ნოემბრის 13 (თავი 16 და 17)
რა ძნელია არა საუკეთესო მეგობარს რომ ვეღარ ხედავ. თანაც შეიძლება ეს რამოდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. საშიშროება გამიჩნდა იმისა, რომ შეიძლება გამიჭირდეს აქ ცხოვრება. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ვერავის დაველაპარაკები. იმ ფაქტმა გამახარა რომ გარეთ გზა მთლიანად სწორია და მხოლოს ნაპირებში თუ ყრია ქვები. ჩემს გვერდით სახლი დგას, რომელშიც ადრე გელაშვილები ცხოვრობდნენ. ახლა კი ალბათ სხვა ცხოვრობს აქ... იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ გარედან ყველაფერი შეცვლილია. მეორე დღეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომარაგების საქმეები მოვაგვარე. აქ, მარტო სახლში ტელევიზორის ყურება არ მაწყენდა. ეს იმან უფრო გამიადვილა, რომ სახლი ჩემზეა გადმოფორმებული. ბუხარი შევნიშნე, რომელიც ჩემი აქ ბოლო ყოფნისას არ ყოფილა. გული დამწყდა რომ ვერ დავანთებდი რადგან ამის გაკეთება არ ვიცოდი. კარზე დააკაკუნეს და ცოტა არ იყოს შიშმა და გაკვირვებამ შემიპყრო. ვინ შეიძლება კარს მიღმა იყოს. დაბურული შუშის კარია ხის ჩარჩოებით. ადამიანის გამოსახულება ჩანს, რომელიც სავარაუდოდ ბიჭია. ფრთხილად მივედი და გამოვაღე. ის ბიჭი აისახა ჩემს წინ მარკეტში რომ მეპრანჭებოდა და ჩემს გაცნობას რომ ცდილობდა. -მოიცა შენ? უფროსწორად თქვენ... -გაუკვრდა ბიჭს. -ეხლა არ მითხრა რომ გუშინ უკან გამომყევი რომ ჩემი საცხოვრებლის მდებარეობა გაგერკვია! -წარბშეკრულმა მივმართე და კარი ფართოდ გამოვაღე. -არა რა სისულელეა... მე აქ ვცხოვრობ. -ხელით იმ სახლზე მიმითითა ჩემი სახლის გვერდით რომ დგას. -დროებით! -დააყოლა ბოლოს, ისე თითქოს ჩემი დარწმუნება სცადა. -გასაგებია... -არც თუ ისე ცივად და უხეშად ვუპასუხე -შენ ის არა ხარ მაგრად რომ არ გევასები?! -ბოლო სიტყვაზე მკვეთრად ჩაიცინა. ნუთუ გასაკვირია ის ფაქტი რომ ამ უცხო ბიჭისგან თითოეულ გაცინებას ან გაღიმებას დაცინვად მივიჩნევ. -ზედაპირულად ვთქვი. არ გიცნობ თან... -ჰოდა აქაც სწორედ შენს გასაცნობად მოვედი. უფროსწორად ჩემი ახალი მეზობლის გასაცნობად. -გადაასწორა -გუშინ მაღაზიიდან რომ დავბრუნდი თქვეს რომ ამ სახლში ვიღაც დასახლდა. თურმე შენ ყოფილხარ. -კარგი მაშინ შემოდი... -დავუშვი რომ გამეცნო -ისევ ვისურვებდი შენი სახელის გაგებას... იმედია ახლაც არ ხარ წინააღმდეგი. -ზღურბლს გადმოაბიჯა და მისაღები შეათვალიერა. შავი "საროჩკა" და შავი შარვალი ამშვენებს.. ცოტა გასაკვირია გუშინაც რომ მუქ ფერებში ეცვა. -ქეთი! ქეთი ახვლედიანი -ჩემი სახელი ვუთხარი და მისას დაველოდე. -მე დაჩი! დაჩი კორინთელი. -ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა. -სასიამოვნოა! -თბილად გავუღიმე და გადავწყვიტე რომ მასთან გუშინდელივით უხეში აღარ ვყოფილიყავი. თან იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნებოდა რომ აქ ვინმეს მაინც დაველაპარაკებოდი. -ჩემთვისაც. -თქვა და დივანზე ჩამოჯდა. -მისმინე, არ იფიქრო რომ შენთან გაარშიყებას ვცდილობდი... -დაიმორცხვა მან. -უბრალოდ მინდოდა გამეცანი რადგან შემოსვლისთანავე კარგი აურა შემოიტანე! -მივხვდი დაჩი! -აღარ მინდოდა ამის გამო უხერხულ სიტუაციაში ყოფილიყო. -სულ მაინტერესებდა ეს სახლი შიგნიდან როგორი იყო... ახალგადმოსულის კვალობაზე კარგად მოგიწესრიგებია აქაურობა. -შევეცადე... მაგრამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია ყველაფერი. ძირითადად შეკეთება და განახლება მინდა. ახლის ყიდვა უფრო ბევრი დამიჯდება. -მე დაგეხმარები ხოლმე. რამე თუ დაგჭირდა არ მოგერიდოს... -დიდი ხანია აქ ცხოვრობ?! -ვკითხე და მის გვერდით ჩამოვჯექი. ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ უფრო ახლოს გავიცნობდი. -არა მე აქ არ ვცხოვრობ... უფროსწორად ვცხოვრობ მაგრამ დროებით. ბიძაჩემს ვეხმარები. მაღაზიის გაფართოებას ვაპირებთ... დროებით ვარ აქ. -მის სახეზე მწუხარება შევნიშნე, მაგრამ მიზეზის კითხვისგან თავი შევიკავე. -გასაგებია... -გავუღიმე და შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა. ამას უხერხულ სიტუაციასსაც ვერ დავარქმევდით. ამ ბიჭის გაცნობა უფრო კარგი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. -ვინმე მოკალი?! -ჩემკენ გადმოიწია და ყურში ჩამჩურჩულა. -საიდან მოიტანე?! -შევუტრიალდი და გავუბრაზდი. მან კი გადაიხარხარა. შევამჩნიე რომ ჩემთან თავისუფლადაა... -აბა უკვე მერამდენედ გკითხე რატომ ხარ აქ თქო და არ მპასუხობ... -წაიბუზღუნა -შეიძლება ცოტახანია რაც მიცნობ მაგრამ მიხვდებოდი რომ მანიაკი არ ვარ... -ჩაეცინა მას. -იყიდე?! -ახალი შეკითხვა დამისვა მან. -არა! მოგიყვები... ბებიაჩემი ცხოვრობდა აქ. დედაჩემის დედა ქეთევანი. მისი სეხნია ვარ... ქმარი რომ გარდაეცვალა მარტო იყო. იშვიათად ჩამოვდიოდით ხოლმე. მისი ერთადერთი შვილიშვილი ვარ. სახლი ჩემზე გადმოაფორმა. თბილისში ვცხოვრობ. აქ რაღაც-რაღაც მიზეზების გამო. დასვენება მინდა... განტვირთვა. ცუდად ვარ, ოღონდ ფიზიკურად არა! თბილისში ერთი ბიჭია, დემეტრე. სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. 4 წლის წინ გავიცანი და გაცნობის შემდეგ მაშინვე შეგვიყვარდა ერთმანეთი. შეყვარებულები არ ვყოფილვართ მაგრამ ორივემ ვიცოდით... ორი წლის მერე გერმანიაში ვიღაც გოგოსთან სიმთვრალეში დაწვა. ის გოგოც ქართველია ოღონდ. დაფეხმძიმდა და დემეტრე ისე წავიდა ჩემთვის არაფერი უთქვამს. მეგობრის ქორწილში უნდა წავსულიყავით და არ მოვიდა. გაქრა და არაფერი უთქვამს. დაახლოებით თვენახევრის წინ დაბრუნდა როცა გაიგო რომ ის ბავშვი მისი შვილი არ იყო. მოკლედ ძალიან ვუყვარვარ და ჩემთან შერიგებას ცდილობს. მე კი გუშინ ყველაფრის დამამთავრებელი უარი ვუთხარი და აქ გამოვიქეცი ისე თითქოს პასუხისმგებლობას გავურბოდე. თვალებში ჩახედვასაც ვერ ვბედავ. ყველამ იცის რომ სვანეთში ვარ. ამ სახლზე კი არავინ არაფერი არ იცის. 1 წელზე მეტია რაც ჩემი მშობლები გარდაიცვალნენნ ავარიის შედეგად. ბებია-ბაბუა არ მყავს არც დედის, და არც მამის მხრიდან. მოკლედ არავინ არ მყავს ჩემი საუკეთესო მეგობრის მარიამის გარდა. ახლახანს დაქორწინდა დემეტრეს ძმაკაცზე ლაშაზე. მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან უნდა ჩემი და დემეტრეს ერთად ყოფნა. პროფესიით მოცეკვავე ვარ. 19 წელია ვცეკვავ და ეს საქმე არ მბეზრდება. აქ ჩამოსვლის იდეა უცბად მომაფიქრდა. ვიფიქრე სახლსაც მივხედავდი. -მოკლედ მაგრამ თითქმის ყველაფერი ვუამბე ჩემი ცხოვრების შესახებ. -სევდიანი ისტორიაა... -ყველაფერი სევდიანია დაჩი! -შევაწყვეტინე მაგრამ ვისურვე სათქმელი დაესრულებინა -მშობლებისა და ახლობლების გამო ვწუხვარ. -დაღონდა. -არც მე მყავს მშობლები. დედას 2 წლის წინ ინსულტმა დაარტყა. ძალიან ახალგაზრდა იყო. ორი დღის შემდეგ მამამ გულის შეტევა მიიღო ისე ინერვიულა. ბიძაჩემია კახელი. სხვაგან ქონდა სახლი მაგრამ ის გაყიდა და ეს იყიდა... მაღაზია ააშენა. უფრო და უფრო ზრდის სივრცეს. აქ იმიტომ ჩამოვედი რომ დავეხმარო. სახლიც გავარემონტეთ და ვცდილობთ აკრგად ვიცხოვროთ. პროფესიით მხატვარი ვარ... კარგი მხატვარი -შეიფერა მან. -ბავშვობიდან ვხატავ. სხვათაშორის დიდ შემოსავალს ვღებულობდი. ახლაც ვხატავ ხანდახან... როცა თავისუფალი დრო მაქვს. და მყავს, ანი! გათხოვილია და ბავშვს ელოდება. მალე იმშობიარებს. ჩემზე ერთი წლითაა პატარა. ძმაკაცი მყავს ბაჩო, რომელიც ახლა საზღვარგარეთაა... არც მე ვარ მრავალფეროვანი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი... -სახე მოეღუშა. -თუ გაინტერესებს შავები რატომ მაცვია გეტყვი რომ ფეხმძიმე ცოლი, სალომე გარდამეცვალა 7 თვის წინ -წინ გადაიწია და თავი ხელებში ჩარგო. -სამი წლის წინ დავქორწინდით... დიდი ხანი გვიყვარდა ერთმანეთი. სტუდენტობისას გავიცანი... ავარიაში მოყვა. ორსულობის შესახებ უნდა ეთქვა ჩემთვის და სიხარულისგან სწრაფად მოდიოდა. ემოციები ვერ მოთოკა და დიდ ხეს შეეჯახა. ჯერაც ვერ შევეგუე ამ ამბავს და ალბათ ვერც ვერასოდეს შევეგუები. არადა იცი რა ბედნიერები ვიყავით?! -ბიჭს, რომელსაც ნახევარი საათია ვიცნობ თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. მალევე შეიშრო და სევდიანად გაიღიმა. -ყველაფერი ისე უცბად მოხდა რომ არ გამიცნობიერებია. ვცდილობ მხიარული ვიყო და ჩემი ტკივილით ხალხს თავი არ მოვაბეზრო. შეიძლება ვიღიმოდე მაგრამ ამას ჩემი კარგად ყოფნა არ განაპირობებს. ძირითადად შავებს არა მაგრამ სულ მუქ ფერებში ვარ გამოწყობილი. იმის მერე არცერთი გოგოსთვის სხვა თვალით არ შემიხედავს და სხვათაშორის შენდამიც მეგობრულად გავეწყვე. გეფიცები არც კი მიფიქრია შენთან არშიყობა. უბრალოდ დაუშვებელია. არ შემიძლია... და ვერც ვერასოდეს შევძლებ. ეს პირადად შენ არ გეხება. უბრალოდ ვერცერთ გოგოს ვერ დავუახლოვდები სხვანაირად... -მესმის დაჩი, მესმის! ძალიან ძალიან ვწუხვარ... -მხარზე ხელი დავადე. -კარგი ადამიანი ხარ. -სითბოს გამოვხატავდი და არც ვცდილობდი დამემალა. -შენ მითხარი 19 წელია ვცეკვავო. რამდენი წლის ხარ?! -ახალი თემა წამოჭრა და მესიამოვნა. არ მინდოდა ახალგაცნობილ ბიჭთან მხოლოდ სევდიან თემებზე ვისაუბრო. -24... 25 ისაც მალე გავხდები. შენ რამდენი წლის ხარ?! -26 ის. -დემეტრეც შენი ასაკისაა... -ცალი იდაყვი მუხლზე დავდე და ნიკაპით დავეყრდენი. -მშვენიერია...-ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა -უკვე მიდიხარ?! -გამიკვირდა ასე ნაუცბადევად წასვლა რომ გადაწყვიტა. -კიი წავალ... არაუშავს მაინც ხშირად ვნახავთ ერთმანეთს. ბოლოსდაბოლოს მეზობლები ვართ! -გაეღიმა და კარისკენ წავიდა. -კარგი.. რაღაც უნდა გკითხო! შეგიძლია მითხრა სად ვიყიდო იმ ფერის საღებავები თქვენი მაღაზიის კედლები რომ არის შეღებილი. -გამახსენდა, როცა ჩემს გაცრეცილ კედლებს თვალი მოვკარი. -როგორც კი ცენტრალურ გზაზე გადახვალ დაახლოებით 40 მეტრში მარცხნივ შეუხვევ. ყველაფერი იყიდება სახლის გარემონტებისთვის... იქ ვიყიდეთ ჩვენც. სოფელია მაგრამ ნუ გეგონება რომ უზრონველყოფილად ვერ იცხოვრებ. ყველაფერია აქ... -მარწმუნებდა ის. -კი მაგრამ შპალერი არ გირჩევნია?! -ვნახოთ. ავარჩევ... შპალერსაც ვიყიდი და საღებავს. ოღონდ გაკვრაში და შეღებვაში თუ დამეხმარები დამერწმუნე ვალში არ დაგრჩები! -იმედიანი გამომეტყველებით შევხედე და გავუღიმე -რათქმაუნდა... მარტო მეზობლები ხომ არ ვიქნებით -ცალი წარბის აწევით მითხრა -უნდა ვიმეგობროთ. -რათქმაუნდა! -მისმა წინადადებამ ძალიან გამახარა. მეტიც... მივხვდი რომ მარტო ყოფნა არ მომიწევდა ამ სოფელში -საღამოა. წავალ... -სახელური ჩამოწია მან. -მაპატიე. ისე შევყევით საუბარს რომ არც გამხსენებია რამით გაგმასპინძლებოდი. -ნუ ღელავ... სხვა დროს იყოს. აბა დროებით. -დამემშვიდობა, კარი გასასვლელად გამოაღო და წავიდა. - დივანზე წამოვწექი და ძველი სიმბარათი ტელეფონში მოვათავსე. ალბათ ათასი სმს და ზარი იყო შემოსული. უმეტესად მარიამისგან, ლაშასგან და დემეტრესგან. დემეტრეს სმსებში ძირითადად ჩანდა რომ აინტერესებდა სად ვიყავი, როგორ ვიყავი და რას ვაკეთებდი... -ქეთი! -ცდუნებას ვერ გავუძელი და მარიამის ნომერი ავკრიფე. მალევე მიპასუხა და აღელვებული ხმა ჰქონდა. -მარიამ როგორ ხარ?! -ტირილი მომინდა. მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ორი დღე გავიდა -როგორ უნდა ვიყო?! -მისაყვედურა მაგრამ მალევე დაარბილა ტონი. -რატო წახვედი?! კარგი რა... -სვანეთში ვარ! -კითხვაზე არ ვუპასუხე და უბრალოდ ჩემი სათქმელი განვაგრძე. -იცოდე მოგძებნი!!! -შემაწყვეტინა. -არ შეეცადო. ცოტახანს აქ უნდა ვიყო. ეს აუცილებელია... მარტო უნდა დავრჩე ჩემს თავთან და ამაში ხელი არავინ უნდა შემიშალოს. უბრალოდ მინდა დავისვენო ამ ცხოვრებისგან. მინდა ცოტახანს მაინც ვიყო კარგად.. -აკანკალებული ხმით ვლაპარაკობდი. -იცი როგორ ვნერვიულობთ?! -ცოტაც და იტირებდა. -არ მინდა დიდხანს რომ ვერ გნახო. -მისმინე მარიამ... ვიცი რომ ნერვიულობთ. დემეტრეს უთხარი რომ სვანეთში ვარ. შენ დაგირეკავ ხოლმე. შეიძლება არც ისე ხშირად მაგრამ ამაზე არ იღელვო. არ უთხრა რომ მედაშენ ვიკონტაქტებთ. მინდა დამივიწყოს და ჩემზე აღარ იდარდოს. უბრალოდ გთხოვ... -კი მაგრამ... -გთოვ მარიამ გთხოვ! -აშარად ვემუდარებდი -გპირდები დაგირეკავ ხოლმე... -კარგი კარგი. არ დაიკარგო! დიდხანს არ დარჩე მანდ. არაფერი დაიმართო და ფრთხილად იყავი! -მზრუნველი ტონით მითხრა. -ნახვამდის! მიყვარხარ და გპირდები არაფერს დავიმართებ... -ნახვამდის! -ათრთოლებული ხმით დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. დივანზე წამოწოლილს მაშინვე ჩამეძინა... აღარც მახსოვს ბოლოს როდის მეძინა ნორმალურად. აშკარაა რომ კახეთმა და ამ სახლმა ჩემზე დადებითად იმოქმედა. თუნდაც მხოლოდ ორი დღე იყოს გასული! **************************************************** მთელი ღამე მეძინა. დილით 8 ის ნახევარზე გამეღვიძა. მომხდომია კახელობა. სულაც არ მაწუხებს ის ფაქტი რომ მთელი აქ ცხოვრების განმავლობაში ყოველდღე ადრე უნდა გავიღვიძო. არც ის მაღელვებს ბევრი მუშაობა რომ მომიწევს. მიხარია დაჩის გაცნობა და მასთან დაახლოვება. კარგი ადამიანია... კარგია, რომ მე და ის მხოლოდ მეგობრები ვიქნებით. კარგი მეგობრები... და არ მომიწევს იმაზე ფიქრი, უხერხულია თუ არა მის გვერდით ცხოვრება. კარგია რომ ვერც ის შემომხედავს სხვა თვალით და ვერც მე შევხედავ მას. გაღვიძებისთანავე ვდგები. საწოლში ნებივრობას ეს ვამჯობინე. თმას მსუბუქად ვიკრავ და ვწესრიგდები. სამზარეულოში გავდივარ და გემრიელად ვსაუზმობ. მაშინდელივით მადადაკარგული არ ვარ თბილისში რომ ვიყავი. კურტკა შემოვიცვი და გარეთ გავედი. საღებავების საყიდლად მინდოდა წასვლა. დაჩიმ გამოიარა ჩემს ეზოში. ჩემი სახლის ეზოს მისი სახლის ეზოსგან ღობე გამოყოფს. ამ ღობეში ერთ ამოჭრილი კარია რომლითაც ჩვეულებრივ გადახვალ ერთი ეზოდან მეორე ეზოში. -როგორ ხარ?! -გადამკოცნა და მის ჩაცმულობაში მუქმა ფერებმა თვალი მომჭრა. ძალიან დავითრგუნე როცა მისი სევდიანი ისტორია გამახსენდა. -კარგად შენ როგორ ხარ?! -თბილად შევხვდი მას და მანქანის გასაღებზე ღილაკს ხელი მივაჭირე. -არამიშავს... მაღაზიაში ვაპირებდი წასვლას და გამოგიარე. მაინტერესებდა როგორ ხარ -თმაზე ხელი გადაისვა. მისი ქცევებიდან გამომდინარე უკვე დასკვნა მაქვს გამოტანილი რომ ეს ბიჭი არანაირად არ მეპრანჭება -მანქანა შენც გყავს?! -ნამდვილად დამაინტერესა -კი.. უკანა ეზოში აყენია. შავი ლექსუსის ჯიპი- შეიფერა და თავისდაუნებურად გაიღიმა. -მომწონს ლექსუსი! -გავუღიმე და მანქანის კარის გასაღებად გავემართე. -სად მიდიხარ?! -მკითხა ინტერესით. -გუშინ რომ მითხარი. საღებავები და შპალერი იყიდებაო -ავუხსენი მას. -მეც წამოვალ თუ წინააღმდეგი არ ხარ. აგარაჩევინებ... მეხერხება. ბოლოსდაბოლოს გემოვნებიანი ბიჭი ვარ -ცალყბად გამიღიმა მან. -არა რათქმაუნდა! არ ვარ წინააღმდეგი. მეტიც, მინდოდა მეკითხა მაგრამ მაღაზიაში აპირებდი წასვლას... -არა! მაინც დილაა და ჯერ ხალხი არ იქნება. წამოგყვები და მერე წავალ იქ. კარგი?! -იმედიანად შემომთავაზა. როგორც ჩანს მასაც ახარებდა ჩემთან დაახლოვება. -კარგი! -მივმართე და მანქანაში ჩავჯექი. მასაც დაველოდე რომ ჩამჯდარიყო და გზაზე გავედით. ორი წუთიც არ დაგვჭირდა იქ მისასვლელად. მიუხედავად იმისა რომ გზა ძალიან მოკლე იყო, მაინც მანქანით წასვლა ვამჯობინე რადგან არ მგონია მსუბუქი ყოფილიყო რასაც იქიდან წამოღებას ვაპირებდი. -ეს არ მოგწონს?! -მიმითითა დაჩიმ "ჭუჭყიანი" თეთრი ფერის საღებავზე. -არა! -შევუბღვირე მას. -მაღიზიანებს ეს ფერი. გულსაც კი მირევს! საზიზღრობაა. ამ ფერით ჩემი სახლის კედლები თუ შეიღებება მე ამ სახლიდან წავალ. -ვერ მოვთოკე გაღიზიანება -კარგი დამშვიდდი -გაიცინა და ახლა ნამდვილად დამცინა მან. -კატალოგში შეგიძლიათ დაათვალიეროთ! -მოგვმართა გამყიდველმა -ეს ის ფერია რომელიც მინდოდა! -აღტაცებული ვიყავი როცა ყვითელი ფერი შევამჩნიე -კარგი რა... ვინ ღებავს სახლს ყვითელი ფერით! -გაუკვირდა მას. -ნამდვილად არ ვიცი ვინ, მაგრამ მე რომ შევღებავ ფაქტია! მხოლოდ საძინებელს ოღონდ... მისაღებში ამ შპალერს გავაკრავ. -შინდისფერ შპალერს მივადექი და მიხაროდა ასე ადვილად რომ გადავჭერი პრობლემა. -კარგი გემოვნება გქონია, მაგრამ უცნაური! მუქი შინდისფერი მისაღებში?! -გაკვირვებას ვერ კი არა, არ მალავდა. -შეკიდული ჭერია. ჩემმა მშობლებმა გააკეთეს მაშინ. მაგარი განათებაა და ძალიან მოუხდბა... -კარგი მართალი ხარ... ოღონდ გთხოვ იატაკი მაინც არ შეღებო მწვანედ. -ახლაც დამცინა. მე კი წარბშეკრულმა გავხედე და გავუბრაზდი -რა სისულელეა! -ბოლოს მაინც გავიცინე. -სხვა რამის ყიდვა არ გინდა? -მკითხა როცა შეამჩნია რომ ფულის გადახდას ვაპირებდი. -ჯერ არა! დანარჩენს ხვალ, ზეგ. ჯერ კიდევ რამდენი დღეა წინ... 10 წუთიც არ დაგვჭირდა ამ ყველაფრისთვის. მანქანაში ჩავჯექით და წამოვედით. -ბარემ მიგიყვან მაღაზიამდე. -თბილად ვუთხარი -არა... არ მინდა! მერე საღამოს უმანქანოდ ვერ წამოვალლ. დამეზარება. -ხო არ გეშინია... -ყალბი გაოცება მივიხატე სახეზე და გადავიხარხარე -რისი... -ცალი წარბის აწევით მკითხა მან. -ღამით მარტო სიარულის. -დავცინე -არა რათქმაუნდა! -ხმამაღლა მითხრა. -კარგი ვხუმრობ... -ისე რაღაც მინდა გითხრა! -ამის თქმის დროს ყოყმანობდა.-ნუ... გითხრა რა, შემოგთავაზო! -გადაასწორა. -თან არ მინდა ცუდად მიიღო. შეიძლება არ მოგეწონოს ეს იდეა. ან შეგრცხვეს... თან თუ არ დამთანხმდები. იქნებ უხერხულიცაა! ან რომ გამიბრაზდე?!.. -მოდი უბრალოდ მითხარი კარგი?! -ვთხოვე მას. თან შემეშინდა რომ რამე საშინელებას მეტყოდა -მოკლედ! ახლახანს ჩამოხვედი აქ.. როგორც ვატყობ კარგახანს აპირებ აქ დარჩენას. შენც თქვი რომ ბევრი რამის შეცვლა და განახლება მოგიწევს. შეიძლება ფული გაქვს... მაგრამ უაზროდ დაგეხარჯება. ვიფიქრე კარგი იქნებოდა ჩვენთან თუ იმუშავებდი. ცუდად არ იფიქრო უბრალოდ საქმეც გექნება. დროსაც გაიყვან. ფულსაც იშოვნი. შეიძლება დიდად არ დაგეხმაროს მაგარმ გაერთობი რა. ბიძაჩემსაც სახლის საქმეები აქვს და მარტო მიჭირს ხალხს მივხედო. თან ადვილია. ბევრი არაფერი მოგიწევს. თან ხო იცი ვაფართოვებთ... იმედია დათანხმდები ამ შემოთავაზებას. შეიძლება შეგრცხვეს აქ მუშაობა ან შენთვის უხერხული იყოს და თუ გინდა უარი თქვი პრობლემა არაა!.. -რათქმაუნდა მინდა დაჩი! ძაან მაგარია. მოგეხმარები თან და გავერთობით. ერთად წავალთ, ერთად წამოვალთ! საერთოდ არაფერია უხერხული და სასირცხვილო. -მადლობა! -გადავეხვიე მას. ნამდვილად გამიხარდა -სერიოზულად?! -გაუკვირდა ჩემი თანხმობა. -ჰოო... ხვალიდანვე დავიწყებ. დღეს სახლს უნდა მივხედო. კედლები შევღებო და შპალერი გავაკრა. -კარგი კარგი რათქმაუნდა! -გაუხარდა მასაც. -დღეს არცაა აუცილებელი. -მეც უნდა გთხოვო რაღაც! -ვუთხარი და მანქანიდან გადავედით, როცა სახლთან გავჩერდით. -გისმენ! -თქვა და თმაზე ხელი გადაისვა. როგორც ჩანს ჩვევად და რეფლექსად აქვს ეს. სულ თმის გასწორებას ცდილობს. ან კომპლექსი აქვს და ჰგონია რომ ცუდად გამოიყურება. -ბუხარი დამინთე რა! -მივხვდი უარს არ მეტყოდა და პირდაპირ სახლის კარი შევაღე -აბა რასვიზამ! -თქვა და პირდაპირ ბუხრის დანთებას შეუდგა. -კაი ბიჭი ხარ! -ვუთხარი და როიალს მივეყრდენი. -დემეტრემდე არავინ გყვარებია?! -არ მეგონა ასე მოულოდნელად ამ თემას თუ წამოჭრიდა. -არა. -მოვიწყინე და ხასიათი მაშინვე შემეცვალა -მაპატიე ამ საკითხს რომ შევეხე -თქვა, მაგრამ მივხვდი რომ არ ნანობდა -დემეტრეს წასვლის მერე ერთ ბიჭი იყო, გიორგი ჩიქოვანი. ვერ ვიტყვი რომ მიყვარდა მაგრამ საქმე იქამდე მივიდა რომ დაქორწინებას ვაპირებდი მასზე. ასე ალბათ იმიტომ გადავწყვიტე რომ თავს დამცირებულად ვგრძნობდი მაჩაბელი რომ წავიდა, გიორგი მეუბნებოდა რომ ვუყვარდი მაგრამ თურმე უბრალოდ ერთობოდა. მოვბეზრდი, ახალი ცხოვრება მინდაო და ბარგი ჩაულაგებია. საზღვარგარეთ წავიდა. აეროპორტში მივედი სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა. ვუთხარი დარჩი მეთქი მაგრამ მაინც წავიდა. სწორედ იმ ადგილას ვნახე დემეტრე ამდენი ხნის შემდეგ პირველად... დამცირებული და გამწარებული უფრო ვიყავი, ვიდრე გულნატკენი. -ოჰ ქეთო, როგორ ვგავართ ერთმანეთში სევდიანი ისტორიებითა და უბედური ცხოვრებით... -ჩემგვერდით ჩამოეყრდნო ცალი იდაყვით როიალს, როცა ბუხრის დანთებას მორჩა. -ქეთო?! -შევიცხადე მე. აშკარაა რომ გამახსენდა როგორ მომმართავდნენ ასე ლაშა, ცოტნე და დემეტრე. -ჰო რა იყო... არ გესიამოვნა ასე რომ დაგიძახე?! -სახე მოეღუშა -არა, პირიქით! -დამშვიდება ვცადე რომ ცრემლი არ გადმომვარდნოდა -კარგი ახლა წავედი... საღამოს მოვალ სახლში და თურამე დაგჭირდეს პროსტა დაიძახე ან კორინთელი ან დაჩი და მე აქ ვარ! -თქვა და ზღურბლს გადააბიჯა. -დახმარებისთვის მადლობა! -მივაძახე და კარი მივხურე. თანდათან უფრო ვხვდები და ვეჩვევი კიდეც რომ აქ ცხოვრება არ მიჭირს და არც გამიჭირდება. ვერცერთ მომავალ დღეს ვერ განვსაზღვრავ. არვიცი რა შეიძლება მოხდეს მომავალში. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, მაგრამ რა იქნება ხვალ?! როგორ ვიცხოვრებ ზეგ, ან რა მოხდება მასზეგ?! როგორ გაგრძელდება ჩემი ამბავი თბილისში... *** დემეტრე მაჩაბელი! -ცადე დაკავშირება?! -მომმართა ლაშამ, რომელიც ჩემს სახლში ტახტზე ჩამომჯდარიყო და ვისკს მიირთმევდა. -ათიათასჯერ მაინც. ყოველ წამს იმას ვიმედოვნებ რომ შეიძლება ჩართოს ის ტელეფონი და მქონდეს საშუალება დაველაპარაკო. მაგრამ უფრო და უფრო ვკარგავ კონტაქტს. ჯერ მხოლოდ 3 დღე გავიდა და ასეა და ხომ წარმოგიდგენია 1 თვის მერე რა იქნება. -დამწუხრებული დივანზე წამოვწექი და ხელები თავქვეშ დავიდე. ჭერს გავყურებდი და ლაშას და ცოტნეს ვუსმენდი. -სვანეთშია ხო?! -საუბარში ჩაერთო ნაკაშიძე -ჰო... მარიამს ასე უთხრა. -მიკვირს რომ სვანეთი არჩია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ქალაქი.. -მეც მიკვირს ძმაო! -ხმამაღლა წარმოვთქვი. -არ გინდა მოძებნო?! -თითქოსდა შემომთავაზა არაბულმა. -არა! -მკაცრად და მტკიცე ტონით ვუპასუხე. -რატო? -ჩემი დანებება გაუკვირდა ალბათ. -იმიტომ რომ მითხრა შემეშვიო!! დავპირდი რომ თუ მეტყოდა რომ არც ვუყვარდი და არც ვყვარებივარ ვეღარასოდეს მნახავდა. თავს დავანებებდი. მითხრა კიდეც... ჰოდა შევეშვი! სხვა რა გზა მქონდა?! არ უნდა მაგ გოგოს ჩემთან. არ უნდა და არც შევაწუხებ. წავიდა და იყოს იქ... -ჩემს სიტყვებშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული -დაეჯერება ეხლა ქეთოს?! -გაბრაზდა ცოტნე -თქვა გოგომ და დაეჯერება თუ არ დაეჯერება რამნიშვნელობა აქვს ეხლა მაგას! -ვუთხარი გაღიზიანებულმა -კარგი რა! როგორ თუ არ აქვს. ბოლოსდაბოლოს თვითონაც არ იცის ქეთომ რა უნდა! თავს დავდებ არც უფიქრია პასუხზე, რომელიც შენ განგიცხადა! ეშინია ძმაო, ეშინია! ვერ გეტყვი რომ ისევდაისევ უნდა სდიო მაგრამ არ უნდა დანებდე. მასაც სიგიჟემდე უყვარხარ და ეს თვითონაც იცის! უნდა იბრძოლო ისე არ შეიძლება! -არ შემიძლია ბრძოლა, როდესაც ის უარმყოფს. შევეშვი და არ აქვს მნიშვნელობა ვუყვარვარ თუ არა მას. მან ეს გასაგებად მითხრა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ! მინდა თუ არა ამის გაკეთება, მომიწევს! ---------------------------------------------------------------------- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.