ჩაი სამისთვის (1)
მახსოვს, ადრე...ძალიან ადრე წავიკითხე... ძილის წინ იმაზე ფიქრობ რაც ყველაზე მეტად გინდა...ან რის დავიწყებასაც ვცდილობ...თუ ვიტყვი, რომ ჩემი ფიქრები არც ერთ ვარაუდს არ გამორიცხავს? მე მოგიყვებით რაზე ვფიქრობ ძილის წინ....მერწმუნეთ თქვენ არ მოგეწონებათ ჩემი ფიქრები... სხვისი გაკიცხვა, ხომ ყოველთვის ადვილია...ამ ამბის ჩემეული ვერსია მტკივნეულია... -- დემეტრე ყოველთვის სიგიჟემდე იყო ჩემზე შეყვარებული. მეც მომწონდა. სიმპატიური, მაღალი, ქერა... ნაკლი არ ქონდა...ხასიათებითაც ბრწყინვალედ მიგებდა...ან უბრალოდ ყველაფერს მითმობდა...მითმენდა სიყვარულისთვის. ჩემთვის თავის შეყვარება რთული საქმე იყო. ძნელად თუ მომეწონებოდა ვინმე. მაგრამ დემეტრე, მართლა ძალიან მომწონდა და თინეიჯერობისას ვერც კი წარმომედგინა მასზე უკეთესი ვინ უნდა მეპოვა. მერე შეყვარებულები გავხდით...გავიზარდეთ. დავახლოვდით. და აღმოჩნდა, რომ ერთად კარგ, ძალიან კარგ დროსაც ვატარებდით. ამიტომ მასთან დაშორებას არ ვაპირებდი. მას კი ვუყვარდი და აბა რატომ დამშორდებოდა? ღრმად მწამდა, რომ სიყვარული კარგი მეგობრობა და შეჩვევა იყო. თუ ასეა დემეტრესთან ყველაფერი მქონდა. სხვასთან...სხვაგან რატომ უნდა მეძებნა, რაც, ჩემი აზრით, უკვე მქონდა? მაგრამ ხომ არსებობს საბედისწერო დღეები...დღეები, რომლებიც დგება, თუმცა არ უნდა დამდგარიყო. რა უნდა ქნა, როცა არ ეძებ, არ გჭირდება, არ გჯერა, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მაინც გპოულობს თავისით და რაღაც არარეალურ, სიურეალისტურად ცეცხლოვან ლტოლვას...ვნებას, გიღვიძებს სხვა ადამიანის მიმართ. საბოლოოდ, რა არის სიყვარული? მეგობრობა და შეჩვევა თუ ამღვრეული თვალები და ვნება? ჩემთვის ეს უბრალოდ სიტყვაა. არჩევანი კი თავად გააკეთეთ. მე ჩემი უკვე გავაკეთე... -- -ბარგი ჩაალაგე?- ჩემი ოთახის კარი ლამის შემოამტვრია ლიკუნამ. -შენ აქ საიდან გაჩნდი? -დაგავიწყდა, რომ მეზობლები ვართ?- თვალი ჩამიკრა ჩემმა ბავშვობის დაქალმა და ალმაცერად გადმომხედა. -კი ჩავალაგე. გოგო, თორნიკე მოგყვება? -რა თქმა უნდა არა. ისევ ვიჩხუბეთ და მისი უჟმური სახე იქ არ მჭირდება.- მითხრა და თვალები გადაატრიალა ლიკუნამ. მის ამ ჩვევაზე გულწრფელად მეცინება ყოველთვის. -ანას დაურეკე რაა. სად არის? დემეტრე ერთ საათში მოვა. -დავურეკე უკვე. გზაშია. როგორც ყოველთვის აგვიანებს. -ყავას დალევ? მე და ლიკუნა ყავას მივირთმევდით დემემ და იომ კარი, რომ შემოგვიღეს. -მზად ხართ გოგოებო? ჩვენ ერთდროულად დავუქნიეთ თავი. -მოკლედ, ნიკა თავისი მანქანით მიდის. მას წაყვება ლიკუნა, იოანე, ანა და მარიამი. მე, ნუცა, თორნიკე, დათო, ნინო და ალექსი ერთ მანქანაში.- გადაანაწილა სწრაფად დემემ -ლიკუნამ მითხრა, რომ არ მოდიოდი.- მივუბრუნდი თორნიკეს. -უნდა შემოვირიგო. ცოლადაც მოვიყვან.- გაჯიუტებული პატარა ბავშვივით შემომიბღვირა თორნიკემ. -ალექსი ვინ არის?- ჩურჩულით ვკითხე დემეტრეს. -ჩემი მეგობარია. -მოიცა ეს ის ალექსია? გერმანიაში, რომ იყო სასწავლებლად? - თავი დამიქნია დემემ. დემეს მითითებებით ჩავსხედით მანქანაში, როგორც კი ალექსი მოვიდა და ბაკურიანისკენ გავეშურეთ. რა კარგია ცხოვრება მეგობრების გარემოცვაში. თოვლი, ფიფქები, სითეთრე და ჩვენ...ჩვენ...ჩვენ ყველა ერთად... -- ისეთი მომენტი გქონიათ, როცა ადამიანზე ძალიან ბევრ კარგ რამეს გეუბნებიან...გიყვებიან...ტვინს გიჭედავენ მასზე ლაპარაკით...შენში უკვე ცხოვრობს მისი სახება...და უცებ ეს ადამიანი ჩნდება...რეალურად ეცნობით მას და ის არათუ გიცრუებთ იმედებს...არამედ აჭარბებს თქვენს მოლოდინებს...სიგიჟეა. ალექსზე ყოველთვის ძალიან ბევრი მსმენოდა. ყველას უყვარდა. ყველა აღმერთებდა მას. მეც რაღაცნაირად მომწონდა. მომწონდა ის „ლეგენდები“ რაც მასზე მომესმინა... მანქანის მინიდან დავინახე...მაღალი...გამხდარი...ათლეტური... მის „ლეგენდებთან“ ერთად, მისმა სხეულმაც მომხიბლა. პირველივე წუთიდან, როცა შემომხედა, მომესალმა, თვალი თვალში გამიყარა მის მიმართ დაუძლეველი ლტოლვა ვიგრძენი.. მინდოდა ჩემი ტუჩები მის წვერს დაეჩხვლიტა... რა უცნაურია არა? ვნება პირველივე ნახვისას... მოგსვლიათ რაიმე მსგავსი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.