შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხეში რომანტიკა თავი 2


18-01-2017, 23:27
ავტორი buzgu))
ნანახია 2 278

" აან მალე მოხვაალ? "
" ანაა?? "
" ანა სად ხაარ?
" დამირეკე! "
" ანაააა!!!!! "
უკვე ასჯერ გადავავლე თვალი ამ ესემესებს. მერე ვეღარ მოვითმინე ტელეფონი ავიღე. ერთხელ არ მიპასუხა. ცოტახანში ისევ ვცადე მაგრამ არც მაშინ მიპასუხა. მერე ისევ... ბოლოს როგორც იქნა აიღო.
- ანაა?? - ჩავძახე ყურმილში სასოწარკვეთილმა.
- გისს... ჰყ... მენ, გისმენ.
- სად ხარ?
- ქუჩაში. ჰმ.
- სად ქუჩაში?
- არ ვი... ჰყ... არ ვიცი.
- მთვრალი ხარ? - გაბრაზებულად ვკიტხე, მაგრამ პასუხი ისედაც ვიცოდი. ისეთი მთვარი იყო, რომ ვერც კი ლაპარაკობდა ნორმალურად.
- მთვრუალი? ნწნწნ... ჰყ... ნწნწ.
- სად ხარ გეკითხები?
ცოტა შეყოვნდა, ჩემი კითვა გაატარა და უგრძნობი ხმით დაიწყო.
- გაიგე მარიი? - გაიცინა (რამდენადაც შეეძლო) - ჰყ.. აღაროო!!
- რა აღარო გოგო რას ბოდიალობ სად ხარ მოვალ და წამოგიყვან ახლავე!
- ფოტ... ჰყ... ოგრაფიოო!!! ის ძუ... ჰყ... ძუკნა! წამიყვანე რა ჰყ... მარი აქედან...
- სად ხარ თუ არ მეტყვი ვერ მოვალ!
- ერთი წუუთით... ჰყ...
" უკაცრავად ეს რა ადგილია? " ჰკითხა რაც შეეძლო მშვიდი ხმით. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვინ არ მიხვდებოდა, რომ გალეწილი მთვრალი იყო?!
ვისაც ელაპარაკებოდა იმის პასუხი ვერ გავიგონე, მაგრამ ანიმ აშკარად ვერ აღიქვა
" თუ შეიძლება მას... ჰყ... აუხსენით "
2 წუთში უკვე მისკენ მივდიოდი მანქანით. ნეტა რა დაემართა? ნიკამ ხომ არ დაუშავა რამე? "ასე რო იყოს ჩემი ხელით ... დავახრჩობ იმ ნაძირალას" ვფიქრობდი გაცეცხლებული და თან თვალებით იმ ადგილს ვეძებდი რომელზედაც გამვლელმა მიმანიშნა. და აი ისიც. ჩაბნელებულ ქუჩაზე დიდი კორპუსი გამოჩნდა ცხრა სართულზე მეტი არ იქნებოდა. წინ ერთი ორი ხე და პატარა ჯიხურიც მოჩანდა. ჯიხურში ჯერ კიდევ ენთო შუქი. სადარბაზოების წინ ჩაყოლებაზე რამდენიმე სკამი იდგა ისიც ზოგიერთი იმდენად მორყეული და გადახრილი, დაჯდომისა შეგეშინდებოდა. ეტყობოდა უბანს, რომ არცისე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდნენ აქ.
იქვე მეორე სადარბაზოს წინ ანი შევამჩნიე. სკამზე იწვა და ნაპრალებიდან ლამაზი შინდისფერი კაბა მოუჩანდა."ალბათ გაითიშა სიმთვრალისგან". მის ფეხებთან კი ბიჭი იჯდა. ალბათ ის გამვლელი იყო მე რომ ველაპარაკე ტელეფონზე. მანქანიდან გადმოვედი და ახლოს მივედი ბიჭს არ გამოუხედავს, მაგრამ ლაპარაკი დაიწყო.
- მარტო ვერ დარჩებოდა. თქვენ მეგობარი ხართ ხო? ასე ღამით სიარული რო არ შეიძლება დან ასეთ უბნებში არიცის? - იკითხა ცივი ხმით და მხოლოდ ამის შემდეგ ამომხედა.
- დიახ... შეყვარებულთან... - დავიბენი და სიტყვა გამიწყდა. შემრცხვა, თითქოს პასუხისმგებელი ვიყავი რამით მის წინაშე.- შეყვარებულთან იყო ვახშამზე და ეტყობა რაღაც დაუშავა იმ ნაძირალამ. - ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი სახეზე. მან კი ჩაიცინა.
- ვიცი, ვიცი მომიყვა. - მითხრა და დაჟინებით დამაცქერდა
თვალები ოდნავ გამიფართოვდა. სიტუაცია არ მომწონდა. მაგრამ ჯერ კიდევ შემეძლო კონტროლი. სანამ რამეს ვიტყოდი ისევ მან გააგრძელა საუბარი.
- ვიღაც ფოტოგრაფში გაუცვლია ნიკუშას... - ეს სახელი ცოტა არ იყოს დამცინავად წარმოთქვა, ცოტა შეყოვნდა და თითქოს ვიღაცამ შეანჯღრიაო ისე გამოერკვა - ხო მართლა მოდით, დაგეხმარებით მანქანაში ჩავსვათ.
- ჰო, - ამის თქმაღა მოვახერხე.
ისე დახმარების გაწევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, მე არაფერი გამიკეთებია. თვითონ აიყვანა ანაც და თვითონ ჩასვა მანქანაში. ეს ისე თავისუფლად მოახერხა გამიკვირდა კიდეც სხეულზე რატომ არ ეტყობა მეთქი ძალა. უცებ ვიგრძენი, რომ მის ბიცეფსებს წარმოვიდგენდი და სირცხვილისგან ჩემდაუნებურად გავწითლდი. ამის დასაფარად თმა წინ ჩამოვიყარე და ნაჩქარევად ვთქვი:
- ძალიან დიდი მადლობა. ვალში ვართ თქვენთან.
- რას ამბობთ, ალბათ ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.
ოდნავ გაიღიმა და ნახევრად მიბრუნდა.
- კარგით ნახვამდის! და გავიღიმე.
- კარგად.
მანქანა დავძარი და უკვე რამდენიმე წუთში უბნიდან მთავარ ტრასაზეც გავედი. თან ანას გავხედავდი ხოლმე ცუდად ხომ არ იყო ან რამე. მერე სიმღერებს ავუწიე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი.
" რა უცნაური ტიპი იყო ის ბიჭი " ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ უცნაურობას ვერაფერს ვარქმევდი გარდა ხმისა. თითქოს შემპარავი და იდუმალი ხმით ლაპარაკობდა. ისე იმდენად ვიყავი აფორიაქებული, რომ წესიერად დალაპარაკებაც ვერ მოვახერხე. ან რამ ამაფორიაქა? არც კი დამინახავს... (სჰეცბუნებული სახით გავხედე ანას რომელიც უკან სავარძელზე იწვა და მშვიდად იწვა.
"ანას რაღა სჭირს.. ნიკამ ვისში გაცვალა? ან რა მოხდა საერთოდ წუხელ?" თავი ლამისაა ამიფეთქდეს! საუკეთესო მეგობრის გაუბედურებას არასდროს არ ვაპატიებ ნიკას. ვხვდები, რომ ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ანა მე მიყვარს და არავის შევარჩენ მის ასეთ დღეში ჩაგდებას."ჯერ გაარკვიე ყველაფერი!" უსიამოვნო ფიქრი იჩენს სადღაც სიღმიდან თავს და ვანებებ ჩემით დასკვნების გამოტანას თავს. ქუჩებს ვუყურებ, გარეთ მოსიარულე ხალხს. ზოგი მარტო ნელა მისეირნობ, ზოგს კი სადღაც ეჩქარება. ზოგი უბედურია ზოგი ბედნიერი. თურმე რა უცნაურია კულისებიდან ადევნო ამას თვალი, აქამდე არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ ნებისმიერ გამვლელს საკუთარი, თავისებურად საინტერესო და ასე თუ ისე მრავალფეროვანი ცხოვრება აქვთ. სხვისი ცხოვრება ძალიან მოსაწყენია ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ალბათ ასე მხოლოდ უცხო ყური და გონება აღიქვამს. რა უცნაურია, რომ ხოგიერთი ადამიანი სხვისი ცხოვრების განსჯაში ხარჯავს თავის ისედაც მოკლე და ძვირფას დროს. უცებ უკნიდან ხმა მომესმა და გამოვერკვიე, სარკეში ანას გაბურძგნული თმა დავინახე.
- აღბროთვანებული ვარ!
თქვა მან და დაიმანჭა. მე არაფერი მითქვამს. მთელი გზა ორივე ჩუმად ვიყავით. არ შემეძლო ახლა ლაპარაკი, ძალიან ცუდად ვიყავი. მასაც ხმა არ ამოუღია ეტყობა იგრძნო ჩემი გაღიზიანება. სახლში ასვლისას დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა ბარბაცით როგორღაც ადიოდა კიბეზე (ლიფტიც კი არ იყო). სახლში რომ მივედით ეგრევე მისაღები ოთახის დივანზე ჩაეძინა. არ ვიცი რა გავაკეთო. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დავწვე არ დამეძინება. ვასკვნი რომ ჩაი მიშველის და წყალს ვადუღებ. თან ტელევიზორი ჩავრთე დაბალ ხმაზე. ერთ მუსიკალურ არხზე ჩემი საყვარელი სიმღერა გადიოდა და იმ არხზე დავაყენე. სავარძელში ჩავჯექი და ფიქრებს მივეცი თავი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად ტირილით მაინც ვიტირე. დამღალა ამ ყველაფერმა. სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რამ, მაგრამ დავიღალე. ალბათ დღევანდელმა კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა. ნეტა ვინმე იყოს ჩემს გვერდით და უბრალოდ ვლაპარაკობდეთ. ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს. "დეპრესია მაქ" ამომძახა ჩემმა ღრმად ჩაფლულმა შინაგანმა მე-მ. არაა!! სასწრაფოდ ისევ გადავუშვი ეს ფიქრები უკან და ჩემდაუნებურად გავიღიმე. ვერც კი შევამჩნიე როდის, მაგრამ ჩემი საყვარელი სიმღერა უკვე დამთავრებულა და ახლა ვიღაც სიმპატიური ბიჭი მღეროდა (სზიზღარი სმენით). ტელევიზორი გამოვრთე და აქეთ-იქით ბოდიალს მოვყევი. უცებ სუფთა ჰაერზე მომინდა გასვლა. ანის წერილი დავუტოვე, რომ თუ რამე მოუნდება დამირეკოს, ქურთუკი ავიღე და კარებში გავედი.
სასწაულია ღამე სუფთა ჰაერზე სიარული. თვალის მოსატყუებლად და დროის მოსაკლავად მშვენიერი საშუალებაა. ღამეა მაგრამ ხალხი მაინც დადის. ნეტა სად მიდიან? ცხელი რძიანი ყავა ვიყიდე და ახლა ქუჩაში სკამზე ვზივარ. სკამს თავზე ხე ადგას და ასე თუ ისე ჩრდილში ვარ. წინ ხან კაცი გაივლის ხან ქალი. ნეტავ ახლა მათი ფიქრების გაგონება შემეძლოს. ნეტავ რაზე ფიქრობენ?მათაც ჩემნაირი ცხოვრება აქვთ მოსაწყენი და სევდით აღსავ...
ფიქრი გამიწყდა. გვერდზე ბიჭი დამიჯდა შავ ქურთუკში , შავ შარვალსა და შავ ფეხსაცმელშ გამოწყობილი. კაპიუშონი ჰქონდა წამოცმული. იმის მიუხედავად, რომ შავები მიყვარს და ასევე ვფიქრობ, რომ ამდენ თავისუფალ სკამში ბიჭი "უბრალოდ" იმ სკამზე არ ჩამოჯდება სადაც უცხო ზის, მაინც არ დამაინტერესა ვინ იყო და რა უნდოდა. უბრალოდ ჩემი ცხელი ყავის სმა და თვალიერება გავაგრძელე. გვერდით მჯდომი ერთ ხანს ჩუმად იყო მერე ლაპარაკი წამოიწყო და ამ ცივმა და სიმკაცრით სავსე ხმამ შემაკრთო.
- მოგწონს არა, გარეთ ჯდომა და ფიქრი მითუმეტეს ღამე?
- ჰო - ვუპასუხე უემოციოდ და მოვიღუშე.
- რაზე ფიქრობ? - ოდნავ შევყოვნდი არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ მისმა ხმამ მაიძულა პასუხი გამეცა.
- მე ... მინდა მათი აზრები მესმოდეს - ვთქვი გამომწვევი ხმით და ხელი გამვლელებისკენ გავიშვირე. რატომღაც მოველოდი რომ გაიცინებდა ან გაუკვირდებოდა, მაგრამ სრულიად მშვიდად მიმოიხედა და სასხვათაშორისოდ თქვა "მეც"-ო.
- აქ რა გინდა? - ვკითხე და ჩემი კითხვა ცოტა მეუცხოვა, რა ჩემი საქმე იყო რატო იყო აქ, თმცა კითხვა უკვე დავსვი და ვეღარაფერს ვუშველიდი.
- მე აქ ვცხვრობ. - მითხრა ოდნავ გაკვირვებულმა ირონიული ტონით. საკუთარ თავზე გავბრაზდი.
- კაია
- შენ?
- მე არა, - ვუპასუხე ცოტა უკმეხად და ყავა მოვსვი.
- ცუდია... მეგონა შენ და ანა ერთად ცხოვრობდით აქ.
- ანას იცნობ? - გაკვირვება ძლივს დავფარე და სახეშ შევხედე. სახე მაინცდამაინც არ უჩანდა მხოლოდ თვალებს ქვემოთ ვხედავდი მკრთალად განათებულ სახეს.
- კი! - მიპასუხა თვითკმაყოფილი ტონით და სახეშ დაჟინებით მომაშტერდა.
- უნდა წავიდე.
არ შემეძლო იქ დარჩენა თნდაც ერთი წუთით. გავღიზიანდი ძალიან. არც კი ვიცი რაზე, მაგრამ...
- რატომ? - ხმა შეეცვალა თითქოს თან არ ელოდა და თან ყველაზე ძალიან ამის ეშინოდაო.
- სახლში უნდა დავბრუნდე ანა მარტოა.
- გაგაცილებ. - თქვა გადაჭრით. შეწინააღმდეგება მინდოდა, მაგრამ რატომღაც მეგონა რო აზრი არ ექნებოდა.
- არა იყოს.
- მარიამ, ორის ნახევარია და შეიძლება ვინმე დეგენერატს გადაეყარო და მე კი ეს სულაც არ მინდა. - მითხრა მკაცრი ხმით და ჩვეული თვითკმაყოფილება სახეზე დაეტყო.
ერთ წუთს გაკვირვებისგან პირიც კი ჩამომივარდა, მარამ მალევე მოვედი გონს და გზისკენ პირუჩუმრა შევტრიალდი. ჩუმად მივდიოდით და უბნის მოსახვევშიაც მალე შევუხვიეთ. უცებ ნაცნობი სილუეტი შევამჩნიე და სხეულში თითქოს ადუღებული რკინა ჩამასხესო.გავშეშდი. ორი ნაბიჯის მერე, ვინც მაცილებდა ის შემობრუნდა და გაკვირვებით შემომხედა.
- მარიამ?
მე გაშეშებული ვიყავი და ასფალტს დავყურებდი. ყურებზე ხელები მაგრად მივიჭირე და თვალებიც მაგრად დავხუჭე. მაგრამ, რომ გავახილე ჩემს თანამგზავრს სახეზე განცვიფრებაც და უკვე ცივი შიშიც ერთიანად ჰქონდა აღბეჭდილი. ახლაღა დავინახე მისი სახე. საოცრად სიმპატიური ყოფილა და აქამდე ვერ ვამჩნევდი. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და ნაბიჯი წინ გადმოედგა.
- კარგად ხარ?
- კი - ჩავილაპარაკე არცთუისე დამაჯერებლად და ვცადე ისე გამევლო რომ ჩემს ნაცნობს ვერ შევემჩნიე. ახლა უბრალოდ არ შემეძლო მასთან შეხვედრა. თან მარტოც არ ვიყავი. თავზე კაპიუშონი წამოვიფარე და ჩვეულებრივზე სწრაფად წავედი. ბიჭი დამეწია.
- რამე მოხდა?
- არა, გამახსენე რა გქვია? - ვცადე თემა შემეცვალა. ჩემი ფიქრები ისევ იქ ტრიალებდა იმ ნაცნობ და უკვე საძულველ სილუეტთან. საზიზღართან, დამპალთან....
- მე, თორნიკე - ჩაიღიმა.
- კარგი სახელია - ვუპასუხე გულწრფელად და თავი რატომღაც კარგად ვიგრძენი.
- მარიი... მარი, მოიცაა! - დაიძახა თითქოს შეშინებულმა ბოხმა ხმამ.
ოოო, ღმერთო! ოღონდ ეს არაა!! ოღონდ ეს არაა! მაინც შემამჩნია. როგორც სიტუაციის არსი და შნაარსი მკარნახობდა მე აქ ჩხუბს და აყალმაყალს ვერ ავცდებოდი და ცივად ადგილზევე სწრაფად შემოვბრუნდი. ჩემსკენ ნიკა მორბოდა. ის საზიზღარი ნიკა რომელმაც ანი ამ დღეში ჩააგდო და ახლა სახლთან უცდიდა. უნამუსო ნაბი*ვარი! ნუთუ არ რცხვენია? ის რომ არა, ახლა ჩემი ანუკი ჩემს გვერდით იქნებოდა და ნორმალური ადამიანივით ისევ ძველი სიხალისით დამელაპარაკებოდა და გამახალისებდა. მაგრამ მან ის გააუბედურა და მასთან ერთად მეც! "აზვიადებ" ისე გაისმა ეს ფრაზა თავში, რომ მეგონა თორნიკემ თქვა ან ნიკამ ან რავიცი ვინმემ...
- გამარჯობა, - სირბილით მოგვიახლოვდა ნიკა და ნაჩქარევად თქვა. - მარიი, ანა სადაა? კარგადაა?
- კარგაად? კარგაადდ??? - უცებ სიბრაზის იმხელა დოზა ვიგრძენი მოზღვავებულად, რომ გავსკდებოდი სილა, რომ არ გამეწნა ნიკასთვის. ლოყა დაიზილა და საცოდავი თვალებით ამომხედა. ამაზე კიდევ უფრო გავცეცხლდი. - სახლში ზის, ნიკა და კოქტეილს მიირთმევს და ალბათ რაიმე კომედიურ ფილმს უყურებს, იცინის კისისებს... - ვუპასუხე ირონიულად რაზეც თორნიკემ ჩაიცინა - აჰაა!! არაა... იქნებ მიმკვდარებულს და გათიშულს, ნამტირალევს, თვალებდასიებულს და გაფხრეწილ მთვრალს სძინავს მისაღები ოთახის დივანზე?
ერთხანს აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ნიკამ დაარღვია.
- მეე... -და მეტი ვერაფერი თქვა. მე კი სიბრაზის ტალღამ ისევ დამიარა და ახლა საყელოშ ვეცი და მაგრად მოვჭიდე ხელები.
- რა გაუკეთე?.. რა?.. რატოა ასე?.. რა უთხარი??.. - უცებ ცრემლები წამსკდა და ალბათ სასოწარკვეთილი ცემას დავუწყებდი თორნიკეს რომ არ გამოვეთრიე უკან.
- მოიცა მარიამ, დაწყნარდი... გაჩერდი! მოიცაა!! - მაწყნარებდა თორნიკე. ბოლოს კი გაბრაზებულმა დაბალი, მაგრამ მკვეთრი ხმით ჩამძახა ყურში. მაშნვე გავჩერდი შეცბუნებული და თორნიკეს ჩემი მხრებიდან ხელები მოვაშორებინე.
- მე... უბრალოდ ვუთხარი, რომ... მე ცუდი არაფერი მითქვამს! ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა მასთან და უბრალოდ სხვა შემიყვარდა. მას ორი ჭიქა უკვე დალეული ჰქონდა და იქ ყვირილი ამიტეხა, მერე ისტერიკებშ ჩავარდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა. ბოლოს მაგიდას ხელი გაჰკრა და გადააყირავა ჩემი ტელეფონიც დაამტვრია. მერე იქიდან გავარდა... მე კი ვერ გავყევი. დაცვამ დამიჭირა და სანამ არ ავანაზღაურე არ გამომიშვეს. მერე ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ნომერიც არ ვიცოდი, რომ დამერეკა. მერე აქ მოვედი და ვფიქრობდი ავიდე თუ არა თქო და შენ გამოჩნდი... მეე... არ მინდოდა... მართლაა...
- დეგენერატი ნაბი*ვარი ხარ! - მივახალე პირში და კორპუსის მოპირდაპირე მხარეს გავიქეცი. იდიოტი! თურმე მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ ორი წლის შემდეგ აღარ უყვარს და მასთან ურთიერთობა აღარ უნდა. თურმე მხოლოდ გატეხილი ტელეფონია მისი სადარდებელი და ის არა, რომ ანი ამ დღეში ჩააგდო... დალევა მომინდა. მთელი ძალით გავრბოდი, მაგრამ არ ვიცი სად... უგზოუკვლოდ მინდოდა დავკარგულიყავი! მინდოდა გზა ამბნეოდა და ვერავის ვეპოვნე! აღარ მინდოდა არავისთან ლაპარაკი! გაბრაზებული ვიყავი! ძალიან გაბრაზებული! და მივრბოდი! უცებ ფეხები მომეკვეთა და ძირს დავეცი. დავცარიელდი და არ მინდოდა არავინ! ჩემს გვერდით ვიღაც კიდევ დაეშვა მუხლებზე და მხრებზე მომხვია ხელები.
- კარგი მარი, დამშიდდი! ის თავისას მიიღებს. ანი კი თავის ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებს. ასე ნუ ნერვიულობ!
- მე... მე არც კი ვიცი ასე... ასე რა მაღელვებს... - ამოვთქვი ძლივს აკაკნკალებული ხმით.
- ის შენი მეგობარია და ბუნებრივია ნერვიულობ, უბრალოდ მთლად ასეც არ ინერვიულო კარგი?არ შეიძლება! ახლა ადექი აქედან კაი? ძაან ცივა იმისთვის რომ ცივ ასფალტზე ვინებირვოთ. - მივხვდი, რომ გაიღიმა და მეც რაღაცნაირად გამეღიმა. ის მართალი იყო. ეჰჰ... ნეტა რა მაღიმებდა?
- მოდი აქ დავჯდეთ.
ხელში ამიტაცა და საოცრად მესიამოვნა მის მკლავებში სიცივეშ ყოფნა. საოცრად მხურვალე იყო. თითქოს ახლახან გამოვიდა გავარვარებული ოთახიდანო. საოცრად მსიამოვნებდა მისი ცხელი სხეული. იმდენად დაღლილი ვიყავი და თან მეძინებოდა, რომ ლამის იქვე მივითიშე მის მკლავებზე. ასე ხელში აყვანილი მივყავდი სკამამდე და დაჯდომისასაც არ ჩამოვუსვივარ, კალთაში ჩამისვა და ახლა ჩემს თმას ეფერებოდა. ალბათ სხვა დროს ეს, რომ წარმომედგინა ჩემს ფიქრებშ აუცილებლად ვთხოვდი ბიჭს ჩამოვესვი. მაგრამ ახლა სულაც არ მინდოდა ეს. მინდოდა მის მკლავებში, სითბოში, ეს მსიამოვნებდა! ამ ფიქრებში ჩაძირულს თვალები მიმელულა. ის კი ისევ თმაზე მეფერებოდა. ისევ... ხან ლოყაზე ჩამომისვამდა ხელს და ხანაც ყურთან მოჰქონდა ტუჩები და ჩამჩურჩულებდა ხოლმე "შენ ჩემი ლამაზი გოგო ხარ!".
..............................................
მმმ...ვცდილობ ყველანაირად საინტერესო გავხადო <3 მთავარი ჯერ კიდევ წინაა <3 უხეშ რომანტიკა თავისი განსხვავებულობით მოგხიბლავთ და ალბათ საოცნებოც კი გახდება ასეთი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. <3 მადლობთ რომ კითხულობთ ^^ კომენტარებში დაწერეთ ღირს თუ არა გაგრძელება.



№1 სტუმარი Guest Mariamo

RaSaakvarlobaa^^^♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Girs gagrdzeleba da imedia kargad gaagrdzeleb toko ra sakvarelia
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი buzgu))

Guest Mariamo
RaSaakvarlobaa^^^♥

<3 <3

mtirala var
Girs gagrdzeleba da imedia kargad gaagrdzeleb toko ra sakvarelia

<3 <3 ^^

 


№4 სტუმარი Tako...^^

Mmmm <3 <3sakvarlebi <3

 


№5  offline წევრი buzgu))

Tako...^^
Mmmm <3 <3sakvarlebi <3

<3 3

 


№6  offline წევრი D-I-A-N-A

ვაიმე ბიჭი რა საყვარელია heart_eyes . იმედია გააგრძელებ . დაველოდები შემდეგ თავს kissing_heart

 


№7  offline წევრი buzgu))

D-I-A-N-A
ვაიმე ბიჭი რა საყვარელია heart_eyes . იმედია გააგრძელებ . დაველოდები შემდეგ თავს kissing_heart

<3 <3 მადლობტ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent