იძულებითი ქორწინება (5)
-გაიღვიძეთ ? - სიუ პლანშეტით ხელში დამყურებდა თავზე. უკვე დილა იყო, ესეიგი თითქმის ორი დღე მეძინა, აი წამლის ეფექტიც. -კი, როელი საათია? - ლოგინზე წამოვჯექი და რომ უკეთ დამენახა გოგონა. - 9 საათია ქალბატონო - არ შეაყოვნა პასუხი სიუც -ვახ უძილობას ვერ დავიკვეხნი - გაოცებული ვუყურებდი სიუს -კარგი რა გვაქვს დღეს გეგმაში? -ხო რაც შეეხება ამას... -სიუ ყოყმანობდა -ხომ იცი რომ ვერ ვიტან ასე რომ შვები, უბრალოდ მითხარი. -ქალბატონმა ჩანმა მითხრა რომ დღევანდელი დღე მთლიანად გამეთავისუფლებინა თქვენთვის - დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა გოგონამ. - რატომ? -უნდა რომ დღეს კომპანიაში მიხვიდეთ -კარგი გასაგებია, კიდევ არის რამე ? -აშკარა იყო რაღაც კიდევ იყო, რადგან თავისუფალი დღე არ არსებობს ჩემთვის. -კი არის მაგრამ მე ამის შესახებ არ ვიცი, ქალბატონმა თქვა რომ პერსონალურად გეტყოდათ. -გასაგებია, ესეიგი რაღაც უზომად საშინელება ხდება. -არც უნდოდა ამას ხმამაღლა თქმა სიუს სახეზე ეწერა რომ ხვდებოდა. -კარგი რომელ საათზე უნდა ვიყო კომპანიაში? -როგორც კი მოემზადებით და ისაუზმებთ. - მაშინ მოვემზადოთ - გავუღიმე, ვცდილობ არ შევიტყო ნერვიულობა, სიუ ისედაც შეშინებულია და ეს უფრო შეაშინებს. 1 საათსი მზად ვიყავი მალევე ვისაუზმე და კომპანიისკენ წავედით. დედას კომპანია 11 სართულიანი შუშის შენობა იყო, რომელიც ქალაქის ცენტრში იდგა. კომპანია უკვე 5 წელია უმაღლეს მწვერვალებს იბყრობს ბიზნესის და მოდის სამყაროში. აქაურობას იშვიათად ვსტუმრობ არ მიყვარს ეს ადგილი, არადა ჩემი კომპანია და მომავალში ჩემს სრულ მართველობაში გადმოვა. ლიფტში შევედი და 9 სართული მივუთითე. ლიფტის კარების გაღების თანავე უზარმაზარ ოთახში ხვდები სადაც, ორ რიგად კომბიუტერებია ჩალაგებული და ყველა მათგანი გულმოდგინე მომუშავეებით არის სავსე. გოგოები და ბიჭები აქეთ იქით დარბიან ზოგი ფურცლებს დაათრევს ზოდი ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. შევაბიჯე თუ არა შიგნით ყველა გაჩერდა და მომესალმა. მეც თავაზიანად გავუღიმე ყველას და სიუსთან ერთად კაბინეტისკენ წავედი. დაბალ კიბეებს ავუყევი და დავაკაკუნე. კარები დედას მდივანმა გამიღო და შიგნით შემიპატიჟა. ეს ოთახი მომწონს, კედლები ხმა გაუმტარია და არც შიგნით უშვებს მას. მიუხედავად იმ ქაოსისა რაც გარეთ ხდება, აქ მქოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული კლასიკური მუსიკა ისმის. -კარგა რომ უკვე მოხვედი, ცოტა ხანი დამელოდე და მოგხედავ - თავი არ აუწევია საბუთებიდან ისე ჩაილაპარაკა - შეგიძლია ეხლა გახვიდე და 10 სართულზე დამელოდო, მეც მალე ამოვალ. -კარგი- მოკლედ ვუპასუხე და ისევ დავტოვე. აზრი არ ქონდა მეკითხა რას აპირებდა, სანამ მას არ მოუნდება მოყვეს რამე მანამდე ვერ მოაყოლებ. როგორც მითხრა 10 სართულზე ავედი, ეს მოსაცდელივით ოთახია, მდიდრული თეთრი მდივნები დგას და მომსახურე პერსონალი აქ მყობ ხალხს ჩაით და ყავით უმასპინძლდება. აქ მდიდარი ქალები ზიან რომლებმაც არ იცია მათი მილიონები რაში დახარჯონ და გამოსავლად მხოლოდ ძვირად ღირებული დიზაინერის მიერ სპეციალურად მათთვის შეკერილ კაბაში პოულობენ და სული კმაყოფილებით ამაში მილიონებს ხარჯავენ. ვერ ვიტან ასეთ ხალხს, მაგას არ ჯობია ეგ ფული იმ ხალხს მისცენ რომლებიც შიმშილისგან კვდებიან, მაგრამ მერე როგორ იამაყონ მისნაერ ყეყეჩ დაქალებში, რომ მისი ახალი ტანსაცმელი სპეციალურად მისთვის შეკერა დიზაინერმა. გოგონა რომელიც ყავას სთავაზობდა ყველას მეც მომადგა. -ყავას ან ჩაის ხომ არ ინებებთ ქალბატონო?- გაბადრული სახით მომმართა -მე არა მადლობთ, სიუ შენ ? - სიუმ გოგონას ჩაის მოტანა სთხოვა და ისევ გააგრძეა პლანშეტში ქექვა. უკვე 20 წუთია ესე ვზივარ და უცდი დედაჩემს რომელმაც მისი შვილისთვის ვერადა ვერ მოიცალა. იქაურ გარემოს ვათვარიელებდი. ერთ კედელზე უზარმაზარი მინის ფანჯარაა და მის მიღმა ულამაზესი ქალაქი სეული, ხელის გულივით ჩანდა. ხედით ვტკბებოდი სანამ სიუს განწირულმა ხველებამ არ გამომაფხიზლა. ამ წუთას თვალებ გადმოყრილ საშინელებათა ფილმის გმირს გავდა. -სიუ კარაგ ხარ ? -ზურგზე ხელი დავარტყი რომ ამოესუნთქა -ამას შეხედეთ - ხველებ ხველებით პლანშეტი მომაჩეჩა. სოციალური ქსელის მთავარ გვერძე ჩემი და ჯოენ ჯონკუკის სურათი იყო გაერთიანებული და უზარმაზარი ასოებით ეწერა, „შოკის მომგვრელი სიახლე !!! გავრცელდა იმფორმაცია რომ HBA- ის „პრინცს“ ახალგაზრდა და ბიზნესში უკვე ძალიან სახელ განთქმულ შთამომავალ ჯოენ ჯონკუკს ცოლი მოჰყავს. მის მდივანთან ლაპარაკის დროს მან არ დაადასტურა ეს სიახლე მაგრამ არც უარყო, ხოლო მის მომავალ საცოლედ კი ცნობილი მოდელი და ბიზნეს სამყაროში არა ნაკლებ ცნობილი ჩან ჰეილი სახელდება. ჭორია თუ სიმართლე ეს ჯერ გარკვეული არ არის მაგრამ მათი გაერთიანება, სამეფო უჯახზე დიდ გავლენას მისცემს ჯეენების და ჩანების ოჯახს.“ -ვხედავ უკვე ნახე სტატია - ვერც კი შევამჩნიე როგორ დამადგა დედაჩემი თავზე. -ეს შენ გააკეთე? -შოკიდან ვერ გაოვდიოდი. -არა ეს მისის ჯოენის ნამოქმედარია, მაგრამ ვფიქრობ რომ უადგილო არ არის, რაც უფრო მალე გავრცელდება ამბავი მით უფრო მალე შეეჩვვევა ხალხი და უფრო მალე დანებდებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები.- არც კი ვიცი რა უპასუხო. -მე არ დავთანხმებულვარ და არც ჯონკუკი, ასე არ შეიძლება - აუწიე ტემბრს. ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე რა ხდება. -ხმას დაუწიე მარტო არ ვართ. -მკაცრად გამაფრთხილა და თვალები იქ მჯდომ საზოგადოებას გადაატარა. -რაში გაინტერესებს სხვა რას ფიქრობს, შენს შვილს ეხლა ძალით ათხოვებ და ეს სულაც არ გაღელვებს, საერთოდ ადამიანი ხარ? - ისევ წყობიდან გამოვყავარ ამ ქალს. -დამშვიდდი, სცენებს ნუ აწყომ და წამომწევი- წამოდგა და წინ გამიძღვა -სად? - ცკითხე მაგრამ რა თქმა უნდა პასუხი არ გამცა. ერთი სართულით მაღლა ავედით სადაც ოთაში უამრავი კაბები კიდია. ეს საწყობია საიდანაც გააქვთ კაბები მაღაზიაში. ასევე აქ იკრება ეს ყველაფერი. აქვე დგას დიდი რაოდენობით საკერი მანქანები და სვადასხვა სიმაღლის მანიკენები. -დილამშვიდობისა მის ჰეილი- მომესალმა აქაური დიზაინერი, ის დედას მერე პირველია, მასზე ამბობენ რომ ჰომოსექსუალია მაგამ მას თავი ბისექსუალად მიაჩნია. -დილამშვიდობისა ჟორჟ - მეც მივესალმე ჩემზე დაბალ ფრანგ კაცს და თავი ოდნავ დავუხარე. -რამ შეგაწუხათ? – 32 კბილით გამიცინა მან -ახალი ზომები აუღე თუ შიძლება, კაბისთვის - დედაჩემი ჩაერია და იქ მდგომ ტახტზე ჩამოჯდა. -როგორი სტილის ქაბა, ქალბატონო? გრძელი, მოკლე, საღამოს კაბა თუ უბრალო და თავისუფალი. -ზომები აიღე კაბს მე მივხედავ- მაინც არ გაცა პასუხი დედამ. -რის მიხედვით ქალბატონო?- გამეორდ ჟორჟი -საქორწინო კაბისთვის - ჟორჟმა ხელები სწრაფი მოძრაობით სახეზე შემოირტყა და მის სახეზე გაოცება არ შოდებოდა -რა ? - ეხლა მეც ჩავერთე საუბარში. -კაბა შენი ქორწილისთვის ჰეილი - სრული სერიოზულობით თქვა დედაჩემმა. -არ მჭირდება კაბა რადგან არ ვაპირებ გათხოვებას. -როგორ თუ არ აპირებ, ჰეილი თუ შეიძლება შეწყვიტე ეს სპექტაკლი და აიღე ზომები. -მე? ეს შენ შეწყვიტე.- ყვირილზე გადავედი. დედაჩემი წამოხტა და კარებისკენ წავიდა. -ისე ქენი რომ 10 წუთში ზომები აღებული იყოს და ისევ ჩემს კაბინეტში ჩამოდი. -რა? არა - დედამ გზა განაგრძო. -მომისმინე - ისევ ეს ცრემლები ჯანდაბა - პრეზიდენტო- ესე მივმართავ დედაჩემს რადგან ყველა ასე მიმართავს მაგრამ არ გაჩერდა - დედა... -დავიყვირე ბოლო ხმაზე, და მერე გავაანალიზე რაც ვთქვი. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ. ის გაჩერდა ჩემკენ ზურგით. ორი წუთი დაფიქრდა მერე კი მოტრიალდა. ეს სახე... თვალებში არ მიყურებდა, ისინი იატაკზე დასშტერებოდნენ რაღაცას, ორი წამი ასე იდგა მერე ღრმად ჩაისუნთქა და ამომხედა -საქმეს ნუ მირთულებ ჰეილი გთხოვ, უბრალოდ აიღე ზომები- ნერვიული ღიმილი მის ბაგეებს არ ტოვებდა, ეს თხოვნას უფრო გავდა ვიდე ბრძანებას. მე ვეღარაფერი ვუთხარი რადგან თვითონ შოკში ვიყავი რომ ესე დავუძახე. ზომები მაინც ავიღე და დამშვიდების შემდეგ კაბინეტში შევედი, იქ კი მოულოდნელი სტუმრები დამხვდნენ, ჯონკუკი და დედამისი. ამის დანახვაზე იფიქრებდი რომ დედას ბიჭი იყო, მაგრამ მას სახეზეც დაახლოებით ის ეწერა რაც მე. თავისუფალი ადგილი მხოლოდ გრძელი ტახტის ერთ მხარეს იყო, რომელის მეორე მხარეს ჯონკუკი იჯდა. სხვა გზა არ მქონა ამიტომ გვერძე მოვუჯექი მან, შემოსვლის დროს შემათვარიელა და მზერა ისევ იატაკზე გადაიტანა. -სტატია თქვენი ნახელავია არა ?- გაისმა დედაჩემის ხმა -ოო დიახ, ვფიქრობ უადგილო არ იყო.- მისის ჯოენი ისეთი აღტაცებით საუბრობდა თითქოს კარგი საქმე გააკეთა -მეც ესე ვფიქრბ - ღიმილით უპასუხა დედაჩემმა. პირი გავაღე რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ ოთახში ერთ ერთი თანამშრომელი შემოვიდა და დედას რაღაც ფურცლები მიაწოდა. -ელენ შეგიძლია ჯონკუკს დაეხმარო ჟორჟის მოძებნაში, რაც უნდა ქნას მე თვითნ ვეტყვი. -დიახ ქალბატონო - ფრაგულად უპასუხა ელენმა და ჯონკუკს მიუთითა გაჰყოლოდა, მანაც ეშმაკურად ჩაიცინა და გაჰყვა ელენს, თან მის მოკლე ბოლოკაბას თვალს არ აცილებდა. იდიოტი... მივხვდი რატომაც გაუშვეს ჟორჟთან, სმოკინგის შესაკერად ქორწილისთვის. ნახევარი საათი გავიდა მას მერე რაც ჯონკუკი წავიდა. დედაჩემს და დედამისს არ შეუწყვეტია ამ დაწყევლილ ქორწილზე ლაპარაკი და მე უბრალოდ დებილივით ვიჯქი და არ ვიცოდი რა მეთქვა აშკარაა რომ დანებებას არ აპირებდნენ, არც მე... . ოთახში სიჩუმე ჩამოწვა მისის ჯოენმა ეხლაღა შემამჩნია და მომიტრიალდა, -ჰეილი საყვარელო, შეგიძლია ჯონკუკი მოძებნო? ეტყობა დაიკარგა თორე ამდენი ხანი სად წავიდოდა.- მეც არ გამოვტოვე ეს შესაძლებლობა რომ ოთახიდან გავსულიყავი და უხმოდ წავედი ბიჭის მოსაძებნად. წესით ერთი სართუულით მაღლა უნდა ასულიყო, როგორც მე, ამიტომ გეზი პირდაპირ იქით ავიღე. ლიფტთან მივედი და უნდა გამომეძახა რომ შევამჩნიე ის პირველ სართულზე იყო, ამიტომ სანამ მე9 მდე ამოვიდოდა ჯობდა ერთი სართული ფეხით ავსულიყვი, ამიტომ გამოვედი და საავარიო კიბეებიკენ დავიძარი. კარი შევაღე და გავშეშდი, იქიდან კვნესის ხმა გამოდიოდა. არ დამინახავს ვინ იყო. არ ვიცოდი რა მექნა შეშლა არ მინდოდა მაგრამ მე 10ზე უნდა ავსულიყიყავი ამიტომ ავუყევი კიბეებს ჩუმად და შევეცადე ისე გავსულიყავი რომ არ შეემჩნიათ. კიბეების მეორე ნაწილზე გადავედი და აი ისიც ვის მოსაძებნადაც ვიყავი წამოსული, ჯონკუკს ელენი კედელზე ყავდა აკრული და დიდი მონდომებით უცურებდა ხელს კაბის ქვეშ, თან კესერში კოცნიდა რაც გოგონას კვნესას იწვევდა. ჯერ გავშტედი, არ ველოდი თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ესე უცებ? ნახევარ საათში როგორ შეაბა გოგო ? ბიჭებს დაკერვის ნიჭი მემგონი დაბადებიდან თან სდევთ. ადგილზე შევდექი მინდოდა რომ შეეჩნიათ რომ იქ ვიყვი, მაგრამ ნურას უკაცრავად, არც ერთ არ ეცალა ჩემთვის. ეს სანახაობა უკვე ამაზრზენი ხდებოდა ამიტომ ჩავახველე რომ მათი ყურადღება მიმექცია და გამომივიდა კიდევაც. ჯონკუკმა გოგონა მოიცილა და საროჩკის შეკვრა დაიწყო, გოგონა კი შრცხვენილი თვალებით მიყურებდა -უკაცრავად რომ ხელი შეგიშალეთ, მაგრამ ჯონკუკს ეძებენ- ძალიან წყნარად და უემოციოდ უთხარი. -ხო რა თქმა უნდა - არ დააყოვნა პასუხი მანაც და გოგონას თვალი ჩაუკრა -მე გაგაფრთხილე, ახლა გინდ წამოდი გინდ არა, დამიჯერე საერთოდ არ მანაღვლებს-იგივ ტონით უთხარი და კიბეეებს ამჯერად საწინააღმდეგო მიმართულებით ჩავუყევი. სანამ გავიდოდი კი მომესმა -ეს უნამუსო გოგო, როგორ ბედავს ჩემს სინდისზე აგდებას- ძალიან კარგი თუ გამომივიდა, ეს ერთ-ერთი „ნამიოკი“ იქნება იმისა თუ რა ადგილი უჭირავს ჩემს გულში. კებინეტის კარებათან დამეწია და შესვლამდე ხელი ჩამჭიდა მაჯაში -იცოდე არაფერი წამოგცდეს თორე განანებ.- საინტერესოა რას აპირებს, არ არსებობს ეს შანსი გამოვტოვო, არ ვაპირებ ამ იდიოტს ხელი დავაფარო, ეშმაკურად გავიღიმე და კაბინეტში შევაბიჯე. -სად იყყავით ამდენი ხანი? -იქ... რაღაცაზე ვაპარაკობდით - თავის გამართლება დაიწყო ჯონკუკმა -იტყუება - ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და ვტკბებოდი მისი სეშინებული სახით -რა?- ჩაერთო დედამისი - ვიღაც გოგო ჰყავდა კედელზე აკრული და ძალიან კარგადაც ერთობოდა, რას შვებოდა ალბათ არ არის საჭირო გითხრათ, მე თვითონ არ შემიძლია-ისეთი სახით ვთქვი თითქოს ამ წუთას არ ჩამიშვია. -რაო?- ფეხზე წამოდგა დედამისი და ჯონკუკს გამომცდელი მზერა ესროლა. ჯონკუკი კი მე არ მაშორებდა თვალს, და მკვლელი მზერით მხვრიტავდა. -არა იტყუება ჩემს წაქეზებას ცდილობს, ესე არ ყოფილა - გამოსცრა ბიჭმა და მზერას მაინც არ მაშორებდა, მე კი უბრალოდ ვიღიმოდი და სანახაობით ვერთობოდი. ერთმა ძალიან კარგმა იდეამ დამარტყა თავში, რის მერეც ნამდვილად ვერ გამოიძვრენდა თავს. -იცი? - მივუახლოვდი ჯონკუკს და პირდაპირ თვალებში ვუყურებდი -ძალიან კარგი ქალის სუნამოა, ხო არ ვკითხო რომელია? ჩემთვისაც მინდა. - ჯონკუკს საბოლოოდ შეეცვალა სახე და მთლიანად გაწითლდა ოღონდ ბოღმისგან. -გამომყები - მბრძანებლურად ჩაილაპარაკა და მაჯაში ჩამავლო ხელი. მე უბრალოდ გამეცინა და გავყევი სხვა გზა არ მქონდა. რამოდენიმე წუთში ისევ კიბეებზე აღმოვჩნდით, როცა დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ მან ძვლივს გამიშვა ხელი და ნერვიულად მოიფხანა შუბლი მერე კი მომიბრუნდა. -რა ჯანდაბას აკეთებ? -სიმართლეს ვლაპარაკობ - სარკაზმი ნამდვილად არ აპირებდა ჩემს დატოვებას. -ხომ გაგაფრთხილე არ გეთქვა - ხმაში სიბრაზე ეტყობოდა, ასეც უნდა იყოს. -და შენ როგორ ფიქრობ შენს გაფრთცილებას გავითვალისწინებდი? - დღეს ჩემი მიზანი მისი წყობილებიდან გამოყვანაა რაც ძალიან წარმატებით გამომდის. ცოტა ხანს დადუმდა მერე კი ეშმაკურად ჩაიცინა. -მივხვდი - ჩუმად თქვა და ჩემსკენ დაიწყო სვლა -რას მიხვდი ?- ცოტა შევშინდი ისეთი მკვლელი თვალებით მოდიოდა. მან ხმა არ გამცა, წამის მეათედში ორივე მაჯაში ჩამავლო ხელი და კედელს გამაკრა ზუსტად ისე როგორც ის გოგო. ისე ახლოს იყო ჩემთან მისი ცხელი სუნთქვა კანს მიწვავდა. -ესეიგი იეჭვიანე არა ?- უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან. ჩვენი შუბლები თითქმის შეახო, ადგილზე გავიყინე არ ვიცი რა ვქნა, აზრი არ აქვს ხელი ვკრა მაინც ჩემზე ძლიერი, დავიბენი ისე ახლოს იყო რომ ფიქრის უნარი მთლიანად დავკარგე, მაგრამ ბოლომდე თვალებში ვუყუებ მჯერა რომ ვერ გაბედავს. -არ იდარდო შენც გაკოცებ - ეს ბოლო ჩაიჩურცულა და ჩემი ტუჩები.... ჩემი პირველი კოცნა.... დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის ^^ იმედია მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.