარებული მერეც მეყოფა ან ვაფშე გარიგებით გავთხოვდები. ჩავილაპარაკე უხალისოდ და ოთახში გავედი რომ ჩემი ჭუჭყიანი ზედა და ტელეფონი ამეღო. სინამდვილეში უბრალოდ ლაპარაკისგან თავის არიდებას ვცდილობდი მაგრამ ანა რის ანაა, ბოლომდე თუ არ მიიყვანა საუბარი. - როდემდე უნდა იყო ასე მარტო? - რას ხედავ ამაში ცუდს? ვითომ სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე, მაგრამ როგორც ჩანს გაღიზიანება შემატყო. - რა გაწუხებს მარი? - ანა დაანებე ამ თემას თავი. - კარგი, მაგრამ ეს თემა არ დახურულა. ოდესმე მაინც მეტყვი რა გაწუხებს. ამსიტყვებზე სახეში შევხედე. შუბლშეჭმუხნული სახე კი ჰქონდა მარა თვალებში მაინც ეშმაკუნები დაუხტოდა. - მოდი ჩაგეხუტო! - გამეღიმა და მისკენ წავედი. მასაც გაეღიმა და მაგრად მომხვია ხელები. - აბა? დავიწყოთ უკვე? - დავიწყოოთ!!! - აღფრთოვანდი ხო? - ხო აფღთროვანდი. გულიანად გავიცინე და კომპიუტერში სიმღერები ჩავრთე. - აუწიე რაა. მუსიკას ავუწიე და ვიგრძენი როგორ დამამშვიდა და "გამწმინდა" მუსიკამ უსიამოვნო ფიქრებისგან. ამ დროს დავივიწყე ყველაფერი და მეგონა მხოლოდ მე და ანი ვიყავით ქვეყანაზე. არ მეგონა თუ ანაზე ძვირფასი კიდევ იქნებოდა ვინმე ჩემთვის. *** მოგესალმებით მეგობრებო ახალი ისტორიით ^^ და უხეში რომანტიკით <3 შემიფასეთ, კომენტარები არ დაგენანოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.