შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფის აღმოჩენა 4


18-01-2017, 00:15
ავტორი თაია
ნანახია 1 955

ისისაა კარი უნდა გავაღო რომ მაჯაზე მკიდებს ხელს და კედელზე მაკრავს. ზურგის ტკივილით შეწუხებული სახეს ვმანჭავ. მერე ახლოს მოდის, ძალიან ახლოს და ხალზე მკოცნის. დიახ იმ ხალზე თუჩთან რომ მაქვს. თმას მისწორებს. არა, მეგობრობა არ გამოგვივა, უფრო მეტი შეიძლებაო ბუტბურებს. ბოლოჯერ მიღიმის თავისებურად და გადის მერე სწრაფად ჩარბის კიბეზე და მე ძლივს მოვდივარ გონს.
რა გააკეთა.
რა მეგობრობა, რა უფრო მეტი.
უცნაურობის პიკია. ვერაფერი გავიგე. ჯერ ფოტო მიისაკუთრა, მერე სახლში ამომყვა ფაქტობრივად ძალით, მერე ვიმეგობროთო მერე მაკოცა, ბოლოს წავიდა.
მე კი საერთო არ მაღელვებს და მაღიზიანებს ეს ტყველაფერი.
ისეთი ადამიანები, როგორიც შეთეა, ახლა უფრო მომწონს ეს სახელი, ყოველთვის იმსახურებენ არსაიდან მოსულ ნდობას.
აი, როგორც მე!
საერთოდ არ ვიცნობ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მის თვალებში იკითხება რაღაც.
რაღაც კი არა, ყველაზე ღირებული ადამიანობა იკითხება.
ხოდა მიუხედავად იმისა, რომ დადვანი ყველაზე უცნაური ტიპია ვისაც ვიცნობ, მაინც ვენდობი. თვითონაც არ ვიცი რატომ
უცნაური ურთიერთობების არასდროს მეშინოდა, მაგრამ უცნობთან ასეთი დაახლოებაც კარგს არაფერს მიქადის..
ნელა ჩავყევი ცივ კედელს. იატაკზე ვზივარ, ფეხები მოკეცილი მაქვს და მასზე მოცახცახე ხელებს ვხვევ.
თავს მუხლებზე ვდებ და ვცდილობ შეთეს დანატოვარი სიმშვიდის შენარჩუნებას. რით დავიმსახურე დადვანის გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში. ან საერთოდ ის თუ ფიქრობს ჩემზე. რას ვგრძნობ მისი უცნაური ქმედებების შედეგად, საერთოდ როგორ ვარ. რა განიზრახა დადვანმა...
რატომღაც მგონია, რომ ამ ნაცრისფერი თვალების პატრონს, რომელიც უკიდეგანო და საინტერესოა, ცუდის გაკეთება არავისთვის არშეუძლია.
ნერვები მეშლება საკუთარ ფანატიზმზე და ზანტად ვდგები ცივი იატაკიდან.
სააბაზანოში შევდივარ და სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები. წაბლისფერ თმას ვიშლი და მხრებზე ვიყრი. ღიმილით ვუყურებ ჩემს ხალს, ტუჩთან და ბედნიერებისგან ვივსები.
ე,ი ბედნიეი ვიქნები. გულიანად მეცინება. ჩემი თვალის ფერს ისევ ვატყობ ცვლილებას და ისევ ვაიგნორებ. ტანსაცმელს ვიხდი და ცხელ წყალს ვუშვებ. გაუნძრევლად ვდგავარ და დებილივით მეღიმება.
***
ჩივი საღამოა.
ისევ დაღლილი და აფორიაქებული მივდივარ სახლისკენ
სადარბაზოში რაღაცის მოლოდინით შევდივარ და მიმართლებს.კიბის კუთხეში ნაცრიდფერთვალება დგას და მიღიმის.
მეც არ ვიშურებ ღიმილს, რომელშიც მთელ ჩემ გულწრფელობას ვდებ.
ნელ-ნელა მიახლოვდება. მე გული საგულეს აღარ მაქვს და არ ვიცი რა ვქნა.
იქნებ ვუსაყვედურო იმ დღისთვის? ამ აზრს მაშინვე ჯანდაბაში ვუშვებ და უკვე ძალიან ახლოს მდგარს თვალებში ვუყურებ.
ცალ ხელს წელზე მხვევს, ეცინება და ისისაა უნდა მაკოცოს, მე მოუთმენლად ველი ამბორს.
თელეფონის ხმა მაფხიზლებს და საწოლიდან ისე ვხტები გეგონება კოშმარი მენახოს. გული მწყდება სიზმრის გამო. მერე მეცინება და დედაჩემს ვპასუხობ.
-სულ ვეღარ იცლი ჩემთვის მსაყვედურობს მარიკა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.
-კარგად ვარ დე. მეცინება და პასუხს ველი.
-ანდროა აქ. ხმაზე ვატყობ, რომ ეღიმება.
კითხვის დასმის დროც არ მრჩება ისე სწრაფად ართმევს დედაშემს ჩემი ძმა ტელეფონს.
-ნაინა, ჩემო ნაინა ღიღინებს ანდრო. რა ლოყებ ღაჟღაჟა ბიჭი გაგიჩიტე წყაროზე ნეტა განახა. მშრომელი, დამრტყმელი პურის მჭამელი. აქ მაინც ჩამოდის გეშველება. მეუბნება ჩემი ძმა მეტად ტრაგიკული ტონით და მე სიცილისგან საწოლზე ვვარდები.
-შენთვის იშოვე ვინმე! ძლივს ვითქვამ სულს.
-მე ვიშოვე. ასე ხშირად არ ჩამოვდიოდი მარიკასთან და ოდნავ ყურადღებიანი, რომ იყო მაშინვე მიხვდებოსი მსაყვედურობს ანდრო.
-ვინ არის? დაფეთებული ვეკითხები.
-ვინ და ჩვენი მეზობელი ნინო.
-ვინ ნინო, მთელი ბავშობა, რომ ნერვებს აწყვეტდი? მიკვირს მე და ჩემი მეგობრის გახსენებაზე ყურებამდე მეღიმება.
-დიახ, ეგ ნინო მთელი ბავშობა, რომ აპოზიორებდი და ის ფოტოები, რომ უნდა გადმომილოცო მე, ეგ ნინო.
-მომწონს შენი არჩევანი. ვპასუხობ მთელი გულწრფელობით..
მაგრამ ფოტოებს ნინოს ნებართვის გარეშე ვერ მოგცემ.
-სურპრიზისთვის მჭირდება, შენს თავს გეფიცები. ანდროს თონზე ვიბადრები. ხმაზეც ეტყობა, რომ ყურებამდეა შეყვარებული.
-კარგი. ნინო მომიკითხე ვიცინი და ტელეფონს ვთიშავ...
***
შუადღისას ისეთი მზე აჭერს, სიცოცხლეს შეგაყვარებს.
ჭრელ სარაფანს და კედებს ვიცვამ. ჩანთას და ფოტოაპარატს ვიღებ და სასწრაფოდ გავრბივარ სახლიდან. სადარბაზოდან ისე გავვარდი ვინმეს ეონება მოსდევენო. შველი თმის გაშრობას ვეღარ დაველოდებოდი, იმის შიშით მზე არ გადავიდეს-მეთქი. ხოდა ასე სველი, გაშლილი თმით და ჩმი სანუკვარი ნივთებით მივაბიჯებ აქა-იქ ამოყრილ ქვაფენილზე. თან ზოგ ადგილს ვაფიქსირებ. გზის მოპირდაპირე მხარეს, ძველი ხის აივანზე, რომელიც ჩისფრადაა შეღებილი, საოცარი, ფერადი ყვავილები გამოუფენიათ.
"შლიაპიანი" ქერა გოგონა დიდი ინტერესეით ათვალიერებს და წყალს უსხამს. ისეთი ლამაზია ეს ყველაფერი, რომ დაუფიქსირებლად არ გავუშვებ. გადაღებაში გართულს მანქანის სიგნალის ხმა მაფხიზლებსშუა ტრასაზე და დაფეთებული გადავრბივარ. ასული არ ვარ ბორდიულზე ვიღაცას, რომ ვასკდები და უარესად ვიბნევი ხელს, რომ არ მიშვებს.
-შემაშინე! ნაცნობი და უკვე საყვარელი ხმა გამკაცრებული აქვს. ხელებს უფრო მაგრად მიჭერს და ტკივილით ვხვდები, რომ ეს სიზმარი არ არის. ასე ვიდგებოდი მთელი ცხოვრება. თქვენ გგონიათ მომბეზრდებოდა ან რამე მაგდაგვარი?! შანში არ არის! მაგრამ, ცოტაოდენი თავმოყვარეობა მიბიძგებდა, რომ ავხვეტილიყავი მისი სხეულიდან.
-გამარჯობა. მთელი შემართება სიმკაცრისა წყალში ჩამეყარა, როგორცკი მის სახეს შევხედე.
ლოყები მიწითლდება.
-გამარჯობა. ლამაზი ხარ. ისევ ჩვეული სიდინჯით ამბობს და სიგარეტს უკიდებს.
-მმ მადლობა.ენის ბორძიკით ვეუბნები.
-თუმცა ჯერ გაზაფხულია და გაზაფხულთან ასე გათამამება არ შეიძლება. ჩემს თხელ კაბაზე მიმითითებს.
არ ვიცი რა ვუპასუხო, არ რატომ უნდა ვუპასუხო.
ამიტომ დუმილს ვარჩევ და ჩემი ტუჩები დაუკითხავაიან იწევიან გვერდზე და მთელუ გულწრფელობით მეღიმება.
-მე შენი ვალი მაქვს, ერთი ფინჯანი ჩაი. ხოდა ჩვენს კაფეში გეპატიჟები.
გეპატიჯებიო, ჩაიო, ჩვენს კაფეშიო. აი სანამ მე ბრინჯივით ვიბნევი ის ჩემს თითებში თავის გრძელ თითებს ხლართავს და მიდის. რათქმაუნდა ძალაუნებურად მივყვები.
-კი მაგრამ, მზე, ფოტოები? ვბურტყუნებ.
-გპირდები, რომ ხვალ უკეთესი მზე ამოვა. მეუბნება სერიოზული და თბილი ხმით. თქვენც ხომ იცით, რომ ეჭვის შეტანის გარეშე დავუჯერებდი ხოდა მივყვები ასე, ალალად.
რამდენიმე წუთში ჩემს თუ "ჩვენს" მაგიდასთან ვსხდებით და ორ ლიმონიან ჩაის და ორ შოკოლადის ნამცხვარს უკვეთავს.
მე უხერხულად ვიღიმი.
-ეს გწონდეს. კუბოკრულ პერანგს იხდის და თეთრი მაისურის ამარა რჩება. მისი პერანგი ჩემს სარაფანსაც ძალიან უხდება და ჩემს მხრებსაც. გაზაფხულები ადვილად ცივდებიანო აყოლებს.
-გაზაფხულები? მეცინება მე.
-დიახ, შენ გაზაფხული ხარ. გინდა გითხრა როგორები არიან გაზაფხულები?
ხმის ამოუღებლად ვუქნევ ტავს და ინტერესით სავსე თვალებით ვაჩერდები.
-გაზაფხულები ძალიან, ძალიან თბილი და ფერადი გოგოები არიან. სადაც ეს გოგონები გამოჩნდებიან, სადაც რა, რომელი ადამიანის ცხოვრებაშიც გამოჩნდებიან ყველაფერ ახალისებენ. უარყოფითს და მძიმეს ყველაფერს ამსუბუქებენ. ყველა გაზაფხულს თავისი ფერი აქვს. მე მხოლოდ ერთ გაზაფხულს მივაგენი, 26 წელია ვეძებ და ჩემი გაზაფხული უბრალოების და სისუტავის ფერია, სიყვარულის ფერიც დაკრავს. ჩემს გაზაფხულს გრძელი წაბლისფერი თმა აქვს, ცხვირზე აქა-იქ შემორჩენია ჭორფლები. ლოყა ეჩხვლიტება ჩემს გაზაფხულს და ტუჩთან ხალი აქვს, ჩემი ხალი.
შეგიძლიათ წარმოიდინოთ რა ხდებოდა ახლა ჩემს გულში?
უნდა წარმოიდგინოთ. მე ამას ვერ გადმოვცემ ვერანაირი სიტყვით. პირღია ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი უნდა გამხარებოდა თუ უნდა მწყენოდა. ერთადერთს, ბედნიერებას ვგრძნობდი. როგორ უცნაურადაც შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ისე უცნაურად აგრძელებს პარპაშს ჩემს გულში.
***
არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი სითბოსთვის.
ძალიან მახარებთ.
ველი თქვენს შეფასებას.
"თაია თაია" ასე ვარ FBზე და იქნებ დამამატოთ და თქვენი იდეები მომაწოდოთ.
მადლობა ყველაფრისთვის.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

დავმუნჯდიი ემოციებმა გამთიშეს სადღაც დავფარფატებ და აზრზე არ ვარ სად ვარ.
ის შემთხვევაა რომ მეც მინდა მიყვარდეს ...
მიყვარს ეს ბიჭი
მიყვარს ეს გოგო
მიყვარხარ შენ

 


№2  offline წევრი თაია

sameone crazy girl
დავმუნჯდიი ემოციებმა გამთიშეს სადღაც დავფარფატებ და აზრზე არ ვარ სად ვარ.
ის შემთხვევაა რომ მეც მინდა მიყვარდეს ...
მიყვარს ეს ბიჭი
მიყვარს ეს გოგო
მიყვარხარ შენ

ხომ იცი, რომ მეც მიყვარხარ.
თუნდაც იმ "ერთი" ბიჭის გამო, ამდენ სითბოზე, რომ არაფერი ვთქვა.
მადლობა, მადლობა, მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი TeddyBear

ძალიან ტკბილად წერ იცი ? მზად ვარ შიგნით მოთხრობაში შევძვრე, შენს პერსონაჟებთან ერთად ვიცხოვრო და მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხდე.
ძალიან მომწონს უცნაური, მიმზიდველი მამაკაცები თავიანთი საუბრით რომ ცდილობენ შენს გაბრუებას... სწორედ ასეთია შეთეც.
იდუმალი, მომხიბვლელი და არ ვიცი როგორ ავღწერო კიდევ სხვანაირად.
ძალიან კარგი გოგო ხარ, არაჩვეულებრივად წერ ❤

 


№4  offline წევრი თაია

[quote=TeddyBear]ძალიან ტკბილად წერ იცი ? მზად ვარ შიგნით მოთხრობაში შევძვრე, შენს პერსონაჟებთან ერთად ვიცხოვრო და მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გავხდე.
ძალიან მომწონს უცნაური, მიმზიდველი მამაკაცები თავიანთი საუბრით რომ ცდილობენ შენს გაბრუებას... სწორედ ასეთია შეთეც.
იდუმალი, მომხიბვლელი და არ ვიცი როგორ ავღწერო კიდევ სხვანაირად.
ძალიან კარგი გოგო ხარ, არაჩვეულებრივად წერ ❤[/quotშენ
შენ მე გამათბე.
არ ვიცი რა გითხრა ასეთი სიტყვების მერე.
მადლობა.
მიხარია ძალიან, ძალიან...

 


№5 სტუმარი Guest Eka

Auuuuu saocreba xaar ♥

 


№6  offline წევრი მოლურჯო

არ მეყო არა!
უფრო მეტი მინდა
--------------------
მარიამი

 


№7  offline წევრი ჭირვეული

მთელი სამყაროს სამყოფი სითბო და სიყვარულია ამ ისტორიაში , არადა არავისთვის მეთმობა მისი განაწილება... ჩემიაა!! დავისაკუთრე..მივითვისე..მხოლოდ ჩემი!!!

 


№8  offline წევრი Alaska.

მომწონს.❤ რაღაცნაირად თბილია ^__^
პ.ს დაგაბატებ და გაგიზიარებ იდეებს, იფ უი ვონთ :დ

 


№9  offline წევრი Keepcalmtbilisi

თაია ჯერ მარტო შენ სახელზე ვგიჟდები.
და შეთე?! უცნაური სახელით და უცნაური ყველაფრით. მომწონხართ შენც, შეთეც და ჩვენი ფოტოგრაფიც.
პ.ს. მეც მიზიდავდა ადრე ფოტოგრაფია, მეც მინდოდა
გადამეღო ბევრი და მერე მეც
მივხვდი,რომ ფოტოგრაფები სულ სხვანაირები არიან და საბოლოოდ ჩემ ჰობზე მეც ჩავიქნიე ხელი.

 


№10 სტუმარი გვამცა))

ვაიმე..
როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია,
ძალიან ძალიან მაგარიაა,
გაზაფხულაც მომწონს და შეთე ხო საერთოდ
კარგად წერ, წარმატებებიი❤❤❤
პ.ს თუ გიპოვე დაგიმატებ ❤

გვამცა))
ვაიმე..
როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია,
ძალიან ძალიან მაგარიაა,
გაზაფხულაც მომწონს და შეთე ხო საერთოდ
კარგად წერ, წარმატებებიი❤❤❤
პ.ს თუ გიპოვე დაგიმატებ ❤

ჯანდაბა ჩემი სახელის წერაც დამაავიწყდა ;დდ

 


№11  offline წევრი Ana Imnadze

ვოუ.
საოცრად ემოციური მოთხრობაა,ყველა სიტყვაში იგრძნობა ეს ემოციდა და იგრძნობა გრძნობაც.
მომწონს მე შეთე,კარგი ბიჭია.

 


№12  offline წევრი თაია

Keepcalmtbilisi
თაია ჯერ მარტო შენ სახელზე ვგიჟდები.
და შეთე?! უცნაური სახელით და უცნაური ყველაფრით. მომწონხართ შენც, შეთეც და ჩვენი ფოტოგრაფიც.
პ.ს. მეც მიზიდავდა ადრე ფოტოგრაფია, მეც მინდოდა
გადამეღო ბევრი და მერე მეც
მივხვდი,რომ ფოტოგრაფები სულ სხვანაირები არიან და საბოლოოდ ჩემ ჰობზე მეც ჩავიქნიე ხელი.

Ughrmesi madloba ♥ mixaria rom mogwons ...
P.s mec mindoda fotografoba da mec mivxvdi magas

გვამცა))
ვაიმე..
როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია,
ძალიან ძალიან მაგარიაა,
გაზაფხულაც მომწონს და შეთე ხო საერთოდ
კარგად წერ, წარმატებებიი❤❤❤
პ.ს თუ გიპოვე დაგიმატებ ❤

გვამცა))
ვაიმე..
როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია,
ძალიან ძალიან მაგარიაა,
გაზაფხულაც მომწონს და შეთე ხო საერთოდ
კარგად წერ, წარმატებებიი❤❤❤
პ.ს თუ გიპოვე დაგიმატებ ❤

ჯანდაბა ჩემი სახელის წერაც დამაავიწყდა ;დდ

Dzalian didi madloba ♦
Mixaria rom kitxulob da mogwons ♥

Ana Imnadze
ვოუ.
საოცრად ემოციური მოთხრობაა,ყველა სიტყვაში იგრძნობა ეს ემოციდა და იგრძნობა გრძნობაც.
მომწონს მე შეთე,კარგი ბიჭია.

Ana, madloba didi ♥ mixaia rom kitxulob da mogwons ♥

Chirveuli
მთელი სამყაროს სამყოფი სითბო და სიყვარულია ამ ისტორიაში , არადა არავისთვის მეთმობა მისი განაწილება... ჩემიაა!! დავისაკუთრე..მივითვისე..მხოლოდ ჩემი!!!

Tavad tbilo ♥
Ughrmesi madloba ♥

მოლურჯო
არ მეყო არა!
უფრო მეტი მინდა

Guest Eka
Auuuuu saocreba xaar ♥

Madloba, madloba, madloba
Mixaria, rom kitxulobt ♥

Alaska.
მომწონს.❤ რაღაცნაირად თბილია ^__^
პ.ს დაგაბატებ და გაგიზიარებ იდეებს, იფ უი ვონთ :დ

Ughrmesi madloba ♥
Mixaria, rom kitxulob da rchevebic gamixardeba ♥

 


№13 სტუმარი Mk

Gazafxuli gogo

 


№14  offline წევრი თაია

Mk
Gazafxuli gogo

♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent