პეპელა 17
I'm what's wrong. There is nothing i can do about it. If I'm not hurting myself, I'm hurting everyone around me. ტელეფონიდან კარტა ამოიღო და გადატეხა. აღარაფერში სჭირდებოდა ჯერჯერობით. სოციალური ქსელები გააუქმა, ფეისბუქზე ელენეს მიწერა რომ ერთი თვე არ დაბრუნდებოდა და ფანჯარა დახურა. თავს უცნაურად გრძნობდა, ყელში აწვებოდა მონატრება და ტირილი უნდოდა, მაგრამ არ იტირა. საწოლზე წამოწვა და ფილმი ჩართო. როგორღაც ცდილობდა დღეების დღეებზე გადაგორებას, უკან დაბრუნებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა. უბრალოდ არ უნდოდა და იმიტომ. "ტკბილი ნოემბერი", ასე ერქვა ფილმს. ბოლომდე ვერ ჩავიდა, წესიერადაც ვერ უსმინა და ბალიში თავზე დაიმხო. ყურადღება რამეზე უნდა გადაეტანა... სასტუმროს ნომერი დაკეტა და ძირს სირბილით ჩავიდა. _ თუ ვინმე დარეკავს და ჩემს სახელს იკითხავს, ეტყვი რომ არ მსურს საუბარი, კარგი? _ გააფრთხილა გოგონა, რომელმაც უსიტყვოდ დაუქნია თავი და გაუღიმა, მერე ისევ კლიენტს მიუბრუნდა და კომპიუტერში განაგრძო ქექვა. სასტუმროდან გავიდა, პარიზი დიდი იყო და სადმე აუცილებლად მიიყვანდა... 88888 ერთი კვირა. თვითონაც არ იცოდა, როგორ მოახერხა ასე ნოსტალგიურად ცხოვრება. სარკეში რომ იყურებოდა, ხედავდა საკუთარ თავს. ისევ ისეთს, ოღონდ შედარებით სუსტს და თვალების ფერიც შეცვლოდა. ადრე ღია მწვანე იყო, ახლა მუქი და სევდიანი. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პრინციპები უნადგურებენ ბედნიერებას? ან თუნდაც თავმოყვარეობა. იქნებ სამაგიეროს გადახდის სურვილი და საკუთარი თავის ტანჯვაც. ვის უმტკიცებდა? რას უმტკიცებდა? აღარაფრის სჯეროდა. მათ შორის აღარც იმ ნინაკასი, რომელიც ასეთ სისულელეს არასდროს გააკეთებდა. გვერდითა ოთახიდან საშინელი ხმაური გამოდიოდა. ვიღაც კლასიკური სიმღერის და როკის მიქსს უსმენდა. ხო, არის ასეთებიც. წიგნი ხალიჩაზე დააგდო და ნომრიდან გავიდა. კარებზე დიდხანს აკაკუნებდა, მაგრამ რას გაიგებდნენ? სახელური ჩამოსწია და დაუკითხავად შევიდა. სიცილი და გაოცება ვერ შეიკავა, როცა ნაზად მოცეკვავე მოხუცი ქალი დაინახა, რომელიც დინამიკების დასკდომამდე უსმენდა სიმღერებს და აწუული ხელებით ნელა ირხეოდა. _ გამარჯობა _ ინგლისურად მიესალმა. ქალმა აათვალიერა, მუსიკა უცებ გამორთო და თავი დაუკრა. _ იცით, მე... _ მოერიდა თქმა. როგორ დაეშალა სიმღერის მოსმენა ამისთვის? _ ხო ვიცი, რჩევა დარიგება გინდა _ ვითომ მობეზრებული აბუზღუნდა და დივანზე ჩამოჯდა _ რას მიყურებ, დაჯექი _ არა, ვერ გაიგეთ _ უხერხულად გაუღიმა, მაგრამ მაინც წავიდა მისკენ _ ახლა რაღა გინდა, რა პრობლემები გაქვს? _ ქალბატონო... _ ჟაკლინი, ჟაკლინი როგორც სითბო, ჭკუა და ხალისი _ ემოციურად დაიყვირა _ კარგი, ახლა მოყევი ეგ შენი თავგადასავლები _ მე აქ იმისთვის მოვედი რომ... _ თვითონ გაჩერდა მიზეზის მოსაფიქრებლად _ თავს მაწყენ! რა გქვია? _ მე ჟოზეფინა _ უცებ მოაფიქრდა, ტუჩის კუთხეებში ღიმილი შეეპარა და ქალს გაუცინა _ ჩემს ფსიქიატრიულში ერქვა ერთს... ლამაზი იყო, მაგრამ შენ ჯობიხარ _ ერთი წუთით არ მიუღია კომპლიმენტად. ეს ქალი ისეთი ტონით საუბრობდა, აშკარა იყო რომ გოგონას შექებას არ აპირებდა _ ახლა რაღას უცდი, მარში გიმღერო? მიდი დაიწყე, რა გაწუხებს _ სიყვარული _ გადაწყვიტა მოეყოლა. შანსი ხელიდან არ გაუშვა, თანაც გულს გადააყოლებდა, დროს გაიყვანდა და გაერთობოდა _ მასთან თავს კარგად ვგრძნობ... ისე, როგორც სახლში, თითქოს ის სამუდამოდ ჩემთან იქნება _ არაფერი არსებობს მუდმივი, მადამ ჟოზეფინა _ ახლა გაეღიმა. ლამაზი კბილები ჰქონდა, თეთრი და სწორი _ მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს, ყველაფერზე მეტად. მას არ ვიცი... ეგ არის ჩემი პრობლება. აქ რომ მოვდიოდი, არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა _ ტურისტი ხარ? ოჰ, რათქმაუნდა, შენც წახვალ და დამტოვებ! _ არა, ბალერინა ვარ. _ ერთხელ მიცეკვებ, აუცილებლად ხომ? ახლა გააგრძელე _ მაგრამ აქ, ერთ დღეს ეჭვი შემეპარა. სულ წუთით, მაგრამ მაინც შემაპარა ეჭვი მის სიყვარულში და ჩემს თავს ვერ ვპატიობ. მეზიზღება ჩემი თავი. მგონია რომ არ ვარ ღირსი, ვუყვარდე და მეშინია საქართველოში დაბრუნების _ georgia? ეს შტატია? _ არა, ქვეყანაა _ გაეცინა _ კარგი, ძვირფასო _ ახლა ხმა ისეთი თბილი გაუხდა, ნინაკას გაუკვირდა და თვალებში ჩააშტერდა. ქალის ცისფერი სფეროები ასეთ ასაკშიც კი ანათებდნენ ბედნიერებისგან _ ნაბიჯს თუ არ გადადგამ, ვერ გაიგებ წაიქცევი თუ არა. თუ არ ცდი, შედეგიც არ იქნება. სიყვარული არაფერია ტკივილის გარეშე და თუ ეს ტკივილი არ იქნება, ანუ სიყვარულიც არასდროს არ ყოფილა. იცოდე, დაიმახსოვრე დრო თვითონ გიჩვენებს როდის უნდა დანებდე. შენ იბრძოლე. ახლა ჩაალაგე ჩემოდანი და წადი აქედან, სიყვარული თავისით კი არ მოგაკითხავს _ რატომ არ ჩამოვიდა? ერთი კვირა გავიდა და არ არც კი უცდია დაკავშირება... _ შენ ცდიდი? _ შეეკითხა ჟაკლინი და წამოდგა. მაგიდაზე ბოთლი იდო, ღვინით სავსე _ არ დალიოთ! _ შეიცხადა და ბოთლი უცებ გამოსტაცა _ წვენია, თუ ღმერთი გწამთ, ჟოზეფინა! _ უყვირა და ბოთლი დაიბრუნა _ ცდიდი? _ არა _ და შენ გგონია, პრინციპები თუ რაღაც ჯოჯოხეთობა მხოლოდ შენ გაქვს? ეშმაკმა დასწყევლოს ეს თავმოყვარეობა, რამდენ ადამიანს გაკარგვინებს ხოლმე და უკან აღარც მოგახედინებს. შენ რას ფიქრობ, უშენოდ კარგადაა ის შენი... ჰმ, რა ქვია? _ ნაპოლეონი _ თავი ძლივს შეიკავა, არ გასცინებოდა. საინდანღაც ნაპოლეონის და ჟოზეფინას წყვილი გაახსენდა ისტორიის გაკვეთილზე ნასწავლი. _ მშვენიერია, საყვარელო _ ტაში შემოკრა და წვენი სწრაფად ჩაცალა _ უნდა წავიდე? _ ეჰ, ხანდახან როგორ აგვიანდებათ ხოლმე ადამიანებს. აი ასე, იტყვიან ჯერ არა, ჯერ არაო და მერე მიიხედავენ და სადღაა შენი სიყვარული? გაქრა. _ როგორ, ასე შეიძლება? _ ნანობენ, ტირიან, კივიან, მაგრამ გვიანია რა. ერთხელ თუ დააგვიანე, მერე მისასვლელი პირი აღარ გაქვს. _ მადლობა ჟაკლინ, იცით აქ იმისთვის მოვედი რომ მეთქვა მუსიკას დაუწიეთ მეთქი და თურმე მართლა მჭირდებოდა თქვენი დახმარება... _ ვიცი _ შესცინა მოხუცმა და ნიშნისმოგებით აუწია წარბები _ სულ ეგრე ვაკეთებ _ რა? _ სიცილი წასკდა _ კვირაში ერთხელ მოვდივარ, ვხმაურობ, მოდიან და მერე ყვებიან _ გაეცინა ჟაკლინსაც და ამაყად ჩაუკრა თვალი _ მე წავალ ბილეთს დავჯავშნი _ მიდიხარ ხომ? _ აშკარად გული დასწყდა და ხელები გაშალა _ რა გაეწყობა, წადი. და იცოდე არ დაიგვიანო ჟოზეფინა! ნაპოლეონი დიდხანს არ მოიცდის _ ჰო, მადლობა, უღრმესი მადლობა _ გაუღიმა და ჩახუტება გადაიფიქრა. არ იყო ეს ქალი ისეთი, ჩახუტება სდომებოდა. შებრუნდა და ჟაკლინიც უკან გაყვა გასაცილებლად. კარები უნდა გააღო, გარედან რომ დაასწრეს და ისე შემოგლიჯეს, ნინაკა უცებ ახტა და გულზე ხელი მიიდო. _ სტუმარს მიშინებ! _ დაუღრინა ბიჭს ჟაკლინმა. მაღალი, ქერა ბიჭი იყო _ ჟაკლინ, რამდენჯერ გითხარი, რომ ხალხი არ შეაწუხო _ უყვირა ბიჭმა და ნინაკას უხერხულად გაუღიმა _ ბოდიშს გიხდით, კიდევ გამოიქცა ფსიქიატრიულიდან... _ არ დავბრუნდები, არა! _ იყვირა ჟაკლინმა, ბოთლი ძირს დააგდო და გაიქცა. ნინაკამ თვალი გააყოლა _ არა, არ დავბრუნდები _ ყვიროდა და ტრიალებდა _ ბოდიშს გიხდით, იცით რაც მამაჩემი გარდაიცვალა... _ არაფერია, ის კარგი ქალია _ თუ ღმერთი გწამთ, ნუ მატყუებთ. არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც ამ სასტუმროში შემოპარვის გამო გალანძღავს _ არა, ცდებით _ ჟაკლინ კიდევ დალიე? _ ახლა დაიღრიალა და ძირს დაგდებულ ბოთლს დახედა _ მე წავალ, მიხედეთ _ შეშინებულმა გაიხურა კარები. თავის ნომერში დაბრუნდა და საწოლზე დაღლილი დაეცა. ჩაეძინა. შუაღამისას კაკუნის ხმა გაიგო. ზუსტად ოთხი იყო საათი, შუაღამის ოთხი საათი! _ მოვდივარ _ იყვირა და ჩუსტების ძებნა დაიწყო საწოლთან. კაკუნი არ წყდებოდა, ჩუსტები კი არსად ჩანდა. სირბილით გაიქცა და ცივ მარმარილოზე ფეხის თითები გაეყინა. _ გამარჯობა _ გაუღიმა მომსახურე პერსონალს, მიუხედავად იმისა რომ სულ არ ეცინებოდა. _ პაღდონ _ მოუბოდიშა და მაშინვე შეცვალა ინგლისურით _ ვიღაც გოგოს სურს თქვენთან საუბარი _ მე ხომ გითხარით, რომ არ მეცალა _ შეწუხებულმა დახედა ტელეფონს. _ სხვანაირად არ შემეძლო. მაპატიეთ, მე... _ კარგი, არაუშავს. ჩამოვიტან ტელეფონს _ და კარები მიუხურა. ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი ყურთან მიიდო. _ გისმენთ _ ლიზა ვარ ნინაკა, კლუბის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გნახე მაგრამ... _ ლიზა? მახსოვხარ, მაგრამ აქ რატომ რეკავ? _ სხვანაირად ვერ დაგიკავშირდი. ლამის გავაფრინე, ლალომ რომ მითხრა სასტუმროში ყოველ დღე ვრეკავ და არ მპასუხობსო _ ხო, ეს ძნელი ასახსნელია, შენ როგორ მოახერხე? _ რა აზრი აქვს, ნინაკა ზუკა გიყვარს? _ არ ელოდა ამ კითხვას. სხვას ყველაფერს ელოდა, მაგრამ ამ კითხვას თანაც ასეთი სასოწარკვეთილი და დაღლილი ხმით არა _ რა ხდება? _ შეეშინდა, ზურგით ცივ კედელს მიეყრდნო _ მიპასუხე _ ზუკა როგორ არ მიყვარს... _ სჭირდები! _ საშინლად ნაღვლიანი ეჩვენა მისი ხმა. წამით მოეჩვენა რომ ირგვლივ ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა, სუნთქვა, მოძრაობა. დედამიწის ბრუნვაშიც კი ეჭვი შეეპარა, მხოლოდ თვითონ დაეხვა თავბრუ _ რა ჭირს ზუკას? როგორაა? ლიზა, გთხოვ მიპასუხე _ ჩაახველა, ხმა რომ გაეწმინდა და ცრემლები მოაწვა _ ნანაკო წევს საავადმყოფოში. არ ამბობენ, მაგრამ დღე-დღეზე... მეშინია ზუკამ რამე არ გააკეთოს. საშინლადაა, ასე საშინლად არც მაშინ ყოფილა როცა მამუკამ მიატოვა ოჯახი. ნინაკა, ახლა სჭირდები, შეიძლება გაგიჟდეს, არავის გველაპარაკება, არაფერს ჭამს, აქ ათენებს და აღამებს, არც ტირის არც იცინის _ კარგი, მორჩი _ უკვე აღარ შეეძლო _ ჩამოხვალ? _ ფეხითაც თუ საჭირო იქნება _ თქვა, ტელეფონი გათიშა და საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო სიძულვირი იგრძნო. ძირს ჩასრიალდა და თავი ხელებში ჩარგო. ქაოსი. ყველაფერი დატრიალდა, გულის რევა მოაწვა და ღრიალის სურვილი. უნდოდა ეკივლა, რამე დაეშავებინა და ყველაფერი დაელეწა. თავი ატკივდა და ხელებით თმები მოიწიწკნა. _ ზუკას ძლიერი ვჭირდები _ უმეორებდა საკუთარ თავს. ბოლოს წამოდგა და ასე, ფეხშიშველი გაიქცა ძირს. მენეჯერს პირდაპირ სამუშაო კაბინეტში შეაკითხა, მაგიდაზე რომ ჩასძინებოდა. ნინაკას ხმაზე გაიღვიძა. ნინაკამ სასტუმროს დატოვებაზე ამცნო და თხოვა, არა, მოთხოვა რაც არ უნდა ყოფილიყო თვითმფრინავის ბილეთი ეშოვათ, ხვალინდელი რეისით. 88888 ტყუილია, სამშობლოში დაბრუნება ყველა დარდს და ტკივილს გავიწყებსო. არც კი ახსოვს, როგორ ჩაჯდა ტაქსიში და როგორ წავიდა სახლში. პარიზის თბილ ჰაერს შეჩვეული აქ ძალიან თხლად ეცვა, მაგრამ პარიზულად. ახლა საერთოდ არ აინტერესებდა ვინ უყურებდა და ვინ რას ფიქრობდა. თავისზე სამჯერ დიდი, სწორედ ზუკას სპორტული მოიხურა, კაპიუშონი წამოიფარა და სათვალე გაიკეთა. უბანი სავსე იყო, ისეთი ხმაურიანი და ხალისიანი თითქოს ახლა ნინაკა არაადამიანი არ ყოფილიყოს და ზუკა არ დაეტოვებინოს დაუფიქრებლად. რა იცოდნენ... _ დედა, შენ ხარ? _ ელენეს ცრემლიანი და უძინარი თვალები რომ დაინახა კიდევ ერთხელ იგრძნო ზიზღი თავისადი _ როგორ დასუსტი, ძვლებს მოგატეხ _ ეხუტებოდა და ტირილ-სიცილით კოცნიდა ყველგან სახეზე _ ეგრეც არ არი, რას იტყუები.. _ შემოდი, ჭამე და წადი _ გაუღიმა. ძლივს მოიშორა და სახლში შეატარა _ არ მშია დე, პირდაპირ წავალ, შენც იცი? _ ლალო იქ არის _ მართლა? როგორ მრცხვენია დედა შენ ვერ წარმოიდგენ _ უნდა გრცხვენოდეს, აბა რა, მაგრამ ახლა აღარ დაგიმატებ, მერე ვილაპარაკებთ _ მე წავალ, უბრალოდ მარტო დოლარები მაქვს და მომე ქართული ფული _ შენი კიაც კი დაგავიწყდა? _ აუ, ახლა უბრალოდ... გასაღები მომე უცებ რა, გთხოვ _ კაი _ ორ წუთში გამოუტანა, ისევ გადაეხვია და გაუშვა. უკვე საავადმყოფოს კარებთან იდგა. მუხლები უკანკალებდა, როგორც მთელი სული და ძლივს ჩამოსწია სახელური. მაშინვე ეცა იქაურობის სუნი... თითქოს არაფერი, სხვა ვერც იგრძნობდა. ნინაკამ იგრძნო. კარგად არ ახსოვს, როგორ იკითხა ნანაკო გასვიანის პალატის ნომერი და ცხვირი აეწვა, რომ უთხრეს საოპერაციოდან ახლა გამოდისო. მეორე სართულზე ასვლამდე კინაღამ სამჯერ ჩაიკეცა. უკან გაქცევაზეც იფიქრა, ზუკას თვალების შეეშინდა. მზერას როგორ გაუსწორებდა? სკამზე ბავშვები დაინახა. ლიზა, საბა და მათე, ლალოც იქ იყო. ზუკა არა. ზუკა არა. _ ნინაკა _ თითქმის იყვირა ლალომ და ჩასახუტებლად გამოიქცია. მისი მკლავები რომ იგრძნო, მოუნდა სულ ასე ყოლოდა და არსად გაეშვა _ სად იყავი ამდენი ხანი, უნამუსო ადამიანო? _ გაბრაზებული და ნაწყენი ხმა ჰქონდა. _ ლალო, მომენატრე და მაპატიე რა _ კიდევ გადაეხვია და მერე ბავშვებისკენ წავიდა. ლიზას გადაეხვია, ბიჭებიც წამოდგნენ და მსუბუქად გადაკოცნეს. ნინაკა ჩუმად იდგა და თავის ფეხსაცმელს უყურებდა. _ ზუკა... _ მოდის _ უთხრა მათემ და გაუღიმა. ალბათ მწარედ, ეუბნებოდა შე სულელო ადამიანოო... ნინაკა შეტრიალდა. ზუკას ხედავდა, ჩვეულებრივს, მხრები მაინც არ მოეხარა, უბრალოდ ნინაკამ შეამჩნია მისი აცაცახებული მარცხენა ხელი. ნერვიულობის დროს ოდნავ უკანკალებდა ხოლმე . ხომ არსებობს წამი, როცა მთელს შენს არსებობას ნანობ? წამი, როცა ყველაზე მეტად გინდა სიკვდილი და ჰო, სიკვდილი გინდა ყველაზე მეტად. გეშინია, ყველაფრის შენს ირგვლივ და გგონია რომ არ არსებობს არაფერი ტკივილის გარდა. გინდა ვინმემ მოგხვიოს ხელი და გითხრას, გირჩიოს, მოგეფეროს... წამი როცა არაფერი შეგიძლია და ხვდები რომ ყველას ტკენ. შენც, საკუთარ თავსაც და მარტო დარჩენის გეშინია. გკლავს მარტო დარჩენაზე ფიქრი. ვერაფერს ამბობ. მარცხდები. ეცემი. ნინაკა დაეცა. _ ზუკა _ მისკენ არც ამოუხედავს, ნინაკა რომ გაიქცა და წინ დაუდგა. შეხება ვერ გაბედა, ვერაფრის გაკეთება ვერ გაბედა. ბიჭი გაჩერდა, მაგრამ არ შემოუხედავს _ ზუკა, მაპატიე _ ამოიჩურჩულა და მისკენ ახლოს მიიწია. ზუკამ უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. _ ვწუხვარ ნანაკოს გამო.. _ თქვა და თვითონვე იგრძნო ზიზღი საკუთარი უძლური სიტყვების გამო. თითის წვერებზე აიწია, მაგრად შემოხვია ხელები და ჩაეხუტა. ზუკას სხეულის სიცივე იგრძნო, მაგრამ მაინც თბილოდა. ხელები რომ მოხვია, ცრემლები წასკდა და თავი ყელში ჩაუდო. თავის ყელთან ზუკას სუნთქვას გრძნობდა. ბიჭი არ ინძრეოდა, არც ჩახუტებია. _ მაპატიე, სისუსტე მაპატიე, სისულელე მაპატიე, მაპატიე რომ დაგტოვე, რომ მე საშინელი ადამიანი ვარ, რომ... _ ვეღარ გააგრძელა. ყელი ატკივდა, ამოისლუკუნა და უფრო მეტად მოუჭირა ხელები იმ იმედით რომ ისიც ჩაეხუტებოდა. მას არაფერი გაუკეთებია. ზუკა თითქოს აღარ არსებობდა. _ გაიწიე _ ნინაკას სამყარო თავზე ჩამოენგრა. თავი უსკდებოდა. ტკივილმა პიკს ააღწია _ ნუ მეხები _ დააზუსტა ზუკამ. ეს არ იყო მისი ხმა. ეს გაყინული, დაღლილი და გაბზარული ხმა არ იყო ზუკასი. მერე მისი სიტყვები გაიაზრა. _ ზუკა ამას ნუ გამიკეთებ, თორემ მე... _ პარიზში წახვალ? _ ირონიულად არ უთქვამს, უბრალოდ ისევ იგივე ხმა ჰქონდა. თვალებში ჩახედა ნინაკას და ნაღვლიანად გაუღიმა. _ ვიცი რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ მე ვიფიქრე რომ... უნდა გამიგო _ ნიკაპი უკანკალებდა _ ნუ ტირიხარ. ვერ გაგიგებ _ წასვლა დააპირა, ნინაკა რომ იდაყვში წვდა და თავისი სუსტი ხელით ვერ გააჩერა, ზუკა გაჩერდა თავისით _ შემეშინდა. ზუკა მე შენ მიყვარხარ, მენატრებოდი, სულ მენატრებოდი, ცუდად ვიყავი, გგონია მე დროს ვატარებდი და კარგად ვიყავი? _ გული ამოუჯდა. ხელი ყელზე მოისვა და მერე სველ თვალებზე _ რომ გყვარებოდი ასეთ სისულელეს არ იზამდი _ გეფიცები მე არაფერი ვიცოდი, ნანაკოს შესახებ არ ვიცოდი.. რომ გავიგე მე მაშინვე წამოვედი... ვნანობ, ვიცი რომ არ უნდა დამეტოვებინე _ ნუღარ ტირიხარ! _ მაპატიე რა, გთხოვ ზუკა, შენ რომ ჩემს ადგილას იყო... _ არასდროს! მე არასდროს დაგტოვებდი ეგოიზმის გამო! ადამიანს აღარ ვგავარ ნინაკა _ მხრები აიჩეჩა, ნინაკამ წარბები ისევ სატირლად დაბრიცა _ არ იტირო მეთქი, ტირილის უფლება არ გაქვს. შენ სულ ასე იქცევი. როცა ვიღაცას ჭირდები, მაშინ არ ხარ მის გვერდით _ ისევ ცივად მოუჭრა და ისევ ნაბიჯები გადადგა წასასვლელად, ნინაკა ამჯერად ორივე მხარში ეცა და ხელები მოუჭირა _ ვერ დაგკარგავ! _ დაუყვირა და მის წინ წაიქცეოდა, ზუკას რომ არ დაეჭირა და ნინაკამ მისი შეხება რომ იგრძნო... მთლიანად გაიყინა. მთელ სხეულზე თან ცეცხლიც მოედო. _ უკვე დამკარგე, ვერ ხვდები? _ ზუკა მაპატიე მეთქი, არ შემიძლია ასე, მოვკვდები, გესმის? მოვკვდები, ეს გინდა? გინდა? _ ვერ იაზრებდა თავის სიტყვებს. _ არაუშავს ნინაკა. მამაჩემიც, დედაჩემიც, შენც, ყველა ხომ მტოვებთ... მეც არ ვაპირებ დარჩენას, მაგრამ შენ უფლება არ გაქვს _ არა. ზუკა გესმის ჩემი? არც გაბედო, არც იფიქრო თორემ მე გავაფრენ, არ მოგცემ მაგის უფლებას _ ნინაკა _ გაეღიმა ზუკას და მისი ხელები ჩამოიშორა _ აზრზე მოდი _ დაუღრინა. ამჯერად ისე გაბრაზდა, ხელიც კი ასწია და ზუკას გაარტყა. ყველაზე მეტად ამას არ ელოდა ბიჭი. ჩამუქებული თვალებით შეხედა ნინაკას და მერე თვალები დახუჭა. _ ნანაკო კარგად იქნება თუ არ იქნება, მაინც სულ იქნება, ხომ ხვდები? ის შენით არ იამაყებ, შენ თუ ჩემს დატოვებას გადაწყვეტ. ახლა იცოდე, რომ მე არასდროს წავალ. გეფიცები, სანდროს სულს გეფიცები, მე არ დაგტოვებ. რომც გამაგდო, ამ წუთის შემდეგ არ მოგშორდები და დაიმახსოვრე, არ იფიქრო რომ რამეს გააკეთებ რაც მე მატკენს. უფლებას არ მოგცემ. მე მიყვარხარ ზუკა, მართლა მიყვარხარ. ახლა მივხვდი, ეს მჭირდებოდა, პარიზში ამიტომ დავრჩი _ ალბათ გააგრძელებდა, ზუკას რომ არ ეკოცნა. ზუკას ცივი ტუჩები ჰქონდა, მაგრამ მისი კოცნა თბილი იყო. დედამიწა ისევ ბრუნავდა, მაგრამ ამჯერად თავბრუს აღარ ახვევდა ნინაკას. ზურგზე ზუკას ხელებს გრძნობდა, ტუჩებზე მის ტუჩებს და ხვდებოდა, რომ გაგიჟებამდე უყვარდა. _ ვერ წარმოიდგენ, მეც როგორ მიყვარხარ _ შუბლი შუბლზე მიადო ზუკამ. ნინაკამ ღრმად ამოიოხრა, თვალებში ჩახედა და ჩაეხუტა. **** ხო, ამაზე მაგარი თავი არ დამიწერია. არ ვიცი, მგონი იყო რა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.